მე, ლექტორი 6
აუდიტორია თითქმის სავსე იყო ბავშვებით, ვატო გვერდიდან არ მშორდებოდა, შესვლისთანავე ვიგრძენი ბავშვების წყვილი თვალები, შემრცხვა, გავწითლდი, არვიცოდი რა უნდა მექნა ფეხები ძლივს გადავდგი რო მაგიდამდე მიმეღწია, ჩამოვჯექი და მარლა ახედვა არ მინდოდა ვატომ ჩუმად დაიკავა ადგილი და იქიდან განაგრძო ჩემი თვალიერება. ასე თუ ისე, ლექცია მშვიდობიანად ჩავატარე ლექცია. ყველა გავიდა, რათქმაუნდა ვატო დარჩა და დამელოდა როდის ავიღებდი ჩემს ნივთებს. გარეთ გამოსულს ყველა ჩვენ გვიყურებდა, ვატომ მკერდზე ამიკრა და მანქანისაკენ მიბიძგა. -ეხლა სულ ასე უნდა გვიყურონ?-შევჩივლე უკვე მანქანაში ჩამჯდარმა. -კარგი რა ეხლა არ მითხრა რო ხალხის აზრი გაღელვებს, ცოტახანი იჭორავებენ და გაჩერდებიან -არა ვატო შენ არ გესმის, მე არ ვარ ეგეთი, ჩემზე არასდროს არავის უჭორავია, არ მინდა ჩემს მშობლებს იმედი გავუცრუო -თიკა, რითი უნდა გაუცრუო იმედი, რო მომწონხარ და შენთან სერიოზული ურთიერთობა მინდა? -რაა?-აღმომხდა გაოგნებულს-გაიმეორე რა თქვი? -ხო რაიყო, ეხლა არ მითხრა რომ ვერ ხვდებოდი, მე ყველა გამვლელს კი არ ვხატავ ერთი კვირა-აშკარად ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა-სახლში მიგიყვან-მითხრა ისე ზედაც არ შემოუხედავს -არ მინდოდა გწყენოდა, მართლა, უბრალოდ მე არ მეგონა... -რა არ გეგონა? აბა რა გეგონა გასართობად მინდოდი და შენც ესე უცებ ჩამიხტი მანქანაში? -რანაირად მელაპარაკები?-სიბრაზისგან მგონი სულ წითელი ვიყავი -მაპატიე არ მინდოდა, ცუდათ გამომივიდა -არაუშავს-ვუთხარი და მანქანის კარი გავაღე-ჩემით წავალ-მივაძახე უკვე მანქანიდან გადასულმა როცა პირი გააღო რაღაცის სათქმელად. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. არ მინდოდა ვატოსთან ჩხუბი თუმცა არ ვიყავი იმის ღირსი რაც მითხრა. სახლში დედა და მამა დამხვდა მე მელოდებოდნენე. -დე მიდ გაემზადე, მეც მოემზადეი. წავიეთ კარგი?-მითხრა დედამ და ფეხზე წამოდგა. -აუჰ, ეხლა დიდხანს ნუ მოუნდებით და ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდით კარგი?-ჩაიბურდღუნა მამაჩემმა ოთახში შესულმა პირსახოცი ავიღე და სააბაზანოში შევაჭერი. სანამ არ მივხვდი რომ ბოლი ამდიოდა მანამდე არ ვინებე წყლიდან გამოსვლა. თმა კოსად შევიკარი და კარადის ქექვა დავიწყე, ხელში ერთი კვირის უკან ნაყიდი კაბა მომხვდა და უმალ გამოვაძვრინე, თმა ისევ გავიშალე, ფენით გავიშრე და მხრებზე ჩამოვყარე. მოკლე კრემისფერი შიფონის კაბა გადავიცვი და ასევე კრემისფერ ქუსლებზე "შევხტი" -თიკა მზად ხარ?-ოთახში თავი შემოყო დედაჩემმა -კი წავედით? -რალამაზი ხარ დე -ხო კარგი წავედით მამას მანქანაში ჩავსხედით და გეზი მისი მეგობრის სახლისკენ ავიღეთ. სახლს რომ მივუახლოვდით მივხვდი შიგნით ბევრი ხალხი უნდა ყოფილიყო და უკვე გული მიწუხდებოდა, მე და დედას მამა შუშაში ჩაგვიდგა და ისე წაგვიყვანა შეშასვლელისკენ -ოოოეს ვინ მოსულა-კარებიდან გამოგვეგება მასპინძელი და მამა თბილად ჩაიკრა გულში -ეს ჩემი მეუღლეა გაიცანი მაია-დედას ხელი ჩამოართვა მამაკაცმა-ეს კი ჩემი ქალიშვილი თიკო-ეხლა მემოტრიალდა მამა, მეც თავაზიანად ჩამოვართვი ხელი და დედას ვუბიძგე შესულიყო. ჩემი ვარაუდი გამართლდა სახლში მართლაც ძალიან ბევრი ხალხი იყო. დედა ერთ ერთ მაგიდასთან ჩამოჯდა და მეც თან გამიყოლა, დავინახე მამა და ის კაცი მოდიოდნენ ჩვენსკენ თან ქალ ა ბიჭი ახლდათ. -მაიკო, გაიცანი ეს მურთაზის მეუღლეა ლელა, ეს კი მისი ვაჟი ნიკა-ლელას ხელი ჩამოვართვი და ის ის იყო ნიკასთვის უნდა ჩამომერთმია რომ ვიღაცამ მისი ხელი გამომტაცა და თავისკენ უბიძგა, წარბაწეულმა ავხედე უცნობს და მასში ვატო რომ ამოვიცანი თვალები ლამის შუბლზე ამივიდა -შენ?-ვთქვი გაოგნებულმა და თითი ვატოსკენ გავიშვირეე-შენ აქ რა გინდა? -ვატო ჩემი ბიძაშვილია-მის მაგივრად პასუხი ნიკამ გამცა-თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?-ახლა მან დამისვა კითხვა -ჩემი ლექტორია-პასუხის გაცემა არ მაცადა ვატომ -რა? ღადაობ ტო ეს შენი ლექტორი? ვაა მაგარია, ესეთი ლექტორები თუ გყავთ გადმოვალ მეც თქვენთან -არა, მხოლოდ თიკა ესეთი, ყველას ჯობია-სარკასტულად ჩაილაპარაკა ვატომ და ნიკას წასასვლელად უბიძგაე-უკაცრავად გვეჩქარება თითქოს გულში ჩამწყდა რაღაც, არ მი.დოდა შემემჩნია თუმცა დედას რას გამოაპარებდი. -დე ეს ის იყო?-მკითხა დედამ და სასაცილოდ აათამაშა წარბები -ვინ ის? -ნახატი რომ გაჩუქა -კი ის იყო დედას მეტი აღარაფერი უთქვამს, დამტოვა მარტო ჩემს ფიქრებთან, თუმცა ვინ გაცადა. -შეიძლება ვიცეკვოთ?-გამოვფხიზლდი როცა წინ ვიღაც ბიჭი მედგა და ზემოდან დამყურებდა -კი რატომაც არა-წამოვდექი და საცეკვაო "მოედნისკენ" წავედი, მაინცდამაინც ეხლა მოუნდათ ვალსის ჩართვა, ცეკვის განმავლობაში უცნობს არაფერი უთქვამს, თუმცა ნათლად ვგრძნობდი და ზურგს მიწვავდა უკნიდან ვიღაცის მზერა, როცა მის თვალებს ვკიდე ჩემი თვალები დავინახე როგორ აუთამაშდა კისერზე ძარღვი და ჩვენსკენ გამოემართა. -შეიძლება ჩემს შეყვარებულს ვეცეკვო?-შეუღრინა ჩემს პარტნიორს -დიახ რათქმაუნდა უცნობის ხელები, ვატოს ხელებმა შეცვალეს და ვიგრძენი როგორ დამიარა ჭიანჭველებმა, თვალებში ვერ ვუყურებდი, თავი მის მკერდზე მედო და დედაჩემის გაღიმებულ სახეს შევცქეროდი. სიმღერა დამთავრდა და ვატოს ხელი გავუშვი, უკანმოუხედავად გამოვტრიალდი და წამოვედი, რომელიღაც ოთახში შევაჭერი და კარი ძლიერად მივხურე, ღრმად ვსუნთქავდი, თუმცა თავს მაინც ვერ ვიმშვიდებდი, უფრო მეტად ამიფორიაქდა გული როცა კარის გაღების და დაკეტვის ხმა გავიგე -რა გინდა?-რატომღაც მეგონა რომ ვატო უნდა ყოფილიყო -ცოტა გავერთოთ-ყურს უცნობის ხმა რომ მისწვდა ელდანაკრავივით მოვტრიალდი, და დავიფიცებ რო ზუსტად იმ დროს გავიგე კარის გადაკეტვის ხმა. ბავშვებო, მაპატიეთ დაგვიანებისთვის გამოცდები მეწყება და გადარბენაზე ვარ, შემიფასეთ, თუმცა აზრს მაინც არ გამოთქვამთ თქვენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.