მე შენ მიყვარხარ ყოველ დღე (სრულად)
ყოველდღე როცა მას ვხედავდი სიცოცხლე უფრო მიხანგრძლივდებოდა.გამომდინარე იქიდან,რომ მის სახლში ვცხოვრობდი,მისი ნახვა ძალიან ხშირად მიწევდა.საქართველოში სამი თვეა რაც დავბრუნდი.მშობლებმა მშენებარე ბინა მიყიდეს,თუმცა ჩემს ჩამოსვლამდე აშენება ვერ მოესწრო,ამიტომ მამამ თავის მეგობარს სთხოვა,რომ ცოტა ხნით მასთან მეცხოვრა,მამას მეგობარი დათო შეძლებული კაცი იყო და სახლიც შესაბამისი ქონდა,ამიტომ მამაჩემს გახარებული დათანხმდა.აქ ჩამოსულს კი ის დამხვდა მამაჩემის მეგობრის სახლში,ვისი დანახვაც მაბედნიერებდა.26 წლის გეგა,სერიოზული,უსაზღვროდ სიმპატიური,ყავისფერი თვალებით,ლამაზი თვალ-წარბით და საოცრად მოხდენილი სხეულით.დანახვისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება,რასაც გეგაზე ვერ ვიტყვი.საერთოდ,ადამიანი რომელიც ჩემს მიმართ ინტერეს არ იჩენდა,მეც არ ვინტერესდებოდი მისით,თუმცა გეგა გამონაკლისი აღმოჩნდა.როცა პირველად ვნახე უბრალოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა და სახლიდან წავიდა.მამამისის კომპანიაში მუშაობდა,ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე.ხშირად მოყავდა სახლში თავისი მეგობრები,მათთან ერთად სულ სხვანაირი იყო,აქედან დავინახე მისი სულიერი სამყარო და დროთა განმავლობაში შემიყვარდა.მაგრამ მას არ ვაგრძნობინებდი,როცა მივხვდი რომ მიყვარდა,ვცდილობდი მის გარშემო რაც შეიძლება ნაკლები დრო გამეტარებინა,რადგან ვიცოდი,რომ ის არასდროს შემომხედავდა,არასდროს არ მაქცევდა ყურადღებას და არ მქონდა არაფრის იმედი.ამიტომაც გადავწყვიტე როგორც შემიყვარდა ისევე გადამეყვარებინა.საქართველოში ერთი კომპაანიის მოწვევით ჩამოვედი,სადაც კომპანიის იურისტის თანამდებობა უნდა დამეკავებინა,გამომდინარე იქედან რომ საქართველოში დაბრუნებას ისედაც ვგეგმავდი,შანსი ხელიდან არ გავუშვი და მეც გამოვეშურე სამშობლოში.თუმცა აქ ჩამოსვლა ძვირად მიჯდება,ცალმხრივ სიყვარულზე საშინელება არაფერი ყოფილა. დღეს სახლში ვარ,არც კომპანიაში ვარ წასასვლელი და არც რაიმე საქმე მაქვს.მეც გადავწყვიტე მთელი დღის სახლში გატარება და დასვენება.დილით ჩვეულებისამებრ ადრე ავდექი და სახლის ეზოში სარბენ ბილიკზე დავიწყე სირბილი,თან სიმღერებს ვუსმენდი,როგორც ჩანს გეგაც სახლში იყო.ეზოში მისი მეგობრის მანქანა შემოვიდა.ყურადღება არ მივაქციე და სირბილი გავაგრძელე.დაახლოებით თხუთმეტ წუთში სახლში შევედი. -გამარჯობა ბიჭებო._მისაღებში მსხდომ ბიჭებს მივესალმე და კიბეებზე ასვლა გადავწყვიტე. -სანდრა,ნინა არაა სახლში და თუ არ შეწუხდები შეგიძლია ყავა რომ მოგვიდუღო?_ამ ერთი წლის მანძილზე მე მგონი ყველაზე გრძელი წინადადება მითხრა გეგამ. -წყალს გადავივლებ და 10 წუთში ჩამოვალ.წელში მოხრილი და სასიამოვნოდ გაოცებული ავდიოდი კიბეზე.შხაპი უცბად მივიღე და თხელი ნაზი სარაფანა გადავიცვი. *** -ტკბილი გავაკეთო თუ მწარე?_ღიმილით ვკითხე ბიჭებს და გეგას მზერა დავაიგნორე ასე რომ მოქმედებდა ჩემზე. -მე და ნიკას ჩვეულებრივ ერთი კოვზი შაქარი._შემომღიმა სანდრომ და გეგას გახედა. -მე უშაქრო._გამომეტყველება არ შეუცვლია,მითხრა და ბიჭებთან ლაპარაკი გააგრძელა.სამზარეულოში გავკუნტრუშდი გახარებული.5წუთში მოვადუღე ყავა და ტკბილეულთან ერთად მისაღებში გავაცუნცულე.ოთახში შესვლისას ბიჭების საუბარი გავიგონე. -აჰა,ანუ ერთი თვე არ ჩამოვლენ?_თუ არ ვცდები სანდრო ხმა იყო,მათ არ ვუყურებდი,ყავა რომ არ დამქცეოდა სინს დავშტერებოდი და პატარა ნაბიჯებით მივდიოდი. -არა _უპასუხა მენაბდემ. -ანუ ერთი თვე მარტოები უნდა იყოთ?ნინაც დაითხოვე?_ეს უკვე ნიკას ხმა უნდა ყოფილიყო.პასუხი ვეღარ მოვისმინე,ნორმალურად ვერც ვერც გავიგე ვისზე ან რაზე საუბრობდნენ ოთახში შესულ გეგას გაღიმებული სახე მომხვდა თვალში.მეც მათკენ გავაგრძელე სვლა და სინი მაგიდაზე დავდე,რომ უფრო მოხერხებულად გადამელაგებინა მაგიდაზე ყავა და სასუსნავები. -ეკა და დათო გერმანიაში წავიდნენ გუშინ და ერთი თვე არ იქნებიან,ნინამაც მთხოვა რომ ეს თვე გამენთავისუფლებინა.სახლში მე და შენ ვრჩებით,იმედია პრომლემას არ წარმოადგენს შენთვის._ანუ წეღან ამ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკობდნენ.და რა გამოდის რომ ნიკამ ჩვენზე თქვა რომ მარტოები უნდა ვიყოთ.და ეს რას ნიშნავს.ვერაფერი ვერ გავიგე. -არა რა პრობლემა უნდა იყოს.საჭმლის კეთებაც მეხერხება და სახლის დალაგებაც,ამიტომ არც ნინას არ ყოფნა წყვეტს რამეს._გავხედე მოშტერებულ გეგას. -ძალიან კარგი,არ მინდოდა შენი შეწუხება,მაგრამ სხვა გამოსავალი არაა._ყავა მოსვა და ბიჭებს გახედა,რომლებიც განაბულები გვისმენდნენ. -არ შევწუხდები,პირიქით,გამიხარდება თუ რამეს გავაკეთებ დამარების საპასუხოდ._გავუღიმე და მისი მზერით გამოწვეული უხერხულობისგან ტავი დასაღწევად ოთახი მოვათვალიერე.-თუ ასეა,მაშინ რაიმეს მოვაზადებ,ბიჭებო ხომ დაგვეწვევით?_გავხედე ნიკას და სანდროს. -ო სანდრა დარწმუნებული ვარ,ყავასავით არაჩვეულებრივად გამოგდის კერძების მომზადება,მაგრამ ახლა მე და ნიკა უნდა წავიდეთ,პარტნიორებთან შეხვედრაზე გვაგვიანდება._ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და გეგას თვალი ჩაუკრეს.კარამდე მივაცილე და გეგას მოვუტრიალდი. -რას შეჭამ? -რასაც გააკეთებ ყველაფერს._ღიმილით მიპასუხა და კიბეზე ავიდა.მე კიდევ დამტოვა დაბნეული და დისორენტირებული.ისე მაბნევდა მისი ღიმი,რომ ჩემი სახელიც კი მავიწყდებოდა.დღეს ან მე მჭირს რამე ან გეგა შეცვალეს.ჩამეცინა ჩემს ფიქრებზე.აბა სხვა ახსნას ვერ ვუძებნი დღევანდელ გეგას ქცევებს.მოშტერება,ღიმილი.დღევანდელი დღე კარგად უნდა დავიმახსოვრო.ბედნიერმა ჩავიკისკისე და სამზარეულოსკენ უკანალის ქნევით და ღიღინით წავედი.გამომდინარე იქიდან,რომ უკვე ზაფხული იწყებოდა და ცხელოდა სალათების გაკეთება გადავწყვიტე დასაჭირო ინგრედიენტები სამზარეულოს მაგიდაზე გადმოვალაგე მაცივრიდან.შემოსასვლელში დადებული ჩემი ფლეიერი გამახსენდა და ისიც სამზარეულოში შემოვიტანე.ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი,გადავწყვიტე მუსიკის თანხლებით მომემზადებინა სალათები.ყურსასმენები გავიკეთე და ყურებში გაიჟღერა ჩემმა საყვარელმა მელოდიამ. ტანის რხევით მოვრჩი სალათების მომზადებას და მუსიკა გამოვრთე.ფლეიერი იქვე და ვდე და კარისკენ შევტრიალდი,რომ გეგასთვის დამეძახა.ისე შემეშინდა კარში მდგარი გეგასი,რომ თავი ვერ შევიკავე და წამოვიყვირე.ერთი ხელი გულზე მივიდე მეორე პირზე და ადგილზე შევხტი.გეგას სახიდან ღიმილი გაუქრა და აღშფოთებულმა შემომხედა. -ვაიმე გეგა,ასე როგორ შეიძლება._ონკანისკენ წავედი რომ წყალი დამელია. -არ მეგონა ასეთი სუსტი გული თუ გქონდა. -არ ველოდი კარებში თუ ვინმე იდგებოდა._ვუთხარი ისე თითქოს თავს ვიმართლებდი. -ახლა ყველაფერს უნდა ელოდო._მაცდური ღიმილირ შემომხედა და გაშლილ მაგიდას მიუჯდა.ნათვამს ვერ მივუხვდი და გაურკვეველი მზერა მივაბყარი. -მოდი ვჭამოთ._მანიშნა მის გვერძე სკამზე.ჩემთვის თეფში მის მოპირდაპირებ მედო,მაგრამ გეგამ თავის გვერძე გადაიტანა.ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.თეფშისკენ ხელი გავიშვირე,რომ ამერო და უკან დამებრუნებინა,მაგრამ არ დამანება. -სანდა დაჯექი და ვჭამოთ._გამოსცრა კბილებში და მე დავემორჩილე.ნელი და გაუბედავი ნაბიჯებით წავედი სკამისკენ.გოგას გვერდზე ჯდომით გამოწვეული აღელვების იგნორირება მინდოდა,მაგრამ ჩემი თავი არ მემორჩილებოდა.სკამზე ჩამოვჯექი და უხერხულად შევიშმუშნე. -თავისუფლად სანდრა,თავისუფლად. ირონიულად ჩაიცინა და ქათმის სანათას დაწვდა.ჯერ თვითონ გადაიღო თეფშზე და მერე მე გადმომიღო.გაოცებულმა შევხედე.ასე გააგრძელა მანამ,სანამ ყველა ჩემი გაკეთებული სალათა არ დამიხროვა თეფშზე.მე კიდევ გაკკვირვებული და გაურვევლობაში მყოფი ხან ჩემს თეფშს შევხედავდი ხან მისას,რომეიც ზუსტად ჩემი ულუფის ასლი იყო. -ხომ გითხარი რასაც გააკეთებ ყველაფერს შევჭამ თქო. -ხო,მაგრამ მე ამდენს ვერ შევჭამ._ამოვილუღლუღე და კიდევ ერთხელ დავხედე ჩემ თეფშზე გამზადებულ საჭმელს. -შეჭამ აბა რას იზავ,აბა ისაა ჭამა ყოველდღე რაღაცას რო იკიკნები?მაგაზე მეტს თოთო ბავშვები ჭამენ.ვერ ხედავ რა გამხდარი ხარ?_თვალები დამიბრიალა და მანიშნა ჭამა დამეწყო.მე ისევ გაურკვევლობაში ვიყავი და წერან თუ ჩემს თავ დავცინე იმის გამო რომ ვიფიქრე გოგა ხომ არ შეცვალეს თქო,ახლა ამაზე აღარ მეცინება.ადამიანი ასე რადიკალურად შეცლა პირველად ვნახე,აქამდე ყურადღებასაც არ მაქცევდა და ახლა საჭმლის დოზასაც კი მიკონტროლებს. -გეგა._ღიმილით შემომხედა-ამდენ მართლა ვერ შევჭამ,დედას გეფიცები._უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის დავიფიცე კიდევაც.ფიქრებიდან გოგას სიცლიმა გამომიყვანა. -ვაიმე სანდრა რა პატარა ბავშვივით ბუზღუნებ.დაიწყე ჭამა და თუ მართლა ვერ შეჭამ ბოლომდე მოგეშვები._მითხრა და ჭამა გააგრძელა.ისე გემრიელად ილუკმებოდა მეც მას მივბაძე. *** -გაგიჟდი,ადექი დროზე._წამომახტუნა დივანზე წამოწოლილი და მანიშნა გარეთ გავსულიყავი. -კაი რა გეგა,ვერ დავდივარა იმდენი მაჭამე._დავიწყე წუწუნი და გარეთ გასულს უკან ფეხისთრევით გავყევი. -რომ წამომიწექი,ვის გაუგია ჭამის მერე წამოწოლა,უნდა გაიარ-გამოიარო.შენ ხმა არ გავიგო._დამიბრიალა თვალები. -მეორედ ამდენ ძლიათაც ვეღარ მაჭმევ._ჩავიდუდღუნე და უკან მივყევი. -წეღან ტელეფონზე ვიღაცამ დაგირეკა,მაგიდას რომ ალაგებდი._გაიმკაცრა ხმა.-დათა ვარო. გაბრაზებულმა გავხედე,ჩემს ტელეფონს რომ უპასუხა.თვითონ კი არ შეიმჩნია ჩემი მზერა და გააგრძელა ლაპარაკი. -დღეს უნდა დაერეკა და რომ არ დარეკა ვინერვიულეო._ძარღვები დაებერა კისერზე.მე ამოვიფრუტუნე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.თვითონ კი ჭინ დამიდგა და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო. -მერე დავურეკავ. -დათა ვინაა? -იმ კომპანიის დირექტორია სადაც ვმუშაობ._ვითომც არაფერიო ისე ვუთხარი და ეზოს თვალიერებას მოვყევი. -მერე რა უნდა? -ხვლა შეხვედრა მთხოვა და დღეს პასუხი უნდა მეთქვა._მეც გულუბრყვილოდ ჩამოვურაკრაკე ყველაფერი და გვიან მივხვდი რაც ვუთხარი.-უკაცრავად და რამე ხდება?_გეგას ირონიულად ჩეცინა. -დამჯერი პატარა.მერე რა პასუხი უნდა გასცე ხო იცი._დააიგნორა ჩემი კითხვა და თვითონც გვერდზე მომიჯდა.ნერვები მომეშალა მის სიტყვებზე. -გეგა მგონი ეს შენ არ გეხება._ნაძალადევად გავუღიმე და ფეხზე ავდექი.მენაბდემ ხელზე დამქაჩა და უკან სკამზე დამაბრუნა. -ჩოხელო ნუ მაბრაზებ,დათაა თუ ვინცაა ეტყვი რომ ხვალ დაკავებული ხარ და არამარტო ხვალ სულ დაკავებული ხარ,ხო გასაგებია? -არ ვარ ხვალ დაკავებული._ამოვთქვი გულუბრყვილოდ დასჯილი ბავშვივით.მენაბდეს გაეცინა და მოულოდნელად ლოყაზე ხმაურით მაკოცა.ლოყა ამიხურდა და დარწმუნებული ვარ კეხურა ვაშლივით გავწითლდი.ისეთი მოულოდნელი და სპონტანური იყო გეგას კოცნა,რომ არა გეგას სიტყვები ალბათ გონს კარგა ხანი ვერ მოვიდოდი. -დაკავებული ხარ პატარა.სახლი უნდა დაალაგო._თვალები გაუნათდა მიზეზის მოფიქრებისთვის.-მერე ხომ შევთანხმდით რომ ერთად უნდა გავისეორნოთ. -როდის შვეტანხმდით?_ზუსტად ვიცოდი რომ მსგავსი არაფერი არ გვითქვამს ჩვენ. -სალათს რომ აკეთებდი მაშინ გითხარი შენც არაფერი გითქვამ,დუმილი თანხმობის ნიშანიაო და ჩვენც შევტანხმდით რომ ხვალ დღის მეორე ნახევარში ერთად გავისეირნებთ. ოხ რა გაიძვერაა.მაშინ ხომ მუსიკებს ვუსმენდი და ვერაფერ გავიგებდი,ამიტომ მოიგონა ეს ტყუილიც,მეც აღარ შევეწინააღმდეგე და ხმა აღარ ამოვიღე.დიდი სიამოვნებით გავისეირნებდი გეგასთან ერთად.ნეტარედ ჩავირიმე და ჰორიზონტს გავხედე. *** ორი კვირაც მიილია ამასობაში.გეგასთან გაურკვეველი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა,ისე მქცეოდა როგორც პატარა ბავშვს,მოულოდნელად ლოყაზე მკოცნიდა და მომაჯადოვებლად მიღიმოდა.მეც მეტი რა მინოდადა და დებილივით ვაჩენდი ჩემს ქათქათა კბილებს.რამდენჯერმე რესტორანშიც წამიყვანა და იქიდან გამოსულებს გვისეირნია ღამის თბილისში.ვერ ვხვდებოდი ამ ყველაფრისთვის რა დამერქმია,ვერ ვიგებდი გეგა რას გრძნობდა ჩემს მიმართ,ხშირად მიფიქრია რომ მოვწონდი,თუმცა მიჭირდა ამის აღიარება.ბოლოს როცა თვითონ გადავწყვიტე გამერკვია რა ურთიერთობა გვქონდა ჩვენ ორს,სწორედ მაშინ გადამაფიქრებინა გეგას ქცევამ. სამსახურიდან მოსულს გოგა სახლში არ დამხვდა.მეც გადავწყვიტე სანამ გოგა მოვიდოდა სწალი გადამევლო და მერე რაიმე ვახშამი გამემზადებინა.ოტახში ავედი და ტანსაცმელი გავიხადე.აბაზანიდან 15 წუთში გამოედი პირახოც შემოხვეული და კარადისკენ წავედი წანსაცმლის ასარჩევად,სწორედ ამ დროს შემოვიდა გეგა ოთახში.შეშინებული არადის კარს ამოვეფარე და გეგას გავხედე. -დაკაკუნება არ იცი?_დავუბრიალე თვალები -შენს ოთახში შემოსასვლელად ნებართვა უნდა ავიღო?_ირონიულად გამიღიმა და საწოლისკენ წავიდა. -რაა არაა? თვალებგაფართოებული ვუყურებდი როგორ წამოკოტრიალდა ჩემს საწოლზე გეგა და როგორ დამიყო ნახევრად შისველ სხეულზე ხარბი მზერით ყურება. -რა თქმა უნდა არა.ჩემი გოგოს ოთახში მაშინ შევალ როცა მომინდება._“ჩემი გოგო“ ყურში უცნაურად მომხვდა,ეს ბიჭი თავისი სიტყვებით ადვილად ახერხებს ჩემს გაოცებას.დაბნეულს რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი,თუმცა ცოტა კი გავბრაზდი გეგაზე,ყველაფერს ჩემს უკითხავად რომ წყვეტდა. -შენი გოგოს ოთახში რაც გინდა ქენი, ჩემი ოტახიდან კი გადი,უნდა ჩავიცვა. მენაბდე საწოლიდან მაცდური ღიმილით დადგა და ჩემსკენ წამოვიდა.დაბნელმა ვერაფერი მოვიმოქმედე და თვალები ფახუნიტ დაველოდე გოგას შემდეგ ნაბიჯს.2 წამში ჩემს წინ გაჩნდა და სველ მკლავზე ხელი ჩამომისვა.ტანზე ტამო დამაყარა და გამაკანკალა.თვალი მის ხელს გავაყოლე. -რას აკეთებ?_ამოვილუღლუღე აგონიაში მყოფმა და გოგას დაბინდულ თვალებში ჩავხედე. -შენი გოგოს ოთახში რაც გინდა ქენიო ხომ მითხარი,ხოდა ვაკეთებ. მეორე ხელი წელზე შემომხვია დაა ტავისკენ მიმწია.დაბნეულმა უარესად დავიწყე თვალების ფახუნი და ვეცადე მისი ხელებიდან თავი დამეღწია. -ეგრე რომ აკეთებ თვალებს უფრო მიყვარდები. სრული შოკი ამ სიტყვების მოსმენისას მივიღე.“უფრო მიყვარდებიო ანუ რა გამოდის რომ მე გეგას ვუყვარვარ?“ვუსვამდი ჩემ თავს კითხვას და ვცდილობდი გონება არ დამეკარგა მოსალოდნელი სიხარულისგან. -ხო შენ გეგას უყვარხარ თან ძალიან უყვარხარ._გაოცებულმა ავხედე.-ცოტა ხმამაღლა ფიქრობდი._საყვარლად გამიცინა და სახეზე მოფერება დამიწყო. -იცი როდის შემიყვარდი?_უარის ნიშნა თავი გავაქნიე.-აი ამ სახლში პირველად რომ შემოხვედი და თაველბში შემომხედე.ისეთი სუფთა და ნათელი თვალები გქონდა მაშინვე მომაჯადოვე.არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების,ვფიქრობდი ერთი შეხედვით როგორ უნდა შეგიყვარდეს ადამიანი თქო,მაგრამ შენ რომ დაგინახე მთელი ჩემი ცხოვრება ამოაყირავე.როგორც კი ხელი ჩამოგართვი მაშინვე ვიგრძენი ჯერ არ განცდილი გრძნობა.მ თელს ტანში რაღაცამ დამიარა.ხელიც ისეთი ნაზი გქონდა მაშინვე გამიჩნდა შენი დაცვის სურვილი.გახსოვს ალბათ ხელი როგორც კი ჩამოგართვი მაშინვე სახლიდან წავედი._გაიცინა.-არ მინდოდა რაიმეს მიმხვდარიყავი,ჯერ დრო უნდა გასულიყო შენც შეგყვარებოდი მეც ჩამოვყალიბებულიყავავი რა და ვინ მინდოდა.ნელ-ნელა ჩემი გრძნობაც გამყარდა და ისიც დავინახე შენს თვალებში რომ შენც ჩემსავით შეპყობილიყავი სიყავრულის სენით.როგორც კი ეს ვიგრძენი მაშინვე გადავწყვიტე მოქნედებაზე გადავსულიყავი.ხოდა სახლიდან ყველა გავყარე._სიცილით დაასრულა მონოლოგი და ეშმაკურად შემომხედა.მე ჯერ კიდევ შოკში ვიყავი გაგონილით,ყურებს არ ვუჯერებდი.გულს ბაგა0ბუგი გაუდიოდა და იმაზე ათჯერ უფრო სწრაფად ცემდა ვიდრე საჭირო იყო.თვალები ცრემლებით მევსებოდა,ბედნიერების ცრემლებით. -ანუ შენი ნახელავია ახლა შენი მშობლები და ნინა სახლში რომ არ არიან?_ყველაზე უადგილო კითხვა დავუსვი და ჩემს ნათქამზე ორივეს გაგვეცინა. -მიყვარხარ._ვუთარი მოულოდნელად და თითის წვერებზე ავიწიე რომ ჩემთვის სასურველ ტუჩემს მივწვდომოდი. *** ბედნიერად ჩაიარა ერთმა კვირამ,ახლა ორმაგად მემატებოდა სიცოცხლე როცა გეგას სიყავრულით გამთბარ თვალებს ვხედავდი.რამდენჯერმე ერთი-ორ ცრემლსაც გადმოვაგდებდი მეტისმეტი სიხარულით.გეგაც უმალ ჩემთან ჩნდებოდა და თვალებს მიკოცნიდა. ერთ საღამოსაც სახლში ადრე მომიწია დაბრუნება.გეგა სახლში დამხვდა,რაც გამიკვირდა,ყოველთვის გვიან ამთავრებდა სამსახურს.ხელში მოიასამნისფრო კონვერტი ეჭირა და მაცდურად მიღიმოდა.ჩანთა იქვე მივაგდე და ყურებამდე გაღიმებული წავექანე გეგასკენ. -რა მძიმე ხარ ჩოხელის ქალიშვილო._თეატრალურად შეცვალა ხმა. -ამდენს რომ მაჭმე აბა რა გგონია._გავუცინე და მარწყვივით ტუჩემზე მოწყვეტით კაკოცე. -ვსო,ამიერიდან აღარ დაგინახო ამდენი ჭამო._სიცილით ჩამომსვა ძირს და ახლა თვითონ დაწვდა ჩემს ტუჩებს.-მმ,რა გემრიელი ხარ._მაცდურად გაიკოკა ტუჩები.-ეს შენს სახელზე მოვიდა. გამომიწოდა იასამნისფერი კონვერტი და ღიმილით დაიხია უკან.მეც ჩამოვართვი და ლამაზად გავხსენი,შიგნით ქორწილის მოსაწვევი იდო.გავირვებულმა დავიწყე მოსაწვევის წაკითხვა,გაკვირვება კი გაოცებამ,ბედნიერებამ და ცრემლებმა შეცვალეს,ბედნიერმა შევხედე გეგას და მისკენ მეორედ გავექანე. „გეპატიჟებით სანდრა ჩოხელისა და გეგა მენაბდის ქორწილში,რათა გაიზიაროთ წყვილის ბედნიერება.“ -მე შენ მიყვარხარ ყოველ დღე_ჩავჩურჩულე ყურში და თავი მის ყელში ჩავრგე. -მე შენ მიყვარხარ ყოველ დღე_ჩამჩურჩულა მანაც. იმედია მოგეწონებათ ეს პატარა იტორია და ისიამოვნებთ.ძალიან გამიხარდება თუ შენიშვნებს და თქვენს აზრს კომენტარების სახით დააფიქსირებთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.