შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერთვალება (სრულად)


19-05-2015, 21:56
ავტორი Marryam
ნანახია 6 394

ელიზაბედს სამსახურში აგვიანდებოდა... ამას ერჩივნა მშიერი ყოფილიყო, ამიტომ მშიერ კუჭს ცოტა ხნით მოთმენა უბრძანა და უნივერსიტეტის კარები გამოიხურა. ბარში ჭამდა რამეს. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა და მძღოლს სასურველ მისამართზე წაყვანა სთხოვა. 10 წუთში ადგილზე იყო.
-საან დავაგვიანე, ბოდიში რაა.
-გადამრევ მე შენ ქალბატონო ელიზაბეტ, ეს ბარი შენი მოსისხლე მტრის კიარაა ბოდიშებით რომ მოდიხარ თან, შეწუხებული სახით,-გაუღიმა სანდრომ და მეგობარს გადაეხვია.
-კარგი ჰო, დღეს განსაკუთრებული დღე მაქვს.
-ჰო?? რა ხდება არ მეტყვი??
-გეტყვი...მოკლედ დღეს საღამოს ბარში იმ სიმღერას ვიმღერებთ რომელიც მე…..გაჩერდა და ღრმად ამოსინთქა...რომელიც მე დავწერე.
-არ არსებობს! ელიზაბეტ , კიდევ ერთხელ გაიმეორე რაღაც ვერ გავიგე მგონი.
-კარგი რა სან, ყველაფერი მშვენივრად გაიგე.
-ნუთუ შენ აპირებ ის სიმღერა იმღერო რომელიც ნიკას დაუწერე?? როგორც იქნა, თან დღეს განსაკუთრებული სტუმარიც გვეყოლება. აღფრთოვანებისგან ტაში შემოკრა სანდრომ და მეგობარი გულში მაგრად ჩაიკრა.
-კარგი ჰო, გამიშვი გავიგუდე, ოღონდ ხო იცი ამ სიმღერას ორი ადამიანი სჭირდება, ანუ შენ ჩემი მეწყვილე იქნები, ხო თანახმა ხარ??
-აბა რაა ჩემო გოგო, აბა რაა.
-კაი აჰა შენ ტექსტი გადახედე, მე მანამდე ვჭამ რამეს თორე კუჭს ვეღარ ვაჩერებ, -გაეკრიჭა სანდროს ელი და სამზარეულოსკენ წავიდა
სანდროს არ სჯეროდ, ნუთუ 2 წლის შემდეგ გადაწყვიტა ელიზაბეტმა რომ ის სიმღერა ემღერა რომელიც ნიკას დაუწერა წლების წინ.
ნიკა ვინ არის?? ოო, ნიკა ელის ზღვისფერთვალებაა (ასე ეძახდა) რომელიც სინამდვილეში სულაც არ ყოფილა მისი და არც არასდროს იქნებოდა ალბათ. მის გამო წამოვიდა საქართველოდან ელი. ნიკას არ უყვარდა, უფროსწორად არც არაფერი იცოდა ელის შესახებ. არც კი იცნობდა.
ბოლოს ვეღარ გაუძლო, ვეღარ აიტანა. მეორე დღესვე წავიდა როგორც კი მისი საოცნებო ქალაქიდან, მადრიდის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მიიღო ჩარიცხვის შესახებ. უკვე 2 წელია აქ არის, ესპანურიც კარგად ისწავლა. მერე სანდრო გაიცნო იმ ბარში სადაც ეხლა მუშაობს. უფროსწორად ამას მუშაობას ნაკლებად დავარქმევდით, უფრო გულს აყოლებდა, თან სიმღერა ძალიან უყვარდა, ამ დროს სადღაც სხვა განზომილებაში დაფრინავდა. სიმღერა რომელიც მადრიდში გამოფრენამდე ნიკას დაუწერა, დღემდე ელის ოთახში სამუშაო მაგიდაზე იდო. ვერ ბედავდა ემღერა., მაშინაც კი როცა მარტო რჩებოდა. დღეს დილით კი თვითონაც არ იცის რა დაემართა, უბრალოდ ფურცელს ხელი მოკიდა და ჩანთაში ჩატენა. სანდროსთვის რომ გეკითხათ ელი ნიკას გარდა არცერთ მამაკაცს არ შეხედავდა. ასეც იყო, 2 წლის მანძილზე ბევრი თაყვანისმცემლის გაჩენა მოახერხა მაგრამ მისთვის მარტო ნიკა არსებობდა, ნიკა და არა სხვა. მას ასე ესმოდა სიყვარული, ასე უყვარდა უკვე მეხუთე წელია და ასე ეყვარებოდა ცხოვრების ბოლომდე, მერე რაა რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის იყო.
ნიკა როგორი იყო?? ნიკა მაღალი, ზომიერად სუსტი, ზღვისფერი თვალებით, ძალიან სიმპატიური, ზედმეტადაც კი. არ იყო მექალთანე, პირიქით ძალიან დასტოინი, მშვიდი, არასდროს სარგებლობდა მისი ფიზიკურობით. სწორედ ამიტომ შეუყვარდა ელის პირველივე დანახვისას. მაგრამ...მაგრამ ელის ვერ ამჩნევდა, არა იმიტომ რომ ელიზაბეტი ლამაზი არ იყო, პირიქით მის ლურჯი თვალები, ქერა თმა და მუდამ ფერმკრთალი სახე გამვლელ ბიჭებს ატყვევებდნენ, უბრალოდ არ იცნობდა მას ნიკა..ეს იყო ერთადერთი მიზეზი. ელიზაბეტმაც მის გასაცნობად არაფერი გააკეთა, უფროსწორად ვერ გააკეთა, ძალიან მორცხვი იყო საამისოდ. მხოლოდ ერთადერთხელ შეეჩეხნენ მათი თვალები ერთმანეთს ისიც რამოდენიმე წამით როცა ელის საყვარელ ბარში ნიკა შემოვიდა და მის წინ მაგიდასთან დაჯდა. ნიკამ ერთი შეხედა და შემდეგ თავზე დამდგარ მიმტანს ყავა სთხოვა. ელი როგორ იყო?? გაუნძრევლად იჯდა სკამზე თითქოს მიყინვოდა, მუდამ ცივი ხელები ცხელი ყავის ფინჯანზე შემოეჭდო და მაგიდას ჩაშტერებოდა, ვერ გაბედა თავი აეწია და კიდევ ერთხელ შეეხედა მიუხედავად იმისა რომ გულში ბედნიერება უღვივოდა. მიზეზი?? მიზეზი 2 ჰქონდა, პირველი ის, რომ ნიკა ასე ახლოს ყავდა, მეორე მისი შეკვეთილი ყავა იყო, სწორედ ისეთი ყავა როგორიც ელის უყვარდა და სწორედ ამიტომ უყვარდა ეს ბარი, მხოლოდ აქ აკეთებდნენ მისთვის ასეთ გემრიელ ყავას. საოცარია არა?? რა მცირეოდენი რამ სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის. ეს იყო და ეს, მას შემდეგ მხოლოდ თვალს თუ მოკრავდა შორიდან ელი.
-გეყოფა ჭამა, ასე ხომ გასუქდები! - თითქოს გაბრაზებული სახით შევიდა სანდრო ბარის სამზარეულოში და ჭამაში გართულ ელის თავზე დაადგა.
-კარგი რა სან ისედაც 45 კილო ვარ.
-კარგი ჰო, ტექსტს გადავხედე, პირველი სიმღერისთვის შპარგალკა მექნება, მერე სახლში ვისწავლი, ხო გამატან ფურცელს??
-წაიღე, მე ისედაც ზეპირად ვიცი, - დაეკრიჭა ელი და სამზარეულოდან ბარის პატარა სცენაზე გადაინაცვლეს. დღისით ბარში არავინ იყო, საღამოს 6 საათის შემდეგ იღებოდა, ასე რომ 3 საათი ჰქონდათ მოსამზადებლად.
-ელ რა კარგი სიმღერაა, ამას მიმალავდი ამდენ ხანს?? - ცალი წარბი ასწია სანდრომ.
-მაგას შენ კიარა ჩემ თავსაც ვუმალავდი სანდრიკ,- დანანებით ჩაილაპარაკა ელიზაბეტმა.
-კარგი წადი ეხლა სახლში, გამოიცვალე და ასე შვიდის ნახევრისთვის ჩამოდი, დღეს ხალხი უნდა გავაოცოთ, - გადაეხვია სანდრო და ჩანთა მიაწოდა, იცოდა ეხლა სიტუაცია უნდა განემუხტა.
ელი ახლოს ცხოვრობდა ბართან... 5 წუთში სახლში იყო.
ოთახის კარები შეაღო და მაშინვე აბაზანისკენ გაეშურა, უნდოდა დღევანდელი რაღაცნაირი შეგრძნება გაეფანტა, დილიდან რომ თან სდევდა. 1 საათში უკვე მზად იყო. 10 წუთიც მოიცადა და შემდეგ ბინის კარები გამოიხურა. ბარში როგორც ყოველთვის მშვიდი, ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა, ამიტომ უყვარდა ელის აქაურობა.
-უკვე მოხვედი?? - გაუღიმა ელის მეგობარმა.
-არა სანდრიკ, მოჩვენება ვარ და გელანდები, - გაეხუმრა ელიზაბეტი.
- ოჰ, ხუმრობაც გვისწავლია უკვეო?? - გაეცინა სანდროს. კაი ჰო, ეხლა წამო ჩემ კაბინეტში ცოტა წავირეპეტიციოთ, ხო არ გადაიფიქრე??
-არაა, რადგან ვთქვი ე.ი მზად ვარ, წამო.
დაახლოებით 9 საათი იქნებოდა როცა სანდრომ სცენაზე ელი იხმო. ელიზაბეტს გული ამოვარდნას ჰქონდა, არ იცოდა რატომ ნერვიულობდა ასე, პირველად ხომ არ მღეროდა. სანდრომ გიტარა მოიმარჯვა, ელი მიკროფონთან დადგა და თვალები დახუჭა, დაელოდა როდის გაჟღერდებოდა მელოდია.
დაიწყო...დაიწყო და მაშინვე თვალწინ დაუდგა ნიკა, ყველა ის წამი და მომენტი რაც მასთან აკავშირებდა. წარმოიდგინა ვითომ სცენასთან ახლოს მჯდომი მამაკაცი ნიკა იყო, კარგად ვერ ხედავდა რადგან მარტო სცენა იყო განათებული მაგრამ გრძნობდა მსგავსებას ნიკასთან. ამიტომ ამოიჩემაიმ მომენტში.
ელიმ მთელი გრძნობა და ემოცია ჩაატია ამ 3 წუთიან სიმღერაში. დასასრულს ემოციებით ავსებულმა ამოისუნთქა და სიმღერაც შეწყდა. ნელ-ნელა თვალები გაახილა და ხალხს გადახედა, 2 წამიც და ბარში გამაყრუებელმა აპლოდისმენტებმა ჰაერი გააპო.
ელის საერთოდ არაფერი არ ესმოდა იმ წამს, არც ის გამაყრუებელი აპლოდისმენტები, არც სანდროს აღფრთოვანებული შეძახილები. თითქოს ჰაერმა მოძრაობა შეწყვიტა, თითქოს დრო გაჩერდა. მისი მზერა სცენასთან ახლოს მდებარე მაგიდისკენ იყო მიმართული და ზღვისფერ თვალებს პირდაპირ ჩაშტერებოდნენ.
არიცოდა საიდან, როგორ ან რატომ მაგრამ...ხედავდა, ხედავდა მის წინ მჯდომ ოდნავ დაბნეულ ზღვისფერ თვალებს რომლებიც მას მიშტერებოდნენ.
ელიზაბეტს მეტი აღარ შეეძლო, ამას ვეღარ გაუძლებდა...მუხლები მოეკვეთა და იქვე ჩაიკეცა.
გონს მეორე დილით საავადმყოფოში მოვიდა. როგრც კი სანდრო დაინახა მაშინვე დამშვიდდა, იმედი ჰქონდა, რომ გუშინდელი ამბავი მხოლოდ სიზმარი იყო.
-ეს ბედისწერაა ელ! - დაიწყო სანდრომ.
ელიმ ვერ მიხვდა უცებ რა უთხრა სანდრომ. რა შუაში იყო ბედისწერა??
-რა ბედისწერა სანდრო??
-კარგი რა ელ, ყველაფერი მშვენივრად გაიგე, ეს ბედისწერაა გესმის?? შენი აზრით რატომ იყავი დილიდან უცნაურად?? რატომ გადაწყვიტე მანდამაინც დღეს გემღერა ეს სიმღერა?? იცი ვინ იყო ის განსაკუთრებული სტუმარი რომელიც დილით ვახსენე?? ნიკა იყო გესმის?? ნიკა...ჩემი საუკეთესო მეგობარი, თურმე შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი გყვარებია და ამის შესახებ მხოლოდ დღეს მივხვდი...მაშინვე მივხვდი როგორც კი სცენაზე გული წაგივიდა. როგორ ვერ მივხვდი, აქამდე როგორ ვერ მივხვდი ამის დედაც..როგორ ვერ მივხვდი რომ შენ ჩემს ნიკაზე საუბრობდი , ჩემს არაბიოლოგიურ ძმაზე, არადა რომ ამიღწერე ზუსტი ასლი იყო ნიკასი, არც კი დამიშვია რომ ჩემი ნიკა იყო ის ადამიანი რომლის სიყვარულიც გტანჯავს ამდენი ხანია.
-მაპატიე ელ, გთხოვ მაპატიე რომ ასეთი შტერი აღვმოვჩნდი.
ელიზაბეტი მოსმენილით შოკირებული იყო, ვერც მიხვდა ისე ჩამოუგორდა ცრემლები ლოყაზე, მოთმენა აღარ შეეძლო..მთელი ხმით ატირდა, ცოტაც და ისტერიკა დაემართებოდა. ძვლივს დააწყნარეს ექიმებმა დამამშვიდებლებით, მერე ჩაეძინა.
თვალები რომ გაახილა ისევ საავადმყოფოში იყო და ისევ სანდრო იყო მის გვერდით.
-მაპატიე ელ, ემოციები ვეღარ მოვთოკე, უნდა მეთქვა.
-არა სან, შენი რა ბრალია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ნიკას შენთან კავშირი ექნებოდა ოდესმე..ამიტომ არ გიყვებოდი მასზე ბევრს. ღმერთო, მგონია სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი კოშმარია, სასიამოვნო კოშმარი, - გაღიმება მაინც მოახერხა ელიმ.
-ელ, შენთვის კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი.
-კიდევ რა მოხდა??
-იცი, შეიძლება არც კი მაპატიო მაგრამ ვერ მოგატყუებ, მითუმეტეს ახლა როცა ყველაფერს ფარდა აეხადა.
-რა მოხდა აღარ იტყვი?? - ხმაში მოუთმენლობა დაეტყო ელის.
-გეტყვი, მოკლედ ნიკამ შენზე ყველაფერი იცის. შენი სიყვარულის შესახებაც იცის.
-როგოოორ?? ელის ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან, ამას ნამდვილად არ ელოდა.
- სანდრო რას ნიშნავს ჩემზე ყველაფერი იცის?? იცის რომ მიყვაარს??
-არა, ახლავე ყველაფერს მოგიყვები. მოკლედ, ნიკას ხშირად ვეხმიანებოდი სკაიპით თბილისში. გახსოვს 2 თვის წინ რომ გამებუტე კომპიუტერთან დიდხანს ყოფნის გამო რეპეტიცია რომ შემეზარა, შენ კი გამიბრაზდი და მარტომ დაიწყე სიმღერა...გახსოოვს??
-მახსოვს, ძვლივს ამოილუღლუღა ელიმ.
-მაგ დროს ნიკას ველაპარაკებოდი სკაიპში. მაშინ პირველად მოისმინა შენი ნამღერი და მთხოვა „თვალი“ შენსკენ მომებრუნებინა, რომ დაენახე. მერე თითქმის ყოველდღე მირეკავდა, მერე კი აქ დავპატიჟე, მითხრა როგორც კი მოვახერხებ ჩამოვალო. დღეს საღამოს მოულოდნელად ჩამოვიდა გაფრთხილების გარეშე, სიურპრიზი მოგიწყვეო. ისე გამიხარდა ჭკუაზე არ ვიყავი, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, მერე კი შენც იცი რაც მოხდა. იცის რომ ნიკაზე ხარ შეყვარებული, მაგრამ ის ნიკა თუ თვითონაა ეგ არ იცის. მაპატიე ელ, არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
ელი გაოგნებული იყო მოსმენილით, ყველაფერს წარმოიდგენდა და ამას არა. ხმაც ვერ ამოიღო, არ იცოდა რა ეთქვა.
-ელ მიბრაზდები??
-არა სანდრო შენი რა ბრალია, შენ ხომ არც კი იცოდი მე ვინ მიყვარდა, მეც არ ვიცოდი ..ორივე გაუგებრობაში ვართ ეხლა, ამიტომ სახლში წამიყვანე გთხოვ, ამ ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება, ყველაფერი უნდა გავაანალიზო.
-კაი ექიმს ვნახავ და ეხლავე მოვალ.
1 საათში გაწერეს.
სანდრომ სახლში წაიყვანა.
-სან...
-ჰო ელ...
-ნიკა წავიდა??
-ხვალ მიდის.
-სან ერთი თხოვნა მაქვს, ამ ყველაფერზე არაფერი არ უთხრა გესმის??
-რატომ ელ?? გულწრფელად გაუკვირდა სანდროს.
-გამიგე გთხოვ, ამისთვის მზად არ ვარ, ყველაფერი ერთდროულად დამატყდა თავს, ხო გესმის??
-მესმის...მაგრამ ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ ჩვენ, არ დავუშვებ უბედური იყო.
-ვილპარაკებთ, გაუღიმა მეგობარს ელიზაბეტმა და მანქანიდან გადავიდა.
-თავს მიხედე ხო გესმის?? 1 კვირა შვებულება გაქვს, ხანდახან მეც ამოგივლი ხოლმე.
-კაი სანდრიკ, - გაუღიმა და სადარბაზოში გაუჩინარდა. არ უნდოდა სანდროს მისი ცრემლები დაენახა და უფრო აენერვიულებინა, იცოდა მაინც ინერვიულებდა სანდრო ელიზე.
1 კვირა ფიქრობდა ყველაფერზე, სანდროზე, ნიკაზე, ამ ორ ყველაზე განსაკუთრებულ ადმიანზე მის ცხოვრებაში. ას სჯეროდა, ვერ იჯერებდა რომ ნიკამ სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჩამოსვლა როცა ელიმ მისთვის მიძღვნილი სიმღერის სხვისთვის გაზიარება გადაწყვიტა. თურმე რა ელოდა წინ, ყველაზე ბედნიერ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას, რომ ნიკა ამ სიმღერას მოისმენდა, მაგრამ უკვე დრო იყო დაეჯერებინა, სიმართლისთვის სახეში შეეხედა. ეხლა მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ ნიკა აზრზე არ იყო რა მოხდა იმ საღამოს და ჯერჯერობით არც უნდოდა გაეგო. 1 კვირის შემდეგ უნივერსიტეტშიც წავიდა და სამსახურსაც დაუბრუნდა. სანდრო კი იყო წინააღმდეგი ცოტა ხანს დაისვენეო მაგრამ არ უნდოდა ელის, რაც დაისვენა ისიც ეყოფოდა, თან 1 კვირაში საფინალო გამოცდები ჰქონდა და ახლა დასვენების დრო ნამდვილად არ იყო, გამოცდები შემდეგ კი დაისვენებდა 3 თვიანი არდადეგები ჰქონდა წინ. ელი უნივერსიტეტიდან როგორც ყოველთვის ბარში მიდიოდა, მერე სახლში. სანდრო ამჩნევდა, ამჩნევდა რომ ძველი ჭრილობები გაუახლდა ელის, იცოდა რომ სტკიოდა მაგრამ პირობა მისცა და ვერ დაარღვევდა.
-ელ, რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა სანდრო??
-ხვალ ნიკა ჩამოდის! - ყოველგვარი შეასვლი გარეშე უთხრა. უნდა ამიხსა რა მოხდა იმ საღამოსო. თან მისი საცოლეც მოჰყვება მგონი.
ელიმ იცოდა ვიღაც რომ ჰყავდა ნიკას მაგრამ ამის დადასტურებამ სანდროსგან გულში გაღვივებული პატარა იმედის ნაპერწკალიც ჩაკლა. გული ძალიან ეტკინა.
-უნდა დარჩეს?? - ცდილობდა ხმა არ აკანკალებოდა.
-სავარაუდოდ კი, სამსახურში შვებულება აიღო, დასვენება მინდა ცოტახნითო, ელ მაპატიე მაგრამ უარს ვერ ვეტყვი, ის ჩემი ბავშვობის ძმაკაცია და ძალიან მინდა ჩამოვიდეს.
ელის ძალიან უჭირდა მაგრამ რა გზა ჰქონდა, ძალები მოიკრიბა და როგორც შეეძლო გულწრფელად გაიღიმა .
-მერე რატომ მიყურებ სანდრიკ ასე?? ის ხომ შენი ძმაა თითქმის, ჩამოვიდეს.
-ელ, თავს ნუ მაჩვენებ ისე თითქოს არ განაღვლებს.
-გავუძლებ სან, აი ნახავ, - ნაღვლიანად გაუღიმა მეგობარს და ჩაეხუტა.
მეორე დღეს ელის ბოლო გამოცდა ჰქონდა და ამიტომ ამჯობინა სახლში წასულიყო და იქ დაცლილიყო ემოციებისგან, დღეს ნადვილად არ შეეძლო არც სიმღერა და არც ბარის მიხედვა, სანდრომაც დაიმედებული გამოუშვა, ყველაფერს მე მივხედავო.
ოთახში შესვლისთანავე ჩამოუგორდა ლოყაზე ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლები, ბოლო ხმაზე ტიროდა, ბედმა მწარედ დასცინა. ჯერ იმედი გაუჩინა ეხლა კი საბოლოოდ მოტეხა. ნიკას სხვა უყვარდა, ამას უნდა შეგუებოდა, არ იცოდა როგორ მაგრამ უნდა შეუგუებოდა. მეორე დღეს ბარში ჩავიდა მისი საყვარელი ყავის დასალევად, მერე უნიში წავიდოდა.
-ეელ, - შეწუხებული სახით დაადგა თავზე სანდრო ელის.
-ვიცი ეხლა რისი თხოვნაც გინდა და თანახმა ვარ, არ მაქვს შენი წუწუნის თავი, - გაეცინა ელიზაბეტს სანდროს სახის დანახვაზე.
-აი ამიტომ მიყვარხარ რაა.
-ოღონდ გამოცდებს რომ მოვრჩები ეგრევე გამოვალ, ისე არ წახვიდე გაიგე?? იცოდე მოგკლავ.
-თუ მანამდე არ დამირეკეს, გპირდები ფეხს არ გავადგამ ბარიდან, - სანდროც არ ჩამორჩა და ყურებამდე გაეკრიჭა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ სანდროს შეხვედრა ჰქონდა მის ბიზნესს პარტნიორებთან სხვა ქალაქში და რომ არ წასულიყო არ გამოვიდოდა, რაღაც მნიშვნელოვან დოკუმენტზე უნდა მოეწერა ხელი.
-მოიცააააააააა !! - დედნარტყმულივით წამოვარდა ელი ფეხზე და სანდროს წინ აესვეტა.
-რა მოხდა??
-დღეს ხომ ნიკა ჩამოდის?? უფროსწორად ნიკა და მისის საცოლე, ხოდა ეგენი პირველრიგში უეჭველი აქ მოვლენ სანნდროო, - ტირილამდე იყო უკვე მისული ელისაბედი.
-ნიკა საღამოს აპირებს გამოფრენას და მე მანამდ ეჩამოვალ, ხომ იცი რომ არ წავიდე რა მოხდება ელ??
ელიმ სინდისის ქეჯნა იგრძნო, რა უფლებით ეგოისტობდა, რა უფლებით ფიქრობდა მარტო საკუთარ თავზე, როცა სანდრომ გაჭირვების დროს მხარში დაუდგა??
-ბოდიში სან, მაპატიე ეგოისტობა, დავრჩები ბარში აბა რას ვიზამ, ეხლა გავიქეცი მოვრჩები უცებ მაგმოცდებს და მერე მთელი 3 თვე რაც გინდა ის ქენი, მე აქ ვიქნები და დაგეხმარები, - სიამაყით გადაეხვია მეგობარს და წავიდა.
არ იცის როგორ დაწერა გამოცდებზე ყველაფერი, ეს ამ წუთას ნაკლებად ადარდებდა, ნიკაზე და მათ სავარაუდო შეხვედრაზე ფიქრობდა, თან გული ეკუმშებოდა. უნივერსიტეტიდან დაცლილი გამოვიდა. რაც იქნება, იქნება ყველაფერს ბედს მიანდობდა. ტაქსი გააჩერა და პირდაპირ ბარისკენ წავიდა. იქ მისულს კი ბარი დაკეტილი დახვდა.
-ეხლა ეს თუ ის არის რაც მე მგონია სანდრო ვერ გადამირჩები. ჩანთიდან გასაღები და მობილური ამოაძვრინა თან ეკრანზე სანდროს ნომრის აკრეფა დაიწყო...გათიშული ჰქონდა.
-არა მართლა ვერ გადამირჩება, - იმუქრებოდა ელი და თან ბარის საკეტს ექაჩებოდა. ბარში შესულს იქვე მაგიდაზე წერილი დახვდა სანდროსგან.
„ეელ მაპატიე, მე რომ მეთქვა ვიცი მომკლავდი და ჯანდაბაში გამიშვებდი იმ ჩემს ბიზნეს პარტნიორთან ერთად მაგრამ ხომ იცი არა?? მაპატიებ ვიიც...საღამომდე დავბრუნდები უეჭველი“. წერილის ბოლოს სიცილის სმაილი ეხატა.
-გაცინებ მე შენ სანდრო კარგად, დაიცა მოხვიდე აქ, - ხმამამღლა ილანძღებოდა ელი და სანდროს ცემით ემუქრებოდა, ვითომ გაიგებდა ისე, მერე მიხვდა რომ ტყუილად ბრაზობდა და დაწყნარდა.
საღამოს 6 საათზე ბარი გახსნა და ნელ-ნელა დაიწყო ხალხმა შემოსვლა. 8 საათისკენ მიხვდა, რომ სანდრო დაპირებულ დროს ვერ მოვიდოდა.
-ალო, სან დაგაგვიანდება ხო?? - სულ არ ახსოვდა 2 საათის წინანდელი გაბრაზება.
-სულ რაღაც 2 საათი ელ.
-კაი, მივხედავ მე ყველაფერს არ ინერვიულო შენ, მეც კარგად ვიქნები, - გაეღიმა.
-ჩემი გოგო, 2 საათში მანდ ვარ.
9 საათისთვის ელიმ იგრძნო რომ ძაან დაიღალა და იქვე ახლოს ბართან სკამზე ჩამოჯდა.
-უკაცრავად !!, - უკნიდან ვიღაცის ხმა გაისმა.
ელი გაშეშდა, ის იყო !! ამ ხმას მილიონ ადამიანში გამოარჩევდა. ვერ გაბედა მიბრუნება..მართალია სანდროს დაპირდა გავუძლებო მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგა მობრუნების შეეშინდა, შეეშინდა მის გვერდით მდგარი მისი საცოლის ბედნიერი გამომეტყველების, შეეშინდა რომ იქ ბედნიერ წყვილს დაინახავდა.
-უკაცრავად!! გაიმეორა ხმამ იძულებული გახადა ელი შემობრუნებულიყო.
-დიახ?? - შებრუნდა და მოწყურებულ ზღვისფერ თვალებს ჩააშტერდა, წამით უკან ცარიელ სივრცეზე გადაიტანა ყურადღება, რაღაცას ეძებდა..უფროსწორად ვიღაცას.
-მე ნიკა გიგაური ვარ, სანდროს მეგობარი.
-ვიცი ნიკ...ბატონო ნიკა. სანდრო სხვა ქალაქშია აუცილებელ შეხვედრაზე, ამიტომ ვერ დაგხვდათ აეროპორტში, მალე მოვა, მანამდე თუ გნებავთ აქ მოიცადეთ ან მისი სახლის გასაღებს მოგცემთ და იქ დაელოდეთ.
-გასაგებია, აქ მირჩევია, ოღონდ ძალიან გთხოვ ოფიციალურ ტონს მოეშვი, უბრალოდ ნიკა დამიძახე, - გაუღიმა.
-კარგი ნიკა. და შეიძლება რაღაც გკითხო?? - ვერ მოითმინა.
-გისმენ.
-მარტო ხარ?? იმას ვგულისხმობ, რომ სანდრომ მითხრა საცოლესთან ერთად იქნებაო,- უკანასკნელი ძალები მოიკრიბა ამის სათქმელად.
-აა ჰო, ვერ ჩამოვიდა, გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და.
ელიმს სიხარულისგან კინაღამ ხტუნვა დაიწყო მაგრამ ამას რათქმაუნდა გარეგნულად არ შეიმჩნევდა.
-გასაგებია, ყავას ხომ დალევ??
-თუ არ შეუწუხდები.
-რა შეწუხებაა, ახლავე.
ელის ერთი სული ჰქონდა მოშორებოდა სურნელს რომელიც გონებას აკარგვინებდა და სულს უფორიაქებდა. სამზარეულოში შესული პირდაპირ მაცივართან მივიდა..1ჭიქა წყალი უნდა დაელია, რომ გული არ წასვლოდა.
2 წლის წინ რომ გეკითხათ ელისთვის სასწაულების არსებობის არ სჯეროდა, ეხლა კი დარწმუნებით გეტყოდათ, რომ არსებობს.
ღრმად ჩაისუნთქა და ყავის გაკეთება დაიწყო, ისეთი ყავის რომელიც ორივეს უყვარდა.
-მადლობა ელიზაბეტ!, - უთხრა ნიკამ როგორც კი ელიმ ფინჯანი ყავა მაგიდაზე დადო.
-არაფრის ნიკა,- ყველანაირად ეცადა რომ გაეღიმა და ბარს დაუბრუნდა.
-სანდრო ცუდად ვარ!
-ჩამოვიდა??, - მიუხვდა სანდრო ცუდად ყოფნის მიზეზს.
-კიი ბარშია, შენ გელოდება, იცოდე 10 წუთში რომ არ მოხვიდე მოვკვდები.
-აი ეხლა ტაქს გავაჩერებ და 5 წუთში მანდ ვარ! არ მოკვდე მანამდე.
-სანდრო ხუმრობის დროა ეხლა?? სულ არ მეცინება! - აღშფოთდა ელი და ყურმილი დაკიდა.
მართლაც 5 წუთში ბარში იყო სანდრო და მონატრებულ ძმაკაცს ეხვეოდა.
-შენ არ იცი როგორ გამახარე ნიკუშ!, როგორ მომენატრე შე გაფუჭებულო, - იცინოდა სანდრო და თმებს უჩეჩავდა მეგობარს.
-რომ მოგნატრებოდი ერთხელ მაინც ჩამოხვიდოდი თბილისში,- გაუწყრა ნიკამ მეგობარს.
-ხომ იცი არაა შენს ძმობას ვფიცავარ, დღს აეროპორტშიც ვერ მოვახერხე მოსვლა, მანდამაინც დღს მოისურვეს იმ უნამუსო ხალხმა საქმიანი საუბრები.
-კაი გეხუმრე ბიჭო რა მოგივიდა, სამაგიეროდ მთელი 3 თვე აქ ვაპირებ დასვენებას თუ რათქმაუნდა მასპინძელი თანახმა იქნება, - ორაზროვნად თქვა ნიკამ და ჯერ ელის, მერე სანდროს გადახედა.
-ღადაოობ?? რამდენხანსაც გინდა დარჩი, ხო არ დაგავიწყდა ვინ ხარ ჩემთვის??
ელი ამდენი ხნის მანძილზე წარბებშეკრული იდგა და მოთმინებით ელოდა როდის მორჩებოდნენ ძმაკაცები სიყვარულობანას და როდის შეამჩნევდა სანდრო ელიზაბეტს.
-ელიზაბეტ!
„როგორც იქნა“ - გაიფიქრა ელიმ და ამდენი საათის უნახავ მეგობარს მაგრად ჩაეფსკვნა.
-ნიკას უკვე იცნობ?? ხმამაღლა წარმოთქვა სანდრომ და ელის გახედა, იქ კი გოგოს გაოცებულ სახეს წააწყდა, ჩაეღიმა...არ აპირებდა სანდრო ელიზაბეტის ტანჯვის ყურებას.
-კი ვიცნობ, - ძვლივს ამოილუღლუღა ჯერ კიდევ გაოცებულმა ელიმ .
-ვიცნობთ!, - დაამატა ნიკამაც.
ხოდა ძალიან კარგი, ეხლა წავედით დაღლილი იქნები ნამგზავრი, მეც ერთი სული მაქვს ბალიშში თავი ჩავრგო.
-წავედით, დაეთანხმა ნიკაც. მასაც ისევე ძაან უნდოდა ბალიშის დანახვა როგორც სანდროს.
- ელლ გეხვეწები ბარი დაკეტე რაა, - დაუბარა მეგობარს სანდრომ და კარისკენ წავიდნენ.
-ხო მართლა ელიზაბეტ!! - გაისმა ნიკას ხმა.
-ძალიან გემრიელ ყავას ამზადებ, ზუსტად ისეთს როგორიც მე მიყვარს, - გაუღიმა ნიკამ ელის და კარი გაიხურა.
ელიმ კი მადლობის თქმაც ვერ მოახერხა, იდგა და დაკეტილ კარს მიშტერებოდა. ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა სანდროს დემონსტრაციულად ნათქვამი „ელის უკვე იცნობ??“
ხომ იცოდა, რომ იცნობდა...ვირტუალურად მაგრამ მაინც ხომ იცნობდა.
გადაწყვიტა ხვალ დალაპარაკებოდა სანდროს, ახლა კი მისი საწოლის დანახვა უნდოდა ყველაზე მეტად. ბარი დაკეტა და სახლში ავიდა. ხვალიდან ოფიციალურად ეწყებოდა 3 თვიანი არდადეგები, არ იცოდა გახარებოდა თუ წყენოდა მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა ეს ზაფხული ყველაზე უბედური 3 თვე არ ყოფილიყო მის ცხოვრებაში.
დილით თვალები გაახილა და მაშინვე გუშინდელი ამბები გაახსენდა, გული დაუმძიმდა, საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, ამდენი ხანი ოცნებობდა ნიკას ერთხელ მაინც დალაპარაკებოდა, ეხლა კი რა ხდება?? თურმე საერთო მეგობარიც კი ჰყოლიათ.
თურმე 2 თვის წინ „გაიცნო“ ნიკამ ელიზაბედი და ამის შესახებ სულ რამოდენიმე დღის წინ გაიგო. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ნიკა მის გამო ჩამოვიდა მადრიდში, არ აპირებდა ილუზიებში ცხოვრებას, არ აპირებდა ეოცნება და მერე თავზე დახვავებოდა მისი სათუთად ნაშენები კოშკები. ამიტომ გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ნიკას არ აგრძნობინებდა მისდამი სულ მცირედ ინტერესსაც კი. საწოლიდან ცოტა დამშვიდებული ადგა და მაშინვე სამზარეულოსკენ გაემართა ყავის დასალევად მერე კი ბარში ჩავიდოდა, ძალიან ადრე კი იყო მაგრამ სახლში ყოფნას იქ ჩასვლა ერჩივნა. თან გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და გვარიანადაც დაბინძურდა იქაურობა, დაალაგებდა და თან გულსაც გადააყოლებდა.
ყავის დალევას რომ მორჩა აბაზანაში ცივი შხაპი მიიღო გამოსაფხიზლებლად, მერე ჩაიცვა და კარები საგულდაგულოდ გადაკეტა.
ბარის კარები თვითონ გააღო, როგორც ყოველთვის სანდრო ამ დროს საწოლში ნებივრობდა და სავარაუდოდ დიდხანს ინებივრებდა კიდევ. სკამები მაგიდაზე აალაგა და მტვერსასრუტი ჩართო. კარგა ხანს იტრიალა ბარში და უკვე თავიც რომ ატკივდა ხმაურისგან და საბოლოოდ დარწმუნდა რომ მტვერის ნატამალიც კი არსად იყო გამოსართავი ღილაკისკენ წაიღო ხელი და ზუსტად ამ დროს მხარზე შეხება იგრძნო. მაშინვე მიხვდა ვის ეკუთვნოდა ის ხელი.
- მაპატიე ელიზაბედ, დიდხანს გეძახე და...
- ჰო ამისი ბრალია, - თითით მტვერსასრუტისკენ მიანიშნა და დაბნეულად გაუღიმა ნიკას.
- ასე ადრე აქ რატომ ხარ??, -დაინტერესდა ელი.
- ამისთვის 2 მიზეზი მაქვს: პირველი ის, რომ არ მიყვარს გვიანობამდე ძილი, ამ დროს ვდგები ხოლმე სულ, დასვენების დღეებში.
- მეორე??, - მოუთმენლობა დატყო ელის ხმაში.
- ოოო, აი მეორე მიზეეზი კი საკმაოდ სერიოზულია, - ელის რომ სიცოცხლეს ერჩივნა იმ ღიმილით გაუღიმა ნიკამ და თვალები მოჭუტა. მეორე მიზეზი ყავაა, ის გემრიელი ყავა გუშინ რომ დავლიე.
ელის წამით გული გაუჩერდა, სუნთქვა შეეკვრა. ნიკას მისი მოდუღებული ყავა უნდოდა...
- კარგი ეხლავე მოვადუღებ, - როგორც იქნა გონზე მოვიდა და შეძლებისდაგვარად ეცადა არაფერი შეტყობოდა სახეზე.
- ელ, არ მინდა შეგაწუხო...
ელის ტანში ეკლებმა დააყარა როცა ნიკას ბაგედან წარმოთქმული „ელ“ გაიგონა და არა ელისაბედი...სულ სხვაგვარი ემოცია ჰქონდა მის ნათქვამს...
- სულაც არ მაწუხებ ნიკა, თან როგორ გგონია მე ვარ აქ და კაცს მოვადუღებინებ ყავას?? წავალ ახლა და 5 წუთში მზად იქნება. ნიკას მხოლოდ გაეღიმა და ხელები ასწია დანებების ნიშნად.
მართლაც 5 წუთში მზად ჰქონდა უკვე ელის ყავა.
- მადლობა.
-არაფრის, გემრიელად მიირთვი. ეხლა კი შენის ნებართვით საქმე გავაგრძელებ.
- რათქმაუნდა მიდი, - გაუღიმა ნიკამ და ყავა მოსვა.
ელი ძალიან დაძაბული წმენდდა თაროებს, ძალიან ეძნელებოდა თავი ისე მოეჩვენებინა თითქოს ნიკა იქ არ იყო, ყოველ ერთ წუთში ერთხელ აპარებდა თვალს იმ მხარეს სადაც მისი ზღვისფერთვალება იჯდა. ნიკა კი ძალიან მშვიდად სვამდა ყავას და თან ლეპტოპში რაღაცას უყურებდა.
- ჰეიიიი რას შვებით ბავშვებო??, - მთელი ემოციით შემოაღო სანდრომ ბარის კარები.
ალბათ ცხოვრებაში არ გახარებია ელის ასე არაფერი როგორც ეხლა გაუხარდა სანდროს დანახვა, ერთიანად მოეშვა და მეგობარს ღიმილიანი სახით მიაშტერდა.
- ბიჭო სად წახვედიამ დილა უთენია, სახლში მეგონე და რომ არ დამხვდი გული ლამის გამისკდა!, - სიცილით მიუჯდა სანდრო ნიკას გვერდით.
- სად უნდა წავსულიყავი ბიჭო ამხელა ქალაქში თან მარტო, - სიცილითვე უპასუხა ნიკამ.
- ხო რა ვიცი მეთქი ვინმემ ხომ არ მომტაცა თქო ასეთი სიმპატიური ბიჭი, - გადაიხარხარა სანდრომ და ნიკას თმები აუჩეჩა.
- ნეტა შენ არ უბერავდე და...- გაეცინა ნიკასაც.
- ბატონო სანდრო ხელს ხომ არ გიშლით??, - ხმა ამოიღო ელიმ და წარბები შეკრა.
- არა გენაცვალოს სანდრო ბიძია, როდის იყო შენ ხელს მიშლიდი, -გაიკრიჭა სანდრომ თავისი იუმორით კმაყოფილმა.
- შენ რაღაც კაი ხასიათზე ხარ ხო??
- კიი, დღეს ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ხო მართლა შენ რას აკეთებ?? - უცებ წარბები შეკრა სანდრომ.
- თაროებს ვწმენდ ხო ხედავ??
- მაგას ვხედავ მაგრამ მაგისთვის მემგონი გვყავს ჩვენ დამლაგებელი ქალბატონო ელიზაბედ!
- კაი რაა სანდრიკ, ხო იცი ტყუილად ყოფნას საქმის კეთება მირჩევნია თან ბიუჯეტის დაზოგვა არ გაწყენს.
- კაი დღეს გაპატიებ კაი ხასიათზე ვარ, მაგრამ შემდეგში ვერ გადამირჩები, - თითი დაუქნია ელის და ფეხზე წამოდგა.
- ეხლა კი საინტერესო წინადადება მაქვს თქვენთან, არ გინდა სადმე გავიდეთ?? თან ვისაუზმებთ თან კიდევ ნიკას ქალაქს დავათვალიერებინებთ, ჩემი ბარის საყურებლად ხომ არ დამიპატიჟებია აქ.
- მშვენიერი აზრია, - დაეთანხმა ნიკაც.
ელის კი ცივმა და ცხელმა ტალღამ ერთდროულად დაუარა სხეულში, ეს იმას ნიშნავადა, რომ მთელი დღე ნიკას გვერდით უნდა ყოფილიყო, ეს კი ატკენდა, ძალიან ატკენდა...მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უზრდელურად ვერ მოიქცეოდა...
- „ალბათ სპეციალურად მიკეთბს, მოვკლავ“ - გაიფიქრა ელიმ.
- მშვენიერი აზრია, - სიმწრით გაიღიმა.
ჯერ სასაუზმოდ მადრიდის ერთ-ერთ ლამაზ ქუჩაზე მდებარე რესტორანში შევიდნენ, იქედან კი დანაყრებულები ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას მოყვნენ. კინოთეატრშიც შეიარეს ელის თხოვნით...მისი საყვარელი მწერლის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერა იყო და ამას არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვებდა. ნიკას და სანდროს დათანხმება არ გასჭირვებია, პირიქით ..მთელი დღე ფეხით იარეს და ახლა ბატი-ბუტი, ცივი გამაგრილებელი სასმელი და კარგი ფილმი ნამდვილად არ აწყენდათ.
შუა ფილმის დროს სანდრომ ხვრინვა ამოუშვა...
- დაიღალა ალბათ, - დაიჩურჩულა ელიმ.
- ჰო მეც მაგრად დავიღალე მაგრამ იმდენად საინტერესო ფილმია ამას ნამდვილად ვერ გამოვტოვებ, - გაუღიმა ნიკამ.
- ე.ი ჩემს არჩევანს იწონებ??
- დიახ ქალბატონო ელიზაბედ.
- საქალბატონე, ბატონო ნიკოლოზ!
- ოჰ, მე მაპატიეთ, საქალბატონე ელიზაბედ!
- მიპატიებია!
ამაზე ორივეს გულიანად გაეცინათ. ელი ხანდახან გააპარებდა ხოლმე ნიკასკენ მზერას, ვერ წყვეტდა თვალს მის პროფილს, მის იდეალურ ნაკვთებს და მის ზღვისფერ თვალებს. ელიც გრძნობდა ნიკას მზერას. ამ დროს მუცელში პეპლები უფარფატებდნენ, სხეულში კი სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა.
- ამ ფილმს ჩავინიშნავ და კიდევ ვუყურებ აუცილებლად,-თქვა ნიკამ როცა კონოთეატრიდან გამოვიდნენ.
- ეე რა ფილმი იყო ასეთი ?? - იკითხა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა სანდრომ.
- ხვრინვა რომ ამოუშვი გეყურებინა, -დასცინა ელიმ, ნიკას კი გულიანად გაეცინა.
- ეე შენ რაღა გაცინებს?? მოიცა მიგიყვანთ სახლში, - გაიკრჭა სანდროც.
- კარგი ხო მოვრჩეთ ეხლა, წავედით თორე ექვსის ნახევარია უკვე, ბარი უნდა გავაღოთ.
- ოხ ეს ბარი! ხანდახან სურვილი მიჩნდება მივლეწ მოვლეწო იქაურობა და გავიქცე, -თქვა სანდრომ და სიგარეტს მოუკიდა.
- ჰმმ, ძალიან კარგად ვიცი როგორც გიყვარს ეგ ბარი ასე რომ ტყუილად ლაქლაქებ! -თქვა ელიმ და მიმავალ ტაქსს ხელი დაუქნია.
15 წუთში ბარში მისვლაც მოასწრეს და გაღებაც. ელისთვის სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მძიმე ეს დღე როგორიც დილას ეგონა, რომ იქნებოდა. პირიქით..სასიამოვნოდ დამღლელიც კი აღმოჩნდა...
- იცით რა?? - თქვა სანდრომ და მეგობრებს ვისკის ბოთლით ხელში მიუჯდა გვერდით.
- ამჯერად რაღა მოიფიქრე სანდრიკ??
- რაა და გადავწყვიტე, რომ მეც მინდა დასვენება, ჰოოდა ხვალიდან 2 თვიან შვებულებას ვიღებ! ძვლივს მოვიხელთე ეს საქმიანი ბიჭი ხელში და ეხლა მე ვიმუშავო და ეს ისვენებდეს?? ეგრე არ გამოვა...ხოოდა ხვალიდან გულაობს მადრიდი!!...ამაზე გულიანად გადაიხარხარეს..
- თან ზაფხულია, ყველა სადღაცაა, კლიენტებიც ნაკლებად გვეყოლება და ჩემს ბიუჯეტსაც დიდი ზიანი არ მიადგება ამით, ჰა რას იტყვით??
- ჰოო მგონი კარგი აზრია! - ერთხმად აღნიშნეს ელიმ და ნიკამ.
- ჰოდა მოიტათ ჭიქები მომიჭახუნეთ, დღეს ვსვამთ ბოლომდე!!
ხუთი ჭიქის მერე მიხვდნენ, რომ ბოლომდე დალევა არ გამოუვიდოდათ და გაჩერდნენ, უფროსწორად ელიმ და სანდრომ მიხვდნენ თორე ნიკას სიმთვრალის არაფერი ეტყობოდა.
- რაიყო სანდრიკ ხუთმა ჭიქამ როგორ დაგათრო?? - ამას ელი ეუბნებოდა სანდროს როცა თვითონ უარესს დღეში იყო.
- მთვრალი არ ვარ მე, დალეული ვარ! - სლოკინით წამოდგა სანდრო და ნიკას რომ არ დაეჭირა მიწაზე გაიშხლართებოდა.
- ჰო დალეული ხარ აბა რაა, ალბათ იატაკი საწოლი გეგონა კინაღამ რომ ჩაეხუტე, - ელის უკვე სიცილისგან მუცელიც ტკიოდა.
- ნიკაა, მოდი მოგეხმარები და ავიტანოთ ეს თავის ოთახში რაა.
- მე უკეთესი იდეა მაქვს, - თქვა უცებ ნიკამ. ამას მე ავიტან, მარტოც მოვერევი და შენ ყავა გააკეთე მანამდე კაი??
ელიმ ბედნიერებისგან ტუჩემი ერთ ადგილას ვერ დაამაგრა, გაეღიმა, მიხვდა, ნიკას მისი გაკეთებული ყავა უნდოდა..დილითაც ხომ უთხრა, რომ გემრიელ ყავას ამზადებო.
- კაი ნიკა, - ძვლივს ამოთქვა ეს ორი სიტყვა და შეტრიალდა. ბარიდან ბოლო კლიენტიც გავიდა, ამასობაში ელიმ ყავა მოამზადა და ნიკას დაელოდა. მანამდე ბარმენს სანდროს გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, ხელფასიც გადაუხადა და გაუშვა.
- ხო არ გაცივდა??, - ნიკას ხმამ გამოაფხიზლა.
- არაა ეხლახანს მოვამზადე, დაჯექი.
- არ შეგეწინააღმდეგა??
- სანდრო?? არაა, ისეთი გათიშული იყო არაფერი არ გაუგია.
- ისე შენ საერთოდ არაფერი გეტყობა, თითქოს არც კი დაგილევია, - გულწრფელად გაუკვირდა ელის.
- ჰოო, მე ასე ადვილად არ ვთვრები, - გაეცინა ნიკას და ყავა მოსვა.
ელის სულ აბნევდა ნიკას ზღვისფერი თვალები...მოჯადოვებულივით მიშტერებოდა თვალებში, თამამად ათვალიერებდა, ალბათ ალკოჰოლის ზემოქმედების ბრალი იყო ეს სითამამე, ალბათ კიარა ნამდვილად ასე იყო...ფხიზელი ელი წამით თვალებში შეხედვასაც კი ვერ გაბედავდა.
- ასე რატომ მიყურებ ელიზაბედ??
ელი უცებ გონს მოვიდა, შერცხვა, გაწითლდა და თავი დახარა, პასუხი არ ჰქონდა. გული ლამის საგულედან ამოუხტა როცა ნიკა წამოდგა, მიუახლოვდა და ფეხზე წამოაყენა.
- არ გაქვს ჩემს კითხვაზე პასუხი ელ??, - ნიკას ხმა სრულიად შეცვლოდა, თბილი იყო, ჯერ რომ არ ყოფილა ისეთი. ნიკაპი თითით ააწევინა და თვალებში ჩახედა. ელი წუნააღმდეგობას ვერ უწევდა, მთლიანად მოდუნებული იყო, მისმა თვალებმა რომლებიც ასე ახლოს იყო და მისმა შეხებამ რომელიც თავგზას უბნევდა, დაამუნჯა.
- ე.ი არ გაქვს ხო?? - გაიმეორა კითხვა ნიკამ.
- მე...მე...
- არ გაქვს! - გააგრძელა ნიკამ, არაუშავს, სამაგიეროდ მე მაქვს, - გაეღიმა.
- ეგ რას ნიშნავს??
- რას ნიშნავს?? გინდა რომ გაიგო?? - ღიმილს არ იშორებდა სახიდან ნიკა.
- მინდა!! - თვითონაც გაუკვირდა რატომ, რაში აინტერესებდა...მაგრამ იქნებ გულმა თქვა ეს?? გულს აინტერესებდა.
- ჰოდა გაიგებ! ნიკა უფრო მიუახლოვდა, ელის სახე ხელებში მოიქცია და გავარვარებულ წითელ ტუჩებს ნაზად შეეხო.
სიტყვები არ არსებობს იმის გადმოსაცემად რა იგრძნო იმ წამს ელიმ, მხოლოდ ერთი რამ იცოდა, უნდოდა ეს წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო.
- მაპატიე ელ, თუ შენი სურვილის წინააღმდეგ წავედი მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა აი აქვე ახლავე მოვკვდებოდი, არ მკითხო რატომ. მგონი ეს იყო ჩემს კითხვაზე პასუხი რომელიც წეღან ვერ მოვისმინე, - უთხრა ნიკამ ელის როგორც კი მის ტუჩებს მოშორდა.
ელიზაბედს არაფერი უთქვამს, უსიტყვოდ მოხვია ხელები წელზე და მაგრად ჩაეხუტა.
იმ წამს სისუსტე გამოავლინა და სხვის კაცს აკოცა, იცოდა ამას ინანებდა მაგრამ ახლა არა, ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე.
- შენ ზუსტად გამოიცანი რა მინდოდა მე! - ყურთან ახლოს უჩურჩულა ელიმ.
მართალია სახეს ვერ ხედავდა მაგრამ იგრძნო როგორ გაეღიმა ნიკას.
- ნიკა შენ საცოლე გყავს! - უთხრა ელიმ როგორც კი სასურველ სხეულს მოშორდა და მწარე რეალობა შეიგრძნო, თვალები ცრემლებით აევსო და ცოტახნის წინ თუ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო ეხლა უკვე ყველაზე უბედური ადამიანიც შეიძლებოდა ყოფილიყო..რადგან რეალობა სხვა იყო...
- ვიცი რომ შენთვის ეს მხოლოდ კოცნა იყო მაგრამ მე...მე ასე არ შემიძლია, - ცრემლებს ვერ იკავებდა ელი.
- ელ ვიცი, რომ შენც სხვა გიყვარს, მაპატიე შენი სისუსტით რომ ვისარგებლე მაგრამ დამიჯერე ეს კოცნა არ იყო ჩვეულებრივი და ჩემთვის სულერთი.
ელის ჟრუანტელმა დაუარა, ახლა გაახსენდა რომ ნიკამ არაფერი იცოდა...მან იცოდა რომ ელის სხვა უყვარდა მაგრამ ვერ ეტყოდა სიმართლეს! ვერ გახდებოდა სხვისი უბედურების მიზეზი. ტირილს უფრო უმატა...
- დავივიწყოთ ნიკა!! ეს არ უნდა მომხდარიყო...
ნიკამ ცოტა ხანს უყურა თვალებჩაწითლებულ ელიზაბედს, შემდეგ კი:
- დაივიწყე ელიზაბედ! მეც ვეცდები...კიდევ ერთხელ ბოდიში, შენს საყვარელ ადამიანზე ნამდვილად არ ვფიქრობდი იმ წამს. კაი წავალ ეხლა დავიძინებ, შენც დაისვენე! - გაუღიმა ნიკამ და წავიდა.
ელი ცოტახანს დარჩა ბარში, მერე თვითონაც წავიდა, საწოლში შეწვა და ნიკას სიტყვების გააზრება დაიწყო.
„ეს კოცნა არ ყოფილა ჩემთვის სულერთი“ - პირველი ეს ამოუტივტივდა გონებაში.
„დამცინის“ - მწარედ გაეღიმა ელის. საცოლე ჰყავს და ჩემგან რა უნდა?? - ცრემლებს ვერ იკავებდა. შუაღამემდე თვალი ვერ მოხუჭა, გამთენიისას როგორც იქნა ჩაეძინა.
მეორე დღეს თავი ძვლივს ასწია, ეგონა თავზე რაღაც ძალიან დიდი ედო და გაქანების საშუალებას არ აძლევდა.
- აუუ თავი, - აწუწუნდა და ძვლივს წამოდგა ფეხზე, რომ მაცივარში მინერალური წყალი ეპოვა და წამალი დაელია.
სააბაზანოში 15 წუთი იდგა ცხელი შხაპის ქვეშ და ფიქრობდა რა იქნებოდა მომავალში, როგორ მოქცეულიყო ნიკასთან ან თვითონ ნიკა როგორ მოიქცეოდა.
ბარში ჩასულს იქ არავინ დახვდა. რათქმაუნდა სანდრო ასე ადრე როგორ ადგება, ნიკასაც ძინავს ალბათ გუშინ გვიან დაწვა და...ნიკას გახსენებაზე ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ინსტიქტურად ტუჩებზე გადაისვა ხელი, როგორ უნდოდა კიდევ განმეორებულიყო ის წამები მაგრამ სამწუხაროდ ეს აღარასდროს მოხდებოდა.
- რაზე ფიქრობ ელიზაბედ?? დაგავიწყდა, რომ მას საცოლე ჰყავს?? ისიც იკმარე გუშინ რა შეცდომაც დაუშვი, - უსაყვედურა ელიმ საკუთარ თავს და ბარის დალაგებას შეუდგა, იცოდა ბევრი საქმე ელოდა წინ და ადრიანად დაიწყებდა მაინც.
- აულ ეეელ რამე ტკივილგამაყუჩებელი დამალევინე თორე გასკდა თავიიი, - ბარში და ტკივილისგან დაჭყანული და თავზე ყინულდადებული სანდრო შემოვიდა...ელის მის დანახვაზე ისტერიული სიცილი აუტყდა.. ისეთი სახე ჰქონდა თავი ვერ შეიკავა.
- რას სვამ თუ არ შეგიძლია?? იარე ახლა მაგ ყინულებით და გაგივლის,- დასცინოდა ელი და სიცილისგან უკვე მუცელიც სტკიოდა.
- შენ ქალბატონო დიდი ხანია ხუმრობა ისწავლე??, - წარბშეკრული იდგა სანდრო და თან დრო და დრო იჭყანებოდატკივილისგან.
- კარგი ხო! ნუ ხარ მწარე, სახლში მაქვს წამალი, დამელოდე მოვალ 10 წუთში.
- დროზე რაა, - კართან მიაწია სიტყვები სანდრომ.
- ნუ გეშინია არ მოკვდები სანდრიკ, - მაინც უკბინა გასვლისას ელიმ და სიცილით გაიხურა კარები.
ბარში დაბრუნებულს ნიკაც დახვდა სანდროსთან ერთად. დანახვა და გულის აჩქარება ერთი იყო...ახალგაღვიძებული ნიკა კიდევ უფრო სიმპატიური მოეჩვენა ელის, თმები ოდნავ აბურდვოდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა.
„ალბათ ისიც სანდროს დასცინის“ - გაიფიქრა ელიმ და მიესალმა. ნიკაც მხოლოდ „დილამშვიდობისათი“ შემოიფარგლა ყველანაირი ემოციის გარეშე.
ცოტა არიყოს გული დასწყდა ელის მაგრამ რას ელოდა??
- სანდრო აჰა წამალი და წყალს მოგიტან ეხლავე.
- ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ ელიზაბედ!- დაეწია სანდროს სიტყვები სამზარეულოსკენ წასულ ელის და გულში სითბო ჩაეღვარა..მიბრუნდა და მაგრად ჩაეხუტა მეგობარს.
- კაი მიდი მომიტანე წყალი თორე გიკვდება მეგობარი, - საწყალი სახე მიიღო სანდრომ.
ელის გაეცინა მეგობრის საცოდაობაზე, წყალიც მალევე მოუტანა და როგორც იქნა მორჩა წუწუნს სანდროც. ელი ისევ დაწყებულ საქმეს მიუბრუნდა.
- აუ მშიაა, - დაიწყო ისევ წუწუნი 10 წუთიანი სიჩუმის შემდეგ სანდრომ, კაი წვნიანი გაასწორებდა ეხლა იფფ.
- წვნიანი არ ვიცი და რამოდენიმე სახის სალათი კი გვექნება მაცივარში, თუ ინებებთ მოგართმევთ ბატონო სანდრო!, - უთხრა ელიმ და გაეკრიჭა.
- ოო კაი ჯანდაბას მოიტა სალათი, ნიკა ხო შეჭამ??
ნიკამაც უხმოდ დაუკრა თავი.
- კარგი ახლავე გამოვიტან. ელი სამზარეულოსკენ წავიდა და სალათების გამოლაგება დაიწყო მაცივრიდან ..თეფშებზე გადაანაწილა და მაგიდაზე დაალაგა, თან ცივი ფორთოხლის წვენიც დაამატა.
- ნიკა სადაა??
- ვიღაცამ დაურეკა, გარეთაა...მოდი დაჯექი და ნიკაც შემოგვიერთდება.
„ალბათ საცოლეა“ - გაიფიქრა ელიმ და გულში კიდევ ერთხელ ჩასწყდა რაღაც. ამას უნდა შეგუებოდა, სხვა გზა არ იყო.
უკვე ერთი თვე გავიდა რაც ნიკა ესპანეთშია და მას შემდეგ რაც ნიკამ და ელიმ ერთმანეთს აკოცეს არაფერი მომხდარა...ნიკა სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობდა საათობით ტელეფონზე „ვიღაცასთან“ . ამ ერთი თვის მანძილზე ბევრი ადგილი მოინახულეს და ბევრიც კიდევ ჰქონდათ სანახავი. დღითიდღე უჭირდა ელის ნიკას ყურება, მისი უემოციო სახის როცა ელის უყურებდა, არაფრიმთქმელი თვალებით, მაგრამ რას ელოდა..თვითონ უთხრა უარი.
მაგრამ ელისაც ხომ ჰქონდა ღირსება, რას ელოდა ნიკა მისგან?? მას საცოლე ჰყავდა და ეგონა ელის გასართობად გამოიყენებდა?? ...ძალიან სტკიოდა ელის, ეს სანდროც არაფერს ეუბნებოდა შეთქმულივით „ყველაფერი კარგად იქნებას“ გარდა...არაფერიც არ იქნებოდა კარგად.
ერთ დღესაც ელის ძალიან მოუნდა ემოციებისგან დაცლა და გადაწყვიტა ნიკასთვის მიძღვნილი სიმღერა ემღერა, უკვე ვეღარ იტევდა ამ გრძნობას ...უნდა დაცლილიყო.
ნიკა და სანდრო სახლში არ იყო, სადღაც წაიყვანა სანდრომ..კარგად არც კი იცოდა...მხოლოდ ის დაუბარეს ცოტა დაგვაგვიანდებაო...
ელი ბარში ჩავიდა, გააღო და სცენასთან ახლოს მაგიდაზე დადებულ ლეპტოპში მელოდია ჩართო, თვითონ მიკროფონი მოიმარჯვა და თვალები დახუჭა....
ისევ განიცადა ელიზაბედმა ის წამები როცა პირველად იმღერა აქ ამ სცენაზე ეს სიმღერა, ისევ მოენატრა უსაშველოდ, მართალია ამჯერად ნიკა ახლოს ჰყავდა მაგრამ მაინც შორს იყო..ისევ აევსო გული ტკივილით და თან სიყვარულით, ნიკას სიყვარულით...დარწმუნდა რომ მას ვერასდროს ვერ დაივიწყებდა, ის იყო მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული რომელიც სხვას ეკუთვნოდა. სიმღერა და მელოდია ერთდროულად დასრულდა და თვალები ნელ-ნელა გაახილა.
ლამის ჩაიკეცა მის წინ მდგარი ნიკას მომღიმარი სახე რომ დაინახა, იფიქრა მეჩვენებაო და თვალები სწრაფად დაახამხამა რამოდენიმეჯერ. ნიკას მის ბავშვურ გულუბრყვილობაზე გაეცინა და მისკენ წავიდა. ელიზაბედს გული ყელში მოებჯინა. ისევ მოისმინა ნიკამ მისი სიმღერა.
- შენთვის უთქვამთ, რომ საოცრად მღერი?? - მოულოდნელად კითხა ნიკამ ელის როცა მის სიახლოვე გაჩერდა ისე რომ სახეზე ღიმილი არ მოუშორებია.
ელი დაიბნა, უცებ ვერ მიხვდა რა ეპასუხა...
- მე, მეე, მე კი...უფროსწორად არა..არ უთქვამთ, - ძვლივს მოუყარა სიტყვებს თავი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრჯერ უმღერია სანდროსთან ერთას მასაც კი არ აღუნიშნავს ეს ფაქტი. ნიკას გაეცინა ...
- ელიზაბედ რა გჭირს?? მგონი ძალიან რთული კითხვაც არ დამისვამს ესე რომ დაიბენი, - ნიკა ისევ უღიმოდა.
- უბრალოს არ ველოდი აქ შენს გამოჩენას, მეგონა რომ მარტო ვმღეროდი.
- მე კი ძალიანაც ბედნიერი ვარ რომ ძალიან კარგი ყურთასმენა მაქვს და გავიგონე ბარიდან სიმღერის ხმა რომ გამოდიოდა. მთელი დღე შემიძლია ვუსმინო შენს სიმღერას.
- სანდრო სად არის?? - სხვა თემაზე ეცადა ყურადღების გადატანა ელიმ, აღარ შეეძლო უკვე..ვერ უძებნიდა ნიკას ასეთ ლაპარაკს და საქციელს ახსნას, სხვანაირი იყო...აღარ ჰქონდა უემოციო სახე...
- სანდრო სახლშია ნუ ნერვიულობ, ძალიან დავიღალე და მეძინებაო. მეც მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი მე კი აქ წამოვედი. არ უნდა მოვსულიყავი?? - უკვე სერიოზული სახით იკითხა ნიკამ.
- არა, არა, ეგ არც მიფიქრია, ეს ბარი უცხო არაა შენთვის და როცა გინდა მაშინ შეგიძლია აქ მოსვლა, - გაუღიმა ელიმ და სცენიდან ჩასვლა დააპირა როცა ნიკამ მკლავით დაიჭირა და მის სხეულს ააკრა..
- რას აკეთებ?? , - ძვლივს ამოილუღლუღა.
- წეღან ტიროდი..., - ყურადღება არ მიუქცევია ელის კითხვისთვის ნიკას.
- როდის?? - მოჩვენებითი გაოცება დაეტყო ელის ხმაში.
- არ გინდა ელიზაბედ,- ნიკა მშვიდად საუბრობდა, ასე ძალინ გიყვარს??, - მოულოდნელად კითხა ნიკამ და ელის კინაღამ მუხლები მოეკვეთა, ძალა წაერთვა, თვალები ცრემლებით აევსო...
- კი, ძალიან მიყვარს..5 წელია უკვე, - ამოისლუკუნა და ნიკას თვალებში ჩააშტერდა..თვალებში რომელიც ასე ძალიან უყვარდა და თვალებმა რომლებმაც არ იცოდნენ რომ ისინი ელის მთელს სამყაროს ერჩივნა..ის ზღვისფერი თვალები.
- საოცარია, 5 წელია ცალმხრივად გიყვარს და მაინც არ ტყდები, არ გაგაბოროტა ამ გრძნობამ, პირიქით...- საოცარი სითბოთი ელაპარაკებოდა ნიკა და ისევ არ უშვებდა ხელს, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა და სიამოვნებისგან მთელ სხეულში აჟრჟოლებდა. უნდოდა ეყვირა...მთელი ხმით, რომ ის იყო სწორედ ის ადამიანი რომელიც ამდენი ხნის წინ შეიყვარა მაგრამ არ შეეძლო, მას საცოლე ჰყავდა, ამას ვერ გადააბიჯებდა.
- ნიკა გამიშვი გთხოვ, - ამოიჩურჩულა ელიმ.
- გთხოვ ცოტა ხნით კიდევ, მინდა შენი სურნელი დავიმახსოვრო...
- ამას რატო აკეთებ ნიკა?? - მთელი ძალით დაექაჩა ელი და თბილ სხეულს მოშორდა. ნიკას ემოცია არ შეცვლია სახეზე, იდგა და ისევ ისე იღიმოდა.
- რატომ ვაკეთებ?? ამის მიხვედრა ასე ძნელია??
- შენ ხომ სახოლე გყავს?? - ამოიჩურჩულა ხმაწართმეულმა.
- ჯანდაბა!! არანაირი საცოლე არ არსებობს გესმის?? - უცებ აფეთქდა ნიკა..ჰო ნუ მიყურებ ეგრე, არ მყავს საცოლე..ეს მხოლოდ კარგად მოფიქრებული ტყუილია გესმის?? მოვიტყუე...იმიტომ, რომ მიყვარხარ ელიზაბედ, იმ წამიდან მიყვარხარ როგორც კი შენი სიმღერა მოვისმინე პირველად სკაიპში როცა სანდროს ველაპარაკებოდი, მაგრამ ვიცი რომ სხვა გიყვარს, აქაც იმიტომ ჩამოვედი რომ ვეცადე შენთვის თავი შემეყვარებინა მაგრამ არ გამომივიდა..მაპატიე ელ, ხვალვე წავალ აქედან, აღარ შეგაწუხებ, - დაამთავრა ნიკამ და შებრუნდა.
ამ ხნის განმავლობაში მუნჯივით იდგა ელი და აცრემლებული თვალებით უყურებდა ნიკას რომელიც მისთვის ყველაზე სასურველ სიტყვებს ეუბნებოდა მაგრამ უჭირდა დაჯერება, არ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო, არ სჯეროდა სასწაულების.
მიუხედავად ყველაფრისა მხოლოდ 3 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მიმავალ ნიკასთვის თვალი გაეყოლებინა და გაეაზრებინა რა მოხდებოდა ნიკა თუ ამ კარს გაიხურავდა...სავარაუდოდ სამუდამოდ.
- ნიკა !!!! - რაც შეიძლებოდა ხმამაღლა დაიყვირა ელიმ და მის ზურგს თვალი გაუშტერა. ნიკა შეჩერდა და შემობრუნდა...
წამში ჩაირბინა სცენის კიბეები ელიმ და მის წინ ახლოს გაჩერდა...ნიკასაც აცრემლებოდა თვალები..
- არ გაბედო გესმის??! არ გაბედო ჩემი დატოვება თორემ სამუდამოდ ჩაგიკლავ გულში ისე რომ ერთი წამითაც არ შემენანება ის 5 წელი რომელიც შენზე ოცნებაში გავატარე...არ გაბედო!! - ბოლო სიტყვები ჩურჩულით თქვა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოუგორდა სახეზე...
- რა თქვი ელიზაბედ?? - ნიკას სახე წაშლოდა ..
- ჰო სწორად გაიგე ნიკა, შენ ხარ ის ადამიანი რომელიც მიყვარდა, შენ ხარ ის ადამიანი რომლის გამოც საქართველოდა წამოვედი, შენ ხარ ის ადამიანი რომლის გამოც 5 წელი ვიტანჯე, შენ ხარ ის ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება მეყვარება გესმის?? და ახლა როცა ამდენი ტანჯვის მერე შენგან ეს სიტყვები მოვისმინე არ მოგცემ უფლებას წახვიდე...აღარ მინდა ცრემლები...- ცრემლები მუჭით მოიწმინდა ელიმ და ნიკას ახედა რომელსაც ადამიანის ფერი აღარ ედო.
- ე.ი მე...მე ვარ ის ნიკა...
- ჰო ნიკა, შენ ხარ...სანდროს საუკეთესო მეგობარი, ბედმა დაგვცინა არა?? საქართველოდა საყვარელი ადამიანის სიყვარულს გამოვექეცი, ცალმხრივ სიყვარულს და სად აღმოვჩნდი?? მის ძმაკაცთან, ახლა უკვე ჩემს საუკეთესო მეგობართან...სანდროს გახსენებაზე ელის გაეღიმა, არადა სულაც არ იყო ეხლა სიცილის დრო მაგრამ ტუჩებს ვერ უბრძანა...
ნიკა ცოტა ხანი უყურებდა ელის, ალბათ იაზრებდა მის ნათქვამს..მერე მოწყვეტით მოშორდა ადგილს, მთელი ძალით მოხვია ხელები და გულში მაგრად ჩაიკრა.
ჩემი გოგო, ჩემი ელიზაბედი, - ჩურჩულებდა და თავზე კოცნიდა ელის. ელი კი სიამოვნებისგან კინაღამ ხელებში ჩაადნა. ღმერთს მადლობას სწირავდა ამხელა ბედნიერებისთვის.
- მაპატიე ის 5 წელი ელ, - ყურთან ახლოს უჩურჩულა ნიკამ და მის თმებში თითები შეაცურა.
- შენ რა შუაში ხარ ნიკა, რა გაქვს საპატიებელი, შენ ხომ აარფერი არ იცოდი. მხოლოდ მაშინ მნახე პირველად, გახსოოვს?? ბარში ..ჩემს წინ მაგიდასთან დაჯექი და ის ყავა შეუკვეთე რომელიც მე მიყვარდა..მე კი სულელივით ამან გამაბედნიერა, საერთო გემოვნებამ გამაბედნიერა, რაღაც საერთო აღმოვაჩინე ჩვენს შორის ..იმის მერე არც მინახიხარ ასე ახლოს..მერე საქართველოდანაც წამოვედი, ვეღარ გავუძელი, სუსტი აღმოვჩნდი...
- მადლობა...
- რისთვის?? - გულწრფელად გაიოცა.
- რომ არსებობ ელიზაბედ, ჩემი სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადი ხარ! - უთხრა და ნაზად შეეხო მის ტუჩებს.
- შენ კი ზუსტად იცი რა არის საჭირო ჩემი სუნთქვისთვის...

დასასრული...



№1  offline წევრი Queen Dreamer :)

ძალიან მომეწონა <3

 


№2  offline მოდერი desktop

უი დედა არც ინტრიგა არც დაძაბულობა რა უბედურებაა ეს :\\
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№3  offline წევრი -tiko))

Dzalian magari.iyoo... yochagg... ai ver vambob verafers... ubralot dzaan magari iyo raa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline მოდერი desktop

myself
desktop
უი დედა არც ინტრიგა არც დაძაბულობა რა უბედურებაა ეს :\\

მართალია ისტორია არ წამიკითხავს, მაგრამ აუცილებელია ყველა ისტორიაში დაძაბულობა და ინტრიგა იყოს? :)) ბევრ ისტორიაზე აღმოვაჩინე შენი "უკმაყოფილო" კომენტარი და ვერ გამიგია რატომ ხარ ასეთი აგრესიული. ძალიან მაინტერესებს შენ რას წერ ასეთს, ყველას რომ აკრიტიკებ :))
თუ არ მოგწონს, გაატარე რა... თუ შენიშვნები გაქვს, დაუწერე.
არ არის საჭირო დაამცირო, ამის უფლება არავის აქვს :))
ბევრი ძალიან განიცდის ეგეთ კომენტარებს და დამიჯერე არ გინდა :))

შენი ჭირი მე რა.
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 


№5  offline წევრი Marryam

desktop
უი დედა არც ინტრიგა არც დაძაბულობა რა უბედურებაა ეს :\\

მეგობარო...თავიდანვე ასე მქონდა ჩაფიქრებული...ინტრიგა და დაძაბულობა რომ შემეტანა მაშინ უფრო დიდი ისტორია უნდა დამეწერა "თავებით" და არა "სრულად" ...მე კიდევ რაც მინდოდა დამეწერა ის გადავიტანე უბრალოდ "ფურცელზე"...

Queen Dreamer :)
ძალიან მომეწონა <3

-tiko))
Dzalian magari.iyoo... yochagg... ai ver vambob verafers... ubralot dzaan magari iyo raa

უღრმესი მადლობა love გაიხარეთ love

 


№6  offline წევრი talaxadze133

Momewona martla kargia magram cota meti emocia rom kofiliko kargi ikneboda <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent