ისევ საწყისთან
პ2 *** 17 წლის იყო როცა თიკამ ნიკუშას ძმაკაცი გააცნო ლაშა ჯაფარიძე, მარიტა იმ დროისთვის არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, ზედმეტი კილოგრამები აწუხებდა, თუმცა სახეზე ყოველთვის გამოირჩეოდა, ცისფერი თვალები და მუქი წაბლისფერი თმა, პატარა ცხვირი, წინ ოდნავ წამოწეული ტუჩები კარგ შესახედაობას აძლევდა, ღიმილი ახლაც არაჩვეულებრივი აქვს და არც არასდროს იშურებდა ღიმილს. თავისი ქცევებით მოხიბლა იმ დროისთვის ნამდვილად პოპულარული ჯაფარიძე და როგორც შემდგომ თვით ლაშა აღნიშნავდა პირველივე დღეს მოხიბლა მისმა ღიმილმა. ლაშა ჯაფარიძე ცნობილი იყო როგორც დიდი მექალთანე, არც წამალს ერიდებოდა, მისი ასაკისთვის შესაფერისად, ტაბლეტებს ეტანებოდა, თუმცა ამას მარიტასთვის ხელი არ შეუშლია თავდავიწყებით შეყვარებოდა ჯაფარიძე. იმ წელს აბიტურიენტი იყო, მასწავლებლისგან გამოდიოდა უცებ ლაშა ჯაფარიძე ლამპიონის ბოძს აყუდებული, რომ დაინახა. დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, ადგა და ისე მოიქცა ვითომც ვერ დაინახა და ქუჩისკენ აიღო გეზი. –ჰეი! მარიტა!–დაუძახა ლაშამ, თან მის ბავშურ საქციელზე ეცინებოდა, არადა რა კარგად დაინახა მისი დაბნეული ცისფერი თვალები. –ვა ლაშა! –გადაკოცნა ბიჭი და ალბათ სულ აწითლდა.–როგორ ხარ? –კარგად შენ? –არამიშავს. –სახლში მიდიხარ ჰო? –თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლაშამაც მე გაგაცილებო. გზაში ხმას არცერთი იღებდა, ლაშას ეღიმებოდა მარიტას დაძაბულობაზე და როგორც იქნა ხმა ამოიღო. –მარიტ იცი წამალს შევეშვი! – თვითონ დასცინოდა ბავშვობაზე მარიტას და უარესად გამოუვიდა, იფიქრა ასე მეტი შანსი მექნებაო და პასუხად მარიტას გაოცებული თვალები მიიღო პირდაპირ რომ ეკითხებოდნენ მერე მე რაო. –უი რა კარგია!–პასუხად კი ეს მიიღო, თუმცა როგორც ავღნიშნე, მისი თვალებ სულ სხვას ამბობდნენ. –ჰო ახლა უფრო მაგარ რაღაცაზე ვარ დამოკიდებული!–ამოიდუდღუნა და მარიტა თავისკენ მიატრიალა.–აუ არ შემიძლია რა ეს რომანტიკული საუბრები და სიყვარულის ახსნები. მოკლედ ძალიან მიყვარხარ და შენს გამო დავანებე თავი რა ტაბლეტებს! –კი მაგრამ მე არ მითხოვია! –არ იცოდა რა ეთქვა და მგონი ყველაზე დიდი სისულელე წამოიძახა დაბნეულობისგან. –რა არგითხოვია?–თვალები კინაღამ გადმოუვარდა ბუდიდან გაოცებულს. –წამალზე თავის დანებება!–დარცხვენილმა თავი ჩახარა. –შენ ჩემი ნათქვამიდან მარტო ეგ გაიგე? –არა! უბრალოდ იმ ყველაფერზე პასუხი არ მაქვს. –არაუშავს! მე ჩემი დამოკიდებულება და გრძნობები გითხარი, როცა შენც მიხვდები რას გრძნობ ჩემს მიმართ მერე მითხარი! –გაუღიმა და ხელი მოხვია. –არა! –უცებ გამბედაობა იგრძნო და წარმოთქვა–არ მჯერა ! –გაკვირვებული თვალებით შეხედა ჯაფარიძემ–ჰო ლაშა არ მჯერა რომ ესე 1 თვეში შენ ჩემისთანა გოგო შეგიყვარდა! და ტაბლეტებსაც თავი დაანებე. –შენისთანა რას ნიშნავს? –ლაშა შენც კარგად იცი! არც გარეგნულად და არც ქცევით არ ვგავარ იმ გოგოებს ვინც შენ მოგწონს!– თვალებში ჩახედა და მტკიცედ განუცხადა. –ეგ მერე რა! მე მართლა მაგრად შემიყვარდი! აი როგორ დაგაჯერო ?! –არ ვიცი! უნდა დავფიქრდე... *** დილით მარიტას გაეღვიძა პირველდ და ბევრი იფიქრა ღირდა ეთქვა ლაშაზე თუ ჯერ დალაპარეკობა და შემდეგ მოეყოლა, თუმცა მაინც ვერ მოითბინა, არ უნდოდა მისი რჩევა არ მოესმინა. დემეტრემ რომ გაიღვიძა და შხაპი მიიღო მარიტა ისევ იწვა და ფიქრობდა ძლივს გაბედა რომ დაეწყო. –დემე! –მარიტ ადე რა! თორემ ისევ დავაგვიანებთ და ჰომ ხედავ მთავარი ექიმი რა სახით გვიყურებს? ჩვენი ექსპერიმენტი საერთოდ უკან მოგვრჩება ესე თუ გავაგრდძელეთ! –თან საყვედურობდა თან პერანგის ღილებს იკრავდა. საქართველოში კვლევის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ, აქ ნებართვის აღება უფრო გაუადვილდებოდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ექსპერიმენტის წარმატება, რაც თავის ტვინი სიმსიმნის სხვა ხერხით მკურნალობას გულისხმობდა, საქართველოს მიეწერებოდა, ხარჯებს კი ნაწილს თვით დემეტრე ნაწილს კი კერძო პირი ფარავდა. –დემე სალაპარაკო მაქვს! –ეხლა ამის დრო არ არის, მანქანაში მითხარი რა! –ცოლისკენ მიიწია ხელში აიტაცა, ცხვირზე აკოცა და სააბაზანოში რასაც ქვია შეაგდო და კარი დაუხურა. იქიდან კი მარიტას ლანძღვა ისმოდა თუ რა უინტერესო და უყურადღებო ქმარი ყავს! საუზმეს იტალიაშიც არ იყვნენ მიჩვეულები, სულ აგვიანდებოდათ და იმიტომ, აქ ცოტა მარტივად ქონდათ საქმე, ალექსანდრე ბებიასთან ყავდათ და ამიტომ სკოლაში არ ყავდათ მისაყვანი, 1 წელი მაინც მოუწევდათ ცხოვრება. ყავით სავსე თერმუსებით ჩაჯდნენ მანქანაში, მარიტა გაბუსხული იჯდა და ხმას არ იღებდა. გაბრაზებული იყო, როგორ თუ დემეტრეს არ აინტერესებდა რა ქონდა სათქმელი, ამან ლაშასთან მოსალოდნელი შეხვედრაც კი გადაავიწყა. –მარიტა!–ღიმილით გადახედა ცოლს და მანქანა დაძრა, კარგად ხვდებოდა ცოლს რააწუხებდა და ამაზე ეღიმებოდა.–რა გქონდა სათქმელი? –ახლა კარგ დროს გაგახსენდა! –აუ ნუ ხარ ბუტია პატარა ბავშვი რა! ალექსანდრეც კი აღარ იქცევა ეგრე! –დემეტრე მართლა სერიოზული თემაა და ესე ვთქვათ რჩევა მჭირდება! –ჰო და გისმენ! –თიკას ველაპარაკე იმ დღეს, რომ ჩამოვედით, ლაშა ყოფილა მაგათთან მისული და ჩემთან ლაპარაკი უნდა! –ლაშას ხსენებაზე მარიტამ იგრძო დემეტრეც, რომ დაიძაბა და ისევ გააგრძელა–ალექსანდრეზე უნდა ლაპარაკი. დღეს უნდა ვნახო! –და ჩემგან ნებართვა გინდა თუ რატო მკითხე?! –რას ქვია რატომ გკითხე? არ მიკითხავს, ჯერ ესერთი გითხარი! საერთოდ არ მინდოდა ნახვა უბრალოდ რაღაც მაქ სათქმელი! ის რომ ალექსანდრეზე არანაირი უფლება არ აქვს და შეუძლია აღარ გამოჩნდეს! –არ არის ეგრე! ლაშა ალექსანდრეს მამაა... და არა მე... სრული უფება აქვს მასთან ურთიერთობის და არ უნდა დაუშალო! –და 7 წელი სად იყო? –მარიტა, შენც კარგად იცი სად იყო! ამერიკაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა! და ისიც იცი რატომ! –შენ რა იცავ?!–აქ ვეღარ მოითბინა და შეკივლა. –არა ! მაგრამ მეც პატარა ვიყავი მამამ რომ მიგვატოვა მე და მაკა, დედაჩემი რომ გათხოვილიყო ნამდვილად არ მივიღებდი კარგად! ალექსანდრე ჩემი გაზრდილია და საკუთარი შვილივით მიყვარს რომელიც არ მყავს! მაგრამ მე მამამისი არ ვარ! ნამდვილს მამასთან ურთიერთობის უფლებას კი ვერ წაართმევ! –კარგი! *** ჯაფარიძის ნათქვამი არავისთვის უთქვამს, თიკასთვისაც კი, არ უნდოდა ვინმეს ნათქვამს თავის გადაწყვეტილებაზე გავლენა ექონია. თიკასთან და ნიკასთან ერთად ნახა მეორე დღეს, თვალებით ეკითხებოდა ნიკუშასთვის რამე ჰომ არ გითქვამსო. ლაშაც იგივენაირად იყო, არ უნდოდა სამეგობრო რამეში ჩარეულიყო, ორივე თვლიდა რომ ურთიერთობა მარტო ორის იყო და არც კარგი განზრახვით უნდა ჩარეულიყო ვინმე, ცუდით მითუმეტეს. ნიკუშასთან იჯდნენ სახში და ჯოკერს თამაშობდნენ „პარებში“. –ვსო! წაგებულებო აბა მაღაზიისკენ ჰერი ჰერი!..–გახარებულმა წამოიყვირა ნიკუშამ და კარისკენ მიუთითა ლაშას და მარიტას. –მარი ჩემი საყვარელი ნაყინი წამოიგეთ რა! –ამოიდუდღუნა და ფართოდ გაუღიმა თიკამ –ჰოკაი ჩავედით! –კარისკენ წავიდნენ მარიტა და ჯაფარა. –აუ ესენი რაღაც სტრანად არ არიან?–გადახედა შეყვარებულს ნიკამ. –აუ რავიცი! ჯაფარას რომ ერიდებასავით მარიტა ფაქტია! მაგრამ მეტყოდა რამე რო იყოს! –გავარკვევ მე მაგ თემას! *** ლაშა და მარიტა წაგებულის ჩასაბარებლად იყვნენ მაღაზიაში და ნაყინს არჩევდნენ. (ეს თიკას მოთხოვნა იყო ნაყინზე ეთამაშათ შუა იანვარში) –მე არაყს და სხვა რაღაცეებსაც ვიყი და ჩავუჯდეთ!–მარიტას უთხრა და სასმელის დახლისკენ წავიდა. უამრავი პარკით დახუნძლულები ლიფტს ელოდებოდნენ ლაშამ რომ დაარღვია სიჩუმე: –თიკას მოუყევი? –არა!–თავი ჩახარა მარიტამ ესე აკეთებდა როცა ან რცხვენოდა ან უხერხულად გრძნობდა თავს–არ მინდა ვინმეს აზრის გავლენის ქვეშ მოვექცე, ჯერჯერობით არ ვეტყვი! –ჰო, არც მე მითქვამს არავისთვის! შენ გადაწყვეტილებას ველოდები... ლიფტში ხმას არცერთი იღბდა, მერე ნიკუშასთან „სუფრა“ გაშალეს და გართობა განაგრდძეს. მარიტა სულ დაძაბული იყო ლაშას მზერის გამო. შემდეგ იყო ხშირი შეხვედრები, არა მეგობრების წრეში, პირიქით, ვითომ შემთხვევით ყველგან ჯაფარა ხვდებოდა მარიტას. მხოლოდ მოკითხვა სხვა არაფერი და ისევ თავიანთ გზაზე. მარიტა ცდილობდა ნაკლები ეფიქრა და მეტი ემოქმედა, ანუ არ ეფიქრა რომ ლაშა ატყუებდა და მინდობოდა გრძნობებს. მაგრამ გონება არ აცდიდა, თუმცა მოწონდა, მაინტს მოწონდა მისი ქცევები, გამოხედვა, ლაშა ისეთი მარტო მასთან, რომ იყო... პირველი თავი გადახედვის გარეშე დავდე, ამიტომ სავსე იყო შეცდომებით და აწი ესე აღარ მოვიცევი... სათაურიც რომ შეცდომით დავინახე მაგაზე საერთოდ ჩემ თავს გავუბრაზდი... იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.