ცხოვრება ისეთი როგორიც არის
–ლიზა, ჩემო გოგონა, წამოდი გარეთ გავიდეთ.. ოთახში თეთრ ხალათში გამოწყობილი მარიკა ექთანი შემოვიდა. ოდნავ გამიღიმა და ჩემს პასუხს დაელოდა. დღეს ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავყავდი გარეთ, უკვე ექვსი თვეა რაც აქ ვარ, საგიჟეთში. თეთრ, პატარა ოთახში გამოკეტილი... ფანჯარაზე გისოსები, საწოლი დაბმული, თითქოს მართლა გიჟი ვიყო. მაგრამ მე ხომ მხოლოდ მშობლების დაკარგვის ტკივილს განვიცდიდი. მათ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი ეკავათ. ექთანს ავხედე, კარგად დავაკვირდი, ბოლოს კი ვთქვი: –იმედია ახლაც დაბმული არ გამიყვანთ. –შენ გიჟი ხარ! –თავი ირონიით გააქნია. ჩემს თვალებში ზიზღი იგრძნობოდა, მაგრამ მაინც გამეღიმა. –გიჟები თქვენ ხართ!... –ფეხზე წამოვხტი და გარეთ გასასვლელად მოვემზადე, ექთანმა ხელი მომკიდა და ერთად გავედით. ვერავინ აღწერს თუ რა ძნელი იყო ამ მართლა გიჟების ყურება. კალიდორში ერთი ასე ვთქვათ ოც წლამდე ბიჭი გამოვიდა. გული მიკვდებოდა, მას რომ ვუკურებდი, ყველა მათგანს ხომ რაღაც მიზეზი ჰქონდათ აქ რომ მოხვდნენ. ამ საშინლად ამაზრზენ თეთრ შენობაში. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა –თავისუფლება. ანუ პირველ რიგში საკუთარი თავის უფალნი ვიყავით, მერე კი გიჟები, საცოდავი გიჟები. რომელთაც მხოლოდ თბილი ადამიანები გვჭირდებოდა გვერდით. რაც აქ ვარ, მხოლოდ დეიდა მოდიოდა ჩემთან, ისიც სამსახურის შემდეგ შემოირბენდა და მალევე მიდიოდა. სხვებს კი საერთოდ არავინ აკითხავდა. მეცოდებოდა საკუთარი თავი, რადგან არ ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. არ ვიყავი გიჟი, უბრალოდ დიდი დარტყმა მივიღე, თვრამეტი წლის გოგონამ და გიჟად ჩამთვალეს. მშობლები ავტოკატასტროფაში რომ მოხვდნენ, იქ მეც ვიყავი, სწორედ ჩემი ბრალი იყო დედა რომ გარდაიცვალა. მან როდესაც ჩვენსკენ წამოსული მანქანა შეამჩნია, გადამეფარა და გულზე მაგრად მიმიკრო. მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელმაც დედის გულისცემა შევიგრძენი ბოლო წამს. ამის შემდეგ აღარ ისმოდა ის გახშირებული ბაგა–ბუგი.ისინი საავადმყოფოში სანამ მიიყვანეს, მანამდე გარდაიცვალნენ. მძულდა საკუთარი თავი, რადგან ყველას ვეცოდებოდი. სულ ვყვიროდი, ვამტვრევდი რაც ხელში მომხვდებოდა, ბიძაჩემმა კი გადაწყვიტა, რომ მე გიჟი ვიყავი... _გამარჯობა_ ეზოში გასვლისთანავე მომესალმა, ჩემი ოთახის მეზობელი. გაიკრიჭა და ისევ საკუთარ თავს დაუწყო საუბარი. ვიფიქრე კონტაქტი დამემყარებუნა მასთან, არ ვიცოდი როგორ დამეწყო საუბარი, მაგრამ დავიწყე. _ქალბატონო ჯული_გვერდით მივუჯექი, მან გამომხედა და გვერდით გაიწია. _ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ, თქვენთან მეგობრობა მსურს _მეგობრობა?_გაიცინა_ის არ არსებობს!_დაიყვირა _როგორ არა_შევეპასუხე, მაგრამ ეს არ უნდა გამეკეთებინა, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ გიჟებს არ ეპასუხებიან. ქალბატონი ჯული ფეხზე წამოხტა, წინ დამიდგა და რარაც საზიზღრად შემომხედა. გულწრფელად შემეშინდა, მაგრამ არ შევიმცნიე, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მაგრამ ყელში გამეჩხირა. ჯული დამშვიდდა, გაიღიმა და ახლოს მოვიდა. _ჩვენ მეგობრები ვართ! _რა მაგარია_ძალით გავიღიმე და ქალს დავაშტერდი. 75 წლის იყო, სულ გაჭაღარავებული და გაოხრებული ამ ცხოვრების მიერ. სახეზე ეტყობოდა მთელი მისი ცხოვრება. _გინდა ღამით სასადილოში სევხვდეთ და ვისაუბროთ?! ახლა მართლა შემეშინდა, მაგრამ მას ახლაც დავთანხმდი. მან ისევ გაიცინა და ოთახისკენ წავიდა. იქვე ჩამოვჯექი და ჩავფიქრდი, მივხვდი, რომ რაღაც ჰქონდა მათ, ისეთი რაც თან მაშინებდა და თან მომწონდა. ღამე იყო, შუა ღამე... საწოლიდან ფრთხილად ავდექი და სამზარეულოსკენ გავემართე, იქვე ექთანი შევამჩნიე და კედელს ამოვეფარე, შემდეგ კი შევაღე სამზარეულოს კარიც, იქ არავინ იყო. ერთი საათი ველოდე, მაგრამ არავინ მოსულა, გავბედე და მისი ოთახისკენ წავედი, კარი ფრთხილად შევაღე და დავინახე მისი ექთანი, რომელიც რაღაცას დაძაბული ეძებდა. –რა ხდება?– ვკითხე მორიდებულმა–სად ჯული? ჩემმა ხმამ ქალი შეაშინა, შემდეგ კი გაიღიმა და ჩემთან მოვიდა. –ცუდათ გახდა და დასაბმელად ოთახში გაიყვანეს, ერთი ამბავი ატეხა. –ახლა როგორ არის? _ისევ კვის და ვერ აჩერებენ. –მისი ნახვა მინდა. –იქ შესვლა არ შეიძლება. –დამამშვიდებელი არ გაუკეთოთ, მე შევალ მასთან დავიყვირე და ოთახიდან გავედი, ექთანი უკან გამომყვა, მაგრამ ვერ დამეწია და უკან გაბრუნდა. ოთახში გაცეცხლებული შევვარდი, ცოტაც და დამაწყნარებელს გაუკეთებდნენ. ნემსი ხელიდან გამოვგლიჯე და ფანჯრიდან ვისროლე. როგორ მოვერიე ექთნებს პატარა გოგო, ვერ გავაცნობიერე. ოთახი ჩავკეტე და ქალს მივუბრუნდი. –ჩემი ლიზა!–ცრემლებით ჰქონდა გავსებული მთელი სახე და მთელი ძალით მეხვეოდა. –დამშვიდდით ქალბატონო ჯულიანა, დამშვიდდით. მთელი ღამე ერთად, ერთ თეთრ ოთახში დაბმულ საწოლთან გვეძინა. მსიამოვნებდა მეგობრის დახმარება. ვგრძნობდი მისი სხეულის თოთოეულ ნაწილს. როგორ უთრთოდა მოხუცს. მაგრად ვეხვეოდი, თითქოს მასში დედის სითბოს ვგრძნობდი. დილაუთენიას გამომეღვიძა, ფეხზე წამოვდექი და კალიდორს ჩუმად გავუყევი. უეცრად ექთნების ხმა მომესმა და კედელს ავეკარი. –ახალი მოვიყვანეთ–იყვირა ერთ–ერთმა და კოლიდორში ასე ოცდაორ წლამდე ბიჭი შემოიყვანეს. ყვიროდა, ერთ ამბავში იყო, ექთნები ძლივს აბამდნენ. დამინახა იქვე კედელთან რომ ვიდექი, გაჩერდა და კარგად დამაკვირდა, ისევ მწვავე მზერით მიყურებდა, მეგონა დავიფერფლებოდი. ცოტა არ იყოს შემეშინდა, რამე არ ეთქვა, ხელით ვანიშნე გაჩუმებულიყო, გაიღიმა. თითქოს მიყვარდა მისი ღიმილი, სუნთქვა შემეკვრა, ასეთი გარეგნობის ახალგაზრდა რომ შემავმჩნიე. ის წაიყვანეს, თვალი გავაყოლე, დასაბმელად მიჰყავდათ. ცოტახანი ერთ ადგილს მივშტერებოდი, მერე კი ფეხის ხმამ გამომაფხიზლა და სწრაფად გავიქეცი ოთახისკენ. კარი ფრთხილად მოკვეტე და ფანჯარასთან მივედი. გარეთ ქარი ქროდა, მაისის თბილი ქარი. ფანჯარა გამოვაღე და ცხელი ჰაერი შევისუნთქე. ქარი ერთადერთი იყო, რომლის შეხებაც მსიამოვნებდა. შევისუნთქე ეზოში დარგული წითელი ვარდების სურნელი და დავტკბი ამ ნეტარებით. კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. –შემობრძანდით! ვთქვი ისე რომ უკან არ გამომიხედავს. –ლიზა დეიდაშენი მოვიდა–ოთახში მარიკა ექთანი შემოვიდა. –შემოუშვი–გავხედე მას, ჩემი თქმა და დეიდაჩემის ოთახში შემოსვლა ერთი იყო. ის მოვიდა და მაგრად მომეხვია. –ჩემო გოგონა– ცრემლი წასკდა. –როგორ ხარ? –როგორც ყოველთვის –მალე გაგიყვან აქედან. –ახლაც შეგიძლია აქედან გამიყვანო, მაგრამ არ გინდა. –ჩემო პატარა, შენ ფსიქიკური პრობლემები გაქვს. –არ ვარ გიჟი, არა!-დავიყვირე მთელი ძალით და გამწარებულმა მაგიდას ხელი ვკარი. მაგიდა გადავარდა და ვაზა დაიმსხვრა, მაგრამ ყურადღება არცერთ ჩვენგანს არ მიუქცევია. –სული მტკივა, სული და გულიც, სხეულიც, თავიდან ბოლომდე ტკივილი ვარ. როგორ დაგაჯეროთ რომ არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ მაქვს. დეიდაჩემი მიყურებდა, სახე ცრემლებით ევსებოდა და მიდიოდა, მიდოდა ჩემგან შორს.... _გაფუჭებულო , რა ჩაიდინე დღეს?!_გვერდით მომიჯდა ბიჭი, რომელიც დილით ვნახე კოლიდორში. _არაფერი! _მატყუებ _გიჭებს არ ველაპარაკები_ვიცრუე და თავი დავხარე. _გიჯი არ ვარ! _არც მე! _და არც ეს ხალხი, რომელიც ამ შენობაშია გამოკეტილი._გაიცინა და თავი დახარა _არაფრად მჭირდება შენი ირონია _არც მე შენი ტყუილი!_გამომხედა, გაიღიმა, მერე კი ისევ წინ გაიხედა _რატომ მოგიყვანეს თუ გიჯი არ ხარ?!_გავხედე და ის კითხვა დავუსვი, რომელიც ზალიან მაინტერესებდა. _მსახიობი ვარ! _რა? _ამჯერად მე გამეცინა _მართლა, მსახიობი ვარ, ასევე ვწერ სტატიებს ჯურნალში, ერთ_ერთი სტატია კი მინდა ფსიქიატრიულს მივიძღვნა, ამიტომ გამოვიყენე ჩემი მეორე პროფესია და მოვედიი აქ.. გამეცინა, თვალებში ვუყურებდი და ვიცინოდიი _გადარეულხარ! _სასიამოვნო კომპლიმენტია გიჟისგან!_გაიცინა, უცებ სახე შემეცვალა _გიჟი არ ვარ! _აბა აქ რისთვის მოგიყვანეს? ექთნების ნერვების მოსაშლელად? _ისევ იცინოდა _სულაც არ იყოო სასაცილო._წარმოვთქვი ირონიით _კარგი გვეყო, მომიყევი შენს შესახებ _არ გინდა ძალიან კარგ ხასიათზე ხარ _მაინტერესებს! გაეღიმა და შემომხედა, ისეთი მზერა იყო, მხოლოდ რომანტიულ ფილმებში ან რომანებში რომ მხვდება ხოლმე. აუცილებელი არ იყო მეც შემეხედა მისთვის, მთავარი ის არის, რომ იმ თვალებით ჩემს გულს სწვდებოდა. ყველაფერი ოვუყევი, თითქოს დავიცალე, ახლიდან დაიბადა ჩემი გული. რადგან აქამდე ჩემი გასაჭირი არავისთვის მომიყოლია. _გაფუჭებულო მე ავად ვარ! _რა გჭირს? _შემიყვარდა _ვინ? სად? _თვალებს იქით_აქეთ ვაცეცებდი _შენ! გამეცინა, გულწრფელად ბავშვურად ვიცინე. რამდენი ხანია არ მიცინიია , სხეულმა ამოისუნთქა. _კარგად გამაცინე, გახალისებისთვის მადლობელი ვარ! _კარგად გაიცინებ ექთნებს , რომ ვეტყვიი დღეს რაც გააფუჭე! _ამას არ იზამ. _ რა იცი? _ახლახანს თქვი, რომ შეგიყვარდი_აფერისტულად ავხედე და დავიკრიჭე, გაიცინა მთელი გულით იცინოდა. იმედი მქონდა , რომ ეს უცნობი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა.. მან დაიჯერა რომ არ ვიყავი გიჯი, მან გამიგო, მე ეს მიხარია, თურმე ადამიანების კატეგორიას სცოდნიათ ერთმანეთის მიმართ სიყვარული. რომელიც ძალიან იშვიათი იყო ფსიქიატრიულის გისოსებს მიღმა. თითქოს დასჯილივარ... დამსაჯა ცხოვრებამ, უპატრონოო ვარ, საცოდავი.... ერთადერთი მეგობარიც კი არ მოსულა ჩემთან... მხოლოდ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც უაზროდ ბევრს იცინიან და იქით_აქეთ დაბოდიალობენ და დღეც გადის, გადის და დროში მალევე ქრება ყოველივე წუთი, რომელიც აქამდე გამოვიარე... ღამე ვერ ვისვენებდი, ყოველთვის მეშინოდა რამის მეც არ დავები და არ გაეკეთებინათ ის უზარმაზარი ნემსი. მეშინოდა ამ ოთახის და მისიი საშინლად ცივი, თეთრი ფერის. არ მიყვარდა აქაური სუნი, გულისამრევი შხამისმაგვარი. გაქცევა მსურდა, მაგრამ ამაოდ... კივილის ხმა მომესმა, ეს ქალბატონი ლილიანას ხმას წააგავდა. ყვიროდა: _არ გაბედოთ, ჩემი იმ ოთახში გათრევა!.. მეგონა ამ ხალხს, ეს ექთნები აგიჟებდნენ, ძალით მიჰყავდათ იმ ცივ ოთახში და ძალით უკეთებდნენ დამამშვიდებლებს. საწყალი ლილიანა, 47 წლის ქალი, რომელმაც ცხოვრებას ვერ გაუძლო, მისი სასტიკი წესები ვერ აიტანა და სცადა. ის გიჟად ჩათვალეს, რადგან სურდა მოშორებოდა დედამიწის გისოსებს, კარგად იცოდა, რომ გისოსებს მირმა სხვა ფერები იყო. ახლა კი აქ არის, ფსიქიატრიულის გისოსებს ვერ გასცდენია. აი ცხოვრება, აი ჩვენ, აი ეს ხალხის, ფსიქიატრიულის ხალხი. თბილი, მშიშარა და საოცრად ლამაზები, დამანახეთ ამაზე ჭკვიანები და გონიერები და გავჩუმდები! გამთენიისას ვიგრძენი სითბო, მზე ამოსულიყო, ჩემი მანათობელი და მათბობდა გაყინულს. ფეხზე სწრაფად წამოვდექი, გარეთ რომ გავიხედე, ალვის ხის ბუსუსები დაფრინავდნენ ჰაერში, ულამაზესი იყო, თითქოს თოვდა გაზაფხულს. ფანჯრიდან გავძვერი და მიწაზე შიშველი ფეხი დავადგი, ცივი იყო მიწა, მაგრამ მესიამოვნა.. ეზოში არავინ იყო, მხოლოდ მე, ჩვენ... მე და ჩემი ბავშვობა...ლამაზი დრო გამახსენდა, დედა, რომ არ მიშვებდა შორს, ფანჯრიდან ვხტებოდი და მაინც მივდიოდი, რა ტკბილია, რა სასურველი ჩემი ბავშვობა... ჩემი დედი... დედიკო.... დედა... ამ პატარა სიტყვაშიც კი დიდიი სითბოა.. ვიყავი ეზოში და ალვის ხის ბუსუსებს დავსდევდი, როგორც ბავშვობაში.. მაშინ ვინახავდი მათ და მთელი ზაფხულის განმავლობაში პატარა ბოთლში მყავდა.. მაგრამ ერთ დღეს დედამ მითხრა, რომ სურვილი უნდა ჩამეფიქრა და სულს რომ შევუბერავდი, აუცილებლად ახდებოდა ჩემი სურვილი. ახლაც ასე გავაკეთე დავიჭირე ერთი, ტუჩებთან მივიტანე და დავაბარე. _დედას და მამას გადაეცი, რომ უსაზღვროა ჩემი მათდამი სიყვარული. _გავირიმე და სული შევუბერე. ისიც გაფრინდა, რომ მიეტანა ცემი ნაამბობი ანგელოზების ენაზე... _შენ მართლაც არ ხარ გიჟი გაფუჭებულო! მომესმა ბოხი ხმა, თავიდან შემეშინდა, მაგრამ მერე გამეღიმა და უკან მივტრიალდი. _ჰოო არ ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს მინდება ვიყო _რატომ? _არ ვიცი, ბრალოდ!_თვალები ამიცრემლიანდა მიხვდა ტირილს, რომ ვაპირებდი გაიღიმა, ალვის ხის ერთი ბუსუსი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. _ამ ლამაზ გოგონას უთხარი, რომ ცრემლები არ დამანახოსს, გიჟებს ტირილის უფლება არ გვაქვს!_სული შეუბერა და ჩემსკენ გამოუშვა. გამეცინა, ამას როგორ ახერხებდა, ყოველთვის მაცინებდა.. მომერიდა სახელი რომ არ ვიცოდი ამიტომ უხერხულად ვკიტხე: _სახელი? _იოანე!_ლამაზი სახელი იყო და ჩემს მიმიკებმაც ვერ გააკონტროლეს უეცარი ღიმილი _შენ? _ლიზა! _ვიცოდი, მაგრამ მინდოდა შენი პირით გამეგო_გამეცინა, მივხვდი, რომ ცხოვრება ამისთვის ღირდა, ერთხელ მაინც შეიგრძნო სიყვარული! მაგრამ ეს სიყვარულს არ ჰგავდა, რაგაც სხვა იყო, მისი ერთი გამოხედვაც მადუმებდა, მძაბავდა, მაშტერებდა, მაჩლუნგებდა და საოცარი ის იყო, რომ მე ეს მომწონდა... დრო გადიოდა და მით უფრო ახლოს მხვდებოდა მისი სიახლოვის უეცარი გაღიმება. უფრო დავუახლოვდი და მღრღნიდა ეს საოცარი გრძნობის არ გამოხატვა, მაგრამ მან გაბედა, თქვა: _მიყვარხარ!_მაგრამ მინდოდა არ ეთქვა. მინდოდა გულში შეენახა, მეგონა ამას გააკეთებდა, რადგან ასე უფრო დაცულია გრძნობა , ასე უფრო სათუთი და უმანკოა თვით სიყვარული. _არ არის საჭირო იმის აღიარება, რომ გიყვარვარ, მთავარია ჩვენ ვიციით ამის შესახებ_ვუპასუხე და გავიტრუნე... მიხაროდა, რომ გამოჩნდა ადამიანი ვისაც შეიძლებოდა ჩემი მთელი გული და სული მიმენდო, მიხაროდა ეს ადამიანი მიხაროდა... ჩვენ გვიყვარდა გაზაფხული და ერთმანეთი... როგორ გვიყვარდა? ეს ყველაზე პირადულია, უბრალოდ თვალებით! _ლიზა, შენთან ერთი გოგონაა მოსული,ამბობს რომ შენი მეგობარია._ოთახში მარიკა ექთანი შემოვიდა. _შემოვიდეს! ლილე? გაიფუქრე გულში, ნუთუ ისევ ვახსოვარ! შემოვიდა, ლილე იყო, ჩემი ცისფერთვალება მეგობარი, რომელიც დავკარგე იმის გამო, რომ მიჭირდა, მან მაშინ არ ამომიდგა გვერდით რომა საშინლად მიჭიდა და მჭირდებოდა .. ახლა? მოვიდა!.. რისთვის? ეგ მემგონი თვითონაც არ იცის... ერთ ადგილზე იდგა და მიყურებდა გაუბედურებულს, ცრემლებით იღვრებოდა, რადგან ვიცი, არასოდეს ენახა ასეთ მდგომარეობაში მისი მეგობარი. _კარგად გამოვიყურები არა?_ვთქვი იროონიით გაჟღერებულმა და როგორც სემეზლო გავუღიმე. მან ცრემლები მოიწმინდა, ახლოს მოვიდა და შუბლზე ნაზად მაკოცა, მხოლოდ ერთი სიტყვით დამემშვიდობა, სამუდამოდ _მაპატიე!!... ცრემლებით დასველებულმა გაიხურა ოთახის კარი... ჩემი ბავშვობა მინდა დაბრუნდეს! _შენ ახლაც ბავშვი ხარ_თქვა იოანემ და თეთრ კედელს დააშტერდა _სრულწლოვანი გავხდი! _მაინც ბავშვი ხარ _იმდენი ვიტანჯე თავი 80 წლის მოხუცი მგონია _ჯერ სად ხარ, ცხოვრება წინაა, მალე მოვვა ბედნიერება! _როდის მოვა ამის დრო? _ყველაფრის დრო მოვა! ღამით მარტო დავრჩი, გისოსებს შიგნიდან ვუყურებდი ლამაზ დედამიწას, რომელიც დაბინძურებულია უამრავი ნარკომანი, ლოთი და უმიზნო ადამიანებით.. ყველა ერთი და იმავეს, რომ იმეორებენ, საკუთარი თავის ფასი რომ არ იციან, რადგან თქვეს, რომ გიჟი ვარ ყველასთვის გიჟი ვიყავი! რა მოულოდნელობებით არის არა ეს სამყარო? დღითიდღე ვაოცებთ ადამიანები! _ეს ჩემი შვილიშვილია!_გაიცინა ჯულიანამ და სურათი ხელისკანკალით მომაწოდა.. _ასეთ საყვარელ არსებას, ადამიანი როგორ ვუწოდი?_ჩავიბურტყუნე ჩემთვის , გამეღიმა და ქალს ავხედე ისიც იღიმოდა. ისევ გაზაფხულია, მზე და სურნელოვანი ყვავილები, ლამაზი დედამიწა და მახინჯი ადამიანები! ღამით ვერ ვისვენებდი, ამიტომ ფანჯრიდან ცას ავხედავდი და ვმშვიდდებოდი. მისი მუქი ლურჯო ფონი მშლიდა და მასზე მოციმციმე ვარსკვლავები ჩემთვის სიმშვიდის ნიშნად იქცა. რაღაც გამახსენდა, სააბაზანოშო შევედი და ფანჯრიდან გადავძვერი, ეს ნამდვილად გიჟის მანერები იყო, მაგრამ ამ წუთას სულ არ მახსოვდა ეს საგიჟეთი. ფანჯრიდან სახურავზე ავძვერი და ცას კიდევ ერთხელ ავხედე, დღეს საოცარი ცა იყო. ვარსკვლავებს ვითვლიდი, იმდენი იყო სათვალავი მერეოდა.. _45, 46, 47..._ძლივს _ძლიობით ვითვლიდი _48, 49, 50..._მომესმა ბოხი ხმა, არ შემშინებია, ვიცოდი იოანე იყო... _აქ რას აკეთებ?_ვკითხე გაკვირვებულმა, ისე, რომ არც შემიხედავს მისთვის _თვითმკვლელობა მოდაშია! _გაგიჟდი?_გავხედე , მან გაიცინა და გვერდით მომიჯდა.. _შენ თვითონ რას აკეთებ აქ?_მკითხა ბოლოს_გცივვა სულ გალურჯებულხარ_მოსაცმელი მომახრა და გამომხედა... _ტავისუფლება მინდა... _გიჟი თავისუფალია _გაიცინა... ვიცოდი რომ იხუმრა, მაგრამ მაინც სევიცხადე _მე გიჟი არ ვარ! _ვიხუმრე ლიზა, ვიხუმრე..._გაიღიმა და თავი მაღლა ასწია _51, 52, 53..._ისევ გააგრძელა თვლა... მეორე დილით ჩემს ოთახში გამომეღვიძა, თავზე მარიკა ექთანი მეგდა და მიღიმოდა _რამე ხდება?_ვკითხე ინტერესით, და ფეხზე წამოვხტი _დამშვიდდი, დამშვიდდი! ჩაიცვი ეზოში გავიდეთ. თბილი ამინდი იყო, მაგრამ მოღრუბლული, ვიცოდი, რომ გაწვიმდებოდა. მიყვარდა წვიმა, ერთ ადგილზე ვდგებოდი და თვალებს მაგრად ვხუჭავდი, შემდეგ ცას ავხედავდი დახუჭული თვალებით, მიში შეხება მსიამოვნებდა... ქარში ხელებს ვშლიდი და ჩემსკენ წამოსული ცივი თუ ცხელი ჰაერი სიამოვნებით მეალერსებოდა. მართალი ვიყავი, გაწვიმდა.. ისე მაგრად გაწვიმდა, თითქოს მეხი დაეცემა ამ დედამიწასო. განა მართლა წვიმდა? არა ეს ცა იყოო, დაგვტიროდა ადამიანებს.. _შეხედე, როგორ ტირის ვთქვი ჩუმად და იოანეს გავხედე _რა? _ზეცა! იოანე რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული, ამიტომ ეტყობოდა, რომ არ მისმენდა. მერე როგორც იქნა მომაქცია ყურადრება, გამიღიმა და საუბარი დაწყო _ლიზა უნდა წავიდე!_ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული ცამომაგლიჯესო, სასტიკად დამემანჭა სახე. კიდევ ერთი ადამიანი მიდიოდა ჩემგან. ნუთუ რა მჭირდა ასეთი. _არაუშავს მიჩვეული ვარ!_ყველა მიდის ჩემგან. _ლიზა დავბრუნდები გეფიცები, მე „ყველა“ არ ვარ, უბრალოდ უცხოეთში გაგვაქვს სპექტაკლი, რომელშიც მე მაქვს მთავარი როლი. გთხოვ ნუ მიწყენ. ეს ჩემი ოცნებაა. დამელოდე. ცას ახედე და ვარსკვლავები დაითვალე, 53 ვარსკვლავზე გაგახსენდები. 350 დღეში შევხვდებით ჩემო გოგონა.. _350?_გავიმეორე დაბნეულმა._არაუსავს, შენ თუ მოხვალ, შენ თუ ნამდვილად დაბრუნდები, მე ქარში ხელებს გავშლი და ვიქნები ამაყი, სიყვარულით აყვავებული მოლოდინით დამტკბარი გოგონა! ის მიდიოოდა, მე კი მშვიდან ვუცქერდი მას, ვიცოდი, რომ სიტყვას არ გატეხდა ვიცოდი, ჯეროდა მწამდა... არასოდეს ველოდი ადამიანს, რომელიც ვიცოდი, რომ არ მოვიდოდა, მაგრამ მისდამი ნდობა იმედს მიჩენდა... ჩხოვრებამ ჩვეულ რიტმში გაგრძელება არჩია. ვერ ვიცინოდი, თითქოს მხოლოდ იოანე მაცინებდა, საოცარია ადამიანი ასე შეიყვარო, ეს იყო სიყვარული? კი ის იყო, ის... ალბათ... თუ არა, მაგრამ იყოოო ის და ვიყავი მე.... მივუყვებოდი წუთის უსასრულობას, სამყაროს აღსასრულამდე... 25 დღე მის ცამოსვლამდე 24დღე 23 22 21.................. ჩემი დღე მხოლოდ ქალბატონ ჯულიანასტან საუბარში გადიოდა... 10 დღე.. 9... 8.... 7... წუთები არ გადიოდა ვგიჟდებოდი, აქამდე გარბოდა ეს დრო ახლა რამ შეაჩერა? 4დღე 3დღე... 2...... 1.............. დაბრუნება აღარ უცდია.... შენთვის კარგი ამბავი მაქვს! _მომღიმარი მარიკა სემოვიდა ოტახში _რა ხდება? _ხვალ აქედან გაგწერე ლიზაა_მითხრა სიხარულით ბედნიერებისგან უეცრად დამაჟრიალა... _მეხუმრები? _არა! ხმამაღლა გადავიკისკისე, ბედნიერებისგან წამოვხტი და ბავშვივით ხტუნვა დავიწყე. მეორე დღეს დავტოვე ფსიქიატრიულის გისოსები, დავტოვე ჯულიანა, ჩემი მეგობარი. და დავბრუნდი ძველ სამყაროში, ჩემს გზებზე, მანათობელ ბაღებში და ქუჩებში, ხმაურიან გრძელ ხალხმრავალ ქუჩებში... ცა ცივ ცრემლებით ავსებდა დედამიწას, შუა ქუცაში კი მხოლოდ მე ვიყავი, წვიმდა? არა, ეს ზეცა დამტიროდა, ვენანებოდი ასეთი ცხოვრებისთვის... უბრალოდ მინდოდა ყველას ეპატიებინა ის ჩემი გაღიმება, რომელიც მეგონა რომ იმსახურებდნენ. რატოა ცხოვრება ასე დამპალი, მატლიანი ვაშლივით? ასე რატომ უნდა ბოლო მომიღოს და გამანადგუროს?... ვიდექი მატარებლის ბაქანთან, სველი და გაუბედურებული და ველოდი, რომ ნაცნობი ღიმილით მომღიმარი ახალგაზრდა ჩაივლიდა და მე უბრალოდ დავინაახავდი მას, მეტი არაფერი ჩვენ ხომ თვალებით გვიყვარდა ერთმანეთი.. მაგრამ ტყუილია, მისნაირი ღიმილი არავის ჰქონდა, არც მისნაირი თვალები... სამწუხაროოა, მაგრამ სადრაც გულში მჯეროდა იმ თვალების...... _ლიზა ყიფიანი დააბრუნეს საგიჟეთში?_მომესმა ბოლოს მარიკა ექთანის ხმა _დიახ!_უპასუხა უცნობმა, მაგრამ თითქოს ნაცნობმა ბოხმა ხმამ, რომელიც მიყვარდა _რატომ? _ის გაგიჟდა, ამჯერად მართლა გაგიჟდა... _საწყალი გოგო, დატანჯა ცხოვრებამ, ისეთმა როგორიც არის... _წარმოთქვა მარიკა ექთანმა და ამღვრეული თვალებით გახედა, მიმავალი უცნობის სილუეტს... ადამიანები ჩემგან უცნაური მაისის ქარივით უჩვეულოდ, სადღაც ქრებოდნენ... 2014 წელი, მაისი.... ანა ბაუჟაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.