შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (1)


19-05-2015, 16:53
ავტორი MyLove
ნანახია 8 002

პირველი თავი

რამდენიმე წელმა ისევ კადრებად ჩაურბინა თვალწინ.
რამდენი წელია, დედ-მამა გვერდით აღარ ჰყავს და წამითაც არ განელებია მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
პირიქით, ახლა უფრო მძაფრად გრძნობს მათ.
შვიდი წელია მათ გარეშე ცხოვრება უწევს და იმდენად უფერული ეჩვენება ცხოვრება, რომ დარწმუნებულია, ვერც ერთი გამოცდილი მხატვარი ვერ შეძლებს მის გაფერადებას.
ახალგაზრდა გოგონაა, ჯერ ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ აღარ უნდა მეტი ტკივილი განიცადოს.
საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო ცხოვრებისგან და მეტის გაგება აღარ უნდა.
რაც დედ-მამა გარდაეცვალა, მის შემდეგ ნათლიამისთან ცხოვრობს თბილისში.
ნათესავებიდან არავინ დარჩა ისეთი, ვინც მის შეფარებას შეძლებდა, ისეთი ვინც დახმარების ხელს გაუწვდიდა.
ეს მისი მეორე ოჯახია.
უკვე ვერც ერთი დღე ვერ წარმოუდგენია ვაჟას მხიარული გამოხტომების გარეშე;
ნათლიამისის, გრეტას ქოთქოთისა და ცხელ-ცხელი ხაჭაპურების გარეშე;
მურთაზის თბილი მისალმების და მასთან ერთად მგზავრობის, გარეშე.
ტყუპების ცანცარა კომპლიმენტების გარეშე გატარებული ყოველი დღე, მართლაც უაზროდ ეჩვენება.
გურამიშვილები, უბადლოდ ყველაზე კარგად ახერხებენ მის გაღიმებას თან გულწრფელად.
* * *
- გრეტაჩკა! ნაინა! -ღრიალით შემოვარდა ოთახში აქოშინებული ვაჟა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.
- რა გაღრიალებს , შე ოჯახ აშენებულო! -ჩვეული ქოთქოთით გამოვარდა სამზარეულოდან გრეტა, რომელსაც უკან მიჰყვა პირ გამოტენილი ნაინა, ლოყებ გაბერილი რომ იღეჭებოდა რაღაცას და საცოდავი სახით იყურებოდა.
- სასწრაფო საქმე მაქვს თქვენთან, -დამშვიდებული სახით დაიწყო საუბარი და გაკვირვებულებს ანიშნა ერთ ადგილას დამსხდარიყვნენ. -მოკლედ, ჩემი ძმაკაცი რომ არის ბერდია ხვიბლიანი, ეგ აპირებს ავღანეთიდან დაბრუნებას და ჩვენთან დარჩენას. ფეხი მოუტეხია იქ და სოფელში ვეღარ მიდის, ბებიამისი გადაირევა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახოს. ამიტომ გამოჯანმრთელებამდე ჩვენთან დარჩება!
- დედა, მოგიკვდი შვილო! -ფუმფულა ლოყებზე ხელი იტაკა გრეტამ, -ახლა როგორაა, როდის ჩამოვა?
- ხვალ ჩამოვა. იცოდე, შენ რომ იცი, ისე არ იქოთქოთო და არ გააქციო თავისი ფეხით აქედან.
- დედა, სად აქვს მაგ საცოდავს გაქცევის თავი. -ამოილაპარაკა ცრემლმორეულმა.
ნაინამ და ვაჟამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ სიცილი აუტყდათ. გაწითლებულები ერთმანეთს შუბლით ასკდებოდნენ და ხელებს მუხლებზე ირტყამდნენ, როგორმე რომ დამშვიდებულიყვნენ.
- ვაიმე დედა, რამდენი ვიცინე! -მუცელზე ხელი მიიდო აცრემლებულმა ნაინამ და გაკვირვებულ გრეტას გადახედა, ამდენი ხანი პირდაფჩენილი რომ უყურებდა ამ ორ ახალგაზრდას.
- ვერ ხართ თქვენ, მთლად კარგად! -ხელი ჩაიქნია და ქოთქოთით წავიდა სამზარეულოსკენ.

მეორე დღეს, ჩვეულებრივ წაიყვანა მურთაზმა სამსახურში, თბილი დამშვიდობების შემდეგ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ წამოსვლის წინ დაერეკა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
სამსახური. ეს ერთ-ერთი საყვარელი ადგილია მისთვის, ალბათ იმიტომ რომ აქ მისი მეგობრების უმრავლესობა იყრის თავს.
- მზე მოვიდა, მზე. -ღიმილით შეხვდა თანამშრომელი ნაინას და თეთრი ხალათი გაუწოდა, რომლის ჯიბეზეც ბრა იყო მიმაგრებული წარწერით „ექთანი ნაინა ბერიძე“.
- როგორ ხართ?-როგორც კი უნიფორმა ჩაიცვა, მაშინვე ღიმილით მოავლო კოლექტივს თვალი.
- არაგვიშავს. ერთი ბავშვია გასასინჯი, შეაკითხავ? -ჯგუფს გამოეყო ლინდა.
- კი, კი ახლავე.
გრძელი დერეფანი ჩაიარა და ერთ-ერთ პალატაში შეაბიჯა.
საკაცეზე პატარა ბიჭუნა შემომჯდარიყო და ენერგიულად იქნევდა ხელებს აქეთ-იქეთ.
- ამ პატარა ვაჟკაცს რა ეტყობა ავადმყოფობის?-კულულა თმები ცალი ხელით აუჩეჩა და ბავშვის დედას ღიმილით მიეასლმა.
-გამარჯობა ქალბატონო ნაინა.. -თბილი მისალმება არც მშობელმა დაიშურა, -რაღაც არ მომწონს მისი ხველა, სისველეც აქვს. ხომ იცით, ახლა მომრავლდა ვირუსები და მეშინია რამე არ დაემართოს.
-ახლავე გავსინჯავთ, მაგრამ სერიოზული არაფერი იქნება, ნუ ნერვიულობთ. -დააიმედა ქალი და ბავშვს მაისური გადააძრო.
ფილტვებზე მოუსმინა, აბსულუტურად „სუფთად“ სუნთქავდა და არაფერი სერიოზული არ ემუქრებოდა პატარა ვაჟკაცს.
-სულ ცოტა ანტიბიოტიკს გამოგიწერთ, ხველა და სისველე რომ შეუწყდეს და სულ ეს არის.
ექიმების „გაკრული ხელის“ ტრადიციას ყოველთვის ღალატობს ნაინა. პირიქით, ულამაზესი კალიგრაფია აქვს და მასთან მისული პაციენტები ბედნიერები არიან იმ იმედით, რომ გადარჩებიან და გამოწერილ წამალს სწორად იყიდიან, ან დოზას მიიღებენ სწორად.




საღამოს მურთაზისთვის არ დაურეკავს. ტაქსი გამოიძახა და ისე დაბრუნდა შინ.
ჭიშკართან მისულს, უამრავი მანქანა დახვდა მწკრივში დაყენებული და გონებაში მაშინვე დაასკვნა ამ ყველაფრის მიზეზი.
„ალბათ, ის ბერდია ჩამოვიდა“ ფიქრებში გართულმა შეაბიჯა ეზოში, სადაც არავინ იყო. კიბეები ფეხსაცმლის კაკუნით აიარა და დიდ მისაღებში უხერხულად შეიტუზა.
უამრავი ადამიანი ბუზივით ირეოდა და გარს ეხვეოდა ერთ ობიექტს, რომელიც სავარაუდოდ, დივანზე იყო გაწოლილი.
„მას ხომ სიარული არ შეუძლია“ სწრაფად გაიფიქრა, ვაჟას ნაამბობიდან გამომდინარე. აკოს,როგორც იცის, ფეხი აქვს მოტეხილი.
-ინაც მოსულა, -ღიმილით მოუახლოვდა ტყუპისცალი_გუგა და ხელი გადახვია, -დაგღალეს ბაღნებმა?
-ბავშვები არ მღლიან, ხომ იცი. -მის მიმიკებსა და ჟესტიკულაციაზე ყოველთვის ეცინება ნაინას.
-როგორ ხარ, ნაინა? -ყველამ სათითაოდ მოიკითხა გოგონა და გადაკოცნა.
თითოეული მათგანი დიდი სითბოთი და მონდომებით გადაკოცნა, მათი ნათესავებიც მოიკითხა.
ყველას დასავით ჰყავს ნაინა, ცდილობენ ყველანაირად თბილად მოექცნენ და არაფერი აწყენინონ, თუმცა მათგან იშვიათად მოსდის კამათი. უფრო სწორად- არასდროს.
ერთადერთხელ წაეკამათა ტყუპისცალს-ბექას, იმის გამო, რომ გოგოს „აგდება-გამოყენება-გადაგდება“ უნდოდა.
ძლივს გააგებინა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი, რომ გოგონებს უნდა მოუფრთხილდეს, თუ არ უყვარს თავი უნდა დაანებოს და ა.შ.
როგორც იქნა, შეძლო აკომდეც მისულიყო, რომელსაც დაბადების დღის საჩუქარივით ჰქონდა შეხვეული ფეხი.
ისეთი მკაცრი და ცივი თვალებით გადმოხედა, ერთ ადგილას შედგა. მისალმებისათვის გამბედაობაც კი არ ეყო. რა უნდა გაეკეთებინა ერთ ადგილას აწურულს, არ იცოდა. თან ყველა მას მოჩერებოდა, ეს კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში აგდებდა და ერთი ნახვით მოუნდა იმ ურჯულო სვანისთვის თვალები დაეჩიჩქნა.
-გამარჯობა! -ჩაილაპაარაკა გაბედულად და თავი გულში შეაქო, ასეთი „ძლიერი“ რომ აღმოჩნდა მის წინაშე.
-გამარჯობა, -ძუნწად მიუგდო ორიოდ სიტყვა ხვიბლიანმა და მზერა მოარიდა.
ერთი შეხედვით, მკაცრი და ცივი ბერდია, სინამდვილეში ძალიან სიმპათიური მამაკაცია. სქლად შეფენილი ტუჩებითა და საკმაოდ მოზრდილი წვერით. თხელი ცხვირით, მოსქელო, ასევე სწორი წარბებითა და რაღაც უცნაურად ცივი, მწვანე თვალებით.
გაგნაწულ სხეულზეც კარგად ეტყობოდა, როგორი ნავარჯიშებიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამაზე ფიქრისთვის ნამდვილად არ ცხელოდა ნაინას.
ყავა მოიდუღა და გრეტასთან დიდი წუწუნის შემდეგ, რომ ვახშამი არ უნდოდა, ოთახში ჩაიკეტა.
„ნეტავ როგორი იქნება ურთიერთობაში ბერდია?“ გაიფიქრა გულში.
-ისეთი სვანი, როგორი გამოხედვაც აქვს! -ხმამაღლა უპასუხა საკუთარ კითხვასვე და კიდევ ერთი ყლუპი ყავა მოსვა.
ლექამდე დასული სითხე რომ დაინახა, ფინჯანი რაკუნით დადო კომოდზე და საწოლზე წამოკოტრიალდა.
ისეთი ძალით ჩაეხუტა ბალიშს, ბავშვობაში რომ იცოდა, როცა დედ-მამის მონატრება პიკს აღწევდა. ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, ცრემლებს რომ არ დაენამათ შევარდისფერებული ღაწვები.
იმდენად მძაფრად იგრძნო მშობლების მონატრება, რომ დახუჭული თვალებიდანაც კი გამოჟონა მარილიანმა სითხემ და მისი წინა მცდელობა, გააბათილა.
ტკივილი ყელში მოეჭირა და სუნთქვა შეეკრა. მაინც რას ნიშნავს, მშობელი რომ გყავს გვერდით! მართალია, გრეტა და მურთაზი ისე უყურებდნენ, როგორც შვილს, მაგრამ საკუთარი სისხლი და ხორცი, მაინც სხვაა.
დღემდე ადანაშაულებს მშობლებს, ამდენად სუსტები რომ აღმოჩნდნენ სიკვდილის წინაშე და სიცოცხლესთან ბრძოლა ასე ადრეულ ასაკში რომ წააგეს. ასე როგორ გაიმეტეს ჯერ კიდევ თოთხმეტი წლის გოგონა მარტოობისათვის?! მასზე როგორ არ იფიქრეს?!
მსგავსი კითხვები გულს უჭამდა და თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს..


ვერ გაიგო, როდის ჩაეძინა, თუმცა შუა ღამე იქნებოდა, წყურვილმა რომ გამოაღვიძა.
პირი უშრებოდა და ახლა ერთი ყლუპი წყალი მისთვის შვება იქნებოდა.
ბორძიკით გადმოსწია დაბუჟებული ფეხები საწოლიდან და სახლის ფეხსაცმელებში ფრთხილად შეაცურა. თვალების ფშვნეტით დატოვა ოთახი და დიდ მისაღებში გავიდა, სადაც სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ ვიღაცის ღრმა სუნთქვა და ოხვრა არღვევდა გაბატონებულ სიჩუმეს.
დივანზე გაწოლილ ბერდიას გულ-მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა, დახუჭული თვალები ოდნავ უთრთოდა.
აშკარად ეტყობოდა, ცუდ სიზმრებს რომ ნახულობდა, ისე საშინლად ბორგავდა და ვერ ისვენებდა.
მისი ასეთ მდგომარეობაში დატოვება, ყველაზე დიდი ბოროტება იქნებოდა ნაინას მხრიდან , ამიტომ გადაწყვიტა ხვიბლიანს „მხსნელად“ მოვლენოდა.
აცახცახებული, ნერვიულობისაგან გაყინული ხელები ფართე მხრებზე ჩასჭიდა და ოდნავ შეარხია მასზე ასჯერ დიდი სხეული.
ნელ-ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს ბერდიამ და ლიბრგადაკრული, ოდნავ ჩაწითლებული, მაგრამ მაინც მწვანედ მოკამკამე თვალები მიანათა ძილისგან თმებ აბურძგნულ გოგონას, ინტერესით რომ დაშტერებოდა სახეზე.
შუბლზე ოფლი წურწურით ეღვრებოდა და სულ მთლად ენამებოდა პირი-სახე.
მკაცრად შეხედა გოგონას და ნელი რხევით შეაშვებინა ხელები,თან ჩვეული მკაცრი მზერა სტყორცნა.
-რა გინდა? -ცივი ხმით ჰკითხა შეცბუნებულს.
ნაინა ნამდვილად არ ელოდა ამდენად დიდ ბრაზსა და სიცივეს ერთად, ამიტომ ერთ ადგილს მიეყინა და გულში გაიფიქრა : „ვაი, ჩემო თავო!“

დაუპატიჟებელი სტუმარი (1)
დაუპატიჟებელი სტუმარი (1)





ამ ბექ wink
აბააააააა??????
როგორ მოგწოოოოოონთ???? wink
გახსოვვართ ჯიგრებოოოოო??? wink
ეს ციცქნა პირველი თავი... ხვალ ახალიი და მსუყეეეეე wink პერსონაჟებიი ესენიი არიაანნ <3 <3



№1  offline წევრი miyvarxar1992

მმმ კარგიაა.ველოდები ახალ მსუყე თავსს love

 


№2  offline წევრი DaaDaa

შეემდეეგიიიი :დ

 


№3  offline მოდერი MyLove

miyvarxar1992
მმმ კარგიაა.ველოდები ახალ მსუყე თავსს love

myself
ჩემი ლიკუ დაბრუნდა! როგორ გამახარე, შე მაიმუნო :დ
ოო, ეს რაღაც განსხვავებული იქნება გული მიგრძნობს! თან ჩემი სახელიც რა ლამაზად მხვდება თვალში. ნუ, აკოც კაი სახელია :დ
ვიცოდი რომ პატარა თავს დადებდი, ამიტომ აღარ გამოგლანძღავ :დ
არ დააგვიანო! ჰო, კიდეე ძალიან კარგი ხარ, შენ ჩემო მზის სხივო... wink

მადლობები დიდები ჩემო საყვარლებო! love
DaaDaa
შეემდეეგიიიი :დ

რა ენა წყლიანი ხარ ჯაჯანაშვილების ქალო wink
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი Niacule

მოიცა ეს აკო ვინაა ვერგავიგე :დდდ ისე ძსააან მაგარია ❤❤

 


№5  offline წევრი ხატული♥

შენ თავს რა დამავიწყებს ჩემო საყვარელო და ნიჭიეროო ♥ მომწონს მომწოონს მალე დადე რაა ველოდები მოუთმენლაად მაგარი გოგო ხაარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent