ინგრიდი…
ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, ჩემმა საცოლემ რომ მიმატოვა და ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი მესროლა. მისთვის არასოდდეს დამიყვირია, მითუმეტეს ხელი არ ამიწევია, მაგრამ ძალიან გავბრაზდი და სილა გავაწანი. შემაფურთხა და კარი გაიჯახუნა. სულ გავიყინე და ალბათ გავლურჯდი კიდეც. მუხლებზე დავეცი და პატარა ბავშვივით ავტირდი. “ჩემი ოცნების ქალისგან” ასეთ ტკივილს არ ველოდი… თითქოს მუცელში წიხლი ჩამაზილესო… თუმცა, არა.. ეს ბევრად უარესი იყო… თამბაქოსთვის თავის განებებას ვაპირებდი, თუმცა იმ დღეს მივხვდი რომ სისულელე იყო… მაღაზიაში შევიარე და ბაგეებსშორის მომაკვდინებელი ნისლისმფრქვევი ნივთი მოვათავსე… თებერვალი იყო… ოდნავ მიმდნარ-მომდნარი და გაჭუჭყიანებული თოვლით დაფარული… საკმაოდ ციოდა… თუმცა არ მახსოვს… ვერ ვგრძნობდი ვერაფერს… სიკვდილი შვება იქნებოდა, თუმცა სუიციდი ყოველთვის არაკაცობად და სისუსტედ მიმაჩნდა და ამ აზრის გავლებისთანავე მოვწყვიტე ჩემი გონებიდან და ბაბუაწვერასაით გავაბნიე სუსხიან თებერვალში… სახლიდან საკმაოდ შორს წამოვსულვარ… ვერც შევამჩნიე… თუმცა რას შევამჩნევდი?!… რამდენჯერმე ვიფიქრე დავბრუნდები “ჩემი ოცნების ქალს” ვთხოვ მაპატიოს და შემირიგდეს-მეთქი… თუმცა რისთვის ვთხოვდი პატიებას მეც არ ვიცოდი… ალბათ იმისთვის რომ გავარტყი… ჰო, უსათუოდ ამისთვის, თორემ მანამდე ხომ არაფერი ჩამიდენია მისი გულისგასაწყრომი?… თუმცა, აზრი არ აქვს… არ შემირიგდება… რომც შემირიგდეს არ მინდა! რად მინდა ნაძალადევი ურთიერთობა?… მან ხომ მანამდე მიმატოოვა სანამ გავარტყამდი?.. არც ვიცი რატომ გაუნელდა ეს გრძნობა ჩემდამი… მე ხომ.. მე ხომ ყველაფერს მისი სურვილების მიხედვით ვაკეთებდი?… პატიების თხოვნა, ჩემი აზრით, სამარცხვინო არაა, პირიქით ეს იმის მანიშნებელია რომ შეგიძლია შეცდომების მონანიება… თუმცა… შეცდომას ვერ ვხედავდი მოსსანანიებლად… თუ აფექტის მდგომარეობაში მისთვის გარტყმულ სილას არ ჩავთვლიდი… სკამზე ჩამოვჯექი და თავი ჩავღუნე… ქალის ქვითინი ჩამესმა… მეგონა, ჩემი “ოცნების ქალი” ტირის, უსათუოდ ნანობს და მე მისი ხმა მესმის-მეთქი… მეგონა ზედმეტად ახლო კავშირში იყო ჩვენი სულები ერთმანეთთან, მაგრამ როგორც კი თავი ავწიე, ოცნების კოშკებიც წამში დაინგრა… ოდნავ მოშორებით, ჩემს წინ სკამზე ქალი იჯდა და ტიროდა… არ ვიცი რა ძალამ მაიძულა მასთან მიახლოება, თანაც ეს ყველაფერი ისე გაუაზრებლად მოხდა, როდესაც გონს მოვეგე ქალის ფერხთით ვიყავი ჩაჩოქილი, ტალახიან თოვლში და დიდრონ შავ თვალებში ჩავცქეროდი, წყლით რომ ჰქონდა ამოვსებული… -რატომ ტირი?-ვკითხე… -და შენ რატომ ტიროდი?-შემომიბრუნა კითხვა… -მე არ ვტიროდი… -კარგი, მაშინ არც მე ვტირი… -მიმატოვეს…-ვუპასუხე მე… -მეც…-ამ სიტყვებმა პირდაპირ გულში გამიარა, და უმალ ჩემი ყურადღება მისი გამობურცული მუცლისკენ მიაპყრო… -რატომ? -სიკვდილს ასე უნდოდა…- თითქოს გულზე მომეშვა, ვერ წარმომედგინა, რომ ნორმალურ კაცს ამ მდგომარეობაში, ასეთი მშვენიერი ქალი მიეტოვებინა… ალბათ 35წლამდე იქნებოდა, მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყო… მუცელი კი უფრო ამშვენებდა… -სხვა შვილები გყავთ? -არა ეს პირველია… ნანატრი შვილი… -გვიან გათხოვდით? -არა, პირიქით, ძალიან ადრე 17 წლისაც არ ვიყავი… მეუღლე კი ჩემზე ორჯერ მაინც დიდი იყო… თუმცა მე ძალიან შემიყვარდა… არ ვიცი მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო… ობოლი ვარ… არც მეგობრები მყავს… არც სამსახური… თუმცა ჩემი მეუღლის დატოვებული ქონება, ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა… თუმცა სულიერად დავეცი და გვერდით არავინ მყავს… საერთოდ არავინ… ამ ქალმა ჩემში სევდა შემოიტანა… შემეცოდა და თავში ერთმა გიჟურმა აზრმა გამიელვა… თუმცა მაშინვე გადავიფიქრე… მუხლებზე თავი დავადე და ავტრდი… პატარა ბავშვივით… დედისკალთას მიკედლებული მუხლგადაყვლეფილი პატარა ბიჭივით… ქალმაც დედობრივი მზრუნველობით თმაში ხელი შემიცურა და მოფერება დამიწყო… -შენ რატომ მიგატოვეს? -არ ვიცი, ისე, უბრალოდ… აღარ მიყვარხარო და მორჩა წავიდა… -არაუშავს… სხვაც გამოჩნდება ჯერ პატარა ხარ… ცხოვრებაზე გასაწყრომად… -საცოლე იყო… -რამდენი წლის ხარ? -19… -რა გეჩქარებოდა? -მიყვარდა… -და ის რამხელაა? -20… -უფროსი ქალები მოგწონს?-მკითხა და მივხვდი რომ იღიმოდა… თავი ავწიე და მივაჩერდი თვალებში… -1წლითაც არაა დიდი, სულ რამდენიმე თვით… -ვიხუმრე… ასაკს არ აქვს მნიშვნელობაო, გაგებული გექნება, პირადად გამოვცადე… -და თქვენ რამდენი წლის ხართ? -37… -საერთოდ არ გეტყობათ… -მადლობა… -რა მოუვიდა თქვენს მეუღლეს? -სიმსივნე ჰქონდა და მიმალავდა თურმე… იცოდა რომ ვერ ავიტანდი… -ძალიან გიყვარდათ? -კი… ძალიან… -მეც მიყვარდა… -ამიტომაც გეტკინა გული ასე ძალიან… -ჰო, ალბათ…-წამოვდექი და გვერდით დავუჯექი… -შეიძლება ვიმეგობროთ?-ვკითხე თითქმის ჩურჩულით… -რა თქმა უნდა… მას შემდეგ ყოველდღე ვხვდებოდით ამ სკამზე ერთმანეთს, ერთსა და იმავე დროს… მე ამ ქალის სახელიც კი არ ვიცოდი… არც მან იცოდა… არც მისამართი… არც ტელეფონი… თუმცა ეს საჭირო არც იყო… ძალიან დავახლოვდით… მივხვდი რომ შემიყვარდა… თუმცა ერთი თვე ძლივს იყო გასული რაც ვიცნობდი… ვიცნობდი კი? მე ხომ სახელიც არ ვიცოდი?… დედის დღეს იები ვაჩუქე… ძალიან გაუხარდა. გვერდით დავუჯექი, ჩვეულებისამებრ… ისევ ვსაუბრობდით… სასაუბრო თემა ხომ სულ გვქონდა? მერე უცებ ორივე გავჩუმდიტ და ეს სამარისებური სიჩუმე ისევ მე დავარღვიე… -შეიძლება შევეხო?-მივანიშნე მის მუცელზე აღმართულ პატარა გორაკზე… -რა თქმა უნდა…-მიპასუხა და გამიღიმა. ხელი კანკალით მივუახლოვე და ბორცვს შევეხე… თითქოს ჩემს გაყინულ ხელში სითბო ჩაიღვარა და გულის გამაწყალებელი ზოზინით მთელ სხეულს მოედო… დავმშვიდდი რაღაცნაირად… -ბიჭია? -არ ვიცი… მემგონი გოგონა… -რატომ გგონია? -გრძელი თმა აქვს და მეხახუნება…-ორივემ გადავიხარხარეთ, და მომენტალურად გავირინდეთ… ხელი, რომელიც პატარა ბორცვზე მედო გაინძრა… -შემეხო… შენი შვილი შემეხო… -ვიცი, მეც შემეხო…-მითხრა და ისევ გაიღიმა… ღმერთო რა ლამაზია როცა იღიმის… რა საოცარი… არადა იმ დღეს, პირველად რომ ვნახე მხოლოდ სიბრალულის გრძნობას მიღძრავდა…ახლა კი… რაღაც სხვას ვგრძნობ მის მიმართ და ვხვდები რომ შევცდი, როცა ჩემი ყოფილი საცოლე ოცნების ქალად მივიჩნიე, რადგან ჩემი ოცნების ქალი ის კი არა, ეს მუცელგორაკიანი, ჩემზე საკმაოდ უფროსი ქალია… რომლის სახელიც კი არ ვიცი, მაგგრამ ასე თავდავიწყებით მიყვარს ისიც და მისი პატარა ბორცვიც მუცელზე, რომელიც, არც კი ვიცი ჯერ ბავშვია თუ რაიმე სიმახინჯე, ბავშვის მსგავსი… თუმცა ვიცი რომ ცოცხალია და მეხება… და ვიცი რომ გრძელი თმა აქვს… დედამისმა მითხრა… მეორე დღეს შემამჩნია რომ ზედმეტად ვღელავდი. მაშინვე მკითხა რა გჭირსო… თავიდან ვყოყმანოდი… არაფერი-მეთქი დავიჟინე… თუმცა ვერ მოვითმინე და ვუთხარი: -შემიყვარდით… -რა? -ჰო, ორივე…-დავინახე რომ ატირდა… ხმა არ ამოიღო… -მინდა ჩემი ცოლი გახდე… -მე ხომ ახლახან დავქვრივდი… -ვიცი, ამიტომ არ გეუბნებოდი არაფერს… -ხომ იცი რომ ჩვენს შორის დიდი უფსკრულია… გადაულახავი… -მე ავაშენებ ხიდს მაგ უფსკრულისთვის, შენ ოღონდ დამთანხმდი… -მაპატიე, უნდა წავიდე… -ძალიან გთხოვ დარჩი… ხმას აღარ ამოვიღებ… -მშვიდობით… ადგა და წავიდა… მე კიდევ დიდხანს ვიჯექი იმედგაცრუებული სკამზე… ბეჭედი მისთვის რომ უნდა მიმეცა, პატარა, ბაბთაგამობმულ ყუთში იდო, ეს ყუთი კი – ჩემი ქურთუკის ჯიბეში… უკვე მეორედ უარყოფილი, გულმოკლული, გამწარებული ვიყავი და ძალები ვერ მოვზომე… ყუთი მუშტში მოვაქციე და თითქმის შემომეფშვნა ხელში… მერე ავდექი და პირველივე სანაგვე ურნაში მოვათავსე… ცოტა რომ გავიარე, ჩემი მუცელგორაკიანი დავინახე სკამზე იჯდა და ტიროდა… ზუსტად ისევე როგორც მაშინ… უკან გავბრუნდი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი… ყველა შემხვედრი ნაგვის ურნა ამოვქექე სანამ არ მივაგენი იმას რაც ცოტახნისწინ მოვისროლე… ისევ გავიქეცი… ამჯერად წინ… ისევ იქ იჯდა… მივირბინე და ზუსტად ისე, როგორც მაშინ, მის მუხლებთან გავემხე… კალთაში თავი ჩავუდე და ისევ ვიტირე… თუმცა მიზეზი ამჯერად სხვა იყო… მერე თავი ავწიე და მუხლებზე ნაგვის სუნით კარგად გაჟღენთილი, ბაფთა გამობმული და ნახევრად დაფშვნილი პატარა კოლოფი დავუდე… -თუ გინდა არ დამთანხმდე… მაგრამ ეს შენია…-ავდექი და წამოვედი… ისევ ყოველდღე მივდიოდი იმ სკამთან თუმცა ქალი იქ აღარ მხვდებოდა… ერთხელ მეტროში დავინახე… შორს ვიყავი, თუმცა ვიცი რომ ის იყო… მუცლით ვიცანი… ავედევნე მაგრამ გამასწრო… მეორე დღეს იმ სკამთან მოვიდა. თავზე ხელი დამადო და ყურში ჩამჩურჩულა… -თანახმა ვარ…-ჩემზე ბედნიერი იმ დროს ალბათ არავინ არ იყო მთელ დედამიწაზე… იმ დღეს მასთან დავრჩი… მის ოთახში… მის საწოლში მეძინა… იქ სადაც ყველაფერს მისი და მისი გორაკის სუნი ასდიოდა… მას ჩემს გულზე ედო თავი და ისე ეძინა… ალბათ ფეთქვაც კი ესმოდა… მეორე დღეს დედაჩემი დაინტერესდა სად ვიყავი. მეც ვუპასუხე რომ საცოლე მყავდა. გაცნობა მოისურვა. თან გაუკვირდა ასე სწრაფად რომ გამოვიცვალე ოცნების ქალი. თუმცა ვიცოდი წინა საცოლე დიდად გულზე არ ეხატებოდა არასდროს მაგრძნობინებდა ამას… ჩემი მუცელგორაკიანი ჩემს მოხუც დედიკოსთან მივიყვანე. ნეტავ ეს არ გამეკეთებინა… ახლა ძალიან ვნანობ… დედიკო მის წასვლასაც კი არ დაელოდა პირდაპირ მომახალა: -ეს უკვე მეტისმეტია! ის აუტანელი ხასიათის გოგო რომ მოგყავდა ცოლად თვალი დავხუჭე, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია! შენზე ორჯერ მაინც დიდია, თან ამხელა მუცლით! შენ რა იცი ვისი ჰყავს შიგნით?!-საერთოდ ძალიან მშვიდი ვარ, მითუმეტეს დედასთან მიმართებაში მაგრამ ამჯერად ძალიან გავცხარდი და დედას ვუყვირე. -ეგ ცემი შვილია! და ეს ქალი სულაც არაა ორჯერ დიდი, მოგიწევს შეეგუო ან დამემშვიდობო სამუდამოდ!-ჩემს აცრემლებულ მუცელგორაკიანს ხელი ჩავჭიდე და კარი გავიჯახუნე… ძალიან ავღელდი. თუმცა მასთან ვცდილობდი არ შემემჩნია, ამიტომ გავიღიმე და გასეირნება შევთავაზე. უარი მითხრა. -დედაშენი მართალია… ჩვენს შორის დიდი კედელია… -ჰოდა დავანგრევ! წერაქვით, ჩაქუჩით ან კოვზით! თუ არცერთი მექნება ჩემი ხელებით გავაკეთებ ამას!-ძალიან მესიამოვნა როცა გამიღიმა. შინ დავბრუნდით… მასთან… იქ დავრჩი… ყოველდღე იქ ვრჩებოდი… და ძალიან ბედნიერი ვიყავი… ერთხელ მაღაზიაში გამგზავნა… როდესაც დავბრუნდი, სახლში ვერ ვიპოვე… სამაგიეროდ პატარა ბარათი ვიპოვე საწოლზე წარწერით: “დედაშენი მართალია, მე კი არ ვარ უპასუხისმგებლო, ძალიან მიმძიმს შენთვის ამხელა ტვირთის აკიდება, ახალგაზრდა ხარ და ცხოვრება წინ გაქვს… მინდა ბედნიერი იყოთ… მე და ჩემი შვილი კი მხოლოდ ზედმეტი ტვირთი ვართ შენთვის ამ ასაკში… მაპატიე… მიყვარხარ… მშვიდობით… ინგრიდი” შოკში ვიყავი… “ინგრიდი”… რა ლამაზი სახელია… “საცოლეა და არც კი ვიცოდი” -გავიფიქრე, – “ნეტავ სად წავიდა?” ეს ხომ მისი სახლია, თან არავინ ჰყავს…. ამის გაფიქრება იყო რომ აივნის კარები გაჯახუნდა მეორე სართულზე… “ალბათ წასვლა ვერ მოასწრო-მეთქი და წამებში ავირბინე 37 მარმარილოს დახვეული კიბე… 37… ინგრიდიც ხომ 37 წლისაა?… აივანზე გავედი და რაც იქ ვნახე არასოდეს დამავიწყდება… მოაჯირზე იდგა… სახით ჩემკენ და იღიმოდა… მაგრამ ეს ისეთი სევდიანი ღიმილი იყო… ეს ღიმილი სულ არ ჰგავდა ძველებურს… -ეს არ გააკეთო, გთხოვ!-ავღრიალდი ბოლო ხმაზე… -მაპატიე…-მითხრა და გაფრინდა… ….. ბედის ირონია ის იყო როცა სასწრაფოს მანქანიდან ჩემი ყოფილი საცოლე გამომეცხადა ექთნის რანგში. მე კი ინგიდის წინ ვიყავი ჩაჩოქილი და ხელებს ვუკოცნიდი. ჯერ კიდევ ფეთქავდა, ამიტომ იმედი არ დამიკარგავს რომ გადამირჩენდნენ ჩემი ოცნების ნამდვილ ქალს… თვალი გაახილა და ძლივს ჩაიბურტყუნა: -ინგრიდი… ინგრიდი მქვია… -ვიცი ძვირფასო, ვიცი… მე ირაკლი… -მეც ვიცი… დედაშენთან რომ ვიყავით მაშინ მივხვდი… -ნუ ლაპარაკობ ძვირფასო გაჩუმდი… როდესაც ექიმებმა საკაცით მანქანაში აიყვანეს მეც ავედევნე, თან მოვყვები-მეთქი, ჩემმა ექთანმა აგდებით მიპასუხა, ისე თითხოს უცნობები ვყოფილიყავით: -მხოლოდ ნათესავები შეიძლება… -ქმარი ვარ…-ვუპასუხე და თითქმის გაქანებულ მანქანას შევახტი. ჩემს ყოფილ საცოლეს სახეზე ფერი არ ედო, მთლიანად კანკალებდა და ძლივს გასაგონად ბურდღუნებდა “მოღალატეო”… აი, ნამდვილი პარადოქსი… თითქოს მე მივატოვე უფსკრულის პირას და თან ხელიც ვკარი… ჩემი მოხუცი დედიკო საავადმყოფოში მოვარდა და პატიებას მევედრებოდა, მე კი მხოლოდ მას ვადანაშაულებდი ინგრიდის ამ ქმედებაში და რომ მომკვდარიყო, იცოდა არასოდეს ვაპატიებდი, ამიტომ ყოველწამს ლოცულობდა. მე კი ამრეზით ვუყურებდი და ყურადღებასაც არ ვაქცევდი… ინგრიდი დაიღუპა, თუმცა მისგან საჩუქრად პატარა გოგონა დამრჩა… მასაც დედასავით ინგრიდი ჰქვია… ერთად ვცხოვრობთ დედისეულ სახლში… ახლა სამი წლისაა… ძალიან უყვარს ჩემი მოხუცი დედიკო… დედიკოსაც უყვარს პატარა ინგრიდი, დარწმუნებულია რომ მართლა ჩემი შვილია… დედამისს ჰგავს, თუმცა, არა… მე უფრო მგავს! არ შევურიგდებოდი დედიკოს, თუმცა ერთ ღამეს სიზმრად ვნახე ჩემი ინგრიდი და მან მთხოვა… მისი ბრალი არ არის, შენთვის მხოლოდ კარგი უნდაო… ყველას გაუკვირდა პატარა გოგონა როგორ გადაურჩა დედის მუცელშივე ჩაშლას, თუმცა მე მივხვდი, რომ ინგრიდს მისი მოკვრა არც სურდა, ამიტომ გადაეშვა ზურგით… ყველაზე დიდი სევდა იმან მომგვარა როცა აღმოვაჩინე რომ ინგრიდმა ქონება ბავშვს კი არა, მე დამიტოვა… მე და პატარა ინგრიდი ხშირად ვსეირნობთ იქ, სადაც ადრე ამას დედამისთან ერთად ვაკეთებდი… ერთხელ მასთან ერთად სეირნობისას ჩემი ყოფილი საცოლე ამედევნა თვალები ნიანგის ცრემლებით ჰქონდა გატენილი და პატიებას მთხოვდა… ისეთი უსუსური და სასაცილო იყო ჩემს თვალში… ადრე რომ მენახა მისი ასეთი ცრემლიანი თვალები ალბათ კოცნით ამოვუშრობდი, მაგრამ ახლა არა! ახლა მისდამი მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ, თანაც ინგრიდისნნაირი მშვენიერების, სულიერი სიწმინდის განსახიერების შემდეგ, ასეთი ბინძური, მძორის სუნით აყროლებული სულის ადამიანს ვეღარ შევხედავდი… უბრალოდ მძულს… იმის ძალა არ შემწევს, რომ არაფერი განვიცადო მისდამი… მისი მოყენებული ჭრილობებისადმი, რომლებზეც ინგრიდი მომედო მალამოდ… ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.