შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრბოლელი.


23-05-2015, 15:45
ავტორი XatiM
ნანახია 1 827

პროლოგი

საიდუმლოები როდესაც მიაღწევენ შენს გულამდე და იქ მძიმედ ჩაიკეტებიან დიდი რკინის კარით,მას შემდეგ ძნელია ნდობა,ძნელია ყველაფერს ისე შეხედო ვითომც არაფერი.ძნელია ენდო ხალხს,რომლებიც ჯერ მიგიჩვევენ,დაგიახლოვდებიან,შემდეგ კი თვალისდახამხამებაში გაგწირავენ.
უფრთხილდი! უფრთხილდი წარსულის მოგონებებს! ის რაც მოხდა წარსულში,რამაც დიდი კმალი დაამჩნია შენს ცხოვრებას,მისი დავიწყება ძნელია..შეიძლება გაექცე წარსულს,მაგრამ ვერ გაექცევი წარსულის მოგონებებს!
მხოლოდ ერთი სიტყვა.ერთი არჩევანი.ჩვენ საკუთარი თავისთვის გამოგვაქვს განაჩენი,მაგრამ ყოველთვის ძნელია დაინახო რა არის კარგი და რა არის ცუდი.სწორედ ამიტომ ხშირად ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს რაც შემდეგ გვავნებს.
ყოველ დღე,როდესაც სარკეში საკუთარ თას შეხედავ,მაშინვე შენს მოპირდაპირე ადამიანს შემაჩნევ,რომელმაც ასე გაგანადგურა.მაშინვე წარსულში გადაეშვები გრძელი,ღრმა,უსასრულო ფიქრებით!



თავი პირველი

1998 წელი (აწმყოდან 10 წლით უკან)
-მამიკო წამიკითხე ზღაპარი გთხოვ. -სევდიანი თვალებით ავხედე მამას,მაგრამ მან მაინც თავი გაიქნია უარის ნიშნად.
-ხვალ სკოლაში მიდიხარ ხომ არ დაგავიწყდა?
-მაგრამ ჯერ მხოლოდ ცხრა საათია.გთხოოვ.
-ნახე ელასაც სძინავს,შენც დაიძინე . -შუბლზე ალერსიანად მაკოცა და ოთახის კარი გაიხურა,მე კი ჩემი დისკენ გადავბრუნდი,რომელმაც მოულოდნელად აჭყიტა თვალები.
-ელა შემაშინე ! -გაბრაზებულმა შევუტიე,მან კი კისკისი დაიწყო
-არ მეძინება. -მტკიცედ გაანცხადა და საწოლში წამოჯდა
-არც მე მაგრამ ხვალ სკოლაა.
-კარგი რა,ჯერ მხოლოდ ცხრა საათია.წამოდი სადმე წავიდეთ.
-გარეთ ბნელა,არ შეიძლება.
-გთხოოვ.ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. -ელა მუხლებით დაემხო და მეხვეწებოდა,მაგრამ მე მაინც უარს ვაცხადებდი
-არა,ძალიან ბნელა თან მეშინია.
-გთხოვ,არ მაწყენინო.
-არა! -მკაცრად ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე
-შენ ხარ ყველაზე საზიზღარი და მსოფლიოში.ვერ გიტან.მეზიზღბი! -ბოროტულად ჩაილაპრაკა ელამ,მე კი მის სიტყვებზე ცრემლები მომადგა
-ამას მართლა ამბობ? -აკანკალებული ხმით ვკითხე და თვალებში შევციცინე
-არა,მაგრამ ძალიან მაწყენინე! -გაბუტული თავის ლოგინში დაბრუნდა,თავზე საბანი დაიფარა და ზურგი მაქცია.მეც ჩემს საწოლში ჩავწექი თბილად,ბალიშში ჩავრგე სახე რომ ხმამაღლა არ მეტირა და ელას სიტყვებზე განაწყენებულმა ემოციები ვეღარ დავმალე.მე ის საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა,ის ხომ ჩემი ტყუპისცალი იყო,მაგრამ მისგან იგივეს ხშირად ვერ ვგრძნობდი.ბევრჯერ ცხარე ცრემლით ავუტირებივარ,მაგრამ მე ის ისევ ისე ძლიერად მიყვარდა.ის ყოველთვის შეუცვლელი იქნებოდა ჩემთვის.
ძლიერმა ნჯღრევამ გამომფხიზლა,მაგრამ თვალების გახელა დამეზარა
-ელა გთხოვ ხუთი წუთიც და ავდგები. -ხმამაღლა ვუთხარი,მაგრამ უეცრად ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა,ისე რომ სუნთქვა მიჭირდა.ელა მეგონა,მაგრამ თვალები რომ აგავახილე დავინახე ის ურჩხული..ის მონსტრი რომელზეც ხშირად გვიყვებოდნენ დედ-მამა ზღაპრებს.
-ჩუმად პატარავ,მე მხოლოდ აქედან წაგიყვან და უბედურებისგან გაგარიდებ! -ბოროტული ხმით ჩაიხითხითა იმ მონსტრმა,მერე კი თვალთ დამიბნელდა და ყველაფერი სამუდამოდ გაშავდა.
***
-ჰანა გაიღვიძე! -გავიგე ელას ხმა და სასწრაფოდ გავახილე თვალები,მეგონა რომ წუხანდელი კოშმარიდან უფრო ადვილად დავაღწევდი თავს,მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.
-სად ვართ? -შეშინებულმა ვკითხე
-დედა და მამა რომ გვიყვებოდნენ ურჩხულზე გახსოვს? იმან მოგვიტაცა და სახლიდან წაგვიყვანა.
-არა გთხოვ,არა. -შიშით კანკალიღა დავიწყე,მაგრამ ელამ გამაჩუმა
-მას ჰგონია რომ გვძინავს,ჩუმად იყავი იქნებ დედა და მამა მოვიდნენ და წაგვიყვანონ.
-ელა ძალიან მეშინია. -მას ჩავეხუტე და პირველად ვიგრძენი მისგანაც ასეთი სითბო
-ჰანა ძალიან მიყვარხარ! თუ რამე მოხდა იცოდე რომ მე შენ ყველაზე მეტად მიყვარდი. -ელამაც ხელები მომხვია და მის სიტყვებზე უფრო ავტირდი.
-ნუ მაშინებ ელა გთხოვ. მშობლები ხომ მოვლენ ჩვენს გადასარჩენად?
-არ ვიცი..არამგონია. -ცივად თქვა და კარისკან გაიხედა საითაც ხმა ისმოდა
-ისინი მოვლენ,ისინი ჩვენ გადაგვარჩენენ!
-მათ ჩვენ არ ვუყვარვართ! მათ ალბათ ჯერ არც იციან რომ სახლში არ ვართ.
-დედიკო მოვა .ის აუცილებლად მოვა.! -იმედიანად ვთქვი თავის გასამზნევებლად ,მაგრამ ახლა მხოლოდ შიში სუფევდა ჩემში.
-ჩემ გოგოებს გაუღვიძიათ. -გავიგეთ იმ ურჩხულის ხმა და ორივემ შემკრთალებმა კარისკენ გავიხედეთ.
-აბა როგორ გრძნობთ თავს?
-ჩვენგან რა გინდა? -ელამ ზიზღით ჰკითხა გაბედულად,ისე რომ მისი გამბედაობის პირველად შემშურდა.
-თქვენგან არაფერი,თქვენ ხომ ჩემი ოჯახი ხართ და რა უნდა მინდოდეს? -ცინიკურად ჩაიცინა იმ კაცმა და ელას წინ ჩაიმუხლა
-არ მეგონა ასეთი ლამაზი ქალიშვილები თუ მეყოლებოდა. -ელას სახეზე თითი ჩამოუსვა და ჩემსკენ გამოიწია,მაგრამ ელამ მკლავში წაავლო ხელი მკაცრად და ხმამაღლა უთხრა
-მას არ მიეკარო!
-დაწყნარდი პატარავ,არაფერს არ დაგიშავებთ ,უბრალოდ ჰანასთან საუბარი მინდა!
-არა,მეც მის გვერდით ვიქნები!
-წყნარად პატარავ თორემ მერე სანანებელი არ გაგიხდეს!
-მას არ შეეხო! -ელამ ჩემი დაცვა გააგრძელა,იმ კაცმა კი ერთი შეუღრინა და მთელი ძალით გაარტყა სახეში,ელაც იმ წამსვე ძირს დაეცა.
-აააა! -შიშით ვიკივლე და უნებურად წამოვხტი,ელასთან მივედი და სახე მოვუსინჯე.ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და ტიროდა.მას ძლიერად გადავეხვიე და მეც მასთან ერთად ავქვითინდი.
-როდესაც შენ სასუბროდ გაყვანას ეცდება მე იმ ვაზას ჩავარტყავ,გონს დაკარგავს და გავიქცეთ! -ჩუმად მიამბო ელამ თავისი გეგმის შესახებ,მეც დავეთანხმე და გეგმის შესრულებას შევუდექით. ის კაცი მართლაც ჩემთან მოვიდა,მხარში ხელი წამავლო და ოთახიდან გაყვანა სცადა,ელამაც ამ დროს დიდი ვაზა აიღო და იმ კაცს ესროლა,მაგრამ საუბედუროდ ასცდა.
-ბედავ და ამას მიკეთებ? -გაბრაზებული ელას ეცა და ჩემს მაგივრად ის გააგდო გარეთ,კარი ჩამიკეტა .საშინელი განცდა იყო ბნელ ოთახში მარტო ყოფნა,თან როდესაც იცოდი შენი საკუთარი და იმ ურჩხულს ჰყავდა წაყვანილი,არ იცოდი როგორ იყო,უჭირდა თუ ულხინდა.იქნებ დახმარება სჭირდებოდა,შენ კი ვერაფერს ვერ აკეთებდი,არანაირი ხმა არ ისმოდა.მხოლოდ ცოტა მოგვიანებით გაიღო კარი ისე რომ არავინ გამოჩენილა.ახლოს მივედი და დავინახე ძირს მწოლიარე ელა,რომელიც სულ დასისხლიანებული იყო,მის დანახვაზე ბოლო ხმაზე ვიკივლე და მასთან მივვარდი.
-ელა გთხოვ გაახილე თვალები!
-გთხოვ გაიქეცი სანამ დაბრუნდება ! -ძლივს ამოიხავლა,მაგრამ მე მაინც მის თავთავ ვიჯექი და არსად წასვლას არ ვაპირებდი.
-ჰანა წადი! გთხოვ თავს უშველე !
-არა,არ დაგტოვებ აქ! მარტო არსად არ წავალ!
-წადი და მშობლები მოიყვანე ჩემს გადასარჩენად ! გთხოვ წადი სანამდ მოვა,თორემ მერე ვერცერთი ვეღარ გადავრჩებით ! -ხელი მკრა ელამ და კარისკენ წავედი,მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა.იმ ურჩხულმა ხელი მტაცა,ცარიელ ოთახში შემათრია ,სადაც ჩემი ცხოვრების აზრი დაიკარგა...მეც იგივე ზიანი მომაყენა რაც ელას,მაგრამ მისგან განსხვავებით მე ცოცხალი გადავრჩი...
-ელა სად არის? -ვკითხე ტირილით,ისე რომ ზედაც არ შემიხედავს
-წავიდა,მიგატოვა.
-არა ,მას შენ მიაყენე ზიანი!
-ცდები პატარავ,ის წავიდა.მიგატოვა და გაიქცა.
-არა არა ! მატყუებ!
-ჩვენ შეგვიძლია პატარა ოჯახი ვიყოთ თუ ამას შენ მოინდომებ!
-არა მე ჩემი მშობლები მინდა! -დავუყვირე ბოლო ხმაზე და ტირილი განვაგრძე,მან კი ოთახი დატოვა..


ძალინ გთხოვთ ყველამ დააკომენტარეთ...



№1  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს ველი ახლა თვას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent