მე უბრალოდ მინდოდა. (სრულად)
რა პატარაა არა ბედნიერება? რამოდენიმე დღეში ან თვეში ან სულაც წელიწადში ქრება ქრება ისე რომ არავის ეკითხება ჩნდება სიცივე ჩნდება სიმარტოვე და ხვდები რომ ერთ დღესაც გტოვებს. რთულია არა? სიყვარული ყველაზე რთული რამაა ხანდახან ვფიქრობ რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ტანჯვისთვის თუ სიყვარულისთვის არ ქონია არც სიცოცხლეს აზრი და არც სიყვარულს მე მარიამ ახვლედიანი-წიკლაური ვარ გიჟი ხო გიჟი ვარ ძალიან გიჟი მაგრამ ეს სიგიჟეც გაქრა რატომღაც დედისერთა შვილები ძალიან განებივრებულები არიან მაგრამ მე არა დიახ მეც მაქვს გული გული რომელიც მტკივა გული რომელიც ვეღარ უძლებს ამდენს გული რომელსაც უყვარს ის ერთი თვალები რომლებიც ხედავენ ყოველთვის მას სიზმარში გახსენდება როგორ ეხუტები რა ბედნიერი ხარ მაგრამ ერთ დღეს ეს ბედნიერება ქრება. ქრება თითქოს ისე რომ არც ყოფილა - სულ ერთად ვიქნებით? - კი ჩვენ სულ გვერქმევა ჩვენ - მიყვარხარ - მეც მიყვარხარ და სულ მეყვარები - რომ გავიზრდებით ცოლად უნდა მოგიყვანო - ბევრი ბევრი შვილები გვეყოლება ხო? - არა მე მხოლოდ ერთი მინდა - კარგი მაშინ მეც რა უცბად ქრება ის რაც იყო ანდა სულ არც ყოფილა მე ბედნიერი ვარ მართლა ბედნიერი ვარ რომ მე ეს ოთხი თვე ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს ყველაფერი აგვისტოს ბოლოს დაიწყო რიცხვი არ მახსოვს ზუსტად ერთმანეთს ვწერდით სოციალურ ქსელში და მაგედან დაიწყო ყველაფერი მეგობრები გავხდით კარგი მეგობრები ყველაფერს მიყვებოდა და ყველაფერს ვუყვებოდი მამხიარულებდა მამახნევებდა ყოველთვის მეუბნებოდა რომ უნდა გამეღიმა არ უნდა ვყოფილიყავი მოწყენილი მერე მივეჩვიე მის გარაშე ვერ ვძლებდი ერთი საათიც რომ არ მოეწერა ცუდად ვხვდებოდი უკვე - სალომეს დავშორდი - უი რატო რა ცუდია - რავი ვერ გავუგეთ ერთმანეთს პირველი შეხვედრაც დადგა სამ თებერვალს მაშინ იყო პირველი ჩახუტება პირველი გულის აჩქარება და ყველაზე ყველაზე დიდი სიყვარულის დასაწყისი ყველაზე დიდი გრძნობის დასაწყისი და ყველაზე დიდი ბედნიერების მიზეზი მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი მორჩა უბრალოდ მორჩა დამთავრდა მაგრამ იყო რამე? კი იყო დიდი სიყვარული რომელსაც გაგრძელება არ ქონდა მერე რა რომ ღამ-ღამობით ვტირი? მერე რა რომ ის მაკლია? მერე რა რომ ის ჩემთან აღარაა? მერე რა რომ მას ვეღარ ვგრძნობ? მერე რა რომ მას ვეღარ ვეხუტები? მერე რა რომ მტკივა გული? მთავარია რომ ეს ყველაფერი იყო მერე რა რომ მორჩა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.