წამში შეცვლილი რეალობა (1)
ირვგლივ საშინელი სიბნელე გაბატონებულიყო..ამას თან აუტანელი შიში,სიმარტოვის შეგრძნება,მძაფრი,გულის ამრევი სურნელი და უგზოოუკვლოდ დაღვრილი ცრემლები მეტ ელფერს მატებდა.. იმედი,რწმენა,სადღაც გამქრალიყო..მხოლოდ არსებობდა სიბნელე და ამოჩემებული ერთი წერტილი.საშინელი შესახედავი იყო ელისაბედი.უემოციედ ეგდო ძირს და სივრცეს გაჰყურებდა.არაფერს გრძნობდა,აღარც სიცივე აწუხებდა,აღარც სიბნელე. შეჩვეული იყო იმ აზრს, რომ მისი წუთები დათვლილი იყო,ნებისიერ წამს შეიძლებოდა მოეკლათ ის.ერთი თვე უცნობ გარემოებაში,მოტაცებული,სადღაც სარდაფში გაეტარებინა. ვერც კი გაეგო რისთვის.მას არაფერი დაუშავებია.არ დაუმსახურებია ასეთ გარემოში,უცნობებთან,საშინელ წამებაში გაეტარებინა იმედ გაცრუების ერთი თვე .მხოლოდ ის იცოდა რომ,ვეღარასდროს დააღწევდა თავს ამ საშინელ ადგილს.წამები გადიოდა,წამს წუთები მოჰყვებოდა,წუთს საათი.ის კი ვერაფერს გრძნობდა.ისევ ბნელი სივრცე,ისევ სიცივე და ერთი აკვიატებული წერტილი.კარი იღება და ვიღაც შემოდის.ნაბიჯების ხმა ისმის. თანდათან უახლოვდება ელისაბედს უცნობი.და უცებ მკაცრი, ზიზიღის მომგვრელი ხმა გაისმა: -საკვები მოვიტანე..შეგიძლია მიირთვა!-სარკაზმით განაცხადა უცნობმა და ელისაბედს გადახედა.ელისაბედმა მხოლოდ წამით აიხედა,აცრემლებული და ზიზიღით სავსე თვალები უცნობს გაუსწორა და უემოციო მზერა სტყორცნა.წამით ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაეღიმა და ისევ ბნელ წერტილს გაუსაწორა მზერა.ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ეს ხმა,გულს ურევდა და უსიამოვნოდ ხვდებოდა ყურთა სმენას.ერჩძივნა სულ არ გაეგონა ეს ხმა,ერჩივნა ისევ მარტო ყოფილიყო,ვიდრე სიძულვილი უფრო არ გაეღვივებინა სულში.როგორ უნდოდა ამდგარიყო და სილა გაეწნა მაგრამ ვერ ბედავდა,ამის ძაალა აღარ შერჩენოდა.ისევ ნაბიჯების ხმა.უცნობი სიბნელეში გაუუჩინარდა,მაგრამ მისი გულის ამრევი სურნელი ჰაერში გაიფანტა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა ელისაბედს. ყოველ რე ერთი და იმავე აზრი გონებას უბინდავდა.ფიქრის ძალაც დაკარგვოდა.ცრმელებიც აღარ მოსდიოდა..თვალები ჩაწითლებოდა,სისხლის კვალი მთელს სხეულზე დასტყობოდა,ერთდროს არაბუნებრივ მწვანე თვალებს კი ფერი დაეკაგათ.აღარ ასხივებდნენ სიხარულს,ემოციის ნაპერწკალიც არ გაკრთოდა..ყველაფერს აზრი დაეკარგა და გაუჩინარებულიყო.ისევ სიბნელე,ისევ სიცივე,აუტანელი სიმარტოვე და ემოჩემებული ერთი წერტილი. ** ერთი თვე უშედეგოდ ეძებდნენ ელისაბედს.მცირე კვალიც არ ჩანდა.უკვე მკვდრად გამოაცხადეს,მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდნენ.ნაცრისფერი დღეები საშინლად იწელებოდა, რაც მეტი ტკივილის მომგვრელი იყო.თუმცა მაინც სჯეროდათ რომ ელისაბედი სახლში უვნებელი დაბრუნდებოდა.ბატონმა დათომ,ელისაბედის მამამ, ყველაფერი იცოდა.იცოდა, რომ ეს მისი ბრალი იყო.ხვდებოდა, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა,რის გამოც მისი ერთადერთი შვილი იტანჯებოდა.ვერაფერს აკეთებდა იმისათვის რომ მისი შვილი გადაერჩინა.საკუთარი თავი შესძულდა,სარკეში რომ ჩაიხედავდა ზიზღს გვრიდა მისი ანარეკლი.უნდოდა ემოციებისაგან დაცლილიყო,უნდოდა სადღაც შორს გამქრალიყო,მიწა გამსკდარიყო და თან ჩაეტანა.ვარ ბედავდა ეყვირა,ეტირა,თავს ძლიერად აჩვენებდა ყველას.თუმცა ტირილით ვერაფერს გახდებოდა,ვერაფერს შეცვლიდა,დღეები კი საშინლად იწელებოდა და იმედიც დროსთან ერთად უკვალოდ ქრებოდა. პ.ს:არ ვიცი როგორია,თვქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ღირს გაგრძელება თუ არა. არ ჩამქოლოთ :დ. ხო და კიდე შეცდომები მომიტევეთ. დიდი სიყვარულით მე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.