შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის განაჩენი (სრულად)


22-05-2015, 18:43
ავტორი Kethrin❤️
ნანახია 6 177

ერთ დროს ამ ქორწილზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. მთელი წლის განმავლობაში არ ჩერდებოდა საუბრები ამ წყვილზე. იყვნენ შურიანებიც, გულშემატკივრები ხომ ოხრად, ზოგი არც იცნობდა მათ და საზოგადოებაში თავის გამოსაჩენად, ჰეი მათი ამბები ვიცითო, ყვებოდნენ და ყვებიან ზღაპრებს. უდავოა ის აზრი, რომ ეს ორი თბილისის N1 წყვილი იყო.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გამოჩენილი მხატვრის შვილი ციხეში მოხვდა. ზოგი ამბობს იჩხერდაო, მაგრამ მისი ბავშვობის მეგობარი ამას კატეგორიულად უარყოფდა ჩემთან. რეზი ამბობდა, ვინი მარტო ცხოვრებით "კაიფობდაო". სახელი -ვინი ბაღიდან შემორჩა, მხოლოდ საქმიანი პარტნიორები იცნონდნენ მას ვანოდ. რამდენჯერაც ასე მიმართავდნენ, იმდენჯერვე წითლდებოდა სიცილისგან, თუმცა ყველაფერი არც ისეთი მარტივი იყო. მამამისისთვის კლიენტის დაკარგვა მის ხასიათზე უკუპროპორციულად აისახებოდა, ამიტომ ხშირად როგორ აღარ მოუბრუნებია დაცინვის გამო გაქცეული მომავალი მომხმარებელი. ალექსანდრე ბიძია რომ გავიცანი 16წლის ვიქნებოდი. ხელოვან ხალხზე ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ მწარწდ შევცდი, როცა ალექსანდრეს მხიარულ და "ფეხებზე-" მხატვრად აღვიქვამდი. ის მხოლოდ ფუნჯით არ ეხებოდა ადამიანის სარკეებს, სულში უძვრებოდა, მე პირადად ერთ დღეში გამაშიშვლა. მოკლედ ამ ფსიქოლოგმა ერთხელაც გადაწყვიტა ვინი "დაევაჟკაცებინა", ოპოპ ეგ არ იფიქროთ, მისი დასერიოზულება უნდოდა. ვერ იტანდა მის აგდებულ დამოკიდებულებას სერიოზულ თემებზე, ჰოდა იფიქრა, ცოლს მოიყვანს და დაღვინდებაო.

ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ნახევარ თბილისზე მეტი, იმ გოგოებიდან ვინც იმ კონკრეტული ასაკის ჩარჩოებში ჯდებოდა, მისი გოგოს სახელს ატარებდა.
წელიწადში საშუალოდ 6 გოგო ჰყავდა, თითოეულთან 2 თვეზე მეტს არ ჩერდებოდა. პირველი კვირა კერავდა, მერე იყო ულამაზესი პაემნები, ესეც ერთი თვე. შემდეგი თვე იყო გოგოს კაპასობის ზენიტი და ვინის ღადაობის პიკი, ერთი-ორი დამცირებითი დაშორება და ნაშა მოშორებული იყო. ნუ რა ექნა, მართალია ჯერ თვითონ კერავდა, მაგრამ ვერ იტანდა შემდეგ გოგოს შეტენვას. გოგო რომ ხარ, ასეთი ბიჭი რომაა შენს გვერდით, რთული იყო არ გეცადა ურთიერთობის გაღრმავება. ეს ჩემი დაქალისგან ვიცოდი, მაკო ერთ თვეში დაშორდა და მგონი ერთადერთო იყო, ვინც ვერ დაამცირა ვინიმ. ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ არასოდეს გამოუყენებია ეს გოგონები. არასოდეს! ალბათ მხოლოდ ეს ჰქონდა საამაყო ალექსანდრე ბიძიას, მაგრამ მაინც სულ ღელავდა, როცა მისი სახლის კართან ტირილით ატუზულ გრძელფეხება შვლის ნუკრებს ხედავდა.

- რეზიი! - ბოლო ხმაზე ყვიროდა სადარბაზოსთან ვინი. აივნიდან საცვლების ამარა გამოტანტალდა ერთმანეთს ჩახუტებული ორი ქერა. რეზიმ თმა შეისწორა, არიქა სამეზობლო მიყურებსო და ღიმილით ჩახედა ძმაკაცს.
- წამო რა ჩემს ნიშნობაზე. -ისევ ასძახა ვინიმ. აშკარად უკრაინელმა ნაშამ ტუჩები მოპრუწა. ორ წუთში მანქანას აყუდებული ვანიჩკა მომავალ ქერებს დასცინოდა, სვეტიჩკა, ორი სადარბაზოს იქით ჩამოსვეს. გოგონა უკანალის ქიცინით გატუსტუსდა ლიფტისკენ.
- რა ნიშნობა ბიჭო, ნინის ხო დაშორდი?-ძმაკაცს მიუბრუნდა რეზი.
- ტი შტო,- ჩაიცინა ვინიმ. - ალექსანდრე პატიჟებს ვიღაცებს, მგონი ჩხეიძეებიო, არც მახსოვს.
ახლა რეზიმ ამოაძრო შავი სობრანიე და მოუკიდა. - მე ვიცნობ ჩხეიძეების გოგოს.
- კაი ტიპია? -მთელი სისწრაფით მოუხვია მოსახვევში ვანომ.
- ვუყვარდი, რა ვიცი მე.

- ღადაობ ტო?- გაუტყდა ვინის. -რომელი იყო ეგ?
- ჩემი კურსელი რო იყო ბიჭო, გამოსაშვებზე გავწუწეთ, წითური გოგო. მე და შენ.
- დაგვერხა. -გადაიხარხარეს ერთად და კიბეებზე აირბინეს. მაგიდაზე ლაით-ფურშეტი იყო გაშლილი, ყველა ჩრდილოეთ კედლისკენ იყურებოდა და ალექსანდრეს გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტს უხმოდ აკვირდებოდა. ვინიმ ჩაახველა და 5წყვილი თვალი მისკენ შებრუნდა. მან მხოლოდ სპილენძისფერ თვალებიანს მიაპყრო მზერა და მთელი ამ შეხვედრის მანძილზე, ერთი წუთი თუ იქნებოდა რაც მას არ უყურებდა.
- ვანო, რეზი, მოდით ჩხეიძეები გაგაცნოთ! ამაყად მიმართა შემოსულებს ოჯახის უფროსმა.
- მე კაკო, ეს ჩემი მეუღლეა ნატა, -სათითაოდ ჩამოართვა ხელი ბიჭებს კაკო ჩხეიძემ. - ჩემი გოგონები, მაია და ვიკა.

ვიკა ცეცხლი იყო, ნამდვილად ცეცხლს აფრქვევდა მისი თვალები როცა რეზი დაინახა ოთახში. ვინის ფიქრები მხოლოდ იმას ნატრობდნენ, ნეტავ უფროსი ქალიშვილი გამოიმეტონ ჩემთვისო.
ასეთი თბილისში არავინ ენახა.
საოცრად სერიოზული და ჩამოყალიბებული იყო მაია.
არც ჭორფლები ჰქონდა, მომხიბვლელი დის მსგავსად და არც წითური იყო.
ღია წაბლისფერი თმა ბუნებრივად დატალღვოდა ცალ მხარეს, და თვალები.
თვალები - სპილენძი!
თვალები - ოქრო!
თვალები - ვერცხლის წყალი!
ეს იყო პირველი შემთხვევა, მართლა პირველი, როცა ტანი არ დაუთვალიერებია. მაია ამრეზით მიაჩერდა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ეს უფრო თვალშისაცემად უპირველესი იყო, როცა გეგმები არ დაუწყვია გოგოს დასაგოიმებლად და ნაზად ამოაბრუნა მაიას გამოწვდილი ხელი და არათუ მტევნის ზურგზე, არამედ ხელის გულზე აკოცა სპილენძს. ცოტა უხერხული მომენტი იყო იმ სიჩუმეში დანარჩენებისთვის. მაია ერთიანად აწითლდა
გულმა სწრაფად დაუწყო ცემა და თვალების ცეცებით უკან გადადგა ნაბიჯი. უკვე ნათელი იყო ვინისთვის მისი მომავალი ცოლის ვინაობა. ალექსანდრე, კაკი და ნატა ოთახში დარჩნენ და მათთვის საინტერესო თემებზე მოყვნენ საუბარს.

სტუმარმასპინძლობის სისხლი ადუღდა ვინის ძარღვებში, ისევ პირველად, და მანსარდში მიუძღვა სტუმრებს. რეზი ვიკას ამოუდგა გვერდით, ამიტომ მაია იძულებული გახდა ვიწრო კიბეები ხელკავით აევლო ვინისთან ერთად. მანსარდი სამკუთხა პრიზმას წარმოადგენდა, თუმცა ზედა ფერდები მთლიანად შუშის იყო. ვარსკვლავები იყვნენ მაშინ იმ საღამოს მოწმე და მხილველები. რეზომ თვალით კიბისკენ ანიშნა ძმაკაცს და ვინიმაც უსიტყვოდ გაიგო რომ აუცილებლად უნდა დამტყდარიყვნენ პონტიდან მაია და ის. ამიტომ სთხოვა ჰამბურგერების მომზადებაში დახმარრბოდა. გოგომაც უარი ვერ უთხრა, ვიკას გაუღიმა, რეზის მტრულად გადახედა და სპირალისებულ კიბეზე ისევ აწითლებული ჩავიდა.
- ვიკა, რამდენი წელი გავიდა..-საუბრის წამოწყება სცადა რეზიმ.
- ორი. მოკლედ მოუჭრა ჭორფლიანმაც.
- ძალიან გამშვენიერებულხარ. მომწონს ცვლილება.
- მეჩვენება თუ რაღაცას ცდილობ?შებღვირა ვიკამ.
- გოგო შენ 4წელი ცდილობდი და მე რო ახლა დავიწყო პრობლემაა ვითომ? რეზიმ ბნელი წარსული გაახსენა ჩხეიძეს. ცეცხლისფერი სახეზე აილეწა და როგორი იქნებოდა ეს მომენტი ერთი კარგი შემოლაწუნების გარეშე? ჰოდა არც დააყოვნა ვიკამ.
- კარგი, არაუშავს. იცი რა? მე საერთოდაც ბოდიშის მოხდას ვაპირებდი. ახსენა თუარა ჩხეიძეები ვინიმ, მაშინვე დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა. ყოველდღე ვიმსახურებდი გარტყმას შენგან. მაპატიე იმ დღეების ჩამწარება, რასაც შენთვის უბედნიერესი პერიოდი უნდა შეექმნა. მომწონდი, ვინის ვფიცავარ, როგორ არ მომწონდი, უბრალოდ მიქრიდა და ეგრე მისწორდებოდა.
- ახლაც გიქრის ტაბატაძე, დამანებე თავი. რამდენი ასეთი სიტყვა მახსოვს შენი.
- ტაბატაძე ვარ და სულ მიქრის დიახ, მაგრამ დღეიდან მიმართულებას ვასწორებ და გპირდები მთელი გულით გავაფრენ.
- არ მჭირდება ეგ დაპირება რეზი.
- დავიჯერო?
- დაიჯერე.
- დღეს დარჩებით? -თემა შეცვალა რეზიმ.
- შენი ბოდიშებს მოსასმენად თუ რავუთხრა კაკის?
- კაკოს და ნატას ალექსანდრე დაკერავს, მთავარია შენ გინდოდეს.
- მაიას არ ენდომება.
- ოხ, რატომ?
- ვერ იტანს ვინიკოს. - გაიცინა და მოხერხებულად ჩაჯდა რბილ პუფში.
- ერთი-ორი ნაბიჯია რა.
- ვერ გავიგე?
- არაფერი ტო, გამიხარდა რო მაპატიე.


"ერთი სართულით ქვევით"

- ლორს და ყველს გამოიღებ?-მაცივრისკენ მიუთითა მაიას.
- შენ პურს მიხედე.
პატარა კარადიდან მრგვალი პურების პარკი ამოაძვრინა და ექვსი შეკვრა გახსნა. პარკები ნაგავში ჩაყარა და მაიას უკან ამოუდგა. მაცივრის კარი მაიას უჭირავს და პროდუქტებში იჭყიტება.
- კეტჩუპი და მაიონეზი არ დაგვავიწყდეს. -ცალი ხელით მაიას თავს ზევით გადასწვდა პაკეტს, მეორეთი წელთან ახლოს გაძვრა. სახე ძალიან ახლოს მიუტანა და ესმოდა როგორ მძიმედ სუნთქავდა სპილენძი. - ლორი იპოვე? თითქმის ტუჩით ეხებოდა ყურის ნიჟარას. შიშველ მკლავზე ტაომ დააყარა მაიას დაავლო ხელი ლორისა და მდნარი ყველის შეკვრებს და ისე სწრაფად მიხურა მაცივრის კარი, კინაღან ვინი მოყვა თითებით.
- მოკლედ გვირიგებენ ერთმანეთს?
- საიდან მოიტანე, მამამ თავისი კლასელის გასაცნობად მოგვიყვანა, ესაა და ეს. -ბრაზით წამოენთო სპილენძი.
- პროსტა რა მყავს ალექსა რა!
- უკაცრავად?
- არაფერი, ჩემთვის უმაიონეზო გააკეთე რა.
მაიამ ორ-ორი ჰამბურგერი ცალკე დააწყო და უხმოდ აიარეს მანსარდის კიბეები. უფრო ჩამობნელებულიყო, შუქიც არ ენთოთ რეზის და ვიკას. იყო ულამაზესი ვარსკვლავები ცაზე და ნამგალა მთვარე. ოთახს მოლურჯო შუქი ეფინებოდა. ცეცხლისფერი გოგო მეტისმეტად მხიარულობდა იმ საღამოს, რეზიც ხასიათს უსწორებდა. მაია და ვინი უკვე ცალკე ისხდნენ, არც ფილმი აინტერესებდათ და არც თანაკურსელების შერიგება. ყველაზე საინტერესო ის იყო რომ თურმე ხმასაც არ იღებდნენ. კომფორტი ნატას კაკუნმა დაარღვია.
- გოგოებო მივდივართ, დაღამდა უკვე და რას იტყვით?
- დე ჩვენით რო წამოვიდეთ? შესთავაზა ვიკამ. - მაინც მაკოს მანქანით მოვდივართ და წადით თქვენ.
- უხერხულია. ღიმილით უთხრა ნატამ.
- კარგით რა, ნატა ნახეთ რა საყვარლად ვერთობით . აფერისტულად შესციცინა ვინიმ.
- ალექსანდრესგან გაიგებს კაკი ამბებს. - დათმობაზე წამოვიდა დედა, ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა მათ და გაუჩინარდა.
- რა ვაკეთოთ? იკითხა რეზიმ.
- დავლიოთ! წინადადება წამოაყენა ცეცხლისმაგვარმა ჩხეიძემ.
- ვიკო ჭკვიანად. თვალები დაუბრიალა მაიამ.
- შენ რა სტროგი ხარ ტო. თვალებში ჩახედა ვინიმ.
- მოგწონვარ. დაბეჯითებით თქვა სპილენძმა.
- ჭკუას ვკარგავ!ირონიით აჰყვა ბიჭი.
- არც გქონია.- გაიღიმა.

*****

არ იყო ფშვნა, არ ყოფილა ლეწვა, ყველაფერი მშვიდად მიდიოდა წინ. "ძალით" პაემნებს ბოლო არ უჩანდა. ვინი არაფერს ჩქარობდა, არც იმჩნევდა, მოსწონდა-არმოსწონდა? აი რეზიც ვერ იგებდა მაგას. ალექსანდრე უზომოდ ბედნიერი იყო, ჯარიმების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, აღარც ვაჟის ლანძღვა ესმოდა და ჩათვალა რომ მიზანს მიაღწია. ჰოდა ალექსამ, როგორც ამას ვანიჩკა იტყოდა, პონტი გააძრო კაკის ოჯახში და სტუმრად შვილთან ერთად მივიდა. იყო ტრადიციული და უაზრო ხელის თხოვნა. მაიას მორიდებული ღიმილი და ვინის გაკვირვებული სახე, არაფერი ზედმეტი. ერთადერთი ვიკა იყო აჟიტირებული. ვინის არ გამოჰპარვია სპილენძის ტელეფონის ხმა, მაიამ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. სიტყვა ჩამოაგდო ქორწილის საორგანიზაციო თემაზე და ხუთ-ათ წუთში ბოდიშის მოხდით გავიდა. რა თქმა უნდა იეჭვა რაღაც ვინიმ და მალევე გაჰყვა უკან. მაია მოხერხებულად ჩაძვრა აივნიდან და უკანა ეზოში გაირბინა. ვანოს ძარღვები დაეჭიმა ცუდის მოლოდინში და მალულად მიჰყვა უკან. შავებში ჩაცმულ ბიჭს ჩაბღაუჭებოდა გოგო და ისე კოცნიდა, თითქოს ეს უკანასკნელი ყოფილიყო. თავიდან დაიბნა ვინი, სურვილი გაუჩნდა მივარდნოდა და მოეშორებინა 'თავის' სპილენძზე შემოხვეული უცნობის მკლავები, თუმცა დალოდება არჩია.
- გიჟი ხარ! -ტუჩებთან ამოულაპარაკა მაიამ.
- შენ უფრო. -სიამაყით გაუღიმა შავით შემოსილმა.
- უნდა წავიდე, დაგვინახავენ.
- ეს კოცნა როდემდე ვიმყოფინო?
- ჩემი ხელი სთხოვეს მამას.
- შენ რა უთხარი?- გაბრწყინებული თვალებით ჰკითხა 'იმან'.
- რას ვიტყოდი გააფიცებ?
- მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი შენ გამო, ლაჩარივით მოიქეცი და მახინჯი ღიმილით გახედე იმ ახვარ ვინიპუხას?

მაქსიმალურად თავს იკავებდა ვანო, რომ არ მივარდნოდა უცნობს. სპილენძიც აშკარად ალეწილი სიფათით მოშორდა იდუმალ მიჯნურს.
- შენ მეუბნები ლაჩარი ხარო? რას აკეთებდი, როცა კინოში ვინისთან ერთად ვიყავი, პირველად როგითხარი კაკის არჩევანზე მაშინ რა გამიკეთე? საძინებელში მარტო დავრჩით და მაკოცათქო როცა გითხარი რატო არმიუვარდი ვინის, რატო არ გამოხატე ეჭვიანობა, ან ჩემგან რას ელოდი, რას ვეტყოდი კაკის, ჩემს ბოიფრენდს არ აქვს და მოდი მე გეტყვი შენი ქალიშვილი უკვე სხვას ეკუთვნისთქო? ..-ალბათ არც დაასრულებდა რომ არა ლაწანის ხმა, დიახ დიახ, იმ უცნობის ტორი დაეშვა მაიას ლოყაზე.
არც ახლა განძრეულა ვინი, ქალის წინ არასოდეს სდომებია თავის გამოჩენა და ძალის დემონსტრირება,მართალია ახლა ბრაზი ბობოქრობდა მასში, მაგრამ აჯობა ამას, თან იცოდა ახლა რომ მათ ჩხუბში ჩარეულიყო მაიას მშობლები გაიგებდნენ იმ არაკაცზე და სპილენძი ამას არასოდეს აპატიებდა ალბათ. გულში ათასსართულიანი მუქარით შეამკო ის ნაძირალა და ამასობაში მაია სახლისკენ გაიქცა. ჩუმად მიჰყვა უკან გოგონას ბოიფრენდს, მანქანის ნომერი დააფიქსირა ტელეფონის აპარატით და ოთახში მშვიდი სახით დაბრუნდა. მაია თავს შეუძლოდ გრძნობდა და ოთახში ავიდაო ამცნეს და თვითონაც მალევე წამოვიდნენ ჩხეიძეების ოჯახიდან. სტინგი დაბალ ხმაზე ჰქონდა ალექსანდრეს ჩართული და ცდილობდა საუბარში აეყოლიებინა ვაჟი. ამაოდ.


მეორე დღეს უნივერსიტეტში ნაცემ და დასინიაკებულ ლუკას მოკრა თვალი მაიამ, და სხვა მხარეს წავიდა. უკან მიჰყვა ლუკა და მათ საყვარელ აუდიტორიაში ძალით შეათრია, მაგიდას მიანარცხა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა. მაია ოთახიდან ბრაზით ანთებული გამოვარდა.

მესამე დღეს უთხრეს ლუკა ტრამვატოლოგიურში წევს ნეკნები ჩაუმტვრევიათო.

მეექვსე დღეს გამოწერეს და ქუჩაში შეხვედრილს ახლა თვითონ ლუკამ აარიდა თვალი.
სტკიოდა. როგორ არ სტკიოდა გული, უბრალოდ იცოდა ასე სჯობდა. სიმართლისთვის უნდა გაესწორებინა თვალი. გვერდით ასეთი არამზადა არ სჭირდებოდა.

ყველაზე ცუდი მეშვიდე დღე იყო, როცა კაფიდან გამოსულს წინ დახვდა და სახეში შეაფურთხა დაქალების წინ. ეს პიკი იყო. ყველა დადებით ემოციას ბოლო მოეღო და ზიზღით შეიცვალა.


„ლესელიძის პრინცესა“

ვიკას ბოლომდე სჯეროდა რომ რეზი ეღადავებოდა. ჩემი მაკო ხო გახსოვთ, ისიც ვიკას კურსელი იყო და დღემდე დაქალობენ. რეზის რაინდობის ამბები ამისგან ვიცი. ყველაფრით უმტკიცებდა თითქოს ბიჭი რომ მოსწონდა მაგრამ ვიკა სასტიკ უარზე იყო. მეგობრობას სთავაზობდა და გულში სიმწრით ეცინებოდა. განა სამაგიეროს უხდიდა ამით, არც ცდილობდა, უბრალოდ არ უნდოდა ისევ მის გამო სტკენოდა გული. ამას ვერ გადაიტანდა. ხან სად ამოუყოფდა რეზი თავს ხან სად. ყველაზე უცნაური დამთხვევა მაკდონალდსის ტუალეტთან იყო როცა ვითომდა შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. უხერხულად იგრძნო ვიკამ თავი როცა რეზიმ უთხრა მარტო ვარო, ამიტო ეს ცეცხლისფერი რიჟა იძულებული იყო მაგიდასთან მიეპატიჟებინა. მაკომ თავი გაიგიჟა რამდენი ხანია კურსელები არ შევკრებილვართო, ბარ-რესტორანიც მოიფიქრეს და გადარეკეს ძველ მეგობრებთან.
მოკლე შავი ქვედაბოლო და გრძელმკლავიანი ტყავის ტოპი ლამაზად გამოკვეთდა ცეცხლისფერის ტანს. ყველა ქუსლიანებით იყო და სოლიდურად გამოიყურებოდნენ, ერთი ვიკა იყო ბათინკებით. დაჟე მაკოც არ ყოფილა კეტებით და ეს.. მოკლედ, ცოტა ჭამეს, ცოტა იცინეს, ბენდი მოსწონდათ.

ბითლზზე ლექტორი ახსენდებოდათ, ლენონის მადიდებელი რომ იყო.
ქუინი გაიჩითა და ყველას გამოცდების დღეები გაახსენდა, მთელი კურსი რომ მღეროდა ვი არ ზე ჩემპიონს.
ბრიტნი სპირსი რომ დაიწყეს გოგოების დაცინვა წავიდა, იმ პერიოდში ხო ყველა გიჟდებოდა ტიმბერლეიკის და ბრიტნის წყვილზე. აი ვიკა გულამოფსკვნილი ტიროდა 'ევრითაიმ'-ზე, დაშორების სიმღერაზე.
მოკლედ ყველაფერი მაგრად მიდიოდა, თავს ისე გრძნობდნენ როგორც სტუდენტობისას. ნელ მუსიკაზე წამოიშალნენ საცეკვაოდ, შაკო უარით გაისტუმრა ვიკამ. ზურგიდან თვალებზე ხელი ააფარეს. არ დამფრთხალა, თან რეზის სუნამო იცნო და მშვიდად წამოდგა. ამასობაში რაღაც ნაჭრით დაუფარა თვალწარბის მიდამო რეზიმ და სასღაც სცენის წინ მიიყვანა.
-ჩუმად, არ წახვიდე. იცეკვე. -სწრაფად ჩასჩურჩულა და გაიქცასავით.
ვიკა დაიბნა იფიქრა მოვიხსნიო, მაგრამ არ ქნა. გაუნძრევლად ელოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სიჩუმეში პირველი აკორდები გაისმა. მაშინვე იცნო სიმღერა ჯგუფი არას 'კი'. ჩაეღიმა.

''დრო გადის ძალიან ნელა, შენს გულში ცივა, ჩემსაში ცხელა. დრო გავა ძალიან ჩქარა, თუ მეტყვი კი და არ მეტყვი არა.''
უკვე ტიროდა ვიკა. უაზროდ იდგა გაშეშებული და უხმოდ სდიოდა ცრემლი. სიმღერას მორჩა რეზი და წინ აესვეტა. სახვევი უნდა მოეხსნა, როცა ვიკამ ხელები დაუჭირა, წელზე შემოაწყობინა და გაუღიმა.
-კი. ხმამაღლა თქვა.
საერთოდ ყველა უყურებდა, შუქი მარტო მათ დანათოდათ, ტაშს უკრავდნენ, უშტვენდნენ, იცინოდნენ, ეს სხვები.. ვიკა რეზის ტუჩებს დასწვდა. ესეც დღის ჰეფი ენდი.


არაორდინალურობები არც მერე მთავრდებოდა. რეკავდა რეზი ლესელიძის 1ში ვარ დროზე მოდიო. ძლივს მიაგნებდა ვიკა მაგ ადგილს და იქ არავინ ხვდებოდა.
ასვალტზე წითელი საღებავით, ბეჭდური ასოებით ეწერა ვიკა+რეზი. ამ ბავშვურობაზე ბოლო ხმაზე კისკისებდა წითური. შემდეგ და შემდეგ ზარი იყო ლესელიძის ხუთში მისვლის საჭიროებაზე. მივიდოდა და წითურს+ქერა ეწერა. წითელი და ყვითელი ფერებით. აქაც კისკისებდა ვიკა. მერე იყო ცეცხლს+ნავთი. უფრო იქით ოროსანს+შკოლნიკი. ცოტა მერე უგემოვნოს+გემოვნებიანი. მალე მთელ ლესელიძეზე გაჩნდა წარწერები და ნახატები მათზე. ყველამ იცოდა ვინ იყო რეზი, ვის უყვარდა ვიკა. მალე თბილისი ლესელიძის პრინცესას ეძახდა პატარა არჩვაძეს.


"ორი სასწაული ერთ დღეში"

მაგისტრატურასაც ამთავრებდა უკვე მაია. ძალიან იშვიათად ნახულობდა ვინის, თითქოს ფორმალობისთვისაც. არც მოსწონდა, პროსტა კაი ტიპი იყო, თან დანიშნული, თან ლუკას სჯობდა ბევრად. მოკლედ,მოახლოვდა ქორწილის დღე. უნაზესი შავი კაბა ეცვა მაიას თეთრი მაქმანებით, შავად ჩახატული თვალები, თმის უხეში ვარდა სულ სხვა მაიად აქცევდა ჩხეიძეს. ვინისაც შავი პერანგი ეცვა, შავი შარვალი, მეტი არაფერი იყო საჭირო მის სიმპატიურობის ხაზგასმისთვის.
საკურთხეველთან, როცა უკვე ცოლქმრის სტატუსით იდგნენ, მაიას ლუკასთან ნათქვამი ტყუილი გაახსენდა, მას ხომ არასოდეს უკოცნია ვინისთვის ანერვიულდა. ყველაფერმა თითქოს ბრწყინვალედ ჩაიარა, ნაზმა კოცნამ სასიამოვნო რეფლექსები მოსდო ორგანიზმს. ნასროლი თაიგული როგორღაც რეზიმ დაიჭირა, ვიკას ხელი გადახვია და კაკის თვალი ჩაუკრა. ღია ცის ქვეშ უკრავდნენ მუსიკოსები, უდიდესი კომფორტი იყო მწვანე ბალახზე, პატარძალიც მეჯვარეებიანად ფეხშიშველი მიმოდიოდა სტუმრებში. საპირფარეშოსკენ მიდიოდა როცა ხელი ჩაავლეს და გაათრიეს. სახეზე ფერებმა გადაურბინა, როცა ლუკას ღიმილი ნახა.
-გეგონა ასე შეგარჩენდი ქმარუკას მოქსევას? -ცალი ხელით პატარძალი გააკავა, მეორეთი კი სახეზე ფერებას მოჰყვა. ამოჭრილ გულმკერდს ხარბად დაასო თვალები და საჩვენებელი თითით ახლა იქ დაიწყო წრეების მოხაზვა. ყვირილისაც ვერ ბედავდა მაია, ხმაც არ ამოუვიდოდა შოკური შიშისგან.
-გსიამოვნებს არა? ყოველთვის ვიცოდი რა ძუკნაც იყავი, ქალიშვილი ვარო რო მითხარი, გგონია არ ვიცი როგორ გინდოდა ჩემთან ყოფნა? პროსტა გაწვალე. ისე მკოცნიდი მეგონა ცოტაც და შენი ხელით მომედებოდი აი აქ..-მაიას მარჯვენა მტევანი მოიქცია ხელში და თავის სასქესო ორგანოს შარვლის ზემოდან მიადო. გოგონა კვლავ სასწაულად ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
-მითხარი, შენი პირით მითხარი რომ აქვე გიხმარო, მარტო შენი თვალები არმყოფნის. მაიას ხელს ხელი გაუშვა, თუმცა არცახლა მოუშორებია პატარძალს ხელი მკვრივი 'რაღაცისთვის'. კედელზე მიაბჯინა ლუკამ, ხელი მათ სასქესო ორგანოობს შორის მოყვა. ტუჩებზე ორწამიან კოცნებს უტოვებდა გოგოს, უნდოდა მისგან წამოსულიყო ინიციატივა. მაია ისევ უაზროდ გაჩერებული იდგა. ახლა ჩაიმუხლა ბიჭმა და კაბა მკერდამდე აუქაჩა გოგოს. სექსუალურად გამოიყურებოდა თითქმის გამჭირვალე თეთრ საცვლებში. ჯერ ტრუსს გადაუსვა თითი, შემდგე ტუჩებით შემოუყვა გარშემო. მაია ღრმად სუნთქავდა. თმაში ხელი ჩაავლო ბიჭს და თავი ამოაწევინა, ტუჩებში ჩააკვდა, მომთხოვნად კოცნიდა, ლუკას ხელი სასიამოვნოდ ეფერებოდა მგრძნობიარე ადგილებში. მომენტალურად გაჩერდა ბიჭი როცა გოგონამ ხელი კრა და ძირს გადააწვინა. მუხლი ბიჭის სასქესო ორგანოს დააჭირა და გაუღიმა.
- შენნაირ ახვარს ცხოვრებაში არ შევხვედრილვარ. მრცხვენია საერთოდ ხმასაც რომ გცემ. გულს მირევ. ესეიგი მაშინ ვინიმ გცემა ხო? რატო უფრო მაგრად არ მოგხვდა, ახლა ხოხვით უნდა გადაადგილდებოდე, ბრმა უნდა იყო, არ უნდა გესმოდეს, ვერუნდა სვამდე წყალს. ასე რომ ვერ დამაფასე, ასე რომ გამთელე, ასეთი კაცობა რომ მაჩვენე მაგისთვის. მეზიზღები ლუკა. -ხელს ძლიერად უჭერდა ყელში და თითქმის თიშავდა ბიჭს. ბრაზისგან ვერ აცნობიერებდა რომ ცრემლები სდიოდა, რომ კლავდა, და წამით სინანულის გრძნობა არ ჰქონდა.
უცებ ხელიდან გამოსტაცეს ბიჭი. ის ისევ იჯდა. ბუნდოვნად ხედავდა როგორ გამეტებით ურტყავდა ვინი ლუკას. უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა, მუქარას უსრულებდა, ნანობდა უარესად რომ არ დასაჯა მაშინდელი ქცევებითვის. ეჭვიანობას დაებრმავებინა. როცა გული იჯერა მაიას წინ ჩაიმუხლა და მისი სახე ხელებში მოიქცია. ცრემლები მოსწმინდა .
- დაგიშავა რამე?
- არა. ვანომ კაბა ჩამოქაჩა ქვემოთ და ხელი მოხვია. მაია ჩუმად სლუკუნებდა.
- არ გიმსახურებ. ჩემი ბრალია ყველაფერი.
- სხვის არაკაცობას ნუ იბრალებ. ყველაზე კარგი ხარ შენ. დღეიდან ჩემი სპილენძი იქნები. არავის მოგაკარებ.
- არ გიმსახურებ.
-თავისთვის აგრძელებდა მაია.
- არაფერი დაგიშავებია გოგო შენ.
- არ იცი, ძალიან ვენდე.
- მერე რა.
- ვერ შემიყვარდები.
- არც გაატრაკო. -ამაზე სპილენძს გაეღიმა, მერე გაეცინა და ისე მიეხუტა ბიჭს. უკან მიგდებული ლუკა არც ახსოვდათ სანამ არ წამოეპარათ და გვერდში დანა არ გაუყარა ძირს მჯდარ ნეფეს.
გავარდა.
ერთ დღეში კინაღამ დაქვრივდა პატარძალი. ყველგან სისხლიან ქორწილზე წერდნენ. საკმაოდ ღრმა ჭრილობის გამო 1კვირა საავადმყოფოში გაატარა წყვილმა. მაია ზრუნავდა ვინიზე, სასტიკად უკრძალავდა მოძრაობას, როგორც ექიმი.
ყავას ჩუმ-ჩუმად ასმევდა, ერთხელ ღამე ჩუმად შეაჭრა თმა. მეორე დილას ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა თავისი ხელით აიპარსა თავი ვინიმ. თან სიცილით აჟღერებდა შურისძიების გეგმებს.ერთი კვირა სიცილ ხარხარში გავიდა. შეგუებულებიც იყვნენ ერთმანეთის უაზრო ხუმრობებს, კეტჩუპს ტუჩებზე, კბილის პასტას თავზე, გაკოჭვას საწოლზე. ბოლო დღეს სულ გააგიჟეს მედპერსონალი. დაჭერობანას თამაშობდნენ დერეფანში და ყველას სანახაობას უჩვენებდნენ.
ვინიმ მანქანა მათ ახალ სახლთან გააჩერა. გადასვლას არც ერთი ჩქარობდა. ჩარკვიანი ჩართო მანქანაში ვინიმ და თითები საჭეზე აათამაშა.
- რისი თქმა გინდა დავიტანჯე.
-გაეცინა მაიას.
- აუ ლაპარაკი მინდა და არ ტეხავს მანქანაში ?
- არ ტეხავს.
- კაი მაშინ, მინდა იცოდე რო მიყვარხარ. და ამიტომ უნდა იცოდე რო არვიცი ლუკა სად ეძებეს ძაღლებმა, მაგრამ სანამ არ ვიპოვი ვერ მოვისვენებ. მეორედ არ უნდა ჰქონდეს უფლება ჩემ გოგოს შეეხოს ან ხმა გასცეს. ეგ ისეთი ახვარია არ მოისვენებს სანამ დამპალ ხორცში არსებობს, ხოდა გადავიყვან ცათა სასუფეველში. რაც არუნდა მითხრა ვერ გადამათქმევინებ ამიტო არც სცადო კაი?
- ახლა უნდა დაგვეწყო ოჯახის აშენება და საძირკველსაც ანგრევ უკვე?
- თავიდან ასაშენებლად საჭიროა. გადახოტრილ თავზე ხელი გადაისვა და პირველად ახედა სპილენძისფერ წყლიან თვალებს. მაია გაიტრუნა ვერაფერს ამბობდა.
- გადადი მანქანიდან და ღამე არ დამელოდო.
- შეგეჩვიე, ვერ დავიძინებ ისე.
- ხოდა რო მოგენატრები მერე მიყვარხარს მეტყვი, მიცუნცულდი და არ ინერვიულო კაი?
- შენ ვერ ხარ?- წყობიდან გამოვიდა მაია.- კაცი უნდა მოვკლაო და მშვიდად შევხვდე ამ ამბავს?
- არ მანანებინო რო არ დაგიმალე.
- ეგღა გაკლდა.
- გიყვარს ლუკა? მაიამ პასუხად გაარტყა.
- ხოდა მაშინ არაფერია სათქმელი. გაუცინა ვინიმ.
- ძაან გთხოვ, მიხედავს პოლიცია, არ გინდა.
- რატო არ მინდა.
- ცოდვაა.
- მოვინანიებ.
- მე არ გაპატიებ.
- არც გაატრაკო.-ვინის ნათქვამზე აღარ გასცინებია. –
კარგი ალბათ არ ნიშნავს ჩემი თხოვნა არაფერს, უფალმა გაპატიოს.გადასასვლელად მიტრიალებული მოაბრუნა.
- ეგრე ემშვიდობება ცოლი ქმარს?
- აბა როგორ.. პასუხად ნაზად აკოცა. პირველ კოცნასავით ამაღელვებელი იყო ეს შეხება მაიასთვის. თან გულში რაღაც ჩასწყდა და ობოლი ცრემლი ჩამოუცურდა თვალიდან. მანქანა ადგილს მოსწყდა.


„თვითმკვლელი იდიოტი“

ვინიმ და რეზიმ ყველა კუთხე კუნჭული მოიარეს ლუკას ძებნაში. მართლა მიწა ხო არ ჩაყლაპავდა, ისევ ლაჩარივით დაიმალებოდა, ამიტომ არ შეშვებიან. მანქანაში აღამებდნენ და ათენებდნენ. სამდღიანი უშედეგო ძებნის მერე ზღვაზე ნანგრევებს მიადგნენ, უბანში უთხრეს იქ ხშირად ადიოდაო, საკმაო თანხის გაფლანგვა დასჭირდათ ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად. იქ ასულებს დახვდათ ლუკა, ძირს მიგდებული, შეშლილი სახით და აყროლებული. მაშინვე პოლიციაში დარეკეს. მთავარი ეჭვმიტანილი ვინი იყო. სასამართლო ერთი თვის მერე გაიმართა. მანამდე არც ერთხელ დასთანხმდა ცოლს შეხვედრაზე, ყველას სთხოვდა არაფერი გაეგო მაიას. უნდოდა განაჩენი თვითონ გამოეტანა სპილენძს მისს განაჩენს დამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მკვლელად აღიქვამდა თუ არა მაია მას - ამაზე იყო მათი ოჯახის მთლიანობა დამოკიდებული.

***

- თქვენ მოკალით ლუკა?
- არა.
- რა ნახეთ შემთხვევის ადგილზე?
- შპრიცი და იმ ახვარის ლეში.
- აშკარად ამბობთ რომ გძულთ თქვენი მსხვერპლი.
- ჩემი არა, ნარკოტიკის. ვიკამ გაუღიმა, მოსამართლეს უთხრა მეტი კითხვა არ მაქვსო და გვერდით მიუჯდა ბრალდებულს.

***

- მე, გიორგი ტყეშელაძემ გავკვეთე 5დღის გარდაცვლილის გვამი. ექსპერტიზა უარყოფს იმ ფაქტს რომ იგი რაიმე ძალადობის შედეგად არის მოკლული.
ნარკოტიკის ორმაგი დოზის შეშვებამ ვენაში განაპირობა მისი სიკვდილი. არც ერთ მხარეს ზედმეტი კითხვა არ ჰქონია.

***

- იცოდით თუ არა რას აპირებდა თქვენი ქმარი?
- მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვხვდებოდი რომ ლუკას საძებნელად წავიდოდა. რასაც არ აპირებდა ის როგორ მეცოდინებოდა.
- ანუ ამბობთ რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია?
- მე ვამბობ რომ მას ის გეგმაში არ ექნებოდა რაც არ გაუკეთებია.
- სუბიექტურად ხომ არ უდგებით?
- საკმაოდ ობიექტური ვარ როცა ვიცი რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ის არავის მოკლავდა.
- აღიარებთ რომ ურთიერთობა გქონდათ გარდაცვლილთან? -კითხვა ძლივს ჩაამთავრა ბრალმდებელის მხარემ როცა ვიკა უკვე ფეხზე იყო და აპროტესტებდა.
- ვაპროტესტებ, კითხვის ფორმულირებით ზეწოლას ახდენს ქალბატონ მაიაზე, მას მსგავსი რამ არ უთქვამს. - პროტესტი მიღებულია, შეცვალეთ კითხვა.
- მეტი კითხვა არ მაქვს.

"სიყვარულის განაჩენი"

- ბრალდებული უდანაშაულოა!

გაწამაწიაში, ხალხის ჟივილ-ხივილში, ორი სიყვარულით სავსე ადამიანი ერთმანეთისკენ მიიწევდა და აბსოლიტურად ყველას ივიწყებდა. იყო ულამაზესი წუთი, როცა თვალებში ჩახედვით იგრძნეს ერთმანეთის სიყვარული. ჩახუტება ასე საოცარი არასოდეს მოსჩვენებია არცერთს. და როცა იგრძნეს ათასი თვალი და ათასი ყური, რომლებიც მათზე იყო მიპყრობილი, ყველასაგან შეუმჩნევლად და ყველასთვის გაუგებრად, ერთდროულად ჩასჩურჩულეს ერთმანეთს ბედნიერებით გაჯერებული სიტყვა: - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

ეს მე საიდან გავიგე არ ვიცი, უბრალოდ გავიგე და მორჩა! მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის იცით? ყველა ბედნიერი დარჩა ჩემს გარდა. არა კი მიხარია ყველას კარგად ყოფნა, მარა ხო შეიძლებოდა ჩემთვისაც გამოჩენილიყო ვინმე სიმპატიური არა?
ასე უნდა დაფასება ბატონო ალექსანდრე? ან რა იყო ვინი, დაგავიწყდა კიკინებიანი გოგო რო დაგყავდა სკოლაში და ბიჭებს მიფრთხობდი? ამ რეზის რა უხარია მაინც ყოველდღე ჩხუბობს ამ ვიკასთან. ისე კი სიმპატიურია ეს ადვოკატი მაგრამ მოწინააღმდეგეს როგორ ჩავუვარდე მკლავებში ჰა? ახლა გამაგდებენ ამ დარბაზიდან ალბათ, ცოტაღა დავრჩით. მე ამ ბლოკნოტის ხელიდან გამშვები არ ვარ სანამ გულს არ მოვიოხებ. ვაიმე არმჯერა! ის ტიპი, ხოო სიმპატიური ადვოკატი აქეთ მოდის. რა ჯანდაბა უნდა? ვაიმე ვხურავ რვეულს.

***********

მოკლედ მოვიდა ეს ბიჭი და მეკითხება დაწვრილებით ჩაიწერე ყველაფერიო? ვერც კი წარმოიდგენ რა დეტალებშიმეთქი. წარმომადგენინე რაო გამიცინა. ღმერთო, ძაან უხდებოდა, აი არ დამეძინება კაი ვიტყუები, ორწამში გავითიშები ისეთი დაღლილი ვარ, მაგრამ 'იმის' ღიმილი არმომასვენებს.ხოდა სად გავჩერდი, წარმომადგენინე მერეო და ეგ როგორ მეთქი. დამპატიჟა ყავაზე. ნუ უარს როგორ ვეტყოდი ქაჯი ხო არ ვარ. ძალიან მოეწონა მთელი ისტორია, ისეც წერ თუ ეს რა პონტიაო,მეთქი სულ კაი პონტი იყოთქო. მიხვდა და გაჩუმდა. მერე მითხრა ვიცოდი რო არ იყო დამნაშავეო თქვენი ვინიპუხიო. სად იყავი მერე, აქამდე გეთქვა თორე მოღალატე მეგონა უკვე ჩემი თავი-მეთქი. გამიცინა და სახლთან ჩამომსვა. სად სწავლობო ჯავახიშვილში მეთქი. ჟურნალისტიკაზეო? აუ აი გაფიცებ საიდან მიხვდა? ჰო-მეთქი ჩავბჟირდი. რომელზე გიმთავრდება ლექციებიო. 4ზე ზუსტადმეთქი. პირველ კორპუსის სააქტო დარბაზში მოდი ეგრევეო. გამიკვირდა და თანხმობაც ვერ ვუთხარი აორთქლდა თავისი შავი მერსედესიანად.

**************

მინდვრის ყვავილებით ხელში იდგა სცენაზე და იცინოდა. ისეთი ბედნიერი ვარ ვერაფერს ვამბობ.



№1  offline წევრი mariami kusa

dzaaaan kaai iyooo yochaag !!!

 


№2  offline წევრი salomee

Vai ra kargiaaaaaa

 


№3  offline წევრი -IWannaBeYours-

ბოლოს დავდებილდი wink კარგი იყო, საყვარლობა wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent