თეთრნულდმა დაგვაკავშირა (სრულად)
-ნიტა, ახლავე ჩამოდი-მთელ ხმაზე ყვიროდა ეშმაკის ბორბლის ქვეშ მდგარი ელენე -ცოტახანი და ჩამოვალ-ჩასძახა რკინებს შორის მდგარმა ნიტამ-ღმერთო, რა ლამაზია ჩემი თბილისი-ემოციებს ვერ მალავდა ნიტა, თავი მიაბრუნა და მისი ძმის მანქანა როგორც კი დაინახა, მაშინვე დაიწყო ქვემით სვლა -სად არის ის ქაჯი?-გაჰყვიროდა დემეტრე-სადა? მაგის ჰიმალაის დაპყრობებმა ჰო მომკლა!-ბოლთას ცემდა ქვემოთ მდგარი დემეტრე, როგორც კი ფეხი დადგა ძირს ნიტამ, მაშინვე მივარდა და ჩხუბი დაუწყო -გოგო შენ ჰო არ გაგიჟდი? ჯერ თბილისის ანძაო, ახლა ეშმაკის ბორბალიო, მერე სად წახვალ? რამე რომ დაგემართოს გავაფრენ-მაგრად ჩაეხუტა ნიტას, გოგონა კი გაშეშებული ერთ რაღაცას უყურებდა -მივდივარ! -რა? -მთაზე -რა მთაზე?-ჩაება ლაპარაკში ელენე -სვანეთში, თეთრნულდი უნდა დავლაშქრო -არა!-მკაცრად განაცხადა დემეტრემ -მომენატრები ნიტ!-ჩაეხუტა ელეე -მეც ელს-მიუბრუნდა ძმას და მაგრად ჩაეხუტა-ტკბილი ლუკმა ბოლოს -მაინც გაიტანე შენი, გთხოვ როგორც კი ჩახვალ სვანეთში მაშინვე დამიკავშირდი, ერთი ნაცნობი მყავს, ის გაგიწევს მეგზურობას თეთრნულდზე, ჭკვიანად იცოდე -მიყვარხარ დემ -მეც ნიტ მანქანაში ჩაჯდა და გაუყვა სვანეთისკენ გზას, უხაროდა, მაგრამ თან ტკიოდა, ასე დიდი ხნით არასდროს მოშორებია ძმას, ახლა კი თვით მთასვლელებთან ერთად თეთრნულდზე მიდის. როგორც კი ჩავიდა მაშინვე სასტუმროშიდაბინავდა, წყალი გადაივლო და საწოლზე წამოწვა. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა, გააღო და საშუალო ხნის მამაკაცი შერჩა -თქვენ ნიტა ხართ?-გაუღიმა კაცმა -დიახ -მე ერეკლე ვარ, თქვენ ჩემს ჯგუფთან ერთად მოგიწევთ თეთრნულდზე წამოსვლა -მობრძანდით-შემოიპატიჟა ერეკლე-ყავა ან ჩაი ჰო არ გნებავთ? -არა მადლობა, ხვალ 6 საათზე ვიქნებით ქვემოთ და გელოდებით -კარგით მადლობა, რამდენი ვიქნებით? -ჩემი დამწყები მთასვლელები 6 არიან, 2 გოგო და 4 ბიჭი, -კარგით მადლობთ, რომ გამაგებიეთ-გააცილა ბატონი ერეკლე და მის ძმას დაურეკა. დილით 5 საათზე ბედნიერი წამოდგა, ჯერ ბინდი ეკრა ცას, 6-ის ნახევარზე უკვე მზად იყო, ზურგჩანთა მოიკიდა და ქვემოთ ჩავიდა. დაინახა თუ არა, მაშინვე უსაზღვროდ ბედნიერი გახდა, უხაროდა მისი ნახვა, მალე მასზე ფეხს დადგამდა, მიუახლოვდა და თოვლს, თეთრნულდის თოვლს ხელი შეახო, სხვანაირი ეჩვენა, უფრო ცივი, თეთრი და მშრალი. ერეკლე გაღიმებული უყურებდა, დანარჩენები კი გაკვირვებული, ერთის გარდა, ის უფრო დაბღვერილი უყურებდა. ბიჭს ნერვები მოეშალა და უთხრა -როდემდე გიცადოთ? -დაწყნარდი ალექსანდრე-დამშვიდებას შეეცადა ერეკლე -ვერ დავწყნარდები, ამის გამო წამოვედით აქ და კიდევ დავწყნარდე?-დაიწყო ხელების ქნევა -ბოდიში-ჩუმად ჩაილაპარაკა ნიტამ და თავი დახარა -კარგი ნიტა, მოდი გაგაცნობ მომავალ მთასვლელებს, ეს მარიაა-მიუთითა ქერაზე, ეს ლიკა-შავგრემანზე, ეს ბექა-მწვანეთვალებაზე, ეს ნიკუშა და ცოტნე-ძმები არიან, ეს კი ჩემი შვილი-ალექსანდრე, ნიტას თვალები შუბლზე აუვიდა, არ ელოდა თუ ასეთ თბილ ადამიანს, ასეთი ცივი გამოხედვის შვილი ეყოლებოდა. ერეკლე კი ლაპარაკს აგრძელებდა -ყველანი ჩემი მოსწავლეები არიან, ჩვენ ლაჰილის მთაზე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ -მაგრამ შენ გამო გადაიდო!-გამოსცრა ალექსანდრემ -სანდრო!-დაუყვირა ერეკლემ-შეწყვიტე ეხლა, შენი ბოღმა ამ გოგოზე ნუ გადმოგაქვს, წავედით!-გასცა ბრძანება ბატონმა ერეკლემ დაყ ველა მას მიყვა უკან. მთელი დღე მიდიოდნენ, უკვე ღამდებოდა, კარვები გაშალეს, ყველა თავისაში შევიდა, თუმცა ნიტამ ვერ მოისვენა და გარეთ გამოვიდა, თოვლში ჩაჯდა და ვარსკვლავებს დაუწყო ცქერა. ფეხის ხმა მოესმა, თუმცა სიბნელეში ვერაფერს არჩევდა, ფეხზე წამოდგა, აქეთ-იქეთ, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, უეცრად მხარზე შეხება იგრძნო, მიტრიალდა და ალექსანდრეს შავთვალებს წააწყდა -რატომ არ გძინავს?-კბილებში გამოსცრა სანდრომ -მე..მე..ვერ დავიძინე-თავი დახარა ნიტამ -რას ნიშნავს ვერ დაიძინე? სწრაფად შედი კარავში და არ დაგინახო გამოსული, დროზე!-დაუყვირა გოგოს, ნიტა კი შიშით კარავში შევიდა და საბანში თავი ჩამალა, არ ესმოდა რა დაუშავა ამ ბიჭს, ასე არავინ მოქცევია, ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადალაპა და თვალები მაგრად დახუჭა. როგორც კი გათენდა, მაშინვე ადგა და გარეთ გავიდა, ყველას მიესალმა და გოგოებისკენ წავიდა -როგორ ხართ გოგოებო?-თბილად გაუღიმა ლიკას დამ არიას -კარგად შენ?-თვალი ჩაუკრა ლიკამ -როგორ გეძინა?-გადახვია ხელი მარიამ -კარგად -ნიტა, ძვირფასო, როგორ გეძინა? ჰო არ შეგცივდა?-მიაწოდა ყავა და გაუღიმა -მადლობა როგორც კი სადილობას მორჩნენ, მაშინვე აიბარგნენ და გზა განაგრძეს. თოვლი უფრო დიდი იყო, ნიტას კი სიარული ძალიან უჭირდა მიუხედავად იმისა, რომ ჯოხები ჰქონდა. უეცრად ფეხი დაუცდა და სრიალით დაეშვა ძირს, ძლიერი ხელი იგრძნო და მას ჩაეჭიდა, თოკი დაიჭიმა, ალექსანდრემ და ნიტამ კი ნელ-ნელა ზემოთ ასვლა დაიწყეს. ნიტამ მადლობა გადაუხადა, თუმცა პასუხად მიიღო: ,, თუ არ იცი როგორ იარო მთაზე, მაშინ არც უნდა დადიოდე”. ეწყიინა ნიტას ასეთი პასუხი და გოგოებთან მივიდა. საღამოს დიდი კარავი გაშალეს, რადგან ქარბუქი იყო მოსალოდნელი და დაახლოებით 1-2 დღე ვერ წავიდოდნენ. ნიტა დიდ კარავში შედიოდა, როცა იქედან ხმა მოესმა -სანდრო რა გინდა? -უკან უნდა დავბრუნდეთ -რატო ექცევი ნიტას ასე? -იმიტომ, რომ ეგეც ისეთია როგორც -როგორც მაკა ჰო? -კი, ყველა ეგეთია -არა, არ არის ისეთი, ნიტას არ იცნობ, შენ მაკა გიყვარდა, მაგრამ სხვაზე გაგცვალა, ნიტა არ გიყვარს და არ გაქ ისეთი ურთიერთობა როგორც მაკასთან გქონდა -სამაგიეროდ ეგეც ისეთი მატყუარა იქნება -ნუ განსჯი ადამიანს ისე სანამ არ გაიცნობ, წესიერად მოექეცი -არ შემიძლია -შეგიძლია სწრაფად მოშორდა კარავს ნიტა და თავის პატარა კარავში შევიდა, ცრელებმა ჩანჩქერივით დაიწყო დინება, მთელი ღამე ტიროდა, სახეზე ოფლმა დაასხა, სუნთქვა გაუჭირდა, კარავში ერეკლე შევიდა და როცა ასეთი სიტუაცია დახვდა მაშინვე ლიკას დაუძახა, რადგან პირველადი დახმარება კარგად იცოდა. -სიცხე აქვს-განაცხადა ლიკამ -ახლა? -მოგვიწევს გავჩერდეთ სანამ არ გამოჯანმრთელდება, თორე ფილტვების ანთება დაემართება -რა?-გიჟივით შევარდა შიგნით ალექსანდრე-არ მაინტერესებს, როგორც კი ქარბუქი ჩაივლის მივდივართ, როგორც უნდა ისე იაროს-თვალი ნიტასკენ გააპარა, როცა შეხედა როგორი უსუსური და დაუცველი იყო, უნდოდა მისულიყო და მაგრად ჩახუტებოდა, მაგრამ მის პრინციპებს არ ღალატობდა და კარავი მაშინვე დატოვა -არ მიაქციო შვილო ყურადღება, ასე იქცევა სულ-დამშვიდებას შეეცადა ერეკლე -ბატონო ერეკლე ასე რატომ მექცევა? მე რადავუშავე? -შენ არაფერი, დაწყნარდი შვილო-ცრემლები მოწმინდა და კარავიდან გავიდა ღამე ფეხის ხმა მოესმა და შეეშინა, დაინახა როგორ მიუახლოვდა ვიღაც და თვალები მაშინვე დახუჭა. ალექსანდრე რამდენიმე წუთი უყურებდა ნიტას და ბოლოს თქვა -ნიტა, მაპატიე გთხოვ ასე ცივად, რომ გექცევი, არ შემიძლია სხვანაირად, დიდი ტკივილი გადავიტანე და არ მინდა იგივე დარტყმა მივიღო, შენ არაფერ შუაში არ ხარ, ზოგჯერ მინდა მაგრად გაგაბრაზო და მერე ჩაგეხუტო, უბრალოდ ბოდიში-თავზე აკოცა და კარავიდან გავიდა, ნიტას ცრემლები წამოუვიდა და თავი საბანში ჩამალა. 2დღე ელოდნენ ნიტას გამოჯანმრთელებას, მესამე დღეს სიცხე აღარ ქონდა, ამიტომ გადაწყვიტეს გზა გაეგრძელებინათ. -რას შვებით?-კარავში შეუვარდა მარია ნიტას -აღარ აქ სიცხე და წავალთ ცოტა ხანში-გასცა პასუხი ლიკამ -ნიტაჩკა სერიოზული სალაპარაკო გვაქ-დასერიოზულდა მარია -რა ხდება? -შენ და ალექსას რა გაკავშირებთ? -არაფერი -როგორ არა, ასე არავის ექცევა როგორც შენ -როგორ მექცევა? -თან გეჩხუბება, თან ზრუნავს -სად შეატყვე რომ ზრუნავდა -როგორ არა -სისულელეა-ფეხზე წამოდგა და კარავიდან გავიდა -ოჰ გვეახლა რაპუნცელი?-ირონიით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ -რაპუნცელი? ჰმმ, მომწონს-გაუღიმა და უკან მიყვა ჯგუფს. უეცრად ნიტას თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა, თუმცა ალექსანდრემ დაიჭირა -კარგად ხარ? -კი -შეძლებ წამოსვლას? -კი-გადადგა რამდენიმე ნაბიჯი , მაგრამ ისევ წამორძიკდა, ისე სწრაფად აღმოჩნდა ჰაერში ვერაფერი გააცნობიერა, როცა გონს მოვიდა უკვე ალექსანდრეს ზურგზე იყო -დამსვი -ვერ დადიხარ -გავივლი -არა, მე წაგიყვან-ნიტამ გოგოებისკენ გააპარა თვალი, რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ, ნიტამ თვალები გადაატრიალა და თავი ზურგზე დაადო, ხარბად ჩაისუნთქა ბლუს სურნელი, რომელსაც შერეოდა მალბოროს სუნი. -მოდი დამსვი -რატომ? -დაიღლებოდი -ნუ წუწუნებ -დაიღლები -ოჰ, კარგი-ჩამოსვა, მაგრამ ხეწლი მაგრად მოკიდა-არ წაიქცე ალექსანდრემ ნიკუშასკენ, ბექასკენ და ცოტნესკენ გააპარა თვალი, რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ. საღამო ხანს კლდეებს მიადგნენ -აქ ასვლა, მხოლოდ თოკებით და დანებითაა შესაძლებელი, ხვალ დილით ავალთ, ახლა შეუძლებელია, ნიტა გილოცავ დაახლოებით 1500 კილომეტრი დაგვრცა ასავლელი, 5 დღეში ძალიან ბევრი ვიარეთ-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ერეკლე. გოგოები კარავში იჯდნენ და ჭორაობდნენ -ნიტა თბილისში ცხოვრობ ჰო? -კი, თქვენ? -ჩვენც -ჩვენი მეგობრობა უნდა გაგრძელდეს გოგოებო-მაგრად ჩაეხუტა მარია გოგოებს ბიჭები ერთად იჯდნენ და ჯოკერს თამაშობდნენ -რაზე ვთამაშობთ?-იკითხა ბექამ -სურვილები-მოუჯოკრა ცოტნემ -სულ ალექსა იგებს, ახლაც ასე იქნება და მე წავაგებ-თავი დახარა ნიკამ -არ არსებობს, ალექს წააგე-გაკვირვებას ვერ მალავდა ნიკა -პირველად ძმაო-ცოტნემ მხარზე დაკრა ხელი -ასეთი რა გაგიკეთა ნიტამ, რომ ვეღარც თამაშობ -ენას ამოგაძრობ-დაუბღვირა ალექსიმ -ბიჭო ეგ გოგო გიყვარს?-გვერდით მიუჯდა ცოტნე -არ ვიცი, რომ ვუყურებ მინდა გავაწვალო, მერე მივიდე და მაგრად ცავეხუტო, ისე, რომ ჩემგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლოს -გიყვარს ძმაო-ბრძნული ფრაზა თქვა ნიკუშამ -ჰოდა ახლა ჩემი ძმა, ჩვენ ცოტა გაგაწვალებთ, ცოტას ვიღადავებთ და შენ იმ გოგოსაც ჩაგაგდებიებთ ხელში, აბა შენ თვითონ ვერ ფიქრობ მაგდენს და..-აათვალიერა ალექსანდრე ბექამ -შეხვალ კარავში და ნიტას სიყვარულს აუხსნი -არა -სურვილია-განაგრძობდა ცოტნე -ჯანდაბა-ამოიოხრა ალექსანდრემ და დაელოდა როდის გამოვიდოდნენ გოგოები კარავიდან. როცა ყველა თავის კარავში შევიდა, ალექსი ნიტასთან შევიდა, თავზე საბანი ეხურა, მხოლოდ თმები უჩანდა, ერთი ამოიოხრა სანდრომ და თქვა -იცი, დიდი ხანია მინდა გითხრა, არ ვიცი უკვე რამდენი ხანია, მაგრამ როგორც კი დაგინახე მაშინვე შემიყვარდი, ასე უბრალოდ და მარტივად, ვცდილობდი დამემალა და მიტო გექცეოდი ცუდად, თუმცა მინდა იცოდე მიყვარხარ-მიუახლოვდა, საბანი გადააძრო და როცა ცრემლიანი მარია დაინახა, მაშინვე გიჟივით შევარდა ბიჭებთან -მის კარავში მარია არის ბიჭები მარიასთან შევიდნენ -ჯოკერს ვთამაშობდით და წააგო -თქვე სულელებო-სიცილი დაიწყო მარიამ-გული კი გამიხეთქეთ და.. -კაი მართლა არ გვეგონა თუ დაიჯერებდი -ისე ლაპარაკობდა, მეგონა გულით ლაპარაკობდა, დამაჯერბელი იყო ძალიან-სიცილს განაგრძობდა მარია.. ერეკლე ამ ყოველივეს შორიდან უყურებდა და ეღიმებოდა.. -კაი დავიძინოთ-კარავში შევიდა ალექსანდრე, მაგრამ ბიჭები სიცილით შევარდნენ -ბიჭო როგორ შეგეშალა?-სიცილს განაგრძობდა ნიკა -აუ დაახვიეთ ეხა -აუ გაფიცებ მითხარი -მე სურვილი ჰო მაქ?-ჩაება ლაპარაკში ბექა -რამე უბედურება არ გინდა ოღონდ,ისევ ამერევა და დავადგები ლიკას. დილით მარია და ლიკა ნიტასთან შევიდნენ -გოგო მგონი გუშინ შენთვის უნდა აეხსნა სიყვარული-იცინოდა მარია -სურვილი იყოო ჰო თქვეს? -ოჰ, კი, უეჭველი, აბა რა-თავს აქნევდა მარია ყველანი მოემზადა და ერთმანეთს თოკებით ჩაებნენ, ფეხზე დანები ჩაიმაგრეს და კლდეზე ასვლა დაიწყეს, ნიტას ფეხზე გაძვრა და ისევ ალექსანდრეს სუპერმენობამ გადაარჩინა, 70 კმ ასე წვალებით იარეს -მადლობა ალექსი -არაფრის თითქმის მთელი 2 დღე-ღამე დადიოდნენ -სულ ცოტაც და მივალთ მწვერვალამდე ნიტა-ამხნევებდა ერეკლე -მიხარია ძალიან -იმედია ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება-თავზე გადაუსვა ხელი -რათქმაუნდა-მორცხვად დახარა თავი -ბიჭო რას აპირებ? არ ეტყვი? მაქსიმუმ 2 დღე და ვსო-დაკრა ფეხზე ხელი ბექამ -არ ვიცი, რამე მოვიფიქრებ -ჩემი სურვილი მინდა გითხრა -ოღონდ რამე უბედურება არა -უმღერე ნიტას -შენ ვერ ხარ? სად მაქ მე სმენა? -ბიჭო გეხმარებით და გააკეთე ვახ-თქვა ახლად შემოსულმა ცოტნემ-მშვენიერი სმენა გაქ -გიტარა? -რათ გინდა? თუ რამე ბანს მოგცემთ-თქვა ნიკამ -წავედი-მძიმედ ჩაილაპარაკა და ნიტას კარავთან დაჯდა ,,ამ სიტყვებს ჩემთვის წარმოთქმულს, ამ ფიქრებს ჩემთვის დახატულს” დაიწყო სიმღერა ალექსიმ, როგორც კი გოგოების ყურთასმენას მიწვდა, მაშინვე გაჩუმდნენ და სმენად იქცნენ -ალექსის ხმაა-გაოცებას ვერ მალავდა მარია -შენ გიმღერის გოგო-იცინოდა ლიკა -გიყვარს?-კითხა მარიამ -არ ვიცი, რაღაცნაირად ვარ, აი მინდა ჩავეხუტო და გავჭყლიტო -გიყვარს, ჩქარა გადი, დროზე-არ დააცადა ლაპარაკი ნიტას და გარეთ გაუშვა, ყველანი გარეთ გავიდნენ, ჩამოჯდნენ, ნიტამ და ალექსიმ კი ერთად დაიწყო სიმღერა ,,მიყვარს ღამე, როცა ვათენებ და, მიყვარს როცა ხარ ჩემთან, გამოგივლი შენ სახლთან და უაზროდ დავიყვირებ, ფიქრი მარტო შენზე მიყვარს, მოვა დრო და გამიღიმებ” ორივე შესანიშნავად მღეროდა, ყველა განაბული უსმენდა, როცა სიმღერა დაასრულეს, ბავშვები წამოიშალნენ, ალექსანდრე და ნიტა კი მარტო დატივეს -გცივა?-იკითხა მოულოდნელად ალექსანდრემ -ცოტა -აი გამომართვი-გაიძრო მისი თბილი დუტი და ნიტას მიაწოდა -არა, შეგცივდება -არა არ შემცივდება -მაშინ შენც მოდი, დიდია-ესიამოვნა ალექსის ნიტას ნათქვამი, გვერდით მიუჯდა და ორივე ერთმანეთზე მიკრობილი გაჰყურებდა ვარსკვლავებს -რა ლამაზია-ჩამწყდარი ხმით თქვა ნიტამ -ჰო -ოცნება გქონია? -არა, არც მიფიქრია შენ? -კი -რაზე ოცნებობ? -მინდა პარაშუტით გადმოვხტე -მაგარია მათ ლაპარაკს უსმენდა მარია, ლიკა, ცოტნე, ბექა და ნიკუშა -დედა გვრიტები-ტქვა სიცილით მარიამ -სუფთა პროფილე-ხელი თვალთან მიიდო ბექამ ცრემლის მოსაწმენდად -ალექსის უყვარს ჰო?-იკითხა ლიკამ -კი-წამოიყვირა ნიკუშამ -ნიტას? -ნიტასაც -ჰოდა ამათ ჩვენ ვერ შევაგნებიეთ-შუბლში მიირტყა ხელი ცოტნემ -წამო წავიდეთ-დაარღვია სიჩუმე ლიკამ და ყველა დაიშალა -გვიანია მე წავალ-წამოდგა ნიტა და კარავისკენ წავიდა -ნიტა -ჰო -არა, არაფერი ტკბილიძილი -შენც ასევე-შეფრატუნდა კარავში -გიყვარს და მე ამას ვხედავ-ღიმილით მიუახლოვდა ერეკლე შვილს -მამა -კი, თუ გიყვარს იბრძოლე, ისეთჳ რამ გაუკეთე რითითაც ყველაფერი ნათქვამი იქნება -ვიცი რასაც ვიზამ, ჩვენ ხვალ მთაზე ვიქნებით? -არ ვიცი -სე ვქნათ, რომ ზეგ შუადღეს ვიყოთ -კარგი, რა ჩაიფიქრე? -ეგ მე ვიცი დილით დაიძრნენ მწვერვალისკენ, ერეკლე ყველანაირად წელავდა დროს, რომ მის შვილს დახმარებოდა, დაახლოებით 200 კმ დარჩა, მწვერვალიც გამოჩნდა -ვაიმე რა მაგარია-ყვიროდა ნიტა -კაი, ნუ გაგიჟდი გოგო-იცინოდა მარია -მოდი დავისვენოთ და ხვალ მივალთ, ადრე ავდგეთ-თქვა ერეკლემ -ცოტაც გავიაროთ-წინ მიიწევდა ნიტა მალე მოსარამოვდა, ყველანი ერთად იჯდნენ და იცინოდნენ, მხოლოდ ერეკლე არ იყო, გოგოებიც ადგნენ და კარავში შევიდნენ, ალექსი მამის კარავშჳ შევიდა, როგორც კი დაინახა ერეკლემ, მაშინვე დამალა რარაც -რა გაქვს? -ისეთი არაფერი -მითხარი -მერე განახებ -ჩემი სურვილი მინდა გითხრა-თქვა ნიკამ -მიდი -თოვლით ნიტას დაუწერე ,,მიყვარხარ” -რომ დადნეს? -ჰო ზაფხულია და დადნება, აგერ ცოტნე მოგეხმარება -კარგი გარეთ ყინვაში დაიწყეს შენება, ერეკლე თავის კარავთან იდგა და თვალს ადევნებდა მათ, ეღიმებოდა მისი შვილის სიგიჟეებზე. ყველაფერი მოამზადეს, მაგრამ აი ბედი! ქარბუქმა გაანადგურა ეს ყოველივე. დილით გაბრაზებული დადიოდა ალექსანდრე, მაგრამ როცა ტელეფონზე დაურეკეს ხასიათი შეეეცვალა და ერთი სული ქონდა როდის ავიდოდა მწვერვალზე, ბევრი იარეს და მიაღწიეს მწვერვალს, იდგა ნიტა და გადაჰყურებდა მთებს, უყურებდა მის სამშობლოს და გული სიამაყით ევსებოდა, აიხდინა სურვილი -მოგეწონა?-ზურგსუკან მოესმა ალექსის ხმა -ძალიან -წამომყევი -სად? -ნახავ -ჩვენები? -ისინი მერე წამოვლენ, თეთრნულდის მეორე მხარეს წავიდა და დაინახა ვერტალიოტი -სად მივდივართ? -იმედია მოგეწონება ვერტალიოტში ჩაჯდნენ და აფრინდნენ -გაიკეთე-მიუთითა ჩანთაზე -რატო?-გაკვირვებული უყურებდა, ალექსის გაეღიმა, ნიტა გაკვირვებული უყურებდა და ფიქრობდა, ,,ღმერთო რა ლამაზი ღიმილი აქვს” ალექსიმ გაუკეთა ნიტას ჩანთა ჯაჭვებით ერთმანეთს ჩაებნენ, ვერტალიოტის კარები გაიღო -ეს ის არის რასაც მე ფიქრობ? -დღეს შენი ოცნება ახდება, იმედია გემახსოვრება -სიცოცხლის ბოლომდე-თქვა და გადახტნენ, გაიხსნა პარაშუტი, ორივე მიფრინავდა, ნიტა უზომოდ ბედნიერი იყო -მადლობა -იმედია არ დაგავიწყდები -არასოდეს 2 კვირა ისე გავიდა მათთვის, თითქოს არაფერი, ორივე თავის გზაზე წავიდა, ერთმაეთს ისე დაშორდნენ არც უთქვამთ ,,მიყვარხარ” ნიტა თბილისში იყო, ლიკა და მარიაც მასთან ერთად, ელენე გააცნო გოგოებს და ძალიან დამეგობრდნენ, ნიკა და ცოტნეც თბილისში იყვნენ და ერთმანეთს ხშირად ნახულობდნენ, თუმცა ბექა და ალექსი სად იყო არავინ იცოდა. ნიტასთან სახლში სრული შემადგენლობით იყვნენ: ლიკა, მარია, ნიტა, დემეტრე,ლუკა, ცოტნე და ნიკუშა. კარზე ზარის ხმა გაისმა, ძალიან გაუკვირდათ, კარები გააღო ნიტამ ,ვიღაც ბიჭმა კონვერტი მიცა და წავიდა. გახსნა და შიგნით სურათები დახვდა წერილთან ერთად. სურათებზე აღბეჭდილი იყო: როგორ გადაარჩინა ალექსიმ ნიტა როგორ შეიპარა ნიტას კარავში ღამე როგორ მიყავდა ზურგით როგორ თამაშობდნენ ბიჭები კარავში , მეორე კარავში გოგოები მერე იყო ფოტო, რომელშიც ჩანდა როგორ შედიოდა კარავში ალექსანდრე და უკან ედგა ცოტნე, ნიკა და ბექა მომდევნოზე ჩანდა როგორ მღეროდნენ, მერე ჩახუტებულები ერთად ერთი ფოტო იყო ასევე როგორ აწყობდა ალექსი თობლით ,,მიყვარხარ” და ბოლოს როგორ გადმოხტნენ პარაშუტით ცრემლები გადმოცვივდა ნიტას, ოღონდ ეს სიხარულის ცრემლები იყო, როგორ ყვარებია ალექსის ნიტა დ ავერ ხვდებოდა, წერილი გაშალა და კითხვა დაიწყო ,,ძვირფასო ნიტა, მიხარია, რომ შენ და ჩემმა ვაჟმა ერთმანეთს, ალექსის დიდი ტკივილი აქ გადატანილი, უყვარდა მაკა, რომელმაც გული ატკინა, მაგრამ შენ გამოჩნდი და გამიხარდა, მაშინვე დაეტყო ჩემ ბიჭს ყველაფერი, ყოველთვის ვიღებდი თქვენთვის სამახსოვრო დღეებს, ყოველთვის ცდილობდა ეთქვა შენთვის, მაგრამ არ გამოდიოდა, ამაში ნიკა, ცოტნე და ბექა მონაწილეობდა, ცდილობდნენ დახმარებოდნენ. საბოლოოდ სანდრომ შენ ოცნება აგიხდინა, ვიცი გიყვარს და მოძებნას დააპირებ, მაგრამ ის წასულია, წავიდა, რადგან აქ არაფერი დარჩენია, მე ახლა ბექა მივლის, კიბო მაქ, ეს ვიცოდი, მინდოდა შვილი ბედნიერი მენახა, მიხარია, რომ შენ ის გააბედნიერე. ბატონი ერეკლე” იმ დღესვე წავიდნენ სვანეთში, მაგრამ ბატონ ერეკლეს მაინც ვერ მიუსწრეს, იმ დღეების განმავლობაში არ ჩანდა ალექსანდრე, უნდოდათ მოეძებნათ, მაგრამ ვერსად ნახეს, ერეკლე დაასაფლავეს, მერე ბექაც წამოვიდა თბილისში, ყველა იქ იყო, ალექსანდრეს გარდა.. 2წლის შემდეგ 4 თებერვალი-ნიტას დაბდების დღე, ყველანი ერთად იყვნენ ალექსის გარდა, ნიტას ისევ ისე უყვარდა, ყველა მხიარულობდა, სვანეთში წავიდნენ, ძალიან ციოდა, მწვადები შეწვეს, კოცონი დაანთეს, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ყველა სახლში იყო ნიტას გარდა, უეცრად ტყიდან მოესმა სიმღერის ხმა: ,,მიყვარს ღამეს როცა ვათენებთ და მიყვარს მიყვარს..” დაინახა როგორ გამოდიოდა, მაღალი ბიჭი, ეცნო, ჰო, ის იყო, მისი პირველი სიყვარული, ერთმანეთს მიუახლოვდნენ და მაგრად ჩაეხუტნენ, ალექსანდრემ ერთი ხელით თმა გადაუწია, მეორე წელზე მოხვია, მიუახლოვდა და დაეწაფა მის ბაგეებს, მთელი გრძნობით კოცნიდა, ნიტას გააჟრჟოლა და ისიც აყვა კოცნაში, მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა -ერთხელ გაგიშვი, მეორედ აღარ გაგიშვებ -მიყვარხარ -წავედით-თვალები აუციმციმდა ალექსანდრეს -სად? -შხარა უნდა დავლაშქროთ-ჩაკიდა ხელი და ტყეში გაუჩინარდნენ. აბა როგორია? იმედია მოგეწონაათ..თქვენს შეფასებას ველოდები..დიდი მადლობა, რომ კითხულობთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.