შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედა ფებრონია


26-05-2015, 08:34
ავტორი Firefly
ნანახია 3 145

ახლა რომ გითხრა აღარ მიყვარხარ მე მოვიტყუებ,და ვერც იმას გეტყვი "მე შენ მიყვარხარ"...რაც იყო იყო.და უკვე მორჩა.თუმცა მე კი ამ "იყოთი"ვცოცხლობ.ალბად დრო გავა ტკივილიც წავა.მაგრამ ვის ვატყუებ!უკვე საკმაო დრომ განვლო და არაფერი შეცვლილა.თუმცა კი შეიცვალა შენ ოჯახი გყავს,აი ისეთი ადრე რომ ოცნებობდი,შვილიც გყავს.მეე?მე,არავინ ვარ,არაფერი ვარ,დაღვენთილი სანთელი ვარ,დაფერფლილი.მე შენით ვცოცხლობ.უკვე გავიზარდე,სწავლასაც მოვრჩი.და უკან დავბრუნდი.ქუჩებში დავხეტიალობ და წარსულს ვიხსენებ,ჩემთვის მალამოდ ცხებულს ცრემლებიც ღაპაღუპით ეშვება ტუჩებზე.მახსოვს ადრე ვერ იტანდი როცა ცრემლიანს მნახავდი,სულ გულში მიკრავდი თვალებს მიკოცნიდი.ყოველი ქუჩა მახსენებს "ჩვენს"სიყვარულს.მახსოვს როგორ მისრულებდი ყველაფერს,მახსოვს საჰაერობუშტით რომ ვიფრინეთ მე და შენ,შენ მაშინ მითხარი რომ გიყვარდი,ყველაზე მეტად.მაშინ მომპარე პირველი ამბორი._ცრემლები...ისევ გაიხსნა შეუხორცებელი იარა.ალბად ასე უნდა მომხდაროყო,ჩვენი გზა უნდა გაყრილიყო.მახსოვს როგორ უნდოდა აწ უკვე შენს ცოლს ჩვენი დაშორება(სიმწრის ღიმილი),ასე მოხდა კიდეც.უბრალოდ მორჩა ანასა და რეზის სიყვარულის 8წლიანი ისტორია.უბრალოდ მორჩა და მორჩა.ჯანდაბა!!!მაგრამ ჩემთვის არ მორჩა!!!ჯანდაბა!!!ჯანდაბა!მე ისევ მიყვარს!მიყვარს და რავწნა?როგორ ჩავკლა ეს გრძნობა ჩემში?მართალია"უშენოდ მზეც არ მზეობს ცის კამარაზე".უშენოდ შავთეთრ სამყაროში ვცოცხლობ.რთული იყო არის და იქნება უშენობა,მაგრამ შენი ბედნიერება მეც მაბედნიერებს,არ ვარ ეგოისტი მეც ხომ შემეძლო შენი თავი ისევე წამერთმია შენი ცოლისათვის როგორც მე წამარათვა.მაგრამ არა,მე მაბრკოლებს სინდისი,და შიში უფლისადმი.მე არ მაშინებს მომავალი,მომავალი რომელიც შენ არ გითვალისწინებს,მომავალი რომელიც სულ რაღაც ხუთი წლის წინ ერთად წარმოგვედგინა.მოგონებამ თავსი ქნა ისევ მწარედ ამეტირა.მაგრამ მე არასოდეს დამიჩივლია უფალთან რატომ წამართვი მეთქი სიყვარული,არცერთხელ მითქვამს ჩემი ბედის ვაება.იმიტომ რომ ცხოვრება გრძელდება.მე არასდროს მოვალ შენთან,არასდროს ჩავდგები შენსა და შენს ოჯახს შორის.იმდენად მიყვარხარ,იმდენად რომ მეც მყოფნის შენი ბედნიერება,რომელიც სხვა ქალს ეკუთვნს.ალბად ეს არის ნამდვილი სიყვარული,უანგარო,წმინდა და სათუთი.იცი მე შენ მეამაყები!იმიტომ რომ ჩემსავით სევდას არ მიეცი თავი,რომ ასე მარტივად დამივიწყე მეც და წარსულიც,მე კი არ მეყო ნებისყოფა ამომეშალე ჩემი ცხოვრებიდან.შენ ჩემი პირველი და უკანსკნელი სიყბარული ხარ და იქნები.ბევრი რამ შეიცვალა შენი წასვლს შემდეგ,ოჯახი დავკარგე,ყველაფერი მიუსაფარ,გაჭირვებულ,ადამიანებს მივეცი.იმიტომ რომ მე უბრალოდ მიმდოდა ისინი ცხოვრებით დამტკბარიუვნენ.
მე ჩემი მთელი ცხოვრება შევცვალე,იერუსალიმში ერთერთ მიუვალ მონასტერში აღვიკვეცე და მთელი ცხოვრება უფალასა და გზას აცდენილ ხალხს მივუძღვენი.მივხვდი რომ ყველაზე ბედნიერი ვარ აქ!ხელს ვუწვდი გაჭირვებულს,რჩევას ვაძლევ გზასაცდენილს,ურწმუნოს ვაიმედებ.ეს არის ჩემი მისია.მაგრამ შენ ისევ ხარ,ჩემში.უკვე 25წლის ვარ უფალის მადლით ყველაფერს ვუძლებ,დედა ფებრონია შემარქვეს.არ გეგონოს ჩემი სიყვარული გაქრა არა!გულში ისევ მიყვარხარ,შორიდან გეტრფი.ყოველ საღამოს უფალს ვავედრებ შენს ოჯახს უფალს რომ წყალობა და ბედნიერება არ მოგაკლდეთ.მე აღარ ვარ ანა,შენი ანა მე ფებრონია ვარ რომელსაც თურმე ანა გულში მალავდა,მაგრამ ის გამოჩნდა,ღამე ანა ისევ გნატრობს და გიფარავს ავსულისაგან!
უფალო გემუდარები შენი მოწყალების კალთა გადააფარე ერეკლეს და მის ოჯახს,წყალობას ნუ მოაკლებ აარიდე განსაცდელი.ამინ!



№2  offline წევრი kurt cobain

მომეწონა,მაგრამ ჩემი აზრით გაგრძელება არ უნდა ჰქონდეს.))

 


№3  offline წევრი kurt cobain

eremar
ratom wer aset rames? ratom aknineb monazvnobis gvawls??? monazvnad ar agikveceba pirovneba, romelic gamgamobit sxvisi ojaxis mamakacze fiqrobs, mas aseti ramebistvis ar scalia, gvtisa da eris winashe dakisrebuli movaleobisgan daglils ramodenime saatiga rcheba mosasveneblad , rata dzalebi moikribos da isev misi gvawlis agsrulebas sheudges.

kargi chanaxatia, magram umjobesi iqneboda, tu monazvnis saxelit ar dawerdi. sxva danarcheni mshvenieria.

da tu locvebshi moixseniebs da gmerts sheavedrebs mas da mis ojaxs, es ketili saqmea!


100%

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent