შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული გრძნობა(სრულად)


18-05-2015, 15:41
ავტორი Firefly
ნანახია 4 229

როგორი მღელვარე ხარ ზღვაო,როგორი თავისუფალი.ყველაფერი ემორჩილება შენს ზვირთებს მათშორის მეც!მე მონავარ შენი,მარწუხებით გყავარ მიბმული შენს ნაპირას და საათობით ვზივარ შენი სილამაზით მონუსხული...ო როგორ მინდა შენს ზვირთებში დავლიო სული შენი ტალღები მელამუნებოდეს სხეულზე,წყალზე მოტივტივეს თმას მიჩეჩავდეს ნაზი სიო,ცა ოდნავ მოფუქრული იყოს,მზის სხივები უკვე ცივ,უსულო სხეულს ოდნავ მაინც ათბობდეს...ასეთ სიკვდილზე უარს არ ვიტყოდი პირიქით ეს მირჩევნია წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახში სიკვდილს.არავინ მნახავს უსულო ლეშად მიგდებულს საწოლზე,მაგრამ მამა კი მაკავაბს ამ ტანჯულ სამყაროსთან,ის ერდადერთი მაგრამ დედა ხომ მელს ცაში?რათქმაუნდა ის მელის,ჩეხუტება მომეფერება.მამა კი საკურთხეველთან ჩემი სულის გადასარჩენად ილოცებს.
ტალღებს მზის სხივები დასთამაშებენ,წყალი ყელზე მელამუნება,და მეც ვეშვები შენს მორევში ზღვაო. მაპატიე უფალო!სუნთქვას ვწყვეტ,ფილტვებს ავსებს ზღვის მლეშე სითხე,ფეხზე შეხება ვიგრძენი ვიღაცის ძლიერმა ხელებმა ნაპირას მიმაწვინა,დამძიმებულ ერთმანეთზე აკრულ წამწამებს ვერ ვახელ,ყრუდ ჩამესმის ვიღაცის ძახილი...მე არ ვახელ თვალს,მეშინია რომ ისევ ვიცოცხლებ,მაგრამ მე ხომ ისევ მომიწევს მალე წასვლა?ნუთუ არ შეიძლება მოვკვდე ბუნების ჰარმონიაში და არა წამლებით გაჟღენთილ ოთახში??
მწუხარებით ვაშორებ წამწამებს ერთმანეთს,და ვიღაცის შეშნებულ თვალებს ვაწყდები ზღვასავით მღელვარეს რომელიც მორევივით იხვევა.მისმა სასიამოვნო ხმამ გამომაფხიზლა:

—კარგად ხად?საავადმყოფოში ხომ არ წაგიყვანო?უარის ნიშნად თავს ვუქნევ,წამოდგომას ვცდილობ ზღვას კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს და ბანცალით მივყვები ნაპირს,საბოოლოდ ქვიშაზე ვადენ ზღართანს და ძალაგამოცლილი ხელებს ცხელ ქვიშაში ვაცურებ და ცრემლებიც ციალით ეშვება ქვიშას და ისიც ხარბად ისრუტავს...წამოდგომაში ისევ უცნობი მეხმარება,ხელში აყვანილი სადღაც მივყავარ მე კი სიტყვის თქმის ძალაც არ მაქვს,მხოლოდ სახლის მისამართი ჩავიჩურჩულე და წამწამები ისევ ერთმანეთს აეკრო.


ვახელ თვალებს ჩემს ფუმფულა საწოლზე ვწევარ,გვერდით მამა მიზის შეშფოთებული სახით,მეც ყალბი ღიმილით ვცდილობ დავშვიდო რაც რათქმაუნდა არ გამომდის.

—ეს რატომ გააკეთე ჩემო პატარა ანგელოზო?

—მამა არ მინდა ასე სიკვდილი,გამიგე მეშინია.მამას მაგრად მოვეხვიე და მისი ანაფორა სულ დავასველე.

—შენ არ მოკვდები!მე არ მოგცემ ამის უფლებას!სულ ჩემთან იქნები ჩემო ფერია...სულ! ამხნევებდა მამა შვილს და იმის დაჯერებას ცდილობდა მის გოგონაზე რისაც თვითონაც არ სჯეროდა,თლილი ხელებით ოქროსფერ თმებზე ეფერებოდა შვილს და მის ცრემლიან ზურმუხტისფერ თვალებს უკოცნიდა და პატარა ფერიაც მამის სითბოთი განაბული ეწვია მორფოეოსის სამყაროს.
დილით ადრე ადგა ტალასა.დაიხ ალბად გეუცნაურათ. ეს სახელი, ეს სახელი მას ბებომ შეურჩია,რომაულ მითოლოგიაში ტალასა ზღვის სიღრმის ქალღმერთია.ალბად ეს არის მიზეზი იმისა რო მას ასე იზიდავს ზღვა.სასტუმრო ოთახში თვალების ფშვნეტით გავიდა,მაგიდაზე წერილი იდო"მამი წირვა უნდა ჩავატარო დღეს ცოტა შემაგვიანდება,ჭკუით იყავი.მიყვარხარ"წერილი ადგილზე დადო,თეთრ როიალს მიუახლოვდა ხელი გადაუსვა და ამდენი წლის შემდეგ მოუნდა დაეკრა,ცრემლჩამდგარი ნაზად ახებდა თლილ სათუთ თითებს კლავიშებს და თან ღიღინებდა.მერე ისევ სევდა მოაწვა ცრემლემაც იფეთქეს,როიალს მოშორდა ოთახში შევიდა ტანზე მომდგარი თეთრი ჯინსები ჩაიცვა რუხი ოდნავ დავარდნილი მაისური,ოქროსფერი კულულები რომელიც წელს სცდებოდა ნაზად ეფინა მის სხეულს,წიგნი აიღო იღლიაში ამოიჩრა,ყურსასმენები მოირგო და ისევ ზღვას მიაშურა,ფეხზე გაიხადა შარვალი აიკაპიწა,ნაპირს მიუახლოვდა წყალს ოდნავ შეეხო და ნაპირას მოკალათდა ხელში წიგნი დაიკავა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა,უილიამ შექსპირის

66–ე სონეტი

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება.
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.



—სასიამოვნო ხმა გაქ._ზურგსუკან მოესმა უხო ბარიტონი.ტალასამ ნაზად აზიდა წიგნიდან თვალები და ხელში ის უცნობი შერჩა რომელმაც ზღვის ტალღებს წაართვა მისი ფარატინა სხეული.პასუხის ნაცვლად ნაზად გაუღიმა დი ისევ წიგნს მიუბრუნდა,გული ორმაგად უცემდა,პულსაციაც გაუმძაფრდა როცა უცნობმა მის გვერდით დაიკავა ადგილი და საუბრის წამოწყება სცადა.

—იქნებ სახელი მითხრათ პატარა ქალბატონო??

_გოგონას გააკანკალა ის არავისთან საუბრობდა მამას გარდა და უჭირდა უცხოსთან საუბრის გაბმა,თუმცა მაინც გაბედა.—მე ტალასა ვარ.

—საინტერესო სახელია თქვა ბიჭმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.მე რეზი ვარ,სასიამოვნოა შენი გაცნობა ტალასა და ხელი გაუწოდა ტალასას,მანაც გაუბედავად გაწია ხელი და მისი თლილი ხელები ბიჭის მარჯვენაში მოექცა.სასიამოვნოდ დაუარა ჟრუამტელმა ბიჭს გაეღიმა გოგონამ ხელი სწრაფად მოიშორა და აწითლებული სახე დახარა და თვალები წიგნს გაუსწორა,აკნკალებდა თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
მზის სხივები ფართილოდ ვრცელდებოდა ტალღებზე,რომლებიც ლივლივით ეხებოდა ნაპირებს,შორს ჰორიზონტს მიღმა გავარვარებული ციური სხეული თანდათან იმალებოდა და იმალებოდა,ტალასა გაბრწყინებული თვალებით უცქერდა ყოველივეს და ტკბებოდა მზის ჩასვვლით,დროგამოშვებით მალულად აპარებდა მზერას რეზისკენ და მისი სახის ნაკოთებს აკვირდებოდა.ტალასა ფეხზე წამოდგა, საბოლოოდ მოავლო თვალი ზღვას ყოველთვის ასე იქცეოდა.რატომ?იმიტომ რომ ის არიყო დარწმუნებული იმაში რომ დილით ისევ გაახელდა თვალს,შეიძლებოდა ის ხვალ უსიცოცხლოდ წოლილიყო საწოლზე ხოლო მისი სულს სადმე სხვაგან ეხეტიალა.

—გაგაცილებ.(რეზი)

—არა მარტო წავალ.(ტალასა)

ბიჭმა ხელი მოკიდა ტალასას და ხელიხელ ჩაკიდებულები მიუყვებოდნენ გზას.ტალასა ცქმუტავდა არ უნდოდა არავისთან სიახლოვე,იცოდა რომ ატკენდა და მასაც ეტკინებოდა,თუმცა გულის სიღრმეში მასთან სიახლოვე ძალიან უნდოდა.სახლასც მიუახლოვდნენ.
—კარგად.მოკლედ მოუჭრა ტალასამ და წასვლა გააპირა რეზიმ ხელის მტევნით დაიჭირა "კარგად არა ნახვამდის"რადგან ისევ გნახავ,ნაზად შეეხო ტალასას ლოყებს მისი ტუჩები.ტალასა გაშორდა მიაძახა "კარგად" და კარებში გაუჩინარდა.

—ტალასა რა გინდოდა იმ ბიჭთან?(მამა)

—არაფერი სახლამდე მომაცილა.

—ხომ იცი რომ.....

—ვიცი!ვიცი მამა!!არ დამვიწყებია რომ არავის არუნდა დავუახლოვდე რომ უფრო მეტკინება.

—მე ეს რა მითქვამს შვილო უბრალოდ...

—არაფერი თქვა მამა უბრალოდ მომეხვიე.მამის ხელებში გატრუნულ ტალასას მალევე ჩაეძნა.

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტალასა და რაზი დამეგობრდნენ.ტალასა ძილის წინ მუდამ რეზის ლურჯ თვალებს წარმოიდგენდა ხოლმე რომლებიც ტალასას თავს აკარგვინებდნენ.ერთსაღამოს ტალასამ გადაწყვიტა სეროზულად დალაპარაკებოდა რეზის,ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა ამით რეზის დიდ ტკივილს მიაყენებდა,იცოდა მაგრამ მასთან განშორებაც არ უნდოდა,ეგოისტივით იქცეოდა არა??მაგრამ ამ პატარა 18წლის გოგოშიც ისე ჩქეფდა სიცოცხლე როგორც ჩანჩქერში რომელიც გამუდმებით მიილტვის თავისუფლებისაკენ,ტალასას სიცოცხე სწყურია,დიახ სამი წელი იბრძოდა,ბოლოს დაავადებამ სულიერადაც გატეხა და შინაგანადაც....ტალასა დანებდა,ბრძოლაც და ომიც წააგო, ცხოვრებასთან გაილაშქრა მარტომ თავისი სუფთა და უმანკო გულით,მაგრამ ამაოდ ალბად ეს ერთი ციდა გოგო რჩეულია და უფალს მაღლა, ცაში, ანდლგელოზად სჭირდება.


ჩვეულებისამებრ ტალასა ადრე ადგა,ტელეფონიც აწკრიალდა რეზი იყო...როგორ ჩაეხედა მითვის თვალებში?როგორ დაშორებოდა?როგორ მოეკლა ის სიყვარული რომელიც მის პატარ გულში იმალებოდა.

რეზიმ ტალასა მის მეგობრებს გააცნო,ბევრი იმხიარულს ტალასას ბაგე გეპო და ლოყებზე პატარა ნაჩხვეტები გაუჩნდა,საღამოს ზღვისპირას კოცონი დაანთეს.რეზიმ ტალასა ცალკე გაიყვანა,და უთხრა ის რისი გაგებაც ტალასას ესიკვდილებოდა,დიახ რეზიმ მას სიყვარული აუხსნა. ტალასა მუჭებით იშორებდა ცრემლებს,ძალა მოიკრიბა და უთხრა —ეს არ შეიძლება!მე აღარ მინდა შენი ნახვა და აღარასოდეს გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში...ეს არ შეიძლება!არაა!ლუღლუღებდა ტალასა.რეზი გაოცებული და სახეწაშლილი დატოვა,სახლში მისვლისთანავე მის ოთახში შევარდა და ტირილი დაიწყო.მას არ უნდოდა სიკვდილი!მასაც უნდოდა ეცხოვრა ბედნიერად მაგრამ არა,ცხოვრება დაუნდობელია,სიკვდილმა მის კლანჭებში მოიმწყვდია ეს პატრა გოგო და მის გათავისუფლებას არასდიდებით არაპირებს.ღამე ტალასას შეტევა ჰქონდა,ძლივს გამოსტაცეს ექიმებმა საბრალო გოგო სიკვდილს.ერთი კვირა უგონოდ იწვა პალატაში,სულ ხედავდა სიზმრებში რეზის,მასთან ბედნიერი იყო და სიკვდილის არ ეშინოდა.


განადგურებული რეზი ყვლგან ეძებდა ტალასას,სახლშიც აკითხავდა თუმცა არავინ ხვდებოდა,ამიტომ ერთერთ მეზობელს ჰკითხა,მანაც უთხრა რომ გოგონა ავად იყო და საავადმყოფოში იწვა..თავქუდმოგლეჯილი შევარდა საავადმყოფოში და როცა ტალასას პალატაში შევიდა მისმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა,საწოლზე უგონოდ იწვა ტალასა,მხრბზე ოქროსფერი კულულები ეფინა,ტუჩები პატარა ბავშვივით წინ გამოეწია,რეზი ეფერებოდა პატარა ანგელოზს გული ეკუმშებოდა,როგორ შეიძლებოდა ასეთ პატარა გოგონას ლეიკემია ჰქონოდა?როგორ შეიძლებოდა ბედს ასე დაეჩაგრა ეს ნაზი და სათუთი, უცოდველი არსება?ცხოვრება ომია.დიახ ომი,ამ ომში ბევრ ბრძოლას წააგებ თუმცა ომი შენს ბოლო ამოსუნთქვამდე გრძელდება,იბრძვის მთელი დარჩენილი ძალებით იბრძვის ტალასა ახელს ზურმუხტისფერ თბალებს და ხელმეორედ კვდება როცა მის გვერდით ატირებულ რეზის ხედავს.—შენ კარგად იქნები ჩემო ანგელოზო!!გამომჯართელდები და ისევ ხელიხელ ჩაკიდებულები ვისეირნებთ სანაპიროზე,სიკვდილს არ მივცემ უფლებას შენი თავი წამართვას,მიყვარხარ ტალასა ყველაფერზე მეტად და არ დავუშვებ შენს სიკვდილს.იძახდა ატირებული რეზი და ცრემიან ტალასას გულში იკრავდა.მაგრამ ბედმა განაჩენი დიდი ხნის უკან გამოიტანა და გასაჩივრება არაფერს უშველის.ტალასას რეზის მხარზე ჩაეძინა.ექიმები არანანაირ იმედს არ იძლეოდნენ,გწარებულმა რეზიმ ექიმი კედელს მიანარცხა ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან.რეზი ცუდად იყო მისმა მშობლეა ცნობილი ექიმები მოიწვიეს თუმცა ბედმა დიდი ხნისწინ გაწირა საბრალო გოგო რლმელსაც ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა.ტალასას საავადმყოფოში დარჩენას არანაირი აზრი არ ჰქონდა.რეზიმ სახლში მიიყვანა ტალასა მაგრამ გოგონამ ზღვაზე წაყვანა სთხოვა,მთელი ღამე ზღვის პირას გაატარეს,ტალასა ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა თავს,რეზის მკლავებში განაბულმა გაატარა უკანასკნელი საათები,ბოლოჯერ უჩურჩულა"მიყვარხარ"და მისმა პატარა გულმა ცემა შეწყვიტა.



დრო ყველაფრის მკურნალიალაო ამბობენ,მაგრამ არა!ტალასას წასვლით დატოვებული იარა დღემდე ვერ მოუშუშებია რეზის,არცეთი ქალი გაუკარებია ახლოს ახლაც 25წლის შემდეგ სასაფლაოდან წამოსული ზღვის პირას ზის და ტალასას ესაუბრება...
"არ გემშვიდობები,მე ისევ გნახავ,ნელი ნაბიჯებით შენსკენ მომავალ ბილიკებს მივყვები.მადლობას გიხდი რომ შემიყავარე ტალასა!მადლობა რომ შენ მასწავლე ჭეშმარიტი სიყვარული!მადობა რომ ჩემში ხარ,ჩემს გულში ღრმად გაიდგი ფესვები,და მასაზრდოვებ!მადობა რომ მყავდი თუნდაც ცოტახნით!შენ ხარ ჩემი ქალღმერთი!ზღვის მფარველო ღბთაებავ!
შენი რეზი."
***
როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.



ბოდიში შეცდომებისათვის,იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Queen Dreamer :)

ძალიან მაგარია მაგრამ სევდიანი:((

 


№2  offline წევრი kurt cobain

მე ვფიქრობ,რომ წერის ნიჭი ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ ყველას არა აქვს ეს ნიჭი. ძალიან რთულია დაწერო ვიღაცაზე რაღაც,დაწერო მისი შეგრძნებები,ემოციები,ტკივილი თუ ეს ყველაფერი რაღაც დოზით მაინც არ შეხებია შენს სულს,გულს. მართლა არ ვიცი როგორ ახერხებენ ამდენი გრძნობის დატევას მწერლები. ერთადერთხელ დავწერე შედარებით ნორმალური ისტორია,რომელიც ძალიან ცუდად მთავრდება და დღესაც მონაკვეთებს რომ ვიხსენებ მეტირება,იმიტომ რომ ყველაზე გულწრფელი ემოცია ჩავდე. და მერე დამეცალა ეს ემოციების მარაგი და ვეღარ ვწერ ვერაფერს,უნიჭო ვარ. არ მესმის როგორ შეგიძლიათ ამდენი ტკივილით გაჟღენთილი ისტორიები წეროთ,როცა თითოეული პასაჟი გულს გტკენს და ამ პერსონაჟების ტკივილს ისე განიცდი როგორც საკუთარს. მე ვთვლი რომ ეგეთ ადამიანებს გარკვეულ წილად შეიძლება გმირები ეწოდოს. შენ ერთ ერთი მათგანი ხარ. ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Guli damwva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent