მე სამანტა მქვია1 2 3 4 5
მე სამანტა ოურტსი ვარ. 17 წლის. სკოლის დამთავრებამდე მქონდა ბედნიერება გამეგო ცხოვრების ყველაზე ტკბილი მხარე, ამავდროულად კი ყველაზე მწარეც ვიგემე. არ ვნანობ რაც დღეს ჩავიდინე. არა, საერთოდ არა. ეს რომ არ გამეკეთებინა... ეს რომ... მე... არ.... – ფიქრის თავი არ მქონდა. თვალები კვლავ მეხუჭა და დაბურული ხმები მესმოდა. სანამ ძლა შემწევდა კვლავ გავიხსენე რა ჩავიდინე ორიოდე წამის წინ.– რა ბედნიერებაა მოკვდე იმ ადამიანის წინ ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. მოკვდე იმისთვის, ვინც სიცოცხლე გაგიმწარა და ვისი გულისთვისაც ახლა ასე, უპატრონოდ გდიხარ მიწაზე. საინტერესოა რაზე ვფიქრობდი როცა ზეინ მალიკის დახმარება ვცადე და მისი ბანდის საქმეებში ჩარევა განვრიზახე.... არა... მე მას მაინც ვერ გადავარჩენ... ვწუხვარ ზეინ, რომ.... ვწუხვარ, რომ ვერ დაგიცავი და მაინც გიწევს იმ ნაბიჭვრებთან ჩხუბი, რომელიც შესაძლოა სისხლისდაღვრით დამთავრდეს. თმცა სისხლი უკვე დაიღვარა ჩემს გამო.....–სანამ საბოლოოდ გონს დავკარგავდი გავიგე როგორ მეძახდნენ, თუმცა ჩურჩულით. –სემ, თვალები გაახილე...–მეჩურჩულებოდა ზეინი. –მოკვდა?–იკითხა მაიკმა. ამ კითხვამ ძალა საბოლოოდ გამომეცალა და უკანასკნელად გავიფიქრე–დროა ვთქვა „მშვიდობით, ზეინ მალიკ!“ და გონება დავკარგე... (თხრობას აგრძელებს ზეინი) გონება სულ დამეხშო, ვერ ვფიქრობდი რა გამეკეთებინა სემისთვის. ის ჩემს წინ იწვა, კვდებოდა ჩემს გამო, მე კი მას ვერაფერს ვშველოდი. ჩემს თავს ვუწყრებოდი, რომ მას დავუახლოვდი და ასეთ საფრთხეში ჩავაგდე. საერთოდ ჩემს თავს ვუბრაზდებოდი, რომ თავისდროზე ის არაკაცები არ მოვკალი.... ო, ღმერთო ეს რომ თავის დროზე გამეკეთებინა... ვინ იცის, იქნებ ახლა სამანტა იმ არაკაცების გვამების გევრდით არ ყოფილიყო მიწაზე გაწოლილი და მისი ლამაზი გულმკერდის არე წითელ სითხეს არ შეეღება, რომელიც უშრეტი მდინარესავით მოედინებოდა ჭრილობიდან.... მაპატიე.... მაპატიე სამანტა ოურტს ამხელა ტკივილისთვის. მაპატიე...–გავიფიქრე და მის სხეულს თავი დავადე.. მესმოდა მისი გულის ფეთქვა ნელ–ნელა როგორ წყდებოდა.. მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე, ნაზად ვეამბორე და როცა ტუჩები შევახე ის უკვე ისეთ გაყინული იყო... ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა... ფერიც შეცვლოდა... –სამანტა მაპატიე– ვიღრიალე ბოლო ხმაზე, ცრემლი მოვიწმინდე, მისი სხეული ბოლოჯერ მივიკარი და მივხვდი რომ სამყარომ არსებობა შეწყვიტა........ რამდენიმე ხნით ადრე თვალი გავახილე თუ არა მზის კაშკაშა სხივებმა მომჭრეს თვალები.საათს გავხედე, 07:36 იყო. სასწრაფოდ ავდექი, კარადა რომელსაც „სამანტა ოურტსი“ ეწერა გამოვაღე და საკიდზე ჩამოცმული ჩემი სკოლის ახალი ფორმა გამოვიღე. ამოვიხვნეშე და კარადის კარი მივხურე. 5 წუთში ფორმა და ფეხსაცმელები მეცვა. ჩანთაში ჩავიხედე, რაიმე წიგნი არ დამრჩეს–მეთქი. შემდეგ ოთახში ორ რიგად ჩამწკრივებულ საწოლებს გავხედე, ჩემი დის საწოლს მივუახლოვდი, დავიხარე და შუბლზე ნაზად ვაკოცე. ჩანთა მხარზე გადაკიდებული მისაღებში გავედი. მზარეული იყო მხოლოდ ფეხზე, გულთბილად მივესალმე და ჩემს წილ საუზმეს დაველოდე.ამასობაში კი მერიემი და ელისიც გამოვიდნენ თავიანთი ოთახიდან. ეს ორნი ჩემზე სამი წლით უფროსები იყვნენ და სვხა ოთახში ცხოვრობდნენ, ჩემგან განსხვავებით სკოლის კიარა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ჩუმად ვისაუზმეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. ჩემი მაჯის საათს დავხედე, უკვე ცხრა იყო დაწყებული. ბოლო ლუკმა სასწრაფოდ გადავყლაპე და ჩემი ახალი სკოლისკენ გავემართე * * * მთელი გზა იმაზე ნერვიულობაში გავატარე თუ როგორ მომეწონებოდა ეს წყეული ახალი სკოლა. წელს შემოდგომის დადგომა მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და შემეძლო ჩემი ნება–სურვილის მიხედვით მემოქმედა. არა, მე იმათ არ ვეკუთვნები როგორც რომანებში ან ნებისმიერ წიგნებშია ხოლმე, ახალ სკოლაში გადადიან და ნერვიულობენ იმაზე რომ ვერავის დაუახლოვდებიან. ამის პრობლემა არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ ადვილად გამოვნახავ ვინმესთან საერთოს. სკოლის წინ ვიდექი და ვფიქრობდი შემედგა ფეხი შენობაში თუ არა. უეცრად მოსწავლეების დიდი ტალღა გამოემრთა ჩემსკენ, თვალები დავხუჭე, ერთი შევკილე და როცა თვალები გავახილე შენობაში ამოვყავი თავი. შვებით ამოვისუნთქე და ჩემს ცხრილს დავხედე. ნამდვილად არ მქონდა სურვილი დირექტორის ბოდიალისთვის მესმინა, თუ როგორ უხარია რომ ჩვენნაირი მოსწავლეები ყავს (როგორც ამას ეხლა ეს უხარია ნეტავ იმდენი ფული მომცა) და როგორი ბედნიერია, რომ კვლავ ამ სკოლის დირექტორია (რატო არ იქნება გახარებული რაა, ფული აკლია თუ...) შენობაში დავბორიალობდი და იქაურობას ვათვალიერებდი სხვა მოსწავლეებთან ერთად. მესამე სართულზე ბოდიალისას 145 კაბინეტთან შევჩერდი, ისტორია ზუსტად აქ უნდა ჩამტარებოდა (ღმერთო ვის მოუვიდა ნეტა თავში აზრად პირველივე დღეს პირველივე გაკვეთილი ისტორია ყოფილიყო.) კაბინეტთან სხვა გოგონებიც იდგნენ. ერთ–ერთი ჩემთან მოვიდა. –გამარჯობა, შენ ალბათ ახალი ხარ. –გამარჯობა. ასე ძალიან მეტყობა, რომ ახალი ვარ? –გზა აბნეულივით დადიხარ–მიპასუხა მოურიდებლად. თავი დაბლა ჩავღუნე და ჩამეცინა. –მე მენდი მქვია–გამეცნო ჩემი მომავალი ჯგუფელი ისტორიაზე. –სამანტა, შემოკლებით სემს მეძახიან– ჩემი სახელიც ვუთხარი და კედელს მივეყრდნე. –სასიამოვნოა სემ. მე და შენ ისტორიაზე, ბიოლოგიაზე და ინგლისურზე ერთ ჯგუფში ვიქნებით. მაგრამ არ ინერვიულო– არადა სულ არ ვნერვიულობდი–აი იმ წითურს ხომ ხედავ?– თითი ერთ კილომეტრიან გოგონაზე გაიშვირა, მშვენიერი გოგო იყო, არა გოგოს ვერ ვიტყვი, იმდენად გამხდარი იყო მემგონი ჩონხჩი, რომ ვთქვა უფრო შესაფერისი იქნება.–მაგ გოგოს ლორენი ქვია, ეგ ესპანურზე იქნება შენთან ერთად და კიდევ მათემატიკაზე.მათემატიკაზე კიდევ ერთი ბიჭი იქნება. იცი რა სიმპატიურია? სკოლის ე.წ ყველაზე მაგარი ბიჭების სიის სამეულშია–ღმერთო როგორ არ მ,აინტერესებდა ამ სკოლის ყველაზე მაგარი ბიჭების სამეული. არადა არ ჩუმდებოდა. თალები გადავატრიალე იქნებ მოკეტოს–მეთქი და მოკეტა კიდეც.შვებით ამოვისუნთქე. ცოტახანი ჩუმად იყო, ვიფიქრე აღარ გამცემს ხმას–მეთქი მაგრამ ეს ბედნიერება მხოლოდ წამიერად გაგრძელდა. მომიუყვა იმ „სიმპატიური ბიჭის“ ამბები, რომელსაც ყავს გავლენიანი მამა, როგორი პრივილეგიებით სარგებლობს სკოლაში და ა.შ როგორც ჩანს ამ ბიჭზე მთელი სკოლა ჩანს. რა წამს მენდიმ იმ ბიჭზე საუბარი დაიწყო მაშნვე იქვე მდგომმა ჩემმა ახალმა ჯგუფელებმა ნება იბოძეს და ყურადღება მომაქციეს. საუბარში მაშინვე ჩაერთნენ. –ოჰ, ნეტავ იცოდე რა სიმპატიური, ღონიერი და საყვარელია– მითხრა წითურმა ლორენმა. –გავიგე შენ და ეგ ბიჭი მათემატიკაზე ერთ ჯგუფში ყოფილხართ. გაგიმართლა, მტელი სკოლის გოგონები ამაზე ოცნებობენ–მომახალა წითური ლორენის გვერდით მდგომმა ქერა გოგონამ.უბრალოდ გავიღიმე და თავი ამაყად დავიჭირე რათა დაენახათ, რომ შეიძლება ახალი ვიყავი მაგრამ მეც უკვე ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი.როგორც იქნა ეს საძაგელი ზარი დაირეკა და პირველი მემგონი მე შევედი კაბინეტში და ადგილი დვაიკავე.ბედი არ გინდა? გვერდით ყბედი მენდი მომიჯდა. მივხვდი, რომ ამ ოთახიდან ცოცხალი რომ გავსულიყავი ღმერთვის მადლობა მილიარდჯერ უნდა გადამეხადა. ღრმად ჩავისუნთქვე და დავიწყე მენდის მოსმენა სანამ მასწავლებელი შემოვიდოდა. 3 საბედნიეროდ დღეს მათემატიკა არ მქონდა და მენდის ზედმეტი კითხვები არც დაუსვია. თამამად შემიძლია ვთქვქა, რომ დღეს მოსალოდნელზე უკეთესად ჩაიარა. მენდის გარდა არც არავის გამოუთქვამს სურვილი ჩემთან დაახლოების, თუმცა უკვე წინასწარ ვიცი, რომ ყველა უცნობი და ნაცნობიც გამომელაპარაკება და დეტალურად გამომკითხავს მათემატიკაზე მომხდარ ამბებს. ხო, ხვალ მათემატიკა მაქვს და უდავოა რომ ეს გოგონებს გამორჩეთ. შუქი კვლავ მენთო ოთახში და ისტორიას ვკითხულობდი. ნახევრად წიგნზე მეძინა უკვე და თავშიც აღარაფერი შედიოდა. გადავწყვიტე ახლა დამეძნა და დილით ადრე გამაგრძელებინა ამ საზიზღობის სწავლა. რამდენიმე წუთში მართლაც ჩამომეძინა. დილით, რომ გავიღვიძე ექვსი საათი სრულდებოდა. პატარა ტუმბოზე შემოდებული ისტროიის წიგნს ხელი დავავლე და საწოლშივე დავიწყე სწავლა. ნახევარ საათში უკვე დავალებაც შესრულებული მქონდა და გაკვეთილიც გაზუთხულად ვიცოდი. საათს კვლავ გავხედე, რადგან ადრე იყო, სხვა გაკვეთილები გადავიმეორე და წამოვდექი. ფორმა აგდავიცვი, ჩანთა ჩავილაგე და ოთახი დავტოვე. როგორც ყოველთვის მზარეული სამზარეულოში დაფუსფუსებდა. მეც სამზარეულოში შევედი და იქ გავიშალე ჩემთვის მაგიდა. თან მზარეულოს ველაქლაქებოდი გუშინდელ ამბებზე. ისიც სიეთ კურადღებით მისმენდა, თითქოს მსოფლიო აღმოჩენებზე ვუკეთებდი მოხსენებას. მაჯის საათს, რომ დავხედე ცხრა იყო დაწყებული. სასწრაფოდ მოვსვი ყავა და ჩანთა ავიღე. ცხრილის მიხედვით პირველი მათემატიკა მქონდა. თან ერთი კი არა ორი გაკვეთლი. მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ჩემი უსაყვარლესი საგნებია. ესპანურიც და ფრანგულიც მოქმონს, თუმცა უპირატესობას მაინც იმ ოთხ საგანს ვანიჭებ. №26 კაბინეტში შევედი და თავისუფალი ადგილის ძებნა დავიწყე. ბავშვების ნაკადი, რომელიც კლასში შემოდიოდა ჯერ კდიევ არ წყდებოდა. ალბათ ერთ–ერთ მოსწავლეს ჩემი უაზროდ დგომა მხედველობიდან არ გამორჩა –წამოდი ახალო, ჩემს გევრდზე დაჯექი.– ვიღაც უცხო ბიჭმა შემომთავაზა, თან დამცინავად გამიღიმა. იმ ბიჭს გავყევი, შუა რიგში, ბოლო მერხთან მივიდა და დაჯდა. მის გვერდით მდგარი სკამი გამოვწიე და მივუჯექი გვერდით. მისთვის არც შემიხედავს. –ამის მერე აქ იჯდები, გასაგებია?–ბრძანებას უფრო გავდა, ვიდრე უბრალოდ ნათქვამს. რაღაც ყურში მომხვდა ეს სიტყვები, მივხედე და ცალი წარბი მკაცრად ავუწიე. –რამე არ მოგეწონა?–მკითხა კვლავ ცინიკურად და გადაიხარხარა. –უკეთესი იქნება სხვ ადგილს თუ მოვნახავ სადმე.–ვთქვი და წიგნებს ხელი დავავლე, მაშინვე წიგნები ხელიდან გამომგლიჯა და მერხზე დადო. მკაცრი სახით შევხედე, კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და წიგნი გადაშალა. მეც მას მივბაძე, წიგნი გადავშალე და უაზროდ დავაშტერდი მოცემულობებს. ვიგრძენი როგორ გამომხედა და როგორ ჩაეცინა. ამაზე ხო საერთოდ გავმწარდი, დებილივით მიყურებდა და მერე იკრიჭება. ალბათ ეს მისი „თამაშის წესია“. კარგი, ვითამაშოთ.თვალი ოდნავ გავაპარე და დავინახე, კალამს მერხზე როგორ აგორავებდა. ვითომ შემთხვევით, ხელი ავცხე მერხს. მერხი ოდნავ „შეყანყალდა“ კარამი კი ძირს გადავარდა. ის ბიჭი დაიხარა და კალამი აიღო, როცა მე შემომხედა, ახლა მე მქონდა სახეზე ბოროტული სიცილი გადაკრული. ვიგრძენი როგორ შეკრა წარბები,“ რა იყო არ გესიამოვნა?“–გავიფიქრე ჩემთვის და კვლავ ჩამეცინა. ჩემმა ამ ქცევამ გააღიზიანა, ჩემსკენ გადმოიწია და პატარა ბავშვივით რვეული ამაცალა. ამაზე ხო გადავბჟირდი, ვითომ ამით რა ქნა? გამაბრაზა? ძლივს დავწყნარდი, როცა მასწავლებელი შემოვიდა. ჩემი რვეული უკან გადმომიგდო და გამაფრთხილა, სახლში, რომ მიხვალ მერე ნახეო. რვეულში რამე ჩამიწერა? რაღც არ მესიამოვნა და ახლა მე შევკარი წარბები. ჩემი რეაქცია ესიამოვნა და ჩაიღიმა. მასწავლებელმა დამოუკიდებელი სამუშაო მოგვცა. ორი წუთი დამჭირდა, რომ ხუთივე მაგალითი ამომეხსნა. თავი ავწიე თ არა იმ ბიჭმაც გვერდით გადადო კალამი, მის რვეულს რო ჩავხედე მასაც დამთავრებული ქონდა მაგალითების გამოყვანა, სხვები კი ჯერ პირველ მაგალითს უჩიჩინებდნენ, ზოგი ამთავრებდა კიდეც. –რა იყო, გეგონა მარტო შენ მორჩებოდი პირველი?–ალბათ შემატყო იმედგაცრუებული რომ ვიყავი, ან იმდენად ვიყავი იმედგაცრუებული, რომ პირდაპირ სახეზე მეწერა. არაფერი ვუპასუხე. –ისე, რომ იცოდე, ჩემზე ძლიერი მათემატიკაში არც არავინაა ამ კლასში– გადამიჩურჩულა. „თით კმაყოფილი დეგენერატი“ გავიფიქრე ჩემთვის. თავი ავწიე,შევხედე და ცინიკურად გავუღიმე –საკუთარ თავში ნუ იქნები დარწმუნებული, დიდი კონკურენტი გიზის გევრდით. ქეთ–იქით მიიხედ–მოიხედა და როცა მის გევრდით მე ვიჯექი,კმაყოფილმა გავიღიმე და ისევ მასწავლებლისკენ გავხიედე –აბა ეს ამოცანი ამოხსენი.–მითხრა კმაყოფილმა და ერთ–ერთ ამოცანაზე მიმითა. –სერიოზულად?–ვკითე სიცილით–ამას ხომ პირველ კლასელიც გააკეთებს?–ვუთხარი თ არა ამს შევხედე და მივხვდი, რომ ნამდვილად არ ეგონა იმდენად ძლიერი თ ვიქნებოდი მათემატიკაში,რომ მას გადავუჯოკრავდი. გაბრაზებამ გადაუარა და მოლბა. ჩემი რვეული აიღო, რაღაც მაგალითი დამიწერა და მომიგდო. მაგალითს დავაშტერდი, თავიდან ვერ მივხვდი რა გზით უნდა წავსულიყავი.როცა დავაფიქსირე მისი სულელი სახე როგორ მიყურებდა და ტკბებოდა ჩემი უმოქმედობით გავმწარდი და კალამი ხელში ავიღე. ვიფიქრე რაც იქნება იქნება–მეთქი და დავიწყე ამოხსნა. ორ წუთში უკან მივუგდე ჩემი რვეული და მომიბრუნდა. –ამდენი ხანი პირველი კლასელის მაგალითს ხსნიდი? ვიფიქრე სხვა მაგალითსაც ხნის–მეთქი. არც იმდენად ძლიერი ხარ, შენ რომ გგონია. სახე წამეშალა და კვლავ მასწავლებლისკენ გავხიედე. დაფასთან გაიძახეს ჩემი გვერდით მჯდომი და მაგალითი დაუწერეს. მაგალითს, რომ შეხედა ჩემსკენ გამოიხედა და რომ დამინახა თავჩარგული ვმუშაობდი ისევ მაგალითს მიუბრუნდა. სანამ ის გააკეთებდა მე უკვე დაწერილი მქონდა და როცა თავის ადგილს დაუბრუნდა კმაყოფილმა ვუთხარი –არც შენ ყოფილხარ მთლად პითაგორა, როგორც თავი მოგაქვს.–თვალი ჩავუკარი და ზარიც დაირეკა, მაშინვე ფეხზე წამოვხტი და გარეთ გავედი. მენდი შემომეგება –აბა რა ხდებოდა? –არაფერი, ერთი იდიოტის გვერდით ვიჯექი. –ის ბიჭი ვერ ნახე? –ვინ ბიჭი? –აი ის, ჰა... ამ დროს ჩემი ნერვების მომშლელი პითაგორაც გამოვიდა კლასიდან და მენდის ხმა ჩაუწყდა. –ღმერთო, ნახე რა სიმპატიურია. როგორ არ შეიძება არ მგწონდეს. მენდის მზერას თვალი გავაყოლე –ამ ბიჭზე მეუბნეოდი? –ხო –აი ჩემი სულელი პითაგორა–ჩავიბუტბუტე და ჩავიცინე. –სემ, შენ გიცქერის, ღმერთო ნუ თუ ზეინ მალიკი შენ გიყურებს?არ მჯერა.. –აჰაა, ესეიგი ზეინი ქვია. –არ იცოდი? –არა. ეს მიშლიდა ნერვებს მთელი გაკვეთლი. –რაა? ლანჩზე შეგხვდები.–მომაძახა, როცა ზარი კვლავ დაირეკა 4 სიმართლე გითხრათ გაკვეთლზე შესვლა არ მინდოდა, მენდისთვის უფრო მეტი რამ მექნებოდა მოსაყოლი და ჩემი საწყალი ენა გადატყავების პირას იქნებოდა მისული. მაგრამ მეორე მხრივ მოუთმენლად ველოდი მასთან ჩხუბს, მაინტერესებდა ამჯერად რომელი გავიმარჯვებდით „პითაგორების ორთაბრძოლაში“.ოთახში, რომ შევედი დავინახე ჩემს ადგილზე ერთი გოგონა იჯდა და „გულთამპყრობელი პითაგორის“ რვეულს ხელს ნაზად უსმევდა. რომ მივუახლოვდი შეცბა და შეშინებულმა შემომხედა. –თუ გინდა მანდ იჯექი, მე შენს ადგილს დავიკავებ. გოგონამ ჯერ გაკვირვებით, შემდეგ კი ბედნიერი სახით შემომცინა. –გასაგებია–ჩავიბუტბუტე და ბედნიერემა იმით, რომ პითაგორა გავწირე და ახლა ერთ–ერთი თაყვანისცემლის გულისგამაწყალებელი საუბრის მოსმენა მოუწევდა მშვიდად და კმაყოფილი სახით იმ გოგონას ადგილი დავიკავე. მასწავლებლის შემოსვლამდე, რამდენიმე წამით ადრე ზეინმა შემოაბიჯა კლასში და უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა. გოგონების აჩქარებული გულისცემა ჩემს ყურებამდე აღწევდა. თავის მერხს მიუახლოვდა თუ არა ზეინი, გაოცებულმა შეხედა მის გვერდით მჯდომ გოგონას. –გგ... გამარჯობა –გაგიმარჯოს ზეინ–ბედნიერი თალები მიანთო გოგონამ. –შ–შეეენ.. –ქეროლაინ ჩერჩილი. ქეროლაინის გავრის გაგონებაზე გავცეცხლდი... ისტორიაში უისტონ ჩერჩილზე გვქონდა გაკვეთილი, მაგ გაკვეთილისგულისთვის იყო ჩემი ლამაზი სიზმარი რო შევწყვიტე და ძილი დავიფრთხე. არ მინდოდა ამ გამწარებისთვის ჩერჩილის შთამომავლისთვის სიამოვნება მიმენიჭებინა, თუმცა უკვე გვიანი იყო და ის ზეინის გვერდით იჯდა. –ვიცი, რომ ქეროლაინი გქვია. აქ რას აკეთებ? –სემმა ადგილი გამიცვალა.–ქეროლაინმა მე ამოხმედა და გამიღიმა. მეც ნაძალავედავ გავუღიმე. ზეინმა მის მზერას თვალი გამოაყოლა და გაცეცხლებულმა შემომხედა. ნაგლურად გავუცინე და ხელი დავუქნიე. თვალები ჩაუშავდა და ნაპერწკლებს ყრიდა.. „ჯერ სად ხარ, მისტერ მალიკ“გავიფიქრე ჩემთვის. –სალამი–მომესალმა ჩემს გვერდზე მჯომი –ღმერთო, ნუ დასცინი სხვასსაო... აი, სად დამერხა მეც! –ჩავიბუტბუტე ჩემთვის–სალამი–მივესალმე ყალბი ღიმილით. აშკარად სიამოვნა რომ გავუღიმედა უფრო გათამამდე ეს ბიჭი. –მაიკ სტიუარტი–ჩაიცინა ცალყბად სტიუარდი? ჯერ ჩერჩილი ახლა სტიუარდი. ღმერთო დროში ვმოგზაურობ? ის არ მეყოფა საცოდავ ისტორიაში რომ უნდა ვილაყბო სიუარტზე? აქ სად მოვხვდი! ვინმე ლენინი რომ გამეცნოს უკვე ეჭვი შემეპარება იმაში, რომ 21–ე საუკუნეში ვცხოვრობ. იქნებ მალიკებიც რაიმე სამეფო გვარის წარმომადგენლები არიან და არ ვიცი. ყველაზე სასაცილო ის იქნება, მე რომ დიდი ვეზირის შთამომავალი ვიყვე.. რა? გამორციხული არაა, რომ რომელიმე ვეზირი უორტსი იყო. –ჩემს ისტორიულ ფიქრებზე ჩამეცინა და მაიკს გავეცანი. ზეინი ხანდახან აქეთ იხედებოდა, როცა მომღიმარს მხედავდა ისიც იღიმოდა. ჰააჰ, მალიკ, მსახიობობის ნიჭი რო გაქ ვიცი, მაგრამ მართლა ეგრე რო გიხაროდეს ქეროლაინის გევრდით ჯდომა, აქეთ აღარ გამოიხედებოდი. ზეინიდან მაიკზე გადავიტანე ყურადღება, რომელიც რაღაც უტოლობას ხსნიდა თავის ჭკუაში. ნერვებმა მიმტყუნეს და რვეული გამოვგლიჯე ხელიდან, ჩემი კალამი ავიღე, სულ გადავუხაზე თავისი ამონახსნი და მეთითონ დავუწერე სწორი ვარიანტი. თავიდან გაოცებული იყო შმედეგ კი მადლობის ნიშნად გამიღიმა. გაკვეთილი დამთავრდა თუ არა, ზეინმა მაიკს მოაკითხა. რაღაცაზე ისაუბრეს, ამდ როს მე ჩანტას ვალაგებდი. რვეულის ასაღებად რომ მოვტრიალდი ზეინმა გაიარა და რვეული გადმოაგდო. მომიბოდიშა ძალით არ მინდოდა, შემთხვევით მომიხდაო. არაუშავს–მეთქი ვუთხარი და ეშმაკურად გავიღიმე. მიხვდა ალბათ, რომ ჩემი ასეთ გამომეტყველება კარგს არაფერს უქადდა. ცოტათ რომ გამცდა, თავში რვეული მოხვდა. შეშინებულმა მოიხედა. –ბოდიში, ძალით არ მინდოდა, შემთხვევით ხელიდან გამივარდა–მივუახლოვდი, რვეული ავიღე და გზა განვაგრძე. გაოცებულისახე სიბრაზით დაემანჭა. გოგო რომ არ ვყოფილიყავი კედელზე ამაკრავდა. ლანჩზე, რომ შევედი რამდენიმე ჩემთვის უცნობი ბიჭი მიღიმოდა და გულთბილად მესალმებოდნენ, მეც მივესალმე და მენდის გვერდით დვაიკავე ადგილი. ცოატხანში ქეროლაინიც მოგვიჯდა და გაოცებისგან ლუკმა კინაღამ ყელში გამეჩხირა. –ზეინი ვიღაც გოგოს გაუმწარებია, მეფიცებოდა შურს ვიძიებო. –საინტერესოა ნეტა ვინ გაამწარა–ჩავილაპარაკე ოდნავ შეშინებულმა. მენდის არაფერი უკითხავს, თუმცა მთელი შესვენება ხან მე მიყურებდა ხან ზეინს. ეჭვის თვალით მათალიერებდა, არა მარტო მენდი, ასევე სხვა დანარჩენებიც. წითური ლორენიც უკმაყოფილოდ მიყურებდა. დაე, გასკდეს შურისგან–მეთქი გავიფიქრე და ფეხზე წამოვდექი. სანამ ზარი დაირეკებოდა მე უკვე სპორტის დარბაზში ვბრძანდებოდი. აქ სიეთი არაფერი მომხდარა. გარდა იმისა, რომ იმ წითურს ბურთი თავში ვუთავაზე. სუ ცოტა შვიდჯერ მაინც სცადა ჩემთის ბურთი მოერტყა, მაგრამ ამის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი. მასწავლებელი აღფრთოვანებული იყო ჩემი პლასტიკურობით და შემპირდა გოგონების საფეხბურთო ნაკრებში ჩაგწერო. მოგვიანებით კი შევიტყვე, რომ ზეინ მალიკიც, მაიკიც და კიდევ ვინმე ლუი ტომლინსონიც ბიჭების საფეხბურთო ნაკრებში ყოფილან. აშკარაა ამის გაგონებაზე ის რიჟა ბოღმისგან სუ ცოტა 50 კილოთი გასივდა. სპორტის შემდეგ სკოლიდან გამოვდიოდი, როდესაც BMW–ს ჯიპი გაჩერდა.ყველამ ყურადღება მას მიაპყრო. –ოჰო, საინტერესოა ვის მოაკითხეს.–მომესმა უკნიდან ზეინ მალიკის დამცინავი ხმა. უაზროდ შევხედე, ავათვალიერ ჩავათალიერე და ისევ ჯიპს მივაშტერდი. –სამანტა უორტს, ხომ იცი რომ შენთან მაინც ასი წელი ასეთი ჯიპით არ მოვლენ? –დარწმუნებული ხარ? –სრულიად –სრულიად?–კვლავ შევეკითხე –ასი პროცენტით–გაიცინა, შემდეგ მე გავიცინე დიდ ხმაზე, რასაც ზეინის გაოცება მოყვა. –და რატომ ფიქრობ, რომ ჩემთან არ იქნებიან? –შენნაირებს არ აკითხავენ? –და ჩემნაირებს? მაინც როგორებს? –შენნაირ თავხედ და უაზრო გოგოებს.–სიცილი უფრო ხმამაღლა დავიწყე. მართალია ყალბი სიცილი იყო და გულში გამწარებული ვიყავი, მაგრამ ნერვებს როგორღაც ვიოკებდი. შევნიშნე, რომ წითური მოგვშტერებოდა კმაყოფილი სახით, ალბათ ზეინის სიტყვები გაიგონა და ეამა. –ღმერთო, მალიკ. კარგი რაა.. შენ ალბათ არ იცი „რიჩების“ დასახლებაში, რომ ვცხოვრობ –ვინ შეენ?–გადაიხარხარა ზეინმა. –ხვალამდე მალიკ. ჩემს მძღოლს ხომ არ ვალოდინებ. –შენს... რა? –ხვალმდე მალიკ–ახლა უკვე მანქანამდე მისულმა დავუყვირე და ხელი დავუქნიე, ისე რომ არც მოვბრუნებულვარ –გამარჯობათ, ვიცი რომ არ გიცნობთ და არ მიცნობთ, მაგრამ ისე მოიქეცით, თითქოს მიცნობთ.–ტყვიამფრქვევივით მივაყარე ერთმანეთს ჩემი სიტყვები. –მე... მალიკს ვეძებ –მალიკს? აქ ასეთი არავინ სწვალობს, თუმცა ვიცი ვიზეც საუბრობთ და მიგასწავლით მის სახლის გზას. მეც იქით მოვდივარ. ვთქვი თუ არა, მანქანის კარი გამოვაღე და ჩავჯექი. კუთხესთან რომ გადაუხვია გავაჩერე და ვუთხარი აქ სადმე გაიკითეთ და მიგასწავლიან–მეთქი მე კი სახლისკენ გავწიე. 5 რა ბედნიერებაა, მეორე დღისით მათემატიკა არ მქონია. ზეინ მალიკის სახის დანახვა არ მომიწევდა, ამიტომ გახარებული ვიყავი და კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი დავეშვი. სკოლიდან ყველა გასული იყო, მხოლოდ მე გამოვედი შენობიდა ბოლოს. კიბეებზე უნდა ჩამერბინა, რომ უეცრად ვიღაცამ წელზე მტაცა ხელი და შემაბრუნა. –ჰმ, მალიკ–წამროვთქვი ეშმაკურად –გამარჯობა, მის უორტს. –რას მივაწერო შენი ეს საქციელი? –რო გითხრა მომენატრე–მეთქი დამიჯერებ? –რო გითხრა მიყვარხარ–მეთქი დამიჯერებ?–კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე. ზეინს ჩაეცინა და თავი გააქნია. მისი ხელი მოვიშორე წლიდან და დიასტანცია დავიცავი. –რა ხდება, მალიკ? –ოდესმე სახელით მომმართავ? –თუ დაიმსახურებ.. –ისე რო იცოდე, უორტესს, მთელი სკოლის საოცნებო ბიჭი ვარ, ამიტომ მხოლოდ შენ გერგო ბედნეირება ჩემთან დაახლოების და ნუ იზამ ისე რომ სხვა წაგართვას ეგ ბედნიერება. ჩუმად ჩამეცინა, ზეინს რომ ავხედე მასაც ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა. –თავში ნუ აგივარდება მალიკ, შენზე სიმპატიურებიც არსებობენ.–თვალი ჩავუკარი და შემოვბრუნდი უნდა წამოვსულიყავი, რომ კვლავ დამიჭირა –ვაა, მართლა?მაინც ვინ?–წარბებ შეკრულმა მკითხა. –მაგალითად მაიკი, თუმცა ლუის ტომლინსონზეც მააგას ამბობენ.–აქვე დავძინე–თუმცა მისტერ ტომლინსონი შენზე ბევრად სიმპატიურია. –ოჰო, დასკვნებიც გაუკეთებია, პატარა ქალბატონს. გყავს ნანახი ლუი? –სურათებში–დავიმორცხვე და თავი ჩავქინდრე. –გინდა გაგაცნო?–მკითხა სიცილით –სერიოზულად?–მომექუფრა სახე –კაი კაი, გეხუმრე–გამიცინა და თმა ამიჩეჩა. მის ქცევაზე მეც გამეცინა და თავი ჩავღუნე. –როგორც ჩანს მისტერ ტომლინსონს ნებავს შენი გაცნობა, სკოლაში ყველაზე პოპულარულო გოგონავ. –რა? –ახლა არ თქვა, რომ არ ვიცოდი პოპულარული თუ ვიყავიო. –არა რა თქმა უნდა. საიდან უნდა მცოდნოდა? –ღმერთო, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ თითქოს რიჩების უბანში არ ცხოვრობ. გაკვირვებული მივაშტერდი –ჩემო ახალო მოსწავლე, უორტერს, აქ, ამ სკოლაში რიჩები უბნის წარმომადგენლებს დიდ პატივს სცემენ და „ეტენებიან“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ფულიანი და მაყუთიანი ხალხი მოსწონთ. –შენც ალბათ ამიტომ მოსწონხარ ყველას–ჩავიბურტყუნე, თუმცა აშკარად გაიგონა. –შეიძლება მეც შენსავით ფულიანი ვარ, მაგრამ შენსავით მეც არ ვიმჩნევ ჩემს მდიდრობას. ხვდები? თავი დავუქნიე და ახლა უკვე წასვლა მართლა დავაპირე, ისიც გამომყვა. ჩვენსკენ ვიღაც მაღალი და სიმპატიური ბიჭი მოდიოდა. ზეინს უღიმოდა,ზეინს რომ ავხედე ისიც იღიმოდა. –ზეინ, რამდენი ხანია არ მინახიხარ . –გოგოა აქ, თავაზიანობა გამოიჩინე. –ოუ, ბოდიში. შენ ალბათ სემ უორტერსი ხარ– მითხრა და ხელი გამომიშვირა, როდავხედე შემეშინდა, ზეინზე გრძელი ხელი და დიდი თითები ქონდა. –შენ კი ლუი ტომლინსონი–გავიღიმე და ხელი ჩამოვართვი –გახლავარ. ყველა ამბობს რომ ლამაზიაო. გაგონის თალით ნანახი ჯობია– თალი ჩამიკრა და ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. გამეცინა და ზეინს ავხედე. ზეინმა შემომხედა და თვალი ჩამიკრა. –რიჩების უბანში სად ცხოვრობ?–სად ჩამჭრა ამ იდიოტმა. –მე... –როგორც ყველა ამ უბნის მცხოვრებს, მასაც არ უყვარს თავისი სახლის მდებარეობის გათქმა–კვლავ ზეინმა მიშველა. შვებით ამოვისუნთქე.სკოლიდან გავედით, ბიჭები მე მომყევბოდნენ, როცა სკოლის შენობას გავცდი და მარჯვნივ ჩავუხვიე ზეინმა მომაძახა –უორტერს შენი სახლი მარცხენა ჩასახვევში არაა?–ახლა თავად ზეინმა ჩამჭრა, სინამდვილეში წარმოდგენაც კი არ მქონდა სად ჯანდაბაში იყო ეს რიჩების უბანი. მოხლოდ და მხოლოდ გაგონილი მქონდა. –ვიცი–ნერვიულობის დაფარვის მიზნიდ გავიღიმე–მაგრამ ახლა მამაჩემთან მივდივარ, შემდეგ კი ერთად ვისადილებთ. –სად მუშაობს მამაშენი? ვაი! წამოვიძახე გულში და ზეინს მთელი გამწარებით ვწყევლიდი.რა ამის საქმეა სად მუშაობს... სად... მუშაობს... ღმერთო... როგორ მიჭირს ამ ერთი სიტყვის წარმოთქვა. რა უნდა მის წარმოთქმას, ერთი წამის საქმეა სულ, მაგრამ მაინც ვერ ვამბობ..–ღრმად ჩავისუნთქე–რა ჯანდაბად აინტერესებს ზეინ მალიკს, სად მუშაობს... მამაჩემი.–სახე კვლავ მომექუფრა როცა ბოლო სიტყვა გავიფიქრე და რომ არაფერი შემტყობოდა დაბლა დავიხედე. –ქალაქის ჰოსპიტალში –რომელ ჰოსპიტალში? 50 ავენიუს და 65 ავენიუს კვეთასთან, რომაა? –ჰოო–წამოვიძახე სასწრაფოდ, ზედმეტი კითხვა რომ არ გასჩენოდათ,მაგრამ რათ გინდა. კითხვების ახალი წვიმაში გავილუმპე –რას საქმიანობს? –კლინიკის მთავარი დირექტორია. –მართლა?–ლუიმ აღტაცებით წამოიძახა, აშკარად მის თვალში კიდევ უფრო ავმაღლდი.–დედაშენი სად მუშაობს? ახლა დედაშენიო... რა შევცოდე ასეთი. –დედაჩემი, ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილეა –ვაუ–წამოსცდა ლუის. –ხო არ გინდა მიგაცილოთ? –არა გმადლობთ.–წამოვიძახე და სწრაფი ნაბიჯით გავეცალე იქაურობას. როცა დავრწმუნდი, რომ ისინი თვალს მიეფარნენ, სირბილით წავედი ჩემი....სახლისკენ. შინ დაბრუნებისას სტივენ შემომეგება, ჩანთა გამომართვა, ვიცოდი რომ რაღაც უნდოდა. საუკუნეა ასე ჯელტმენურად არ მოქცეულა. მიუხედავად იმისა რომ სტივენი ჩემი ძმა არაა, მაინც ყოველთის ისე მიყვარდა,როგორც ჩემი ძმა. კიბეებზე ასვლისას ჩემი პატარა დაიკო შემომეგება –გამარჯობა სემ –გამარჯობა ჩემო ლამაზო. –იცი, დღესაც არ მოსულან დედიკო და მამიკო. ღმერთო ამ ბავშვს აქვს უნარი, რომ უეცრად დამამწუხროს. მისმა სიტყვებმა გული მომიკლეს, ცრემლები რომ არ დაენახა და გული არ დამეწყვიტა ამ7 წლის პატარა თოჯინასთის სტივენს გავყევი და როცა დავრწმუნდი, რომ ის ჩემს ცრემლებს ვერ დაინახავდა, მხოლოდ მაშნღა ვუპასუხე: არაუშავს, დედა და მამა იმედია, ორივესთვის, ხვალ მოვლენ! ამის იმედი მეთვითონ არ მქონდა, თუმცა საბრალო ბავშვს ეს ეხმარებოდა დღის დაღამებაში და გათენაბაში.გოგონას საბოლოოდ იმედი არ ქონდა დაკარგული,სავარძელთან მიცუნცულდა, აძვრა, ჯერ პატარა ფუმფულა ფეხებმა ვერ გაუძლეს ასეთ სწრაფ მოძრაობას და ჩაიკეცა სავარძელში. შემდეგ გასწორდა, ფარდა გასწია და ფანჯრის რაფაზე შემოსკუბდა. იმის იმედით რომ ვინმე მისი დედიკო და მამიკო აღმოჩნდებოდა გზას ინტერესით გასცქეროდა. ამის ყურება აღარ შემეძო და სტივენის ოთახში შევედი. –ვწუხვარ–მითხრა სტივენზე და ჩემი დის მიამრთლებით გაიქნია ხელი. –არაუშავს– ამას მიჩვეული ვიყავი, თუმცა ყოველ დღე ეს სანახაობა მაინც გულს მიჩქმალავდა და მტკენდა. –მისმინე, შენი რჩევა მჭირდება. –გისმენ და ვეცდები სწორი რჩევები მოგცე –მოკლედ, ჩემი ძმაკაცი ხო იცი? –იის? რაღცეებს რო მიყვები ხოლმე? და ამ ყველაფრის მიუხედავადის მაინც ინკოგნიტოდ რჩება– უაზროდ ჩავიცინე და სტივენს თვალებში შევხედე, მაშინვე დავსერიოზულდი. –ჰოო, ეგ. მოკლედ. მამამისი სასამართლოს მთავარი პროკურორია (ხო იცი რა მაყუთს ხევენ ეგენი). ხოდა წელს გამოსულან ერთ–ერთი დამნაშავეთა ბანდა,ციხიდან. გადაწყვეტილი აქვთ ამ პროკურორზე კი არა, მის შვილზე, ანუ ჩემს ძმაკაცზე იძიონ შური. ნარკოტიკს ძალით სტენიან, ეს რომ უარს ეუბნევა შემდეგ კარგი მუშტი–კრივი იმართება და დაზარებული რა თქმა უნდა ჩემი ძმაკაცი რჩება. მამამისს უტხრა, თმცა სასაცილოდ არ ეყო მაგ ძაღლიშვილს–გამწარებულმა ხელი კედელს დაარტყა. უეცრად შევხტი. ცოტა დაწყნარდი სტივენი–ეხლა გაუგიათ, რომ ეს ბიჭი ერთი გოგოთ ყოფილა დაინტერესებული, ეს გოგოც მდიდარი ყოფილა. ამ გოგოს მძევლად ავიყვანთ და ოჯახს ფულს გამოვძალავთო, დაბრუნების შემთხვევაში ვერ დაგაიმედებ რამდენად უვნებელს ჩაგაბარებთო. მოკლედ მაგარ შარშია ეს ბიჭი. რა ვქნა არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც ფილმის მოკლე შინაარს ვისმენდი და მაძაგძაგებდა. ცოტაღა დამაკლდა რომ არ ვკითხე ეს ფილმი როგორ დამთავრდა–მეთქი, მაგრამ მალევე მოვტვინე ფილმი კი არა რეალური ცხოვრება იყო ერთი ჩემი ტოლი ბიჭისა. –რა გითხრა არ ვიცი, ალბათ იმ გოგოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ან იქნებ თითონვე შესთავაზოს ის ფული, რის გამოძალვასაც იმ გოგოს ოჯახიდან აპირებენ. –სცადა, თუმცა... –უარი უთხრეს–დავასრულე მისი წარმოთქმული წინადადება. –ვწუხვარ, ვერაფრით ვერ გეხმარები–ამოვილუღლუღე და თავი ჩავქინდრე. –არაუშავს, რა შენი ბრალია.–მითხრა და შუბლზე მაკოცა. იცოდა რომ მისი ეს ჟესტი ყოველთის მიყვარდა. მეორე დღისით სკოლაში რომ მივედი ზეინი ვერსად ვნახე, შემდეგ გავიგე, რომ ფეხბურთის მატჩისთვის ემზადებოდა და ვარჯიშზე იყო. მაიკმა მითხრა, თმცა თავად მაიკი რატომ არ ესწრებოდა ვარჯიშს ეს ჩემთვის გამოცანად დარჩა. მტელმა დღესმ უაზროდ ჩაიარა, ლუისთან ერთად კაფეტერიაში ვიჯექი და უაზროდ დავყურებდი ჩემს ლანგარს –მოხდა რამე?–მკითხა ლუიმ. –არა, არაფერი. –ზეინი? –რა სისულელეა. მხოლოდ მეგობრები ვართ –ჰმ, მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს სულ ეჩხუბებიან. დააზუსტა ლუიმ, გამეცინა და ახლა ჩანგალი ავიღე და უაზროდ ვატრიალებდი ხელში. –სიყვარული, ჩხუბში იბადება.–მითხრა თვალი ჩამიკრა და ჭამა განაგრძო. გაშტერებული მივჩერებოდი ლუის. კიდევ კარგი ზარი მალევე დაირეკა და საშუალება მოემცა ამ უხერხული სიჩუმისთვის თავი ამერიდებინა. გაკვეთლების შემდეგ, შინ ვბრუნდებოდი. უჩვეულო გრძნობა მქონდა თითქოს ვიღაც მომდევდა, უკან მივიხედე. ვიღაც ღარიბულად ჩაცმული, თმა აჩეჩილი ბიჭი მომდევდა. ნაბიჯს ავუჩქარე, მანაც აუჩქარა. კუთხეში რომ შევუხვიე, მთელი ძალით გავიქეცი და შევჩერდი, ის კიდევ მომყვებოდა, ოღონდ ამჯერად მანძილი ჩვენს შორის დიდი იყო, კიდევ გავუხვიე, შემდეგ ხელმარცხნივ გავედი,პირდაპირ ვიარე, მარჯვნივ დაღმართს დავუყევი, კვლავ ხელმარჯვნივ შევუხვიე. რა თქმა უნდა ჩემს მდევარს თავ–გზა ავუბნიე. მართალია მე გზა დავიგრძელე ჩემს „სახლამდე“ მისასვლელად, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. 20 წუთში უკვე ჩემს „სახლის“ კარებს ვაღებდი. შესასვლელში მერიერმი შემომეგება (ეს ის სტუდენტია, ჩემთან ერთად რომ ცხოვრობს) –სალამი, სტუმარი გვყავს –ვაა, მართლა?–ჯერ მით გაოცებულმა რომ მერიემმა ხმა გამცა და მისი ხმა პირველად გავიგე და შემდეგ იმით გაკვირვებულმა რომ ჩვენს „სახლს“ ვიღც ესტუმრა მხოლოდ ეს ორი სიტყვა წამოვროშე და სასტუმროსკენ გავიქეცი. ო, ღმერთო! მხოლოდ ესღა გავიფიქრე და გაქცევა მინდოდა, როცა სტუმარმა შემოხმედა და ჩემი „ო,ღმერთოს“ წარმოთქმის მიზეზში დავრწმუნდი. აი, სად მქონდა დარხეული! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.