შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dedicated (1)


17-05-2015, 13:53
ავტორი Colaa
ნანახია 1 417

თავი პირველი.
'უცხო თვალები'

'ქეროლინ დაუჩქარე თორემ მისის ჰეტკინი
მოგკლავს!'
საკუთარ თავს შევუკურთხე და ჩემს წიგნებს ხელი დავავლე და საკლასო ოთახისაკენ დაგვიანებით გავიქეცი.
არვიცი რატომ, მაგრამ დღეს დაგვიანება ძალიან მინდოდა, იქნებ დღეს მაინც შეემჩნია ვინმეს 'უჩინარი ქეროლი'.
7 წელია ამ სკოლაში ვსწავლობ, თუმცა დღემდე არავის ვიცნობ, და ყველას ახალი ვგონივარ, არავინ მეკონტაქტება, და არც კი მიმჩნევს, თავი ლუზერი მგონია, თუმცა ამ სკოლაში ლუზერები უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ ვიდრე მე.
მათ რაიმეს მაინც უშავებენ, მე კი ერთი პატარა შავი წერტილი ვარ თეთრ ქაღალდზე.
ზოგჯერ საკუთარი უჩინარობაც კი მაოცებს, ის ფაქტი შინაგანად ძალიან მზარავს რომ ამ სკოლაში არავინ მესაუბრება. ზოგჯერ ამის მეშინია კიდეც. და მართლა მგონია რომ უჩინარი ვარ.
თუმცა შემდეგ მახსენდება რომ სახლში კატა და დედა მყავს, რომლებიც მამჩნევენ, და ეს მიხარია !
საკლასო ოთახს მივუახლოვდი თუ არა, კარები დაუკაკუნებლად შევაღე, რადგა როგორც ყოველთვის, დღესაც აურზაური იყო, და ამიტომ ვერავინ გაიგებდა ჩემს ხმას.
–მაპატიეთ ქალბატონო ჰეტკინ !
საბოდიშოდ მისკენ წავედი, თუმცა ის გართული იყო საუბარი, ჩვენი სკოლის 'ჩამორჩენილებთან'
ამიტომ ზურგი ვაქციე მას, და აი პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიღაცამ დამინახა, ორმა გოგონამ ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს.
და აი ყველაზე მეტად, მომინდა რომ ოდესღაც მაინც ავღმოჩენილიყავი ასეთ სიტუაციაში, რომ ვინმესათვის რაიმე გადამეჩურჩულებინა.
თუმცა ასეთი არავინ მყავს !
ცარიელი მერხისაკენ გავსწიე და მოწყვეტით დავეშვი სკამზე, ჩანთა კი შედარებით ხმაურიანად მოვათავსე ჩემთან ახლოს, თუმცა ამაოდ, კლასში უფრო დიდი ხმაური იყო, და ამიტომ როგორც ყოველთვის ვერავინ შემიმჩნევდა.
წიგნის ამოღება ვსცადე, როდესაც მაგიდიდან კალამი გადამივარდა, მისკენ დავიხარე რომ ამეღო, თუმცა ვიღაცის გრძელმა თითებმა დამასწრეს და კალამი ჩემი ცხვირის წინ აათამაშა
–ეს შენია?
მკითხა ხავერდოვანმა ხმამ, გამიკვირდა.. ან ალბათ შემეშინდა.. ან მომეჩვენა ?
არა არა ! მგონი მელაპარაკება ?
ერთიანად ამაწითლა ამ ფაქტმა რომ მე ვიღაც უცხო ბიჭმა ხმა გამცა.
–კი ჩემია.
ვუთხარი და ჩემს ცხვირწინ აბზუებული კალამი ხელიდან გამოვსტაცე, და ზურგით მივუბრუნდი მას.
–ალბათ ახალი ხარ ?
ვარაუდით წარმოსთქვა ხავერდოვანმა ხმამ, და თავისი მერხი კიდევ უფრო ახლოს ჩამოაჩოჩა ჩემსკენ. გამიკვირდა, ჯერ კიდევ იმ ფაქტით ვიყავი აჟიტირებული რომ ის მე მელაპარაკებოდა, ახლა კი მან მკითხა ახალი ვიყავიი თუ არა ?
–არა. – ვუთხარი გაბზარული ხმით.–7 წელია რაც აქ ვსწავლობ.
ვუთხარი და წიგნის ყდას საგრძნობლად მოვუჭირე ხელი.
–აქამდე არასდროს შემიმჩნევიხარ.
მითხრა ვარაუდით მან. მისკენ შევბრუნდი იმის გასარკვევად ისევ მე მომართავდა თუ არა. მან კი გაოცებული გამომეტყველება მომაბყრო.
–ალბათ.
მისი სიტყვები ჩავიფრუტუნე და სკამს მივეყრდენი ისევ.
–რადმენი წლის ხარ ?
არ მეშვებოდა უცნობი, რომელმაც სულ რაღაც 2 წუთია რაც შემამჩნია.
–16–ის.შენ?
მოკლედ მოვუჭერი მე.
–მე 17–ის, სულ მალე კი 18–ის გავხდები.
18–ის ? ალბათ ცარჩენილია–თქო გავიფიქრე მე, რადგან ერთ კლასში ვიყავით.აშკარაა რომ ის ჩემი კლასელია.
–დიდი ხარ.–ვუთხარი გაკვირვებულმა.–ალბათ ჩარჩი? – ვკითხე უხერხულად.
–არა არა ! – უარყოფა დაიწყო მან.– უბრალოდ ჩემს მეგობართან ვარ. – და ხელი გაიშვირა, ხუჭუჭა ბიჭისაკენ.–ის შენი კლასელია, მე კი შენზე ერთი დონით მაღლა ვარ. – ამიხსნა მან მე.
კიმაგრამ აქ რა უნდა ? ვგულისხომბ ჩემს გვერდით, თუ მასთან არის.
–ალბათ შენს მეგობარს არ ესიამოვნება, მას რომ ყურადღებას არ აქცევ.
ვუთხარი დარცხვენილმა მე.მან კი სიცილით მიპასუხა.ჩემი სახისაკენ უფრო ახლოს მოიწია, რომ უკეთ ეჩურჩულა.
–ჰაჰა, დამიჯერე, მას ყურადღება არ აკლია.
მითხრა და ორივემ ხუჭუჭისაკენ გავიხედეთ.რომელიც უამრავ გოგონასთან ერთად მარტო იჯდა და ლაპარაკობდა, უცნობმა მას ხელი აუწია, და ამცნობა რომ ის ჩემს გვერდით იჯდა.
–ჰარის იცნობ?
მკითხა მან და სახით ჩემსკენ მოაბრუნა, არ ვიცი რატომ მაგრამ, რაღაცნაირად დავიძაბე.რაც მანაც შეამჩნია.
–არა.
ვუთხარი წარბშეჭმუხნულმა.მას კი ჩემს პასუხზე დიდზე ჩაეღიმა.აშკარად კმაყოფილება ვერ დამალა.
–არც გირჩევ მის გაცნობას.–მითხრა სიცილით.
–რატომ?
მეც ღიმილითვე ვკითხე.
–ალბათ შენი ვინაობა რომ იცოდეს, ასე მარტოდ არ დაგტოვებდა.
მითხრა და ჩაიცინა, მას შევხედე, რატომღაც პირდაპირ მის მუქ ცეცხლისფერ თვალებს შევეჩეხე.
–მარტოდ?
გავიკვირვე მე. აშკარა იყო რომ მას უფრო მეტი აინტერესებდა ჩემგან, და ამიტომ ერთი ჩვეული საუბრით, ცდილობდა მეტი გაეგო, და მგონი რომ გამოსდიოდა, აქამდე ამ კლასში შემოსვლა ასე არასდროს მომწონებია, არავის ვიცნობ, და თან მისის ჰეტკინსის გაკვეთილზე ყოველთვის თავისამატკიებელი ხმაური არის ხოლმე.
მაგრამ დღეს მესიამოვნა ამ გაკვეთილზე შემოსვლა, სხვისთვის შეიძლება არაფერი, მაგრამ ჩემთვის ბევრი რამ მოხდა.
–ხო, აბა ვინმე გყავს ?
მკითხა და სიცილი გაოცებაში გადაუვიდა.
–არა ნამდვილად.
გულწრფელად ვუთხარი მას და თავი გავაქნიე.
–ეს ალბათ კარგია.
გაიცინა და ენა კბილებს შორის მოაქცია, არვიცი რატომ მაგრამ მის ტუჩებს ვაკვირდებოდი, რბილი ვარდისფერი, მისი სახის ნაკვთები ზედმეტად უცხო იყო, შავი თვალ–წარბი, გრძელი წამწამები, და აპრეხილი თმა.
–შენ არ გყავს ვინმე ?
სულელურად, რაც პირველი პირზე მომადგა ის ვკითხე, თუმცა მაშინვე ავწითლდი, ასეთი სისულელე რომ ვკითხე. დაიბნა, არ იცოდა რა ეპასუხა, უეცრად კი ზარი დაირეკა.
–ამმ.. შენ მერე გნახავ..
მითხრა და არეული ნაბიჯით წამოდგა სკამიდან, თმაში ხელი შეიცურა და უკან უკან ნაბიჯით წავიდა.
ფეხი რაღაას წამოკრა და სულელური ღიმილი რომელიც აქამდე სახეზე აკრული ქონდა მოიშორა.მე კი მეცინებოდა მასზე.
* * *
გაკვეთილების დასრულებისთანავე, როგორც უჩინარი სწრაფადვე გამოვედი სკოლიდან, არვიცი რატომ მაგრამ დღეს არაჩვეულებრივი ამინდი იყო, მეჩვენებოდა რომ ფერები უფრო ხალისიანად გამოიყურებოდნენ,ზაფხულის სუნი კი უფფრო და უფრო გემრიელად მეჩვენა. უფრო მეტად მომინდა რომ სახლში მალევე მივსულიყავი.
სკოლის ეზოში გამოვედი და ნელი ნაბიჯით დავიძარი გასასვლელისაკენ, როდესაც ვიღაც უხეშდ შემეხო მხარზე, შემეშინდა, და სწრაფადვე შევბრუნდი, გაკვირვებული დავრჩი როდესაცხელში ისევის უცხო ბიჭი შემრჩა.მძიმედ სუნთქავდა, აშკარა იყო რომ მორბოდა, და დამეწია კიდეც.
–ღმერთო, შემაშინე,
უეცრად წარმოვსთქვი მე.
–მე.. –დაიწყო მან მუხლებზე ხელები დაიწყო და ქოშინებდა. ხმას ვერ ვიღებდი არვიცოდი რა მეთქვა.–მე უბრალოდ... დამავიწყ.. დამავიწყდა მეკითხა.. – წელში გასწორდა ის და ღრმად ამოისუნთქა.
–უბრალოდ დამავიწყდა მეკითხა, შენი სახელი.
მითხრა ისევ სიცილით მან. მეც გამეცინა ამაზე.
–ქეროლინ..ქეროლინ იანგი.
ვუთხარი მას ღიმილით.
–მე ზეინი.ზეინ მალიკი.
მითხრა მან.
–სასაცილოა არა?
თავი გააქნია მან.
–ჩვეულებრივ,ეს არ მავიწყდება ხოლმე.
თქვა და თმაში ხელი შეიცურა, საოცრად დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა საპასუხოდ მისთვის.
–არაუშავს.
ამოვიფრუტუნე მე და ჩემს კედებს დავხედე.
–დღეს საღამოს გცალია ?
მორიდებით მკითხა მან, თითქოს ეს კითქვა დიდი ხანია აწუხებდა–ო.
–იცი.. არ ვიცი.. არამგონია.. მე ხომ არ გიცნობ..
დაბნეულად ვუპასუხე მე.
–ეს ხომ უკეთესი საშუალებაა, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.
უხერხული, ამოუცნობი მზერით დამიწყო ცქერა, მე კი გაკვირვებული ვიდექი, გაშტერებული, გაოგნებული,გაკვირვებული, ყველა გრძნობა ერთმანეთში ირეოდა. პირველად ავღმოჩნდი ასეთ ვითარებაში, და საშინლად მრცხვენია ამ ყველაფრის.
–ზეინ ?
ბოხი ხმა გაისმა, რაზეც ორივენი დავფრთხით. ჰარი ? ო ღმერთო ! რა სიმპათიურია !
მაგრამ ზეინიც საოცრად საყვარელია !
–ამმ.. ჰარი, შენ აქ რას აკეთებ ?
გაურკვეველი მზერით გახედა მას.
–შენ გიცდი, შენ კი მგონი დაკავებული ხარ.
თქვა და ჩვენსკენ წამოვიდა. თავიდან ფეხებამდე ლოკატორებივით ამათვალიერეს მისმა თვალებმა.
ღმერთო მგონი ვწითლდები ! არა არა ! უკვე გვაწითლდი !
–ხო, მალე მოვალ.
მოიცილა ზეინმა ის. ჰარიმ კიდევ ერთხელ შემოგვხედა, დაშემდეგ ჩუმად რაღაც ამოიჩურჩულა, და საიდანაც მოვიდა, ისევ იმ მიმართულებით წავიდა.
–იცი ? მგონი გიცდიან, ჯობია წახვიდე.
ვუთხარი და გამოვბრუნდი გზისაკენ.
–არა არა მომიცდიან !
შემაბრუნა მისკენ მან, არვიცი, არვიცი, მაგრამ თითქოს რაღაცამ დამიარა მისი შეხების დროს, რაღაც უცხომ, და ამაღელვებელმა.
–რას ფიქრობ ? თუ გინდა სხვა დროს იყოს, არაა პრობლემა.
ღიმილით მითხრა მან. მე კი ხმა არ ამომიღია.
–კარგი ქეროლ, მაშინ ხვალამდე.
მითხრა მან და თვალი ჩმიკრა.
–ხვამალდე ?
გავიკვირვე.
–ხო, ხვალაც ვნახავ ჰარის.
–ხვალ ხომ შაბათია !
გავიცინე მე.
არაფერი უთქვამს, ხელი დამიქნია და წავიდა იმ მიმართულებისაკენ საიდანაც წამების წინ წავიდა ჰარი.
მე კი ნაბიჯებს კიდევ უფრო ავუჩქარე რომ სახლში უფრო მალე მიმეღწია.



№1  offline წევრი Khaleesi

რა კარგი მოთხრობაა მაგრამ აბ ბიჭს ზეინ მალიკი რატო დაარქვი?!

 


№2  offline წევრი Colaa

Khaleesi
რა კარგი მოთხრობაა მაგრამ აბ ბიჭს ზეინ მალიკი რატო დაარქვი?!

ჩემი მოთხრობა არ არის :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent