შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭორფლები..."გაზაფხულები" (1)


23-05-2015, 01:30
ავტორი Депрессивный
ნანახია 3 196

კოტე ჩემს ჭორფლებს "გაზაფხულებს"-ეძახის.
კოტე ყველასგან გამორჩეულია, კოტე ყველაზე კარგია, კოტე ჩემი ყველაფერია, კოტე ჩემს "მე"-ს მირჩევნია... ხშირად მეშინია არ დავკარგო, ხშირად მეშინია არ წავიდეს ჩემგან.. ჩვენ გიჟური სიყვარული გვაკავშირებს, და ბავშვი რომელიც უკვე 1კვირისაა, მე გალინა შენგელია ვარ, 24წლის... კოტე თოდრიას ცოლი. კოტე 20წლის ასაკში გავიცანი, მე თეატრალურზე ვაბარებდი და კოტეც ჩემი კურსელი იყო, რომ არ დაგიმალოთ მომწონდა მაგრამ არასდროს მითქვამს მისთვის... უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ ჩვენი გზები გაიყარა, მის მერე აღარ მინახავს. 3წლის წინ როდესაც 21წლის ვიყავი მე და კოტე სატელევიზიო შოუში შევხვდით ერთმანეთს, გამოველაპარაკეთ და სტუდენტობის პერიოდი გავიხსენეთ, სიმართლე გითხრათ ვერაფერს ვგრძნობდი 1წლის შემდეგ, კოტეს თურმე მოვწონდი და აი ასე დაიწყო ჩვენი გიჟური ისტორია, ჩვეულებრივი სიმაღლის წითური გოგონა ვარ, ჭორფლიანი. კოტეც ჩვეულებირი სიმაღლისაა ოდნავ პუტკუნა "ოდნავ" და შავგრემანი. ჯვარი ქაშვეთის ეკლესიაში დავიწერეთ, ქორწილი კახეთში გვქონდა.. უკვე 3წელია ცოლ-ქმარი ვართ და ძალიან გვსიამოვნებს ეს "სტატუსი". 1კვირის წინ პატარა ნინო შეგვეძინა და ორივე ძალიან ბედნიერი ვართ.. კოტე მსახიობია ისევე როგორც მე, ამიტომ კოტე სულ გადარბენაზეა და ძალიან ცოტა დროს მითმობს მაგრამ ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ და ყოველთვის ჩემს გვერდითაა. ყოველ დილით 9საათზე გადის სახლიდან და ჩვენი დილაც ყოველთვის ძალიან ემოციურია
-გალიინ
-ხოო
-ჩემი საროჩკა სადაა?
-არვიცი
-გთხოვ მიპოვე რა
-დაიცა რა კოტე, ნინო ტირის
-ვაახ, ხო შეიძლება ისეთ ადგილას დადო რომ მალევე ვიპოვო?
-კარგი რა კოტე, მეც ადამიანი ვარ და ვიღლები
-კაი ხოო, გელოდები
-მოდი ბავშვი გამომართვი მე მოგიძებნი
-მე როგორ გავაჩუმო ბავშვი?
-როგორც გინდა! მამა ხარ, და გააჩუმე
-კაი მომიყვანე.
კოტემ ბავშვი გამომართვა, მე ჩუმად ვუყურებდი როგორ აძინებდა და თან უმღეროდა, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო და ძლივს ვიკავებდი თავს მაგრად არ გამეცინა
-გალინ მომიძებნე?
-ვეძებ
არადა არც მიცდია მოძებმა
-აი გიპოვე
-მოდი გაკოცო და წავედი, საღამოს ვარსკვლავებს ვუყუროთ მთაწმინდიდან
-ნინო?
-ძიძა?
-ძიძა 9საათზე მიდის
-8ზე მოვალ
-ოოო, 1საათი რაარი
-7ზე მოვალ
-ეგეც ცოტაა
-6ზე მოვალ
-ეგეც
-მაშინ საერთოდ არ წავალ
-ეგ უკვე მომწონს
-რეპეტიცია მაქვს დღეს, ვერ გავაცდენ გალინ
-კარგი ხოო, წადი წადი
კოტემ შუბლზე მაკოცა და გაიქცა სამსახურში.
მე და ნინო საღამომდე ველოდებოდით კოტეს, ის კი არ ჩანდა, ბოლოს გავბრაზდი და დავურეკე
-კოტე!
-ხოო
-სად ხარ აქამდე?
-რეპეტიციაზე
-ვარსკვლავები?
-დღეს არ გამოვა გალინ
-ააა, გასაგებია
-ნუ ბრაზდები
-არ ვბრაზდები მე და ნინო ვიძინებთ, რო მოხვალ კარი ნელა დაკეტე
-კარგი
ტელეფონი გავთიშე და ნინო დავაძინე, შემდეგ მეც დავწექი და ჩამეძინა. დაახლოებით ღამის 3საათი იყო, კარების ხმამ რომ გამომაღვიძა და ლოგინიდან წამოვდექი
-კოტე, სად ხარ აქამდე?
-რეპეტიციაზე ვიყავი
-ამდენი ხანი?
-ხოო, როგორაა ნინო
-ძალიან კარგად
-შენ?
-მეც!
-დივანზე დავიძინებ დღეს რაა
-რატომ?
-ესე მინდა
-კარგი, როგორც გინდა
საშინლად გაბრაზებული შემოდი ოთახში და კარები გავიჯახუნე, სულ დამავიწყდა რომ ნინოს ეძინა და გავაღვიძე კიდევაც, ნინომ ტირილი დაიწყო საკმაოდ მაღალ ხმაზე და დიდი ხანი მოვუნდი მის გაჩუმებას... დავწექი და ვფიქრობდი რომ კოტეს აღარ ვუყვარდი მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო, ჩვენ სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და ამაზე ლეგენდებიც კი დადიოდა თბილისში, ფიქრებში ჩამეძინა და დილით კოტემ გამომაღვიძა
-გაალინ, გალინ გაიღვიძე
-რახდება?
-გერმანიაში მიმიწვიეს გადაღებაზე, რა მაგარია!
-მიდიხარ?
-ხოო, დღესვე
-რამდენი ხნით?
-3კვირით
-მომენატრები
-მეც, მეც, ადექი ჩამილაგე
ნელა წამოვდექი და აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და კოტეს ბარგის ჩალაგება დავიწყე
-მაგდენი რამე რათ მინდა გოგო
-რავიცი, მაინც
-1 მაიკა, 1შარვალი, და 2ბოტასი
-როგორც გინდა
-ხოო, და პატარა ჩანთაში ჩამილაგე
-გამაცილებ?
-ნინოს ვერ დავტოვებ მარტო
-4საათზე მივფრინავ, ძიძა აქ იქნება
-ანუ 3საათში?
-ხო
-წარმოუდგენელია, 3კვირა უშენოდ როგორ გავძლო
-გაძლებ, ჩემო გაზაფხულო
-კოტე მიყვარხარ
-მეც ძალიან....
3კვირა გავიდა, კოტეს არ დაურეკავს...

ბავშვებო ეს ისტორია "ალბათ" ძალიან გავს, კოტე თოლორდავას და განო მელითაურის ამბავს, მაგრამ ამის გამო არ გამაკრიტიკოთ, რაღაცეებს მათი ისტორიიდან ვიღებ, რაღაცეებს ჩემით ვიფიქრებ და საერთო ჯამში მგონი კარგი გამომდის... მადლობა ყურადღებისთვის.



№1 სტუმარი sad heart

marto kote tolordava edzaxda ganos chorfls gazafxulebs. marto tolordavam mokida ganos xeli pirvelive shexvedraze da agar gaushvia. dzalian mtkivneul temas exebi chemtvis da mainc vityvi rom gako-s nairi siyvaruli motxrobashic ki ar meordeba :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent