საღამო მშვიდობის ბედნიერებავ! (სრულად)
ნიავმა დაუბერა და მწვანე ბალახებში ჩამჯდარს,სახეში შემომაყარა ბაბუაწვერას ლამაზი ყვავილები. ერთი დავიჭირე და დავყნოსე.მინდვრის სუნი ჰქონდა,რაღაც მყრალი.არ მომეწონა.ეს რომანტიული განწყობილება,რომ არ გაეფუჭებინა,ისეთი სახე მივიღე თითქოს მესიამოვნა მისი სუნი,ხელის გულზე დავიდე და სული შევუბერე. ” –წადი და წაიღე ეს წერილი თბილისში იმასთან ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ! ” –გავიფიქრე და დავაკვირდი ამ ლამაზი ყვავილის ფარფატს.წარმოვიდგინე როგორ გადაიქროლა რაჭის მთები ყვავილმა და როგორ ჩაფრინდა ჩემს ლამაზ თბილისში. თეთრად დათოვლილ მწვერვალიდან ,რაღაც შავი გამოჩნდა,წერტილი ნელ–ნელა გადიდდა და შავი ულამაზესი ფრინველი გამოიკვეთა თეთრ ღრუბლებში. მორიგი საკბილოს ძიებაში სოფლისკენ მოემართებოდა.უცებ სადღაც ქვემოდან პატარა ბიჭუნას ხმა გაისმა: –ჰოუ ჰოუუუუ…–გაიძახოდა პატარა და ხელში ჯოხს იქნევდა. მომნატრებია აქაურობა.გულში სითბო ჩამეღვარა,პატაარა ბიჭუნას ხელი დავუქნიე და ქორს ერთი ორჯერ მეც შემოვძახე. თბილისის სიცხეს თავი რაჭას შევაფარე.ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა თავგზა ამირია.თითქოს ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო,ყველა მებრძოდა და ცდილობდა მიწაში ჩავემარხე. ერთადერთი ვისი იმედიც მქონდა ჩემი ოჯახი არის. ცას ავხედე და უფალს მადლობა გადავუხადე ამ ქვეყნად ანგელოზები, რომ მომივლინა ჩემი მშობლების სახით. ნათელი ფიქრები მწუხარებამ შეცვალა..ერთი წელი დამრჩა და დავამთავრებ უნივერსიტეტს.ფაკულტეტი რომელიც ავირჩიე ყველაზე მეტად მიზიდავს.ძალიან მსურდა ჩემი სპეციალობით დამეწყო მუშაობა,თუმცა აარაფერი გამომივიდა. ყველგან გამოცდილებას ითხოვენ ,გამოცდილება კი ოცი წლის ადამიანს საიდან უნდა გქონდეს. სიყვარულზე ხომ არაფერს ვამბობ. გული იმდენჯერ მეტკინა,რომ უკვე მგონია ნორმალური მოვლენაა,როცა ბიჭი სიყვარულს გეფიცება და პარალელურად კიდე სხვა გოგონებსს ეცნობა.ძალიან მესაკუთრე ადამიანი ვარ და ვერ ვეგუები რა ვქნა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. წამოვდექი და ჯინსის შორტზე არსებული პატარა ყვითელი ყვავილები ჩამოვიფერთხე.უკვე ბინდდებოდა,სადღაც რამდენიმე სახლის ქვემოთ ,სადაც ადრე “ბირჟა” ,მეგულებოდა ბავშვების ხმა ისმოდა. თმა შევისწორე,ჩემი ვარდისფერი თუჩსაცხი “დავაძვრე” და ქვემოდ დავეშვი. წვრილად გათლილი ტოტები,ვიღაც ღვთისნიერს ისე ლამაზად დაეწნა,მნახველს ხელოვნების ნიმუშს მოგაგონებდა.ფაცხის კართან ოთხი გოგონა მდგარიყო.გული ამიჩქროლდა.ერთ–ერთ ზურგით მდგარ გოგონაში ჩემი ბიძაშვილი ამოვიცანი.მისი ქერა ნაწნავი ჩამავალ მზეზე საოცრად ბზინავდა.ფეხს ავუჩქარე.გოგონებს მთის ზაგარი ისე უხდებოდა პირი დამრჩა ღია.მე კი ბატივით თეთრი ვუახლოვდებოდი მათ. უცებ ერთი შემობრუნდა. თვალები მოიჩრდილა და დამაკვირდა. ადგილს მოწყდა და ჩემსკენ გამოექანა. – ანუკა ხალხო ,ანუკა ჩამოსულა…–რაჭული კილო მესიამოვნა. გავექანე და ჩემი ლამაზი ცისფერთვალება ბიძაშვილი გულში ჩავიკარი. –რატომ არ დამირეკე გოგო,რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი?–ნაწყენი თვალები შემომანათა. –კაი სალი,ეხლა ხო იცი არ მიყვარს წინასწარ დარეკვები.ასე უფრო ასწორებს მოულოდნელობა..– “დავიჭყანე” საცოდავად. სალომე დამეტაკა ჩემს ხვეულ თმებში ხელი ჩამავლო და შუბლზე მაგრად მაკოცა.ბავშვობაში ვიცოდით ,ხოლმე ასე. –ვაა ვიფიქრეთ აღარ ჩამოხვიდოდი,ანუკა როგორ მოგვანატრე თავი.–სალომეს დაქალები გევრდით მდგარიყვნენ და სასიამოვნოდ იღიმოდნენ. გადავკოცნე ისინი,რაღაც ჩავიბურტყუნე და სალომეს ხელი გადავხვიე. –არ გაგვეცნობით ,ჩვენ სოფლის ბიჭებს,”ბოშო”?– ხმა ისე დამცინავად ჟღერდა,გამოვერკვიე და ჩვენს გვერდით წელს ზემოდ შიშველი ბიჭი იდგა.დაზაგრული და ნავარჯიშევი ტანი მის მიმზიდველობას ხაზსს უსვამდა. –არ დაიწყო ეხლა დიმიტრი!–სალომემ შეუბღვირა. –არაფრის დაწყებას არ ვაპირებ! –ჩაილაპარაკა და უტიფრად დამიწყო ცქერა,შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდა, თითები დაატკაცუნა და ფაცხაში შევიდა. კოცონი, რომელიც ფაცხის გვერდით გაეჩაღებინათ, საამოდ გიზგიზებდა. რაღაც უხერხულად ვიგრძენი თავი.ყველას ვიცნობდი იმ ერთის გარდა.არ მესიამოვნა მისი მდაბიო საუბარი და მზერა.სალომეს გადავულაპარაკე წავიდეთთქო და “მოეშვიო” მანიშნა. გიორგის,ზურას და აკაკის ბავშვობიდან ვიცნობდი.მიცნობდნენ და მაფასებდნენ,იცოდნენ არ ვიყავი აავრდნილი გოგო,არც არასდროს ზედემტი ჩემს მიმართ არ გამოუმჟღავნებიათ. “ნერვების ბრალია,ისე რას ვერჩი ეხლა ამ ბიჭს” –გავიფიქრე და ცეცხლის ალს დავაკვირდი. –შენ უფრო და უფრო ლამაზდები…მაგრამ არ მიკვირს გვარშ გაქვთ ალბად, გადმომილაპარაკა გიორგიმ და ჩემს გვერდით მჯდომ სალომეს თვალები შეანათა.მივუხვდი გულის წადილს,გამეცინა და თვალი ჩავუკარი სალომეს მიმართულებით. დიმიტრი სიბნელეში ვერც კი შევნიშნე ,როდის გამოვიდა ფაცხიდან,ხელში რაღაც ეკავა.ცოტა ხნის შემდეგ საამოდ შევექცეოდით ცხელ მწვადს. რა მჭირს არ ვიცი.ბიჭი ყურადღებას არ მაქცევს და მე ლამის თვალებით შევჭამო.აი ,თავისით გამირბის მზერა მისკენ,ალბად თვითონაც გრძნობს და სახეზე ღიმილი უთამაშებს.ვაღიარებ რომ ლამაზია,წაბლისფერი თმა მოკლედ შეჭრილი და სწორი ნაკვთები,პლიუს ლამაზი სხეული…უდაოდ კარგი “ტიპია” ოღონდ ჩემთვის არა–გავიფიქრე და სალომესთან გავაბი საუბარი. მე და სალომე გვიან წამოვედით.მობილურის ეკრანი ორ საათს აჩვენებდა.სალომესთან ისე მშვიდად ვიყავი. –ნუ დარდობ ადრე თუ გვიან იქნები ბედნიერი! –სალომემ ხელზე მომიჭირა. –ვიცი სალო,უბრალოდ დავიღალე ლოდინით.სულ ველი ველი…იცი რამდენჯერ გამადებილეს?ხო,ნუ მიყურებ ასე,ძალიან მიამიტი ადამიანის გამოხედვა მაქვს ალბად.მატყუებენ ლამაზი სიტყვებით და ჩემს ზურგს უკან ხვდებიან ვისაც უნდა იმათ. –კაცი ყველა ეგეთია,ერთგულება არ შეუძლიათ.შეიძლება ეს იმიტომ არის ,რომ აღვირახსნილი უფრო ბევრია დღეს ვიდრე პატიოსანი.ხოდა მამაკაციც ვერ ეუბნება ცდუნებას უარს…–სალომე იმას საუბრობდა,რაც კარგად ვიცოდი,თუმცა თეორიულად ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით,ცხოვრებაში ამ ცოდნის გამოყენება გვიჭირს,რადგან გონებას გრძნობა მართავს. –მართალი ხარ შენ…– ჩავილაპარაკე და გავჩუმდი.ზუსტად ვიცოდი,კიდევ რომ ხმა ამომეღო ცრემლებს ვეღარ შევიკავებდი. –..შენ გარემოს გამოცვლა გჭირდება თორემ ნერვული სტრესი ჩათვალე ,რომ აიკიდე.. –აჰა! –დავეთანხმე . საკმაოდ გრილოდა.სადღაც შორიდან ძაღლის ყეფა ისმოდა.ნაბიჯს ავუჩქარეთ.ნაცნობი სახლი გამოჩნდა.რკინის ჭიშკარს ლამის შევასკდი.კარები ღრჭიალით გაიღო.ქაჯივით შევვარდი. თონის პურის სუნი მეცა.სალომეს შევხედე,ეშმაკურად გამომხედა და უცებ ადგილს მოსწყდა.სიცილი ამივარდა.მეც გავექანე სახლისკენ,როგორც ყოველთვის მან მომასწრო.სახლში შევარდა და ბალერინასავით ხელი გაიქნია გამარჯვების ნიშნად. –მოხვედით ბიცოლა? დაურეკე ანუკი, შვილო შენებს ,რომ სახლში ხარ ,არ ინერვიულონ.– სალომეს დედაზე ვგიჟდებოდი.გარეგნობით ისეთი ლაამაზი იყო.სულიერად ხო საერთოდ უნაკლო. მივუახლოვდი და ჩემი ბინძური,მურიანი სახით ხელები დავუკოცნე. აბაზანის შემდეგ მკვდარივით ჩამეძინა * * * * დილით რაღაც ხმამ გამომაღვიძა. თითქოს ვიღაც თავში რაღაცას მირტყამდა.თვალი გავახილე და პირველი რაც დავინახე ჩემი სანდლები იყო.რა ჯანდაბაა რა უნდა ჭერზე ფეხსაცმელს?–გავიფიქრე და უცებ მივხვდი რომ თავით ვიყავი გადმოკიდებული საწოლზე.წამოვიმართე. “ფუ რა მამალი ყოფილა, წადი,რა დედალთან …”შევუბღვირე და ბალიშზე დავდე ჩემი ” ბუძგი” თმა. ლამაზი შეგრძნება დაეუფლა სხეულს,აი ეხლა ჩამეძინება…მმმმ.. –ანუკა…–ყვიროდა ვიღაცა ბოლო ხმაზე.წამოვდექი გადავიხედე ფანჯრიდან. სალომე და ქეთი კუპალნიკებში გამოწყობილები იდგნენ,რაღაც შემოეხვიათ სარაფნის მსგავსი ,თვალები დავისრისე. –ქეთ, შენ რა ხალიჩაზს გეძინა? –ქეთი ჩაბჟირდა ჩემს დანახვაზე. –ჩამო ანუშკები ჩამო…და შენი ნივთები დილით დავახარისხე და კუპალნიკი ოთახში კომოდზე გიდევს..–სალომე მიხსნიდა მთელი ძალით,მგონი ხელებს და ფეხებსაც იშველიებდა.ალბათ,დებილის სახე მქონდა ძააან. შევხედე კომოდს. მართლაც იდო ჩემი შავი საცურაო კოსტუმი.შემდეგ საათს გავხედე.”–ღმერთო,ათი ხდება და როდისღა მოასწრო დახარისხება ტანსაცმლისთქო”–გავიფიქრე და უცებ სარკის წინ გავჩნდი. საცურაო კოსრუმი თითქოს ჩემს სხეულზე იყო შეკერილი.მიხდებოდა კიდევაც,თუმცა ჩემი თეთრი კანი…წარმოვიდგინე,როგორ დავიწვებოდი ეხლა და ჩემს ჩანთას დავუწყე ძებნა.დამცავი კრემი სადღაც მეგდო და ვერ ვპოულობდი. –ანუკა –მოვდივარ გოგო მოვდივარ! –დავიყვირე.სარაფანი გადავიცვი გზადაზაგა.სამზარეულოში ჩემთვის გამზადებულ “პუტერბროდს” ხელი დავავლე და გოგოებთან გავვარდი. რაჭაში თუ არ ხართ ნამყოფი გეტყვით,რომ ძალიან ლამაზი ადგილია.ერთელ მაინც უნდა ჩახვიდეთ ,რომ თქვენ თვითონ შეიგრძნოთ ეს სილამაზე.განიცადოთ ის რასაც მე ეხლა ვგრძნობ…მივაბიჯებ სოფლის შარაზე.გოგონები რაღაცას ჰყვებიან.იცინიან.მეც ვიცინი,თუმცა არ ვუსმენ.მთებს ვუყურებ.ნაძვებით დაფარულ მთებს.მათ უკან სხვა მთები მოსჩანს.სიმყუდროვე და ეს სიმშვიდე მოენატრა ჩემს სულს. გზადაგზა ნაცნობები გვხვდებოდა.მდინარე ახლოს გვქონდა,თუმცა გოგონები ცოტა მოშორებით ხელოვნურად დაგუბებულ ,შედარებით პოპულარულ “გუბეში” დადდიოდნენ.იქ,მდინარე რიონს უერთდებოდა პატარა მდინარის “ჩანასახი”. არ მეგონა ამდენი ხალხი თუ დამხვდებოდა აქ.რაღაც არ მომეწონა სიტუაცია.ბიჭები იდგნენ შავ სათვალეებში ,ზედმეტად მოტკეცილ “პლავკებში”. თავი ალბად რომელიღაც ამერიკული ფილმის მსახიობები ეგონათ. ვიღაც ბიჭები დებილივით მოგვჩერებოდნენ.ჩემი მოკლე სარაფანი ქვემოდ ჩავქაჩე და გადავწყვიტე საერთოდ არ მებანავა აქ.”ზვერინეცი” გავიფიქრე და ხასიათი გამიფუჭდა. –წამო ან,აი იქეთ ვიბანავოთ ჩვენ– სალომემ ნატიფი თითი გაიშვირა ცოტა მოშორებით.პატარა ჩანჩქერის მსგავსი რაღაც დავინახე.თავი დავუქნიე.სათვალე შევისწორე და ლამაზი მწვანეში ჩაფლულ ქვისკენ გავეშურე. სალომემ სარაფანი გაიძრო ,ქეთიც ეგრევე ჩახტა.საკმაოდ ცივი იყო წყალი,ამას მათი სახეები მოწმობდა. –არ ჩამოხვალ? –არა,სალო მე რაღაც ვერ ვარ დღეს.სხვა დროს იყოს.–ჩავილაპარაკე. -ხო …კაი არ მოიწყინო რა..–გადამილაპარაკა და ჩაყვინთა. თვალები დავხუჭე ჩემი თეთრი სარაფნით ქვაზე გადავწექი და მუსიკის ჰანგებში ჩავიკარგე. შრიალმა გამომაღვიძა,რაღაც ვიგრძენი ხელზე.დავიხედე და შავი ხოჭო მოცოცავდა.”ესღა მაკლდა”,ჩავილაპარაკე და თითი გავკარი და გადავაგდე. –ჰმ..მე კი მეგონა გადაირეოდი და აქედან დაახვევდი. წამოვჯექი და ის დავინახე.თავზე მადგა პირდაპირი გაგებით. –ბატონო…? – ტუჩის ზედა ნაწილი ამითრთოლდა.ვიგრძენი ქაჯი იღვიძებდა ჩემში და მთელ არისტოკრატიულ მანერებს მართმევდა თავისთან მიჰქონდა და ერთი სული ჰქონდა ეს ვიღაც “ზორბა” ტანის პიროვნება წყალში გადაეგდო. –მიმიკის დაყენებაც გცოდნია! რატომ არ იხდი,ფიგურა არ გივარგა? –მაპატიე მაგრამ რატომ გინდა გეჩხუბო ? –მე მინდა? პორსტა ვერ ვიტან ჩამოსულებს,შენნაირ გოგოებს ,დაგინახე თუ არა ,ანტიპატია დამეუფლა გაიგე?– ფოთოლი მოეწყვიტა და საცოდავად ნაკუწეპად გლეჯდა. შევხედე რას მერჩოდა ეს ადამიანი.გული ისევ მეტკინა.ალბად,არ მოვწონვარ,არადა რა მაქვს ამის დასაწუნი. ისევ ქვაზე ჩამოვჯექი და ზურგი შევაქციე ” ვაჟბატონს”. –ენა ჩაყლაპე? – მესმოდა უკნიდან.მე წყალში სალომეს ვეძებდი.დავინახე ცოტა მოშორებით ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა. უცებ ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა.ცრემლები თავისით მოგორავდნენ თვალიდან. ვიგრძენი ვიღაცამ ძლიერად ჩამავლო ხელი.გამაქანა და პირდაპირ ცივ წყალში “მთხლიშა”.სუნთქვა შემეკრა მოულოდნელობისგან.რა ღრმა ყოფილათქო ეს გავიფიქრე და ჩემი ამაო ცდის მიუხედავად,ნელ–ნელა ფსკერისკენ დავეშვი. მუქი მოშავო ფერის იყო ირგვლივ ყველაფერი, როგორ ვინატრე მცოდნოდა ცურვა,ნუთუ აქ უნდა მოვკვდე? ხელებს და ფეხებს ერთად ვამოძრავებდი და მით უფრო ხავსებში ვიხლართებოდი. ვიღაცამ მძლავრად ჩამავლო თმაში ხელი და ამომქაჩა.იგრძნო რომ არ მოვყვებოდი,შემდეგ ქვემოდ დაეშვა და ფეხები მცენარეებისგან გამინთავისუფლა.ხელი მომხვია და დავინახე ცა,ლურჯი ფერის ცა. სიცივის გრძნობა იმდენად მქონდა ორგანიზმში გამჯდარი,რომ აღქმის უნარი დავკარგე.თვალები მტკიოდა საშინლად.ვიღაცას მძლავრ მკლავებში მოვექციე და ცდილობდა მისი ცხელი სხეულით გაყინული ორგანიზმი გაეთბო.გულის ცემას ვგრძნობდი ჩემსას და იმ მეორისას,თვალები დავხუჭე და შევეცადე ყბის კანკალი შემეჩერებინა,თუმცაღა ამაოდ. – მაპატიე,არ მეგონა ცურვა თუ არ იცოდი.მაპატიე…–იმეორებდე ის და უფრო მაგრად მიკრავდა გულში. ნელ–ნელა გონს მოვეგე.მდინარის გვერდით შუაგულ მინდორში მზეზე ვიჯექით.უკან ხეები და ბუჩქები გვყოფდა ხალხისგან. ვიღაცას თავის მუხლებზე პატარა ბავშვივით შემოვეჯინე.ტანში შიშის გრძნობამ დამიარა,შევეცადე გამენთავისუფლა თავი,ადამიანის “მარწუხებისაგან”.მზერა ავაპარე,დიმიტრი მთელი ტანით მეკვროდა და ჩემს სველ თმაში თავი ჩაერგო.უცებ გავაცნობიერე,რომ კაბა რომელიც დილით მეცვა ეხლა ტანზე აღარ მქონდა.თავში თითქოს ელვამ დამარტყა ასე ახლოს ბიჭთან არასდროს ვყოფილვარ.შემეშინდა განძრევა.ძალა მოვიკრიბე,მის დაკუნთულ სხეულს დავუსხლტი და ინერციით მინდორზე გავიშოტე. ჩემთვის უცნობი ობიექტი შეინძრა.წამოვხტი ,თმა გავიწურე.ჩემი ხვეული თმები სისველის მიუხედავად მაინც ინარჩუნებდნენ ფიქსაციას და დენდარტყმულივით ზემოდ აეპყროთ თმის კულულები. დიმიტრი წამოდგა და მშვიდი სახით უცდიდა ჩემს რეაქციას.ნელა მივუახლოვდი,გავიღიმე და ის გავაკეთე რაც არ მჩვევია ხოლმე. მთელი ძალით გავაწანი სილა,როგორც ჩანს არ ელოდა ჩემი “კავალერი”. გაუკვირდა,ალბად ეტკინა კიდევაც.თვალები ჩაუსისხლიანდა სიბრაზისგან. –დეგენერატო,შენ….–თითი მივუტანე თვალებთან–შენ, არ გამეკარო ახლოს,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ…შემომაკვდები იცოდე! სახეში აღარ შემიხედავს.ბუჩქებიდან გავძვერი,სადღაც საცოდავად ჩემი სარაფანი და ნივთები ეგდო.მოვხიკე ჩემი ” ბარგი” და სალომე არც გამხსენებია ისე “დავახვიე” იქედან. * * * მარტო მივუყვებოდი გზას. “სათადარიგო” ტანსაცმელი ამოვიცვი.ხალხს ყურადღებას აღარ ვაქცევდი.სველ საცურაო კოსტუმზე შორტები და მაიკა საზიზღრად შემომკროდა ,თუმცა არჩევანის საშუალება ნამდვილად არ მქონდა და სჯობდა დავკმაყოფილებულიყავი იმით რაც მქონდა. სახლისკენ მარტო გავემართე. რა მძიმე დღე იყო ,კინაღამ სული მიქელ გაბრიელს არ მიმაბარებინეს? ეს სალომეც სადღა ჯანდაბაში წავიდა,მარტო დამტოვა,რომ ჩავძირულიყავი იქ ვერც მიხვდებოდნენ სად წავედი ან რა შემემთხვა…სადღაც გამომრიყავდა შემდეგ ალბად რიონი…საცოდავ გოგონას..–ამ ფიქრებში ვიყავი ,როცა ნაცნობი გზა გამოჩნდა.სახლს მალევე მივუახლოვდი. ჩემდა ბედად ეზოში არავინ დამხვდა.ოთახში ავირბინე და სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი. ერთი საათის შემდეგ ცოტა დასვენებული,ჩემი პატარა ვერცხლისფერი ლეპტოპით ტყისკენ მივემართებოდი.თეთრ კედებს რაღაც პატარა შავები ეკვროდა.დამავიწყდა აქ რას უძახიან ამ პატარა მცენარეებს.მუხის ხეების შრიალი საამოდ ჩამესმოდა ყურში. უკან მოვიხედე,რაღაც მეგონა ვიღაც მითვალთვალებდა.გამეცინა.ბავშვობაშიც ასე ვიცოდი ხოლმე,სულ მეშინოდა მარტო დარჩენის. ტყეში შევედი ნაცნობ ადგილზე ჩამოვჯექი,აქედან პატარა სოფლები თავისი კოხტად აშენებული სახლებით,სათამაშოებივით მოჩანდნენ.რაჭველი კაცის სული და გული ხვანჭკარას ჯიშის ვაზები ისე კოხტად ჩაემწკრივებიათ პატრონებს,კაცს ლამაზად ნაქარგი ქსოვილი გეგონებოდა შორიდან.აი,ვიღაც ბილიკს მიუყვება.წამმოვხტი,კომპიუტერი და ჩემი პატარა ჩანთა იქვე დავაგდე და ხელი დავუქნიე უცნობს.პატარა წერტილი უცებ გაჩერდა,შეიძლება დამინახა,თუმცა ვინ იცის.შემდეგ ისევ გააგრძელა თავისი მიმართულებით გადაადგილება. ასკილის ბუჩქიდან პატარა არსება გამოძვრა, თაგვის მსგავსი.საცოდავი რარაცას დაეფრთხო ძალიან.” გველი ხომ არ არის?” –გავიფიქრე და წამოვხტი. გამახსენდა ბებიაჩემის სიტყვები მიწიდან ,რომ ადგები სამჯერ უნდა დააფურთხო შვილო რამე რომ არ აგყვეს დაავადებაო,მეც ისევე გავაკეთე როგორც ადრე პატარაობისას. შემდეგ ჩემს ცრუმორწმუნეობაზე მე თვითონ გავბრაზდი,გაამავიწყდა ასკილის ბუჩქიც და მისი ბინადრები.მინდორზე გავიშოტე,კომპიუტერი ჩავრთე და ნაცნობი სიმღერა ააჟღერა ,ჩემმა უსულო ” მეგობარმა” . თავი ბალახს დაავადა.ხელები გავშალე და ცას ავხედე,მყუდროება ისევ ჩიტების ფრთხიალმა დამირღვია.წამოვხტი და ბუჩქთან მივირბინე.გაოცებისგან პირი დამრჩა ღია. –შეენ? ბუჩქებში ჩამალულიყო დიმიტრი და იქედან ბავშვივით მიცინოდა.წამოდგომა სცადა,თუმცა ეკლის ტოტმა,რომელიც ტანსაცმელს გამოსდებოდა,ამის საშუალება არ მისცა. –ფუ შენი! –შეიკურთხა და მთელი ძალიან შეეწინააღმდეგა მცენარეს. –შენ რა მითვალთვალებ? – გაკვირვებისგან პირი დამრჩა ღია. –არა უკან აგედევნე,რომ გამეგო როგორ ხარ? ნამდვილად არ მინდა მკვლელობის მცდელობისთვის გამასამართლონ..–შეეცადა ეხუმრა,თუმცა ნამდვილად არ ვიყავი სიცილის გუნებაზე. –დაახვიე.ბიჭო და შენს თავს პატივი ეცი,ნუ დებილობ ამხელა კაცი! –რაც არ უნდა მითხრა შენს დევნას არ შევეშვები,რადგან იქ როდესაც ჩაგიკარი გულში ისეთი რაღაც ვიგრძენი,როგორ გითხრა.. აი ტანზე დამაყარა ბუსუსებმა,თუ რაც ქვია რა..– მეტი დამაჯერებლობისთვის შეეცადა მოსულიყო ახლოს და მენახა მისი კანის “ზედაპირი”. –მეტი საქმე არ მაქვს ეხლა შენ რა გემართება ეგ განვიხილო,გირჩევ ექიმს მიაკითხო ,ეგ ჩემი ბრალი კი არააა ,ავად ხარ და არ გადმომდო რა…–რას ვსაუბრობდი თვითონაც ვერ გამეგო.მიხურდა შიგნით ყველაფერი.გული კი ისე მიცემდა,მეშინოდა მას არ გაეგო მიისი ბაგაბუგი. –ნუთუ არ მოგწონვარ? შეკითხვა ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის,ვიგრძენი როგორ გავწითლდი.ალბად,იგრძნო ჩემში მომხდარი ცვლილება და მზერა მომარიდა,მინდორზე ჩამოჯდა და პატარა გვირილის ყვავილს დასწვდა.მიწიდან ამოგლიჯა მცენარე და შემდეგ ბანალურ სიტყვებს იმეორებდა მისი ბაგენი: –”შანსი მაქვს? არ მაქვს! მაქვს? არ მაქვს!” გავბრაზდი ყვავილი ხელიდან გამოვგლიჯე და შევუბღვირე უსიტყვოდ. –არ მჯერა,რომ არ ხარ ჩემდამი სიმპატიით განსჭვალული და ამას დაგიმტკიცებ!–ეს თქვა და თავისკენ მომქაჩა, ვიგრძენი როგორ მკოცნიდა. თმაში ჩავავლე ხელი და რაც ძალა და ღონე მქონდა შევეცადე მომეგერიებია მისი შემოტევა. ხელი უცბად გამიშვა.მიხვდა კოცნას კოცნით ,რომ არ ვპასუხობდი.გული ჩამწყდა,უცებ უსუსურ და დაუცველ არსებად ვიგრძენი თავი. თავი დავადე მშრალ,მზით გამთბარ მცენარეებს და ავტირდი.ის მიყურებდა და ხმას არ იღებდა. მეკიდე,მისი საქციელით გულნატკენი უფრო ვუმატებდი მოთქმა–გოდებას. – იცი რაა? არ გეტყვი მაპატიეთქო,რადგან გოგონები გიჟდებიან და იქეთ მეხვეწებიან ვაკოცო. რა გჭირს ვერ გამიგია შენ…ბიჭები არ გაინტერესებს? უცებ რაღაც ძალა ჩამისახლდა,წამოვხტი დავწვდი ჩემს კომპიუტერს,ჩანთას.თვალზე ცრემლი შევიმშრალე.სიამაყის გრძნობა დამეუფლა.ყოველთვის ვიცოდი,რომ მე სხვა გოგონებს არ ვგავდი.ალბად იმიტომაა რომ აქამდე ნორმალურად არავის ვხვდებოდი ,ვუცდიდი იმ ერთს და განსაკუთრებულს. ეხლა კი ამ ხეპრემ პირველად მაკოცა და ვერ გაეგო რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩემთვის.ყოველთვის წარმოვიდგენდი,რომ ეს განსაკუთრებული დღე უნდა ყოფილიყო და არა ის რაც ხელში შემრჩა: უცნობი “სოფლელი” ბიჭი,მისი ტლანქი ხელები და ძალიან ლამაზი თვალები… მას არ შევუჩერებივარ.მე მივაბიჯებდი მშვიდად,ვცდილობდი დამევიწყებია ეს შემთხვევა,თუმცა ის რაც მომესმა ,მოაგტყუებთ თუ გეტყვით რომ არ მესიამოვნა. –მე შენთვის ვიბრძოლებ ანა! არ მომიხედავს.ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში გიჟივით შევვარდი. სალომე, დედამისი და მთელი ოჯახი გადარეული დამხვდა.ყველა მე მეძებდა.ჩემს დანახვაზე ისე გაბრაზდნენ,მეგონა “გამგლიჯავდნენ”. –ქალო ტელეფონი რატო გაქვს გათიშული? აფრენ? მეგონა მოკვდი!– სალომე მეფერებოდა სახეზე და თან მაკვირდებოდა. –გოგო რა იყო მშვიდობაა,ვერ გნახე და წამოვედი.სახლში არავინ იყო და რა მექნა ეხლა,წერილი დამეტოვებინა?–ნამდვილად არ მქონდა ახსნა–განმარტეებების თავი,თუმცა სხვა გამოსვალი არ მქონდა. –კაი ,ხო გგოგო გულზე მომეშვა,დედჩემი ბრალია დაიწყო სტერიკები.სად დაკარგეო და…ტყეში იყავი ხო?–გამიღიმა და გულში ჩამიკრა,მეც ლალი დეიდას ხელით ვანიშნე ყველაფერი კარგად არისო და ქალი ქოთ–ქოთით შევიდა სახლში. სალომესთვის მომხდარი არ მითქვამს,მეძინებოდა საშინლად.ჩემს ოთახში ჩავიკეტე და შევეცადე გამეანალიზებინა რა “ჯანდაბა”ხდებოდა ჩემს თავს. რაჭაში ყოფნისას,თბილისის ხმაურს,მტვერს მიჩვეული,ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება.ალბად იმიტომ რომ ჩემი სოფელი მწვანეშია ჩაფლული,ირგვლივ კი მყუდროებას დაუდევს ბინა. საღამოს ექვსი საათი იყო,რომ დავწექი და გვიან გამეღვიძა,უფრო სწორად ძაღლის ყეფამ დამირღვია მყუდროება.ასე ადრე არასდროს არ დამიძინია.მახსოვს პატარა, რომ ვიყავი მეზიზღებოდა ღამე,მარტო რომ მიწევდა დაძინება ალბად იმიტომ,ნახევრად ჩაბნელებულ საძინებელში.საწოლზე უცებ შევხტებოდი და ცალი თვალით ოთახს ვათვალიერებდი,ვინმე ხომ არ იყო დამალული. ეხლა კი ისე უშიშრად ვგრძნობდი თავს.სალომეს, მშობლებთან ერთად პირველ სართულზე, ეძინა.სახლი საკმაოდ დიდი იყო.მეორე სართული ჩემს განკარგულებაში იყო. ფანჯარა გამოვაღე და დავინტერესდი,რამ გადარია ეს ძაღლი ამ შუაღამეს. –ბიმი,ბიმი..მოკეტე რა ….–ჩემს ხმაზე ძაღლი გამოხტა და გაკვირვებული დამიწყო ცქერა. მივხვი ,რომ ძაღლს ჟარგონი არ ესმოდა და შევეცადე მოვფერებოდი : – წადი , ცუგა დაიძინე,ნუ ყეფ! წადი.ხო ,ხო! აი ,კარგი ძაღლი ხარ! აი… ბიმი გაიქცა და შეძვრა თავის პატარა “სახლში”.კმაყოფილი გავიზმორე. ლეპტოპი ფანჯარასთან დავიდგი,ჩავრთე სიმღერები და ცას ავხედე.ყოველთვის ვამჩნევდი აქ,რომ ვარსკვლალვები უფრო მკვეთრად ჩანდა ვიდრე თბილისში. “უი,ვარსკვლავი მოწყდა!”–ეს სიტყვებიც უფრო ხშირად აღმომხდებოდა ხოლმე .ეხლაც,დავუწყე ცქერა. ერთი დიდი მნათობი,ისე კაშკაშებდა.შევყურებდი და ვუცდიდი მოწყდებოდა თუ არა. სურვილის ჩაფიქრება მინდოდა,თუმცა წინასწარ არც ვიცოდი რას ჩავუთქვამდი ჩემთვის ჯადოსნურ ვარსკვლავს.ის არა მაგრამ,მის ცოტა მოშორებით მართლაც გადაადგილდა მნათობი და ჩემს ფიქრებშიც სამი სიტყვა გამოიკვეთა: ” მინდა ვიყო ბედნიერი!”. ფანჯარა მოვხურე და შევეცადე ისევ ჩამეძინა. ბიმი კვლავ ახმაურდა და გამეფიქრა,ნეტა ის დებილი ხომ არ არის ეზოშითქო.მისგან არ გამიკვირდებოდა ეს გამოხტომა,თუმცა ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ვინმეს რომ დაენახა,მით უმეტეს სალომეს მშობლებს. სალომეს მამა, მამუკა ბიძია ყოველთის მკაცრი კაცი, მე სულ მოწიწებით მეპყრობოდა.არ მინდოდა იმედი გამეცრუებია მისთვის.ფანჯარა გამოვაღე და უნდა გადამეხედა,რომ დავინახე რაღაც საწვეთურსა და ფანჯრის რაფას შორის “გაჩხერილი”. ჯერ შემეშინდა,სიბნელეში ვერ გავარკვიე რა იყო. ღრუბლებით დაფარული მთვარე უცებ გამოიკვეთა ცაზე და ირგვლივ ყველაფერი გაანათა.მეც აღმოვაჩინე,რომ ბზინავი სხეული ცელოფნის მსგავსი უნდა ყოფილიყო და დავწვდი,რაღაც შემერჭო თითში და ინსტიქტურად კინაღამ ხელიდან გამივარდა. კრიალა,გამჭირვალე ცელოფანში,ვარდები გაეხვიათ.მივხვდი დიმიტრი იყო ამის გამომგზავნი.ეზოს დავაკვირდი,თუთის ხე სახლთან ახლოს იდგა.მისი ტოტები ჩემს ფანჯარას სწვდებოდა. “ჰმ,ალბად ასე ამოძვრა! ეხლაც სადმე იქნება დამალული და მითვალთვალებსს ავიღებ თუ არა ვარდებს!..რა ჰგონია შეუძლია მოვიდეს და აქ ღამით ჩემს ფანჯარასთან იძრომიალოს?” – ჩვეულმა კუდაბზიკობამ გამკრა და ვარდები (თუმცაღა ძალიან მენანებოდა )ფანჯრიდან გადავისროლე.ფანჯარა დავკეტე და ფარდასაც გავუწიე.ცოტა არ იყოს ეხლა შემეშინდა.წარმოვიდგინე უცებ ,რომ გამეღვიძოს და ვიღაც დავინახო მინასთან ალბად შეიძლება გულიც გამხეთქვოდა. დილით ისევ მამლის ყივილმა გამაღვიძა. წამოვხტი და ვარჯიში დავიწყე.ორი თვე იყო რაც მუცლის პრესის ვარჯიშებს ვაკეთებდი.ყოველთვის ლამაზი ფიგურა მქონდა,თუმცა ეხლა მსურდა მუცელზე “კუბიკები” მქონოდა. იმდენად შევედი აზარტში,რომ ჩვეულ მოვლენად გადამქცეოდა დილით ვარჯიში. –ვაიმე,ამ ვარდებს აქ რა უნდა? – გაისმა სალომეს დედის ხმა. უცებ გავშრი.გადავწყვიტე არაფერი მეთქვა,თუ რამე და ..”სალომეც ცხოვრობს აქ და იქნებ მას გამოუგზავნეს”…ჩემზე ეჭვს არავინ მიიტანდა. ფანჯარას მოვშორდი და კიბეებზე ჩავირბინე.რაღაც მიხაროდა,მაგრამ რა ვერ გამერკვია.ჩემს თავს ვუღიმოდი დებილივით. –ბიცოლა,გუშინ რა ადრე დაწექი… –ხო რავიცი ლალი ბიცო, ცუდად ვგრძნობდი თავს..ხაჭაპური გავიყოლე ნუ დარდობ მშიერი არ ვიყავი.–მივედი და შუბლზე ვაკოცე. ქალმა გამიღიმა და გულში ჩამიკრა. –თონიდან პური ამოვიღე ეხლახან ჩემო კარგო.წამოდი ჩაის გაგიკეთებ. –ვაიმე რა კარგია…– ბავშვივით შევხტი და სამზარეულოში მოვკალათდი. ცხელმა სასმელმა გამომაფხიზლა.სალომეს საძინებელში შევიჭყიტე.მკვდარივით ეძინა.ქერა გრძელი თმები ბალიშზე გადმოეყარა.მძინარე მზეთუნახავს გავდა .მე ნამდვილად არ ვიყავი ჯადოსნური პრინცი,მივირბინე და პირდაპირ ყურთან ჩავძახე. –წავედით შეშინებულმა თვალები ფართოდ გაახილა და რომ დამინახა ხელი დამიქნია “დაახვიეო”,თუმცა მე გვერდით მივუწექი და არ ვაცლიდი ძილს.ათას სისულელეს ვუყვებოდი. –ანა,მოკეტე რა და დამანებე თავი მეძინება ! –რა იყო წამო ადე,წავიდეთ სადმე.. –შენს მზეჭაბუკთან გეჩქარება? –რა?მე არ მყავს არავინ არც მზე და არც მთვარე…–დამნაშავესავით დავიწყე თავის მართლება. -ვიცი და რას მატყუებ! –და რა იცი? –წამოვდექი და სახეში ჩავაკვირდი. –გუშინ საღამოს მელაპარაკა ,რომ მოსწონხარ და უნდოდა სურპრიზი გაეკეთებინა შენთვის,თუმცაღა დღეს დილით შევიტყვე შენი ნამოქმედარი…რას მინაგვიანებ ერთი ეზოს! – ჩაილაპარაკა და მხარი იცვალა. სიცილი ამივარდა.მაგრად მოვეხვიე და გავჩუმდი. –დღეს ნიკორწმინდაში მივდივართ ისე ცნობისთვის,თორმეტზე ქვემოდ ვიკრიბებით ბირჟაზე.ამიტომ დამაძინე ცოტა ხანს რა … –ცაიმე,რა მაგარია…კიდევ ვინ მოდის? –მოდის მოდის!…ცნობისთვის ლამაზი ტიპია და პირველად დაინტერესდა ასე გოგოთი…მაყუთი აქვს მის მშობლებს კიდე ბლომად,ყურძნის ქარხანა მამამისისაა,სოფლის ბიჭის იარლიყმა არ მოგატყუოს…–ჩაილაპარაკა სალომემ და ბალიში დაიფარა თავზე. –მერე მე რას მეუბნები…მოდის და მოვიდეს… –ვთქვი და ოთახი დავტოვე დიდი და ღრმა ქვაბულის წინაშე ვიდექი და მეშინოდა ნაბიჯის გადადგმა.ტურისტები სულ სიღრმეში ისეთი პატარა ზომის მოჩანდნენ,ჭიანჭველებს მოგაგონებდა ადამიანს. მამამ,ჩემს კოტიტა თითებს თავისი ძლიერი ხელი შეაგება და ნელ–ნელა დავეშვით ქვემოდ.ვერ გამეგო შუა აგვისტოში,რატომ მეხურა თბილი ქუდი,თუმცა რაც ღრმად ჩავდიოდით ტემპერატურა უფრო და უფრო მცირდებოდა.ბოლოს ფსკერს მივაღწიეთ,მღვიმე ყინულებით იყო დაფარული. უცხოელი ტურისტები ისე გაკვირვებულები შესცქეროდნენ ბუნების ამ ფასდაუდებელ სილამაზეს.მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი სიცივე,ერთი სული მქონდა როდის ამოვძვრებოდი. სალომეს დედამ საგზალი გაგვიმზადა.სალომე მამამისის მერსედესის ჯიპში მოკალათებული,ხელს მიქნევდა დაჯექიო. –სალ,რატომ არ გინდა მამაშენმა აგვიყვანოს ნიკორწმინდაში?–გამოვაღე მანქანის კარი და თავი მივადე მინას. –არ მინდა! მოვილაპარაკე ბავშვებთან ,რომ ამბროლაურში შევხვდები მათ,იქედან კი ასე 16 კილომეტრიც არ არის რა ხელად ავალთ. –უბრალოდ ზემდეტ შეხვედრებს ავიცილებდით …– ორი თითით ბრჭყალები მოვხაზე. –აუ,მორჩი რა…ნუ დებილობ.თუ,დიმიტრისთან არ გინდა შეხვედრა ,არ დაელაპარაკო რა და ვსო..და კიდევ რას ჩაგიცვამს ეს ანაფორა კაბა?– შემომხედა და ჩემს ჩაცმულობას დააკვირდა. მე საგანგებოდ გამოვეწყვე.გრძელი შავი კაბა,ბოლოებში თეთრი ყვავილებით გაწყობილი თეთრ კედებს ვფიქრობდი,რომ ძალიან უხდებოდა,თან ნამდვილად არ მსურდა მამაოს ჩემი ზედმეტად მოკლე სამოსის გამო შენიშვნა მოეცა. –აუ,სალო არ დაიწყო რა…– გაბრაზებული უკანა სავარძელზე მოვკალათდი და მანქანასთან წამოწოლილ ბიმის ხელი დავუქნიე.ძაღლი წამოხტა და მოემზადა ჩემთან სათამაშოდ. –მე არაფერს არ ვამბობ,უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ და მინდა რაც კარგი გაქვს არ დაფარო. –და არც ვფარავ… –იცი რას გეტყვი? –სალომე წინა სავარძლიდან შემობრუნდა და ცისფერი თვალები შემომანათა.– ასეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ სოფელში შენ ცხოვრობ,მე კი ქალაქელი გოგო ვარ.აი,რაღაც გაკლია…ძაან ჩაკეტილი ხარ,ცოტა უნდა მოეშვა ანა! მისმენ? – ხო ,ხო …–ჩავილაპარაკე და ისევ ძაღლზე გადავიტანე ყურადღება. ნახევარ საათში აბროლაურის ხიდთან ვიდექით. მე და სალო ისე განვსხვავდებოდით გარეგნულად,ერთმანეთს მხოლოდ თმის სიგრძით ვგავდით.სალოს ქერა,სწორი თმა გაეშალა,მოკლედ შეჭრილი ჩოლკები ძალიან უხდებოდა,მის აპრეხილ კურნოსა პროფილს.მე ჩემი ხვეული თმა უკან გადამეყარა და თეთრი ბანტის მსგავსი თმის რეზინით მომეგროვებინა ერთად. – სად არიან? –მოვლენ ანუშკა,სმს მომივიდა ….ხუთი წუთი და აქ არიან… –ხო,კაი დავუცადოთ… –მაპატიე რა წეღან ცოტა ცუდად გამომივიდა,უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო ,შენ კიდე …არ ცდილობ ამას…და მაგაზე მეშლება ნერვები..ყველაზე ლამაზი ხარ და ვერ აფასებ იმას რაც გაქვს. –სალო საპატიებელი არაფერი გაქვს,კაი რა…მაგრამ მე ესეთი ვარ.ბედნიერი მეც მინდა ვიყო,მაგრამ მე ბედნიერების ჩემი აღქმა მაქვს. ვიღაც ქალი მომიახლოვდა და საუბარი შემაწყვეტინა. –უკაცრავად,გოგონებო…თმას როგორ იხვევ?– მკითხა და ჩემს კულულებში გახლართა თავისი თითები. –სალონში…–გადავულაპარაკე და სალომეს გავხედე. –აჰა–ქალს ეწყინა ალბად ჩემი უხეშობა. სალომეს გაეცინა.–რატომ მოატყუე?–მკითხა გაკვირვებულმა.მე ხელი ჩავიქნიე და ხიდიდან გადავიხედე,ჩემს გარეგნობაზე საუბარი არასდროს მხიბლავდა,დაკვირვებული ვიყავი,ვისაც ვეტყოდი რომ ბუნებრივად მქონდა ხვეული თმა,ტუჩებს იბზუებდნენ და არ მიჯერებდნენ.გამოსავალიც ადვილი ვიპოვე.საერთოდ ხალხს ის უნდა უთხრა რაც მათ აწყობს,არც ზედმეტად არ უნდა აუხნა არაფერი,რადგან ის მაინც თავისას გაიმეორებს და შენ კიდევ ენა დაგეღლება ყბედობით. უცებ თეთრმა კაბრიოლეტმა დაამუხრუჭა ჩვენს წინ.თვალები კინაღამ გადმომცვივდა.ჩემს წინ მგონი Bentley–ის ბოლო მოდელი იდგა.სუნთქვა შემეკრა და კინაღამ მანქანას მივეფერე. –არ ჩაჯდებით? –დებილური მდგომარეობიდან ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა. საჭესთან დიმიტრი იჯდა.თავიდან ბოლომდე ამათვალიერ–ჩამათვალიერა და ისე გამიღიმა,თითქოს კბილის პასტის რეკლამაში იღებდნენ. სალომეს გავკარი მხარი. –რა იყო ეხლა? –შემომიბღვირა.ისეთი სახე ჰქონდა ,აი მკვლელის თვალები. –არაფერი ისე მომიხვდა.–გადავულაპარაკე და მანქანას მოვშორდი. დიმიტრიმ მზერა სალომეზე გადაიტანა და ანიშნა ჩაჯდესო. –მე არ მეგონა მარტო შენ თუ მოდიოდი.სალომე შენ თუ გინდა წადი და მე მარშუტკით ავალ..–ვთქვი ბოხი ხმით,თუმცა რას “ვბლატაობდი” ვერ გამეგო.ჩემი სულის რაღაც ნაწილი დამცინოდა.მეგონა დიმიტრი გადმოხტებოდა და ხვეწნას დამიწყებდა. “ფუუ,რა დებილი ვარ.” სალომე ისე გაბრაზდა.მომიახლოვდა და კბილებში გამოსცრა: “ჩაეგდე ეხლა მანქანაში,თორემ დედას გეფიცები ჭაში ჩაგახრობ სახლში რო მივალთ!” გავწითლდი,სხვა გამოსავალი არ მქონდა.მანქანაში ცავესვენე.სხეული მიდუღდა.არ ვიცი რატომღაც ცუდად გავხდი.ნეტა რა იყო ამის მიზეზი,ბიჭს რომელსაც სოფლელად აღვიქვამდი ყველაზე მაგარი მანქანა რომ ჰყავდა? ალბათ,ცოტა შურის ფაქტორიც იყო.გამახსენდა ჩემი მოძღვარი,რამდენს მესაუბრებოდა ამ ყველაზე დიდ ცოდვაზე.შური თუ ამპარტავნობა,თუ რაღაც სხვა იყო ამ საშინელი შინაგანი წვის მიზეზი ,ვერ გამეგო. ნიკორწმინდაში ავედით.მანქანა ეკლესიის ეზოსთან გაჩერდა.სხვა “სასტავი” უკვე გვიცდიდა ჩვენ.მხოლოდ ორი გოგო და რამდენიმე ბიჭი მეცნო,დანარჩენი სულ უცხო იყვნენ. მანქანიდან გადმოვესვენე და დიმიტრისკენ ვაპარებდი მზერას.ჩემსკენ არ გამოუხედავს,უფრო სწორად ვინ დააცადა.ვიღაც გრძელფეხება გოგონა პიდაპირი გაგებით შეახტა.ჯერ მეგონა ქვემოდ არაფერი ეცვა,თუმცა შემდეგ მაისურის ქვემოდ შორტის ზოლი გამოჩნდა. დიმიტრიმაც გულში ჩაიკრა,,სახეზე დიდი არაფერი იყო.ტუჩები თითქოს საერთოდ არ ჰქონდა,მაგრამ იქნებ ეს ქალური ეჭვიანობა იყო და მეტი არაფერი.ჩემს თავზე გავბრაზდი.მოძღვარი ორი წელი ხდებოდა რაც ავიყვანე,მამა იოანე მასწავლიდა როგორ აღმომეფხვრა გულში ცუდი აზრები. სალომეს ვანიშნე ეკლესიაში შევალთქო და თავზე თეთრი თავსაფარი მოვირგე. უფლის სახლის შესასვლელთან შევეცადე სული განმეწყო სალოცავად: – „შევედი სახლსა შენსა, თაყვანის ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშითა შენითა უფალო.მიძეღუ მე სიმართლითა შენითა…“–ვიმეორებ ჩუმად და ვაკვირდები ამ ულამაზეს ტაძარს უხვად ,რომ შემკულა მდიდრული ჩუქურთმებით. აქ,დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ ,მრავალფიგურიან სცენებს.( „ფერისცავლება“, „მეორედ მოსვლა“, „ჯვრის ამაღლება“ ..) წმინდანების ფიგურებს,რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს,გამოსახულებებს,რომლებიც ერთი მთლიანი წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. შევყურებდი და მსიამოვნებდა აქ ყოფნა.ლოცვა დავასრულე.ტაძარში ფეხი შევდგი ,შიგნიდან დაბერილმა ნიავმა თავსაფარი ლამის გადამაძრო.მოხუცი მესანთლე ქალი ხარბად შემომცქეროდა. –ხუთი სანთელი თუ შეიძლება…:– მორცხვად ჩავილაპარაკე ,რატომღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს. –აი,შვილო…უფალმა დაგლოცოს შვილო. სულ ასეთი ლამაზი ყოფილიყავი ცხოვრების ბოლომდე.– შავებში ჩაცმულმა მოხუცმა დედა გამახსენდა და საშინელი მონატრების გრძნობა შემომწვა გულზე. –გმადლობთ ბებო…–ჩავილაპარაკე და ღვთისმშობლის ხატს მივუახლოვდი. ტაძარში აქა–იქ ხალხი ირეოდა.თუმცა,მე ჩემს ფიქრებში ვიყავი და ვერ ვამჩნევდი ირგვლივ გარშემომყოფებს.საკმაოდ დიდხანს ვიყავი,წამოსვლის წინ ვეზიარე თუმცა ეკლესია მაინც მომნატრებოდა. ბოლო სანთელიღა დამრჩა.იესო ქრისტეს ხატს ვემთხვიე.თაფლის სანთელი მეურჩებოდა და ვერაფრით ვერ ვამაგრებდი სამაგრზე.უცებ,ჩემს ხელს ვიღაცის ძლიერი ხელი შეეხო.სანთელს ძალა დაატანა და ისიც ყელმოღერილი გასწორდა და ოქროსფერი ალის გვირგვინი დაიდგა. –უფალს ვთხოვე რაღაც და როგორ ფიქრობ შემისრულებს? – დიმიტრის სახეს ვერ ვხედავდი,ტუჩები ყურთან მოეტანა და ჩუმად ჩურჩულებდა. –თუ გულით სთხოვ ,ის ასრულდება…– ჩავილაპარაკე და ერთ ადგილზე გავქვავდი.უკან ვგრძნობდი მის სუნთქვას და კიდევ ერთი ნაბიჯი ,რომ გადამედგა მის მკერდს ავეკვრებოდი. –შეიძლება სადმე დავილაპარაკოთ? გთხოვ,უარს ნუ მეტყვი…მარტო მე და შენ რა…. –კარგი,ოღონდ არ ვიცი მე და შენ სალაპარაკო რა გვაქვს… ეკლესიის უკან ვდგევართ. დიმიტრი ხმას არ იღებს.მეც რატომღაც ვდუმარ და ვუცდი რას მეტყვის. რა მიამიტი ვარ,რატომღაც მგონია რომ სიყვარული უნდა ამიხსნას და მეც ისე ვღელავ თითქოს გამოცდაზე ვარ ,სადაც სიკვდილ –სიცოცხლის თემა წყდება. ჩემი და მისი სიცოცხლის… – ჰმ, არ გინდა უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი? – ჩემს თმას შეეხო და თავსაფარი რომელიც მხრებზე მეფინა მომაშორა. – სკაიპში დაგამატო? – შევხედე და ენა გამოვყავი. – ნუთუ არ გრცხვენია ეკლესიის ეზოში, რომ იჭყანები . არ მინდა შენი სკაიპი . მე მინდა უფრო დავახლოვდეთ . ალბათ,ბევრი გეუბნება ამ სიტყვებს ,მაგრამ მე არ დავიწყებ რომ მე მათზე უკეთესი ვარ და მსგავსი წინასწარ გაზეპირებულ წინადადებებს არ მოგახვევ თავს. პროსტა, თუ ცოტათი მაინც მოგწონვარ ,ბავშვებთან ერთად დაგპატიჟებ ხოლმე და ერთად გავატაროთ ეს ზაფხული…ჰა? – თვალებში მიყურებდა და ასე მეგონა მის წინაშე სრულიად შიშველი ვიდექი. შიგნიდან სიგრილეს ვგრძნობდი,სიო უბერავდა და ჩემს ცხელ გულს აგრილებდა.სხეულიც არ მემორჩილებოდა. მინდოდა გაქცევა აქედან,თუმცა ტვინს სურდა და გულს არა… ოხ,ეს გული ყოველთვის უდროო დროს რომ “ეკვეხება ” ხოლმე… – მაგრამ იცოდე,არანაირი ჩახუტება და მოხუტება და კიდევ შენ ჩემთვის… – ხო ,ვიცი ვიცი …როგორც მეგობარი …და არავითარი სხვა რამ… –გადამილაპარაკა და ჩემი თავსაფარი ჯიბეში ჩაიტენა. მე დავრჩი ეკლესიასთან და დავუცადე სანამ არ გავიდოდა ეზოდან. ოხ,ეს შინაგანი რაღაც, სირცხვილი თუ შიში … არ მსურდა ჩემზე ეჭორავათ ბავშვებს, არ მსურდა გაეგოთ,რომ მეც ისევე გამაბა არ ვიგინდარამ როგორც ყველა გოგო . მაგრამ ერთადერთი რისგანაც მე ჩემი დაქალებისგან გამოვირჩეოდი,იყო თავმოყვარეობის რაღაც ძლიერი გრძნობა. რაც არ უნდა მტკენოდა შიგნით ,არ მივცემდი ჩემი დამცირების და გამოყენების უფლებას ბიჭს. ეხლა, თუ შევამჩნევდი რომ ის მატყუებდა ან სხვა გოგოსაც ეპრანჭებოდა, მის სახელსაც კი ამოვშლიდი მეზსიერებიდან. იმდენი იმედგაცრუების შემდეგ კიდევ მივეცი ჩემს გულს უფლება ეფრთხიალა… ტვინს ეფიქრა მასზე… ეოცნება და შეეგრძნო ამდენი ტკვილის შემდეგ სიყვარულის სუსტი სურნელი …. მანქანის წინ სალომე და რამდენიმე გოგონა იდგა. დიმიტრი ისევ იმ გოგოსთან ერთად იდგა. საშინლად გავბრაზდი და გული დაწმყდა. ვაღიარებ ძალიან ეჭვიანი ვარ. ათასი აზრი მომივიდა თავში.” იქნებ მასაც ისეთივე სიტყვებს უმეორებს როგორც მე…იქნებ ის გოგო უყვარს? მაგრამ მაშინ ჩემთან დაახლოებას რატომ ცდილობს? ან ის ვარდები წუხელ?! –სალო რას ვშვებით? – სალომემ საზგალი გამომიწოდა და მანიშნა სუფრა უნდა გავშალოთო. – მე არ მშია!– უტიფრად მოვიტყუე და შევეცადე ჩემი მუცლის “ყმუილი” დამეფარა. –ხო?! გირჩევ წამოხვიდე და ჭამო თორემ ისედაც ფერი არ გადევს,ცუდად არ გახდე…– სალომ შუბლზე მაკოცა და ხელით მიბიძგა. მეც სხვებს გავყევი. დიმიტრი აპარებდა ჩემსკენ მზერას,მაგრამ მე აღარ ვუყურებდი. ბრაზი ჯერ კიდევ არ გამქრალიყო. წითური ბიჭი,რომელიც სულ იცინოდა დათო უნდა ყოფილიყო.სწორედ,მის სახლში აპირებდნენ სუფრის გაშლას. რკინის ჭიშკარი შევაღეთ და კოხტად მოვლილ ეზოში შევაბიჯეთ. როგორც ჩანს, აქ ხშირად დადიოდნენ,რადგან ყველა ისე გრძნობდა თავს, თითქოს საკუთარ ეზოში ყოფილიყვნენ. სალომემ გადამილაპარაკა ” წამო ჩვენ მაგიდა გამოვიტანოთო” და სახლის უკანა მხრისკენ გაემართა. კიბე გავიარეთ.,ღვინის ბოთლები კოხტად ჩაემწკრივებინა პატრონს. ძალიან ლამაზი სანახავი იყო იქაურობა. კარგა ხანს ვიდექი გაკვირვებული. სალომ თითები დამიტკაცუნა თვალებთან და იქვე დაკეცილ მაგიდაზე მანიშნა. პლასტმასის მაგიდა სულ არ იყო მძიმე,თუმცა ამოტანის დროს მაინც გამივარდა ხელიდან და ფეხზე დამეცა. დავიწკმუტუნე და სალომეს გავხედე, გაბრაზებული მიბღვერდა. – ძალიან გეტკინა? დაიცა მე მოგეხმარები.– დიმიტრიმ გვერდზე გამწია– ლაშა ,მოდით აქ სალომეს ადგილი დაიკავე. ნახევარ საათში ეზოში გაშლილ სუფრას ვუსხედით. ბიჭები სვავდნენ და გოგონები მღეროდნენ. ყველა ჟრიამულობდა. სალომე უცებ წამოხტა, რაღაც ანიშნა გვერდით მჯდომ გოგონას. მომესმა ნაცნობი მელოდია , სალო ფეხებს სწრაფად ამოძრავებდა,მისი ტანი ლამაზად ირხეოდა.ძველებურ ცეკვას სრული სიზუსტით ასრულებდა. ქერა თმა გაშლოდა და მრგვალი ცისფერი თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევდა. ძალიან მომინდა მეც მეცეკვა. ვერ გავიგე ,როგორ წამოვხტი.არც ის მიგრძვნია,როგორ გავიძრე ფეხსაცმელები.მხოლოდ მე და სალოს თვალებს ვხედავდი.და ჩვენ ვცეკვავდით. რაჭულ ცეკვას ვასრულებდით და ვგრძნობდით,როგორ გვიერთდებოდა ბავშვები. მათაც გადასდებოდათ ის აურა რაც ჩვენ გვქონდა. რაჭული დაისმა შეცვალა. დიმიტრი ჩემსკენ წამოვიდა და მეც ჩემდა უნებურად გამოწვევა მივიღე და ცეკვაში ავყევი. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. შეიძლება მაშინ მეჩვენებოდა ასე, თუმცა ეხლა ვრწმუნდები ,რომ ეს ნამდვილად ის იყო რასაც ველოდი. ყველაზე დიდი ბედნიერება.მიმაჩნია ყოველი განცდა განუმეორებელია და სწორედ, ამიტომ გვეჩვენება ის ასე უჩვეულო სასიამოვნოდ. ცეკვისგან დაღლილი. ბავშვებს გამოვეყავი და იქვე მდგარ ხეს მივეყრდენი. მზე ჩადიოდა და კავკასიონი გასაოცრად ბზინავდა მზის სხივებით. ირგვლივ მოეცვა ღრუბლები და შუაში ლამაზ დედოფალივით ჩამდგარიყო. უკან ფეხის ხმა გავიგე. მივხვდი ვინც უნდა ყოფილიყო. – შეიძლება მოგეხვიო? სულ ცოტათი? – მკითხა ხმამ. – რადგანაც მთვრალი არ ხარ,მაშინ კიდე შეიძლება დავფიქრდე…–ვუთხარი და ხეს მოვშორდი. –არ მიყვარს დალევა…მაგრამ თუ მეტყვი, რომ ვერ მიტან,შეიძლება გავრისკო და დავლიო კიდევაც. ამბობენ ტკივილს აყუჩებსო… – დალევა არ გჭირდება. ლიზის თხოვე და ის გაგიყუჩებს…– ვთქვი და ენაზე ვიკბინე,ზედმეტი წამოვროშე. – ის გოგო ჩემი ნათლიის შვილია, რომ გაინტერსებდსე გაიკითხავდი და ცრუ ეჭვებს არ მიეცემოდი.საზიზღრად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მეც ვიცი. არ გინდა ბენდიერი იყო?–მკითხა და თვალებში ჩამხედა. –მე…?–ენა დამება დებილივით,მაგრამ რატო “ვით” ასეთ მომენტებში სუფთა დებილი ვხდები. –შენ ხო შენ..–მითხრა და მკლავზე უფრო მომიჭირა. –ხო…–ჩავილაპარაკე ჩუმად და გავისუსე. –მაშინ თავიდან გავეცნოთ…–ჩაილაპარაკა და გამიღიმა.მეც თავი დავუქნიე ბავშვივით. –საღამო მშვიდობისა ლამაზო ქალბატონო ! ნება მიბოძეთ ჩემი თავი წარმოგიდგინოთ, მე დიმიტრი ვარ….. –საღამო მშვიდობისა ბედნიერებავ…–ჩავილაპარაკე და ვიგრძენი როგორ დავუკავშირე ამ პიროვნებას სამუდამო სიცოცხლის ხაზები. იმედია მოგეწონათ .. მადლობთ, რომ კითხულობთ.. თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.