შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 1


18-05-2015, 18:05
ავტორი sopiko
ნანახია 8 766

ოთხად მოკუნტული ვიჯექი იატაკზე და ცრემლები ღვარღვარით ჩამოდიოდა. მასაც სიკვდილი უნდოდა, ღმერთს სთხოვდა ისიც წაეყვანა იქ შორს სადაც მისი ლამაზი ოჯახი იყო...
''მხოლოდ მე დავრჩი... მარტო...''-გაიფიქრა და გულზე თითქოს რაღაც მიაწვა.
-დედააა-ავქვითინდი ისევ.
-ნიტა ძვირფასო დამშვიდდი, ვიცი ძალიან გტკივა მაგრამ...-ჩემს დამშვიდებას ცდილობდა რუსო თუმცა თვითონაც ვერ იკავებდა თავს ტირილისგან.
-როგორ დავმშვიდდე ჰა? აღარ შემიძლია მეტი... ამ ტკივილის ვეღარ გავუძლებ...-ვჩურჩულებდი მე.
-მომისმინე-შემანჯღრია მან რადგან ხვდებოდა რომ ისევ გული მიმდიოდა-შენ დაგტოვა ღმერთმა, შენი მშობლების ხსოვნას პატივი უნდა სცე, გავიდა უკვე 40 დღე, ადექი ფეხზე გადი საფლავზე, მოუარე, წაიღე ყვავილები, მერე კი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდი, ასე არ შეიძლება...-ჩამყვირა მან.
-რუსო როგორ არ გესმის რომ-შეწინაამღდეგება ვცადე მე მაგრამ არ დამაცადა ფეხზე ამაყენა და სააბაზანოში შემათრია.
-არ მინდა რუსო არ მინდა ის შეხება ჩამოვიშორო რომელიც დედამ და ჩემმა პატარა დაიკომ დამიტოვა, არ მინდა გთხოვ....-ვტიროდი მე თუმცა რუსო არ იშვებდა, ისიც შემოვარდა აბაზანაში რადგან მე გაქცევას ვცდილობდი და წყალი მოუშვა. ხვამაღლა ავკივლდი, ავტირდი მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევდა და სევდიანი თვალებით ცდილობდა გონს მოვეყვანე.

უკვე ლოგინში ვიწექი. თითქოს გათავისუფლებული მაგრამ ცარიელი... გულნატკენი და დადარდიანებული... ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული და დასუსტებული... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ღმერთმა ყველა განსაცდელი ერთად გამომიგზავნა, ცხოვრებამ აზრი დაკარგა და ჩემს სულშიც ბედნიერება გაქრა, სიცოცხლის წყურვილი გაქრა... ამის სანაცვლოდ მოგონებები ჩასახლდნენ ჩემს ყველა კუნჭულში და მტკივნეულად დაიწყეს წარსულის გახსენება...

...
-საყვარელო ვწუხვარ რომ არ მოდიხარ მაგრამ ხომ იცი ნიაკოსთვის ჰაერის გამოცვლა აუცილებელია-კიდევ ერთხელ მომიბოდიშა დედამ.
-დედა მეორე კურსს ვამთავრებ და გამოცდისთვის კარგად უნდა მოვემზადო, ხომ ჩემი ნებით ვრჩები. მიუხედავად იმისა რომ თქვენთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია უნდა ვისწავლო, მთავარია სწავლა, ხომ ასეა?-კიდევ ერთხელ ვცადე მეც მისთვის იმის დამტკიცება რომ ამჯერად მათთან ერთად ცემში ვერ წამოვიდოდი.
-თუ გგონია რომ სწორად იქცევი დარჩი-გამიღიმა დედამ და შუბლზე მაკოცა-ძალიან მოგვენატრები...
-კარგი რა დეე, ნუ იცი ხოლმე ასე, სამუდამოდ კი არ მიდიხარ, სულ ორი კვირით-შევაწყვეინე მე და დაღლილი რაღაც სისულელეების მტკიცებით ლოგინზე წამოვგორიდი.
-ჩემი ცუღლუტი გოგო-ლოყაზე მიჩქმიტა დედამ და მითხრა:კარგი ახლა ბარგს ჩამოვიტანთდა უნდა წავიდეთ, თორემ დაგვიღამდება და ხომ იცი მამაშენს ღამით მგზავრობა არ უყვარს-გარეთ გავიდა და მეორე სართულზე ავიდა.
-ნიტა, ნიტა-კისკისით ჩამოირბინა კიბეები ჩემმა პატარა დაიკომ, მე ხელები გავშალე და მისი მსუბუქი სხეული ჰაერში დავაბზრიალე.
-ნიტა შენ რატომ არ მოდიხარ?-თვალები აუცრემლიანდა პატარას-ლომ წალმოვიდგენ ლომ შენ არ იქნები, ლომ არ მეთამაშები...-მიხვდა რომ ძალიან გაუგრძელდა და დაასრულა-ძალიან მომენატლები.-თავისი სათუთი, ნაზი ხელები შემომხვია და ჩამეხუტა, მერე ყელში კოცნა დამიტოვა და გახარებული გავარდა გარეთ რადგან მამა შენიშნა.
-ნიტა საყვარელო აბა ჭკვიანად იმედია სახლს აფეთქებულს არ დაგვახვედრებ-გამიღიმა მამამ და ზურგზე ხელი მომითათუნა.
-მთლად ასეც არ ვისწავლი მაა-ეშმაკუნად გავუღიმე მე და გულში ჩავეკარი.
-დათა არ მივდივართ?-მომესმა დედის ხმა რომელიც ვერაფრით ვერ ხსნიდა საბარგულს და მუდარით სავსე თვალებით უყურებდა მამას, მე გამეცინა და კარის გაღებაში დავეხმარე. ნიაკო წინა სავარძელზე მოკალათებულიყო და გაუწყვეტლივ აჭერდა ხელს საჭეს რათა თავისი საყვარელი ''პიპინი'' მოესმინა. ბოლოს დედა ჩამეხუტა, მანქანაში ჩაჯდა და ისინი წავიდნენ... სამუდამოდ წავიდნენ...

...
ბალიში ცრემლებით დავასველე, რა რთულია საყვარელ ადამიანებთან დაშორება, ისინი საოცრად გენატრებიან და ნანობ იმ დაკარგულ წუთებს რომელიც მათთან ერთად არ გაატარე...

...
-რუსო გამოდი, მარტო ვარ და ''ვიმეცადინოთ''-დავურეკე რუსოს მაშინვე.
-ოჰ შე პატარა მაიმუნო... მოვდივარ...-ტელეფონში ჩამყვირა მან და წუთში ჩემთან გაჩნდა.
-ტყუილების თქმა რომ არ შეიძლება არ იცი?-მითხრა შემოსლისთანავე ისე თითქოს უმეტეს დროს მის სახლში არ ვატარებდე როცა ოჯახის წევრებს აიძულებს სახლში მარტო დატოვოს რადგან მეცადინეობა უნდა.
-ხოდა უნდა ვიმეცადინოთ-ვუპასუხე მე. დივანზე მოვკალათდით, წიგნები იქვე მივაგდეთ, ფილმი ჩავრთეთ და ჩვენი საყვარელი ტკბილეული დავიწყეთ წინ. გადაწყვეტილი გვქონდა ამ საღამოს კლუბში წავსულიყავით პირველად და აღარ ვიცოდით საღამომდე დრო როგორ გაგვეყვანა.
7 საათიც გახდა, საძინებელში გავვარდით რადგან ტანსაცმელი გამოგვეცვალა, კარგად გამოვიპრანჭეთ თმაც დავიხვიეთ და გარეთ გავვარდით. არ ვიცი რა განგება იყო თუმცა რატომღაც ავიკვიატე წამოსვლისას სარკეში არ ჩამიხედია მეთქი და შუა გზიდან სახლში დავბრუნდით. სახლში რომ მივედი სახლის ტელეფონი რეკავდა იქით ჩემი მობილური, თურმე მობილური დამრჩენოდა. თავში ხელი შემოვიკარი და ტელეფონს დავწვდი.
-ალო-გავინაზე ხმა.
-ნიტა შარაშენიძე ბრძენდებით?-ეს დასაწყისი რატომღაც არ მომეწონა.
-დიახ-აკანკალებულმა ვუთხარი მე.
-თქვენი ოჯახი ავტოკატასტროფაში მოხვდა, თბილისის ნომერ 55 მუნიციპალიტეტში მობრძანდით.
ამ სიტყვებზე არ გავთიშულვარ, არც გული წამსვლია, უბრალოდ გაუნძრევლად ვიდექი, მერე ჩანთა გამივარდა ხელიდან , ამ ხმაზე გონს მოვედი და გაოცებული რუსოსთვის არც შემიხედავს ისე გამოვვარდი გარეთ, მანქანა ავტოფარეხიდან გამოვიყვანე და გიჟივით გავვარდი იქ სადაც ჩემი საყვარელი ოჯახი მეგულებოდა.

...
მოგონებებმა თავისი ქნეს, ჩამეძინა თუმცა არ ვიცი ეს როგორ მოხდა, პირველად ვნახე სიზმარში ის რაც წარსულში მოხდა, ვნახე ის რასაც გონება დასტრიალებდა, დიახ ის საშინელი ღამე ვნახე როცა ჩემს ოჯახს გამოვემშვიდობე...

...
გიჟივით შევვარდი საავადმყოფოში, ექთანს ვკითხე სად იყო რეანემაცია და უკანმოუხედავად შევედი პალატაში. ველოდი...ველოდი რომ ჩემი მშობლებიც იქ იქნებოდნენ მაგრამ საწოლში მხოლოდ სუსტი პატარა არსება შევნიშნე... ეს იყო ჩემი პატარა დაიკო... ჩემი ნიაკო... ჩემი სიცოცხლე... ჩემი სიყვარული და... ჩემი ცრემლების მიზეზი... მივუახლოვდი და მის გაწამებულ სახეს შევხედე, როგორც მითხრეს მას ძლიერი ტკივილები არ სტანჯავდა, შინაგანი სისხლდენა ჰქონდა სწორედ ამიტომ გაძლო ''ამდენ ხანს''. ხელზე შევახე, იმ ხელზე რომელსაც ამ დილით ლოყაზე მითათუნებდა, თვალი გაახილა... არა, არ მომჩვენებია გაახილა და თავისი ლამაზი თვალებით გამომხედა...
-დაიკო...-ამოღერღა ის რის თქმასაც ამდენი ხანი ცდილობდა-მიყვალხალ დაიკო... ძალიან...-თუმცა ვეღარ დაასრულა, ალბათ ამ სიტყვების თქმასაც თავისი დარჩენილი სიცოცხლე ამოაყოლა, ერთი ამოისუნთქა და სული განუტევა. მისმა უცოდველმა სულმა ანგელოზების ფრთების ქვეშ ჰპოვა ადგილი. მე შევკრთი, ხელზე ხელი ისევ მოვკიდე, შემდეგ შევანჯღრიე, მერე ავტირდი მერე იატაკზე დავეცი და ღმამაღლა ვიყვირე:
-დაიკოოო-და მის უსულო სხეულს ჩავეკარი...

.........................................................
ახალი ისტორია დავიწყე... სათაური სერიალის აქვს მაგრამ მსგავსი არაფერია, ეს ისტორია ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. რაც შეეხება ჩემს წინა ისტორიას ვინც კითხულობდა, ისტორია დავამთავრე მაგრამმ არ ამიტვირთია ერთ დღესაც მთლიანად დავწერ და ავტვირთავ. იმედია მოგეწონებათ ჩემი ახალი მონაგონი... თქვენი აზრი დააფიქსირეთ: გავაგრძელო თუ არა? smile




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent