შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამუნჯებული 13 14 15 16 17 18 19 20


18-05-2015, 16:22
ავტორი daro
ნანახია 2 555

''ძვირფასო,'' დამიძახა დედაჩემმა და მსუბუქად დააკაკუნა კარზე.''ჰარი მოვიდა შენს წასაყვანად.''

ღრმად ამოვისუნთქე და სარკეში ჩემს ანარეკლს მივაშტერდი. ჰარიზე ახალი რამ შევიტყვე და არცკი ვიცი ახლა მასთან როგორ უნდა მოვიქცე. გუშინ დედაჩემმა გამომაღვიძა და მკითხა ხომ არ გშიაო. მეც დრო ვიხელთე და ჰარიზე ვუთხარი, ვუთხარი რომ დილით მომაკითხავდა. რათქმაუნდა თავიდან არ გაბრაზდა მაგრამ შემდეგ დანებდა.

ამოვიოხრე და ოთახიდან გავედი. კიბეებზე ჩავირბინე და სახლიდან ისე გავედი დედაჩემს არცკ იდავმშვიდობებივარ.

სახლიდან გასვლის თანავე ცივი ჰაერი შემომეგება. სახლის კარიდანაც კი მესმოდა მანქანის ძრავის ხმა. ნელა წავედი მანქანისკენ და ჰარის მომღიმარე სახე დავინახე.

მანქანის კარი გამოვაღე და ჩავჯექი.

''დილამშვიდობისა ჟენევიევა.'' მისი ხმა ჩვეულებრივზე მხნე იყო. სახე უბრწყინავდა.

სუსტად გავუღიმე. ზურგჩანთა მაგრად მივიხუტე გულზე. ჰარიმ მანქანა გზაზე გაიყვანა.

დავინახე რომ დედაჩემი კარებში იდგა და ჩვენ გვიყურებდა. ღრმად ამოვისუნთქე და გზას გავხედე. ყვითელი მთლიანი გზის შუაში იყო გავლებული.

''გიჟური ჩხუბი იყო.'' ჰარიმ რადიო გამორთო.

თავი დავუქნიე ისე რომ მისკენ არცკი გამიხედავს. ვცდილობდი ჰარიზე ფიქრები თავიდან ამომეგდო მაგრამ არ გამომდიოდა.

სხვების მიმართ ზუსტად ისეთი იყო როგორსაც ახასიათებდნენ. უზრდელი და თავხედი.

მაგრამ ერთი კითხვა მაინც ჩნდებოდა.

რატომ მიცავდა ჰარი?

''მაპატიე, გუშინ ინგლისურზე არ ვიყავი.'' ჰარიმ საუბარი წამოიწყო. ''ტობიასს ვეხმარებოდი რაღაც დავალების გაკეთებაში, დედაჩემი სამსახურში იყო ამიტომ...''

ჰარიმ ლაპარაკი განაგრძო მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი.

ვერ წარმომედგინა ჰარი 4 წლის ბავშვთან ერთად, პატარა მაგიდასთან მჯდარი რომელზეც სხვადასხვა ფერი ფანქრები და ფურცლები ეწყო.

''პატარა ბიჭმა დაარტყა, თავის ტოლმა. ტობიასსაც დაურტყია და ახლა იმ ბავშვს ლოყა საშინლად აქვს აწითლებული.'' ჩაიცინა.

ნერვიულად ვიკბინე ტუჩზე. სკოლას ვუახლოვდებოდით.

''ძნელია აუხსნა 4 წლის ბავშვს თუ რატომ არ უნდა დაარტყას სხვას, თან ასე მწარედ.'' ისევ ჩაიცინა.

ღრმად ამოვისუნთქე და თავი საზურგეს მივადე.
მანქანის ფანჯრებიდან ასფალტს მივაშტერდი და სრულიად გამოვითიშე რეალობიდან.

''ამ.. ჟენევიევა?'' ჰარის ხმამ გამომაფხიზლა.

მაღლა ამოვიწიე და დავინახე რომ სკოლის სადგომზე ვიყავით. მანქანა ზუსტად ჩემი მანქანის გვერდით დაუყენებია. თავი ნელა მივატრალე და ჰარის შევხედე.

''სკოლაში ვართ.'' ჩაიბუტბუტა და გასაღებები ხელში აიღო.

სწრაფად გავაღე კარი და წამსვე მანქანაში ცივი ჰაერი შემოიჭრა. სწრაფად გამოდვედი მანქანიდან და სიარული დავიწყე.

''ჟენევიევა მოიცადე!'' მომაძახა ჰარიმ.

არ მინდა გაჩერება, სკოლაში შესვლა მინდა, მისი კითხვების და თავად მისი დაიგნორება მინდა. გონება ბოლო ხმაზე მიყვიროდა რომ მას გავცლოდი მაგრამ სხეული გონებას არ ემორჩილებოდა.

მისი დიდი ხელი მხარზე დამადო და ნელა მიმაბრუნა მისკენ.

''რა ხდება.''

თვალები გადავატრიალე. ხელები გადააჯვარედინა და მკერდზე მიიბჯინა, თან ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი.

''გთხოვ, მითხარი.'' ისევ მთხოვა.

ამჯერად ხელები ავწიე და ვანიშნე.

''არაფერია ჰარი, დაივიწყე.''

თავი უკან გადააგდო და ამოიოხრა.

''ნუ მატყუებ.'' ახლა უფრო უხეშად მითხრა.

ხელი მკლავში ჩამავლო და მწვანე თვალებით მომაშტერდა.
''გთხოვ მითხარი რა ხდება.'' დაიჩურჩულა და ახლოს მოიწია.

მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი.

''ჟენევიევა.'' ისევ გაიმეორა.

ხელები თმაში შევიცურე და ავიჩეჩე. ჰარიმ ჩემი ხელი მისაში მოიქცია. არასდროს დავკვირვებივარ მის დიდ ხელებს. მისი ხელები თბილი და ნაზი იყო.

ჩემი ხელები მისი მარწუხებისგან გამოვაცურე რათა პასუხი მენიშნებინა.

''ჰარი დაივიწყე.''

ჰარიმ თავი დაბლა დახარა შემდეგ კი ისევ მე შემომხედა. პირი გააღო თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო მაგრამ მალევე დახურა.

''კლასში უნდა შევიდეთ.'' ვანიშნე და ზურგი ვაქციე.

ხელი ისევ მკლავზე მომკიდა და მისკენ შემაბრუნა.
''მოიცადე. გინდა გავისეირნოთ?''

ადგილზე მივიყინე, თვალები სკოლის ძველი შენობიდან ჰარის კაშკაშა მწვანე თვალებზე გადავიტანე. გაუანალიზებლად დღეს უკვე მესამედ დავუქნიე თავი ბოლო ოცი წუთის განმავლობაში და ჰარის მისი მანქანისკენ გავყევი.
14
პატარა ბილიკს ერთად მივუყვებოდით. იმდენად ახლოს ვიდექით ერთმანეთთან რომ მხრებით ერთმანეთს ვეხებოდით.

ჰარის მივუბრუნდი, შევნიშნე რომ მისი მწვანე თვალები მე მომჩერებოდნენ.

''რა?'' ვანიშნე.

''წამოდი პარკში წავიდეთ.'' ნელა და წყნარად მითხრა.

ღრმად ამოვისუნთქე და თავი დავუქნიე. პარკებში სეირნობის დროს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. თუმცა გასაკვირი არცაა, ეს ის ადგილია საიდანაც ჩემი უბედურება დაიწყო.

ჰარიმ ხელი წელზე მომხვია და გადამწვანებული პარკისკენ გამიძღვა. სათამაშო მოედანზე სულ რამოდენიმე ბავშვი იყო. ზოგი ერთმანეთს დასდევდა ზოგი კი საქანელებზე ერთობოდა.

ერთ ხის სკამთან მივედით. ჰარი ხელი გამიშვა და სკამზე ჩამოჯდა. მე მის მოპირდაპირედ მდებარე სკამზე ჩამოვჯექი.

რამოდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვიჯექით. მხოლოდ ბავშვების ყიჟინას ვუსმენდით.

''აპირებ მიტხრა რა ხდება?'' მკითხა ჰარიმ.

ლოყაზე შიგნიდან ვიკბინე. არვიცოდი ჰარისთვის როგორ მეთქვა ის რომ მის წარსულზე ყვალფერი ვიცოდი.

ღრმად ამოისუნთქა და ისევ დამელაპარაკა. თუმცა ამჯერად მის ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა.

''ჟენევიევა თუ ჩემთან ლაპარაკს არ აპირებდი მაშინ გასეირნებაზე რატომ დამთანხმდი?''

მის მწველ მზერას ვგრძნობდი. თითქოს ჰარის რაღაც ნაწილი მაშინებდა მაგრამ რაღაც ნაწილი თავს უსაფრთხოდ მაგრძნობინებდა.

ჰარიმ კითხვა სწორად დამისვა, რატომ წამოვედი მასთან ერთად? რატომ უბრალოდ არ დავაიგნორე და სკოლაში არ შევედი?

ჰარი თვალს არ მაშორებდა. ლოყები ამიხურდა.

''ჟენევიევა.'' ამოისუნთქა. ლაპარაკის გაგრძელებას აპირებდა მაგრამ რატომღაც გაჩუმდა.

მზერა ავარიდე და პატარა ციყვს შევხედე რომელიც ხეზე მოხდენილად დახტოდა.

''უკვე დავიღალე.'' უხეშად მითხრა ჰარიმ.

ყბა დაჭიმული ჰქონდა და ხელები მკერდთან ჰქონდა გადაჯვარედინებული. გაბრაზებული იყო, სახეზე ეტყობოდა.

''ჩემგან რა გინდა?'' ხელებით ვანიშნე.

ჰარიმ ჩაიცინა.
''მინდა მითხრა რატომ მალავ ამდენ საიდუმლოს?! უკვე დავიღალე ამ ტყუილებით.''

მატყუარა დამიძახა! მე ! მე დამიძახა მატყუარა მან ვინც ამდენ საიდუმლოს თ ვ ი თ ო ნ მალავს ჩემგან!

ფეხზე წამოვდექი.

''უკაცრავად?'' ვანიშნე.

ჰარის თვალები გაუფართოვდა.
''ჟენევიევა..'' ჩემს დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ გავაჩუმე.

''არა.'' უხეშად ავიქნიე ხელები. ''ახლა ჩემი ჯერია. მე კი არ ვმალავ ამდენ საიდუმლოს შენს მალავ.'' ჩქარა ვამოძრავებდი ხელებს მაგრამ ვიცოდი რომ გაიგებდა. ''შენ, შენ ხარ ის ვინც იტყუება.''

პირი გააღო რომ თავი გამეართლებინა მაგრამ მრისხანედ მივაჩერდი და მოკუმა.

''მგონი ჯობდა შენგან გამეგო ის რომ 14 წლის ასაკში დაჭერილი იყავი ვიდრე ინტერნეტის საშუალებით არა?'' ჰარი დაიძაბა ''დაჭერილი'' რომ ვახსენე მაგრამ არ გავჩერებულვარ. ''არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში იყავი გაგზავნილი ნარკოტიკების გამო ჰარი! ''

საშინლად გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა მაგრამ ამან ჩემი სათქმელის გაგრძელებაში ხელი არ შემიშალა.

''და რატომ იცი ასე კარგად მუნჯური ენა ჰარი? არამგონია მოყვარულობის გამო გესწავლა ეგ ენა. და ასე რატომ მიცავ?! ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს ჰარი, აქ მხოლოდ ერთი კვირის წინ გადმოვედი. არცკი მიცნობ, რატომ იგდებ თავს საფრთხეში ჩემს გამო?''

ხელები ნელა დავუშვი დაბლა და ჰარის რეაქცის დაველოდე. თვალები ასფალტზე ჰქონდა მიბყრობილი, სხეული მოდუნებული ჰქონდა. შევნიშნე რომ მწვანე ღაჟღაჟა თვალებში ახლა სევდა ჩასდგომოდა.

''ჰარი?'' ნელა ვანიშნე მიუხედავად იმისა რომ არცვიცოდი შენიშნავდა თუ არა.

ნელა აწია ჰარიმ თავი და თვალებში შემომხედა. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა და ქვედა ტუჩი უკანკალებდა.

''ამელია.''

სიტყვისუთქმელად ჩავიმუხლე მის წინ და ხელები მუხლებზე დავაწყვე. არ დამჭირვებია იმის მინიშნება რომ ვინ იყო 'ამელია' ვერ გავიგე.

ჰარიმ ნელა შემომხედა თვალებში. საშინელი ტკივილნარევი მზერა ჰქონდა.
ხელი ხელზე დავადე და მოვუჭირე.

რამოდენიმე წუთი სიჩუმეში გავატარეთ. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.

ხელი სახეზე ნაზად მომისვა და თმა ყურსუკან გადამიწია.
''ძალიან ჰგავხარ.'' დაიჩურჩულა. ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. ხელი მომაშორა და ცრემლი მოიწმინდა.
ხელი მისი მუხლიდან ავიღე და ვკითხე.

''ვის?''

ღრმად ამოისუნთქა.

''ამელია.'' სიტყვები ჩუმად წარმოსთქვა მაგრამ მაინც გასაგებად. ''ამელია ჩემი ტყუპი და იყო. 14 წლის ასაკში თავი მოიკლა.''

ხელი პირზე ავიფარე.

ამოიოხრა და განაგრძო. პირიდან ხელი მოვიშორე და წონასწორობის შესანარჩუნებლად მიწაზე დავდე. შემდეგ ხელს დავაწექი რომ წამოვმდგარიყავი და ჰარის მპირდაპირედ დავჯექი.

''ემელია ჩემზე რამოდენიმე წუთით ადრე დაიბადა. მე უფროსი ვიყავი.''

ნელა დავუქნიე თავი და ჰარის ხელი ჩემსაში მოვიქციე. არვიცოდი ეს ჰარის სჭირდებოდა თუ არა მაგრამ ხელს მაინც არ ვუშვებდი.

''ნაკლით დაიბადა. ტვინის რაღაც ნაწილი განუვითარებელი დარჩა. მუცლის დატოვების დღიდან არც არაფერი ესმოდა და ვერც ლაპარაკობდა.''

აი თურმე საიდან იცოდა ჰარი მუნჯური ენა. მისი ტყუპი და მუნჯი დაიბადა. ანუ ჰარი მუნჯურს ისევე კარგად ფლობდა როგორც ჩვეულებრივ ინგლისურ ენას.

''ამელიას და მე საშინელი ბავშვობა გვქონდა. მამას შევძულდით მას შემდეგ რაც გაიგო რომ ამელია მუნჯი იყო. მე და დედამ მუნჯური ენა შევისწავლეთ რომ ამელიასთან თავისუფლად გველაპარაკა.
შემდეგ დედაჩემი ჯეიმსს შეხვდა.''

წამით გაჩუმდა და ჩვენს ხელებს დახედა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ეს სიტყვები მას ნაწილებად ფლეთდა.

''და ლუსი დაიბადა. ამელია და მე ერთმანეთთან კარგად ვიყავით. კარგად არა მშვენივრად. შემდეგ კი სკოლაში შევედით. არასდროს გამიანალიზებია თუ როგორი განსხვავებული იყო ამელია მანამ სანამ სკოლას დავიწყებდით. ბავშვებს არ უნდოდათ მასთან ურთიერთობა. დასცინოდნენ, ამცირებდნენ ამგრამ მე ვიცავდი.'' სახეზე სუსტი ღიმილი გადაეკრა მაგრამ ისევე ჩქარა გაქრა როგორც გაჩნდა. ''ამის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა. ჯეიმსმა დედაჩემის ცემა დაიწყო, იმ დროს ფეხმძიმედ იყო და ამბობდა რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, რომ ფეხმძიმე ვერავის მიადგებოდა ასე რომ უნდა დარჩენილიყო. ამელია კი სკოლაში უფრო და უფრო იჩაგრებოდა, მე კი თანდათან ვშორდებოდი.'' წამით გაჩუმდა, თვალებზე მომდგარი ცრემლების შეკავებას ცდილობდა.''შემდეგ კი ისე ვიქცეოდი თითქოს ამელიას არცკი ვიცნობდი. როდესაც ჩემთან ლაპარაკს დააპირებდა ვაიგნორებდი.''

ჰარი თავი ხელებში ჩარგო. მისი ხელები ტირილის ხმას ცოტათი ახშობდნენ მაგრამ მთლიანად ვერა. გული მეკუმშებოდა ასეთი ჰარის დანახვისას.

''ცოტა რომ წამოვიზარდეთ ამელია დეპრესიაში ჩავარდა. ათას წამალს ასმევდნენ მაგრამ არაფერი შველოდა.'' ხელები სახიდან მოიშორა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია.

''ამ დროს ტობი უკვე დაბადებული იყო.''ხმა გაებზარა. ''ჩვენი მეთოთხმეტე დაბადებისდღის შემდეგ, 3 დღის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო.''

ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით. ჰარიმ მზერა ამარიდა და ლაპარაკი განაგრძო.

''ჯეიმსმა დედაჩემი მიატოვა. სკოლაში დაბრუნებულმა გადავწყვიტე ყველაზე მეძია შური ვინც ჩემს დას ავნო.ზოგი ვცემე ზოგს კი ნარკოტიკები შევტენე''

ხელის ზურგით ცრემლები მოვიწმინდა.

''არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში გამგზავნეს. როდესაც იქიდან დავბრუნდი ქალაქში უკვე ცუდი რეპუტაცია მქონდა. ხოდა მეც ამის შესაბამისად ვიქცეოდი, ყველას ვჩაგრავდი და ვამცირებდი მანამ სანამ შენ არ გამოჩნდი.'' მე შემომხედა, ჩემი ცრემლებით დასველებული ლოყა შენიშნა და ნელა, ნაზად მომწმინდა ცრემლები ხელით.

''როდესაც მისტერ ფრანკის კლასში შემოხვედი წამით ვიფიქრე რომ ის იყავი. ძალიან გავხარ. მაგრამ შემდეგ გავაანალიზე რომ ის აღარ არსებობდა და ყველაფერი ჩამოინგრა ჩემში. არასდროს დამიცავს ჩემი და სხვებისგან. სხისი მწარე სიტყვებისგან, დამცირებისგან და დაჩაგვრისგან მაგრამ შენი გამოჩენის შემდეგ, თითოქს ისეთი გრძნობა გამიჩნდა რომ მეორე შანსი მომეცა.''
ყველაფერი გასაგებია. მუნჯური ენის ცოდნის მიზეზიც, მისი დაჭერის მიზეზიც და ჩემი გადამეტებული დაცვის მიზეზიც. ამელია და მე ჰარის თვალში ერთნი ვიყავით. ახალგაზრდა გოგონა რომელსაც სამყარო უდიერად ებყრობა, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია.

''ჟენევიევა დაუსონ.'' ჩუმად წარმოთქვა ჰარიმ. ''გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიცვა, რომ არავის მივცე უფლება დაგჩაგრონ და დაგამცირონ. თუნცად ახლა ადგე, წახვიდე და აღარასოდეს დამელაპარაკო მაინც დაგიცავ.''

თვალებში ცრემლები მედგა. ხელები სუსტად ავწიე მაღლა და მხოლოდ ერთი სიტყვა ვანიშნე.

''გმადლობ.''
15
''წარმატებები.'' დაიბუტბუტა ჰარიმ როდესაც სახლამდე მიმიყვანა.

საუბრის სემდეგ ნაყინი ვჭამეთ, ცოტა ვისაუბრეთ და სახლში დავბრუნდით. ახლა კი გაცეცხლებულ დედაჩემს უნდა შევხვედროდი რომელიც სკოლის გაცდენის გამო ლექციას ჩამიტარებდა.
ვიცოდი რომ ჰარისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირიქით ალბათ დედამისს არცკი აინტერესებდა სკოლაში მივიდოდა თუ არა.

მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სხვანაირად იყო. ალბათ დედაჩემი სულს ამომართმევდა სანამ გაცდენის მიზეზს არ გაიგებდა.

ჰარიმ ხელზე ხელი მსუბუქად მომიჭირა და გამიღიმა.
''თუ რამე დაგჭირდება მომწერე.''

თავი დავუქნიე და მანქანის კარი გავაღე. პარკში ყოფნის დროს ნომრები გავცვალეთ.

სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი როგორ ამიწვა კანი დედაჩემის მწველმა მზერამ. ჰოლში იდგა, ხელები გვერდებზე ჰქონდა შემოჭდობილი და ბოლთას სცემდა.

''სად იყავი?'' მკაცრად მკითხა.'' და რატომ დამირეკეს სკოლიდან და მითხრეს რომ დღეს არცერთ გაკვეთილს არ დასწრებიხარ?''

ზურგჩანთა მოვიხსენი და იატაკზე დავაგდე.

''მიპასუხე!''

ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, მხოლოდ რამოდენიმე ინჩით ვიყავით ერთმანეთისგან შორს. ხელი მაგრად ჩამჭიდა მაჯაში, შებრუნდა, წავიდა და მეც თან გამიყოლა. უხეშად დამსვა სკამზე და თვითონ ჩემს წინ დაჯდა.

''ისევ იმ ბიჭთან ერთად იყავი?'' სიტყვა ''ბიჭი'' ზიზღით მოიხსენია.

თავი უკან გადავაგდე და თვალები გადავატრიალე. იცოდა რომ მასთან ერთად ვიყავი. უბრალოდ შანსი მომცა რომ მისთვის მომეტყუებინა და მეთქვა რომ ჰარისთან ერთად არ ვყოფილვარ.

ხელები მაღლა ავწიე და ვანიშნე.

''ჰარიზე ასე ნუ ლაპარაკობ! არცკი იცნობ!''

შოკირებული მომაჩერდა. ხელები მაგიდაზე დააწყო და ცოტათი წინ გადმოიხარა.

''და შენ მას ჩემზე უკეთ იცნობ. ეს ბიჭი ციხეში იყო ჟენე!''

ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს მთელს სხეულზე ყინულები დამაყარე.ს როგორ შეუძლია განსაჯოს ჰარი მაშინ როცა არცკი იცნობს წესიერად?

''და ამის მიზეზი იცი?!'' ფეხზე წამოვდექი.

''შენ იცოდი რომ დაჭერილი იყო?!''

ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.

''ამ ბიჭს აღარასოდეს ნახავ, გასაგებია ჟენე?''

ყელში რაღაც გამეჩხირა. სხვა შემთხვევაში ალბათ დედაჩემს ვეტყოდი რომ მასთან ერთად გასეირნებას აღარ ვაპირებდი მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მომინდა რომ დედაჩემისთვის სიმართლე სახეში მიმეხალა. არ აქვს უფლება ჰარი განსაჯოს. არ აქვს!

ხელები ნელა ავწიე მაღლა და უშფოთველად ვანიშნე ერთი უბრალო სიტყვა.

''არა''

ბრაზისგან სახე აუწითლდა.

''შენს ოთახში ადი. ახლავე.'' კბილებში გამოსცრა.''ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.''

თავი გავაქნიე და გეზი კარისკენ ავიღე. იმის უფლებას არ მივცემ რომ მაკონტროლოს. მისი საქმე არაა მე ვისთან ვიმეგობრებ და ვისთან არა.
ის ნამდვილ ჰარის არ იცნობს. არავინ იცნობს ნამდვილ ჰარის.
ჰარიმ მისი ნომერი ზუსტად ამისთვის მომცა.

კარი ზურგსუკან მაგრად მოვაჯახუნე და ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე.

..გთხოვ მოდი და წამიყვანე. დედამ და მე ვიჩხუბეთ..

ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავიდე და მაგრად მოვიხვიე ხელები სხეულზე. მოსაცმელი სახლში დავტოვე და ახლა ვიყინები! ვიცოდი რომ დედაჩემი უკან არ გამომყვებოდა, ეს მის სტილსი არ შედის. იცის რომ გავისეირნებ, მოვეშვები და მაინც უკან დავბრუნდები, რადგან წასასვლელი არსად მაქვს.

მაგრამ ახლა ჰარი მყავს.

ტროტუარზე მივდიოდი და ვუყურებდი როგორ მივლიდნენ მანქანები გვერდს. იქნებ ჰარის არ უნახია ესემესი?
ამის გაფიქრებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

''ჟენევიევა!'' ნაცნობი ხმა მომესმა.

სწრაფად შევტრიალდი უკან და ჰარი დავინახე რომელსაც მანქანის ფანრჯიდან თავი გადმოეყო და მეძახდა.

მანქანა იქვე გააჩერა, გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.

''მოდი აქ.'' მიჩურჩულა როდესაც მომიახლოვდა.

ხელები მომხვია, ვიგრძენი როგორ შეეხო რაღაც მსუბუქი და თბილი ჩემს მხრებს. წამსვე გავაანალიზე რომ მოსაცმელს მაცმევდა, ზუსტად იმ მოსაცმელს ჩვენი პირველი შეხვედრისას რომ ეცვა. ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ გამიძღვა.

მგზავრის მხარეს კარი გამომიღო. მანქანაში ჩავჯექი და წამსვე გავთბდი. რამოდენიმე წამის შემდეგ ჰარიც მიუჯდა საჭეს და მანქანა დაძრა.

მისკენ მივტრიალდი და ვანიშნე.

''გმადლობ.''

გამიღიმა და ყურადღება გზაზე გადაიტანა.

''ზუსტად ამიტომ მოგეცი ჩემი ნომერი ჟენევიევა.''

სუსტად გავიღიმე და ფანჯრიდან გავიხედე. მანქანაში სიჩუმე სუფევდა. წარმოდგენაც კი არ მქონდა ჰარი სად მიდიოდა.

''ამ..'' ამოიბუტბუტა ჰარიმ როდესაც მანქანა ახალ ქუჩაზე შეუხვია. ''უბრალოდ გაფრთხილებ.''

სახე წამოუწითლდა როდესაც ჩემსკენ გამოიხედა და თვალებში მომაჩერდა. მანქანა გააჩერა და ისევ მე მომიტრიალდა.

''დედაჩემი მუშაობს ასე რომ ჩემი და-ძმა მე მყავს დატოვებული.'' ხელი თმაში შიცურა. ''ჩემი დედმამიშვილები ცოტა..'' საჭირო სიტყვას ეძებდა. ''გიჟები არიან.''

''ამაზე არ იდარდო ჰარი.'' სწრაფად ვანიშნე.

ხელები სახეზე მოისვა და მხრები აიჩეჩა.
''მაშინ.. უვკე მოვედით.''

ჩავიცინე. ჰარი მანქანიდან გადავიდა და სწრაფად მოვიდა ჩემს კართან რომ გამოეღო. როგორცკი მიწაზე ფეხი დავდგი წამსვე გაისმა ყვირილი სახლიდან.

''ჰარი!'' წკრიალა ხმა ჰაერში გაიჭრა.

ჩემი ყურადღება სახლის ფანჯარამ მიიბყრო რომლიდანაც პატარა ბიჭის სახე მიმზერდა.

ჰარი დაიხარა, ხელი ფრთხილად მომხვია წელზე და ყურში ჩამჩურჩულა.
''ეს ტობიასი იქნება.''

სახლისკენ გამიძღვა.
როგორცკი ჰარიმ კარი შეაღო, კარში მდგარი პატარა ბიჭი დაგვხვდა.

''ჰარი!'' ჩაიხითხითა და ხელები მაღლა ასწია და ზევით-ქვევით ახტა.
ჰარიმ მე გამომხედა, მხრები ავიჩეჩე და ჰარის მოვშორდი რათა პატარა ხელში აეყვანა.

''ჰეი, ციყვო.'' გაიცინა და პატარა ბიჭი ხელში აიყვანა.

თავისუფალი ხელით სახლში შემიძღვა. აშკარად ეტყობოდა რომ აქ ბავშვები ცხოვრობდნენ. სათამაშოები აქეთ-იქით იყი მიმოყრილი, ტანსაცმელი კი სავარძლებზე ეყარა.

ჰარის შევხედე. ტობიასი კომფორტულად იყო მის ხელებში მოქცეული და იცინოდა. მწვანე თვალები ჰქონდა, ზუსტად ისეთი როგორიც ჰარის. ძალიან ჰგავდნენ ერთმნეთს, მათში რთადერთი განსხვავება ის იყო რომ ჰარის თვალებში ტკივილი სუფევდა ტობიასის თვალებში კი უდარდელობა და სილაღე..

''ლუსი, ფინ, შეგიძლიათ დაბლა ჩამოხვიდეთ?'' ჰარიმ ხმას აუწია რათა მეორე სართულზე ასული ბავშვებისთვის ხმა მიეწვდინა.

რაღაცის შეჯახების ხმა გაისმა და პატარა გოგონა კიბეებზე ჩამოვიდა, დოინჯი ჰქონდა მორტყმული და ჰარის უყურებდა.
''ჰარი სად ჯანდაბაში წახ..''

გაჩუმდა როგორცკი შეამჩნია რომ ჰარის გვერდით მე ვიდექი. კიბეებზე ბოლომდე ჩამოირბინა და ჰარისკენ წავიდა.

''უნდა გეთქვა სტუმარი თუ გვეყოლებოდა.'' ჩუმად დაუცაცხანა ჰარის.

''მაპატიე ლუსი.'' ამოიოხრა და ტობიასი მეორე ხელით დაიჭირა. ''გაგაცნობთ როდესაც ფინიც ჩამოვა.''

ლუსიმ ჯერ ჰარის შეხედა შემდეგ ტობიას, ბოლოს კი მე.

''ფინ ჩამოათრიე შენი სქელი უკანალი აქ!''

''მოვდივარ!'' ჰარის მსგავსმა ხმამ დაიძახა.

პატარა ტანის ბიჭი კიბეებზე ჩამოვიდა. თვალებზე თმა ჩამოჰყროდა და სახეს უფარავდა. მისმა ყავისფერმა თვალებმა მე შემამჩნიეს, ამათვალიერა და შემდეგ ჰარისკენ გაიწია.

''ეს ქათამი ვინაა?'' ამოიბუზღუნა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.

''ფინ.'' კბილებში გამოსცრა ჰარიმ..''წესიერად.''

უცნაური იყო ასეთი ჰარის ნახვა. უფროსი ძმის როლში რომელიც და-ძმას შენიშვნას აძლევს.
ტობიასი ისევ მეორე ხელში გადაიყვანა და მემ მომიბრუნდა.

''გაიცანით, ეს ჟენევიევაა, ჩემი მეგობარი.''

ლოყები ამიწითლდა. გავიღიმე.

''რატომ არ ლაპარაკობს?'' იკითხა ტობიასმა და ცნობისმოყვარე მზერა მიაბყრო ჰარის.

''იცი ტობი...''დაიწყო ჰარი.''ის ჩვენს დას ჰგავს, ამელიას.''

დავინახე როგორ შეეცვალათ სახის გამომეტყველება ფინსაც და ლუსისაც და თვალები ჩემსკენ გამოაპარეს.

''ის ვერ ლაპარაკობს, ხელებით მეტყველებს. გახსოვს რომ გასწავლიდით?''

ტობიმ თავი დაუქნია და დაბლა ჩამოსვლა დაიწყო.
ჩემსკენ წამოვიდა და ხელები ასწია.

''გამარჯობა, მე ტობიასი მქვია.''

''გამარჯობა ტობიას, მე ჟენევიევა მქვია, სასიამოვოა შენი გაცნობა.'' ვანიშნე და გავუღიმე.

ტობიასმა თვალები დაჭყიტა და ჩაიხითხითა.
'' შენ ლუსიზე უკეთესი ხარ.''

გავუღიმე და ხელში ავიყვანე. მანაც ხელები კისერზე მომხვია და ჩაიხითხითა. ჰარიმ გაიღიმა და მისაღებ ოთახში შემიძღვა. დივანზე ჩამოვჯექი.

''ჟენევიევა.'' ლაპარაკი ლუსიმ დაიწყო და ერთ-ერთ სავარძელში ჩაჯდა. ''ასეთი დაიბადე თუ რაიმე მოხდა?''

ჰარიმ დას მუჯლუგუნი კჰრა და შეუბღვირა.
''ხალხს ასეთ რაღაცეებს ნუ ეკითხები!''

თავი გავაქნიე, ტობიასი დივანზე ჩემს გვერდით დავსვი და ხელები გავინთავისუფლე.

''ყველაფერი კარგადაა ჰარი.'' ვანიშნე და შემდეგ ლუსის მივუბრუნდი.
''პატარაობაში თავი ვიტკინე და მას შემდეგ მეტყველების უნარი დავკარგე.''

ლუსიმ თავი დამიქნია, ყავისფერ თვალებში სევდა ჩასდგომოდა. თავი ჰარისკენ მიატრიალა და სევდიანი თვალებით მიაჩერდა. ჩუმად თქვა, თითქმის დაიჩურჩულა იმ იმედით რომ მე ვერ გავიგებდი მაგრამ არა, პირიქით.

''ამელიას ძალიან ჰგავს.''
16
''ლუ, ფინ,'' გადაუჩურჩულა ჰარიმ თავის და-ძმას.''თქვენი ძილის დროა. რაც დაყარეთ აიღეთ და ოთახში შედით.''

ლუსი და ფინი წამოდგნენ და ოთახში სიარულს მოჰყვნენ, თან თავის ნივთებს იღებდნენ. მე ტობიასს დავხედე რომელსაც თავი ჩემს მუხლებზე ედო და მშვიდად ფშვინავდა. თმებზე ვეფერებოდი და სახეზე ვაკვირდებოდი. ნელა გადავუწიე თმა თვალებიდან რომ არ გაჰღვიძებოდა. ლოყაზე თბილად გადავუსვი ხელი და ჩავიცინე. თოთო ბავშვის კანივით რბილი და ფაფუკი ჰქონდა, თვალები დახუჭული ჰქონდა და პირი ოდნავ გაეღო.

როდესაც ლუსი და ფინი ოთახიდან გავიდნენ ჰარიმ ამოიოხრა და მე გამომხედა.

''ჯობია საწოლში დაწვეს.'' დაიჩურჩულა და პატარა ძმას ხელი მუცელზე დაადო.

თავი დავუქნიე და ნელა ავიყვანე ტობი ორივე ხელში.
ჰარიმ ხელები მხრებზე მომხვია და ტობიასის ოთახისკენ გამიძღვა.

ტობის ოთახი პირველ სართულზე იყო. ოთახში ორი საწოლი იდგა, ერთი დიდი და ერთი პატარა, ბავშვის ზომის.

''შეგიძლია ამაღამ ჩემს საწოლში დააწვინო.'' გადმომიჩურჩულა ჰარიმ და მისი საწოლიდან გადასაფარებელი აიღო. ნელა მივედი საწოლთან და ტობი დავაწვინე, ჰარიმ კი საბანი გადააფარა.
ოთახში მიმოვიხედე, ტიპიური ბიჭის ოთახი იყო. სათამაშო მანქანები უწესრიგოდ იყო მიყრილ-მოყრილი იატაკზე.
კარისკენ წავედი და თან ჩუმად გავხედე ჰარის და ტობიასს. ჰარიმ შუბლზე აკოცა და ჩასჩურჩულა
''ღამემშვიდობისა ციყვო
შემდეგ საწოლს მოშორდა და ჩემსკენ წამოვიდა. დაღლილი იყო, თვალებზე ეტყობოდა. ასეთი ჰარი ალბათ არასდროს არავის უნახია მისი ოჯახის წევრების და ჩემს გარდა. სხვები მხოლოდ მის ცუდ მხარეს ხედავდნენ, მის ნათელ მხარეს ვერავინ ხედავდა.

'' ლუ და ფინი უნდა შევამოწმო, მალე დავბრუნდები. '' მითხრა და ჩემს წინ წავიდა. მანამ მივყვებოდი უკან სანამ მისაღებ ოთახს არ მივაღწიეთ, მე დივანზე ჩამოვჯექი ჰარი კი კიბეებს აუყვა. სახლი ბავშვების გარეშე ჩუმი და მშვიდი იყო. ამ სახლში თითქოს სიცოცხლე ჩქეფს, თითქოს ღია სალათისფერი კედლები სითბოს ასხივებენ.

''სახლს ათვალიერებ?'' ფიქრებიდან ჰარის ხმამ გამომაფხიზლა, მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ კედლებს მივშტერებოდი. ''გმადლობ ტობი რომ დააწვინე.''

''რა პრობლემაა, ძალიან საყვარელია.'' ვანიშნე.

ჰარიმ გაიცინა და დივანზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა, თავი საზურგეს მიადო და ცოტათი გვერდზე გადმოაგდო, ასე ჩემი დანახვა სეეძლო. საშინლად დაღლილი თვალები ჰქონდა, თითქოს ცხოვრებისაგან დაღლილი თვალები.

''ლუ და ფინი რატომ დააწვინე? ჯერ მხოლოდ რვა საათია.'' ვანიშნე და საათისკენ გავიხედე.

ჰარიმ ღრმად ამოისუნთქა.

'' ახლა რომ გითხრა რომ სკოლის დავალებებს მოამზადებენ და დაიძინებენ მეთქი ტყუილი იქნება.''

ფეხი ფეხზე გადავიდე და მას მივაჩერდი.

''ეს იქიდან დაიწყო როდესაც ჯეიმსი და დედაჩემი ისევ ერთად იყვნენ. ჯეიმსი ბარიდან ამ დროს მოდიოდა, ზუსტად რვა საათზე. სახლშიც ამ დროდან იწყებოდა ცემა და გინება. ამიტომ ლუს და ფინს ყოველთვის ოთახში ვაგზავნიდი, ჯობდა თავიანთ ოთახში უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ ვიდრე ჯეიმსს ფეხში მოსდებოდნენ და მათაც მოხვედროდათ.'' ამოიოხრა და ხელი ფეხზე დამადო. ''მას შემდეგ რაც ჯეიმსი წავიდა ეს 'ჩვეულება' არ მოგვიშლია, დედა სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა და ყოველთვის ნასვამი იყო. არმინდოდა მათ ასეთი დედა ენახათ.''

გაჩუმდა და მხრები აიჩეჩა, თითქოს სათქმელი აღარაფერი ჰქონდა და უხერხული სიჩუმის განმუხტვას ამით ცდილობდა. ხელით ფეხზე პატარა წრეებს მიხატავდა, მისი შეხებისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა.

''მაპატიე.'' ვანიშნე, არვიცოდი სხვა რა უნდა მეთქვა ასეთ დროს.

გაიღიმა.

''შენი ბრალი არაა. ვიღაცას მაინც უნდა დაეცვა ისინი.''

თითქოს მთელს სხეულში რაღაც განსხვავებულმა, უცხო გრძნობამ დამიარა. ჰარი თავისი უმცროსი და-ძმისთვის მამასავით იყო, ისეთი მამასავით რომელსაც ისინი იმსახურებდნენ, მოსიყვარულეს,
მზრუნველს, დამცველს..

''ჰარი, შენთან ერთი კითხვა მაქვს.'' ვანიშნე წამის შემდეგ,

ჰარიმ ხელი ფეხიდან მომაშორა და დივანზე წამოჯდა რომ ჩემთვის კარგად შემოეხედა.
''კარგი.'' ნერვიულად მიპასუხე.

''მე მხოლოდ..'' წამით გავჩერდი, არვიცოდი ჩემი კითხვა ხელებით ზუსტად როგორ გადმომეცა. ''მე მხოლოდ ამელიას შემცვლელი ვარ?''

მისი სახელის 'გამოხატვისას' ხელები ამიკანკალდა თუმცა დავაიგნორე. უნდა მცოდნოდა რომ მისთვის მხოლოდ მისი დის შემცვლელი არ ვიყავი.

ჰარიმ თვალები დახუჭა და ამოიოხრა.

''ამას რატომ ფიქრობ?''

მხრები ავიჩეჩე.

''შენ და ლუსიმ თქვით რომ მას ძალიან ვგავარ, ისიც თქვი რომ მე შენი მეორე შანსი ვარ რომ 'დანაშაული' გამოისყიდო.''

ჰარიმ ისევ ამოიოხრა და თავი გააქნია, გადმოიწია და ჩემი ორივე ხელი მისაში მოიქცია.

''ჟენევიევა დაუსონი, ესაა შენი სახელი, ეს ხარ შენ. დიახ, ჩემს დას ძალიან გავხარ მაგრამ მხოლოდ იმით რომ ერთნაირი იმედები გაქვთ. შენც და ამელიასავით, სამყაროს იმედი თვალით უყურებ. ემოციები ისე გაქავს სახეზე აკრული როგორც სხვა გოგონებს მაკიაჟი, ამელია მენატრება, ყოველ დღე, ყოველ წამს და სულ ასე იქნება. მაგრამ შემდეგ შენ ჩნდები ჰორიზონტზე, შენ ისეთი 'რამ' ხარ რაც აქამდე არასდროს გამომიცდია.''
წამით გაჩუმდა და თვალებში ჩამაშტერდო.

''შენ მამაცი ხარ ამელიასგან განსხვავებით. შენ ცხოვრება გაქვს რომელიც ამელიამ სკოლის პირველივე დღიდან დაკარგა. ჩემი გჯერა?''

ჩუმად ვიყავი. ჩემს ხელებს ვუყურებდი რომლებიც მის დიდ ხელებში იყო მომწყვდეული. ვიგრძენი როგორ ჩაიზნიქა დივანი ჩემს გვერდით, ვიგრძენი რომ უფრო ახლოს მოიწია მაგრამ მისთვის არ შემიხედავს.

''შენ ჩემი ჟენევიევა ხარ,'' დაიჩურჩულა და შუბლზე მაკოცა. ''და ყოველთვის იქნები.''

ჰარიმ ტუჩები შუბლიდან მომაშორა და თავისი შუბლი ჩემსას მოადო. მის მწველ მზერას ვგრძნობდი სახეზე. რატომღაც მეგონა რომ მაკოცებდა მაგრამ არა, გახშირებით სუნთქავდა.

''სახლში წაგიყვან.'' დაიჩურჩულა ისე რომ თავი არ გაუნძრევია.''დედაშენი ინერვიულებს.''

ამოვიოხრე და ჰარის მოვშორდი. მართალი იყო და იცოდა. წამოვდექით და ჰარის მანქანისკენ წავედით.

''ლუსის, ტობიასს და ფინს რას უზავ?'' ვანიშნე როგორცკი კარებს მივაღწიეთ.

გაიღიმა.

''კარგად იქნებიან, თან მხოლოდ რამოდენიმე წუთით გავალ.''

თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი.

გზა იმაზე მოკლე აღმოჩნდა ვიდრე მინდოდა რომ ყოფილიყო. დედაჩემი ალბათ გაცეცხლებულია ამდენი ხანი რომ არ დავბრუნდი სახლში მაგრამ ამაღამ მასთან ჩხუბს არ ვაპირებ. როდესაც მანქანა ჩემი სახლის წინ გაჩერდა ჰარის გავხედე.

''აუცილებლად უნდა შევიდე?'' ვანიშნე და სახე დავმანჭე.
ჩემს ბავშვურობაზე გაიცინა.

''კი, უნდა შეხვიდე ჟენევიევა.''

ქვედა ტუჩი გადმოვაგდე და მანქანიდან გადმოვედი. ცივი ჰაერი სახეზე მეტაკა და შემაჟრჟოლა. ის იყო კარი უნდა დამელეტა რომ ჰარის ხმამ შემაჩერა.

''ხვალ სკოლაში ვერ წაგიყვან მაგრამ მანქანას მოგიყვან. შეგიძლია გასაღებები მომცე?''

ამოვიოხრე.

''შიგნით მაქვს.''

თვალები გაუფართოვდა და ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი.

''ოჰ, ჯანდაბა.''

ჯერ ჰარის შევხედე, შემდეგ სახლს, შემდე ისევ ჰარის.

''2 წუთი მომეცი.'' ვანიშნე,

''ჟენევიევა!'' დამიძახა ჰარიმ როდესაც ზურგი ვაქციე.

თუ დროზე მინდოდა ამ საქმის მოგვარება სწრაფად უნდა მემოქმედა. სახლის კარისკენ გავიქეცი და შიგნით შევედი. დავინახე დედაჩემი სამზარეულოში იდგა და რაღაცას აკეთებდა.

''ჟენე-''დამიძახა დედაჩემმა მაგრამ თითი ავუწიე რომ ერთი წამი გაჩერებულიყო.

კარებთანვე დაგდებულ ზურგჩანთასთან ჩავიმუხლე და წინა ჯიბე გავხსენი, გასაღები ამოვიღე და უკან დავბრუნდი.

''აი.'' ვანიშნე და გასაღებები მივეცი.''ახლა წადი. დროზე.''

''კარგი.'' გაიღიმა და მანქანა დაქოქა.
სახლში შევბრუნდი, შევნიშნე რომ დედაჩემი ზღურბლზე იდგა. უო, მშვენიერია!

''ჟენევიევა ტერესა დაუსონ.'' ნელა დაიწყო მაგრამ ხმამაღლა, ალბათ მისი ხმა ახლო მეზობლებსაც კი ესმოდათ.

სახლში შევედი. დედაჩემი გვერდით გაიწია და შემდეგ კარი მიხურა.

''იმის შემდეგ რაც გითხარი რომ იმ ბიჭს არ გაეკარო მეთქი მაინც მასთან მიდიხარ? არ შეგიძლია რაღაც სულელური ჩხუბის გამო სახლიდან გაიქცე! მითუმეტეს მისნაირ ბიჭთან წახვიდე!''

დოინჯშემორტყმული იდგა ჩემს წინ, სახე სიბრაზისგან ასწითლებოდა და ჩემს პასუხს ელოდა. ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდით ავწიე ხელები მაღლა და ვანიშნე.

''იმ ბიჭს ჰარი ქვია და მას საერთოდ არ იცნობ. ბავშვობიდან იმას მასწავლიდი რომ ხალხი გარეგნობის მიხედვით არ უნდა გავნსაჯო.'' წამით გავჩუმდი და დედაჩემს მივაჩერდი.''სწორედ ამიტომ ვიყავი ჰარისთან ერთად. მასში ისეთი რამ აღმოვაჩინე რასაც საერთოდ არ ველოდი.''

დედამ ნელა დამიქნია თავი და გამომეტყველება შეეცვალა.

''ჟენე, უბრალოდ შენს გამო მეშინია. ის საშიშია.'' ჩუმად თქვა.

ამოვიოხრე.

''მაგრამ დედა შენ მე უნდა მენდო! ჰარი არ არის ცუდი ბიჭი, იმდენი რამ გამოიარა რაც ჩვენ ალბათ არცკი დაგვესიზმრება, ის მეორე შანსს იმსახურებს დედა.''

დედამ ხმამაღლა ამოიოხრა.
''კარგი.'' თავდაჯერებულად მითხრა. ''მაგრამ შენი გაქცევის გამო მაინც გაბრაზებული ვარ.''

სუსტად გავუღიმე.

''და თუ ამის გამო დამსჯი არაფერს ვიტყვი, არასწორად მოვიქეცი რომ ასე განერვიულე.''

დედამ თავი გააქნია და ჩემსკენ წამოვიდა.

''როდიდან გახდი ასეთი დინჯი და თავდაჯერებული?''

მხრები ავიჩეჩე და დედას გავყევი რომელიც სამზარეულოსკენ მიდიოდა.

''ალბათ დღეიდან.'' ვანიშნე როგორცკი მობრუნდა.

დედამ გამიღიმა და სახიდან თმა გადაიწია, შემდეგ თვალებში ჩამაშტერდა თითქოს რაღაცის ამოცნობას ცდილობსო.

''ძალიან არ მინდა ეს გკითხო მაგრამ ცნობისმოვარეობა მკლავს ჟენე! ის ბიჭი მოგწონს?''

წამით ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, რა ვუპასუხო? ამაზე არასდროს მიფიქრია, არა მიფიქრი მაგრამ არა ამ.. ჯანდაბა!

ღრმად ამოვისუნთქე და ხელები მაღლა ავწიე.
''მე მგონი-'' გავჩერდი და ჩემს აზრებს თავი ერთად მოვუყარე.''მე.. მგონი მიყვარს.''
17
სახლიდან გავედი და დავინახე რომ სახლის წინ ჩემი პატარა წითელი მანქანა იდგა. მანქანის კარი გამოვაღე და ის იყო შიგნით უნდა ჩავმჯდარიყავი რომ სკამზე პატარა თეთრი ფურცელი შევნიშნე. ავიღე და ნელა წავიკითხე.

''Have a great day at school Genevieva.

-H.''

ჰარის ფურცელზე ასოები არეულად ეწერა თუმცა გასაგებად. ტიპიური ბიჭის ნაწერი იყო. ფურცელი ჯინსის ჯიბეში ჩავიდე და მანქანაში ჩავჯექი, დავძარი და გეზი სკოლისკენ ავიღე.

დილა ჩვეულებრივი იყო, დედაჩემი ოთახიდან გამოსულს ღიმილით შემომეგება და ხელში ცხელი ყავა მომაჩეჩა.

მანქანა სკოლის ეზოში შევიყვანე და გადავედი. ცივი ჰაერი სახეზე მეტაკა და შემამცივნა. სკოლის კარისკენ მიმავალ გზას გავუყევი, წინასწარ ვიცოდი რომ ჰარის გარეშე ეს დღე საშინელი იქნებოდა.

კლასში შევედი და შევნიშნე რომ ყველა მე მომაშტერდა. რათქმაუნდა, სკოლის დაწყების პირველივე დღიდან თმაშეკრული დავდივარ და ახლა გაშლილი მაქვს და სხვანაირი ვჩანვარ.

ჩემს მერხთან დავჯექი და ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მაგრამ ამაოდ, მათი მზერა დისკომფორტს მიქმნიდა. ლინდსის კლასი ჩემთან ერთად ჰქონდა. ლინდსის 'მეგობარი' აღარ ვიყავი, ჩემზე ალბათ გაბრაზებული იყო იმაზე რომ მის 'მტერთან' დავიჭირე ურთიერთობა , თუმცა ახლა ეს ნამდვილად არ მადარდებს.

''კარგით.'' მასწავლებელმა ჩვენი ყურადღების მიბყრობა სცადა.

მის გრინი, დაბალი, ლამაზი შესახედაობის ქალი იყო. ყოველთვის ბედნიერი და მშვიდი ქალი.

''გამარჯობა.'' ყურადღება პატარა, სუსტმა ხმამ მიიბყრო.

კლასის წინ ტობი იდგა, შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა, ხელებში გიგი დიდი ვარდების თაიგული ეჭირა. მის გრინი თავის მერს მოშორდა და ტობიასთან მივიდა.

''რით შემიძლია დაგეხმარო ძვირფასო?'' თბილად ჰკითხა.

ტობიმ ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი და შიშით შეხედა მასწავლებელს.

''ესენი..'' ვარდების თაიგული მაღლაასწია. ''ჟენევიევას უნდა მივცე.''

ყველას ყურადღება წამში ჩემსკენ იყო მომართული. ტობიმ თვალი ბავშვების მზერას გააყოლა და მე შემომხედა.

'ჟენევიევა!'' დაუყვირა და მისი პატარა ფეხებით ჩემსკენ გამოიქცა.

მთელი კლასი მის გრინის ჩათვლით ინტერესით უყურებდა პატარა ბიჭს.

ნელა ავდექი ჩემი მერხიდან და ტობის გავუღიმე.

''გამარჯობა ტობი!'' ვანიშნე.

პატარამ ჩაიხითხითა როდესაც მისი სახელი გამოვხატე. ყურში ჩემი კლასელების ჩურჩული ჩამესმოდა, ჩემზე ჭორაობდნენ, მუნჯურ ენაზე, მაგრამ არ მადარდებს. ჩემი ყურადღება პატარა ბიჭისკენ იყო მიმართული რომელიც ჩემს წინ იდგა.

მის წინ ჩავიმუხლე, როგორციქნა მის გრინმა ხმა ამოიოღო.

''რახდება?''

ტობიმ ონავრულად ჩაიცინა და მკითხა.

''არგინდა ვარდები გამომართვა?''

გავიღიმე და თავი დავუქნიე. გახარებულმა ტობიმ მოწყვეტით ჩააგდო ვარდების თაიგული ჩემს გაშლილ ხელებში. საოცრად კარგი სურნელი ჰქონდა. მანამ სანამ ჩემი ყურადღება ვარდებზე იყო მიმართული ტობიმ დაილაპარაკა.

''დაააააააააა..'' ბოლო ასო გაწელა. ''მოხარული ვიქნები თუ გარეთ გაიხედავ!''

ისევე როგორც სხვების ჩემი ყურადღებაც ფანჯარამ მიიბყრო. ფეხზე წამოვდექი, ვარდები ჩემს მერხზე დავდე და ტობი ხელში ავიყვანე. ერთად გავიარეთ მერხებს შორის და ფანჯარასთან მივედი.

ბალახზე ჰარი იჯდა, სახეზე ნაცნობი ეშმაკური ღიმილი ჰქონდა აკრული და მე მიყურებდა. სტუდენტები ფანჯარას მოაწყდნენ და ჩურჩული დაიწყეს.

ჰარიმ ორივე ხელი მაღლა ასწია და 'ჩემს ენაზე' მანიშნა.

''ჩემთან სახლში მოხვალ?''

თავისუფალი ხელი პირზე ავიფარე და ჩუმად დავუქნიე თავი.

''რა თქვა?'' ფიქრებიდან ქალის ხმამ გამომაფხიზლა.

ტობიმ ჩიახითხითა და უპასუხა.

''ჟენევიევა ჩვენთან დაპატიჟა!.''

მთელი კლასი აჩურჩულდა, არა კიარ ჩურჩულებდნენ უკვე ხმამაღლაც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამ მომენტში არაფერი არ მადარდება. ისევ ჰარის გავხედე. თბილად მიღიმოდა, შემდეგ ისევ ასწიახელები და მანიშნა.
18
რამონიმე წუთის შემდეგ ჰარის მოვშორდი, მაგრამ არა ძალიან, სულ ცოტათი. მისი სხეულის სიმხურვალე მეც მათბობდა.

''ახლავე დავბრუნდები.'' მითხრა ჰარიმ. '' შეგიძლია ტობი მანქანასთან მიიყვანო?''

პატარა ბიჭს დავხედე რომელიც შიშით და გაუგებრობით სავსე მზერით მოგვჩერებოდა. ნელა დავუქნიე თავი და ტობის ხელი ჩავკიდე. ჰარიმ მანქანის გასაღები ხელში მომაჩეჩა და სკოლისკენ წავიდა.

''კარგად ხარ ჟენევიევა?'' მკითხა ტობი როდესაც ჰარის შავი მანქანისკენ წავედით.

ნელა დავუქნიე თავი. მანქანის კარი გამოვაღე და ტობი შიგნით ჩავსვი, თან ღვედი შევუკარი. კარი მივხურე და მე თვითონ წინ, მგზავრის მხარეს დავჯექი. ისევ ვგრძნობდი რომ ცრემლები ლოყებს მისველებდნენ მაგრამ ვარჩიე დამეიგნორებინა.

''ბაღში უნდა წამიყვანოთ?'' მკითხა ტობიმ თან ვგრძნობდი როგორ ურტყავდა ფეხებს სავარძლებს.

მისკენ მივტრიალდი.

''ჯერ არვიცი. ჰარი რომ მოვა ვნახოთ რას იტყვის.''

ტობიმ თავი დამიქნია და ფეხების აქეთ-იქით ქნევა განაგრძო. მოვტრიალდი და ღრმად ამოვსუნთქე. ახლა უკვე ნათელი გახდა ჩემთვის რომ ჰარი საშინლად მჭირდებოდა. ჰარი ჩემი ძალა იყო, მაგრამ ამავე დროს სისუსტეც.

''მის აბლის ველაპარაკე.'' ფიქრებიდან ჰარის ხმამ გამომაფხიზლა. მანქანაში ჩაჯდა და საჭეს ხელები დაადო. სახეზე შევხედე, სუსტად იღიმოდა.

''დღეს შეგიძლია უკან არ დაბრუნდე.'' დაიჩურჩულა და თვალებიდან თმა გადამიწია. ''მის აბლმა გაგანსუფლა.''

ნელა დავუქნიე თავი და ტობის გავხედე რომელიც მე და ჰარის გაკვირვებული თვალებით მოგვჩერებოდა. ჰარიმ ჩემი ზურგჩანთა ნელა დამიდო მუხლებზე, ისე რომ ვარდებს არ შეხებოდა. ეს რომ გააკეთა მთელი სხეული გამეყინა.

კლასში შევიდა მხოლოდ იმის გამო რომ ჩემი ნივთები წამოეღო, ანუ ლინდსის და მის ეშმაკ 'დაქალებსაც' შეხვდა.

''ჩემი ნივთები როგორ წამოიღე?'' ვანიშნე.

ჩაიცინა და მანქანა დაძრა.

''ამაზე არ იფიქრო.'' მითხრა და ტობის მიუბრუნდა. ''ბაღში წასასვლელად მზად ხარ?''

ტობიმ თავი დაუქნია, თან პატარა სახეს ნათელი ღიმილი უმშვენებდა.

''შეიძლება ჟენევიევაც წამოვიდეს?''

ჰარიმ მანქანა გზაზე გაიყვანა და მე გამომხედა. გავუღიმე და თავი დავუქნიე. ცალი ხელი საჭეს მოჰკიდა ცალი კი ჩვენს შორის დადო. ზუსტად ვიცოდი რაც უნდოდა მაგრამ მე არვიცოდი ამისთვის მზად ვიყავი თუარა.გუშინ დედაჩემს ვუთხარი რომ ჰარის მიმართ გრძნობები მქონდა. ახლა დარწმუნებული ვარ რომ ჰარისაც აქ ჩემს მიმართ გრძნობა.

''წამოდი ტობი!'' თქვა ჰარიმ და მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ უკვე ტობის ბაღთან მივსულიყავით.

ჰარიმ კარი გააღო და ტობის გადმოსაყვანად უკანა კარი გამოაღო. მეც გადავედი მანქანიდან და მანქანის წინ დავდექი, ჰარის და ტობის ველოდებოდი. როდესაც ტობი ბოლოსდაბოლოს გადმოვიდა მანქანიდან ჩემსკენ წამოვიდა და ცალი ხელი ჩემსკენ ამოწია რომ ჩამეკიდა. მეორე ხელი ჰარის მოჰკიდა ასე რომ ჩემსა და ჰარის შუაში იდგა.

''დღეს ხატვის გაკვეთილი გვაქვს!'' ჩაიხითხითა ტობიმ.

ჰარიმ გაიცინა და თავის პატარა ძმას დახედა.

''მართლა?! რა მაგარია. იცოდე შენს ნახატებს ველოდები!''

როდესაც ბაღს მივუახლოვდით შევნიშნე რომ ბავშვების მშობლები უცნაურად გვიყურებდნენ.

''უბრალოდ დააიგნორე.'' გადმომიჩურჩულა ჰარიმ.
სუსტად გავუღიმე.

''დილამშვიდობისა მის გარდნერ!'' ერთხმად ტქვეს ტობიმ და ჰარიმ.

''დილამშვიდობისა ჰარი.'' უპასუხა ახალგაზრდა მასწავლებელმა და ჰარის გაუღიმა შემდეგ ტობის დაჰხედა და მასაც გაუღიმა. ''დილამშვიდობისა ტობი.''

შემდეგ ჩემსკენ გამოიხედა და სახეზე გაურკვევლობა აღებეჭდა.

''ეს ჩემი მეგობარია.'' უთხრა ჰარიმ როდესც მიხვდა რომ მასწავლებელმა ვერ მიცნო. ''დღეს რაღაც გეგმები გვაქვს ასე რომ მე და ტობის გამოგვყვა.''

მასწავლებელმა თავი დაუქნია და ისე გაიღიმა თითქოს არ სჯეროდა ჰარიმ რაც უთხრა.

''კარგით.'' თქვა მან და ხელი ტობის გაუწოდა. ''წამოდი ტობი, მოვემზადოთ!''

ტობიმ ოროვეს ხელი გაგვიშვა და კლასში შესვლა გადაწყვიტა მაგრამ ჰარიმ ორივე ხელში მაგრად მოიქცია, ჩაკცნა და მხოლოდ მერე გაუშვა.

''კარგად ჰარი!'' ჩაიხითხითა ტობიმ.
ჰარიმ შუბლზე აკოცა.

''კარგად ციყვო, მოგვიანებით გნახავ.''

ტობი ჰარის მოშორდა და მე ჩამეხუტა. ამის შემდეგ კლასში შევარდა და მე და ჰარი მარტო დაგვტოვა გარეთ.

''წამოდი.'' მითხრა ჰარიმ და მანქანისკენ გამიძღვა.

როდესაც მანქანაში ჩავჯექით ჰარიმ მე შემომხედა.

''ახლა საით?'' მკითხა.

მხრები ავიჩეჩე.

''ჩემს სახლში? დედაჩემი სამსახურშია.'' ვანიშნე.

ჰარი წამით გაჩუმდა და შემდეგ თავი დამიქნია.

''თუ შენ გინდა წასვლა მაშინ კარგი.''

თავი დავუქნიე და ჰარიმ მანქანა დაძრა. ჰარიმ იგივე მოქმედება გაიმეორა რაც რამოდენიმე ხნის წინ გააკეთა. ხელი ჩვენს შორის ცამოდო. მაგრამ ახლა მე აღარ დამიიგნორებია ეს მოქმედება. ჩემი ხელი მისას ზემოდან დავადე, რაწამსაც ეს გავაკეთე ჰარიმ იმწამს ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა.

სახეზე ღიმილი გადაეკრა.

''მოვედით.'' ჩაიბუტბუტა და მანქანა ტროტუართან გააჩერა.
ხელი ჰარის ხელს მოვაშორე და ჩემი თაიგული და ზურგჩანთა ავიღე. ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და კარი გავაღე.

ზურგჩანთა შესასვლელიშივე დავაგდე იატაკზე და სამზარეულოში შევედი. კარადიდან ლარნაკი გამოვიღე, წყლით ავავსე და ვარდები შიგნით ჩავაწყვე.

''ძალიან ლამაზებია.''
ჰარის ცხელ სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი. ხელები მუცელზე მომხვია და ნიკაპი მხარზე დამადო.

''შენსავით.''

ჩავიცინე, მისი ხელებიდან განვთავისუფლდი და კიბეებზე ავირბინე. ჰარის ნაბიჯების ხმა მესმოდა, უკან მომყვებოდა. ორივე ჩემს ოთახში შევედით.

''ჩვეულებრივია.'' თქვა ჰარიმ როდესაც ოთახი შეათვალიერა.

გავიღიმე და ჩემს პუფში ჩავჯექი, თან ჰარის ვუყურებდი რომელიც ჩემს ოთახს ათვალიერებდა.

ყველაფერს ათვალიერებდა, ყოველ წვრილმანს. ჩემს კომოდთან მივიდა რომელსაც ტავზე სარკე ემაგრა. კომოდზე რამოდენიმე ჩემი ზედა ეგდო, რბილად გადაუსვა ნაჭერს თითები და ასე გაუყვა გზას ჩემს საწოლამდე. შემდეგ ხელი რბილ მატრასზე გააცურა და ჩემს აიპოდსაც მისწვდა.

თითი ეკრანზე დააჭირა და ჩემს მუსიკების სიას ჩამოუყვა. რამოდენიმე წამის შემდეგ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა ჩართო და ხმას აუწია. როდესაც მუსიკის ტექსტის პირველი სიტყვები გაისმა ჰარი მე მომიბრუნდა.


''ჩემთან ერთად იცეკვებ?'' მკითხა და ხელი გამომიწოდა.

ფეხზე წამოვდექი და ჩემი ხელი მისას ჩავკიდე. ჰარიმ დრო იხელთა და უფრო ახლოს მიმიზიდა მისკენ. ნაზად შემომხვია ხელი წელზე მე კი კისერზე შემოვხვიე ხელები. ნელა დავიწყეთ აქეთ-იქით მოძრაობა ედ შეერანის მუსიკის თანხლებით.

თვალები დავხუჭე და თავი ჰარის მკერდს მივადე. ჰარიმ უფრო მაგრად მომიჭირა და ნიკაპი თავზე დამადო.


ცოტახნის შემდეგ ჰარიმ ხელები წელიდან მომაშორა და ნელა ამოასრიალა მაღლა. წამის შემდეგ ვიგრძენი როგორ შეახო ორი თითი ჩემს ნიკაპს და მისთვის შემახედვინა. მისი მკრთალი მწვანე თვალები ჩემს სახეს იკვლევდნენ. ნელა მომიახლოვა სახე და მისი ტუჩები ჩემსას გაეხახუნა.

''შეიძლება გაკოცო?'' დაიჩურჩულა და მისი პირიდან გამოსული ჰაერის ნაკადი ჩემს ტუჩებს დაეცა.

ახლა უკვე ვიცოდი რატომ ეშინოდა ასე ძალიან. იცოდა რა საშინელი რეპუტაციაც ჰქონდა სკოლაში, უნდოდა ჩემთვის დაენახვებინა რომ ისეთი არ იყო როგორსაც ახასიათებდნენ. ალბათ ეს შეძლო კიდეც რადგან მისგან თავის შორს დაჭერის სურვილი აღარ მიჩნდება, პირიქით.

ყოველთვის მაინტერესებდა

როგორი იქნებოდა ჩემი პირველი კოცნა?

ჩემი პირველი რისკი?

ჩემი პირველი ბედნიერება?

ჩემი პირველი სიყვარული?

ახლა ამ ყველაფერზე პასუხი მაქვს. ახლა ჩემი პირველი სიყვარული წინ მიდგას და არსად წასვლას არ აპირებს. ვიცოდი რომ რასაც ხალხი მასზე ამბობდა ტყუილი იყო. ის თბილი, თავმდაბალი და გულ გატეხილი ბიჭი იყო რომელიც ბედნიერებას იმსახურებდა.

თითის წვერებზე ავიწიე და ჩვენს შორის ის მცირე თავისუფალი ნაწილიც კი შევამცირე რაც აქამდე იყო. როდესაც ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს სხეულში ფეიერვერკებმა. ხელები ლოყებზე დამადო მე კი უფრო მაგრად მოვხვიე ხელები კისერზე. მისი ტუჩები რბილი და თბილი იყო. ისე ნელა და სათუთად მკოცნიდა თითქოს ეშინოდა არ გავმტყდარიყავი.

თითქოს დრო გაჩერდა. შემეძლო რამოდენიმე საათი გაუნძრევლად ვმდგარიყავი ამ ადგილზე, ჰარის მკლავებში მოქცეული და გარესამყაროს მოწყვეტილი.

ერთ რამეს მივხვდი. ჰარი ჩემი იყო და ყოველთვის იქნებოდა.

19
''ჟენე.'' დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა. ''ჰარი მოვიდა.''

უკვე ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მე და ჰარიმ ერთმანეთს ვაკოცეთ.
ამ დღის შემდეგ, ყოველდღე მე და ჰარი ერთად დავდივართ სკოლის დერეფნებში ხელი-ხელ ჩაკიდებულები. სტუდენტები გაშტერებულები მოგვჩერებოდნენ და თან ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ჰარი კი ამ ყველაფერს უბრალო თავმომწონე ღიმილით პასუხობდა.
დღეს გამოსაშვები საღამოა, სკოლაში ყოველი წლის ბოლოს იმართება. რაღათქმაუნდა ჰარი ჩემი კომპანიონია ამ საღამოს.
და აი, ახლა სარკის წინ ვდგავარ ჩემს თავს შევყურებ.

თავი გავაქნიე, სარკეს მოვშორდი და კარი გამოვაღე, ჩუმად გავიხედე გარეთ. დედაჩემი და ჰარი სასადილო ოთახში იჯდნენ, დედაჩემი ჩემგან ზურგით იჯდა, ჰარი კი მის წინ ასე რომ კარგად ვერ ვხედავდი ჰარის, მხოლოდ მისი არეული ხუჭუჭა თმა შევნიშნე,

კარი გავაღე და და ოთახში შევაბიჯე. ჰოლი გავიარე და მისაღები ოთახის კართან დავდექი, ორივემ შემნიშნა და ფეხზე წამოდგა.

''ჟენევიევა.'' წამობურტყუნა ჰარიმ.

დედაჩემს გავხედე, მწვანე თვალები ცრემლებით ავსებოდა.

''ძალიან ლამაზი ხარ.'' მითხრა და ხელები მაჯებზე მომკიდა, გამიღიმა. შემდეგ ჰარის მივუბრუნდი. უხმოდ მოვიდა ჩემთან და როგორცკი მომიახლოვდა სახეზე ნაცნობი მომხიბვლელი ღიმილი გადაეკრა. შავი ჟაკეტი, თეთრი მაისური და შავი შარვალი ეცვა.

''ჟენევიევა.'' დაიჩურჩულა, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მომელამუნა. ''ჩემი მშვენიერი ჟენევიევა,''

ხელები მაგრად მომხვია წელზე და მისკენ მიმიზიდა.
გვერდიდან დედაჩემის მოგუდული ტირილის ხმა მესმოდა.

ჰარის მოვშორდი და ვანიშნე.

''შენ კი სიმპატიური ხარ ჰარი. ''

ლოყები ოდნავ წამოუწითლდა.

ხელი ხელზე მომკიდა და ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა.

''ეს შენთვისაა.'' გაიღიმა, მაგიდიდან პატარა თეთრი კოლოფი აიღო და გახსნა.

ყუთში ერთგვარი სამაჯური იყო რომელსაც შუაში თეთრი ვარდი ჰქონდა მიმაგრებული. (ლაპარაკია ასეთ 'სამაჯურზე' pacman emoticon http://imgs.inkfrog.com/pix/fixrepairs456/13007594.jpg ) ნელა გამიკეთა ხელზე სამაჯური, კოლოფი კი ისევ მაგიდაზე დადო. ხელი ჩამკიდა და ჩვენი ხელები ერთმანეთში ახლართა.

''მის, თქვენი ეტლი გელით.'' გაიცინა და ხელით გარეთ მიმანიშნა.

გამეცინა და წინა კარისკენ გავყევი. ვგრძნობდი რომ უკან დედა მოგვყვებოდა თუმცა ახლა მთლიანად ჩემს გვერდით მდგომ ბიჭზე ვიყავი გადართული და ყურადღებას ვერ მივაქცევდი.

''ძვირფასო, შეიძლება ერთი წუთით დაგელაპარაკო?'' მკითხა დედაჩემმა.

''წავალ, მანქანას დავძრავ.'' მითხრა ჰარიმ, გამიღიმა და სახლიდან გავიდა.

როგორცკი ჰარიმ სახლი დატოვა დედაჩემი მობრუნდა და ჩემს წინ აისვეტა.

''მინდა ამაღამ ფრთხილად იყო.'' მითხრა და ხელები ერთმანეთს მიაბჯინა.

ღრმად ამოვისუნთქე. დედაჩემს როგორმე უნდა 'მოვაკეტინო' თუ მინდა რომ სახლიდან დროზე გავიდე და გამოსაშვებ საღამოზე არ დამაგვიანდეს.

დედამ ამოისუნთქვა და განაგრძო.

''ვიცი რომ ჭკვიანი გოგო ხარ მაგრამ ხანდახან ისეთ.-''

ხელები მაღლა ავწიე.
''დედა ჰარისთან არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ.'' შევაწყვეტინე.

დედამ ღრმად ამოისუნთქა და გაიღიმა.

''მხიარულებას გისურვებ ჟენე. ნეტავ მამაშენი აქ იყოს და გხედავდეს რა ლამაზი ხარ.''

ვიგრძენი როგორ დაეძაბა ხმა მამაჩემის ხსენებისას მაგრამ თავი ისე დაიჭირა თითქოს არაფერი მომხდარა.ხანდახან მეც ვოცნებობ რომ მამა ჩვენთან იყოს. არამარტო მამა, ჩემი დაც და ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდეთ, მაგრამ ეს ოცნებაა რომელიც არასდროს ახდება. მინდა მამა აქ იყოს, მითხრას რომ მე მისი პრინცესა ვარ, მითხრას რომ ვუყვარვარ. არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ მე და დედაჩემს გვიღალატა. ის ყოველთვის მამაჩემი იქნება.

დედაჩემი გვერძე გაიწია მე კი კარი გავაღე. ჰარი მანქანას მიჰყრდნობოდა და ტელეფონში რაღაცას წერდა. მივუახლოვდი და წამსვე მომაბყრო მწვანე თვალები. მგზავრის მხარეს წინა კარი გამომიღო და გამიღიმა.

''ჩემი იმედი გქონდეს მისის დაუსონ.'' ჰარიმ დედაჩემს უთხრა და გაუღიმა რომელიც კარის ზღურბლზე იდგა.

დედამ თავი დაუქნია. ჰარიმ მანქანა დაძრა და სკოლისკენ წავიდა. როდესაც ჩემი სახლი ჰორიზონტს მიეფარა მოვეშვი. დედაჩემის წინ ჰარისთან 'კონტროლქვეშ' ვიყავი.

როდესაც ჰარიმ მანქანა სკოლის ეზოში შეიყვანა გარშემო მიმოვიხედე, სკოლიდან უკვე ისმოდა სტუდენტების ჟრიამულის ხმა. ჰარი მანქანიდან გადავიდა, მოუარა და კარი გამომიღო.

''მოვედით.'' გადმომიჩურჩულა და თან ხელი ხელზე მომკიდა და მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა.

თვალები გადავატრიალე. ჰარიმ ხელი წელზე მომხვია და სკოლისკენ გამიძღვა.

''ჟენე, ჰარი ორივე მშვენივრად გამოიყურებით.'' თქვა ნაცნობმა ბოხმა ხმამ.

კარებში არც მეტი არც ნაკლები დირექტორი ტეილორი იდგა და სტუდენტებს ეგებებოდა.

''გმადლობთ.'' უთხრა ჰარიმ და შიგინით შემიძღვა.

წვეულება სპორტის დარბაზში იმართებოდა. მუსიკის ხმა კორიდორშიც კი აღწევდა.

''შეხედეთ აქ ვინაა.'' გავიგე წრიპინა ხმა რომელიც ჩვენი მიმართულებით მოდიოდა. ''სრულყოფილი პატარა ჟენევიევა და მისი პატიმარი შეყვარებული.''

თავი უკან შევატრიალე და ლინდსი და მისი დაქალები დავინახე რომლებიც ჩვენგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგნენ. თითოეულ მათგანს გვერდით ბიჭი ახლდა. ლინდსის პირიდან წარმოთქმული ჩემი სრული სახელი ისე გაისმა ჩემს ყურებში როგორც დაფაზე ჩამოსმული ფრთხილები.

''უბრალოდ დააიგნორე.'' ჩამჩურჩულა და მისკენ შემაბრუნა. ''ამაღამ უნდა ვიმხიარულოთ.''

თავი დავუქნიე და ცალი ხელი ჰარის წელზე მოვხვიე და გვერდულად ჩავეხუტე.

''წამოდი შევიდეთ.'' მითხრა მან.
ნელა შევედით შიგნით. მთელი დარბაზი ჩაბნელებული იყო, მხოლოდ პატარა თეთრი წერტილები მოძრაობდნენ გაშმაგებით საცეკვაო ადგილას. საცეკვაო მოედნის გარშემო მაგიდები იყო დალაგებული და ლარნაკებში ლამაზად იყო წითელი და თეთრი ვარდები ჩალაგებული. ჭერზე სხვადსხვა ფერის ნათურები იყო გაბმული და სფერადი ლენტები ემაგრა.

''აქაურობა ძალიან ლამაზია.'' ვანიშნე ჰარის როდესაც დარბაზის შუაგულს მივაღწიეთ.

''შენ ვერ შეგედრება.'' გადმომიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა. ''ჩემთან ერთად იცეკვებ?'' მკითხა ჰარიმ როდესაც წყნარი მუსიკა ჩაირთო.

თავი დავუქნიე და ჰარი საცეკვაო მოედანზე გამიძღვა. ხელები კისერზე შემოვხვიე, ზუსტად ისე როგორც ჩემს ოთახში ორი კვირის წინ. თავი ჰარის მკერდზე მედო მას კი ნიკაპი ჩემს თავზე ედო. ვგრძნობდი როგორ გვიმზერდნენ შურით და ბოღმით სავსე თვალებით სტუდენტები.

როდესაც მუსიკა დამთავრდა მე და ჰარი საცეკვაო მოედნიდან გავედით და ერთ-ერთ მაგიდასთან მივედით.

''ეს სიმღერა მიყვარს.'' ვანიშნე როდესაც სკამზე ჩამოვჯექი.

ჰარი ჩემს გვერდით ჩამოჯდა.

''მეც.''

თვალები ჰარის მოვწყვიტე და იმ სტუდენტებს შევხედე რომლებიც გიჟებივით ცეკვავდნენ. ველურების ხროვას ჰგავდნენ.

თუმცა ეს ხომ 'თინეიჯერული ასაკია'..

ახლა, ეს ღამე თითქოს ნამდვილი სამყაროდან გაქცევის ერთადერთი საშუალება იყო. ეს იყო ღამე როდესაც შემეძლო დამევიწყებინა რომ მე მათნაირი არვიყავი და ნაკლი მქონდა.

''რაზე ფიქრობ ჟენევიევა?'' მკითხა ჰარიმ და ხელი ფეხზე დამადო.

''თავისუფლებაზე.'' ვანიშნე და მხრები ავიჩეჩე. ''სასმელს მოვიტან.''

ჰარიმ თავი დამიქნია, სკამზე გასწორდა და ტელეფონი ამოიღო. ვიცოდი რომ მის და-ძმაზე ნერვიულობდა. მიუხედავად იმისა რომ დედამისი სახლში იყო მაინც დარდობდა მათზე.

სასმელებით სავსე მაგიდასთან მივედი, ცარიელი ჭიქა ავიღე და ღვინის დასხმა დავიწყე.

''ვხედავ შენს პატარა შეყვარებულს დაუტოვებიხარ.'' მომესმა ხმა უკნიდან.

შევბრუნდი და ამსაღამოს უკვე მეორედ შევეჩეხე ლინდსის. მისი თვალები ჩემს ტანისამოსს იკვლევდნენ.

''რა გინდა ლინდსი?'' ვანიშნე ლინდსის ისე რომ მისთვის გასაგები ყოფილიყო.

''შენი იდიოტური ენა არ მესმის ვივ.'' თქვა ლინდსიმ და ჭიქა ხელიდან გამომართვა. ''ფიქრობ რომ შეგიძლია ჩვეულებრივ მოხვიდე ჩ ე მ ს სკოლაში და ყველაფერი წყალში ჩაყარო?''

გარშემო მიმოვიხედე, თითქოს ვცდილობდი ლინდსის რებუსებით ლაპარაკი ვინმეს დახმარებით გამეშიფრა.

''ჰარი ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი. იმას იტყოდა და გააკეთებდა ხოლმე რასაც მე ვეტყოდი.... მანამ სანამ შენ არ გამოჩნდი. ამის შემდეგ ზედაც აღარ მიყურებს. შენი შეყვარებული, მოთამაშეა და მეტი არაფერი. შენ კი მისი შემდეგი სათამაშო ხარ.''

ბოლო სიტყვა დაასრულა თუარა ჭიქა ასწია და ღვინო კაბაზე გადამასხა. წამშვი ყველას ყურადღება ჩვენსკენ იყო მომართული. ჩემი ლურჯი კაბა ღვინოს მუქ ბორდოსფრად შეეღება და სულ დაესველებინა. ლინდსიმ დრო იხელთა და ბავშვების ბრბოში გაძვრა.

''რამოხდა?'' მკითხა ჰარიმ და ჩემს წინ აისვეტა, ჩემი ხელი მისაში მოიქცია.

მომენტალურად მოვიცილე მისი ხელი და ვანიშნე.

''მომშორდი.''

ჰარიმ გაოცებულმა შემომხედა.
''რა გავაკეთე?''

ყბა დამეჭიმა, ვიგრძენი როგორ დამისველდა თვალები ცრემლებით მაგრამ თავს ვძლიე და არ ვიტირე.
'' შენ დალინდსი ერთად იყავით?'' გაბრაზებულმა ვანიშნე.

ცალი ხელით დოინჯი შემოირტყა და ცალი პირზე აიფარა გაოცებისგან.იმის მაგივრად რომ დაელაპარაკა ხელით მანიშნა.
''მან გითხრა?''
ამან უფრო გამაბრაზა. არ ჰქონდა უფლება რომ ეს ჩემგან დაემალა.
ჰარი ახლოს მოიწია და ხელები მხრებზე დამაწყო.

''შეიძლება ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ?'' გადმომიჩურჩულა .

მისი ხელები უხეშად მოვიშორე მხრებიდან და მკერდე ხელი ვკარი.

''ნუ მეხები!'' ვანიშნე, ''აღარასოდეს მომიახლოვდე!''

ჰარის ზურგი ვაქციე და სტუდენტების ჯგროში გზა გავიკვლიე. როდესაც დარბაზის კარს მივაღწიე უკან მოუხედავად გავიქეცი იქიდან.

''ჟენევიევა!'' დამიძახა ჰარი მდა ჩემი შეჩერება სცადა მაგრამ უფრო ჩქარა გავიქეცი. ''ჟენევიევა!''.

სკოლის კარი გავაღე და გარეთ გავედი. ღამის ცივი ჰაერი სახეზე მომელამუნა. ცრემლები. ვცდილობდი გავჩერებულიყავი და უარესად არ ავტირებულიყავი მაგრამ საპირისპირო გამომივიდა.

პატარა ჩანთიდან ჩემი ტელეფონი ამოვიღე და დედაჩემისთვის ესემესის მიწერა დავიწყე.

''შეხედე აქ ვინ გვყავს.'' მომესმა ბოხი, ხრიწიანი ხმა.
ამ ხმას წამში მოჰყვა მეორე ნაცნობი ხმა.
''სასიამოვნოა შენი აქ ნახვა.''

თავი მაღლა ავწიე და რაიანის და ლოგანის სხეულები დავლანდე რომლებიც ჩემს წინ იდგნენ. ალკოჰოლის სუნად ყარდნენ.

წამსვე უკან დავიწიე და მთვრალი თინეიჯერებისგან თავის დაღწევა ვცადე.

ლოგანმა ჩემსკენ რამოდენიმე დიდი ნაბიჯი გადმოდგა და ხელი მკლავზე ჩამჭიდა.

''ამჯერად ასე იოლად ვერ გამოძვრები.'' დაიჩურჩულა და მისკენ მიმიზიდა.

რაიანიც მოვიდა და ლოგანის გვერდით დადგა.

''ბოლოსდაბოლოს დავასრულებთ რაც დავიწყეთ,''
20
მანქანის უკანა სავარძელზე დამსვეს, რაიანი ჩემს გვერდით დაჯდა ლოგანი კი მანქანას მართავდა. სხეული მიკანკალებდა და თვალებზე ცრემლები მადგებოდა მაგრამ ვიკავებდი, მათ ჩემს ცრემლებს არ დავანახებ. წარმოდგენაც არ მქონდა სად მივყავდი მაგრამ დარწმუნებული ვარ სასიამოვნო ადგილი ნამდვილად არ იქნება.

მანქანაში ალკოჰოლის სუნი იდგა, დაბლა კი ბოთლებიც კი ეყარა.

ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე რომ ქუჩის განათებები ნელ-ნელა ქრებოდნენ, ასე შორს ქალაქიდან არასდროს ვყოფილვარ.

''რაიან.'' ლოგანმა მზერა გზას მოსწყვიტა და მე და რაიანს შემოგვხედა, '' '-ში მივდივართ არა?''

რაიანმა თავი დაუქნია და თავი საზურგეს მიადო.
''სხვაგან სად უნდა წავიდეთ.''

ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი, ამ 'Widow's Peak'-ზე ადრეც გამიგია რაღაც. ეს ღრმა ტყეებია, ქალაქიდან ძალიან შორს. გარშემო მიმოვიხედე და მზერა წინა სავარძელზე შევაჩერე რომელიც სანახევროდ ჩანდა. ჩემი ტელეფონიც წამოუღიათ როდესაც მე წამომიყვანეს.

გაქცევის გეგმა უნდა დავგეგმო, იფიქრე იფიქრე იფიქრე! ჯანდაბა, თავში არანაირი აზრი არ მომდის. ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. დამხმარე არავინ მყავს. ჩემი თავის 'გმირი' მეთვითონ უნდა ვიყო.

''მოვედით.'' თქვა ლოგანმა და მანქანა ცარიელ ადგილას დააყენა.

ლოგანმა კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა, რამოდენიმე წამის შემდეგ რაიანიც მიჰყვა. ერთად წავიდნენ და მანქანის წინ დადგნენ, რაღაცაზე გაცხარებულები საუბრობდნენ. ნელა გადავიხარე წინ და ჩემი ტელეფონი ავიღე. ლოგანისთვის და რაიანისთვის თვალის მოუშორებლად ჩავჭიდე ხელი კარის საკეტს და ნელა გავაღე.

ცივი ჰაერი მანქანაში შემოიჭრა და შემაჟრჟოლა. ნელა გადავედი მანქანიდან და ფეხი ფრთხილად დავადგი მიწაზე. დედაჩემის სიტყვები ცხადად მესმოდა. უნდოდა რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავი მე კი ?! ჯანადაბა!

ძალა მოვიკრიბე და მანქანიდან გადავედი. ორივე ფეხი მიწაზე მყარად დავდგი.

''ჰეი!''

დაიძახა რაიანმა როდესაც შენიშნა რომ გავრბოდი.

მათი ნაბიჯების ხმა მესმოდა, მე კი გიჟივით გავრბოდი. არასდროს ვყოფილვარ კარგი მორბენალი მაგრამ როდესაც ჩემს მდგომარეობაში ხარ შეიძლება საუკეთესო მორბენალსაც კი გაასწრო. ტელეფონი მაგრად მქონდა ჩაბღუჯული ხელში მაგრამ ვიცოდი რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსაფრთხოდ არ იქნებოდა. ტელეფონი ბრიუსჰალტერში ჩავიდე და სირბილი განვაგრძე.
''დაგიჭირე.''

ორი ხელი წელზე გველივით შემომისრიალდა და მიწიდან ამწია. ფეხების და ხელების ქნევა დავიწყე, ვცდილობდი ჩემს უკან მდგომი სხეულისთვის მომერტყა მაგრამ ამაოდ.

''ამის გაკეთება არ გვინდოდა.'' ჩაისისინა რაიანმა და ლოგანს გვერდი აუარა.

ლოგანმა ხელი სახეზე მომკიდა და დამიჭირა, მეორე ხელით პირი გამაღებინა და პატარა თეთრი ტაბლეტი ჩამიგდო.

''გადაყლაპე.'' მითხრა და პირი მომაკუმინა.

ტაბლეტმა ჩემს პირში გაიწყო გახსნა და მის თითოეულ კუთხეში უგემური გემო დატოვა. სხვა არჩევანი არ მქონდა, უნდა გადამეყლაპა რადგან უკან ვერ გადმოვაგდებდი, ლოგანის ხელი ჩემს პირზე მაგრად იყო აფარებული. ტაბლეტი გადავყლაპე.

''კარი გოგო ხარ.'' გაიცინა რაიანმა და უფრო მაგრად ამიკრა მის სხეულზე. ''უბრალოდ ცოტახნით მოვიცადოთ სანამ იმოქმედებს.''

ვიგრძენი როგორ მოიცვა ჩემი სხეული სისუსტემ, მუხლები მომეკვეთა თუმცა დადგომას ვცდილობდი. ამაოდ.

''ტკბილი ძილი.'' თქვა ლოგანმა და მომიახლოვდა.

რაც ძალი და ღონე მქონდა მოვიკრიბე და მრისხანედ მივაჩერდი ლოგანს.

ნელ-ნელა თავში სიმძიმე ვიგრძენი. ამ ყველაფერს ვეღარ მოვერიე, დავნებდი. ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.

* * *

პირველი რაც ვიგრძენი ის იყო რომ ცივ იატაკზე ვიჯექი. არა, ეს 'რაღაც' იატაკისთვის ზედმეტად უხეში იყო. თვალები გავახილე და იმ ხედს შევეჩეხე რომელსაც არ გავუკვირვებივარ. ხის გვერდით ვიწექი, მისი უხეში ზედაპირი კანზე მეხახუნებოდა და მიღიზიანებდა.

ლოგანის და რაიანის ხმები მესმოდა, ჩემგან არცისე შორს მაგრამ განძრევას ვერ ვბედავდი.
თავში ახლა მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა. როგორმე უნდა გავიქცე.

''შეხედე ვინ გაიღვიძა.'' ლოგანის უხეშმა ხმამ გამომაფხიზლა.

ხელები მკლავებზე მომკიდა და წამომაყენა.
ჩემს წინ ჩაიმუხლა და სახიდან ტალახის მოწმენდა დამიწყო.
''ძალიან ლამაზი ხარ.'' დაიჩურჩულა, მისი პირიდან გამომავალი არყის სუნი მეცა და ნესტოები ამეწვა.

ლოგანის უკან გავიხედე და დავინახე რომ რაიანი ჩვენგან რამოდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და ჩვენ გვიყურებდა.

ლოგანმა ხელი ნელა ჩამისრიალა ბარძაყზე, ცხელი ხელი ჰქონდა და თითქოს კანსაცკი მიწვავდა. ჩემი გონება ყვიროდა რომ ამის უფლება არ უნდა მიმეცა, რომ რაიმე უნდა მომემოქმედებინა მაგრამ, რა?

ამჯერად ცრემლები ვეღარ შევიკავე, თვალები მაგრად დავხუჭე და ვიგრძენი როგორ ჩამომისრიალდა ლოყაზე ცრემლი.
''მორჩი ტირილს.'' დაისისინა ლოგანმა (გველი ეს gasp emoticon ) ''იცი რომ ეს ყველა გოგოს უნდა? ყველა გოგოს უნდა ჩემთან ყოფნა.''

მინდოდა მისთვის მეყვირა, მეყვირა რომ ცდებოდა, რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა ვერასდროს დამიმორჩილებდა. მეთქვა რომ სუფთა ნებიჭვარი და ნაძირალა იყო. მეთქვა რომ შეეწყვიტა ეს სულელური თამაში.

მაგრამ ამას ვერ ვიზავდი.

''ლოგან.'' რაიანმა სიცილით მიმართა ლოგანს. ''რატომ არ ვაძლევთ მას კიდევ ერთ შანსს? ამ ყველაფრის შესაწყვეტად?''

ლოგანმა სწრაფად გაჰხედა მის მეგობარს. გაკვირვებული სახით შეხედა.

''რაზე ლაპარაკობ?'' შეუღრინა, აშკარა იყო მისი მეგობრის იდეა არ მოსწონდა.

რაიანი ჩვენთან ახლოს მოვიდა და ლოგანის გვერდით დაიკავა ადგილი.

''რატომ არ ვუშვებთ თუ ასე ძალიან უნდა წასვლა?''

ლოგანს სახეზე ონავრული ღიმილი გადაეკრა, თითქოს მიხვდა რასაც ანიშნებდა რაიანი.

''კარგი იდეაა.''

წამს ორივე ბიჭი მე მომაჩერდა. ვიცოდი რასაც აკეთებდნენ. გაქცევის შანსს მაძლევდნენ. ეს უბრალო თამაში იყო. გასართობი თამაში.

თუმცა..

უნდოდათ რომ დამელაპარაკა, მეთქვა მათთვის რომ გავეშვი. ხმამაღლა.

''მიდი.'' ლოგანმა მაგრად მომიჭირა ხელი ფეხზე. ''თქვი.''

პირი გავაღე მაგრამ ვერაფერი ვთქვი. ვცდილობდი დამელაპარაკა, მინდოდა ხმა ამომეღო და ამ ჯოჯოხეთისთვის თავი დამეხწია მაგრამ ამაოდ.

შინაგანად ვყვიროდი. როგორც ყოველთვის.

რამოდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ პირი მოვკუმე და ბიჭებს მივაჩერდი. წამით ჩუმად იყვნენ თუმცა შემდეგ ხმამაღლა დაიწყეს სიცილი.

''რა სულელია.'' გაიცინა რაიანმა და ფეხზე წამოდგა.

თავს დამცირებულად ვგრძნობდი. თავი გამოუსადეგარი ნივთი მეგონა. თავი ასე სულელად არასდროს მიგრძვნია.

ლოგანმა მისი უხეში ხელებით თავი ამაწევინა. ჩვენი სახეები მხოლოდ რამოდენიმე ინჩით იყო დაშორებული.

''ვიცოდი რომ გინდოდა.''

შემდეგ უხეშად დააწაფა მისი ტუჩები ჩემსას. უხეშად ამოძრავებდა პირს. ეს კოცნა სრულიად განსხვავებული იყო ჰარის კოცნისგან.

წამის შემდეგ ლოგანი მომშორდა და მანქანისკენ წავიდა. არვიცოდი რას აკეთებდა მაგრამ არც მაღელვებდა. ხელი ჩემი ბრიუსჰალტერისკენ წავიღე დ ატელეფონი ამოვიღე.

ესემესის მიწერის თავი არ მქონდა.

პოლიციას ვერ დავურეკავდი რადგან ამისთვის დალაპარაკება დამჭირდებოდა.

დედასაც ვერ დავურეკავდი რადგან ის უსიტყვოდ პოლიციაში დარეკავდა.

მხოლოდ ჰარი დარჩა.

კონტაქრებს ჩამოვუყევი და ჰარის ნომერზე შევჩერდი. დავრეკე და ტელეფონი ყურზე მივიდე. ყოველი გასული სიგნალის ხმა ყურში ზედმეტად ხმამაღლა ჩამესმოდა და ყურს მატკიებდა. არ იღებდა. მიდი ჰარი, მიდი.

''ჟენევიევა?!'' წამის შემდეგ აიღო. ''შენ ხარ?''

მასთან აქამდე არასდროს დამირეკია ამიტომ ნერვიულობამ ამიტანა. პირი გავაღე, ხმის ამოღება ვცადე მაგრამ ვერაფერი ვთქვი. ვიგრძენი როგორ დამეძაბა მთელი სხეული. ეს უნდა გამეკეთებინა, როგორმე უნდა შემეტყობინებინა ჰარისთვის სად ვიყავი. ღრმად ამოვისუნთქე და ძალა მოვიკრიბე. ან ახლა, ან არასდროს.

''ჰ-ჰარი.''
დამუნჯებული 13 14 15 16 17 18 19 20



№1  offline წევრი კუსა ♥

აი ძალიან კარგია <3 ყველაზე განსხვავებული, თან რაც მთავარია დიდ თავებს დებ <3 გააგრძელეე <3 <3

 


№2  offline წევრი scarlet

მალე დადე რა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent