შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (14)


20-05-2015, 22:55
ავტორი Anime
ნანახია 5 316

***
ვაიმე... ის ჩემი ერთადერთი შეყვარებული იყო და ასევე ერთადერთი ადამიანი რომელმაც ასე ვთქვათ ''გული გამიტეხა''. მიყვარდა... ყოველშემთხვევაში იმას რასაც მის მიმართ ვგრძნობდი სიყვარული დავარქვი. მოკლლედ ეს ''სიყვარული'' ხომ ამოუცნობი გრძნობაა.. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას..
მეკი მეღარ გავიგე მართლა რაარის ეს? ზოგი ამბობს ეს ისაა როცა მუცელში პეპლები დაფრინავენო.. ზოგი ამბობს ეს ისაა როცა მეტყველების უნარს დაკარგავ ''მის'' დანახვაზეო... ზოგი ამბობს სიყვარული მიზიდულობის ძალააო..
მოკლედ ვერ გაიგებ რაა...
მას იკა ჰქვია... ჩემზე ერთი წლით დიდია... ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ერთმანეთიც ასე გავიცანით.
ის ჩემი ძმაკაცის ძმაკაცი იყო და მან გამაცნო. ჩემმა ძმაკაცმა მითხრა მოსწონხარო და გამაცნო.. ხოდა მეც მომეწონა.. ოღონდ არა მაშინვე.
თავიდან ვერ ვიტანდი რადგან სულ ნერვებს მიშლიდა.. გაურკვეველ რაღაცეებზე დამცინოდა, მახინჯს მეძახდა, თმებს მიწვალებდა და სკოლაში დამდევდა... ერთხელ პირში მივახალე თუ მოგწონვარ ნერვებს ესე რატომ მიშლი- მეთქი? მან კი გადაიხარხარა და მითხრა -სულელო-ო!
მე რომ გავიცანი მეათე კლასში ვიყავი ის კი მეთერთმეტეში. მე რომ მეთერტმეტე გავხდი ის მეტორმეტე და შესაბამისად მე რომ მეთორმეტე გავხდი მან სკოლა დაამთავრდა და წავიდა...
მშობლებმა საზღვარგარეთ გაგზავნეს სასწავლებლად მეც დავრჩი მარტო... ალბათ მიყვარდა რადგან მის გამგზავრებას მართლაც ''დეპრესიით'' შევხვდი. ამბობენ ვინც გიყვარს უნდა გაუშვაო ხოდა მეც ასე მოვიქეცი... როცა მწერდა ვცდილობდი არ მიმეწერა.. როცა მირეკავდა ვცდილობდი არ მეპასუხა...
ასე რომ მე შევძელი და დავივიწყე ის გრძნობა რომელიც მასთან მაკავშირებდა.
ახლა კი... ის დაბრუნდა.დაბრუნდა და აქაა... ჩემს წინ...
-ჰეეი.. შოკია თუ მეჩვენება?-ხელი ჩამიტარა თვალებს წინ ნიამ. თითქომ იკამ მისი ხმა გაიგონაო და იმდენად უცებ მოიხედა, რომ მზერის სხვაგან გადატანაც კი ვერ მოვასწარი.. ასე რომ დავრჩი დებილი სახით, ჩემს წინ მოქანავე ხელით და იკას გაშტერებული სახით.
ვაიმე! მან უკვე დამინახა და მე ვერ გავიქცევი.. ის კი ჩემსკენ მოდის და სახეზე ღიმილი დასთამაშებს.
-არ მჯერა!-მოვიდა და ზემოდან დამხედა-არმეჯა რომ ისევ გხედავ.
მე არ გავძრეუნვალ.. სკამიდანაც არ ვაპირებდი ადგომას მანამ სანამ ნიამ არ მომკრა იდაყვი და თვალებით არ მანიშნა ''ხელი მაინც ჩამოართვი სირცხვილიაო''. (ჰმ.. არ ვიცი ეს მინიშნება რამდენად სწორად მივხვდი მაგრამ...)
წამოვდექი.
-ჰეი, არც მე.-აფერისტული ღილი ავიკარი სახეზე.-ჩსმოხვედი?
-კიი ჩამოვედი... მომენატრა ჩემი ქვეყანა.. ერთი წელია აქ არ ვყოფილვარ და.. ერთი წელია შენ არ მინახიხარ..-ისეთი თვალებით დამაცქერდა რამის დავდნი.. არა, აშკარად ბიჭებში კარგი გემოვნება მაქვს. თვალი ავარიდე.
-ხო, რავიცი-ვთქვი მორცხვად და ხელი კისერზე მოვისვი როგორც იმ სიტუაციებში მჩვევია როცა დაბნეული ვარ.
-რას შვები ახალს?-სკამზე ჩამოჯდა და ხელით მანიშნა შენც დაჯექიო. დავჯექი, მაგრამ ნიაკოს სახეს წავაწყდი. იკა ისე იქცეოდა თითქოს ნიას ვერც ამჩნევდა.
-რავიცი..-შემრცხვა მეთქვა გავთხოვდი მეთქი. ისევ ნიას შევხედე.. იკას ისეთი თვალებით უყურებდა რომ მივხვდი რაღაც ბოროტულს გეგმავდა.
-ააა... უიი-გაიხედა როგორც იქნა ნიაკოსკენ-მგონი შენ მახსოვხარ! ნინი.. ნინო.. თუ რაღაც ეგეთი..
-ნია..-შეუსწორა ნიამ და თვალები გადაატრიალა.
-როგორ ხარ ნია?
-მადლობ რომ შემამჩნიე-ძალით გაიღიმა მან-არამიშავს. იკამ მზერა ისევ ჩემსკენ გადმოიტანა
-არ გინდა ერთი დღე დავთქვათ და სადმე წავიდეთ?-ის იყო ვაპირებდი მეთქვა ''რატომაც არა'' მეთქი რომ საიდანღაც სანდრო გამოჩნდა და წინ ამეტუზა.
-როგორ ხარ რძალო?-ოპაა... აი დამერხა...
თავი ჩავღუნე.. აღარ ვიცოდი სად შევმძვრალიყავი.. ეს ნიაკოს ნამოქმედარს გავს რატომღაც..
-რძალო?-გაიმეორა იკამ ოღონდ კითხვით ფორმაში და სანდრო თავიდან ბოლომდე ირონიულად აათვარიელა.
-ხოო რაიყო... თუ მისი მეგობარი ხარ წესით უნდა იცოდე რომ ჩემი ბრატის ცოლია..-მოჩვენებით დაიბნა სანდრო.
-ცოლი?-ახლა მე მომიბრუნდა იკა.
-ჰმ...-დავიწყე მორცხვად-იციი? მე გავთხოვდი...
სახეზე გაკვირვება აშკარად შეეტყო, თხელ წვერზე ხელი გადაისვა და საყოველთაოდ თქვა:
-ჩემს აქ არ ყოფნაში ბევრი რამ შეცვლილა.
-ჰე, ლუკა, ძმაა!-დაიყვირა უცებ სანდრომ და უკან გაიხედა. თავი მივაბრუნე და ახლა ლუკა დავინახე.
-ეე, აქ ხართ?-ფაიყვირა მანაც და სანდროს გადაეხვია.
ღმერთო! რა დავაშავე ასეთი, ასეთ დღეში რომ მაგდებ?
ლუკამ ჯერ მე შემომხედა მერე იკას... მერე მე.. მერე იკას.. მერე ნიას და ისევ იკას...
-ეი ეს ვინაა?-კითხა სანდროს.
-მეე..-დაიწყო იკამ მაგრამ მე გავაჩერე და ლუკას ვუპასუხე:
-ეს ჩემი ყოფილი შეყვარებულია, იკა!



888
ლუკას სახე დაუსერიოზულდა. ის იყო რაღაცის სათქმელად პირი დააღო რომ მისმა მობილურმა დარეკა. თვალით მანიშნა ''მერე დაგელაპარაკებიო'' (რათქმაუნდა ისევ არ ვიცი ამას როგორ მივხვდი) და მობილური აიღო.
-ხოო მაკო...რააა?... შენ ხო კარგად ხარ?-ნელ ნელა უფრო უსერიოზულდებოდა სახე-პოლიცია მანდაა? კაი, კაი.. მოვდივართ!- და მობილური გათიშა.
-რახდება?-მიუბრუნდა შეშინებული სანდრო.
-ბიჭო ვიღაცის მანხანა მაგის სახლის კედელს შეასკდა და მთლიანად დაუნგრია..-თქვა შეშინებულმა
-რაა?-წამოვიყვირე უცებ.
-ხოო მაგაზე დარეკა.. ეხლავე წავიდეთ-თქვა მან და თავის მანქანისკენ გაეშურა.. ნია და სანდროც მას გაყვნენ.
-სხვა დროს გნახავ კარგი?-მივუბრუნდი იკას.
-ოკეი..როგორც გინდა..
დავემშვიდობე და წამოვედი.

888
მალევე მაკოს სახლის წინ ვიყავით.. ქუჩას ბოლიციის მანქანის ''შუქურები'' ანათებდა. კედელში დამტვრეული მანქანა იყო შეჭეჭყილი, კედელი კი ჩამონგრეული.
აქეთ-იქით პოლიციელები დარბოდნენ და თავიან ბლოკნოტებში რაღაცეებს ინიშნავდნენ. ზოგი ხალხს კითხავდა, ზოგი რაღაცეებს ზომავდა და ზოგიც თავს დამტვრეულ მანქანასა და კედელს დასტრიალებდა.
იქვე შევნიშნე შეშინებული მაკო, რომელიც ერთ-ერთ ფორმიან პოლიციელს ელაპარაკებოდა.
-აქეთაა-დავიყვირე მაკოს დანახვის თანავე და ხელი მისკენ გავიშვირე.
ყველანი მისკენ გავიქეცით.
-როგორ ხარ?-გადაეხვია ლუკა.
-მე კარგად ვარ მაგრამ მანქანის მძღოლი სასწრაფოთი წაიყვანეს. მთვრალი იჯდა საჭესთან და ჩემს კედელსაც მაგიტომ შეეჯახა.. კედელს ვინ ჩივის, თვითონ ეგ გაცია ძაან მძიმედ...
-კაი დამშვიდდი.. ყველაფერი კარგად იქნება!-მოვიშველიე ჩემი ფავორიტი ფრაზა.
-ყველაფერს გავარკვევთ და ზარალს აგინაზღაურებთ-ჩაერია პოლიციელი რომელიც აქამდე ჩუმად გვისმენდა-მაგრამ ამ კედელის აღდგენას დრო ჭირდება ასე რომ მოგიწევთ ცოტა ხნით სხვაგან გადახვიდეთ.
მაკომ თავი ხელებში ჩარგო.
-რა პრობლემაა-წამოიყვირა ლუკამ-წამოდი და ჩვენთან დარჩი.
-ხოო, ხოო.-დავეთანხმე მეც-წამოდი და დარჩი ჩვენთან.
-აუ ჩემთან მამიდაშვილები ჩამოვიდნენ თორე ვაფშე ჩემ სახლს დაგიტოვებდი და წავიდოდი სადმე-თქვა სანდრომ.
-არა, არა.. ვერცერთს ვერ შეგაწუხებთ.-თავი გააქნია მაკო.
-ვერ შეგვაწუხებ კიარა თუ პოლიციელებს საქმე აქვთ დროზე მიხედე, მერე ის ნივთები აიღე რომელიც ძაან გჭირდება და წავედით.-უთხრა ლუკამ და მანქანისკენ წავიდა.
მაკომ მადლიერების ნიშნად გამიღიმა და მომეხვია. სახლში შევიდა იქიდან კი პატარა ჩანთით დაბრუნდა. ნია და სანდრო დაგვემშვიდობნენ და სახლში წავიდნენ მე და მაკო კი ლუკას მანქანაში ჩავსხედით და ჩვენი სახლისაკენ მიმავალ გზას დავადექით.
როგორც ჩანს კიდევ მოგვიწევს მე და ლუკას ერთ ოთახში დაძინება..
_______________________________________________________________მმმ...საინტერესოაა...
მინდა ყველას მადლობა მოგიხადოთ ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიას... მიყვარხართ ყველა <3



№1  offline წევრი pepi

აუუ მალე დადე რაა ძაან მაინტერესებს ვგიჯდები ამ მოთხრობაზე request

 


№2  offline წევრი S.likuna

magariaa male dadee raaa nu agvianeb ❤️

 


№3  offline წევრი mani156

ძაალიიანნ მომწონნს ^_^ მალეე გააგრძელე <3

 


№4  offline წევრი BF(boyfriend)

აუუუ მალე დადე

 


№5  offline წევრი black))

მმ ❤ ძაან მაგარია ^^ მიყვარს ეს ისტორია მალე დადე რა

 


№6  offline წევრი lonelygirl123

რატო არ დებ შემდეგ თავს ?

 


№7  offline მოდერი ჯია

დადე რა ძალიან გთხოვ

 


№8  offline წევრი Slim

მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent