ბავშვობაში აღთქმული [სრულად]
ესეც შეპირებული სრული ისტორია, თავისი სახელებითურთ. მთელი სამი დღეა მოვწერ და დღეს დაადგა საშველი. ბავშვობის ეპიზოდი რალურ ფაქტებზეა აგებული. საშინლად რთული ყოფილა გახსენება და მერე დაწერა. იმედია გავამართლებ მოლოდინს!!! 888 ამბობენ, ყველაფერი ზეცაშია დაწერილიო. რაც გიწერია, ვერ აგცდებაო. ბედისწერას ვერსად გაექცევიო. მაინც იქ მიხვალ, სადაც შენი ადგილიაო და... ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. აი, მაშინ, მესამე თაობის მობილურები ახალი ხილი რომ იყო და თუ გქონდა, ყველაზე მაგარ ტიპად რომ ითვლებოდი. აი, მაშინ, შოუბიზნესი ჯერ კიდევ რომ ყვაოდა საქართველოში და ლექსენი რომ ჯობდა, ყველა ემინემს. თითქმის ყოველ თვე რომ ტარდებოდა კონცერტები და ბათუმი, ჯერ კიდევ შორს რომ იყო განათებულ ბულვარამდე. ზაფხული იყო... გაგანია აგვისტო, თავისი უცვლელი, მცხუნვარე მზით და გაუსაძლისი სიცხით. მე სასკოლო არდადაგები მქონდა, რომელსაც ბებიასთან, სოფელში ვატარებდი. უკვე მეოთხე კლასელად ვითვლებოდი და მეც მიხაროდა, დიდი მეგონა თავი. თბილისიდან ნათესავებს ველოდებოდით. ეს ჩვეულებრივი, ყოველწლიური ტრადიცია იყო, რომელსაც არაფრის დიდებით არღვევდნენ.მეც საშუალება მეცემოდა, მთელი ზაფხული ბიძაშვილთან ერთად გამეტარებინა. ჩემზე ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ მაინც მშვენივრად ვუგებდით ერთმანეთს. ხან სად დავდიოდით და ხან სად. სახლი მანამ არ გვახსენდებოდა, სანამ ცაზე ფერმკრთალი დისკო არ ამოყოფდა თავს. მაშინაც დაძალებით გვარიგებდნენ ოთახებში, იმის ძახილით, რომ ხვალ გავაგრძელებდით თამაშს. მამიდასთან, მეორე სოფელში რამდენიმე კვირით სტუმრობაც, ერთ-ერთი სავალდებულო ტრადიცია იყო. მისი შვილიც ყოველ ზაფხულს მანდ ატარებდა დროს და სტუდენტ მეგობრებსაც პატიჟებდა ხოლმე. თბილისელ ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ. ისვენებდნენ და თან ერთობოდნენ. იმ წელსაც ჰყავდა მამიდას სტუმრები. ყოველ წელს ჩემს მამიდაშვილს, ორი ბიჭი ჩამოჰყავდა. ყოველ წელს ორი სხვადასხვა ბიჭი. ალბათ ეს იყო მიზეზი... ან არც. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მოხდა. პირველი შეხვედრა, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს. არ მახსოვს, რანაირად გაგვაცნეს ერთმანეთი. არც ის, რა რეაქცია მქონდა. ან რა რექცია უნდა მქონოდა ათი წლის ბავშვს, რომელიც თოჯინების ასაკიდან ჯერ კიდევ არ გამოსულიყო. 12 წლის ბიძაშვილის, მაკოს 22წლის შეყვარებული კი, კამფეტად მიმაჩნდა, რომელიც საგულდაგულოდ უნდა დაგვემალა მამიდაშვილისგან. ისიც უნდა დაგვემალა, რომ გოგო 15წლისად აჩვენებდა თავს ბიჭს. მოკლედ, მე ერთი პატარა, საიდუმლოს შემნახველი, ჯერ კიდევ სამყაროს უნახავი ბავშვი ვიყავი, რომელიც თავისდაუნებურად გაეხვა დიდ, ძალიან დიდ შარში. 888 -აუ, რა მაგარი ხასიათის ბიჭია არა ლუკა?-სიცილით მომიჯდა გვერდზე მაკო და სტუმარი ბიჭების განხილვა დაიწყო. -ხო, რავიცი,-ავიჩეჩე მხრები. რა ვიცოდი მე, ბიჭის მაგრობა-არ მაგრობა. ბიჭი რა ხილი იყო, ის არ ვიცოდი მგონი. -ხო გოგო! აბა, ეგ დიტო, რა უჟმური ვიღაცაა,-აყვა მეორე ბიძაშვილი თაკო, თავისი პუტკუნობის გამო, ხშირად რომ გესლავდა ხალხს. -მაგას სალომე მოწონს,-საიდუმლოდ გვიჩურჩულა მაკომ და თავისი მესამე თაობის მობილური ჯიბეში დააბრუნდა. -არ არსებობს!-შეიცხადა თიკომ. -კი გოგო. არ იცოდი?-მაკომაც შეიცხადა. მე ჩუმად ვიჯექი და გაკვირვებული ვაცეცებდი თვალებს. ვერაფერი გამეგო. საერთოდ ვერაფერი. -სალომე ვინაა?-როგორღაც დავსვი კითხვა. -ილოს ნათესავი გოგო, როგორ არ იცი,-აიბზუა ტუჩი თაკომ და კვლავ ტელეფონში ჩაძვრა. -არ ვიცი,-ავიჩეჩე მხრები. მაინც ვერ გავიხსენე, ვინ იყო ჩემი მამიდაშვილის ნათესავი სალიმე. -ოოო, რა სულელი ხარ ნია,-აიქნია ხელი მაკომ,-აი, ჩვენი გვერდითა მეზობელი. -ააა, მივხვდი,-წამოვიძახე გახარებულმა. რა მიხაროდა, მე თვითონ არ ვიცოდი,-ეგ გოგო მოწონს? -ხო, აი ეგ,-დამიქნია თავი თაკომ და ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა,-მაინც ვერ ვხვდები რა მოეწონა მაგაში. -რა ვიცი ერთი,-მხარი აუბა მეორემაც,-უკეთესი გოგო ვერ ნახა? -ხო,-დავუდასტურე მეც. თუმცა, რომ გეკითხათ რატო არ მოგწონს ეგ გოგოო, ვერ გიპასუხებდათ ვერცერთი. მე მით უმეტეს. რადგან თქვეს არ არიო კარგი გოგო, მეც ასე მეგონა. ხომ უნდა დამეჯერებინა ჩემზე უფროსებისთვის, არა?! 888 მამიდასთან ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხან ვინ მოდიოდა, ხან ვინ. ხან ვის უნდოდა ფულის სესხება და ხან ვის. ბიძაჩემიც ყოველთვის გაშლილი ხვდებოდა ყველას. სხვას რომ დაჭირვებოდა, სახლს გაყიდიდა და არაფერს მოითხოვდა. კეთილი კაცი იყო ბიძაჩემი. მამაჩემი კი ამბობდა, სულელიაო ეგ. განა არ უყვარდა. ყველაზე მეტად უყვარდა სიძებს შორის, მაგრამ ყველაფერს რეალურად აღიქვამდა. პატიოსანი კაცია თამაზიო. ზედმეტად პატიოსანი და ცოდვა იქნება აქ საცხოვრებლადო. პატიოსანი კაცის ადგილი არაა ამ ქვეყანაზეო, ბიძაჩემზე ამბობდა და მართალიც იყო. საუბედუროდ მართალი. ხოდა, რას ვამბობდი!.. სახლში სტუმარი არ დაილეოდა, მაცივარში და საკუჭნაოში კი უმაღლესი ხარისხის საკვები. დამხმარეებიც ყავდა მამიდას. ორი დამხმარე. ერთი საჭმელს აკეთებდა, მეორე სახლის საქმეებს აწესრიგებდა. ჩემს გაზულუქებულ მამიდაშვილს კი თავადივით მისდიოდა რასაც მოისურვებდა ის. გათამამებული იყო ილო, ზედმეტად გათამამებული. რო დაადებდა თავს, დილით რომ გავიდოდა თავის ძმაკაცებთან ერთად, საღამოს ბრუნდებოდა სახლში. ამიტომ, ხშირადაც ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თუ ვხვდებოდით, მე სულ ჩუმად ვიყავი. აბა, რას ვიზამდი! ათი წლის ბავშვს, ისედაც მორცხვს, ისეთი რიდი მქონდა 21წლის ბიჭების, მთელი დღე ხმას არ ვიღებდი. მაკო და თიკო კი იცოცხლე! ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ. მე კი, მათ შორის ჩუმად ჩამჯდარი ვადევნებდი თვალს ბიჭებს. ეს მანამ, სანამ კონტაქტში შევიდოდი... მანამ, სანამ ბიჭების მიმართ რიდს დავძლევდი... მანამ სანამ... სანამ ერთ-ერთი მათგანი ჩემთვის ძალიან ცუდ თამაშს არ წამოიწყებდა, რომლის მთავარი მოქმედი პირი, სამიზნე ობიექტი მე ვიყავი. აი, სწორედ მანდ დაიწყო ყველაფერი!.. 888 -ნია, წყალი მომიტანე რა,-სავარძელზე გადაწოლილმი ილომ მთხოვა და დისტანციური მართვის პულტი ხელებში შეათამაშა. მე იმ წამს გამოვდიოდი ოთახიდან, "სარკით" ხელში. კარგიმეთქი, დავუქნიე თავი და სამზარეულოში გავედი. -ჩემი ჭკვიანი,-ლოყაზე მიჩქმიტა, როგორც კი ჭიქა გამოცალა და ხვნეშით აეყუდა საზურგეს. -ნია, რა კარგი გოგო ყოფილა! არ ვიცოდი,-ეშმაკური ღიმილით გადმომხედა ლუკამ. მე შემრცხვა. ვიგრძენი, როგორ გავწითლდი შექებისგან და გოგოების გვერდით დავიკავე ადგილი. ამჯერად "თბილისელებით" ხელში. -რამდენი წლის ხარ, ნია?-ჩემ გვერდით, სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა ლუკა და ინტერესით დამხედა. -ათის,-ჩუმად ვუპასუხე. -რომელ კლასში ხარ?-შეკითხვებს არ წყვეტდა. -მეხუთეში იქნება, შე ქლიავო! ანგარიში არ იცი?-უინტერესო სახით გადმოხედა ძმაკაცს დიტომ. -არა, მეოთხეში ვარ,-გადავაქნიე თავი. ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. აბა, რა იქნებოდა! ამხელა ბიჭები მე მელაპარაკებოდნენ. არასრულფასოვნებისკომპლექსი არ მაწუხებდა. უბრალოდ, ისეთ შეუძლებლად მიმაჩნდა, ოცდაერთი წლის ბიჭების ჩემით დაინტერესება რომ... მე მათ გოლიათებად მივიჩნევდი. ისინი მე-ბავშვად. მართლაც რომ ბავშვი ვიყავი. -შენ მაცადე რა ბავშვთან ლაპარაკი,-აუქნია ხელი ძმაკაცს,-შეყვარებული თუ გყავს ნია?-საიდუმლოდ მიჩურჩულა. -რა შეყვარებული,-ნერვიულად გავიცინე. -ნუ ებოდიალები ბიჭო რაღაცებს!-ეტყობა ილოც გვისმენდა,-ამის ტვინის არევაღა მაკლია. ერთი ეს დარჩა ნორმალური და. . -ოხ, ჩვენთან რა გინდა ერთი?-იწყინა მაკომ. -ჭკვიანად იყავით, რა მინდა და,-გამაფრთხილებლად გადმოხედა გოგოებს. -კაი, რა გინდა. დიდი გოგოები არიან უკვე,-გაიცინა ლუკამ და ლოყაზე მიჩქმიტა. 888 -ლუკა, შენ არ გყავს ძმა ან და?-ერთ საღამოს დედმამიშვილებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ყველა გარეთ ვიჯექით. ბიძაჩემს იქაური ბიჭებისთვის სპეციალური სკამები დაედგა გარეთ, ჭიშკართან. მზეს ან წვიმას რომ არ შევეწუხეთ, ნაცრისფერი ჟალუზებით გადაეფარათ. -არა, რათ მინდა ქონების მეწილე?-სიცილით აიქნია ხელი.-აი, დიტოს ყავს ძმა და მოუწევთ ბინის გაყოფა,-ხელი კრა, ტელეფონზე ჩაჩერებულს. -რა ეგოისტობაა, ღმერთო ჩემო,-გაინაზა თიკო. ერთ-ერთი ბიჭი მოსწონდა ჩვენ პუტკუნა ბიძაშვილს. ილოს მეზობელი. ორმეტრიანი ზურა. აი ზურას კი... ზურა პედოფილი არ აღმოჩნდა, თიკოსდა სამწუხაროდ. -ეგოისტი კი არა, ჭკვიანი ვარ,-შუბლზე მიიკაკუნა თითი,-აბა, ცოლს რომ მოვიყვან, მომიწევს ჩემი ოთხოთახიანის დატოვება და სოროში გადასვლა,-ჩვეული ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. გაკვირვებულმა გადავხედე აკისკისებულ გოგოებს, ბოლო წინადადებაზე თვალი რომ ჩამიკრა და ადგილზე მოვიფუზე. უკვე სერიოზულად მბოჭავდა, ჩემკენ მომართული ეშმაკური მზერა. -შენ ფეხი აღარ გტკივა, ხო?-სიცილით უთხრა თიკომ. -არა, გამიარა,-მასაც გაეცინა. -რა უდარი ქონია ისე, მაგ ბავშვს,-ჩაიცინა დიტომ და იმ წამს მოსულ სალომეს ახედა. -უარესის ღირსი იყავი, ისე,-ჩვეულებრივ სერიოზულ ზურასაც გაეღიმა. -ეეე, ვხუმრობდი! რა იყო ,-აიბზუა ტუჩი უკმაყოფილომ. -მაგარი სახუმარი კი გიპოვია,-აუქნია ხელი დიტომ. ვერაფერი გავიგე! რაზე ლაპარაკობდნენ, საერთოდ არ ვიცოდი. ყოველთვის უინტერესო ბავშვი ვიყავი. არ მაინტერესებდა სხვისი ამბები. ვინ რა თქვა, რა გააკეთა, სად წავიდა. ამიტომ, არასდროს არაფერი ვიცოდი. ახლაც იგივე შემთხვევასთან მქონდა საქმე. -აი, რო გაიზრდები, ცოლად უნდა მოგიყვანო!-ყურადღება არ მიუქცევია დიტოს საყვედურზე, ისე გადმოგვხედა გოგოებს. თიკოს და მაკოს სიცილი აუტყდა. მეც გამეცინა. თან გულიანად. -რა გაცინებს! მართლა გეუბნები,-ჩაგვიკრა თვალი. დაბნეულმა გადავხედე ბიძაშვილებს. ვერ მივხვდი ვისზე ამბობდა. -შენ გეუბნება, შენ!-კვლავ იცინოდა მაკო. -მე არა ის!-ავიქნიე ხელი გაოცებულმა. -შენ გეუბნები ნია. ცოლად უნდა მოგიყვანოოო!-გაწელა და წარბები აათამაშა. სირცხვილისგან ადგილზე ავიწურე. მოცინარ ბიჭებს რომ გადავხედე, მეც გამეღიმა. აბა, მე რა ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა. თორე ახლა, ყოველ დღე მომმართავდნენ მსგავსი წინადადებით! ილო იმ დღეს ეზოში არ გამოსულა. ალბათ ესეც იყო მიზეზი. აბა, ლუკამ, ან სხვა რომელიმემ, რა იცოდნენ მამაჩემის ამბავი. რა იცოდნენ, რა დამოკიდებულება ქონდა მსგავს ხუმრობებზე. არ უყვარდა მამაჩემს აცუნდრუკებული ხალხი... არც მსგავსი "თამაშები". ცუდად ამთავრებენ ეგენიო, ამბობდა. 888 -ნუ მიაქცევ ყურადღებას,-საღამოს მომიბრუნდა მაკო, დასაძინებლად რომ დავწექით. -ხო, ლუკა ეგეთი ტიპია. სულ ეგრე ეხუმრება ბავშვებს,-მხარი აუბა თიკომაც. არა, რანაირი სახუმარო თემა ეს იყო? თან ათი წლის ბავშვთან. პედოფილად შევრაცხავდი კიდეც იმ დროს, ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ მცოდნოდა. ან, საერთოდ რომ მცოდნოდა, მსგავსი ტიპის ადამიანების არსებობა. -აი, ილოს მეზობელი როა, თამუნა,-განაგრძო მაკომ,-მაგისთვისაც უთქვამს, რომ გაიზრდები ცოლად უნდა მოგიყვანოო და ისე ჩაურტყამს ფეხი მუხლში, ერთი კვირა მუხლადასიებული დადიოდზ თურმე. გოგოები იცინოდნენ. მეც მეცინებოდა. სასაცილო იყო აბა რა, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ლუკას ახალი სახუმარო თემა მე ვიყავი. -მერე?-დავსვი კითხვა,-მამიდამ რაო? -რა მერე, არაფერი. მაგის მერე არც ეკარება მაგ ბავშვს.-გაიცინა თიკომ,-მამიდა რას გაიგებდა. არაფერი უთქვამთ ბიჭებს. -ვითომ ფეხი გადაუბრუნდა,-აფხუკუნდა მაკო. -მე რატო მეხუმრება მერე?-თქვენ რატომ არ გეხუმრებათქო, მაგის კითხვა ვერ გავბედე. -რადგან ყველაზე პატარა ხარ.-აიჩეჩა მხრები თიკომ,-თან რაა ამაში გასაგიჟებელი. ღადაობს რა. -ხო, ალბათ,-ჩუმათ ვთქვი და მაკოს შეყვარებულის განხილვას შევუერთდი. მართლაც, რა იყო ამაში გასაგიჟებელი. ეხუმრებოდა და ხუმრობდა კაცი. 888 -ნია, რავა ხარ?- ღიმილით გადმომხედა ლუკა, სასაუზმოდ რომ დავჯექით. -მადლობა, კარგად,-მეც გავუღიმე და წვენს დავსწვდი. ვერ ვჭამდი, როდესაც მაშტერდებოდნენ. -რატო არ ჭამ ნია?-სასადილოში შემოსულმა მამიდამ, უკმაყოფილოდ გადმომხედა. -არ მშია,-უხერხულად ავიწურე. -ჭამე, თორე ისედაც გამხდარი ხარ, ვერ ხედავ?-აყვა დამხმარე ქალი. -ხო, ჭამე! მე არ მიყვარს გაჩხიკინებული გოგოები,-ჩუმად გადმომილაპარაკა ლუკამ და თვალი ჩამიკრა. მორიდების გამო ვერაფერი ვუთხარი. ვერც ის, რომ უბრალოდ გაჩერებულიყო ან თავი დაენებებინა ჩემთვის. ბიჭებს, არც არაფერი გაუგიათ. მადიანად ილუკმებოდნენ. 888 -ნია, თმა გაიშრე, ისე არ გახვიდე გარეთ,-გამაფრთხილა მამიდამ აბაზანიდან გამოსვლისას. -არ მინდა. თვითონ გაშრება,-გადავაქნიე თავი და გრძელი, ჩემი საამაყო თმები ზურგზე გადავიყარე. -გაცივდები იცოდე!-კატეგორიული იყო მამიდა. -თუ გაცივდები, მე მოგივლი,-ეშმაკურად შემომცინა ლუკამ, როგორც კი მისაღებში შევედი. გოგოებს კვლავ სიცილი აუტყდათ. მე მოვიღუშე. -მომწონს, როდესაც გოგოს გრძელი თმები აქვს. არ შეიჭრა იცოდე, თორე ცოლად აღარ მოგიყვან!-მოჩვენებით დასერიოზულდა ბიჭი. -აუ, გაჩერდი რა,-შევძელი როგორღაც აზრის დაფიქსირება. -რა იყო, არ გჯერა?-წარბები აწკიპა. -უფფფ!-ავიქნიე ხელი და ოთახში გავედი. წამის მერე, ჩემი უხეშობა ვინანე. არ ვიყავი ასეთ მოქცევას მიჩვეული და დარცხვენილი უკან გავბრუნდი. -ჩემი მომავალი ცოლი, ჩემთან მოვიდაო!-წაიღიღინა ბიჭმა, გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა ეკლებზე ჯდომა! -ლუკა, გეყოფა აწი,-მკლავი მოვიშორე და გვერდზე გავიწიე. -რა იყო, არ გინდა ჩემი ცოლობა?-იმანაც მე მიმბაძა და კვლავ გვერდით ამეტუზა,-წაგიყვან თბილისში, გაგზრდი და მერე გვეყოლება ბავშვები. ოთხი ბავშვი. -აუუუ, უთხარით რამე!-საცოდავად ავხედე მოცინარ გოგოებს და ამჯერად სავარძლის სახელურს ავეკარი. -კარგი, ნუ აწვალებ შენც,-დამიცვა თიკომ, როგორც გოგოებში ყველაზე უფროსმა. -თქვენ ნუ ერევით. ეს ოჯახის საქმეა,-მაინც თავისას გაიძახოდა ლუკა. -არ გინდათ, ბავშვებო, დღეს ზღვაზე წავიდეთ?-იმ წამს უზომოდ მადლიერი ვიყავი ილოსი, ეს უაზრობა რომ შეაწყვეტინა ძმაკაცს. 888 ზღვაზე შვიდი კაცი მივდიოდით. ერთი ოპელით. მაგ დროისთვის ერთ-ერთი გაჩითული მანქანით. საჭესთან ბიძაჩემის მძღოლი, ილოს მეგობარი იჯდა. მის გვერდით თავად ილო. უკან, ფანჯრის მხარეს, ლუკა და დიტო. მე, თიკო და მაკო კი მათ შუაში... და რაც მთავარია:მე ლუკას გვერდით!.. ზღვაზე დაღამებამდე ვიყავით. ფაქტიურად, წყლიდან არც ამოვსულვართ გოგოები. ბიჭები კი არ ვიცი... ალბათ გოგოებს დასდევდნენ. მოგვიანებით შემოგვიერთდნენ ეგენიც და წყალბურთის თამაში გადავწყვიტეთ. ვინ-ვის მხარეს იყო ვერ გაიგებდით. მთავარია ბურთი მოგვეგდო ხელში. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ამხელა ბიჭები, როგორც ფიზიკურად, ისე ასაკით, სულაც არ გვრიყავდნენ პატარებს და ხასიათს გვისწორებდნენ. -ნიაკო! წამო, გინდა ცურვა გასწავლო,-ნაპირზე საზამთროს საჭმელად ასულებს გადმომილაპარაკა ლუკამ. -არა, არ მინდა,-სასწრაფოდ ვიუარე. -რატო? გეშინია? -ჰო და არც მინდა,-შევკარი შუბლი. -ეეე, მე არ გინდა გასწავლო თუ...-განაწყენებულმა მოჭუტა თვალები. -არ მინდა,-მოკლედ მოვუჭერი და გავუღიმე,-აი, მაკოს ასწავლე. -შენ, ჩემი ცოლი რომ გახდები, მაშინ გასწავლი ცურვას!-გადმომილაპარაკა, სანამ მაკოსთან ერთად ტალღებს შეერეოდა. 888 ზღვიდან წამოსულები ვიყავით, ილომ თავი რომ გაიგიჟა და კონცერტის საყურებლად, უკან რომ გავბრუნდით. ლელა წურწუმია ატარებდა სამეგრელოში კონცერტს, სხვა ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად. ღია ცის ქვეშ იყო კონცერტი. არავითარი სკამები და ამბები. ყველა ფეხზე იდგა. მთელ ქალაქს მოეყარა თავი და ლამპიონების შუქზე აყოლებდნენ ტანს მუსიკას. ჩემი ბიძაშვილები, ვერაფერს ხედავდნენ. ვერც მე, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მაღალი ვიყავი. მხოლოდ სცენის კონტურებს თუ ვამჩნევდი. ბიჭების გვერდით ატუზულები, დაკარგვის შიშით, სანტიმეტრითაც არ ვშორდებოდით. -გინდა, ხელში აგიყვანო?-ჩემკენ დაიხარა ლუკა, როდესაც ერთ-ერთმა ბიჭმა, ახალგაზრდა გოგო რომ შემოისვა მხრებზე. -არ მინდა,-გამწარებულმა გავაქნიე თავი, თან ხმა ავიმაღლე, სიმღერის გუგუნში რომ მიმეწვდინა მისთვის. -ასე ვერაფერს დაინახავ,-ჩემ თავთან დახრილი, ჯიუტად მიმტკიცებდა. -არ მინდა, მაკო აიყვანე!-ვანიშნე ილოს ხელზე ჩაჭიდებულ გოგოზე. -რა ყველაფერზე, არ მინდას გაიძახი!-აშკარად უკმაყოფილო იყო ბიჭი. მოულოდნელობისგან წამოვიკივლე, ჰაერში რომ ამაფარფატეს და წონასწორობის დასაცავად, კისერზე შემოვხვიე ხელები, როდესაც ცალ მკლავზე შემომისვა, თვეების ბავშვივით. -ლუკა, დამსვი!-უხერხულობაში ჩავარდნილმა ამოვიკნავლე. -ასე უფრო კარგად დაინახავ!-მაინც თავისას აგრძელებდა და წინ იყურებოდა. -არ მინდა დანახვა, დამსვი რა!-მუდარის ნოტები გავურიე ხმაში და ქვემოთ დასაშვებად ვუბიძგე. -კარგი, ხო. შენ რა ჯიუტი ხარ,-უკმაყოფილომ დამსვა მიწაზე,-ყველა კი არ ამყავს მე ხელში. -რა გინდოდა გოგო. ბარემ ყველაფერს ხედავდი და,-დამტუქსა თიკომ ჩურჩულით. -აწი შენ უთხარი, ამიყვანეთქო!-შევკარი წარბები და ზემოთ ახვეული ჯინსის ქვედაბოლოს გასწორება დავიწყე. -ბავშვებო, უყურეთ, რა ლამაზია,-ფეიერვერკებზე მიგვითითა საჭესთან ვინც იჯდა მაგან. -რაა ეგ რო ცვივა?-შეშინებული მოვიფუძე, კიდევ ერთ გასროლის ხმაზე და გაუცნობიერებლად ჩავჭიდე ხელი დიტოს, ციდან ნამწვავებმა რომ იწყო ცვენა. -ნუ გეშინია!-ღიმილით დამადო მხარზე ხელი დიტომ. 888 სახლში რომ გადავწყვიტეთ დაბრუნება, ღამის ორ საათს იქნებოდა გადაცილებული. მანქანაში "begin" იყო ჩართული. საქარე მინები ბოლომდე ჩამოწეული და სიცილით ვიკლებდით სალონს. არ ვიცით, როგორ დავითანხმეთ ილო, ლუქის გაღებაზე, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მე და მაკოს, მაქსიმალური სიჩქარით მიმავალი მანქანის სახურავიდან, მთელი ტანი გვქონდა ამოყოფილი და გულიანად ვიცინოდით. ილო მანქანის კარზე იყო შემომჯდარი და ბოლო ხმაზე ყვიროდა. ლუკას და დიტოს კი თავები გაეყოთ მხოლოდ მინებიდან და საერთო ხმაურში გვყვებოდნენ. სახლში რომ მივედით, არაფრის თავი არ გვქონდა. გაჩხიკინებული თმებით დავიძინეთ გოგოებმა. დილით კი ახალი ამბავი დაგვხვდა. გზაზე, ჩვენი ორომტრიალის დროს, პატრულს შევუნიშნივართ, დაჯარიმებასაც აპირებდა, ბიძაჩემის მანქანა რომ არ ამოეცნო და მხოლოდ ბიძის გაფრთხილებას დაჯერებულა. ჩვენი სახიფათო გართობა კი, ხახვივით შეგვრჩა! 888 -მამიდამ რომ გაიგოს, ამდენს ბედავს, თავის ბარგიანად გაუშვებდა საიდანაც მობრძანდა, იქ,-გაცხარებული საუბრობდა მაკო. -ხო. ზედმეტები მოსდის უკვე,-დაეთანხმა თიკოც. საღამო იყო. პიჟამოების ამარა ვიწექით საწოლზე და ლუკას არაადეკვატურ საქციელს განვიხილავდით. სერიოზულად ვბრაზდებოდი მის რეპლიკებზე უკვე. -ღირსია მეორე მუხლი რო დაუსიო!-გადმომხედა მაკომ. მე სახე დამემანჭა. ასეთი გაბედულ-ქაჯი ნამდვილად არ ვიყავი. -ხო, რა იყო. სხვანაირად არც შეგეშვება მგონი,-დააკანტურა თავი თიკომ და კვლავ მობილურს მიუბრუნდა. -როდის წავალთ სახლში, რა!-ამოვიწუწუნე. ერთადერთ გამოსავალს, ბებიასთან, სოფელში დაბრუნებაში ვხედავდი. -ერთი კვირა მოითმინე,-გამიცინა მაკომ და იმ წამს ოთახში შემოსულ ბიჭებს გაკვირვებულმა შეხედა. -თქვენ კიდე არ გძინავთ?-გაბრაზდა ილო. -არ გვეძინებოდა. თქვენ კიდე ახლა მოხვედით სახლში,-ატლიკინდა თიკო. -შენ ენა დაიმოკლე, გოგო,-თითი დაუქნია. -ხვალ ზღვაზე უნდა წაგიყვანოთ და უძინარებს არსად გაგიშვებენ!-გაგვიღიმა ლუკამ და თვალი ჩამიკრა. მე საბანში შევძვერი. მანამ არ ამოვმძვრალვარ, სანამ ოთახიდან არ გაიკრიფნენ. 888 ჩვენმა ზღვაზე სტუმრობამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო, ხოლო ლუკას ხუმრობამ სისტემატიური და უფრო შორს მჭვრეტელი. ყოველ გავლაზე, თავისი. საფირმო წინადადება რომ არ გაემეორებინა, არ იქნებოდა:"ცოლად რომ მოგიყვან... ცოლად რომ მოგიყვან!" უკვე ტვინში მიკაკუნებდა მისი საქციელი. 888 -გამოეთრიე ოთახიდან! ოცდაოთხი საათი მანდ რომ ხარ შეკეტილი,-გასძახა ილომ, ოთახში შეყუჟულ დიტოს. -მეძინა,-მობეზრებული გამომეტყველებით შემოვიდა მისაღებში. -ვინმეც ხომ არ გყავდა შეყვანილი?-სიცილი აუტყდათ ბიჭებს. გოგოებიც აყვნენ. მეც გამეღიმა. -ნია!.. ნიაკო!..-წაიღიღინა ჩემ პირდაპირ მჯდარმა ლუკამ, ბიჭები გარეთ რომ გავიდნენ. -რა იყო?-გაბედულად ავხედე. საპასუხოდ ეშმაკურად ჩაიცინა და წარბები აათამაშა. გაკვირვებულმა გადავხედე სიცილისგან აწითლებულ გოგოებს და კვლავ ბიჭს მივუბრუნდი, თვალებით ცარიელ ოთახზე რომ მანიშნებდა. მისი მოკვლა მომინდა! -წამო, არ გინდა?!-მარცხნივ ჩატეხა ტუჩი და მოფლირტავე მამაკაცივით აათამაშა თვალები,-ოთახში განვმარტოვდეთ! -აუუუუფ!-გაბრაზებულმა ვაქციე ზურგი,-გეყოფა რა! -წამო, წამო!-კვლავ განაგრძობდა,-ხელს არავინ შეგვიშლის! -ლუკა, გეყოფა მართლა!-სერიოზულად განაწყენებულმა მივუგე. მაშინ დავფიქრდი პირველად. იქნებ მეც ჩამერტყა და მართლა დაენებებინა თავი?! ჩემი გეგმისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგი, როდესაც კვლავ გაიმეორა ხუმრობა და მსუბუქად ჩავცხე მხარში. საპასუხოდ კი მკლავის გადაგრიხვა და ღიტინი მივიღე. მეორეჯერ, მუშტი ვუთავაზე მუცელში. ესეც უშედეგო აღმოჩნდა, როდესაც სიცილით მაკოცა ლოყაზე. მესამედ... მესამედ, ჩემდა სამარცხვინოდ, მსუბუქი სილა გავაწანი და... ისე შემრცხვა ისე!.. მთელი დღე უსიტყვოდ ვხვდებოდი მის აქამდე უნახავ მზერას. 888 მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ის რამდენიმე კვირა გაუსაძლისი იყო ჩემთვის, როგორც პატარა, ჯერ კიდევ "აღუა" ბავშვისთვის. იმაშიც არ ვიქნები მართალი, თუ ლუკას, ატეხილ, გაუზრდელ ბიჭად მოვიხსენიებ. არა!.. ყველასდა გასაოცრად, ლუკა საოცრად მხიარული, პოზიტიური, მუდამ მომღიმარი ბიჭი იყო, რომელსაც საოცრად სიამოვნებდა ბავშვების გაწვალება. მაგრამ ამავე დროს ისეთი ყურადღებიანი იყო, რომ სულ მავიწყდებოდა მასზე გაბრაზებული რომ ვიყავი. არასდროს ავიწყდებოდა ჩვენი მოკითხვა. თუ რამე დაგვჭირდებოდა, უარს არაფერზე გვეუბნებოდა და სულ პირველი მორბოდა, რამეს თუ დავიშავებდით. საათობით შეეძლო მჯდაროყო და შენი გაუთავებელი ლაპარაკი ესმინა. ვინმეს ტყუ ნახავდა გაბრაზებულს, ან მოღუშულს, ათასი ხერხით ცდილობდა მის გამხიარულებას. ნუ, მოკლედ!.. რომ არა მისი საშინელი ხუმრობა, უკეთილშობილეს ადმაიანადაც შერვაცხავდი! 888 -როდის მიდიხართ გოგოებო?-საღამოს ჩამოგვიჯდა ლუკა სავარძელზე. -ხვალ,-უკმაყოფილო იყო მაკო. -თუ არ გინდათ წასვლა, დარჩით და მერე მე და ილო წაგიყვანთ,-ახალი იდეა წამოაყენა ბიწემა. მე მოვიღუშე. აღარ შემეძლო უკვე. მართლა ვერ გადავიტანდი ლუკას გახანგრძლივებულ ხუმრობებს. -ვერა, უნდა წავიდეთ!-გადავაქნიე თავი. -შენ, ჩემი მომავალი ცოლი ხარ და თუ მომინდა დაგტოვებ კი არა, ჩემთან წაგიყვან პირდაპირ!-დამიქნია თითი და სიცილით გაგვშორდა. ერთი დღეც და აღარ ვიხილავდი! დილით მთელ სახლში ფაციფუცი იყო. მთელი ოჯახი ჩვენ გვაცილებდა... ლუკა განსაკუთრებით. მანამ არ მოგვშორებია, სანამ უკანასკნელი ჩანთა არ ჩაადებინა მამიდაჩემს მანქანაში და სათითაოდ არ გვისურვა კეთილი მგზავრობა. ყველა გადაკოცნა და გულში ჩაიკრა, თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. ჩემკენაც მოიწია გადასახვევად, მაგრამ ახლოს არ მოვუშვი. არ მინდოდა, ბოლო დღესაც მისი ხუმრობის მსხვერპლი გავმხდარიყავი. ამიტომ მხოლოდ "კარგად იყავი" და "ნახვამდისს" დავჯერდით. -დიტო, რა იდიოტია პროსტა!-გაბრაზებული საუბრობდა მანქანაში თიკო,-მთელი დღე სალომესთან ერთად სეირნობდა. ერთი არ მოვუკითხივართ. გაცილება ხო ზედმეტია! -ხო, ნამდვილი უზრდელი!-დაეთანხმა მაკოც,-ლუკა, აბა, მანამ არ მოგვშორდა, სანამ კარები თავისი ხელით არ მოგვიხურა. რა კარგი ბიჭია, არა?! -მართლა კარგი ბიჭია ლუკა!-დაეთანხმა საჭესთან მჯდარი ბიძაჩემი. ...და მაინც, გონებიდან არ ამომდიოდა ის კადრო, ლუკა დიდ ხესთან ატუზული, რტიმილით რომ გვიქნევდა ხელს და მანამ არ მოცილებია თბილი მზერა, სანამ თვალს არ მივეფარეთ. დანაშაულის შეგრძნება მაწუხებდა!.. მეორე წელს, აუცილებლად დავემშვიდობებოდი. 888 მეორე ზაფხულს, ზუსტად ერთი წლის მერე, კვლავ იმ შემადგენლობით ვესტუმრეთ მამიდაჩემს. კვლავ ყავდა ილოს სტუმრები ჩამოყვანილი. ერთი ისევ დიტო იყო, მეორე კი... მეორე ვიღაც საბა... და არ უყვარდა ბავშვები! მერე გავიგეთ. ლუკა, საზღვარგარეთ წასულა თურმე, სასწავლებლად. 888 -ნია, როგორ ფიქრობ, შეიძლება ბავშვობაში მართლა შეგიყვარდეს?-მეკითხებოდა ჩემი კურსელი. -არ ვიცი. არავინ მყვარებია!-ავიჩეჩე მხრები. -სულ არავინ?-გაოცდა მეორე. -სულ,-დავუქნიე თავი და მსუბუქად გავუღიმე. რატომღაც ლუკა წარმომიდგა გონებაში. უკვე გაცრეცილ, გაფერმკრთალებულ მოგონებებში... უცვლელი ღიმილით და ეშმაკურად მოელვარე თვალებით!.. 888 -ნია, ჩაუთქვი სურვილი?-ყველა მხრიდან ამას ყვიროდნენ. -მაცდით რო?-დოინჯი შემოვიყარე. -ერთი.... ორი... სამი!..-ერთხმად დაითვალეს. ტაშმა იქუხა, ჰაერის ძლიერმა ნაკადმა, სანთლები რომ ჩააქრო. ოცი სანთელი... სურვილად ბედნიერება ჩავუთქვი... ყველასი!.. რესტორანი დახურული არ ყოფილა... ყველას შეეძლო შემოსვლა. ალბათ ამიტომ ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას. 888 -ნია!.. ნიაკოოოო!-მთელი ხმით გაყვიროდა ვიღაც.-შენ, როდის უნდა ისწავლო გოგო ხალხის ცნობა?-განაწყენებული სახით აყუდებულიყო მამიდაშვილი მანქანაზე. -ვერ დაგინახე,-გადავიკისკისე და კისერზე ჩამოვეკიდე. -აბა რა!.. შენ ვის შეამჩნევდი. რო დააბიჯებ, თვით დედამიწაც კი დუმდება,-უჩვეულოდ აცუნდრუკებული მეჩვენა ოცდაათს გადაცილებული ილო. -საიდან მამიდაშვილო, ასეთი ფოე-ფოე აზრები?-სიცილი ამიტყდა. -ერთი მაგარი მეგობრის სკოლაა,-ჰაერში გაფშიკა თითი. -ეტყობა, შენსავით განათლებულია,-პირზე ხელი ავიფარე სიცილის შესაკავებლად, მის განაწყენებულ თვალებს რომ გადავაწყდი. -შენ სულ მასეთი დამოკიდებულება გქონდა, ჩემ გონებრივ შესაძლებლობებთან,-მოულოდნელად მომესმა მამაკაცური ბარიტონი და გაკვირვებული მივტრიალდი უკან,-ნია!-ღიმილმა გაუპო ბაგე. თვალებში უჩვეულო ეშმაკუნებიც შევნიშნე. -გა-მარჯობა!-აშკარად გაოგნებულმა ამოვილუღლუღე. -როგორ ხარ, ნია?-თავი გვერდზე გადახარა და წამწამებს ქვემოდან ამიმხედა. -კარგად,-უფრო და უფრო. ვიბნეოდი. -მიხარია,-დამიქნია თავი. -ჰე, წავიდეთ, თორე დაგვაგვიანდა,-მანქანიდან გადმოსძახა ილომ, რომლის არსებობა არც მახსოვდა. -ნახვამდის, ნია!-კარი გამოაღო და თვალი ჩამიკრა,-გაზრდილხარ... ფიზიკურად! მეტროს სადგურზე ჩავდიოდი, რაღაცამ რომ დამკრა თავში და კიბეებზე გავშეშდი. თვალები... მზერა... ღიმილი... უცნობ მამაკაცში ლუკა ამოვიცანი!.. უფრო გაზრდილი და დაკაცებული. უწინდელი ეშმაკუნებით თვალებში!.. 888 მას შემდეგ, ლუკას რამდენჯერმე გადავეყარე. ერთხელ ილოსთან, სახლში. სიმთვრალეში წავადექი თავზე. უკვე იმ სტადიაზე იყვნენ, სიყვარულის ბუშტი გამსკდარი რო ჰქონდათ და სახელებიც დავიწყებას ეცემოდა. იმ საღამოს, ლუკას ჩემი ხელისგული ჰქონდა ლოყასა და ბალიშს შორის ამოდებული და მშვიდად ფშვინავდა. მხოლოდ დრო და დრო წამოიძახებდა გაურკვეველ ბგერებს ხოლმე. მეორედ, ქუჩაში. მისი სიმთვრალის მესამე დღეს. ყველაზე მშრალი შეხვედრა იყო. ღიმილით მომიკითხა მხოლოდ და გამეცალა. უჩვეულოდ დამიმძიმდა გული. მესამედ და საბოლოოდ კი, რესტორანში. ჩემ კურსელ ბიჭებთან ერთად რომ ვილხენდი. ის ცალკე კუპეში იჯდა. მერე შევამჩნიე, როდესაც საცეკვაო სცენიდან ჩამოვყავდი ერთ-ერთ ბიჭს და ის, კუპეს ტიხარზე მიყრდნობილი, მშვიდი სახით აბოლებდა სიგარეტს. კვამლის ბოლში გახვეული იყო მთლიანად, მაგრამ მაინც გავარჩიე ცარიელი მზერა... არავითარი მოცინარი ჭინკები, ასეთ ყმაწვილურ ჟინს რომ სძენდა მის სახეს. მანქანაში ვჯდებოდი, როდესაც რესტორნის კარებისკენ გამექცა მზერა. ლუკა, უცნობ ლამაზმანთან ერთად ტოვებდა შენობას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ტირილი მომინდა! 888 ერთი თვე, ერთფეროვან, რუტინულ ცხოვრებაში გაილია. თითქოს მზემაც დაკარგა მცხუნვარება. ის დიდი ხე გამახსენდა. მამიდაჩემის ეზოს წინ რომ იდგა და ლუკა აფარებდა თავს. ის ბოლო გაცილებაც გამახსენდა. ისევ ტირილის ხასიათზე დავდექი. ზარის ხმაზე შევხტი. საათს დავხედე... ორი იყო დაწყებული. ალბათ ისევ მეზობელი იყო, მუსიკის ხმის ჩაწევის მოთხოვნით. ისე არაფერი გამჭირვებია, როგორც კარების გაღება... სადარბაზოს კედლებიდან, სიბნელე და სიცივე იღვრებოდა... ჩემი ოთახის კედლებიდან კი-"begin"ის ნოტები. -გახსოვს, რომ გეუბნებოდი, რომ გაიზრდები, ცოლად უნდა მოგიყვანოთქო?!-მძიმე, ჩახრინწული ხმით ამოთქვა კარის ჩარჩოზე აყუდებულმა და დაღლილი თვალებით ამომხედა. მე უღონოდ დავუქნიე თავი. -ის თუ გახსოვს, არავის გავატან შენს თავსთქო, რომ გითხარი?!-თანდათან უფრო ღვივდებოდა მის თვალებში ცეცხლი. უარის ნიშნად, მხოლოდ თავი გადავაქნიე. -გახსოვს!-მკაცრად ალაპარაკდა და სახსრების გათეთრებამდე მოუჭირა ძგუდეს ხელი.-ბოლოს, რომ გაგაცილე, მაშინ გითხარი... განიშნე!.. -მერე?-პირველად შევძელი ხმის ამოღება და ჩემი სუსტი ინტონაცია, თავადვე ვერ ვიცანი. -ნათქვამის ასასრულებლად მოვედი!-ერთ ნაბიჯში ამეტუზა წინ, ჩემკენ დაიხარა და თეძოზე თითები მომიჭირა,-უკვე გაიზარდე!.. კვლავ ჭინკები აუთამაშდა თვალებში და ყვრიმალზე თბილი, საოცრად გრძნობიერი კოცნა მიმაკრო. მართალი იყო მამაჩემი, რომ ამბობდა აცუნდრუკებული ხალხი, ყოველთვის ცუდად ამთავრებსო. 888 ამბობენ, რაც გიწერია ვერ აგცდებაო... იქ მიგიყვანს ბედისწერა, სადაც შენი ადგილიაო... დადგენილს, ვერ შეცვლიო.. ალბათ, მართლა ზეცაში იწერება ადამიანთა ბედი... ერთ პატარა, ოქროსფერ დავთარში!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.