შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე- 6თავი


26-05-2015, 13:21
ავტორი Duci
ნანახია 1 888

მეგობრობა
ეს ის ერთ-ერთი ფენომენია რომლის ახსნა მე მიჭირს.სწორადაა ნათქვამი
მეგობრობა ესაა ორი ადამიანის ურთიერთობა,რომელთა სული ერთიანდება სხეული კი არა(სიტყვა სიტყვით ვერ ვიხსენებ შინაარსი კი ასეთი აქ მაგ გამოთქმას არ გამკიცხოთ ამის გამო)
ჩვენ დროში ცოტა რთულია ადამიანს მეგობარი უწოდო.ყველას უყვარხარ სანამ შენგან რაიმეს მიღების შანსი აქვთ.მაგრამ შეიძლება დადგეს მომენტი,გაგიჭირდეს და გვერდით როცა გაიხედავ ან აღარავინ იდგება,ან ის ერთი მთელი ცხოვრება მუდამ შენთან რომ იყო.
თითქოს ამბობენ რომ გაუფასურდა ყველაფერიო,მეგობრობაცო,სიყვარულიცო,მე კი ვფიქრობ რომ ყველასთვის ასე არაა.მეგობრობა გააუფასურდა იმ ხალისთვის ვინც არ იციან ამის მნიშვნელობა.როგორ შეიძლება ადამიანს შენს გულის ნადებს უზიარებდე,ისიც ანალოგიურს აკეთებდეს,ლხინში,ბედნიერებაში მასთან იყო და გასაჭირში მიატოვო.ეს ჩემ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ყოველთვის მიამიტი ვიყავი და ყველა ვინც დამიახლოვდებოდა ყველას ვენდობოდი,ყველა ჩემი მეგობარი მეგონა.ადრე უფასო მეგონა ურთიერთობები ახლა ვატყობ ეს სიწმინდე მატერიალური გახდა. უფალმა თქვა მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.
გიფიქრიათ რას იზამდით ასეთ დროს?? თქვენ თავად ხართ ისეთი მეგობრები სხვას რომ არ შეეპაროს თქვენში ეჭვი? საბედნიეროდ მე მყავს ასეთი მეგობარი ვინც მუდამ გვერდით მიდგას,იმედი მაქვს თქვენც.
და ბოლოს მეგობრობა მარტო ლხინსა თუ ჭირში ერთად ყოფნა არაა ეს ბევეად მეტია,მისი ტკივილი ისე უნდა გტკიოდეს როგორც საკუთარი,სიხარული კი ათჯერ მეტად უნდა გიხაროდეს.ესაა მეგობრობა და არა ის ყოველ დღე სხვა და სხვა ბარებში სიარული,გართობა და დღე და ღამე ტელეფონზე ჭორაობა.


***


ძალიან უჭირდათ ნუცას გარეშე ყველას.
ნია ფეხმძიმედ იყო,ამდენ ნერვიუკობას ვერ გაუძლო
მუცელი ლამის მოეშალა.
წოლოთი რეჟიმი დაუნიშნეს.
გაუსაძლისი იყო ნუცას მონატრება ყველასთვის.
მაგრამ ყველაზე მეტად ნიკას შემდეგ ნიას უჭირდა.თითქოს თავისი თავის ერთი ნახევარი დაკარგა.
საუკეთესო მრჩეველი,დაც იყო მისი და დაზე მეტიც.
ამ ორმა ერთად ბევრი გადაიტანეს.
ერთმანეთის გარეშე საათიც ვერ ძლებდნენ,ახლა ნიას კიდე უსასრულოდ უნდა გაეძლო.
თითქოს ფეხ ქვეშ მიწა გამოეცლაო.


ზურას მეორე დასვით ჰყავდა.
ნია და ნუცა ხომ ერთად იზრდებოდნენ.
მუდამ აქცევდა ყურადღებას ნუცასაც.
ეზოში თუ ვინმე აწყწნინებდა ზურა იყო მისი დამცველი.
ნუცასაც მუდამ ჰქონდა მისი იმედი
არასდროს უგრძვნა რომ და-ძმა არ ჰყავდა.ეს ორი ავსებდნენ ამ სიცარიელეს
ზურა ნიკას ბაღიდან ეძმაკაცება.
ახლა ყველაზე მეტად ნიკა აღელვებს,იცის როგორი გულჩათხრობილიცაა.
ზედმეტად არავის მოახვევს თავის გულის ნადებს და დარდს.
მას უნდა დაუდგეს გვერდით.
იქნებ როგორმე შეუმსუბუქოს ტკივილი.


გიოს და ნუცას სხვა ურთიერთობა ჰქონდათ.
მოკლე დროში გახდა ნუცა გიოს საუკეთესო მეგობარი.
ახლაც გიოს ცოლი რომ მოჰყავს ნუცას დამსახურებაა.
ნუცას რჩევებს ითვალისწინებდა მუდამ.მერე ბიჭებისას და ბოლოს სამივე ძმაკაცი ეჭვიანობდა ნუცაზე.
ზოგჯერ ისეთ რამეებსაც უყვებოდა ბიჭებმაც რომ არ იცოდნენ.
ყველა გოგოს ვინც მოეწონებოდა ჯერ მას აცნობდა,მის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და თუ დადებით პასუხს მიიღებდა მერე აცნობდა ბიჭებს.
იცოდა ნუცა იყო მხოლოდ ასეთი და სხვა ვერც ვერავინ გახდებოდა მისი შემცვლელი.
ვერც ნია.
ნუცა იყო ასეთი ყველასთან საერთო ენას რომ აუცილებლად გამოძებნიდა.
მისი თვალებიდან მუდამ ნდობა გამოსჭვიოდა.


ალექსი სულ სხვა შემთხვევა იყო.
გაცნობის დღიდანვე მიხვდა ნუცა იქნებოდა მისი მშველელი ნიას ჯიუტი ხასიათი რომ გაეტეხა.
მაშინ პირველად რომ დაინახა,მხოლოდ მან ამოიკითხა ნუცას თვალებში ის სიხარულის სხივი ნიკას გაცნობამ რომ გამოიწვია.
შეამჩნია როგორ აუთრთოლდა სხეული.ნუცა არ იმჩნევდა მაგრამ ალექსი ზედმეტად დაკვირვებული იყო.ვერაფერს გამოაპარებდი.
ანგელოზივით მოევლინა მას და ნიას.
მისი წყალობით მოხდა ბევრი რამ.
მასაც დასავით უყვარდა უსაყვარლესი პიროვნება.



თინა ბებო უნდა გენახათ ნუცას დაკრძალვაზე როგორ ტიროდა.
თითქოს საკუთარი შვილი ჩააწვინა საფლავშიო.
თუმცა მისი გაზრდილი იყო ნახევრად და როგორ არ დასწყდებოდა გული.
ენანებოდა ამ სილამაზის მიწისთვის მიბარება.
სამჯერ შეუწუხდა გული,კაპლებით ძლივს მოიყვანეს გონს.
დაემხო ნუცას სასახლეზე და მანამ არ ადგა სანამ ცრემლი არ გაუშრა.
ვერავინ ამშვიდებდა.
ლამის უკან გაჰყვა ნუცას.
ჩემი გოგო დავკარგეო,ჩემი მეორე იმედი ზუკას და ნიას შემდეგო. ასე მოთქვამდა თინა ბებო.



მშობლის ტკივილი სულ სხვაა.
მშობელს ყველაზე მეტად უყვარს შვილი.დედას ყოველთვის ათჯერ მეტად სტკივა შვილის ტკივილი.
მხოლოდ ის თუ იგებდა სიცოცხლის ბოლო დღეებში როგორ წუხდა თავის შვილზე ნუცა.
ცრემლი არ უშრებოდა.
თვალებიდან არ ამოსდიოდა შვილის გაწამებული სახე ბოლო წამწბში.
თითქოს დანა ჩაასესო და ესც არ იკამრეს ამ დანას ხან წაღმა ატრიალებენ ხან უკუღმაო ასეთი შეგრძნება ჰქონდა.ერთადერთ შვილს აცილებდა იმ ქვეყნად და თან ატანდა თავის ნაწილსაც.პირველად მაშინ მოკვდა შვილის ავადმყოფიბა რომ გაიგო,მეორედ კი ხელებში როცა ჩააკვდა ნუცა.
მის თვალწინ დალია სული.
მშობელი დედის ხელებში.
დედის გულზე იპოვა დაბადების პირველ წამებში სიმშვიდე და დედის გულზევე დალია სული.

-შვილები უნდა აცილებდნენ მშობლებს საიქიოს და მე როგორ უნდა გაცილებდე 24წლის გოგოსო,შვილს მარტო როგორ ტოვებო,შენ ქმარს რატო აქვრივებ ახალგაზრდა ბიჭსო რა ნამუსოთ დაგვტოვეო
ასე აცილებდა შვილს.
საცოდაობა იყო ამისი ყურება.



ნიკას...
ნიკას ყოველი ნუცას გარეშე ჩასუნთქული ჰაერი ფილტვებს უმძიმებდა.
თითქოს ვეღარ სუნთქავდა.
ჰაერის უკმარისობას გრძნობდა.
ხვდებოდა მალე დაკარგავდა გონს,
ჯიბიდან ნუცას ყელსახვევი ამოიღო,
ცხვირთან მიიტანა და ღრმად შეისუნთქა.
უცებ გაიჟღინთა ნუცას სურნელით ფილტვები.
იგრძნო როგორ მოედო მთელ სხეულს სითბო.
გააკანკალა.
გულიც მოულბა.
გაუორმაგდა გულის ცემა.
გონება კი მთლიანად ნუცამ მოიცვა.

მერე საბა გაახსენდა.
ისევ დაუმძიმდა გული.
აღარც ნუცას სურნელი შველოდა.
იცოდა შვილისთვის მაგალითი უნდა მიეცა,მის გამო უნდა ყოფილიო ძლიერი.
სასმელის დალევაზე წამითაც არ უფიქრია,ნუცას მისცა პირობა არ გაეკარებოდა სანამ არ დარწმუნდებოდა რომ ალკოჰოლზე დმოკიდებული არ გახდებოდა.



საბასთვის დედა ყველაფერი იყო,
ცხოვრების აზრიდან დაწყებული,
საუკეთესო მეგობრით და დედით დამთავრებული.
იცოდა უდედოდ გაუჭირდებოდა,იმასაც ხვდებოდა მამას უფრი მეტად რომ უჭირდა და ამიტომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი სიძლიერე ეჩვენებინა მამისთვის.
არასდროს დაივიწყებდა დედის მადლიერებით სავსე თვალებს მის ყველა სურვილს რომ ხვდებოდა შვილი, არც ის აწყლიანებული თვალები დაავიწყდება სიცოცხლის ბოლო წუთებში უკანასკნელი კოცნა რომ დაუტოვა შუბლზე.
თითქოს ორივე გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას.
ამიტომაც დაუძახა ბებიამისს სასწრაფოდ და თვითონ ოთახი დატოვა,უნდოდა დედა ბედნიერი დახსომებოდა,მაგრამ მუდამ აცრემლებული,დაღონებული და ლოგინად ჩავარდნილი ახსოვდა
ამას კიდე ვეღარ გადაიტანდა, გარდაცვალების წუთებს ვეღარ უყურებდა.
დედა ბედნიერი ბოლოს მაშინ ახსოვს ნიამ რომ უთხრა ვთხოვდებიო და მერე ორსულიბის შესახებ რომ უთხრა უკვე ცუდად იყო და მხოკოდ გაღიმება შეძლო.არავინ იცის ეს რამდენად მტკივნეული იყო მისთვის,მხოლოდ საბა მიხვდა ამას.საოცარი ბავშვია,უჭკვიანესი ბევრი ბავშვი ამდენს ამ ასაკში ვერ გააანალიზებდა,თუ რა ხდებოდა მის თავს.



***


წლები გადიოდა საბა გაიზარდა.
ნიკამ თავისი ბიზნესი გააგრძელა.
გიოს და თავის მეუღლეს იანას ტყუპები ეყოლათ.
ნიას და ალექსის გოგო ჰყვდათ პატარა ნუცა.
ზუკა ჰყავდათ მხოლოდ კენტად,ერთი გოგო კი მოსწონდა მაგრამ სერიოზული ჯერ არაფერი იყო.
თინა ბებო მალევე დაიღუპა ნუცას შემდეგ.


***


2007 წელი იყო საბა 12 წლის იყო სკოლაში ჩხუბის გამო ექომთან რომ მოხვდა და ნიკა დაიბარა სასწრაფოდ.
ნიკამ ექიმის რჩევა გაითვალისწინა და თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ანალიზები გაუკეთა.
სასიამოვნო ექიმი შეხვდათ

დეა ექიმი.
ახალგაზრდა,ლამაზი,ჭკვიანი,განათლებული,მშვიდი და გაწონასწორებული იყო.მუდამ იღიმოდა და ყველა პაციენტს უყვარდა.
ანალიზების პასუხები როცა მიიღო ნიკა და საბა კაბინეტში დაიბარა.
მისალმების და გაცნიბის შემდეგ პაციენტის ანამნეზის შეკრებაზე გადავიდა.დაწვრიკებით გამოკითხა ბავშვს რა დაავადებები ჰქონდა გადატანილი,რატომ,მკურნალობის რა პროცედურები ჰქონდათ გავლილი.ცოგა კი გაუკვირდა მარტო მამა რო მოჰყვა შვილს იფიქრა მამა რა უნდა იცოდესო,მაგრამ სასურველი და ამომწურავი პასუხების შემდეგ გაოცდა ნიკამ ყელაფერი დაწვრილებით რომ მოუყვა.
შემდეგ ოჯახის ანამნეზის შეკრებაზე გადავიდა.განსაკუთრებით მისი ყურადღება დედის დაავადებამ მიიპყრო.
საბამ კაბინეტი უხმოდ დატოვა.არ შეეძლო მასზე საუბარი და არც მოსმენის სურვილი ჰქონდა.
ახლა კი გახდა ნათელი დეასთვის რატომ მოჰყვა მხოლოდ მამა საბას და გაუხარდა რომ მან შვილზე ამდენი რამ იცოდა.გულში სასიამივნო ნაპერწკალმა გაჰკრა.
-ძალიან ვაფასებ თქვენნაირ მშობლებს,ბევრ მამას ამისი მეოთხედიც არ ეცოდინებოდა.
-მადლობა,მე უბრალოდ მისით ვსუნთქავ და მისთვის ვცოცხლობ.ის ერთადერთი საგანძურია რაც მეუღლემ დამიტოვა,სიცოცხლეზე მეტად ვუფრთხილდები მის უკანასკნელ სურვილს.მხოლოდ საბამ შემაძლებინა ის ტკივილი გადამეტანა რაც გულზე დღემდე დაღად მადევს სახელად ნუცა.-უცნაურად გაიხსნა ამდენი წლის შემდეგ ნიკა უცხოსთან,თანაც ექიმთან.მაგრამ სასიამოვნოდ დაიცალა ემოციებისგან.
ექიმს ხვალინდელ ვიზიტზე შეუთანხმდა და დაემშვიდობა.


დატოვა თუ არა კაბინეტი ნიკამ,დეამ სასწრაფო კონსილიუმი მოიწვია.მთელი დღე გაგრძელდა სჯა-ბაასი,საბოლოოდ გადაწყვიტეს დამატებითი გამოკვლევები ჩაეტარებინათ.
წინასწარ კი ვარაუდობდნენ რომ დედის დაავადება გადაეცა მემკვიდრეობით საბას.



სულმოუთქმელად ველი თქვენ შეფასებებს იმედი მაქვს ცოტათი მაინც მოგწონთ :) :)))



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

აუუუუ ცოდოა რა ერთი ტკივილი არ ეყოფოდა?

 


№2  offline წევრი Duci

მეც მეცოდება მაგრამ რას ვიზამთ მთAვარი ჯერ წინაა sad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent