შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე 5თავი


25-05-2015, 16:58
ავტორი Duci
ნანახია 2 313

დაკრძალვის დღე,ეს ის დღეა რომელიც ყველა ადმიანისთვის მტკივნეული დღეა,თუნდაც ამ დღეს შენ საყვარელ ადამიანს არ ასაფლავებდე და უბრალი ნაცნობი იყოს.თუ უგულო ადამიანი არ ხარ ჭირისუფლის გასაჭირს გულთან შენც მიიტან.
ეს ის დღეა,როდესაც უნდა გააცნობიერო ამ ადამიანს ვეღარ ნახავ.იმ დღეებში,სანამ სახლში გყავს დასვენებული,შეგიძლია უყურო მას,შეეხო მიცვალებულს,მაგრამ დაკრძალვის მერე მასზე მხოლოდ მოგონებები გვრჩება და მეტი არაფერი.
ყველა ადამიანის გარდაცვალება გულდასაწყვეტია,მაგრამ როდესაც ახალგაზრდა იღუპება უფრო მეტად გვწყდება გული.ალბათ იმიტომ,რომ ჯერ არაფერი უნახავს.ბევრისთვის არ მიუღწევია.მაგრამ ხომ გაგიგიათ უფალს საუკეთესოები თავისთვის უნდაო,მე კიდევ მგონია,უფალს ასეთი ახალგაზრდები თავისთან იმიტომ მიჰყავს,რომ უფრო დიდ განსაცდელს აარიდოს თავისი შვილი.რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ ვერასდროს ჩავწვდებით უფლის ჩანაფიქრს უბრალო მოკვდავები.არც უნდა ვეცადოთ ამას,უბრალოდ უნდა მივიღოთ ისე,როგორც ხდება,მაინც ვერაფერს შევცვლით ჩვენი ძალებით,ისღა დაგვრჩენია მათზე ვილოცოთ ვისაც ეს აღარ შეუძლია,იქნებ ამით მაინც დავეხმაროთ მათ სულებს.პირველად მაშინ გავიგე რას ნიშნავდა სიკვდილი 8წლის ასაკში ბაბუ,რომ დამეღუპა მისი გარდაცვალების ღამეს გვერდით ვეწექი.საოცრად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის,მიუხედავად იმისა რომ ვტიროდი და განვიცდიდი,ბოლომდე ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა.ვისაც ეს ჯერ არ განგიცდიათ ღმერთმა დიდ ხანს არ განგაცდევინოთ.ეს არის უსასრულო მონატრების ზღვა,რომელიც დღითი დღე იზრდება და შენც იძირები მასში.მაგრამ ეს ზღვა ყველაზე მეტად მაშინ იზრდება საყვარელი ადამიანი სიზმრად როცა მოგევლინება.იმედი რომ გაქვს მიუახლოვდები და ჩაეხუტები,მაგრამ ის სულ უფრო და უფრო გშორდება.
ძალიან მტკივნეულია სიკვდილი.
მას შემდეგ შიში დამჩემმდა საყვარელი ადამიანის დაკარგვისა.ხშირად ვფიქრობდი ბავშვობაში მათი დაკარგვა როგორ მატკენდა გულს,მერე გული მიჩუყდებოდა და ცხარე ცრემლით მიტირია,ეს ბავშვობაში.ბევრისგან გამიგია მსგავსი რამ,ალბათ თქვენც დაგმართნიათ.
ალბათ იმიტომ,რომ ძალიან ემოციური და გულჩვილი ვარ,ნებისმიერი გარდაცვლილზე მწყდება გული.
მინდა გაგაგებინოთ რა ცეცხლი ტრიალებდა ნიკას გულში როდესაც ნუცას ასაფლავებდა,მაგრამ ეს ჩემ ძალებს აღემატება.ეს იყი სტიქია ქარი,წვიმა,ცეცხლი,ჭექა-ქუხილი და ყველაფერი ერთად.

ყველა მოგონება,კარგი თუ ცუდი,ერთად წარმოუდგა თვალწინ.
ფილმის კადრებივით გაირბინა იმ ექვსმა წელმა.
თითქოს ზღაპარი იყოო.
ფერიას კი ჰგავდა ნუცა,მიცვალებულიც კი ამაყად იწვა,თითქოს სძინავს და პრინცს ელოდება რომ გააღვიძოს.
ქორწილის დღეს რომ კაბა ეცვა ის ჩააცვეს სასახლეში ჩაწვენისას.ნუცას თხოვნა იყო ეს.მხოლოდ მისი თმის სამაგრი შეინახა ნიკამ.ვერ გაიმეტა საფლავისთვის.


საშინელი უსუსურობის შეგრძნწბა ჰქონდა ნიკას შვილის აწყლიანებულ თვალებს რომ ხედავდა,მაგრამ სიამაყით ივსებოდა როცა ატყობდა როგორ იკავებდა საბუნა ცეემლებს და ცდილობდა მამაკაცურად აეტანა ეს ტკივილი.


ბოლოჯერ მივიდა დედის სასახლესთან საბა,დაიხარა,ლოყა,შუბლი და თვალები დაუკოცნა,უკანასკნელი ცრემლი ჩამოუგორდა,დედის გულზე დაეცა და საფლავში გაატანა.

ყურთან დაუჩურჩულა:დედიკო,ჩემო საყვარელო დედიკო,იმედია ახლა მაინც გესმის ჩემი.ძალიან მომენატრები,გთხოვ სულ ნუ დამტოვებ,ხომ შემპირდი სიზმარში გესტუმებიო,ხშირად მოდი ხოლმე რა.მამიკოსთანაც მოდი ხოლმე,იცი როგორ ენატრები უკვე.ძალიან დგვაკლდები.მე სულ მემახსოვეები და მამასაც,მაგრამ ერთს გთხოვ, შენნაირი ანგელოზი გამოუგზავნე მას.
შენი შემცვლელი არავინ იქნება,მაგრამ მამას დასჭირდება რომ ჩემ გაზრდაში დაეხმაროს.

დიდი კაცივით ფიქრობდა საბა.მისი ჩურჩული არავის გაუგია მამამისის გარდა,როდესაც საბას წამოსაყენებლად მივიდა.
კიდწვ უფრო მეტად დაუმძიმდა გული.უნდოდა ეყვირა და მთელი ემოციები გამოეშვა გარეთ,მაგრამ ისე იყო დაუძლურებული ამის ძალაც აე შესწევდა.
საბუკა წამოაყენა და გულში ჩაიკრა მთელი ძალით.




***


ქორწილის მერე მალევე დაფეხმძიმდა ნუცა.სამწუხაროდ მუცელი მოეშალა.მკაცრად გააფრთხილა ექიმმა არ შეიძლება შენი მშობიარობაო.გაგირთულდება დაავადებაო.
ნიკა შეგუებული იყო ამას.
ერჩივნა ნუცა ჰყოლოდა გვერდით,ისიც გადაწყვიტა ბავშვი აეყვანათ.
მაშინ რთული იყო და დიდ ხანს გრძელდებოდა პროცესი.
საქმეს ნუცას ავადმყოფობა ართულებდა და უარი უთხრეს.
სამჯერ სცადა ნიკამ ბავშვის აყვანა.
სამჯერვე უარი იყო.
ფულმაც კი ვერ გაანათა ჯოჯოხეთი.

ძალიან დამწუხრა ნიკა ამ ფაქტმა და ცდილობდა ნუცასთან არ შეემჩნია.
ნუცას რას გამოაპარებდა.
მეორეჯერ დაფეხმძიმდა ნუცა.
არავისთვის უთქვამს.არც ნიათვის.
გაუმართლა ტოქსიკოზი რომ არ ჰქონდა.
მუცელიც პატარა ჰქონდა და არ ეტყობოდა.
ხან რისი სურვილი აღვიძებდა,ხან რისი მაგრამ თავს იკავებდა.მერე შვილს ებუტბუტებოდა:
დე მოითმინე ცოტაც,ორ თვეში მამასაც ვეტყვით სიმართლეს და მერე ყველაფერს შეგვისრულებს.ხვალ ჩვენით ვიყიდოთ რაც გვინდა.

პატარაც თითქოს ხვდებოდა დედის გასაჭირს და წყნარდებოდა.
მუცლის დამალვა შეუძლებელი რომ გახდა,ყველა ოჯახის წევრი შეკრიბა და გამოაცხასა:
-ფეხმძიმედ ვარ და არ ვაპირებ აბორტის გაკეთებას,მე ამ ბავშვს გავაჩენ სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.ნიკა,ეს იქნება ჩემი საჩუქარი შენთვის,ის საჩუქარი რითაც ვალს გადაგიხდი შენ,იმ ვალს რომლითაც იმ დღეს დმავალდებულე ცოლად როცა მომიყვანე.ნუ შემეწინააღმდეგებით ნურცერთი.თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე ამას მაინც ვიზამ.გთხოვთ როგორც მომაკვდავს ნუ მიყურებთ.ადრე თუ გვიან ეს დაავადება ბოლოს მომიღებს,ისე ნუ გამიშვებთ ამ ქვეყნიდან დედობის სიტკბო რომ ვერ შევიგრძნო.ვიცი ვეგოისტობ და ჩემ თავზე ვფიქრობ,მაგრამ ვიცი ნიკას როგორ უნდა შვილი ჰყავდეს და არ შემიძლია ეს ოცნება არ ავუხდინო.მან ხომ ყველა ჩემი ოცნება აახდინა.
მდინარესავით სდიოდა ცრემლები ნუცას,ყველა ტიროდა მასთან ერთად.ნიკა ცრემლიან თვალებს უკოცნიდა და ამშვიდებდა.
მალე გაიარა ცხრა თვემ.
პატარა საბაც გაჩნდა.
ნუცას დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად საკეისრო გაუკეთეს.
პირველი წელი კარგად იყო.
საბას პირველი დაბადების დღეც აღნიშნეს.სიხარული შემოიტანა ამ პატარა არსებამ ოჯახში.
მერე დაეწყო ნუცას გართულებები.
ჯერ მარცხენა მხარე წაერთვა.
ოპერაცია გაუკეთეს.
ცოტა მომჯობინდა,ერთი წელი არაუშვდა.ყველა ხელს უწყობდა.
ცდილობდნენ ზედმეტად არ დაეტვირთათ.
საბაც იზრდებოდა ლაპარაკიც ისწავლა,სიარულიც.
თითქოს გრძნობდა დედას ავად ყოფნას და გვერდიდან არ სცილდებოდა.სულ მას ეფერებოდა.მარტო მასთან ერთად თამაშობდა.დედის და მამის შუაში ეძინა მუდამ და ხან ერთს ეხვეიდა ძილში ხან მეორეს.
მერე იყო ნიას და ალექსის ქორწილი.ბოლოს მანდ იყო კარგად ნუცა.
ოთხი წლის იყო საბა ისევ რომ გაუმეორდა შეტევა ნუცას.
ისევ მარცხენა მხარე წაერთვა.
ოპერაციაც აღარ შველოდა.მაინც ყველგან დაჰყავდა ხელით.
ყველაზე ხშირად ნიასთან და ალექსისთან ადიოდნენ.
ატენის ქუჩაზე ცხოვრობდნენ მაშინ ნია და ალექსი თექვსმეტსართულიან კორპუსში. ესენი მეთოთხმეტეზე ცხოვრობდნენ.
ვინ მოსთვლის რამდენჯერ აუყვანია ნუცა ხელით უშუქობის ჟამს მეთოთხმეტე სართულამდე.
რამდენჯერ უთხოვია ნუცას სახლში დავრჩებიო,მაგრამ ნიკას მაინც მიჰყავდა.
თვითონ ეხმარებოდა ჩაცმაში.
მაკიაჟის გაკეთებაში.
თვითონ ბანდა და უშრობდა თმას,ამ ყველაფერს დიდი სიხარულით აკეთებდა.
მერე მარჯვენა მხარეც გაეთიშა.
სულ იწვა.
ახლა ყოველ დღე მოდიოდნენ ნუცას და ნიკას მეგობრები.
მარტო ერთი წამით არ ტოვებდნენ.
ნია სულ თავთან ეჯდა.
ამხიარულებდა,რაც მუდამ გამოსდიოდა ამ გოგოს.
საბას ხშირად ელაპარაკებოდა ნუცა და ეუბნებოდა მალე დაგტოვებ და აბა შენ იცი დიდი კაცივით მოიქეცი და მამიკოს მიხედეო.მე იქიდან დაგლოცავ და დაგიფარავო.
პატარა ყურადღებით უსმენდა დედას.
ნიკა არავისთან ლაპარაკობდა ამაზე.
არავის აჩვენებდა როგორ უჭირდა ნუცას ამ მდგომარეობაში ნახვა.
თუმცა ყველამ კარგად იცოდა როგორ ცუდად იყო იგი.
მერე სმენა დაუქვეითდა ნუცას.
აღარ ესმოდა საბას წარმოთქმული ლექსები და ცდილიბდა,პირის ჟესტიკულაციი მიმხვსარიყო რას ამბობდა საბუკა.
თვალებში უყურებდა ნიკას და ცდილობდა დაემშვიდებინა.სთხოვდა დაიცალე ჩემთან მაინც მაგ ემოციისგან,ახლა მაინც არ მესმის რას ამბობო.ნიკაც იცლებოდა.ყველაფერს ვერა მაგრამ ნაწილს მაინც ხვდებოდა რას ამბობდა ნიკა,ცრემლებს იკავებდა რაც შეეძლო და მერე ღამით ტიროდა ჩუმად.
მერე ლაპარაკიც აღარ შეეძლო.
ვერავინ იგებდა რა უნდოდა ნუცას საბას გარდა.
თვალებში ჩახედავდა დედას და ამბობდა:
-დედას წყალი უნდა
-ტუალეტში უნდა დედას
-მამას ნახვა უნდა
-ნიაკო ენატრება
-შია დედას
კიდევ უამრვი რამ.
საოცრება იყი ამ ორი არსების ასეთი კავშირი.
ვერავნ ხვდებოდა როგორ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს.
მე კი ამ სასწაულს უფალს ვუკავშირებ.


ბევრი კიცხავდა ნუცას ამ საქციელს:ბავშვი და მთელი ოჯახი ასე როგორ გაამწარაო,არ უნდა გაეჩინაო,თავი ძალით მოიკლაო.
მე კი მის ადგილას იგივეს გავიმეორებდი,რომ მცოდნოდა ჩემ შვილს სხვა განსაცდელი არ ექნებოდა გარდა ჩემი დაკარგვისა.
მაგრამ რას ვიზამთ რომ ვერაგია ეს ცხოვრება და 10პროცენტში ეს დაავადება დედიდან თურმე შვილზეც გადადის და ამ ათ პროვენტში საბაც შევიდა.

***


საბა ნიას გადასცა და ახლა თვითონ დაეწაფა ნუცას გაყინულ მაგრამ უტკბილეს ტუჩებს უკანასკნელად.
მანაც უკანასკნელი ცრემლი გაატანა.
უკანასკნელად უჩურჩუკა ყურთან ნუცას საყვარელი ლექსი:
"რა გამაჩნია ამ ქვეყანაზე,
ან კი რა იყი ამ ქვეყნად ჩემი,
ერთი პატარა გული გამაჩნდა
და ისიც კი შენ მოგიძღვენი.''

ის დღეც უკანასკნელად გაიხსენა,როცა სიყვარული აუხსნა ნუცას და ღამით მისგან მესიჯი მიიღო:
"თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე,რომელიც არასდროს ამოიწურება,სიყვარულის გადაუხდელობის შემთხვევაში გაგეთიშებათ გული,რომელსაც მე ასე ვუფრთხილდები."

-სიყვარულით სიყვარული გადაგიხადე ნუცა,შენ ჩემ გულს უფრთხილდებოდი საკუთარის ფასად,შენი სიცოცხლე ამოიწურა სამწუხაროდ,მაგრამ ჩვენი სიყვარული არ ამოწურულა,არც ამოიწურება და მე ამას ყოველ დღე საბას თვალებში დავინახავ.

უკანასკნელად დაუკოცნა ნამიანი თბალებიც და საბასთან ჩახუტებული წამოვიდა სასაფლაოდან.
სვეტიცხოველში ნუცას საყვარელ ადგილას წაიყვანა საბა.
მთელი დღე იქ გაატარეს მამაოსთან საუბარში.
ცოტა დამშვიდდა.
არ უნდოდა შინ დაბრუნება ნიკას,იცოდა იქ მისი სიყვარული აღარ დახვდებოდა და იმ სიცარიელეს ვერ შეუვსებდა ნუცამ რომ დაუტოვა.





უღრმესი მადლობა ბავშვებო ვინც ხუთ თუ ათ წუთს მითმობთ და კითხულობთ ამ ისტორიას.
ერთი სათხოვარი მაქ თქვენთან,თუნდაც ერთი სიტყვა გაიმეტეთ და დამიკიმენტარეთ რომ გავიგო მოგწონთ თუ არა.გამიმახვილეთ შეცდომებზე ყურადღება ან გამლანძღეთ თუ საერთოდ ვერ ვწერ და ვერ გადმოვცემ ვერაფერს და შევწყვიტავ წერას.მოკლედ ველი თქვენ შეფასებებს.







№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგია გააგრძელე .......გული მეტკინა ....მალე დადე.

კარგი იქნება ნუცას რომ გავდეს ისეთი ვინმე გამოჩნდეს ნიკას ცხოვრებაში

 


№2  offline წევრი Duci

უღრმესი მადლობა შეფასებისთვის,შეძლებისდაგვარად მალე დავდებ.ვნახოთ რა მოხდება სავარაუდოდ ორ ან სამ თავში დავამთავრებ love

 


№3  offline წევრი Duci

ბევრი მკითხველი არ მყავს მაგრამ ვინც კითხულობთ თუნდაც ერთI ადამიანი კითხულობდეს გავაგრძელებ წერას თქვენ კიდევ ეცადეთ ხშირად დამიკომენტაროთ ეს მე დიდ სტიმულს მაძლევს love

 


№4  offline წევრი damnashave

საბაც არ მოკლა, recourse ძალიან მომწონს. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent