გოგონა ვარდისფერი შარფით 1
შენს თვალებში ხელმეორედ ვიბადები, მიყვარდები და თანდათან ვბერდები… მინდა, რომ სულ ჩემთან ერთად იყოს შენი სუნთქვა ... ხელს, რომ მომკიდებ, მინდა სისხლმა ჩქეფა დაიწყოს და სიამოვნების ჟრუანტელმა შემაგრძნობინოს, რომ ცოცხალი ვარ და მიყვარხარ... - ეს რა შეტყობინებაა ? - მაჩვენე აბა სალ ... - ესეთი რაღაც არავის არასდროს მოუწერია ჩემთვის... - პირველად ვხედავ, რა ლამაზი სიტყვებია... - მარა ვინმე სულელი იქნება, წაშალე და დაივიწყე რა... - არ წავშლი, მაგრამ დავივიწყებ... - მარ წავედი მე... და აბა შენ იცი - მიდი სალი... და ხვალ გამოგივლი, ის შარფი ერთი ცალიღაა დარჩა და, რომ გაიყიდოს გავაფრენ ესე არაფერი მომწონებია ცხოვრებაში... - კაი მარი?? ხვალ წავალთ და ვიყიდით მაგ შენს ოცნების შარფს ... სალო წავიდა, მე კი ისევ იმ შეტყობინებას დავჩერებოდი და ვფიქრობდი დამერეკა ამ ნომერზე, თუ არა საშინელი დილემის წინაშე დავდექი, მაგრამ საბოლოოდ თავი შევიკავე და ამ sms-ს ყოველ 5 წუთში ვკითხულობდი... ცნობისმოყვარეობა მკლავდა ... იშვიათად, თუ გადახდება თავს, ჩვეულებრივ გოგონას არაჩვეულებრივი თავგადასავალი, მაგრამ მე მხვდა წილად ასეთი ბედნიერება... მიყვარს მხიარული ფერები და მზეც მიყვარს, წვიმიან ამინდში ფანჯარასთან კითხვა მიყვარს და ცუდ ხასიათზე ყოფნისას უზომოდ ბევრი შოკოლადის ჭამაც მიყვარს.... მოკლედ ჩვეულებრივი ვარ... მეორე დღეს წავედით მე და სალო ჩემი ოცნების შარფის საყიდლად… მაღაზიაში შევვარდი და ძალიან დიდი სიხარულით მოვიხვიე ყელზე, ისე ვეპყრობოდი თითქოს ეს შარფი ჩემი ოცნება ყოფილიყო, ან იქნებ იყო კიდეც ორი დღე ყელიდან არ მომიხსნია, მალევე ჩემი სურნელით გაიჟღინთა და მსიამოვნებდა მისი ტარება... მას, რომ მოვიხსნიდი ფერი მეკარგებოდა, თითქოს მისთვის ვიყავი შექმნილი, რომ ის მეყიდა ოდესმე.... ''გიხდება... ულამაზესი ხარ როგორც ყოველთვის...'' - სალ ნახე კიდე მისგანაა ეს შეტყობინება... - ოოჰ გხედავს ესეიგი... - მივწერო მეც ? - კი მიდი აბა... “მადლობა „ - რა მიწერე ? -მადლობა მოვუხადე.. - კაია - სალ გიოსთან რა ხდება ? - ნუ მახსენებ რა საყვარელია მაგრამ არ ვიცი რა მოხდება.. - ერთად იქნებიი?ით, დარწმუნებული ვარ - შენ პირს შაქარი? მარ - აუუჰ - რა არის ? - რატო არაფერს მწერს ? - აცადე მოიფიქროს რამე .. - ისე რა უცნაურია არა ? - კი?.. რაღაცნაირად მოგწერა თავიდანვე დაგვაინტრიგა.. - ყველა უცნაურობა მე რატო მხვდება ? - თავადაც მასეთი ბრძანდები და იმიტო... - რაა ? მეე ? ერთი უცნაური საქციელი მითხარი აბა ? - ცუდად, რომ ხარ იმდენ შოკოლადს ჭამ, მეშინია მეც არ მიმაყოლო ხოლმე - ეგ ყველას ჭირს - არა ყველას არა.. მარტო უცნაურებს - ოოო - რა ოოო ? თუნდაც ეს შარფი ავიღოთ, ესე როგორ შეიძლება შეგიყვარდეს უსულო საგანი ? - კარგი შენ არ გახსოვს ? პატარა, რომ იყავი ერთი კაბა, როგორ გიყვარდა ? დედაშენი ღამრამობით გირეცხავდა, რომ დილით ისევ იმას იცმევდი ხოლმე :დდ - ეგ პატარაობაში.. შენ კი ამხელა გოგო ხარ :დ მოდი სანაძლეო, ეს შარფი, რომ გადავაგდო ფანჯრიდან გადაყვები... - გადავყვები აბა რა.. :დ მეზარება დაბლა ჩასვლა - ესეიგი არ ჩაყვები ? - არაა ფანჯარა გამოაღო და მოისროლა - გააფრინეეე ? ეგრევე გარეთ გავვარდი სახლის ტანსაცმლით.. სალო სიცილით კვდებოდა არადა ღირსი ვიყავი, მასე არ უნდა მეთქვა, ჩემს ოცნებაზე... დაბლა ჩავედი და ვერსად დავინახე რამის გავაფრინე ცრემლები მომადგა... გიჟივით ვიყურებოდი გარშემოფერი დამეკარგა მის გარეშე... სახლში ავბრუნდი... - შარფი სად წაიღე ? - ვერ ვიპოვე - ნუ მატყუებ ეხლა... - არა სალ მართლა ვერსად ვნახე - აუუ.. მაპატიეე არ მინდოდა მასე გამოსულიყო ხვალვე წავიდეთ და ვიყიდოთ სადმე ვიპოვით ბოდიში რა... - არა ვერსად ვნახავთ, დარწმუნებული ვარ... გაპატიებ აბა რას ვიზავ მარა მენატრებააა - რა სულელი ვარ - ეეჰ - ამანაც არაფერი მოგწერა რაა ცოტა გაგახალისებდა -ამის ნერვები არ მაქ ეხლა... ვინაა საერთოდ... ამ დროს შეტყობინება მოვიდა ... “არ ვიცოდი, კომპლიმენტი ასე თუ გეწყინებოდა საცოდავი შარფი, მაინც როგორ გაიმეტე ასე ? არადა გიხდებოდაკარგი შორტები გეცვა მაიკა უკომენტაროდ „ მოკლე ჯინსის შორტები მეცვა მაინა კიდე წარწერით „ DaDY“s Girl “ - ვაიმეე მარი?? შენი სირცხვილი - სალო დამამშვიდე ვჰაიმეეეე საქონელი??როგორ გამიბედა - შარფი მაგას აქვს ? - ალბათ .... მოგეწონათ? :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.