სიკვდილი ღირდა (სრულად)
რევაზი ბაბუა სამოცი წლის რომ გახდა ქალაქი დატოვა და თავისი დიდი პაპის სოფელს მიაშურა მთაში. პატარა რეზიკო მაშინ ხუთი წლის იყო. კოპშეკრული უცქერდა დაუმშვიდობებლად გაპარულ კაცს ფანჯრიდან და ცრემლს ეჯიუტებოდა. მარტოსული მოხუციც არ ეთქმოდა რევაზს, უბრალოდ ვერ გაუძლო ქალაქს რომელსაც მისი ცოლი აღარ ეკუთვნოდა და წავიდა. შვილები ყოველ წელს აკითხავდნენ ჩამოსვლას სთხოვდნენ მაგრამ უშედეგოდ, მათთან კონტაქტსაც კი ერიდებოდა ბერიკაცი... სანამ... სანამ მისმა შვილიშვილმა არ ჩააკითხა შუა ზამთარში. მანქანას არ მიესვლებოდა იმხელა თოვლი ჩამოწოლილიყო გზებზე, მთის კალთებიდან ლოდებად ცვიოდა თოვლის გაყინული გროვები. სადამდეც შეძლო იარა 16წლის რეზომ მამამისისთვის მოპარული მანქანით. შემდეგ ცხენი ითხოვა კაცისგან,რომელიც აღმოჩნდა რომ პაპამისის ბავშვობის მეგობარი იყო. მთელი საძმაკაცო დღემდე გაოგნებული იხსენებს როგორ გამოჩნდა თეთრად გადაპენტილ მიდამოში შავ მბზინავ ცხენზე ამხდრებული თეთრი საროჩკის ამარა დარჩენილი რეზო. სოფლამდე მიაღწია მაგრამ გონება დაკარგა და აზრზე მოსულმა თანატოლი ბიჭების გარემოცვაში ამოყო თავი. მატყლის ადიელა ჰქონდა შემოხვეული და ბუხართან იწვა, ოთხი დამფრთხალი წყვილი თვალი მიშტერებოდა ხუჭუჭთმიანს. რეზომ რომ დააცემინა ყველა გონს მოეგო, აყაყანდნენ, ეცნობოდნენ, აღტაცებულები ყვებოდნენ როგორ ამაყად მოაქროლებდა რეზო შავ რაშს. დაბნეულ ბიჭს ხმა არ ამოუღია, აციებდა, კანკალებდა, მაინც იღიმოდა. - სპირიდონ, მე რეზო მქვია, -ხმა ამოიღო ხუჭუჭამ და ყველა გაისუსა. - ლუკა, ვგრძნობ დავძმაკაცდებით, ვაჟო, ჩემი ტოლი თუ იქნები რა დროს შენი ულვაშებია. -ჩაიცინა სტუმარმა და ყველამ იგრძნო დამაკავშირებელი ძაფი რაც მათ შორის გაიბა იმ წამს. ერთი დღე გაჩერდა ბიჭებთან და ეს დღე-ღამე საკმარისი გახდა იმისთვის რომ ძმობა შეეფიცათ ერთმანეთისთვის. მეორე დილას გამოჯანმრთელებული ძმადნაფიცი პაპას ჩააბარეს. მოხუცს დარდი გადაეყარა სახიდან, მას შემდეგ რაც შვილიშვილი გამოჩნდა. თითქოს ახლა აღმოაჩინა ვაჟკაცის არსებობა. რეზომ ორი თვე გაატარა პაპასთან და ძმებთან. არავითარი სკოლა, იქაური მეგობრები, მშობლები არ ახსოვდა. მთავარი ის ბედნიერი მომენტები იყო სუფრისთავში ჯდომა რომ ისწავლა, ბუხრის გარშემო საძმაკაცო რომ შემოიკრიბა, პაპასთან ერთად ვაჟა-ფშაველამდე რომ ამაღლდა. იმ ორი თვის გახსენება დღესაც ყველა დარდს ავიწყებს რეზოს. თბილისში დაბრუნება ყველაზე მტკივნეული იყო. მაშინ მოხდა მისი,როგორც პიროვნების გარდატეხა. იმდენად ეუცხოვა ის გარემო, არახევსურული ტანისსამოსი, ევროპული კერძები, ჟარგონები, მოღალატეებითა და მატყუარებით სავსე ქალაქი რომ საკუთარი სამყარო შექმნა და იქ დარჩა მანამდე, სანამ სპირიდონს არ გადაეტრებოდა ქუჩაში. მაშინ უკვე დავაჟკაცებულები იყვნენ, არადა ერთი წელიც არგასულიყო. მონატრებამ ოთხივე ძმა თავის მხრივ შეცვალა. ერთმანეთს გადაეხვივნენ და ეს ყველაზე გულისამაჩუყებელი და გულწრფელი შეხვედრა იყო რაც კი სოლოლაკის უბნებს ახსოვდა. -ძმაო, ორი დღის ჩამოსულები ვართ და ღმერთმა უცებ შეგვახვედრა შენს თავს, როგორ გეძებდით მთელი დღე იცი?! -სპირ, ვაჟო და ლუკა სად არიან. ეს რა დამმართეთ ტო, აქამდე სად იყავით ბიჭო? -სწავლა გვინდათქო მოვიმიზეზეთ და გამოვიქეცთ ქალაქს ჩემო ძმაო. გეგონა დაგვავიწყდბოდი? წამოდი ჩვენთან . -სად მოეწყვეთ ესე უცებ.-ჰკითხა ჯერ კიდევ შოკში მყოფმა. -ვიყიდეთ სახლი,შევიტანეთ საბუთები უნივერსიტეტში, ვაჟომ გამოცდები როჩააბარა და 50პროცენტიანი დაფინანსება აიღო,პაპაშენს ჩემხელა ცრემლები სდიოდა. ხომ იცი მისი დამსახურებაა თუ გრამი ტვინი გვაქვს თავში. მე და ლუკამ ძლივს ჩავაბარეთ მაგრამ ვინ ჩივის ტო, ერთად ვიქნებით აწი! -აუ რა ძმები ხართ! *** ბიჭები ერთად დადიოდნენ ილიას უნივერსიტეტში. ქალაქმა მალე გაიცნო ოთხეული. გამკაცრებული რეზოს სახეზე უფრო და უფრო ხშირად დაინახავდით ღიმილს. ყველაფერი თითქმის ისე იდეალურად იყო, სანამ ლუკა სხვა ჯგუფელება არ დაუახლოვდა და ძმადნაფიცებს ჩამოშორდა. სპირიდონი მათი უფროსი ძმაასავით იყო და ყველაზე მეტად სწორედ ის განიცდიდა ლუკას ამბავს. გვიანობამდე ელოდებოდნენ ლუკას, მისი მშობლების მოტყუება უწევდათ რომ ხან მეცადინეობაში ეძინებოდა და ხანაც ბანაობდა. ამ დროს კი მთვრალი შემობარბაცდებოდა ლუკა და ბილწ სიტყვებს აფრქვევდა. ერთხელაც დაედევნენ ბიჭები ლუკას და მის ამხანაგებს და ფაქტზე წაასწრეს როგორ იჩხერდნენ წამალს ვენაში. ეს ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო რაც სოლოლაკმა ბიჭების თვალებში ამოიკითხა. ისე აღარაფერი იქნებოდა და კარგად იცოდნენ ეს. ყველა სათითაოდ ეჩხუბა გარიყულს, ცხვირში ამოადინეს ყველა ის დღე რაც უიმისოდ გაატარეს, პატარა ღმერთი გაუღვიძეს, სინდისი, რომელიც ნელ-ნელა იმხელა გახდა რომ დეპრესია დაეწყო ლუკას. აღარაფერს ეკარებოდა და აღარც არავისთან ურთიერთობდა. ერთადერთი წიგნი იყო რაც აინტერესებდა და მშობლების გამოგზავნილ ფულს მხოლოდ წიგნებში ხარჯავდა. ამასობაში ცოდნა დააგროვა და მუშაობა დაიწყო პატარა წიგნის კაფეში, მალე მენეჯერიც გახდა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ასე უცხოდ არასოდეს ყოფილან, დაიშალნენ, ნაწილებადგაფანტა ლუკას გაუცხოოებამ ბიჭები. მხოლოდ ვაჟო და სპირიდონი დარჩნენ ერთად. რეზო ქუჩაში გავიდა. პაპაც მიივიწყა და საძმოც. მოკლედ რომ ვთქვათ დრო გადიოდა, ისე გავიდა, ისე გაქრა ყველაფერი რომ ლუკას კაფეში შესული სპირიდონი ლუკამ გამარჯობის ღირსადაც არ ჩათვალა. ამღვრეული გამოვარდა გარეთ. ფანჯრები ჩალეწა, ხის დეკორაციები გაანადგურა, ყვავილები ფურცელ-ფურცელ ამოძირკვა ძახილით, ყვირილით. უშედეგოდ. ლუკამ მშვიდი სახით პოლიცია გამოიძახა. აღარაფერი დარჩენილიყო იმ ლუკასგან რომელსაც ბავშვობიდან იცნობდნენ ბიჭები,ალალი ლუკა მექანიკურ არსებად გადაქცეულიყო. -ვაჟო,რა ვქნათ ბიჭო, ეს რა დაგვემართა გვატყობ ტო? ასე ვინ დაგვიგინა ცხოვრება. ეს დედააფეთქებული აღარაფერი არ არსებობს? პოლიციას, , პოლიციას გამოუძახა, ერთი ღამის ჯოჯოხეთისთვის როგორ გამიმეტა მაგ ახვარმა, აზრზე ხარ ტო? ვინ გვიღალატა ხედავ ტო? ჩვენმა პატარა ლუკამ ეე, დიდი კაცია უკვე, ხო აზრზე ხარ, მენეჯერი და რამე. - დაწყნარდი ტო,გონს მოვა ეგეც და რეზიც. ისევ ჩვენი გასაკეთებელია ხოიცი, ჩვენ უნდა შევიკრათ ტო. გავაღვიძოთ ეს დედააფეთქებული უმოქმედობა,კაი? -მაგის შესახვეწი რა მჭირს ბიჭო? ამხელა მთიულმა კაცმა თავი დავიმცირე ტო, მივედი ხო აზრზე ხარ მეთქი მიმიღებს, არ კიდია?! -დაწყნარდი ტო, კაი რა. ვკვდები ამ პონტზე ხო იცი. გპირდები დავლაგდებით. ყველაფერი ასიანზე იქნება. -იმედია, იმედია.. *** რეზოც გამოიცვალა, უკვე რეზი იყო. ყველა გოგოს გამამწარებელი. ყველაზე ნერვოზიანი ტიპი თბილისში ვინააო რო გეკითხათ რეზიო გეტყოდნენ, თან ისე რო უეჭველი უნდა გცოდნოდა რომელი რეზი. აი ანჩის რო დაადო და შუა ქუჩაში შიშველი დატოვა. აი ის ტიპი ყველაფერს რომ თავის პონტში აკეთებდა, უსწორდებოდა, თან მაინც ყველას ევასებოდა არ კარგად მოიქცეოდა თუ ცუდად მხოლოდ დედას და მამას არ ეკიდათ. და კიდევ რევაზი პაპას. ფიქრებში მხოლოდ სიგარეტს მიჰყავდა, სხვა დროს არ კადრულობდა არც წარსულზე ფიქრს და ლაპარაკზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ყველამ იცოდა რეზის აწმყო,მერე და მანამდე არავინ. ერთ დღესაც სოლოლაკში ხმა გავარდა რეზი შუა ღამეს ბოლო ხმაზე ბღაოდა და ღრიალებდა რეზო რეზოს ძახილითო. მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობდა, რა მოხდა ეგეთი რეზი რო ყველას წინაშე აღნავლდაო. ეს ამბავი სპირიდონის და ვაჟოს ყურამდეც მივიდა, დაჟე ლუკაც შეაფუცხუნა ამ ამბავმა. რეზი ქალაქიდან გაქრა. ვაჟო და სპირიდონი სოფელში აპირებდნენ დაბრუნებას. ლუკას წერილი გაუგზავნეს სადაც იქ დაბრუნებას სთხოვდნენ ერთი დღით მაინც. პასუხი არ მოსვლიათ და წავიდნენ. რატომღაც უნდოდათ რომ ჯერ ტრუსიკის მეგობარი დაებრუნებინათ და შემდეგ რევაზ პაპას საშუალებით რეზიკო. თუ სოფლიდან წამოსულებს ნათელი დაამახსოვრდათ მთების, იქ ჩასულებს სიბნელემ დაუბრმავა თვალი. რაღაც ცუდი ხდებოდა და გრძნობდნენ ამას. არც მშობლებისთვის მიუკითხავთ, არც ბაბო-პაპა მოუნახულებიათ, შეადგეს თუარა მშობლიურ ადგილზე ფეხი, რეზო პაპას სახლისკენ გაემართნენ. შორიდანვე ჩანდა ლაქად თავმოყრილი ხალხი. ყველა ვიშვიშებდა, ქალები სახეს იხოკდნენ, თავშეკავებულად ტიროდნენ, ბიჭებმა ერთმანეთს შიშით გადახედეს. ძლივს გაიკვლიეს ბრბოში გზა, გარშემო ყველა სოფლიდან მოსულიყო ხალხი. ისე ეშინოდათ ბიჭებს, დაზაფრულები შევიდნენ სახლში და ის სცენა იხილეს რასააც ყველაზე საშინელ ფიქრებშიც არ გაივლებდნენ. ცარიელი სახლი, ცარიელი ყველაფრით, ავეჯით, ხალიჩით, ჩოხით, ხანჯლილთ, ფარით, ნაქსოვ-ნაქარგებით, სკივრებით, წიგნებით, თაროებით. ბუხრით, უადამიანობით... რეზი ოთახის ცენტრში იდგა. არ მორიდებია არც ცრემლს, არც ყვირილს, მტვრევას, ლეწვას. პაპას ტანს დაემხო, ხმა ჩახლეჩვოდა, თვალები ჩასიებოდა, ყველა ძარღვი დასჭიმვოდა. - რატომ არ დამაცადე პაპი, პატიების თხოვნა რომ დაგეცდია, რა იქნებოდა ჰა? ხო იცი რა ტიპი გავხდი, ცივი უაზრო. მაპატიე იმედების გაცრუება. ის რომ აღარ ვარ, რომ მიგატოვე, სიმარტოვისთვის გამეტებული შენი თავი მაპატიე. ღმერთო რატომ ხარ ასეთი სასტიკი, ასეთ უდროო დროს ეს შეიძლებოდა? შენ , პაპა, რეზო, რევაზ, ჩემო რეზიკო პაპა! შენ არ მომკვდარხარ, ხო იცი ტო, სუ აქ იქნები. ეს რა ვქენი, ჩემი ბრალია ყველაფერი. - ჩაწითლებული მუშტით ჩაბღუჯვოდა პაპის სხეულს. საშინლად უჭირდა მისთვის მომწვანო გაუფერულებულ თვალებში ყურება. ვაჟო და სპირიდონი დიდხანს ვერგაჩერდნენ კარში. რეზის მისცვივდნენ, რეზო პაპა მასთან ერთად დაიტირეს. მერეღა გაბედა ხალხმა შესვლაც, გასვლაც... ძმადნაფიცები რეზო პაპას სიკვდილმა შეაერთა. სულ ბოლოს ოთახში ლუკა გამოჩნდა. ეს წერტილი იყო იმ ძველის, უერთმანეთო წარსულის. ყველა სირცხვილით, გულში, მალულად მადლობას უხდიდა ღმერთს, თუ რევაზის სიკვდილი ამად ღირდა, მაშინ მოსახდენი უნდა მომხდარიყო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.