თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე 4 თავი
-სად წავიდა ნუცა,ამის დედა შ..... რატო წავიდა დებილია ეგ გოგო??-გამწარებული იყო ნიკა.ყელში უჭერდა სიბრაზე,სიმწრისგან თვალები ეწვოდა,ყელი დაეჭიმა და დაეძარღვა.მზად იყი იმ წუთას ყველაფერი დაელეწა.მთელი ძალით მიარტყა მანქანას ფეხი. -ნიკა დამშვიდდი მეც არაფერი ვიცი მამამისმა წაიყვანა დამშვიდობებაც ვერ მოვასწსრი-ამშვიდებდა ნია. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში ყურადღება არ მიუქცევია ნიას მუდარისთვის არ წასულიყო. არავინ იცის სად და როგორ გაარკვია ნიკამ ნუცას სამყოფელი.თუმცა რა გასაკვირია ეს ხომ თბილისია,ნათქვამია ფული ჯოჯიხეთსაც ანათებსო,თბილისი ჯოჯიხეთი არაა,მაგრამ მსგავსი რამ აქაც ხდება.ფაქტი კი ერთია ნიკამ ნუცას მოსკოვში ჩააკითხა. გაოცებული იდგა შუა ქუჩაში ნუცა და თვალებში უყურებდა მას. -აქ რას აკეთებ??-ჩამწყდარი ხმით იკითხა ნუცამ -მადლობა მე კარგად ვარ,ცოცხალი ვარ როგორც ხედავ-ცინიკურად უპასუხა ნიკამ-მარტო ეგ გაქ სათქმელი??-სიბრაზეში გადაუვიდა ხმა. -გთხოვ ახლა არ გინდა-თვალები აუწყლიანდა ნუცას. წამში მოლბა ნიკაც.ასეთი იყო რაც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყო საყვარელი ქალის დანახვისთანავე ყველა ბრაზი უქრებოდა. -მოდი ჩემთან-წამის მეასედში ჩაიკრა გულში და მთელი მონატრება ჩააქსოვა ამ ჩახუტებაში. -მითხარი რა მოხდა რატო წამოხვედი თბილისიდან ასე უცბად?? -გთხოვ ახლა არა მერე ვილაპარაკოთ.ხვალ ვაპირებდით დაბრუნებას.-თავი მკერდზე დაადო ნიკას და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. -დედა ასე აღარ შემიძლია ნიკას უნდა ვუთხრა სიმართლე -არ გაბედო და სანამ ცოლად არ მოგიყვანს არაფერი არ უთხრა-მკაცრად გადახედა შვილს ქალბატონმა ნათელამ -ჰო,მაგრამ დედა ვერ მოვატყუებ.ჯერ ხელიც არ უთხოვია რა ქორწილზეა ლაპარკი -შვილო მინდა ბედნიერი იყო.მართალია შენთვის ჯერ არ უთხოვია მაგრამ მამაშენთან იყო,შენზე ულაპარაკიათ. -რაა?როდის მე რომ არაფერი ვიცი.კონკრეტულად რაზე ისაუბრეს?? -მეც არაფერი ვიცი შვილო ცოცხალი თავით არ მეუბნება.მგონი შენი ხელი თხოვა.შვილო ნიკას ისე უყვარხარ ცოლად აუცილებლად მოგიყვანს სიმართლე რომც იცოდეს მაინც,მაგრამ ქორწილში ვერ იქნება ისეთი ბედნიერი როცა ეცოდინება შენ ავად ხარ.აცადე ბიჭს იყოს ბედნიერი შენთან ერთად,თუნდაც ცოტა ხნით,მისი შემხედვარე შენც ბედნიერი იქნები. ყველა მხრიდან მიუდგა ქალბატონი ნათელა შვილს და მაინც დაარწმუნა საიდუმლოდ შეენახათ ყველაფერი. ლექციაზე ვიჯექი და ლექტორს მთელი ყურადღებით ვუსმენდი უცბად სალექციოს კარი რომ გაიღო და კარს მიღმა ნიკას მივკარი თვალი. ყველა ჩემმა კურსელმა გამოაძვრინა მერხების ქვეშ საგულდაგუკოდ დამალული ვარდები. სისხლივით წითელი ვარდები იყო. მე რომ მიყვარდა ზუსტად ისეთი. ყველამ სათითაოდ მაკოცა ლოყაზე და მეუბნებიდნენ: -ყველაზე მაგარ ბიჭს უყვარხარ -როგორ უხდებით ერთმანეთს -ბედნიერებას გისურვებთ და კიდევ უამრავი თბილი სიტყვა მოგვიძღვნეს,ყველა ჩემი კურსელის თვალებში ბედნიერებას ვხედავდი და არც ერთში შურს ან რამე მსგავს ბოროტულს. მე გაოცებული ვიყურებოდი და მიხაროდა,რომ ასეთ ადამიანს ვუყვარდი და ჩემს ბედნიერებას ყველა ჩემი მეგობარი რომ იზიარებდა. ბოლო ვარდი ნიამ მომიტანა,ეგ როგორ გამოტოვებდა ამ სანახაობას. ფეხზე წამივდექი და ნიკასკენ წავედი ამ უზარმაზარი თაიგულით ხელში. -ნუცა-ისეთი თბილი,სასიამივნო,მელოდიური და სიყვრულით გაჟღენთილი ბგერებით წარმოთქვა ჩემი სახელი,სხეულზე ტაომ დამაყარა. -ახლა იმდენი რამის თქმა მინდა შენთვის,მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი,შენი თვალები მაბევენ თითქოს მათში ვიძირები და სიამოვნბით გავატარებდი მთელ ცოვრებას ამ თვლაებში ჩაძირული-უცბად ჩაიმუხლა ნიკა და გააგრძელა-მოკლედ მინდა ჩემი ცოლო გახდე-იმედით სვსე თვალები მომანათა და ჩემ პასუხს დაელოდა -თანახმა ხარ? თანახმა ვარ-ამ ორ სიტყვას მთელი ჩემი ემოცია და ძალა ჩავაქსოვე მაშინ იშვიათად ხდებოდა მსგავსი რომანტიული ამბები.ძირითადად ყველა ბიჭი იტაცებდა გოგოს ან იპარებოდნენ.მთელ თბილისს მოედო ეს ამბავი.სტატიაც კი დაიწერა ერთ-ერთ გაზეთში. იმ დღესვე გამაცნო ნიკამ თავისი ოჯახი.რამდენიმე დღეში კი ჩემთან მოვიდნენ და ოფიციალურად დამნიშნეს. ქორწილის თარიღიც დავთქვით.თვეზე მეტი იყო იქამდე და ამიტომ გადავწყვიტე ნიკასთვის სიმართლე მეთქვა,ვიფიქრე იქამდე გადახარშავსთქო. როგორც ყოველთვის ნიკამ მომაკითხა უნიში,ვუთხარი სალაპარაკი მაქვს შენთან და სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთთქო. სვეტიცხოველში წამიყვანა ისევ. ტაძრიდან გამოვედით და ჩემივე თხოვნით ტაძრის უკანა მხარეს პატარა ხის სკამზე დავსხედით. -რაზე გინდოდა ჩემო პატარა ლაპარაკი? -ნიკა გთხოვ მომისმინე და ყურადღებით და დასკვნები მერე გამოიტანე.-ბოლო ძალები მოვიკრბე და საუბარი გავაგრძელე-სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარხარ ხო იცი,შენზე ძვირფასი ამ ქვეყნად არავინ არ გამაჩნია.მინდოდა ამის შესახებ უფრო ადრეც დაგლპარაკებოდი,მაგრამ რაღაც გარემოებები მაკავებდნენ.ახლაც ბოლო ძალებს ვიკრებ მინდა ქორწილამდე კარგად დაფიქრდე.იქნებ აღარც მოგინდეს ჩემი ცოლად მოყვანა-შიში ამოვიკითხე მის თვალებში და უცბად გული დამემდუღრა,ბოლო იმედსღა ვებღაუჭებოდი,რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ არ დავაცადე-ნიკა მე ავად ვარ,უკურნებელი სენი მჭირს ოღონდ ეს კიბო არაა.მაშინ მოსკოვში რომ ვიყავი მაგიტომ წავედი იქ გავიკეთე ყველანაირი გამოკვლევა-ხმა გამიწყდა,ვტიროდი და ნიკას თვალზეც ცრემლი რომ შევნიშნე გულში რაღაც ჩამწყდა.ცოტა ხანი ჩუმად ვქვითინებდი.ნიკა იჯდა და ჰორიზონტს უყურებდა,როგორ მინდოდა მცოდნოდა რას ფიქრობდა იმ წამს.როგორღაც მოვახერხე და მოვუყევი ჩემი დაავადების შესახებ -არ მინდა რომ ჩემს გამო იტანჯო,მაპატიე რომ აქამდე ვერ გითხარი.მაშინვე უნდა მეთქვა მოსკოვში რომ ჩამოხვედი მაშინ ესეთი მტკივნეული არ იქნებოდა შენთვის-ამდენმა ემოციამ ალბათ გადამტვირთა და გული წამივიდა.ისევ გაშავდა ყველაფერი,ცივმა წყალმა მომიყვანა გონს.გაფითრებული ნიკა იყო ჩემ თავთან ჩაცუცქული,მე ვიწექი იმ ხის სკამზე. როგორც კი დამინახა გონს მოსული გულში ჩამიკრა და თავზე მეფერებოდა.მე ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი. -არასდროს,არასდროს იფიქრო იმაზე რომ მე შენ მიგატოვებ,რუსეთში კი არა იმ ღამით პირველად როცა გნახე მაშინაც რომ მცოდნოდა ავად იყავი,უკან არ დავიხევდი და იმავეს გავიმეორებდი.ქორწილი ისეთი იქნება შენ როგორიც გინდოდა არც თარიღი არ შეიცვლება,უბრალოდ დღესვე გადმოხვალ ჩემთან საცხოვრებლად.ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს.ერთი წამის გატარება აღარ მინდა უშენოდ. მისმა სიმტკიცემ გამაოცა,იმაში ეჭვი არ მეპარებოდა რომ არ მიმატოვებდა,მაგრამ ამდენს ნამდვილად არ მოველოდი. ნიკას სურვილისმებრ გადავედი მასთან საცხოვრებლად.დედაჩემმა და მამაჩემმა ბევრი იბუზღუნეს მაგრამ ნიკამ დაარწმუნა ორივე.ნიკას მშობლებმა სიმართლე იცოდნენ,სანამ მე ჩემს ნივთებს ვამზადებდი ნიკამ მოაგვარა თავის მშობლებთან ყველაფერი.მათგან ერთხელაც კი არ მიგრძვნია რონ ზედმეტი ვიყავი მათ ოჯახში,არც ჩემ ავადმყოფობასთან დაკავშირებით დასცდენიათ ზედმეტი სიტყვა.როგორც შვილი ისე მიმიღეს და მე უბედნიერესი წლები გავატარე იმ ოჯახში. ყოველი დღე მისი კოცნით და ღიმილით იწყებოდა.არც ერთხელ არ გვიჩხუბია.იდეალური ბიჭი იყო ნიკა და ყოველთვის იმას ვფიქრობდი,რომ მისი ღირსი არ ვიყავი. ნანატრი ქორწილის დღეც დადგა.დიდი ქორწილი გვქონდა. კაბა უბრლო და სადა მეცვა,უბრალოდ მაქმანებით გაწყობილი,რაც ოდნავ მდიდრულ შესახესაობას აძლევდა.გრძელი თმა მქონდა და ნიკას თხოვნით არ შემიკრავს. ჯვარი რა თქმა უნდა სვეტიცხოველში დავიწერეთ. ეს ის დღე იყო როდესაც მეც და ნიკამაც დავივიწყეთ. დაღლილობა როგორც კი შემატყო კატეგორიულად მომთხოვა ნიკამ სახლში წავსულიყავით. მეც დავთანხმდი,რადგან უკვე გვიანი იყო და სტუმრები ჯერ არ აპირებდნენ დაშლას. ქორწილის მეორე დღეც საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა ყველასთვის,როდესაც ნიკას ბედნიერებით სავსე თვალებს ვხედავდი ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.