შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.გვიანაა.(სრულად)


19-05-2015, 18:07
ავტორი Queen Dreamer :)
ნანახია 2 620

.
ძალიან მიყვარხარ და ძალიან მენატრები ,მაგრამ ამას არასდროს გეტყვი. ჩემი სიამაყე არ მაძლევს ამის საშუალებას. თავიდანვე დამაჩვიეს იცოდე საკუთარი თავის ფასიო .
-არ აპატიო, ისევ გიღალატებს და უარესად გეტკინება გული .-გამუდმებით მიჩიჩინებდა დედა.ანდა როგორ არ მეტყოდა მას შემდეგ რაც თვითონ გამოიარა. სრული უფლება აქვს დამაჯეროს რომ პატიებით ადამიანი არ იცვლება ,და ასეცაა .აპატია მამას და რა მოუტანა ამან? არც არაფერი,მხოლოდ მეორედ დაღვრილი ცრემლები, გულის ტკენა და საავადმყოფოში გატარებული ერთი თვე.

-არ აპატიო! არ აპატიო! გამუდმებით ჩამესმოდა ყურში დედას სიტყვები.ვიჯექი გიოს საფლავთან და მწარედ ვქვითინებდი.

-არ აპატიო! არ აპატიო! ისევ და ისევ მიმეორებდა დედა გონებაში. ყურებზე ხელს ვიჭერდი, ვცდილობდი არ გამეგო სიტყვები რომელიც ბრძანებასავით გაისმოდა.ვცდილობდი, ვცდილობდი მაგრამ ვერადა ვერ ვიშორებდი ამ წყეულ ფრაზას!! ვერც მოვიშორებდი ,გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი,თითქოს ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერეს და თავში ჩამიდესო .
ო როგორ მინდოდა წამეშალა,თავიდან ამომეგდო და დამეწერა:
-აპატიე ნია, მიეცი მეორე შანსი,მას ხომ ყველა იმსახურებს.ნახე თუარ გამოსწორდეს.აღარც სხვა ქალთან გიღალატებს და ისევ ბედნიერები იქნებითო...

ხომ შეიძლებოდა მეთქვა მხოლოდ ერთი სიტყვა:
-გაპატიე!გიო გაპატიე! ..მაგრამ უკვე გვიანაა ,დავაგვიანე.გიო მკვდარია, მე კი, მე? -მე განადგურებული ვარ. ყველაფერი ჩემი ბრალია...ღმერთო ეს რა ჩავიდინე? აქვითინებული ვიმეორებდი ერთი და იმავეს და გაშეშებული დავყურებდი გიოს საფლავს.
-ძალიან მიყვარხარ გიო,ძალიან მიყვარხარ!!ვყვიროდი ბოლო ხმაზე და ვაღვიძებდი მუდამ მძინარე სასაფლაო.

შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. მსუბუქი ნიავი ქროდა,ოქროსფრად შეფოთლილ ხეებს ღერა ღერა აცლიდა ფოთლებს და იქვე შორიახლოს, სასაფლაოს რომელიმე კუთხეში მიაგდებდა.
აქვე განმარტოებით იდგა ქვა წარწერით : გიო ბერაძე .1990-2015.
ქვის გვერდზე უსულოდ მიწოლილიყო შავებში ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა. იქროსფერ ფოთლებზე ზანტად წვეთავდა სისხლის წვეთები .იქვე პატარა დანა ეგდო.
დამკვიდრებულ სიჩუმეს კი ნიას ბაგიდან წარმოთქმული ჩუმი სიტყვები ააფორიაქებდა ხოლმე:
-გიო შენთან მოვდივარ ...ძალიან მიყვარხარ გიო...
გოგონა უფრო ძლიერ მიეკრო ქვაზე გამოსახულ სურათს და სამუდამო ძილში გადაეშვა.



№1  offline წევრი Firefly

რა სევდიანი იყო მაგრამ კარგი იყო
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი Inn1

❤️ თითქოს ცოტა ბანალური ისტორია იყო მაგრამ მთლიანობაში კარგი გამოვიდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent