შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტესა(1,2,3,4)


17-05-2015, 14:01
ავტორი Marysese
ნანახია 2 363

გაზაფხული ... წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო ტესასთვის. გაზაფხულზე ხომ ყველაფერი ცოცხლდება და თავიდან იბადება. ტესაც გაზაფხულზე გაჩნდა 1995 წლის 25 მაისს. ტესა ... ერთი ჩვეულებრივი გოგონა, არაჩვეულებრივი გარეგნობით. ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრშია, თავისი გარეგნობის გამო. საშვალო სიმაღლის, გამხდარი, ცისფერთვალება გოგონა, რომელიც თვალს არ გამოეპარებოდა. ცხოვრობდა მარჯანიშვილზე, საშინლად ვერ იტანდა იქაურობას, რადგან აღიზიანებდა თავისი თანატოლების საქციელი და ამისგამო დღისით არ უყვარდა გარეთ გასვლა, სამაგიეროდ საღამოობით, სეირნობით გულს კარგად იჯერებდა ხოლმე. სწავლობდა ალასანიას სახელობის უნივერსიტეტში, სისხლის სამართლის ფაკულტეტზე.ჰყავს 12 წლის დაიკო მარიამი. ტესას მშობლები ორი წელია რაც საზღვარ გარეთ წავიდნენ სამუშაოდ და უკვე მცირე ბიზნესითაც არიან დაკავებულნი. ტესა და მარიამი მარტო ცხოვრობენ,მაგრამ საყვარელი ქეთო ბებო სოფლიდან ხშირად ჩამოდის ბავშვების სანახავად ერთი-ორი დღე რჩება და მერე ისევ სოფელში ბრუნდება.

-მარიაააააააამ! გაიღვიძე დაგაგვიანდა სკოლაში.
-აუუ! არ შეიძლება ერთხელ მაინც დაგეძინოს?
-არაა! სკოლაში შენს მაგივრად მე ვერ ვივლი.
-აუუ გეხვეწებიი დღეს პარასკევია,არწავალ რაა! გთხოოვ!
-არა! ყოველ პარასკევს სკოლის გაცდენა არ შეიძლება!
-აუ კარგი რაა! გთხოვვ.
-არამეთქი გითხარი ერთხელ.მიდი მოწესრიგდი მე მანამდე საუზმეს გაგიმზადებ.
მარიამი ჯუჯღუნით წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, ტესა კი სამზარეულოში ფუსფუსებდა და საყვარელ დაიკოს ყიყლიყოებს უმზადებდა.
-საუზმე მზადააა.
-არმშია!
-მაშინ მომიწევს ყიყლიყოები სკოლაში გაგატანო.
-აუუ მე აღარ ვარ ბავშვიი და არ მჭირდება საჭმლის სკოლაში ტარება !
-თუ სახლში არ ისაუზმებ მაშინ დაგჭირდება, ეხლაკი ჭამე თორემ დაიგვიანებ.
-უნივერსიტეტი როდის გეწყება?
-ერთ თვეში.
- ჰააა? ანუ ერთი თვე სკოლას ვერ გავაცდეენნ?! აუ ღმერთოო.
- ნუ ხარ წუწუნა, მალე თორემ დაგაგვიანდაა !
- ვსიო მოვრჩი, წავედი.
-წარმატებები.

მარიამის წასვლა და სტიჩის გაღვიძება ერთი იყო . (სტიჩი გოგონების პატარა ლაბრადორია)
-რაო სტიჩ გშიაა?
აწკმუტუნდა ლეკვი. ტესამ საჭმელი აჭამა და შემდეგ გადაწყვიტა რომ სასეირნოდ წაეყვანა.


ტესა და სტიჩი 2 საათი სეირნობდნენ. ტესამ გადაწყვიტა ლეკვი ეგრეთწოდებულ ვარედბის ბაღში შეეყვანა. გოგონამ ლეკვი კარგად ათამაშა და გადაწყვიტა ცოტა დაესვენა. იქვე სკამზე დაჯდა და ლეკვიც სკამის სახელურზე მიაბა, ამდროს ტესას მობილურის ხმა გაისმა.

-ხო ეკუშ. (ტესას დაქალი)
-გოგო სად ხარ?
-სტიჩი გამოვიყვანე სასეირნოდ.
-მისმინე, დღეს კლუბში მინდა წასვლა, თათიას და ნატასაც ვუთხარი და ისინიც მოდიან და ხო წამოხვაალ?
-აუ მერე ჩემი და?
-ვაიმეე 12 წლისაა.
-მერე რა გოგო მარტო შეეშინდება.
-დეიდაშენს დაურეკე და თხოვე ერთი დღე დაიტოვოს.
-კარი რამეს მოვახერხებ.
-კარგი.საღამოს გამოგივლიი.
-კარგი ეკუშ.

ტესა სახლში მისვლისთანავე სამზარეულოში შევიდა და საყვარელი დისთვის საჭმლის გაკეთებას შეუდგა. თავიდან უჭირდა მაგრამ ეხლა ნელნელა მიეჩვია.

-მოვედიიიი.
გაისმა მარიამის წკრიალა ხმა.

-გშიაა?
-კი აბა არ მშიაა?!
-მიდი გამოიცვალე ხელები დაიბანე და მოდი ჭამე. საჭმელიც ორწუთში იქნება.
-კარგიი.

გოგონებმა გემრიელად მიირთვეს და ფილმის ყურება გადაწყვიტეს.

-მაარ. დღეს კლუბში მივდივარ და შენ დეიდასთან წაგიყვან კარგი?
-აუუ კარგი რაა! არმინდა, მარტო დავრჩები,აღარ ვარ პატარა!
-კარგი თუ მარტო გინდა დარჩენა დარჩი, მაგრამ ტელეფონზე შეშინებულმა არ დამაირეკო და არ მითხრა რომ,სამზარეულოდან რაღაც ხმები ისმისო.
-კარგი დაურეკე დეიდას.
ტესას გულიანად გაეცინა დის საქციელზე. კლუბში წასვლის დროც მოახლოვდა. ტესამ საყვარელი გარდერობის კარები გამოაღო და არჩევანი შავ მაღალწელიან ტყავის შარვალზე, კრემისფერ ტოპზე და კრემისფერ მაღალქუსლიანებზე შეაჩერა.
თმები მაღლა აიწია და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.

-ვაუ დაო ეს შენხარ? გაოცებისგან მარიამს პირი ღია დარჩა.
-რაიყო, ვეღარ მცნობ?
-უნდა ვაღიარო რომ სასწაულად ლამაზი და მყავს.
-ოხ ჩემი ქაჯისგან კომპლიმენტი მივიღე.მადლობთ თქვენო უდიდებულესობავ.
-წადი, წადი ,მოშორდი, გაგვიანდება უკვე თორმეტი საათია.
ტესამ შავი კლაჩი აიღო და კიბეებს დაუყვა. ეკასაც აღარ დაუყოვნებია და ორ წუთში ტესას სადარბაზოს წინ იდგა თავისი მინი ტოიოტას ჯიპით. როგორც ყოველთვის ტესა ეკას გვერდით სავარძელზე მოკალათდა უკან კი თათია და ნატა ისხდნენ. გოგონები მუსიკებს უსმენდნენ , ლაპარაკობდნენ და მანქანაშივე ერთობოდნენ სანამ ეკას მანქანა ვიღაცის BMWს არ დაეჯახა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა მსუბუქი ავარია მოხდა. BMW-დან ოთხი უსააზღვროდ სიმპატიური ბიჭები გადმოვიდა. გოგონები შოკში იყვნენ მაგრამ მალევე მოეგენ გონს.

-თქვენ რა გააფრინეთ ? ხმამაღალი ტონით საუბარი დაიწყო საჭესთან მჯდომმა. გოგონები მანქანიდან გადავიდნენ მათ მანქანას არაფერი სჭირდა სამაგიეროდ ბიჩების მანქანის ცალი გვერდი კარგად შელამაზებული იყო.
-მომისმინე ხმას დაუწიე გაიგე? აქ შენი საყვირელი არავინაა!( საკმაოდ მშვიდი ტონით მიუგო ტესამ თან დიდ გულზე იყო რადგან მათი ბრალი იყო.) -მითუმეტეს როცა შენი ბრალია! თუ მანქანის მართვის წესები არ იცი საჭესთან არაფერი გესაქმება!
ბიჭებს სიცილი აუტყდათ და გოგონები ვერც კი მიხვდნენ რაზე იცინოდნენ.
-ყოჩაღ გოგონა! გცოდნია მანქანის ტარება. უთხრა ერთერთმა.
-გეყოფათ მორჩით ლაქ-ლაქს ! გვეჩქარება (გაისმა მანქანიდან ვიღაცის ხმა, გადმოვიდა და და გოგონებს ბოდიში მოუხადა ამ პატარა ინციდენტის გამო).
-აბა კარგად გოგონებო იმედია კიდევ შევხვდებით.
- იდიოტი! ყველას ერთხმად აღმოხდა ეს სიტყვა რასაც გულიანი სიცილი მოჰყვა.



გოგონები კლუბში მალევე მივიდნენ. კლუბში შესვლისთანავე გოგონებმა მამრობითი სქესის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრეს. გოგონებმა იგრძნეს ეს, მაგრამ შეჩვეულები არიან განსაკუთრებით კი ტესა. ადგილები დაკავეს და კოქტეილები შეუკვეთეს.

-აუ ისე სიმაპტიური ტიპები იყვნენ ის ბიჭები (საუბარი ეკომ დაიწყო)
-აუუ ხოო! (აყვა ნატალი)
-კარგით რა ! ერთი გაბლატავებული ბიჭები იყვნენ, ჩემს უბანში ეგეთები ბევრნი არიან. (ტესა)
- აუ კაი რა ტესს! მე ყველაზე მეტად ბოლოს რომ ბიჭი გადმოვიდა ის მომეწონა.(ეკო)
-მე საჭესთან რომ იჯდა ის (ნატა)
-მე ყველა მომეწონა! ოთხივე :დ არცერთზე არ ვიტყოდი უარს. (სიცილით თქვა თათიამ)
-რაგეშველებათ! (ტესა)
-წამოდით გოგონებო ვიცეკვოთ (ეკა)
-კაიი (ნატალი)
გოგონები საცეკვაოდ გაემზადნენ, მაგრამ ტესა უმოქმედოთ იჯდა.

-ტეს შენ არ მოდიხარ? (ეკა)
-ცოტას გავხურდები, გავიხსნები და მეც შემოგიერთდებით.(ტესა)
-კაი ტეს , გელოდებით. (თათია)

გოგონები საცეკვაოდ გავიდნენ მხოლოდ ტესა დარჩა და კოქტეილს მიირთმევდა, როდესაც კლუბის შემოსასვლელთან ოთხი ნაცნობი სილუეტი დალანდა. კოქტეილი გადაცდა და ხველა აუტყდა, მაგრამ მალევე მოახერხა დამშვიდება და ისე მოიქცა ვითომ საეროდ არავინ დაუნახავს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
-ეე ბიჭო ეს ის გოგო არაა მანქანით , რომ დავეჯახეთ ? ( სანდრო)
-აუ ხო ბიჭო ეგ გოგოა! ( გიორგი)
- ეს რახამც აქაა ის გოგოებიც აქ იქნებიან. (იკა)
-მერე თქვენ რა ეგენი რომ აქარიან! (დათა)
-აუ კაი რა შე**მა, ვერ ნახე რა გოგოები იყვნენ? განსაკუთრებით ეს გრძელფეხება ნახე რა გოგოა( გიორგი)
-ეგ გოგო მე მინდა! (იკა)
-რა ბავშვებივით იქცევით ტო, ტრ***ები დააყენეთ.(დათა)
-კაი რაა შე**მა აქ გასართობათ მოვედით.(სანდრო)
-მოდი დავნიძლავდეთ.(იკა)
-რაზე ტოო? (გიორგი)
-ისინი ხომ ოთხნი არიან, ჩვენც ოთხნი ვართ, ხოდა დღეს ჩვენგან ვინც ვერ დაკერავს იმ გოგონებიდან ერთ-ერთს და ნომერს ვერ გამოართმევს, წააგებს და მთელი თვე სურვილებს აგვისრულებს. მოსულა? თან გავერთობით. (იკა)
-ეე ბაზარი არაა. (სანდრო)
-თქვენთან ვარ.(გიორგი)
დათა დუმდა და არაფერს ამბობდა.
-დათა? (იკა)
-არმინდა მე მაგ იდიოტობაში მონაწილეობის მიღება.(დათა)
-რაო დათკკ? ხო არ შეგეშინდა? (იკა)
-ნუ მაცინებ იკკკ, რისი უნდა შემშინებოდა.(დათა)
-გეშინია რომ წააგებ და ამიტომ არ გინდა მონაწილეობის მიღება(საუბარში გიორგი ჩაერთო.)
-მეე? დათა მაჩაბელს წაგების ეშინია? ღადაობთ არა? (დათა)
-მაშინ დაგვთანხმდი!(სანდრო)
-კარგი, ამ თამაშში შემოვდივარ ოღონდ ერთი პირობით.(დათა)
-რა პირობით?(იკა)
- ის გოგო, აი იქ, რომ ზის, მე უნდა დავკერო. (დათამ ხელი ტესასკენ გაიშვირა)
- ეე ეგ გოგო მე მინდა!! (ამოუბუზღუნა იკა)
-კარგი, მაგრამ მაშინ ჩემს გარეშე მოგიწევთ გართობა.(დათა)
-კარგი ხო !! (იკა)
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
გოგონები განცხრომით ცეკვავდნენ და ერთობოდნენ, ტესა კი ნერვიულად აცეცებდა აქეთ-იქით თვალებს. ნერვიულობას უმატა რა ც მისკენ მომავალი მამაკაცი შენიშნა,რომელიც პატარა ინციდენტის დროს ‘’გაიცნო’’.

- ვაა! ბედმა ისევ შეგვახვედრა ! ცინიზმ ნარევი ტონით უთხრა დათამ გოგონას.
ტესას არ ესიამოვნა დათას ცინიზმით გაჟღენთილი ხმა, რასაც მისი სწრაფი და უხეში პასუხი მოჰყვა.
- იმედი მაქვს ბედი მეტჯერ აღარ შეგვახვედრებს!
დათას ცოტა არიყოს გაუკვირდა ტესას ესეთი პასუხი,რადგან არიყო მიჩვეული ქალებისგან ესეთ რეაქცებს.
-რა უხეში ხარ პატარავ! გაგას ირონიულად ჩაეღიმა.
- აღარ ვაპირებ შენთან მეტ საუბარს!
-მოგიწევს!



გამარჯობათ ბავშვებოო <3გადავწყვიტე გამეგრძელეინა ამ ისტორიის წერა,რომელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო შევწყვიტე. იმედია მოგეწონებათ ! გამოხატეტ თქვენი აზრი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



№1  offline წევრი მარრ

კარგია მაგრამ მეოთხეს ველოდი და ასე პატარა ორი სიტყვა ეწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent