გა-ძარცვაა! (ნაწილი 1/3)
ამ ისტორიას სხვა ექაუნთით ვტვირთავდი ადრე, არ დამისრულებია და მომინდა თავიდან დამედო და ბარემ დამემთავრებინა. მეორე ნაწილი დაწერილი მაქვს, არც მესამეზე გალოდინებთ. უბრალოდ რადგანაც ახლიდან დავიწყე სტიმული მჭირდება და იმედია კომენტარების სახით გამიზიარებთ რასფიქრობთ *-*-* - ეგ ცოცხივით თმა შეიკარი! თვალში საცემია. წითურის ბოხმა ხმამ დააბრუნა რეალობაში თათია. - ჩემს თმას შეურაწყოფას ნუ აყენებ. არანაკლებ მკაცრი იყო გოგო. - ჰოდა მოუარე მაშინ. სარკაზმით უთხრა ბიჭმა. - შენი საქმე არაა როგორ მოვუვლი. ხმის ტემბრის შეუცვლელად გასცა პასუხი, თუმცა თმა თავისუფლად ჩაიწნა, ისე რომ აღარ „ეფრიალა“ ფანჯრიდან შემოვარდნილი სიოს გამო. - სწრაფად ატარებ, ეს უფრო თვალში საცემია. ნიშნის მოგებით თქვა უკან მჯდომმა. - ხომ არ გავიწყდებათ, ვინაა აქ უფროსი? რა ტონით ბედავთ ლაპარაკს?! დასჭექა საჭესთან მჯდომმა წითურმა და თმისფერი თვალები სათითაოდ მოავლო მანქანაში მსხდომებს. თუმცა დაჰყვა თანატოლის რჩევას. - რას ვაპირებთ, გაისმა მეოთხეს ხმაც. - მოვილაპარაკებთ.. თქვა უკან მჯდომმა. წითურმა მანქანა ტყის პირას შეაჩერა. ყველას თავისი ზურგჩანთა მოეგდო ზურგზე. ხმის ამოუღებლად შევიდნენ ღრმად. - საკმარისია, აქ ვერავინ დაგვინახავს. ამოილაპარაკა მეოთხემ ქოშინით და ხის ამოწეულ ფესვზე ჩამოჯდა. - აგაშენა ღმერთმა, გაუცინა აწ უკან მჯდომმა და ახლაც გვერდით მიუჯდა. მეოთხე უხერხულად შეიშმუშა და დისტანცია გაზარდა მასსა და ბიჭს შორის. - მართალი ხარ, აქ ვერავინ გაიგებს ჩვენი გეგმების შესახებ. ვის რამდენჯერ გაუკეთებია ეს საქმე? - „საქმეში“ რას გულისხმობთ? მე მეგონა ჩვენ ქემფინგისთვის სეკრეტ დაჯგუფებაზე უნდა გვესაუბრა. დაიბნა თათია. წითურმა გულიანად გადაიხარხარა და ბასრი კბილები გამოაჩინა. თათიას შეაჟრჟოლა ამ ხმაზე. - ჩვენი ქერა ახალია, აუხსენით ვინმემ, ამის თავი არ მაქვს. თქვა და ხელი ისე აიქნია, თითქოს მომაბეზრებელი ბუზი მოიშორა თავიდან. - პირველი, ქერა არვარ, უბრალოდ თაფლისფერი თმა მაქვს. მეორე თუ ქემფინგზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ არ ვაპირებ სხვა რამის განხილვას. ჩანთა მოიგდო და წასვლა დააპირა, გოგონას ჩაცინება მოესმა და ირგვლივ მიმოიხედა. „ჯანდაბა, აქ ყველა სიცილის ხასიათზეა? საით უნდა წავიდე.“ კოორდინირება გაუჭირდა და უკან მობრუნდა. - კარგით რას ვაპირებთ? - ოჰ, ქერა არც ისეთი სულელი ყოფილა. ისევ ირონია, ისევ სიცილი. თათიას საშინლად არ მოსწონდა ეს კამპანია. - არ ვარ ქერა. მშვიდად მიუგო და ისეთი თვალები მიანათა ხმა რომ ვეღარ ამოეღო ამ თემაზე წითურს. - მოკლედ, ყველას გვინდა ამ არდადეგებზე მაყუთის დათრევა.- საუბარში მეორე ბიჭი ჩაერთო. - როგორც ჩანს, მარტო შენ ხარ პირველად ასეთ საქმეში, მოკლედ აგიხსნი, ბრატ. ჩვენ იმ თანხის შოვნა გვინდა, რომელსაც პატიოსანი შრომით ვერ მიიღებ, - დელიკატური სახის მიმიკით განაგრძო სერიოზული საუბარი. - ჰოდა ჩვენც შენსავით მოვიფიქრეთ გავერთიანებულიყავით და თანატოლებთან ერთად გვეშოვნა ფული. ჯერ-ჯერობით გაუგებარია რამე? - რა საქმეზეა აქ საერთოდ საუბარი? რა ჯანდაბას აპირებთ? - პანიკა იგრძნობოდა თათიას ხმაში. - დამშვიდდი, საქმიდან სუფთად გამოხვალ, რაც ზაფხულში ხდება, ამ სეზონშივე რჩება. სხვა ნებისმიერ დროს, თუნდაც ქუჩაში რომ შეგხვდე გვერდს ჩამივლი, გასაგებია? - მე ჯერ არაფერზე დავთანხმებულვარ, ნაადრევიაა მგონი შედეგის განხილვა. - ხომ ვთქვი სულელი არაა-მეთქი. თუმცა აქ რომ ხარ - ეს უკვე თანხმობაა. - უკანონოს გაკეთების არანაირი სურვილი არ მაქვს. ტყიდან გასვლა მინდა, საით წავიდე? - კარგად დაფიქრდი. ხმა ამოიღო მეოთხემ. - რა ფიქრი უნდა, რაც არ უნდა ჩაფარცხოთ, ოდესმე მაინც გაირკვევა. მითუმეტეს, მომავალი იურისტი ვარ და არანაირი სურვილი არ მაქვს პირად საქმეში შავი ლაქა მქონდეს. - ფული ხომ გინდა? - ვერ გაიგე რა ვთქვი? უკანონო გზით მოპოვებული რა ჯანდაბად მინდა?! - მეც ეგრე მეგონა, ვფიქრობდი, სხვისი ფული არ შემერგებოდა, მაგრამ იცი რა მოხდა? მე რომ თავიდანვე დავთანხმდებოდი ამ ფრიად სასიამოვნო შემოთავაზებას, - ბოლო სიტყვები ირონია ნარევი მოწიწებით წარმოსთქვა. - დღეს აქ არ ვიქნებოდი, პირიქით, ჩემი ძმა ცოცხალი იქნებოდა და ის პირველი და დარწმუნებული ვარ უკანასკნელი, საქმე დავიწყებულიც მექნებოდა. მოკლედ რომ ვთქვა ფული ჩემი ძმისთვის მინდოდა რომელსაც ლეიკემია ჰქონდა, ამაზე უარი ვთქვი და მოკვდა. - ძალიან ვწუხვარ, - ჩაილაპარაკა დუმილის შემდეგ ხმაჩახლეჩილმა თათიამ. - მაგრამ, ახლა რისთვის გინდა? ის ფული ხომ ადრე გჭირდებოდა, ეხლაც რომ იშოვნო იმ დროს ხომ ვერ დააბრუნებ? ბოლომდე იბრძოდა თათია, ბოლომდე აგრძელებდა არგუმენტების ჩამოყრას. - ახლა დედა წევს საავადმყოფოში ფილტვის სიმსივნით, სასწრაფოდ მინდა სულ რაღაც რამდენიმე ათეული ათასი, ხომ ვერ მეტყვი ვენდისში მუშაობით ვიშოვნო ამდენი ფული თუ მათხოვრობით? - არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი ყველაფრიდანაა, ის კი ზუსტად ვიცი, მოცემულ მომენტში ეს ჩემი გამოსავალი არაა. მტკიცედ თქვა და გაბრუნდა, არ იცოდა საით წასულიყო, თუმცა 1-2 საათიანი გზის გავლის შემდეგ ხეები შეთხელდა და გოგონამაც ჯვრის მონასტერს მოჰკრა თვალი. ტრასაზე მალევე გავიდა და სამარშუტო ტაქსს მიახტა, თბილისში მიმავალს. გზაში აეკვიატა აზრი რომ თუ ამას არ დასთანხმდებოდა, მამამისსაც იგივე დაემართებოდა. ქვეცნობიერი აცდენდა, ჩასძახოდა: „ხომ გაიგე, რაც ზაფხულში ხდება, აქვე რჩება, ისევე როგორც ვეგასში, ვერ გადაიტან მამის სიკვდილს და თავს ყოველთვის დაიდანაშაულებ.“ „არა, -პაექრობას განაგრძობდნენ ფიქრები. - თვალებში როგორ ჩავხედო მამას, რა ვუთხრა მერე, როგორ ვიშოვნე-მეთქი.“ „მოიფიქრებ რამეს.“ „ოდესღაც ხომ მაინც მოკვდება, რაღა შერცხვენილი მოკვდეს, რაღა ისეთი სიცოცხლე ეთაკილოს შვილმა რომ გაისვარა. იქნებ თვალებში ზიზღი ჰქონდეს“ „თუ გინდა რომ საერთოდ მას ჩახედო თვალებში უკან მიბრუნდი, იდიოტო!“ შესძახა მაცდურმა და გოგონამ გააჩერა მანქანა, ჩამოხტა და უკან გაბრუნდა. *** - ხომ ვამბობდი ჭკვიანია-მეთქი! - სიხარულის შეძახილი გაისმა ხეებს შორის. - რაც შეიძლება ისეთი მოვიფიქროთ კანონი რომ ნაკლებად დაირღვეს. თვითონაც გაეცინა თავის სულელურ ნათქვამზე. - შენს გარეშე 1 წამითაც ვერაფერი მოვიფიქრეთ. დანანებით და აფერისტულად ჩაილაპარაკა ბიჭმა, რომელიც კვლავ მეოთხეს გვერდით იჯდა. - არ გავეცნოთ ერთმანეთს? - ჯობია ის სახელები დავუძახოთ ერთმანეთს, რაც გონებაში ვუწოდეთ. შემოთავაზება გააკეთა მეოთხემ. - კარგი აზრია, დაეთანხმა წითური. - მე მხოლოდ თქვენ ორს გიწოდეთ სახელი, კვლავ ჩაეცინა თათიას და თითები ორისკენ გაიშვირა, ბავშვივით. - მოკლედ შენ მეოთხე, შენ წითური , შეიძლება წითელიც დაგიძახო, ამაზე საერთოდ ვერაფერი მოვიფიქრე. და მესამეზე მიანიშნა თითით. - შესანიშნავია! ახლა გულღიად გაიცინა წითურმა და თათიამ გონებაში გაიფიქრა „სად იყავი აქამდე, ასე არ ჯობია?!“ - შენ მეგრელი ხარ ხომ? ჰკითხა თათიამ უსახელოდ დარჩენილს. - საიდან მიხვდი? - უცნაური ლოგიკა მაქვს. ნიშნის მოგებით და ღიმილით უთხრა, - რას იტყვით ტყვია რომ დავუძახოთ ამ ბიჭს? სიცილით თქვა გოგომ. - და ტყვია რატომ? გაიკვირვა მეგრელმა. - ია-ზე დაბოლოებული პირველი ეს გამახსენდა. - მართლაც უცნაური ლოგიკა გაქვს, ვიმეგობრებთ . გაუღიმა მეოთხემ. - ძალიანაც კარგი, მე რას მარქმევთ? ახლა თათიამ შეჰღიმა. - რას იტყვი მილიზე? - და რატომ მილი? გაეცინა თათიას. - ლამაზად იღიმი. ღიმილი რომ შევამოკლოთ გამოვა მილი, თვითკმაყოფილება იგრძნო მეოთხემ. - რა თქვი რა ფერის თმა მაქვსო? ელდა ნაკრავივით წამოიძახა ფიქრებში გართულმა წითელმა. - თაფლისფერი. - დაეჭვებით თქვა თათიამ და თმის ბოლოები თითებში მოიქცია, დახედა, თითქოს დარწმუნდა ხომ მართლა თაფლისფერიაო. - მოხდა რამე? - რას იტყვით თაფლის საწარმოდან ცოტა თაფლი რომ წამოგვეღო? თვალებ ანთებულმა შესძახა. - ასე მარტივი გგონია საწარმოდან პროდუქციის წამოღება? დისტრიბუციაშიც რომ შეიპარო ყველაფერი ისე კონტროლდება გრამს ვერ აიღებ. თავი გაიქნია თათიამ. - თან „ცოტაოდენი“ თაფლის წამოღებას არ დატოვებენ გამოუძიებელს. თქვენ კი საქმის პარტივად ჩაფარცხვას შემპირდით. და საერთოდაც ქურდობა არ გვინდა რა. - ქურდობა იცი როდისაა ქურდობა? ეშმაკები ახტუნავდნენ მეგრელის თვალებში. მეტი ეფექტისთვის გაჩუმდა და ტყეში ტყის ხმა გაამეფა. - ნუ დაგვტანჯე, ტყვია, როდის? ვერ მოითმინა მეოთხემ. - როცა ღარიბს პარავ, წარმოიდგინეთ იმხელა მეწარმე, როგორიც ანთაურია რამხელა ქონების პატრონია! თუ ვპარავთ მდიდარს და ჩვენ, საწყალი ღარიბები ვმდიდრდებით, ქურდობა არ გამოდის. - ეჰ, შორს ხარ ჩემი ლოგიკიდან დათა. ამოიოხრა მილიმ დანანებით. - მოიცა რა იცი რო დათა მქვია? გაოგნდა ტყვია. მილი სიცილისგან ჩაიკეცა. - თუთაშხიას პონტში დაგიძახე დათა. აუ ნაღდ გვარსაც გავიგებ, აინახავ. დაჰპირდა პირდაღებულ მეგრელს. - მეგრელს რო გააცურებ ეე. სიხარულით წამოიძახა მეოთხემ. - ანუ თაფლი? იკითხა წითელმა. - მე ნაცნობები მყავს შსს-ში, უცებ ჩაიფარცხება. მეოთხეს სახე გაებადრა. - იყოს თაფლი. თქვა მილიმ და უკვე სინდისმა შეაწუხა. ბინდდებოდა როცა ბავშვებმა უკან წამოსვლა გადაწყვიტეს, წითელმა წითელი მანქანით სათითაოდ დაარიგა თანამზრახველები და ღამის პირქუშ ცხოვრებას შეუერთდა. მეოთხემ საავადმყოფოში გაუბედავად შეაბიჯა და დედის პალატისკენ მიმავალმა უჩუმრად მისცა ცრემლებს გზა. ტყვია ნაქირავებ ბინაში შეიყუჟა, თუ ამას ბინა შეიძლება ეწოდოს, ჩამოხეული შპალერი, მწვანე, გახუნებული ჭერი და ბეტონის იატაკი საშინელ კონტრასტს ქმნიდა. მილი სახლში შევიდა, მამას დახედა და საწოლში შეძვრა. არ სჯეროდა ამას რომ აკეთებდა, მაინც სხვა გამოსავალს დაუწყო ძებნა და ჩაეძინა. ანთაური კი უდარდელად ატარებდა საუკეთესო წუთებს შვილთან ერთად. რას იფიქრებდნენ, თუ მათი ცხოვრება უწვეტი ჯაჭვივით გადაებმებოდა ერთმანეთს... *** - რა ხდება აქ? თავი წამოყო საბნიდან მილიმ. რატომ უბზუის თავი? მოიცა ბზუილი? აქ ფუტკრებს რა უნდათ? ჯანდაბა, თათიას ხომ ბავშვობიდან ჰქონდა ფუტკრების და მსგავსი ბზუილა მწერების შიში. თავს იმშვიდებდა ყველაფერი კარგად იქნებაო. ის-ის იყო ხელი უნდა მოექნია მწერის მოსაგერიებლად რომ ფუტკარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა. რაც მეტს ლაპარაკობდა, მით უფრო იბერებოდა და იზრდებოდა. თავიდან გაუჭირდა სიტყვების გარჩევა, ხოლო როცა ფუტკარი დაახლოებით ბალიშის ზომა გახდა და ყველა ნაკვთი პროპორციული გაუხდა ნათლად ჩაესმა წვრილი, დამრიგებლური ტონით წარმოთქმული სიტყვები: ჩვენ ოდითგანვე წმინდა არსებებად მიგვიჩნევენ, ღმერთს სანთელს ვუმზადებთ, ხალხს თაფლს, უგემრიელეს და ვიტამინებით სავსე პროდუქტს ვაწვდით, რომელიც გაჯანსაღებთ და გაახალგაზრდავებთ, ჩვენი საქმიანობა უანგაროა. გემსახურებით! შენ კი აპირებ ყველაზე საშინელი რამ ჩაიდინო და მიითვისო ის რაც არ გეკუთვნის? დედაშენს შერცხვებოდა რომ გხედავდეს, თაფლისთმიანო..... თათიამ წამოიკივლა და ლოგინიდან წამოხტა, იმის გააზრებამ, რომ ოთახში არცერთი ფუტკარი არ იყო, ბედნიერება მოჰგვარა და დაამშვიდა, თუმცა მაშინვე, როცა სიზმრის გახსენება დაიწყო, შეშინდა. საოცრად შეაშინა დედის ხსენებამ, მან იცოდა, ისედაც იცოდა რომ კარგ საქმეს არ გააკეთებდა, ისიც იცოდა რომ მამის წამლის ფულს ვენდისში მუშაობით ვერ იშოვნიდა, როგორც წინა დღეს მეოთხემ თქვა. მაშ რა ექნა? რად უნდა დასჯდომოდა მამის სიცოცხლე? ციხეში წამსვლელიც იყო, ოღონდ მამას უფრო ხანგრძლივად ეცოცხლა. მაგრამ მერე მისი კარიერა? ის დაღი, რასაც ციხე დაასვამდა? ნუთუ მთელ ცხოვრებაზე უარს იტყოდა და თავს გასწირავდა. მამა როგორ მოიქცეოდა მის ადგილზე? ყველაფერს უსიტყვოდ გააკეთებდა და არ იფიქრებდა ოდესღაც ხომ მაინც მოკვდებაო.. ამ ფიქრის შერცხვა და თავი დახარა,თუმცა თავს ვერ გაექცა. უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ყველა ვარიანტში გაისვრებოდა, თუ „თაფლის ქურდების“ კამპანიას შეუერთდებოდა ლაქას ვერასოდეს მოიშორებდა. თუ არა და სინდისი არ მოასვენებდა მამის გარდაცვალების მერე. ამის გაფიქრებაზე საერთოდ თავში ხელი წამოირტყა. თავს შეუძახა ახტი საწოლიდანო, და მართლაც, წამოხტა. ჰოი, საოცრებავ! მას შეეძლო საკუთარი თავისთვის ეიძულებინა რაღაცები და თავიც უსიტყვოდ დამორჩილდებოდა. იძულება იძულებააო იფიქრა, მამას დაემშვიდობა და წითელს გადაურეკა სად ვიკრიბებითო. წითურმაც არ დააყოვნა პასუხი და საჯარო ბიბლიოთეკაში, სათავგადასავლო კუთხეში შევხვდეთო. საეჭვო იქნებაო, თქვა თათიამ. ვაი ის უბედური შენი ქმარი რო გახდება შე პატარა ეჭვიანოო, ეხუმრა წითური და შეხვდრის დროზე შეუთანხმდა. იმედია ის უბედური შენ არ იქნები თორემ თავს მოვიკლავო, გაიფიქრა მილიმ და პრობლემებ აკიდებული გავიდა სახლიდან. *** ბიბლიოთეკაში ორი საათი გაატარეს. - მეგონა მაგარი დახელოვნებულები იყავით, რა არის ჯერ არაფერი მოგვიფიქრებია. აბუზღუნდა თათია. - მილი, ჯერ ისიც არ გაგვირკვევია სად არის ის ქარხანა. თქვა ტყვიამ. - გეკითხათ მერე და ვიტყოდი. უკმაყოფილო ტონი არ შორდებოდა თათიას ხმას. - კაი ადგილმდებარეობა ვიცით, კიდევ რა გვინდა? როგორ ვაპირებთ იქ შეღწევას გიფიქრიათ? - დიდი მანქანით. - სათავგადასავლო ჟანრებში ვართ და ფანტასტიკას მოეშვი. ღიმილით უთხრა მილიმ და მიანიშნა ბიბლიოთეკაში ვართო. წითელმაც მხოლოდ ღიმილით უპასუხა და გაჩუმდა. აი მეგრელის მოულოდნელმა ქცევამ ყველა დაამუნჯა მეოთხეს გარდა. უცებ ტყვიამ მეოთხეს წელზე მოჰხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. - ხელი არ მახლო, იდიოტო! შესძზახა მეოთხემ და გვერდით გახტა. - როგორ ბედავ, თავი ვინ გგონია საერთოდ? რამდენის უფლებას აძლევ თავს? გაფუჭებულო ავადმყოფო! - მაპატიე. თავი ვინ მგონია?არავინ, ვაააფშე არავინ. ჩაილაპარაკა და გარეთ გავიდა. მეოთხე დაწყნარდა. - აუ ზედმეტი ხოარ მომივიდა? რაღაც ისეთი პრობლემა აქვს და მე იმის მაგივრად რო გავუგო რაები ვუთხარი. დანანებით თქვა და ახლად შეძენილი მეგობრების პასუხს არ დალოდებია ისე გაჰყვა გარეთ. - უცნაური წყვილი იქნება. დარწმუნებით თქვა წითურმა. - ნამდვილად, ჩაეცინა მილის. - ვინ გითხრა რომ ღიმილი გიხდება? იკითხა წითელმა. თათიამ უხერხულად იგრძნო თავი და ბრინჯივით დაიბნა. - შე პატარა სულელო, სხვანაირად გაიგე, ძალიან ლამაზი ხარ! - მადლობ. ახლა სიწითლემ დაუარა სახეზე მილიმ. - ფული რისთვის გინდა? არ წყვეტდა კითხვებს წითელი. - მამაა ცუდად. - ხომ ამბობდი სხვა გამოსავალს მოვნახავ, ოღონდ ამას არაო. - შემეშინდა. გამოტყდა გოგო და თვალზე მომდგარი ცრემლი შეიბრუნა. შემდეგ წითელი გადაიხარა და იდუმალი ხმით ჩასჩურჩულა: - შეგიძლია იტირო, არავის ვეტყვი დედალს ვფიცავარ. „ლ“ გამოკვეთა, მილის გულიანად გაეცინა და თვალებით ბიჭს მადლობა გადაუხადა გამხნევებისთვის. წითურმაც თავი გააქნია არაფრისო. აი ბიბლიოთეკის გარეთ კი ამაზე თბილი საუბრები მიდიოდა, ამიტომ მკითხველო, სარეცხი შეგიძლიათ სახლში შემოიტანოთ და ეკრანთან გაფინოთ, ნამდვილად გათბებით, გარწმუნებთ ! მკვდარი იუმორი იქით იყოს და მეგრელი ნერვიულად მიმოდიოდა წინ და უკან როცა ათრთოლებული ხელი შეეხო მის კისერს. შეკრთა და გაოგნებისგან ხელი ისე მოიქნია რომ გოგონას სახეში მოხვდა და წაბორძიკდა. - ასეც არუნდა დაგესაჯე დათა. ჩაიცინა და წამოხტა მეოთხე. - მაპატიე. მაპატიე. მაპატიე. - ეს მე მაპატიე. გაღიზიანებული ვარ ამ ბოლო ხანებში, მოულოდნელობის გამო იყო ჩემი წეღანდელი რეაქცია. - ისევე როგორც ჩემი. გავსწორდით ხო? გაუღიმა გოგოს და ნერვიულად მოქაჩა სიგარეტი. - მშობლებს არ უთქვამთ რომ პაპიროსი მავნებელია ფილტვებისთვის? ჰკითხა ბიჭს ღიმილით. - დედა მშობიარობას გადაჰყვა, მამას გულმა ხია. ამიტომ ვერ მოასწრო ვერცერთმა. იმ წამს, მეოთხეს ჩამქრალი თვალები ყველაფერი იყო დათასთვის, თანაგრძნობაც, თანაზიარობაც, სიკეთეც. აბსოლიტურად ყველაფერი. ამიტომ ვერც კი წარმოედგინა რომელიმე სიტყვას თუ უფრო შეეძლო ამ მწუხარების თანაზიარი გაეხადა გოგონა წრფელად. დუმილი ამ უკანასკნელმა დაარღვია. - სულ ვოცნებობდი ბიჭისთვის სიგარეტი გადამეტეხა, შესცინა, სიტყვები სისრულეში მოიყვანა და განაგრძო. - მოწევა კლავს, მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს. თითქოს ბანალური ფრაზა მთელი გრძნობით თქვა და დათამ იგრძნო, რაღაც იგრძნო და შეზიზღდა! საშინლად შეზიზღდა სიგარეტი. მიხვდა რომ ამან ატკინა გული პატარა გოგოს, ამ პატარა ნაგვის გამო იტანჯებოდა დედამისი. ჯიბიდან კოლოფი ამოიღო, იქიდან სიგარეტები, რაოდენობის მეორედი მეოთხეს გაუწოდა. გოგომ გაოგნებულმა ჩამოართვა. და მისი თვალებიდან ეს გაოგნება არ გამქრალა, სანამ ტყვიას უყურებდა, რომელიც საკუთარი ხელით ამტვრევდა სიგარეტებს. გოგომაც გაიმეორა იგივე. თითქოს გაბედნიერდა. მოუნდა ისევ მოეხვია მისთვის ხელი და მეგრელის ძლიერი მკლავი ეგრძნო წელთან. თითქოს ბიჭმაც იგრძნო მისი ფიქრები , მაგრამ ვერ გაბედა, შეეშინდა და უკან დაიხია. - შევიდეთ ხო? შესთავაზა ტყვიამ. - შევიდეთ. დაეთანხმა მეოთხე და ადგილებს დაუბრუნდენ, თითქოს უფრო გულ გამთბრები , თითქოს უფრო ახლობლები. მაგრამ ეს ყველაფერი სხვისი თვალისთვის ნამდვილად შეუმჩნეველი იყო. მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ ღრმად რომ რაღაც ისე ვერ იყო. მეოთხე რაღაც ისე ვეღარ იტანდა მეგრელს როგორც ადრე. ის დღე დაგეგმვაში გაატარეს, ყველა დეტალს ჩაჰკირკიტებდნენ და არაფერი დაუტოვებიათ გამოუკვლევი. საიდანღაც ფაბრიკის გეგმაც ნახეს რომელზეც 5ზე მეტი სათადარიგო გასასვლელი იყო მონიშნული. საღამოს დაიშალნენ. *** - მამი შეჭამ ხო? გაუღიმა თათიამ დასუსტებულს. - კი მა, ოღონდ საქმეც მაქვს. მილიმ კიდევ ერთხელ შეავლო გულმოდგინედ თვალი მამის თვალებში ჩამდგარ სხივს, თავდაპირველად ეს მხოლოდ სასიამოვნო ამინდს მიაწერა, მხოლოდ ვახშმობისას დაუკავშირა ყველაფერი ერთმანეთს. თურმე მათ სამშობლოდან გადახვეწილი ოჯახის მეგობარი სტუმრობდათ, რომელსაც ძალიან უნდოდა თავისი ვაჟი მილისთვის გაეცნო. რაღაც იეჭვა თუმცა არაფერი შეუმჩნევია გოგოს. ღიმილით დაუკრა თავი და პროდუქტების ჩამოწერას შეუდგა მოსალოდნელი ვახშმითვის. ეჭვი ღრნიდა რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონოდა ამ შეხვედრას, მამის მეგობრის ვაჟი კი უნახავად აითვალისწუნა 2// მიუხედავად იმისა რომ დიდი ინტერესი არ აღუძვრია სტუმრების მიმართ, ვახშმის მომზადებას მაინც მთელი ძალა და ენერგია შეალია. დესერტის მომზადებასაც რომ მორჩა მაღაზიიდან გაზიანი სასმელების ამოსატანად ჩავიდა. სუპერმარკეტიდან გამოსვლისას ქუჩის კუთხეში წითელის მანქანა დალანდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მიქცევია, 8 საათი სრულდებოდა და სტუმრებს უნდა დახვედროდა. ამიტომ სწრაფად აირბინა კიბეებზე და ხმამაღალი სუნთქვით შეაღო კარი. ხელის ზურგით გადაიწია ოფლიანი მიწებებული თმა შუბლიდან და მამას შესძახა. - მამი მოვედი! - აი ჩემი გოგოც. - აღტაცებით შესძახა პაატამ და მოლოდინით მიაშტერდა თაღს, რომელშიც თათიას უნდა გამოევლო. „ანუ მოვიდნენ, ჯანაბა, ალბათ საშინლად გამოვიყურები“ გაიფიქრა მილიმ. თუმცა, მერე გაახსენდა, რომ ნამდვილად არ აინტერესებდა რას იფიქრებდნენ მის გარეგნობაზე, პარკი სამზარეულოში დატოვა და გაბედულად შეაბიჯა სასტუმრო ოთახში. ვიღაც სავარძელში მოკალათებულიყო და მხოლოდ საათიანი ხელი და აკაპიწებული ცისფერი პერანგი მოჩანდა უკნიდან. მის მოპირდაპირე მხარეს, დივანზე 50წლამდე კაცი იჯდა, რომელიც მამამისისგან განსხვავებით საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. თათიას მისი ჯანის შემხედვარე საშინლად ჩასწყდა გულში რაღაც, მოუნდა პაატაც ასეთი ძალ-ღონით აღსავსე ყოფილიყო, მომაბეზრებელი და უადგილო ფიქრები თავიდან გადაიგდო და კაცს მიუახლოვდა. ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, თუმცა კაცმა მტევანი შემოუბრუნა. ნაზად ეამბორა ხელზე და მამა-შვილური ღიმილი შეანათა. - მე თათია ვარ, მამა მიყვებოდა თქვენს შესახებ. - საერთოდ არ ეტყობოდა ხმაზე ღელვა მილის. - მიხარია, რომ ამდენი ხნის შემდეგ გნახე! როგორ გაზრდილხარ! ალბათ არც გემახსოვრები, მე ვახტანგი ვარ. - ნამდვილად არ მახსოვხართ, მაგრამ მეც მოხარული ვარ რომ დაბრუნდით, ვახტანგი ძია. - პატარაობაში ვახოს მაგივრად ვასოს მეძახდი. გაუცინა გოგოს, მილის თავისებურმა ღიმილმა გადაურბინა და ახლაღა გაახსენდა რომ სტუმართან ზურგით იდგა. უკნიდან გამბურღავ მზერას გრძნობდა, ამიტომ ფრთხილად მობრუნდა ახლა ვახოს შვილის გასაცნობად. ღიმილი სახეზე შეაშრა და თვალებში კითხვის ნიშნები აუთამაშდა, ისე როგორც ტომი და ჯერიში. წითელმაც გაოცებული მზერა მიანათა. თათიასგან განსხვავებით არ დაბნეულა და ხელი გაუწოდა. - მე რატი ვარ. წარუდგა მილის, თათიამ გონებაში ჩაიბურდღუნა - „ არა! შენ წითელი ხარ.“ ისევ გაეღიმა უაზრო ფიქრებზე და ხელი ჩამოართვა. ესიამოვნა რომ მამამისის მსგავსად ხელზე არ აკოცა. პაატამ ქალიშვილი იხმო და გვერდით მოისვა. ამდენი წლის შემდეგ თათიამ რაღაც ოჯახის მსგავსი დაინახა როცა ადამიანები მოათვალიერა ირგვლივ და მისმა ღიმილმა თითქოს ოთახიც გაათბო. - აბა რას საქმიანობ თათია, პაატასგა გავიგე რომ სერიოზული გეგმები გაქვს. საუბარი წამოიწყო ვახტანგმა. - ნამდვილად ასეა, მომავალი იურისტი ვარ, შეიძლება სისხლის სამართლის განხრით ვისწავლო. - ოო, რთული გზა აგირჩევია, მომწონს შენი შემართება. - მადლობა, ვასო. მის ბოლო სიტყვაზე ყველას გაეცინა. - ხომ მიირთმევთ? გადახედა მამა-შვილს. ოდნავი თავის ქნევით დაეთანხმა ვახტანგი. თათიას სამზარეულოში წითელი გაჰყვა. - ჯანდაბა, აქ ნამდვილად არ გელოდი. მითხარი იცოდი? ანერვიულებული მზერა შეანათა თათიამ ბიჭს, თითქოს აქამდე მალავდა ცნობისმოყვარეობასა და დაძაბულობას. - მეც შენსავით ეხლა გამოვერკვიე. თავი ჩაქინდრა რატიმ. - რა ვქნათ? იკითხა მილიმ. - არაფერიც არ ვქნათ, გავაგრძელოთ ძალიან ჩვეულებრივად. - აჰამ. -ჩაიჩურჩულა თათიამ და კერძის გაცხელებას შეუდგა. გაზიანი სასმელი მაცივარში შედო და მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ ფხვიერი ორცხობილებისთვის შოკოლადის მოსხმა დაავიწყდა. - დაგეხმარები რა, ტყუილად ვდგავარ და აქ მაინც მოიხსენი დაძაბულობა. - უთხრა წითელმა. - პირველად რომ გნახე იმის მერე შეიცვალე ხო ? - სულსხვა რამ უპასუხა მილიმ და მათი პირველი დიალოგი გაახსენდა, როცა მისი ლამაზი, დამყოლი თმა ამ იდიოტმა ცოცხს შეადარა. - ბოდიშს გიხდი მაშინდელი უტაქტობისთვის. შერცხვა ბიჭს, მამაკაცურ იერს კი მაინც არ კარგავდა. - არაუშავს. გაუცინა მილიმ და გაზქურიდან ქვაბი გადმოდგა. რატიმ მის დაუკითხავად დიდ, გაშლილ თეფშზე გადაანაწილა ქათამი სოკოს ხორცით, თათიამ კი ზედ დაჭრილი მწვანილი და პილპილი მოაყარა. შეთანხმებულად და უხმოდ მოქმედებნდენ სამზარეულოში. ორივესთვის კომფორტული იყო ასე. ბოლო თეფშზე მილიმ ცოცხალი სალათა განათავსა და ნელ-ნელა შეუდგენ სასტუმრო ოთახში მაგიდის გაწყობას. მამები მშვიდი ტონით განიხილავდნენ რომელიღაც ჯიშის ყურძენს და ორივე დაბეჯითებით ამბობდა, რომ ამ ყურძნის ღვინო სადღაც ერთად გაესინჯათ. წითელმა გაიღიმა. - მა, დედასთან რაჭაში ხო არ დალიეთ? უეჭველი იქ გასინჯავდით თან აკაკი ისე გამოგათრობდათ რა გემახსოვრებათ. - მართალია ეს ბიჭი, - გაიცინა პაატამ. - ბიჭო მაყარში არ დავლიეთ? ქორწილი რო გადაიდო ჩვენი სიმთვრალის გამო? - აუ რა გაგახსენდა, ბიჭოს! - ახარხარდა ვახო. - გახსოვს ჩემი ირმა როგორ გაწითლდა, სუფრაზე რომ ვთქვი წითელი ფერი მეზიზღება-მეთქი. - აუჰ! როგორ გიჩქმიტე ბიჭო, სად გქონდა მაშინ ამხელა ღიპი. -შესძახა პაატამ. მილი ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი. - ალბათ რატი ირმა დეიდას გავს, ისიც წითურია? ჩერთო საუბარში თათიაც. - მაშ! გაუღიმა წითელმა და სუფრას მიუსხდნენ. მილი გაიბადრა, როცა ნაშრომი შეუქეს, შემდეგ კი თამამამად განაცხადა რომ ეს ყველაზე სასიამოვნო ვახშამი იყო, რადგან სუფრას ეს სტუმრები ავსებდნენ. ღიმილით გადახედა პაატას, ოდნავ გაფითრებული, თვალებთან დანაოჭებული კანი, დაბინდული მოყავისფრო თვალები, რომლებიც სადღაც შორს დაფრინავდნენ. პაატა ელოდა ნაკვერჩხლის გაღვივებას და გულში ბედნიერების ნაპერწკალმა ცეცხლი დაანთო, ბედნიერების ალი აკიაფდა მის თვალებშიც. თათიამ ორცხობილები და ყავა მოართვა სტუმრებს და სავარძლებსა და დივანზე გადაინაცვლეს. - ახლა თქვენი სტუმრობის ჯერია. - უთხრა ვახტანგმა ძველ მეგობარს. - ოღონდ ცოტა მოფერიანებული მოდი, რა არის ბიჭო ეს, სადაა შენი ხორბლისფერი კანი გოგოები რომ გიჟდებოდნენ, ჰა? - გაუღიმა პაატას. - ვბერდები, ძმაო, ის დრო აღარაა. გპირდებით, მოვერევი ამ დაავადებას. ამდენი იმისთვის კი არ მიცხოვრია პატარა ავადმყოფობამ რომ მომკლას. -გაბედული სიტყვა წარმოსთქვა თათიას მამამ. - მოიცა, მოიცა, აშკარად რაღაც არ ვიცი.. - ჩაილაპარაკა ვახომ. წითელს თვალები ჩაუქრა, მილის გახედა, სიმშვიდე შეენარჩუებინა, თუმცა ბიჭი ხვდებოდა რომ შიგნით ყველაფერი უდუღდა. - წლებმა და ნერვიულობამ თავისი ქნა, - უხსნიდა მეგობარს. - არ ინერვიულო შენ, ხომ გითხარი კარგად ვიქნები-მეთქი, დაგპირდი და ასეც იქნება. გულზე პრობლემები მაქვს. - არდაუკონკტრეტებია რა სახის, მაგრამ თითქოს ყველაფერი ნათელი იყო ვახტანგისთვის, წითელს გადახედა, გამომეტყველება არ შესცვლია, ისევ თანადგომა იკითხებოდა მის სახეზე. - მართალი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება. აღარ დავიკარგებით! -ხელი შემოჰკრა მხარზე ძმაკაცს. ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. როცა სტუმრები გააცილეს უცნაური სისუსტე იგრძნო პაატამ და თათიამ ხელი შეაშველა. - გადავიღალე, დავწვები. - თქვა პაატამ, შვილს შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. თათია კარგა ხანს უყურებდა იმ ადგილს სადაც მამამისმა გაიარა, ხელი მოისვა შუბლზე, სადაც მამის თბილი ტუჩები შეეხო. უფუნქციო ბუხარზე ჩამწკრივებულ სურთებს დააკვირდა, ყველგან თვითონ და მამა იყვნენ. თუმცა კი არასოდეს უგრვძნია რომ რამე ან ვინმე აკლდათ, მხოლოდ ხმაური სახლში, ბედნიერების ხმაური! შეეშინდა, არავინ იცის როგორ შეეშინდებოდა, როცა დაფიქრდა რომ ერთ დღესაც, ყველაფერი წარსულის ტკბილ მოგონებად იქცეოდა. მამის დაკარგვას ვერ გადაიტანდა. ვერ გადაიტანდა მონატრებას. რომ არასოდეს უგრძვნია - იმას. იცოდა რაც იქნებოდა, მხოლოდ ახლა მისცა თავს უფლება ეტირა. მას შემდეგ პირველად, რაც სიმსივნის შესახებ გაიგო. აქამდე თავს ერეოდა, ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო. თუმცა მალე მიხვდა რომ ნამდვილად არ არსებობდნენ კატეგორიები - ძლიერი და სუსტი. უბრალოდ იყვნენ ძალიან ჭკვიანები, რომლებიც სხვის თვალში უემოციოები ჩანდნენ, თითქოს არაფერს ნაღვლობდნენ, ოღონდ კი მიზნისთვის მიეღწიათ. ძალიან სულელები ? ესენი ალბათ უნებისყოფოები იყვნენ, რომლებმაც ვერ შძლეს შეგუებოდნენ ტკივილს და გრძნობებს გასაქანი მისცეს. რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა თვითონ არ იცოდა, მაგრამ მამისთვის ცრემლი არ დაუნახვებია, ოდნავადაც არ შესცოდებია და არ უგრძნობინებია რომ პაატაში რამე შეიცვალა მის თვალში. ისევ ძველი მამიკო იყო, ძველი ჩვევებით, აკურატულობითა და სიმშვიდით. მამა არ დაბერებულა თათიასთვის. ამას არც დაუშვებდა. უბრალოდ ღვარად ჩამოდენილი ცრემლებიც არ ჩერდებოდნენ, და ასე, აგრძელებდნენ შეფარკლულ ლოყებთან ერთად მისი გულის დაღარვას. „რა გჭირს? სადაა ჭკვიანი გოგო?!“ -შეუძახა თათიამ თავს. „-სადაა ის გოგო ყველა პრობლემას რომ აგვარებდა? მერე რა რომ მარტო ხარ მილი, არ გაქვს სულელობის უფლება. მამა გადარჩება, გადარჩება რომ სახლში ბედნიერების ხმაურს უსმინოს. პატარა შვილიშვილებს საინტერესო თავგადასავლები უამბოს. გადარჩება, აბა რას იზამს!“ ცრემლები მოიწმინდა მაგიდა უცებ აალაგა. სააბაზანოში თავი მოიწესრიგა და ემოციებისგან დაცლილი დაწვა დასაძინებლად. ტირილმა თითქოს ცოტა გაანთავისუფლა საშინელი შეგრძნებიდან. ვახოს და რატის სტუმრობამ კი მიახვედრა რომ მარტო არ დატოვებდნენ. თავდაპირველი დამოკიდებულება გაახსენდა მათ მიმართ და ჩაეცინა. ყველა უსიამოვნება გაქრა და ცოტა გაღიავდა მისთვალში დაბურული მომავალი. მუცელზე გადაბრუნდა და ხელში ტელეფონი შეათამაშა. უცებ წითელის ესემესი მოუვიდა. „იმედია არ გძინავს, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად დროის გატარება. მგონი დავვახლოვდებით. კვირას ირმა გეპატიჟებათ სადილზე, ამის თქმა მინდოდა. მშვიდი ძილი მილი.“ ოჰო, არ დაეზარა ამდენი დაწერა? გაიფიქრა და ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეებთან მილის. „აუცილებლად გესტუმრებით, მამას გაუხარდება. ტკბილი ძილი.“ მისწერა და თვითონაც ტკბილად ჩაეძინა. *** მეოთხემ დედას ლოყაზე თბილად აკოცა და ექთანს დაუბარა მალე მოვალო. დედამის თითქმის სულ ეძინა, ამიტომ აღარ ჩათვალა საჭიროდ მისი იქ ყოფნა და საავადმყოფო ცოტა ხნით დატოვა. ტაქსი გააჩერა და ვაკის პარკის მიმართულებით სთხოვა მძღოლს წასვლა. ტიპიური ქართველი ტაქსისტი იყო, გარუჯული მკლავით ფანჯარაში, ორი დიპლომით სახლში, დიდი პრობლემებით მხრებზე... თითქოს ძალიან შინაური და თბილი თბილისელი. თუმცა ერთჯერადი. მეოთხე კი ვერ იტანდა, საშინლად ეზიზღებოდა ერთჯერადი ადამიანები, ამიტომ დიდად არც დაინტერესებულა ტაქსისტის მონათხრობით, საქართველოს უკუსვლაზე. შვებით გააღო მანქანის კარი, როცა პარკთან გაჩერდნენ და მგზავრობის თანხა გადაიხადა. ღრმად შევიდა და ერთ-ერთ ცარიელ სკამზე დაჯდა, ყველასგან მოშორებით. მოპირდაპირე მხარეს რაღაც თეთრი შეამჩნია, სკამზე ირწეოდა, თბილი ნიო აფრიალებდა სამკუთხედის ფორმის ქაღალდს. ნელა ჩამოხსნა სამაგრით და მისი ყურადღება წარწერამ მიიპყრო „მოხეტიალე წერილი“. სიამოვნების სითბო ეღვრებოდა სხეულში როცა კითხულობდა. „მე ქეთი ვარ, 14 წლის. სულ მინდოდა უცნობისთვის მიმეწერა და ეს გრძნობა აქ გამიმძაფრდა. თვალებს ვხუჭავ, გონებაში მანქანა-დანადგარების ხმის გათიშვას ვცდილობ, არ გამომდის, მაგრამ ცოტა ვუწევ ხმას. სმენა შორს მოჟღურტულე ჩიტებს გადასწვდება. თავს გადავხრი, მზეს მივუშვერ. შემდეგ ხის ტოტი დამჩრდილავს და თვალს გავახელ. თავი ტყეში მგონია, ჭუჭყიანი ადამიანებისგან შორს. სასიამოვნოა ამის შეგრძნება - სიმშვიდის. დიდხანსვეძებდი ამ სიტყვას. თქვენც სცადეთ, არ ინანებთ! როგორ მაინტერესებს რა დაემართება ამ წერილს! კარგად მოეპყარით, ჩემთვის მნიშვნელოვანია. ახლა ვაკის პარკში ვზივარ. მპოვნელმა ფურცელს უკან წააწეროს ასაკი, სახელი და იქ დატოვოს, სადაც მშვიდად გრძნობს თავს, დაცულად. მე აქ ვიპოვე ეს შეგრძნება. ვინც არ უნდა იყოთ, მიყვარხართ!“ წერილის დასრულებამ სევდა მოჰგვარა მეოთხეს, კიდევ უნდოდა ეკითხა. შემდეგ ქეთის ქცევა გაიმეორა და იდენტური შეგრძნება დაეუფლა, თავი მარტოდ არ იგრძნო, მის გვერდით ბუნება იყო თავისი უცხო ხმებითა და უჩვეულო სიმშვენიერით. ჯიბეებში კალამი მოიქექა, მიაწერა - ნინა, 19 წლის, მეც აქ ვიპოვნე სიმშვიდე.. დაკეცა ქაღალდი და თავის ადგილზე დააბრუნა. ფრთხილად დაუყვა წითელმიწა ნიადაგს, ესიამოვნა ქვეშ მიწის შეგრძნება. აკვირვება უხალხობა პარკში და საშინელი სიცხით ხსნიდა. თბილისი ზაფხულში ხომ საშინელებაა! ფიქრები გაუწყდა, როცა გვერდით რაღაცამ ჩაუქროლა, შემდეგ კი უკუსვლით დაბრუნდა ნინასკენ და მხარში ამოუდგა. სპორტულ რბენას არ წყვეტნა ერთ ადგილზე და სასაცილოდ გამოიყურებოდა. მეოთხემ მეგრელი დათა ამოიცნო მორნებალში და უაზროდ გაეღიმა. - აქ რას აკეთებ? - ჰკითხა დათამ. - ვსეირნობ.. - არ დაიბნა ნინა. - ამ სიცხეში სირბილის თავი გაქვს? - ვარჯიშისთვის ზამთარ-ზაფხულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. - უინტერესო ტონით უთხრა დათამ. - ისე არც შენ გაწენდა. გოგონამ შეიცხადა. - ეი რას ამბობ? ძალიანაც კარგად გამოვიყურები, თქვა წარბშეკრულმა და ზემოდან დახედა თავს. - გეხუმრე. -გაიცინა ბიჭმა და თმა აუჩეჩა მეოთხეს. როდის აქეთ დაახლოვდნენ ესე რომ ასეთი დიალოგი შემდგარიყო? აჰ, ჰო. ბიბლიოთეკის ინციდენტის შემდეგ. ნინასთვის რაღაც ახალი იყო ეს. - შენი არვიცი მაგრამ მე აქ გაჩერება აღარ შემიძლია, ძალიან ჩაიხუთა ჰაერი თუ მეჩვენება? -უკან გაბრუნდა ნინა, გასასვლელისკენ. - მთელი დღე შენარჩუნდება ეს ტემპერატურა. დანანებით თქვა ბიჭმა. - უჰჰ, - აღმოხდა ნინას. - მაშინ მე აქ გამჩერებელი არვარ. ნახვამდის! - მოიცადე. - შეაჩერა დათას ხმამ. - ნაყინი ხომ არ გვეჭამა? - მაპატიე მაგრამ ცივი შხაპი ახლა ყველაფერს მირჩევნია. - გაუღიმა გოგომ და ხელი დაუქნია გამომშვიდობების ნიშნად. დათა შოკშია. გოგომ პირველად უთხრა უარი. მასთან ერთად დროის გატარებას ბანაობა ურჩევნია! არ იყო ტყვია ამას მიჩვეული. თუმცა მალევე გაახსენდა რომ თავისთვისაც საუკეთესო ვარიანტი ბანაობა იქნებოდა, მთელი სხეული ოფლით დასცვაროდა რბენისგან. პანიკა მოიშორა და თვითონაც ნელი ძუნძულით გაემართა გასასვლელისკენ. *** - მამა, მე საწარმოში გავრბივარ, რამე ხო არგინდა? - უმცროსმა ანთაურმა თვალები მიანათა მკაცრი შესახედაობის ტანმაღალ კაცს. კაცს, კავკასიური გამომომეტყველებით და აციმციმებული თვალებით, ის ხომ ბედნიერი იყო და ამაყობდა ვაჟით. - არაფერი, საქმეებს მიხედე. დაემშვიდობა შვილს. უფროს ანთაურს თავი დაუკრა ასევე ტანმაღალმა ანთაურმა, მანქანა დაქოქა და თაფლის საწარმოსკენ დაიძრა. „ააშენა ღმერთმა ვინც კონდინციონერი მოიგონა!“ გუნებაში დალოცა „მამგონი“, როგორც ბებიამისი იტყოდა და შუქნიშანთან გაჩერდა. გზაზე გოგონა გადადიოდა დაბნეული გამომეტყველებით, გაშლილი, თაფლისფერი თმა სახეში სცემდა, პროდუქტით დაკავებული ჰქონდა ხელები და თვალთახედვას ვერ იწმენდდა. ანთაურს ეშმაკები აუთამაშდნენ თვალებში. რა იქნებოდა ცოტა შეეშინებინა ახალგაზრდა გოგო? როცა მის მანქანას მიუახლოვდა თათია, ბიჭმა ძრავა ააღმუვლა და ოდნავ გაზს მიაჭირა ფეხი, ისე რომ თეთრ ზოლს არ გადასცდენია. თათიას შიშისგან შეაკანკალა და ხელებზე კუნთები დაებლოკა. ნაბიჯი გადადგა, ანთაური გათამამდა და ახლა ზოლს გადასცდა რომ გოგონას ყურადღება მიეპყრო. მილიმ გაურკვეველი მიმართულებით პარკი აისროლა. ანთაურის მანქანის მინაზე კვერცხები ლაწალუწით შეეხეთქა, და ყვითელი სიბლანტე ჩაიწუწა კაპოტზე. ყელის ძარღვი დაეჭიმა ანთაურს. მანქანა მიაყენა, გოგონას, რომელიც გარბოდა მკლავში ხელი ჩასჭიდა და მოუჭირა. გამიშვი, არანორმალურო! - თათიას ხმა ეუცხოვა, როცა ყელიდან ამოუშვა. - მე ვარ არანორმალური გოგო?! შეხედე რა დამართე ჩემს ბეემვეს, ახალთახალია! -შეჰყვირა ანთაურმა. - არაუშავს. კვერცხი არ დააძველებს, აი ჩამოწმენდა კი ნამდვილად არ გაგიჭირდება, შესანიშნავი მაისურია ამ საქმისთვის. თამამად უთხრა მილიმ და ანთებული თვალები მიაჭედა ბიჭს. ოჰო ამას არ ელოდა ბატონი ანთაური. სახეზე სხვადასხვა შეგრძნებამ გადაურბინა. - დამცინი? ვინ მიგდიხარ ამდენს რო მიბედავ, იცი ვინ ვარ მე საერთოდ? - მანქანის გაწმენდა და ხალხის დამცირება ქუჩაში ყველას შეუძლია, ამიტომ ნამდვილად არვიცი ვინ ხარ და არც მადარდებს, გამიშვი ხელი! - სიმამაცე არ დაუკარგავს თათიას. ანთაურმა შეუშვა ხელი. თათია გაბრუნდა და ჩაიბურდღუნდა „შორს ჩემგან იდიოტები! შორს!“ ბიჭმა მოწონების ნიშნად ტუჩები წინ გადმოწია, როცა ეს მოისმინა და წამით შეათვალიერა გოგონა. მართლაც იდიოტივით მოიქცა, აღიარებდა. ახლაც დებილივით უყურებდა მიმავალს. გონზე მოვიდა და მანქანა დაძრა. უკან გაყჰვა გოგოს ნელი სვლით. ამჩნევდა როგორ უცახცახებდა მხრები და სინდისმა თითქოს თმის წიწკვნა დაუწყო. არა ის ასეთი არ იყო, ქალს ტყუილ-უბრალდ არ აატირებდა, არც ტყუილ-უბრალოდ და არც ისე. ვიწრო ქუჩაზე გზა გადაუღობა და მანქანიდან მკვირცხლად გადმოხტა. - ღმერთო, რა დავაშავე! - თათიას ატირებული ხმის გაგონებაზე გული შეეკუმშა. - მაპატიე. - წინ გადაუდგა ანთაური. - კაი? არვიცი რას ვაკეთებდი. გეფიცები ვნანობ , აი მითხარი როგორ გამოვასწორო. თუ გინდა გავიხდი და ამწამს, შენს თვალწინ გავწმენდ ამ ერბოკვერცხს, ისე მზეზე გემრიელად გამოიყურება. თმა მოიქექა ბიჭმა. თათიას ტირილი ისტერიკულ სიცილში გადაუვიდა, ყურებს არ უჯერებდა. მოიცა რაო? გავწმენდო? მაგრამ არა. მილი ისეთი არ იყო რომ სხვა დაემცირებინა და სიამოვნება მიეღო, მისთვის ბოდიშიც საკმარისი იყო. - არაა საჭირო, გაპატიე. -გაუღიმა დაბნეულ ბიჭს. ნამდვილად არ ელოდა მისგან ამ სიტყვებს. ამიტომ სისრულეში მოიყვანა ანთაურმა თავისი სიტყვები, მაიკა გაიძრო და მანქანის წმენდას შეუდგა. - მოიცა რას აკეთებ? - აღელდა თათია. - არაა საჭირო-მეთქი. გაჩერდი! ნუ სვრი მაიკას. - მუდარაში გადავიდა ბრძანების ტონი.წამით დაკნთული სხეული შეუთვალიერა ბიჭს. - მანქანა ხო უნდა გავწმინდო. - გულუბრყვილო ნიღაბი აიკრა ანთაურმა. დაკუნთული სხეული მზეზე უბზინავდა და თათიას რომელიღაც კომედიური ფილმი გაახსენდა, სადაც მანქანებს სექსუალური გოგონების ნაცვლად კაცები წმენდდნენ. გულღიად, თავისებურად ჩაეღიმა, ამასობაში კი ანთაურმა მოამთავრა კვერცხის ჩამოწმენდა. კინაღამ გული აერია როცა მაიკას დახედა. ბოლო-ბოლო ეს ხომ დედამ წინა დღეს აჩუქა. ჯანდაბას, ერთი ამისიცო, გაიფიქრა და დაბნეულ გოგოს შეხედა. - მაპატიე ხო? - ხო. - ანთაური გიორგი. - უბრალოდ მილი. -უთხრა თათიამ, რატომღაც დამალა თავისი სახელი და გვარი, ან რა დარწმუნებული იყო რომ ეს ვიღაც ანთაური არ ატყუებდა? - სასიამოვნოა შენი გაცნობა, უბრალოდ მილი. - მიმართა ბიჭმა. - ნახვამდის. - ჩაილაპარაკა თათიამ და გაურკვეველი მიმართულებით განაგრძო სვლა. ანთაური აღარ გაჰყოლია. რატომ? ალბათ იმიტომ რომ იცოდა, სადღაც აუცილებლად გადაეყრებოდა ამ გოგოს. აი მერე კი აღარსად გაუშვებდა. 3// გიორგი ანთაური არარეალურად ნელა მიუყვებოდა თბილისის ქუჩებს მანქანით. გარეშე თვალისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა, რაზე ფიქრობდა ასე დაძაბული... რა აწუხებდა... ჯანდაბა! ახლა სახლში მივიდოდა და დედა ისევ მოუშხამავდა განწყობას. გიჟდებოდა დედობილზე, რათქმაუნდა, აფანატებდა, მაგრამ ამხელა კაცისთვის არაა სასიამოვნო ვინმეს გამუდმებული შენიშვნები, განსაკუთრებით კი ქალის. შუქნიშანზე წითელი. 40 გრადუსი სიცხე, 40 წამი მწვანეს ანთებამდე.. „ოცდაცხრამეტი, ოცდათვრამეტი, ოცდაჩვიდმეტი“ - გულში ითვლიდა ანთაური, როცა ჩხაკუნის ხმამ გამოაფხიზლა. სწრაფად გაიხედა, მალე ისევ გაისმა ფოტოაპარატის ხმა და წამით განათდა გვერდითა მანქანიდან რაღაც. „ჯანდაბა, რომელი საუკუნუს აპარატია“ -თავდაპირველად ეს მოუვიდა თავში ახალგაზრდა ანთაურს, შემდეგ კი როცა გაიაზრა რა ხდებოდა და ფოტოგრაფის ცინიკური ღიმილი შეამჩნია, თავის შიშველ სხეულს თვალი მოავლო და ერთი ხმამაღლა შეუკურთხა.. *** -აბა ვნახოთ ვინაა გიორგი ანთაური... -თავისთვის ჩაილაპარაკა თათიამ და ლეპტოპი გახსნა. სურათების თვალიერებას ისე შეყვა ვერც კი შეამჩნია დროის გასვლა. შემდეგ ოჯახურ ინტერვიუებს ჩაუჯდა. უფროს ანთაურს ახალდაბადებული გიორგი მას შემდეგ უშვილებია, რაც მის მეუღლეს მერვე თვეში მუცელი მოეშალა. მას შემდეგ ბავშვზე არც უფიქრიათ, იმდენად გადაერთნენ პატარას აღზრდაზე და ყველაფერი გააკეთეს მისი, როგორც ნამდვილი მამაკაცის ჩამოყალიბებისთვის!- სიამაყით უთქვამს გიორგის დედას, საკმაოდ მშვენიერ და მშვიდი აურის ქალბატონს. ჟურნალის შემდეგ ფურცლებზე მათი რამდენიმე სურათი ნახა. გიორგი 18 წლის ასაკში, დაახლოებით მილის ტოლი. გოგოს გულის ცემა გაუხშირდა რატომღაც და თავს შეუძახა, მილი ეს ხომ სურათებია მხოლოდ! აი როცა უკვე დაკაცებული და დასერიოზულებული ანთაური ნახა ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და ჩაილაპარაკა - აი ეს მესმის! - აბა რა გესმის? -ოთახში თავი წითურმა შემოყო ღიმილით. - უჰჰ გამისკდა გული ბიჭო.- გაიცინა თათიამ. - რაღაცებს ვათვალიერებდი. - პროდუქტები მოგიტანეთ. - შესცინა წითელმაც. - კარგი რა, რატო შეწუხდი. -წამოდგა მილიც და მისაღებში გაუძღვა. - გაჩუმდი! -ახლა მილის მამას მიუბრუნდა, - პაატა ძია ვერ მოგიკითხეთ, ხომ ხართ ყოჩაღად? - მე კი ვარ მაგრამ ამ გოგომ მოიწყინა რაღაც ამ ბოლო დროს. - საქმეში გართულ ქალიშვილს გახედა მამამ. - ეხლა სამსახურში გავრბივარ და საღამოს შემოვუვლი.. - ჰო შვილო, გაიარეთ, რამე ფილმი იქნება, კაფეა, ათასი გასართობი, თქვენს ასაკში სახლშ რა გამაჩერებდა?! - გაიგე თათ? საღამოს მზად დამხვდი . - გასძახა მილის და სახლიდან გავიდა. - აუ მამიიიი.. -გაისმა სამზარეულოდან ხმა. - ხო მა? - თბილად იკითხა პაატამაც. - არ გინდა კინოს ვუყუროთ? - აარჩიე. მამაცი გული. ბევჯერ ნანახ- გააზრებული. უამრავჯერ დატირებული უილიამი, მისი სიყვარული. დამშვიდება, წყნარი ფშვინვა. პაატამ ქალიშვილი თავის საწოლში გადააწვინა. ახლაღა მისცა ემოციებს ამოხეთქვის საშუალება. აი ეს სჭირდებოდა -ზოგისთვის სისუსტე, მისთვის სიძლიერე - ტირილი. საოცარი მოვლენაა ეს, ცხარე ცრემლის დინება შეფარკლულ, დანაოჭებულ კანზე. ამოყოლებული გული და დარჩენილი სიცარიელე საოცარ შვებას ჰგვრიდა დაბერებულს. ცოლი გაახსენდა, ბუხრის თავიდან რომ ღიმილით შესცქეროდა. იმის მერე რომ არავინ ჰყვარებია, ასე, ძლიერად, სიყვარულსაც რომ ვეღარ არქმევდა. არ დასცალდა ბედნიერება და ხელიდან გამოცლილ სიცოცხლეს შეეგუა, მეტი რა გზა ჰქონდა. ღმერთს მადლობას სწირავდა თათიას არსებობისთვის და არასოდეს, არც ფიქრებში, არც ხმამაღლა არ დაუდანაშაულებია იგი საყვარელი ქალის დაკარგვისთვის. ახალდაბადებული მილი მისთვის სამოთხიდან მოვლენილი ანგელოზი იყო, რომელსაც დაბადებისთანავე დააწვა ცოდვა მხრებზე. ამ ცოდვას პაატა უმსუბუქებდა და პატარა გოგონასაც არასოდეს უგრძნია სიმძიმე. ბალიშში თავი ჩარგო და ფილტვების ატკიებამდე იღმუვლა. ის-ის იყო იფიქრა საკმარისიაო,რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. - ოჰ შემოდი წითელ-ბატონო. -გაუღიმა სტუმარს. - თვალები ჩაგწითლებიათ ბატონო ჩემო.- ხუმრობის ტონითვე, თბილად მიუგო უფროსს. - კინოს ვუყურეთ მე და ჩემმა გოგომ, მოიცა გავაღვიძებ. - უხერხული ხომ არ იქნება მე რომ გამოვაფხიზლო? ბარემ მოვიფიქრებთ სად წავიდეთ.. -ჩაილაპარაკა რატიმ. - მიბრძანდით რატატუი ბატონო. -შვილის ოთახის კარი შეუღო პაატამ ბიჭს. - მადლობთ. რატი ოთახში შეიძურწა. მძინარე მილის დახედა. საოცარი სითბოთი აევსო გული და ვენებში სისხლი იგრძნო. მერე შეაჟრჟოლა და თავი გაიქნია, თითქოს ამით რამე ეშველებოდა აჩქარებულ პულსაციას. მობრუნდა, ახლა სარკეში შეეჩეხა საკუთარ აჭარხლებულ ფიგურას და თათიას მიმართვა გაახსენდა - წითელი. - დიდხანს აპირებ შენი თავის თვალიერებას რატი? - მოესმა ზურგიდან და სარკეშივე შეხედა წამომჯდარი გოგონას გამოსახულებას. - ვერ მოვიფიქრე როგორ დამერღვია თქვენთვის სიმშვიდე მძინარა ქალბატონო. - მოიცა,მოიცა შენ გადმომაწვინე? -ახლაღა გაიაზრა ბოლოს სად იყო. - არა, ახლახანს მოვედი მე. - კარგი დიდხანს არ გალოდინებ, -წამოხტა თათია. - სად წავიდეთ? - გშია? -კითხვა შეუბრუნა რატიმ. - პიცას შევჭამდი.. - კარგი გავიაროთ პიცერიაში, მერე საბაგიროთი ვისეირნოთ რას იტყვი? - ჩემი ჭკუის ყოფილხარ. -შესცინა და ოოთახის დატოვება სთხოვა რატის. „ძალიან უშუალოა, თითქოს საუკუნეა მიცნობს. აი მეგობარიც ასეთი უნდა, ნეტავ აქამდე გამეცნო. როგორ მჭირდებოდა მისი მხარში დგომა მძიმე პერიოდში, თუმცა მადლობა ღმერთო, ახლაც ცუდი სიტუაციის მეტი რა არის და გვერდში მეყოლება, ხომ ასეა? მოიცა რა ჩავიცვა? ვარდისფერს ვერვიტან, ეს საერთოდ რამ მაყიდინა.“-გვერდით მოისროლა ვარდისფერი სადა კაბა. „შავი რო იყოს რა უჭირს? ბევრი პრანჭვა არმინდა უბრალოდ უნდა გავიაროთ.. თმა? თმას რავუყო. იყოს როგორცაა“ -თმაზე სავარცხელი გადაისვა და წამით თვალი შეავლო მის გამოსახულებას სარკეში. კაბა არც მოკლე იყო და არც გრძელი, მუხლის ოდნავ ზემოთ, თუმცა მაინც ჩანდა მისი ლამაზი მოყვანილობის ფეხები. მაღალ კისერს უფრო მშვენიერს აჩენდა მხრებზე მაქმანი, სადა, დაბალი ფეხსაცმელი მოირგო და ზღრუბლს გადააბიჯა. *** უმცცროსი ანთაური აფორიაქებული დააბიჯებდა ოთახში წინ და უკან. კომფორტულად მჯდარი ცოლ-ქმარი აუღელვებლად აკვირდებოდა ვაჟს. როგროც იქნა მორჩა გიორგი ბოლთის ცემას და მშობლეის წინ ჩაიმუხლა. - დედა, მამა. - იტყვი რა მოხდა, ბოლო-ბოლო? - ვეღარ მოითმინა ქალბატონმა. - არ გინდათ სადმე გავიდეთ სავახშმოდ?- მოუთმენლად წამოიძახა გიორგიმ. - იმედია იქ მაინც ამოღერღავ სათქმელს, თინეიჯერივით დაბნეული და აღელვებული ხარ. -უთხრა მამამ. - ეჰ ვიცი. თქვა უმცროსმა რაზეც უფროსმა ანთაურმა წარბი აწია, თუმცა დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ხმა არ ამოუღია. გიორგიმ მაქნანა მყუდროდ მოწყობილ პიცერიასთან შეაჩერა, სადაც ხალხი არ ირეოდა და მათაც ნაკლები ადამიანი მიაქცევდა ყურადღებას. შეუკვეთეს, თუმცა არც მაშინ ამოუღიათ ხმა სხვა თემაზე. - დედა, მამა. - რა ხდება შვილო? - ისევ ვერ მოითმინა დედამ და ისევ აღელვება შეეტყო ხმაზე. - არ გეწყინოთ, ცალკე გადავდივარ. - ეს კკითხვას არ გავს. - თქვა უფროსმა. - არც ვკითხულობ მერე, უკვე დიდი ბიჭი ვარ. -გაუღიმა მამას. - და რასთან დაკავშირებით გადაწყვიტე? -მკაცრი იყო ანთაური. - დამოუკიდებლობაში რა არის ცუდი? არა, არგეგონოთ რომ თქვენთან ცხოვრების უკმაყოფილო ვარ, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ ჩემთვის. ზოგი ღვიძლ შვილს არ მოექცევა ისე, როგორც თქვენ. მოუცლლობის მიუხედავად ყურადღება არასოდეს მომკლებია, თქვენ ყოველთვის იცოდით რა მჭირდებოდა, ფული არასოდეს ყოფილა ჩვენი ბედნიერების საბაბი და არც მიზეზი. უბრალოდ დრო გადის და ისევ მეხუთე კლასელი არვარ რომ არდადეგებიც და თავისუფალი დრო თქვენთან გავატარო. დროა მივხედო პირად ცხოვრებას, პირველ რიგში მინდა ჩემს ბიოლოგიურ მშობლებზე მეტი გავიგო, თუ დახმარება სჭირდებათ - დავეხმარო და ვაგრძნობინო რომ ყველაფრის მიუხედავად მათ ჰყავთ მადლიერი შვილი. მადლობელი სიცოცხლისთვის და იმ თითოეული წამისთვის, თქვენთან ბედნიერად ყოფნისას რომ მქონდა. მე არ ვიცი რატომ დამტოვა დედამ, -ამის წარმოთქმაზე დედობილს შეაჟრჟოლა. - მაპატიე დე, მარა სხვა დროს ამის თქმის საშუალება არ მომეცემა. -განაგრძო გიროგიმ. - არასოდეს ვკითხავ მათ მიზეზს, დარწმუნებული ვარ ძალიან შერცხვებათ და იმიტომ, არმომინდება მდგომარეობის გამწვავება. თქვენი გვერდში დგომა ყოველთვის დამჭირდება, როგორც მშობლების. სხვა სახლში გადავდივარ არ ნიშნავს იმას რომ თქვენ გტოვებთ. ყველა გამაღიზიანებელი მომენტი მომენატრება ალბათ, მაგრამ ასეა საჭირო. -სიტყვა დაამთავრა და გემრიელად ჩაკბიჩა პიცის ნაჭერი. - ამას ორატორული ნიჭი შენგან გამოჰყვა. - თქვა ლიამ და მეუღლეს ლოყაზე აკოცა. - სწორად მსჯელობ შვილო, რამე სისულელე და სიცელქე არ ჩაიდინო ოღონდ. - ღადაობ მა? მე, ცელქობა და სისულელე? -გაიკვირვა გიორგიმ. მამა წამოდგა და შვილს მოეხვია, ეს იყო მისი შრომის და ცხოვრების მიზნის შედეგი - საამაყო ვაჟი! და უცებ ბიჭს თვალი გაუშტერდა, პიცერიაში თავისი გოგო დაინახა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რომ მისგვერდით ვიღაც იდიოტი წითური იდგა და დებილივით უღიმოდა მის მშვენერს. ანთაური ხედავდა მხოლოდ მილის, ყველა სიმღვენიერის გარეშე, შინაგანად უყურებდა მილის და საოცრებები ემართებოდა. გაუცნობიერებლად წამოდგა და მიუახლოვდა. 4// მეოთხე დედის პალატაში იჯდა და ფიქრობდა. დედამისის მდგომარეობა ისევ და ისევ არ უმჯობესდებოდა, საქმეც ახლოვდებოდა, ეს შაბათი-კვირაც და დედის რამდემიმე დღით დატოვება მოუხდებოდა. რა იქნებოდა თაფლის მოპარვა რომ ვერ მოეხერხებინათ? დაიჭერდნენ, დედა უპატრონოდ დარჩებოდა და ალბათ უყურადღებოდ და უფულოდ მალევე მოკვდებოდა. მილისგან განსხვავებით ტვირთს ვერავინ შეუმსუბუქებდა, იმიტომ რომ, ეს მისი არჩევანით მოხდებოდა. თუმცა იცოდა, რომ არ გაერისკა დედის მდგომარეობა მაინც დამძიმდებოდა და ვერც მაშინ აპატიებდა თავს უმოქმედობას. ყოველთვის აქ აჩერებდა ფიქრს, მერე დედას ეხუტებოდა,არცერთ შანსს არ უშვებდა ხელიდან რომ დედას არ მოსიყვარულებოდა, არ მოფერებოდა. კარების ხმაზე შებრუნდა და გაოგნებული მზერა ესროლა მეგრელს, ტყვიას, დათას, რაც გინდათ ის უწოდეთ.. ყვავილებით ხელში მიუახლოვდა ნინას და ლოყაზე ნაზად და ხანგრძლივად ეამბორა, გოგონამ თვალები მილულა, თუმცა გონს მალევე მოეგო. - აქ რას აკეთებ? საიდან? -კითხვები მიაყარა სტუმარს. - სხვაგან სად იქნებოდი თუ არა საავადმყოფოში,ჰოდა გეძებე. ვინც ეძებს ის პოულობს. - ჰო.მადლობა ყურადღებისთვის, დედა გიჟდება მინდვრის ყვავილებზე. - მიხარია რომ არჩევანი ვარდებზე არ შევაჩერე. - სამაგიეროდ, ვარდზე მე ვგიჟდები. -გაუღიმა დათას - გავითვალისწინებ. -საპასუხო ღიმილი მიანათა გოგონას. - არა, ამიტომ არ მითქვამს. -იუხერხულა მეოთხემ. - ვიცი,ვიცი. იმ საქმეზე ახალი ხო არაფერია? - გუშინ საღამოს ერთმანეთს შეხვედრიან მილი და წითელი, მითხრეს დაგირეკავთ დილითო, ვნახოთ რა ქნეს,როგორ დაგეგმეს . დღეს ყველამ უნდა შევათანხმოთ პირობები. - ჰო რა თქმა უნდა. თავს აღარ შეგაწყენ,მოკითხვა გადაეცი დედას, რომ გამოფხიზლდება. - აუცილებლად,გამიხარდა რომ მოგვიკითხე. ნახვამდის. დათა დასამშვიდობებლად წამოიწია, მეოთხემაც იფიქრა გადასაკოცნად მოდისო და თვითონაც მიუახლოვდა როცა დათა მოულოდნელად მის ტუჩებს მიეკრო. ნინას გული აფრთხიალდა, სისხლი აუჩქროლდა, აცახცახდა, გონება კი გათიშული იყო და ტვინის არცერთი უჯრედი არ ფიქრობდა რა ხდებოდა, რატომ ხდებოდა... ტყვია გოგონას მოშორდა,გაბრუნდა და კარიც გაიხურა. „ეს ყველაზე მარტივად შესაბმელი გოგო იყო ვინც კი დამიკერავს!“ -აღტაცებით ფიქრობდა მეგრელი. „ისე დავაბრმავებ, როგორც არაფერი. ფულსაც ავახევ ერთი-ორჯერაც გაერთობოდა კაცი, მარა ფუუ, რა კოცნა იყო ეს. არაუშავს, მადლია, ვასწავლი როგორც უნდა. მოკლედ ზაფხული ჩემთვისაა!“ *** - მილი.. -ზურგიდან მოესმა რაღაც ძალიან ნაცნობი ხმა თათიას და ნელა შებრუნდა. - გიორგი.. -წამოსცდა იმავე წამს. - როგორ ხარ? -მოიკითხა ბიჭმა. - კარგად,მანქანა როგორაა? - უჰ, ხომ გითხარი, სულ ტყუილად ავტეხე ამბები. -უხერხულად ჩაიღიმა ანთაურმა. - არაუშავს, მეც ვიუხეშე. -გაუღიმა მილიმ. - თათი, არ გამაცნობ შენს მეგობარს? -ვეღარ მოითმინა წითურმა და წყვილმა ახლაღა შეამჩნია მესამე პირი. - ეს გიორგია, ანთაური... რატი ფეხზე წამოდგა და ხელი მაგრად ჩამოართვა ახლად მოსულს. - სასიამოვნოა, მაგრამ თქვენ საიდან? - სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი, მოსაყოლადაც არ ღირს. -დააშოშმინა მილიმ ბიჭი და გიორგის მიუბრუნდა. -ხომ არ შემოგვიერთდები? - მადლობა მოწვევისთვის,მაგრამ მშობლებთან ერთად ვარ სავახშმოდ. ძალიან გამეხარდა მილი, რომ გნახე.. - ჩემთვისაც სასიამოვნოა. ანთაური უკუსვლით წავიდა, სანამ შებრუნდებოდა დაჟინებულ მზერას არ აშორებდა გოგონას, და მილიც ჩვეული ღიმილით ანათებდა იქაურობას. ერთდროულად დაუბრუნდნენ ადგილებს და დიალოგში ჩაებნენ. - იცი მაინც ვინაა ეს გიორგი ანთაური? -უხეშად იკითხა რატიმ. - რათქმაუნდა ვიცი! - მერე რას ეკურკურები?! - ვინ ეკურკურება ხომ არ გააფრინე? - არა მე ვუღიმოდი. - რა გაბრაზებს ამიხსნი, ან რა უფლებით უწევ ტონს. -მშვიდად ახედა მილიმ და მენიუს შლა განაგრძო. - ჩვენ მისი ფირმის გაძარცვას ვაპირებთ. -ხმადაბლა ჩაისისინა წითელმა. - არ მეგონა ამის გამო ღიმილი თუ მეკრძალებოდა საერთოდ. - დღეიდან გეკრძალება. - შენ ვინ ხარ რამე რომ ამიკრძალო? - საკმარისი უფლებები მაქვს იმისთვის რომ უცხო კაცთან თბილი ურთიერთობა აგიკრძალო. - ვინ გიბოძა ძალიან მაინტერესებს. და საერთოდაც! სულაც არაა უცხო. - მაღიზიანებ, ჯობია გაჩუმდე და შეუკვეთო. - მადა არ მაქვს. ხმაურით დაახეთქა მენიუ მაგიდაზე. - ასე ხომ? -ჰკითხა წითელმა. - დიახაც ასე, შენთან ერთად ვახშმობის სურვილი გამიქრა. - გაგიქრებოდა, ანთაური დაინახე, ჩემი წონა მილიონი უდევს ჯიბეში. ამაზე ვეღარ მოითმინა მილიმ და ცხოვრებაში პირველად ხელი მოუქნია ბიჭს და თეთრ კანზე მისი თლილი თითები აიბეჭდა წითლად. - ნახვამდის, მამას არაფერს ვეტყვი. -თქვა და მობრუნდა. გიორგი ანთაური ფეხზე იდგა, გააფთრებული თვალებით უყურებდა მილის და რატის მაგიდას, შემდეგ აღტაცებით შეხედა მილის, რაც არ უნდა ყოფილიყო, გოგონა არავის შეარჩენდა პატარა უხეშობასაც და ეს იზიდავდა. თუმცა ფიქრობდა რახან ამ იდიოტმა წითურმა გოგონას მწარე სილა დაიმსახურა მეტის ღირსიც იქნებოდა. შემდეგ გაახსენდა რომ ფაქტობრივად არ იცნობდა გოგოს, თან თავდაცვაც ასე შეეძლო ამიტომ ჩარევას გაღიმება არჩია და ფრთხილად დაუბრუნდა ადგილს. მილი საპირფარეშოსკენ წავიდა, რატი-ბატონი გარეთ გავარდა, თვალს უსწორებდა ანთაურს, რომელსაც ძალაუნებურად ეღიმებოდა. მშობლების კითხვის ნიშნებით ანთებულ თვალებს რომ წააწყდა ერთი მრავლის მეტყველად ჩაიცინა და პიცის ნაჭერი მოამთავრა. დედ-მამასაც არაფერი უკითხავს. - არ წავიდეთ? -იკითხა ლიამ. - ჰო წადით თქვენ, მე დემეს შევუვლი და მოვალ. - უთხრა ანთაურმა და კოკა-კოლა მოსვა. - ჭკვიანად. -გააფრთხილა მამამ და გაუჩინარდნენ. ამასობაში მილი საპირფარეშოდან გამოიძურწა, ნერვიულობის კვალი შერჩენოდა სახეზე. ანთაური მარტო მჯდომი დაინახა მაგიდასთან, თუმცა გამოლაპარაკება არც უფიქრია. ის-ის იყო გვერდი უნდა ჩაეარა რომ გიორგიმ თავი აწია. - ესეიგი, თათია, არა? - ჰკითხა მან - ჰო თათია. -უემოციოდ უპასუხა მილიმ. - და რატომ გამეცანი მილით? - ასეც მეძახიან და იმიტომ. - ორივე გიხდება. – „პირველი კომპლიმენტი“ -გაიფიქრა თათიამ, გოგონებს ხომ ყოველთვის ამახსოვრდებათ ყველა პირველი. - მადლობ, ნახვამდის. - გვიანაა. -შეაჩერა გიორგის სიტყვებმა. - შენკენ მოვდივარ, გაგიყვან. - და რა იცი მე სად მივდივარ. -გაიკვირვა მილიმ. - მე ყველაფერი ვიცი, ტო. -შესცინა ბიჭმა. - მადლობ მაგრამ გასეირნება მირჩევნია. ისევ შებრუნდა თათია. - ჰოდა წავიდეთ. ფეხზე წამოდგა და ფული დატოვა ანთაურმა. - არა, ვერ გამიგეთ, მარტო ვაპირებ გასეირნებას. - ხო მაგრამ გვიანაა, ათასი კრეტინია გარეთ. - იქნებ შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ. -არ დაიბნა გოგო. - შენც ხვდები შენივე სიტყვების აბსურდულობას. - ნახვამდის, გიორგი. კაფე-ბარი დატოვა და ზანტად გაუყვა ჩამოღამებული თბილისის ქუჩებს. გიჟდებოდა ლამპიონების განათებაზე და ფეხისთვის არც მაშინ აუჩქარებია, როცა ანთაურის ნელი სვლით მომავალი მანქანა შეამჩნია. არც მაშინ როცა ანთაური ზუსტად მის გვერდით მოდიოდა მანქანით. წითლის ნარეკზე არ უპასუხია, მოსული შეტყობინებებიც უნახავად წაშალა. და მაშინღა გაჩერდა როცა ზურგსუკან ქოშინისმაგვარი მოესმა, თვალები სიბრაზისგან გაუფართოვდა როცა ხელში წითელი შერჩა. რატი ანთაურის მანქანისკენ ზურგით იდგა და არც შეუმჩნევია იგი, აი მილი კი დაიბნა და თვალების ცეცებას მოჰყვა. გიორგის ბეემვეც შეჩერდა. - გამოყოლას როგორ ბედავ. -უთხრა თათიამ. - ამ სიბნელეში მარტო რა გაბორიალებს, რა აღარ ვიფიქრე, როგორ შემეშინდა იცი? - ჯობია მაშინ იფიქრო სანამ რამეს იტყვი. - კაი მაპატიე რა. წითელმა ხელები გაშალა მოსახვევად, მილის მზერა ანთაურისკენ გაექცა რომელსაც სახე დასძაბვოდა. რატის ხელები ჩააწევინა. - მე სახლში მივდივარ. - კაი გამოგყვები, რა გჭირს ტო. - არ მჭირდება არავის გაცილება! -ორივეს გასაგონად თქვა. - მე თვითონაც შემიძლია თავის მოვლა, სხვათა შორის რომ არა შენი დაუკვირვებელი და ხმამაღალი ფიქრები ახლა პიცის ჭამაში ვიქნებოდი გართული. - მოდი ისე მოვიქცეთ ვითომ არაფერი მომხდარა, ოქეი? - ნოუ! უმნიშვნელო გგონია ის სიტყვები რაც მითხარი? - კაი რა გახდა წამომცდა რაღაც, შენთავს ვფიცავარ აღარ ვიზავ. - ვაიმე ესეიგი გულში უარესებს ფიქრობ შენ, შემეშვი საერთოდ რა. წავიდა. ანთაურს დაბურული მინები აწეული ჰქონდა, თუმცა მაინც გრძნობდა მის მზერას, ისიც იცოდა, რომ ყველაფერს გაიგებდა არამკითხე მოამბე. ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უკარნახა. რა უნდოდა ანთაურს ? - ეს კითხვა უტრიალებდა გონებაში და პირველ რიგში ის გამორიცხა რომ მოეწონა, ის ისეთი ტიპაჟის ბიჭი იყო, შეეძლო ნებისმიერი ლამაზმანი რომელსაც ხელს დაადებდა მისი გამხდარიყო, მაღალი კლასის წარმომადგენლებს, მდიდარი მამიკოს შვილებს ერთი ხელის მოსმით დაისაკუთრებდა. აი მილიმ კი იცოდა რაც არუნდა ყოფილიყო, ანთაური მისი ფულით და გარეგნობით დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენდა. თათია არავის სათამაშო არ გახდებოდა. არავის მისცემდა უფლებას მის გრძნობებზე ეთამაშა. მაინც გაურკვეველი იყო, რატომ? რატომ მაინც და მაინც ეს „სადა“ გოგონა, უმაკიაჟოდ, გაუპრანჭავი, ბუნებრივი, იქნებ ამიტომ? რომ არ გავდა ათას გადაპრანჭულ სწერვას თბილისიდან, სულ სხვა დონე იყო მილი. ანთაურის ფიქრები შორს მიდიოდა და აღარავინ აინტერესებდა დედამიწის ზურგზე. შუქნიშანზე წითელი აინთო. შავი ბეემვე ყვითელ ტაქსს გაუსწორდა, ისე რომ ანთაურის და მილის ფანჯრები ერთმანეთის გასწვრივ ყოფილიყო. თათიას შუშა ჩაწეული ჰქონდა და შემთხვევით გაიხედა გვერდით, გაოცება დაეტყო სახეზე. ანთაურმა გაუცინა და შესძახა. - ნომრები გავცვალოთ რა. - არაა საჭირო არც ნომრების გაცვლა და არც დაუკითხავად გამოყოლა-გამოცილება. - მე ვფიქრობ რომ საჭიროა. - ფიქრს ვერ დაგიშლი. -ამისთქმაღა მოასწრო და მწვანე აინთო. ტაქსის მძღოლს სწრაფად სიარული სთხოვა. თავი სახლთან მისვლამდე არ აუწევია, უჩუმრად გადაიხადა მგზავრობის ფული და მანქანიდან გადმოვიდა. დალანდა ქუჩის კუთხეში ანთაურის მანქანა ჩაეღიმა და სახლში შევიდა. მამა ჩაძინებული დახვდა და პლედი მიაფარა, თვითონ კი ტანსაცმლიანად მიწვა საწოლზე და ძილ-ბურანში გაეხვია. ***** - არ მეგონე ასეთი. -უთხრა ნაცნობმა ხმამ. - როგორი ასეთი? - გაიკვირვა მილიმ. - უცხო კაცთან ასეთი უშიშარი.. რომ ვიძალადო, სად მიდიხარ? - შენნაირები არ ძალადობენ. -კვლავ უშიშრად მიუგო თათიამ. -ამიტომ არც ამ რომანტიული გარემოსი არ მეშინია. - მე და რომანტიკა საკმაოდ შორს ვართ ერთმანეთისგან. - ოჰო.. ვარდების და სანთლის სუნზე გეტყობა. გაუცნობიერებმად გაიღიმა გოგომ. - კარგად არ გაქვს თვალებზე აკრული? - უბრალოდ სუნს ვგრძნობ მძაფრად. - ესეიგი არ გეშინია ჩემი, ხომ? - არა. - რომ მოვიდე და გაკოცო უცებ? - რომანტიული იქნება. - რას გადაეკიდე ამ რომანტიკას? გაიცინა ბიჭმა. - სახვევს არ მომხსნი თვალებიდან? - და შენ გინდა? -იკითხა ბიჭმა. - რა? - კოცნა... - რომ დაგინახავ გეტყვი. - ანუ შენც გარეგნობას აქცევ ყურადღებას. - ხომ ვერ მეტყვი რატომ მოიხიბლე ჩემით?- ორაზროვანი კითხვა დაუსვა მილიმ. -გარეგნობამ ხომ არ მიგიზიდა? - მე შენში სხვა რამეც მიყვარს. - მაინც? - შენ! - „მე შენში მიყვარს ღმერთი..“ -ლექსი გაახსენდა თათიას. - „შენ რა იპოვნე ჩემში?“ -კითხვა შეუბრუნა ბიჭმა. - სიშავე. -გულწრფელად უპასუხა გოგომ. - გეშინია სიბნელის? - ძალიან. -აღმოხდა მილის. ბიჭმა ფრთხილად მოხსნა სახვევი. - ეს რა ხუმრობაა, რატომ გაქვს ნიღაბი? - ჩემი სიმპატიურობით რომ არ დაბრმავდე იმიტომ. - რა არასერიოზული ხარ! -შეიცხადა გოგომ - მართლა ასეა, არმინდა გარეგნობამ გაგიტაცოს. - ან ძალიან მახინჯი ხარ ან მზეთ უნახავი. - რომელი გირჩევნია რომ ვიყო? -დუმილის შემდეგ კითხა ნაცნობმა ხმამ. - სულერთია. - და რატომ? - შენ იქნებოდი ისევ და იმიტომ. - გეცნობი ხო. - ძალიან! - რა გეცნობა - სუნი, ხმა, შენი თვალები.. - ყნოსვის, მხედველობის და სმენის ორგანოები მწყობრშია. - მხიარული დასკვნა გამოიტანა ნაცნობმა. - არ დამაბრუნებ? - ცოტაც და გაიღვიძებ. ეს იყო ყველაზე ლამაზი სიზმარი რაც კი მილის ენახა. მიუხედავად იმისა რომ გაღვიძებასთან ერთად გაქრა დეტალები, თათიას მაინც გამოყვა სიზმარეული სუნი: ვარდების, სანთლის და.. მისი.. ვიღაცის სუნი უღიტინებდა ნესტოებში და მოსვენებას არ აძლევდა ნაცნობი ხმა. ბოლოს ამოიცნო. ამოიცნო და შეეშინდა. ანთაური სიზმრებში არც შემდეგ ანებებდა თავს თათიას. 5// დილა საშინლად დაიწყო. ანთაური ახალ სახლში, ძირს დაგდებულ მატრასზე იწვა, თეთრი კედლები საგიჟეთის იმიტაციას უქმნიდა და გაღვიძების შემდეგ, პირველი რა გრძნობაც დაეუფლა ეს ბედნიერება იყო, იმის გაცნობიერებით, რომ ამ ოთახს ფანჯრები ჰქონდა, მაშასადამე ეს საგიჟეთი არ იყო. თუმცა დიდი სიამოვნებით გადაეყრებოდა მაკმერფის პერსონაჟს. ბელადს ხმას ამოაღებინებდა და ეს ყველაფერი საგიჟეთს სანატრელს გაუხდიდა... ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, აგრესიით დასწვდა ამ შემაწუხებელ ტექნიკას და თვალდახუჭულმა უპასუხა. - გისმენთ.. - შენ ბიჭო საერთოდ ნორმალური ხარ? -გაისმა მამამისის მკაცრი ხმა. - რა მოხდა? - უემოციოდ უპასუხა კითხვითვე. - საერთოდ რომელი საათია იცი? რა დროს ძილია? ქუჩაში გადი, გაზეთბის ჯიხური შეათვალიერე აბა, ყველგან შენ რომ ხარ გამოჭენებული. - ეე, რას მეღადავები, არაფერი მომხდარა არსად არ ვოფილვარ, რა გამოჩიჩხნეს მაგ ............მა - მოგვიანებით დამირეკე! - ჩხუბისტონ ნარევი ხმა და გაბმული -ტუუ ტუუ ტუუ. სწრაფად მოემზადა და გაზეთების საყიდლად გაემართა ანთაური. თვალი მოსჭრა ჟურნალის პირველივე გვერდზე გამოჭიმულმა საკუთარმა შიშველმა სხეულმა , წარწერით : „რას აკეთებდა სახელგანთქმული ანთაური დილაადრიან მანქანაში შიშველი და რატომ აიმყრალა პირი მოქალაქეების მიმართულებით. მორიგი რომანი? თუ გართობის მოყვარული ანთაურის დაბრუნება?“ - აააუ აამათ შ.. ხომ არ აქვთ? ოხ მე ამათი.... *** - ვაიმე , ეს ის დღეა ანთაურმა მაისური რომ გაიხადა და მანქანა გაწმინდა, რა დროს გამოიჭირეს, საწყალი.. კიდევ კარგი ჩვენ არ დავუფიქსირებივართ, ვრცლად მე-12 გვერდზეო. ჰააა?! -გაოგნების შეძახილი აღმოხდა თათიას. - კიდევ კარგი ჩემი სახე არ ჩანს, ვაიმე ანთაურო ბოდიში. სულ ჩემი ბრალია, რა მინდოდა გრძელი ენა მაქვს, უხერხულ მდგომარეობაში იქნება. ღმერთო ჩემო სად დაგვინახეს, როგორ გამოქექეს?! ანდა რა მოხდა, მილიონერს არ შეუძლია მანქანის გაწმენდა? რა გაიკვირვეს. ვაიმე თათი, -საკუთარ თავთან დაიწყო საუბარი. -რა თქმა უნდა, ისგაიკვირვეს რომ ქალთან ერთად იყო. მოიცა როგორ იყო? მორიგი რომანიო? გართობის მოყვარული ანთაურის დაბრუნება? არა არა, რაღაც შარს უგონებენ. როგორმე უნდა მოვუბოდიშო!-დაასრულა თამთამ და მამასთან გავიდა მისაღებში. - მამი, არ შეიძლება დღევანდელი სადილი რომ გადავდოთ? - რატომ მაა, -გაიკვირვა პაატამ. - შენც ხომ გინდოდა ვახოს ოჯახის გაცნობა. - ჰო მაგრამ, რაღაც ვერ ვარ.. -წუხანდელი ინციდენტის გახსენებაზე სიბრაზისგან წამოწითლდა. - რამე მოხდა გუშინ? -მიუხვდა მამა. - რაღაცაზე უთანხმოება მოგვივიდა და გავბრაზდი. - ჩემი ფიცხი გოგო,-თავზე ხელი გადაუსვა პაატამ. -საღამომდე გადაგივლის იმედია, რატის ხომ არ დაველაპარაკო? თუ არც ღირს.. შენ მითხარი მამი და როგორც გინდა ისე მოვიქცეთ. - ნუ, ბოდიშიც მომიხადა, მაგრამ აჟიტირებული ვიყავი და იმ მომენტში არც მიფიქრია. - კაცი თუ ბოდიშს იხდის, ესე იგი ნანობს და თუ გულწრფელ სინანულს ამჩნევ არ შეიძლება უპატიებლობა. ხომ იცი? - ვიცი მა, პეროგის ცხობას დავიწყებ და საღამოს წავიდეთ. -გაუღიმა მამას და სამზარეულოში შეფარფატდა. ცხობისას მუსიკა ხმამაღლა ჰქონდა ჩართული, თუმცა ანთაურზე ფიქრს მაინც ვერ გაურბოდა. ჯერ სიზმრის დიალოგი გაიხსენა და თითქოს მის ყნოსვას ვარდის სუნიც მისწვდა. შემდეგ იმაზე დაფიქრდა, რატომ გამოყვა სახლამდე, რა ნებისმიერი უცნობი მოიქცეოდა ასე? წითელს რომ ეჩხუბა როგორ გაცეცხლდა?! ერთხელ ნანახ ადამიანს ასეთი რეაქცია ექნებოდა? რაღაც ისე ვერ იყო. მაგრამ შანსი აქვს რომ გაიგოს რა ხდება, ხომ მარტივად შეუძლია გაიგოს მისი ნომერი და ინციდენტისთვის მოუბოდიშოს, თან იკითხავდა, რა ესაქმებოდა მასთან... **** ნინა აღფრთოვანებული იყო დათას ყურადღებით. არც სჯეროდა ასეთი ბიჭების არსებობის, ახლა კი ფიქრობდა, რომ ანგელოზი ჰყავდა გვერდით. ეშინოდა, ძალიან შეეშინდა, შეიძლებოდა დათა ისე გამქრალიყო ძარცვის შემდეგ, როგორც არაფერი. დაივიწებდა? მეოთხეს თავისი თავის უკვირდა, ასე უცებ რომ მოასწრო მის მიმართ ასეთი სიმპატიით გამსჭვალვა. თუმცა ყველაფერი ხდება... სანამ მეოთხე დათაზე ფიქრში იყო გართული, ამასობაში ტყვია სამოქმედო გეგმას სახავდა თავის სოროში. ფიქრობდა ნინას უმწეო მდგომარეობაზე, უპატრონობაზე და იმ ფულზე, რომელსაც მასთან ურთიერთობა მოუტანდა.ორშაბათს ძარცვას დაიწყებდნენ, თაფლის საწარმოდან „წამოღება“ მარტივი არ იქნებოდა, ერთი მცდარი ნაბიჯი და ყველა ხახამშრალი დარჩებოდა. ¬არადა სოროშიც ვეღარ ძლებდა, ჩამოხეულ შპალერს ნესტის სუნი უდიოდა, ბეტონის იატაკი ხშირად სველდებოდა წყალგაყვანილობის გამო, იმ პირობებში, სადაც დათას უწევდა ცხოვრება, გაძლება გაუსაძლისი იყო. ამიტომ ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ მოშორებოდა ამ საზიზღარ გარემოს. ყველაფერზე წამსვლელი იყო ტყვია. *** TIME: 17:30 SMS FROM: WITELI TO: MILI SUBJECT: SATAPLIA “1saatshi gelodebit. ))) orshabats 11ze gadawkda.” TIME: 17:45 SMS FROM: MILI TO: WITELI SUBJECT: OK “Naxevar saatshi mandvart, mapatie gushindeli gagizianeba, ik ar sheimchnio araperi.” TIME: 18:00 FROM: WITELI TO: MILI SUBJECT: msgdjckbnhds “Mokled daikide ra. Modiiit, Irma dasamshvidebelia ise patsurobs. )))) “ *** -დემე... რამე უნდა მიშველო რა. - საუბარი წამოიწყო ბართან მჯდომმა ანთაურმა. - გისმენ ძმაო, რა ხდება? - ვისკი მოსვა და ბავშვური თვალები შეანათა ბავშვობის მეგობარს. - ერთი გოგო მომწონს.. - ვისი შვილია? - არვიცი, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ? - რავიცი, გავიჩითებოდით რამე ფართიზე იმასთან.. - არა, ეგეთი პონტის ოჯახიდან არ უნდა იყოს. ძალიან უბრალო და ნაზია. -ნეტარებით წარმოსთქვა გიორგიმ. - იმ ტყლარჭიებს ვაფშე არ გავს, შენ ძმობას ვფიცავარ, ისეთი გოგოა, ისეთი ლამაზი და სადა, ღმერთო უნდა ნახო! - ხო არ შეგიყვარდა ? -საპასუხოდ დუმილი მიიღო ანთაურისგან. - კარგი, ესეიგი ღატაკი შეგიყვარდა? - შენ ბიჭო თავი ხოარ მიარტყი რამეს? აზრზე მოდი ტო. - კაი ხო, რეაქცია მაინტერესებდა. რამე იცი მაგ გოგოზე? - საქმიანი იერი მოირგო დემემ. - მისამართი ვიცი.. ჰო და კიდევ ორჯერ შევხვდით სრულიად შემთხვევით, გახსოვს რომ გითხარი ვიღაცამ კვერცხი შეატეხა მანქანას მეთქი? - აუ ეგ გოგო ტო? მაგრად რო ჩაგაბანძა.. -სიცილი ატეხა დემემ. - ე ბიჭო კი არ ჩამაბანძა, მე თვითონ მოვიქეცი ისე, როგორც სწორად მიმაჩნდა.. - ეგეთ გადაწყვეტილებებს რომ იღებ, მაგიტოა ჟურნალები სკანდალებით გამოტენილი. - კაი არ გამახსენო თუ ძმახარ. - სთხოვა ანთაურმა. - კარგი, მეორედ სად ნახე? - პიცერიაში, ვიღაც იდიოტ წითელთავიანთან ერთად იყო, მერე ეჩხუბა და ისეთი გაარტყა წამით ვიფიქრე სად გაიარა მასტერ კლასები-მეთქი. ისე გავცეცხლდი ვერ აღგიწერ, ჯერ იმ ვიგინდარასთან რომ დავინახე, და მერე იმან რო იმ ზომამდე მიიყვანა, გოგომ შუა ბარში რო გაუქანა. მოკლედ ის ბიჭი წავიდა, სახლში არ მიმაცილებინა თავი, მაგრამ მანქანით გავყევი უკან. ისევ გამოჩნდა ის იდიოტი მაგრამ ამან ისევ ოსტატურად მოაგვარა. - ქურდულს ხო არ აწვება ბიჭო? - შესცინა დემემ ძველბიჭურად. - ეე, სერიოზულად მალაპარაკე . -გაიცინა გიორგიმ. - მომაფიქრებინე რა ვქნა. - მიაკითხე. - ოჯახს მივადგე და იცით მე თათია მომწონს და შემახვედრეთ-მეთქი? - დაიბღვირა ანთაური. - მაშინ უნდა დაუდარაჯდე და სადმე გამოიჭერ, მისამართის მეტი არაფერი იცი და.. - როგორ არა ტო.. - ჩაილაპარა ანთაურმა და სასმელი მოსვა. - ყველაზე მაგარი გოგოა, ვინც კი შემხვედრია აქ, საქართველოში, ინგლისში, იტალიაში, აი ვაფშე! უკრაინელების ქალები მოსაგონია ამასთან, მაგრამ ეს ისეთია, ჩემ თავს არ ვაპატიებ ზედმეტი რო გავუბედო. - ანთიკო ჩემი მეგობარია. - წაიღიღინა სიმღერა მულტფილმიდან დემემ. - მას თათი უყვარს ტრალალალალალა. - აუ ხოიცი რომ ამ ანთიკოს ვერვიტან. -სიცილს ვერ იკავებდა გიორგი. *** -კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში.. - კარის ზღრუბლს გადააბიჯა მილიმ და პატარა ოჯახს გაუღიმა. - პირველად კი არ ხარ გოგო. - გაუცინა ვახომ, მეგობარს ხელი მხარზე მოხვია და სახლში შეუძღვა მამა-შვილს. - თათია, შენ და რატი ბაღში ერთად დადიოდით, მამაშენი სამუშაოდან 7ზე მოდიოდა. ამიტომ ბაღის მერე ჩვენთან რჩებოდი, ირმა ტყუპებივით გივლიდათ შენ და რატის სანამ ჩვენ უცხოეთში გადავწყვეტდით წასვლას. - საინტერესოა რომ არაფერი მახსოვს.. ბოდიში რომ ტვირთად გაწექით წლობის მანძილზე. -შეწუხებულმა მიმართა ირმას. - ვაიმე რას ამბობ შვილო, ვინაა ტვირთი, ნეტა განახა რა ბედნიერი ვიყავი თქვენ ორს რომ გხედავდით, განსაკუთრებით მაშინ როცა რატი გიცავდა. არავის გაკარებდა, ამის სათამაშო და გამრთობი იყავი. -გაუცინა ირმამ და თბილად მოეხვია მონატრებულ ბავშვს, რომელიც უკვე დაქალებულიყო. - ეჰ სწრაფად გადის დრო, მოდი დედი. მილი წითელს უყურებდა და ძალაუნებურად ეღიმებოდა, აი თურმე რა აკავშიირებთ - ბავშვობა. აი რატომ აქვს უფლება რომ დაიცვას უცხო ადამიანებისგან, თათიამ რატი აღიქვა როგორც ადამიანი, რომელიც დაბადებიდან მისგვერდით იყო რომ დაეცვა, თუნდაც საშიშროება არ ყოფილიყო.. რატი თითქოს თავიდან დაიბადა, როცა მისი მიმართულებით მომმზირალ გოგოს გახედა. საოცარ გრძნობას ტოვებდა თათია შიგნიდან, რაღაც სასიამოვნოს, გრილი სიოსავით უბერავად რაღაც სხეულში და არუნდოდა ამ რაღაცის გაჩერება. 6// - დემე.. მიშველე! - მობილურში ჩასძახა ანთაურმა ძმაკაცს. - რა ხდება ტო? - აღელდა დემეტრე. - თათია და მგონი მამამისი იმ წითელ თავიანთან იყვნენ, ეხლა აცილებს წითლების ოჯახი. - სასოწარეკვეთა გიორგის. - თათია მანქანითაა? - არ დაიბნა დემე. - კი ტო, მერე? - მერე მივიდნენ მანქანასთან? - არა, ჯერ კარებში დგანან და უცინიან ერთმანეთს. პირდაპირ თქვი რა.. - საბურავი დაუშვი სანამ მივლენ მანქანასთან და მერე წაყვანა შესთავაზე. - აუ ვერ ვიტან ძალით გმირობებს! სხვა მოიფიქრე მალე. - კაი რას შვებიან? - დაფიქრდა დემეტრე. - რაღაცა დარჩა მგონი თათიას და შებრუნდნენ. - ადექი დრო გამოიყენე უცებ! ჯაყვა დავტოვე გუშინ „ბარდაჩოკში“. - უხხხხხხხ!!- სხვა გზა აღარც ჰქონდა ანთაურს, სწრაფად იმოქმედა და მანქანით შემოგარენში ნელა მოძრაობდა. დაინახა თათიას გაკვირებული და გაბრაზებული სახე, შეჭმუხნული წარბები, მამამისის მშვიდი სუნთქვა. მანქანა უკან გააჩერა, გადავიდა და მიუახლოვდა მამა-შვილს. - დახმარება ხომ არ გჭირდებათ? - თავაზიანად მიმართა მათ. - გიორგი? - უფრო გაიკვირვა თათიამ. - გამარჯობა. - როგორ ხარ? - პასუხს არც დალოდებია ისე მიუბრუნდა მამამისს. - გამარჯობა ბატონო.... - პაატა, - სიტყვა შეაშველა ანთაურს. - კარგ დროს გამოჩნდი, უბნის მამაძაღლებმა დაგვიძაძღეს საბურავი. - პატარა ეშმაკებს რა გამოლევს. - გაუცინა გიორგიმ. - გაგიყვანთ. - არა, არ შეწუხდეთ. მადლობ. - პაუზებით მიმართავდა თათია ბიჭს. - ტაქსით გავალთ. - იქნებ ერთ გზაზე მივდივართ, არ შევწუხდები, გეფიცებით. - მამა-შვილი გააცინა და მანქანისკენ მიუთითა. წინ პაატა დაჯდა, უკან თათია. - მოკლედ ღმერთმა გამოგვიგზავნა თქვენი თავი, თორემ ამ ღამეში ტრანსპორტის ლოდინს ეხუმრები? - მე მზად ვარ ხალხის სამსახურში ვიყო. - თათი, საიდან მეცნობა? თქვენ კი იცნობთ ერთმანეთს, მყავხართ ნანახი ერთად?- შვილს მიუბრუნდა პაატა. - მამი, ეს გიორგი ანთაურია, ახალ ამბებში ხშირად ჩანან ანთაურები. - აუხსნა მამას და დანარჩენ კითხვებს თავი აარიდა. - ვააიმე, ეს რა დიდი კაცის გვერდით ვმჯდარვარ! - უჰ, კარგით ახლა გავწითლდები, არაფერი არ ვარ. - გულწრფელად იუხერხულა გიორგიმ. - ეგრე უნდა შვილო, ეგრე, ყოჩაღ! - მოუწონა თავმდაბლობა ბიჭს. ანთაურმა ზედა სარკეში უკან მჯდომს გახედა. თათიაც უყურებდა, მის თვალებში დიდი შიში ჩანდა, თუმცა ანთაური ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს. მილის ტელეფონი რეკავდა, დახედა, შეშფოთებულმა ისევ ანთაურის ანარეკლს შეავლო თვალი და უპასუხა. - .... - მადლობა ყურადღებისთვის, მივდივართ. - .... - ჰო, საბურავი დაეშვა, ხვალ მივხედავ, ახლა გვიანია.. - .... - არ შეწუხდე, არაა საჭირო, მადლობ. - .... - კარგი, ნახვამდის. *** - ვახო იყო? -იკითხა პაატამ. - არა, რატი. *** - სწორად მივდივარ? - კი, ცოტაც და.. *** - მადლობა, ღმერთი არ დაგივიწყებს შვილო. - კარგით რა.. *** - თათი... - გისმენ, გიორგი. - რაღაცას ვგრძნობ. შენ? - არ ვიცი.. - შევხვდებით? - აუცილებლად. - როდის? - ცოტა ხანში. - მოიცადე, არ წახვიდე. - მამა? - კარგი კაცია. - ვიცი. - არაფერს ვაშავებთ. - მე ვაშავებ. - რას? - მერე გაიგებ.ბოდიში, მადლობა და ნახვამდის.. - მილიი!.... *** ღამე, სიმშვიდე, მანქანის ნელი სვლა და შიგნით ანთაური. დაბალ ხმაზე აჟღერებული ჩარკვიანი. ფიქრები, თეთრი და შავი ფიქრები, შემოპარული, სიყვარულის ფერი ფიქრები, ლურჯები.. არარეალური გრძნობები, მისტიკური წარმოსახვები, ხორცშესხმული ფანტასტიკა. რას აღარ ფიქრობდა ანთაური. სჭირდებოდა! სასიცოცხლოდ სჭირდებოდა პატარა მილი, თითქმის სულ სერიოზული, მგრძნობიარე, სადა, უბრალო. არანაირ ჩარჩოებში რომ არ ჯდებოდა, ისეთი. გიორგი შეიცვალა, ფიქრებმა გადაასხვაფერა, მინიშნებებმა, თათიას უმოქმედობამ. არადა გრძნობდა, ხვდებოდა, რომ თათიაც არ იყო გულგრილი. ამ გაუგებრობას გადაახტა და წარმოიდგინა მისი ოჯახისა და თათიას შეხვედრა, პაატას აცრემლებული სახე, როცა მილის თეთრ კაბაში ნახავდა, მამამისის, დიდი ანთაურის გრძელი სადღეგრძელო-დალოცვები. ყველაფერი გააერთიანა, ულამაზეს ფერებში დახატა დაგეგმილი მომავალი. მერე შერცხვა, ჰო, შერცხვა. არც იცნობდა, არც უყვარდა, არც მეგობრობდნენ. ვერაფერს დაარქმევდა მათ ურთიერთობას, უბრალოდ ექსტრემალურ სიტუაციებში ხვდებოდნენ ზედიზედ ერთმანეთს. რაღაც ღრღნიდა, უნდოდა შეხვედრა ეთხოვა, იმ წუთში, იმ წამში ძალიან მოუნდა ენახა თათიას ლამაზი თმა, მოუნდა შეხებოდა, თვალები მილულა. ხელი გაიშვირა წინ, წარმოიდგინა რომ მილი ედგა, თმაზე ხელი გადაუსვა. იგრძნო თითებ შორის თმის გასხლტომა. დაიძაბა. არა, არუნდოდა ილუზიები. ვერ ისვენებდა, სახლშიც რომ მისულიყო ვერ დაიძინებდა, ცარიელ ოთახებში გაჩერება კი არუნდოდა. მშობლები შეატყობდნენ რამეს და დაკითხვას მოუწყობდნენ, ისედაც პიცერიის ამბავი არ ჰქონდა ახსნილი. დემეტრე განუწყვეტლიც რეკავდა, გიორგი ვერ პასუხობდა, არ შეეძლო ლაპარაკი. თითქოს არაფერი, მაგრამ რაღაც ხომ ხდებოდა, რაღაც ხომ ანადგურებდა შიგნიდან, აკეთილშობილებდა. ამას ვერ აუხსნიდა ბავშვობის მეგობარსაც კი, გრძნობებში პირველს თათიას გამოუყდებოდა და სხვას ვეღარ დაუწყებდა მის გრძნობაზე საუბარს. ზარები გაჩერდა, გონება გამოთიშა ანთაურმა, ეცადა არ ეფიქრა არაფერზე. უშედეგოდ. ისევ ახმაურდა ტელეფონი. უცხო ნომრიდან რეკავდა ვიღაც. არ უპასუხა. მეორეჯერაც რომ დარეკეს ზარს უპასუხა, ხმა არ ამოუღია ისე. - გიორგი .. ? - ეგონა მოეჩვენა. არა ეს მართლა ის იყო, თათია! - უკაცრავად, სხვაგან მოვხვდი? - არა, არა თათია, მე ვარ. - მინდოდა მეთქვა.. - აშკარად ორჭოფობდა თათია. - მილი, მოდი უბრალოდ ვილაპარაკოთ, არ მინდა მადლობები და ბოდიშები რა. -პირდაპირ უთხრა რაც სჭირდებოდა. - გადაღლილი ხმა გაქვს თუ მეჩვენება? - ჰკითხა მილიმ. - ჰო, დავიღალე. - ანთაური რით უნდა დაღლილიყო? - ცხოვრებით. - ოხვრა მოაყოლა ტელეფონში გიორგიმ. - ეგ როგორ? მეორედ არ გავიგო ეგ რომ თქვა. - ვერ გაიგებ.. - ორაზროვნად უპასუხა ბიჭმა. - რას შვები? - ვწევარ, და ვფიქრობდი.. - საოცრად დამთბარი ხმით უთხრა ბიჭს. - მგონი იმაზე, რაზეც მე. - გაუღიმა ყურმილში ბიჭმა. - არ ვიცი, შეიძლება. - ვილაპარაკოთ ამაზე? - არ მინდა. - იყოს ნება თქვენი. - გალანტურად მიმართა გიორგიმ. სიჩუმე ჩამოწვა რამდენიმე წამით, რაღაც სასიამოვნო და კომფორტული, ყურმილში ანთაურმა მილის ჩასუნთქვა გაიგონა და თვითონაც აყვა მისი სუნთქვის რიტმს. - გეძინება? -ჰკითხა შემდეგ. - ცოტა, - დანანებით თქვა მილიმ. - რას ნანობ? -მოულოდნელად ჰკითხა ბიჭს. - ძალიან ბევრ რაღაცას.. - მაინც? - ბიოლოგიური მშობლებით რომ არ ვინტერესდები. - ეგ ხომ გამოსწორებადია მერე, რა გიშლის ხელს? - ჩემი თავი. - და რომ გინდა? - მართლა ძალიან მინდა! - მისმინე, რომ ვიცოდე, სადმე დედა არსებობს, ცოცხალია და შემიძლია დავუძახო „დედა“, 1 წამითაც არ დავთრგუნავდი სურვილებს, არვიცი, ცხრა მთას გადავივლიდი და ცხრა ზღვას გადავცურავდი, ოღონდ მენახა! შანსი გაქვს და უნდა გამოიყენო, სანამ მართლა გვიან არაა. შეიძლება გიჟდები მათზე, ვინც გაგზარდეს. მაგრამ დამიჯერე, როცა ადამიანს უყურებ და იცი რომ მისი სისხლი და ხორცი ხარ, რაღაც საოცრებები გემართება. ყველამ უნდა გამოსცადოს ეს. - რა კარგი გოგო ხარ თათი, ნეტა იცოდე.. ხვალიდანვე დავიწყებ მშობლების ძებნას, ისედაც ვაპირებდი მაგრამ.. რატომღაც ვაჭიანურებდი, თან ახლა ცალკე გადავედი საცხოვრებლად და ყველაფრისთვის მეტი დრო მაქვს. - ოჰო, გილოცავ, სწორი ნაბიჭია დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. წარმატებები. - სწორია, მაგრამ დამერწმუნე, რთული. - რა მხრივ? - არ დააყოვნა კითხვა მილიმ. - ცარიელი თეთრი კედლებია, ნივთები დასალაგებელი, რემონტი, მოწყობა, რავიცი... - მთავარი მონდომებაა, ნელ-ნელა ყველაფერი იქნება. - გითხარი, რომ კარგი გოგო ხარ? - ისევ მოუთმენლად იკითხა ანთაურმა. - კი, ნათქვამი გაქვს გიო. - საშინლად მოეწონა გიორგის „გიო“! რა უბრალოდ და ნაზად მიმართა.. - მადლობ. - ნუ მიხდი მადლობებს რა. - გაუცინა ბიჭმა. - მაშინ კომპიმენტი არ მითხრა. - მაცდურად შესთავაზა თათიამ. - ეგეც რომ ძალიან რთულია? - უნდა შეეჭიდო სირთულეებს, დროა ხო? - არ გსიამოვნებს რომ გაქებენ ? - კითხვა შეუბრუნა გოგოს. - ერთხელაც გეტყვი რატომ არ მიყვარს კომპიმენტები. - ახლა რას მეტყვი? - მგონი ძილის დროა, დაწექი შენც. - მთაწმინდაზე ვარ. გარეთ... - რას აკეთებ მანდ? - ინტერესი ვერ დამალა მილიმ. - გელაპარაკები, - გულუბრყვილოდ მიუგო ბიჭმა და გაუცინა. - კარგი,ტკბილი ძილი, სიზმრებში - მე. პასუხად გულიანი სიცილი და „ნახვამდის“ გაიგონა, შემდეგ გაბმული ტუ-ტუ-ტუ, და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა. ჰუჰ.. ემოციური დღე იყო. *** „რა გიჟია!“ -ფიქრობდა მილი. „ სიზმრებში - მე, ეს როგორ თქვა, რაღაცას ვგრძნობო, მერე ძალიან პირადული ამბები უთხრა, პლიუს რჩევები მიიღო გოგოსგან. საოცრად თბილი ბარიტონი ჰქონდა. ღმერთო, რა მემართება. ერთი სატელეფონო ზარი და ავვარდი! იქნებ უბრალოდ უხასიათოდ იყო და მისთვის საჭირო მომენტში გამოვჩნდი, გულის გადაშლა უნდოდავინმესთვის.. მაგრამ, ის ხომ ანთაურია? უამრავი მეგობარი ეყოლება.. მაგრამ.. იქნებ მართლა ჩემთან უნდოდა საუბარი. ეს მოულოდნელი შეხვედრებიც, დამთხვევაა ვითომ? და მამას როგორ მოეწონა ბიჭი? უუჰ, გაგიჟდა! მართლაც, რა სასიამოვნო ადამიანია. აშკარად რაღაც ისეთი აქვს, რაც სხვებს არა.“ თათიამ გვერდი იცვალა და ფიქრს მიმართულება შეუცვალა. „ვახოს ოჯახი? წითელი? ოჯახი!!! რა ბედნიერება იყო.. ხომ შეიძლებოდა მეც მქონოდა ოჯახი.. მე, დედა, მამა, და .. იქნებ და ან ძმა, ან ორივე.“ ფიქრი ტექსტური შეტყობინების მოსვლის ხმამ გააწყვეტინა და ტელეფონს დასწვდა. From: Antauri To: Mili Subject: Deda! “mili, vitsi ro gvianaa, magram ar shemidzlia ar gkitxo, ratom tkvirom vitsode deda sadme arsebobs da tsotsxaliao? Ar minda mtkivneul temas shevexo, magram.. oboli xar?” From: Mili To: Antauri Subject: Deda! “ho, deda mshobiarobas gadahyva. Me da mama vart marto.” From: Antauri To: Mili Subject: Deda! “vwuxvar, mapatie rom dzili dagiprtxe)))” From: Mili To: Antauri Subject: Ok! “sizmrebshi – me. )))) “ “რატო აცანცარდი, თათია, რატოომ?!“ – უკვე ნანობდა მილი თავის ბოლო მესიჯს და საკუთარ თავს ტუქსავდა. აი ანთაური კი ღრმა და ტკბილ ძილში გადაეშვა, აღარ ადარდებდა ცარიელი ოთახები, ძირს წოლისგან დანგრეული გვერდები, და საერთოდ არაფერი. სახიდან ღიმილი არ მოშორებია მთელი ღამის განმავლობაში. ანგელოზები? არა, მილი ესიზმრებოდა და იმიტომ. *** ორშაბათი დილა თენდება. 11 საათზე ძარცვაა! რა იციან ანთაურებმა ამაზე, ან გიორგი რას იფიქრებდა, გოგო რომელიც გულში ჩაუვარდა რომ ასე მოიქცეოდა? რას იზამს მეოთხე, როცა ტყვია მთელ თანხას წაართმევს. რა მოხდება, ანთაური რომ ნამდვილი მშობლების ვინაობას გაიგებს? მილი? ის რაღას იზავს, მოიპარავს და ანთაურის დაკარგვა გარანტირებული აქვს, მამა თუ გადაურჩა, ალბათ მასთან ჩხუბიც. ინტრიგები უფრო და უფრო ჩაიხლართება ოჯახებს შორის. ნინას დედის აპარატმა წიკ-წიკი შეწყვიტა. გული გაჩერდა, ტვინს ჰაერი აღარ მიეწოდება. ოთახი იხუთება. ამ დროს კი მეოთხე თაფლის საწარმოში თანამზრახველებთან ერთად საოცრებებს ჩადის! *** ორშაბათი დილა თენდება. 11 საათზე ძარცვაა! რა იციან ანთაურებმა ამაზე, ან გიორგი რას იფიქრებდა, გოგო რომელიც გულში ჩაუვარდა რომ ასე მოიქცეოდა? რას იზამს მეოთხე, როცა ტყვია მთელ თანხას წაართმევს. რა მოხდება, ანთაური რომ ნამდვილი მშობლების ვინაობას გაიგებს? მილი? ის რაღას იზავს, მოიპარავს და ანთაურის დაკარგვა გარანტირებული აქვს, მამა თუ გადაურჩა, ალბათ მასთან ჩხუბიც. ინტრიგები უფრო და უფრო ჩაიხლართება ოჯახებს შორის. ნინას დედის აპარატმა წიკ-წიკი შეწყვიტა. გული გაჩერდა, ტვინს ჰაერი აღარ მიეწოდება. ოთახი იხუთება. ამ დროს კი მეოთხე თაფლის საწარმოში თანამზრახველებთან ერთად საოცრებებს ჩადის! *** მზის სხივები არც კი მოჰფენოდა დედამიწას როცა მილი საწოლიდან წამოხტა, მჭიდროდ გაფარებული სქელი ფარდები ოთახში იოტის ოდენა შუქსაც არ უშვებდა, იყო მხოლოდ სიბნელე და ათასი წვრილმანი ირგვლივ. წამოხტა მილი და ბოლთის ცემა დაიწყო, არ ადარდებდა ნივთებთად დაჯახება, დასისხლიანებული მუხლები, ახალი სილურჯეების გაჩენა უსიცოცხლოებთან შეჯახებისას. რადგან ფიქრობდა, რომ ამიერიდან თვითონ იქნებოდა ასე, გადაუვლიდა ყველა მისი დაბალი დონის გამო. ყველა მოაძახებდა საზიზღრობას მისი საქმიანობის გამო. უკანასკნელ როსკიპსაც არ შეურაცხყოფდნენ ასე, თავადაც იცოდა რა დამცირების ატანა მოუწევდა, რადგან ეს ყველაფერი ოდესმე გამოირკვეოდა და პასუხსაც აუცილებლად აგებდა ამისთვის. ახლა კი.. ახლა საჭირო იყო არ ეხმაურა, მამა არ გაეღვიძებინა, მისი გადარჩენისთვის ბოლომდე ებრძოლა. უნამუსოდ ებრძოლა! ბინძური წესებით! ლინკოლნი გაახსენდა, ისტორიული პიროვნება, რომელიც ბავშვობიდან ეზიზღებოდა პირველ რიგში გარეგნობის, შემდეგ კი, მისი ცხოვრების გამო. „უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები, და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია.“ პირველად რომ ეს ფრაზა წაიკითხა შოკში იყო, რა თქმა უნდა, იცოდა რომ ასეთი უნამუსო ცხოვრებაში არ გახდებოდა. იმასაც ვერ წარმოიდგენდა, ასეთ საშინელებას თუ ჩაიდენდა, ახლა კი თავს უცხადებდა, არ გახდე უნამუსო, უნდა დაისაჯო ყველაფრისთვისო. ხშირად ადამიანები ვხვდებით რომ წინ საშინელება გველის და უმოქმედოდ ვართ.. მილი ადგა, ტანსაცმელი ძირიდან რის ვაივაგლახით წამოკრიფა და ხელის ფათურით მიაგნო აბაზანას. პიჟამოიანი შეხტა კაბინაში, გაყინული წყალი სხეულს ჯაჭვივით უბოჭავდა. სულს ატკიებდა და მილიც აგრძელებდა თავის ტანჯვას. მისთვის წყალი უძლიერესი სტიქია იყო, ალბათ ამიტომ უნდოდა სწორედ ამ სტიქიას დაემარცხებინა, მაგრამ უშედეგოდ... მთელი ნახევარი საათი გაყინული წყლის ჭავლის ქვეშ გაატარა და მუხლიც არ შეუდრეკია. ოდნავადაც არ გატოკებულა, მხოლოდ მისი ცხარე ცრემლი შეუერთა წყლის ნაკადს. გულამოსკვნილი ტიროდა, მთელი სხეული დაუნაწევრდა და კანკალით გამოვიდა ვანიდან. შეიმშრალა. ჩაიცვა, საჭმელი გაამზადა და სახლიდან გავიდა. *** 6 საათით ადრე, ძარცვამდე, დათას უშფოთველად, მშვიდად ეძინა. რა თქმა უნდა, მეგრელს არ ანაღვლებდა მორიგი გაუბედურებული გოგო, რომელიც გვერდით ეწვა ნახევრად შიშველი. არც ის სიწმინდე ენანებოდა, ნინამ რომ დაუფიქრებლად ჩააბარა. კომფორტულად იწვა რბილ საწოლში. აი მეოთხე კი ათას რაღაცას გრძნობდა: სიყვარულს, შიშს, კმაყოფილებას, მოლოდინს, ბედნიერებას.. რაც მთავარი იყო, ის არ უგრძვნია წამით - სინანული.. თვალდახუჭულს ეღვიძა, არ ფიქრობდა. რომ ეფიქრა, ამ გადაწყვეტილებას ხომ არაფრის დიდებით არ მიიღებდა, ან ხომ ინანებდა, რომ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად არ იცნობს, ასე ენდო. ეგონა, ეს სიყვარული იყო. ფიქრობდა, დათას გაგიჟებით უყვარდა, რახან ასეთი ჟინით აიტაცა გოგო. *** წითელის სახლში ვითარება სრულიად განსხვავებული იყო. მილისავით ადრე ადგა რატი, ოღონდ სინდის-ნამუსს არ წამოუგდია საწოლიდან დილაადრიანად. სასაუზმოდ რომ ჩავიდა, მისდა მოულოდნელად მამამისი სამზარეულოში დაჰხვდა. სიგარეტის კვამლში გახვეული, გახევებული იჯდა სკამზე და შვილს მიშტერებოდა. შემდეგ საფერფლეში ჩაასრისა ქაღალდში გახვეული თამბაქო და ფეხზე წამოდგა. რატი დაბნეული უცქერდა მამას. მის ხელში სიგარეტი არასოდეს დაუნახავს. - მამა? რა ხდება.- იკითხა გაოგნებულმა. - დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა ეს.. - ჩაილაპარაკა ვახომ დანანებით. - რას გულისხმობ? სიგარეტი? - ვერ მიუხვდა რატი. - რა სიგარეტი, - ჩაიცინა კაცმა. - შენთან ლაპარაკი ვიგულისხმე, კარგ დროს მოხვედი. რამე მაგარი გამოიღე, თან დავლიოთ. - რამ გაგაგიჟა, კაცო, - შეიცხადა რატიმ. - ამ დილაუთენია რა დალევა მოგინდა, თან საქმეები მაქვს. შენც არ დალევ, ისიც გეყოფა ამდენი რომ მოწიე. - შენ არ გესმის ჩემი. - ვერც გავიგებ სანამ არ ამიხსნი. ხომ იცი ვერ ვიტან კაცებს, სმის მერე რომ ემატებათ გამბედაობა. მე შენ მამაცი მახსოვხარ, წარმოდგენა არ შემაცვლევინო იცოდე. ლაპარაკმა შეგაშინა ამხელა ბრგე კაცი? - შეაგულიანნა მამამისი. - ასე საქართველოს დატოვებაც არ გამჭრვებია. - თქვა გამტყდარი ხმით. - ვახტანგ, ნუ მაშინებ! დაიწყე. - შენ ძმა გყავს! - შენ რას ეწეოდი ?? - არ დაიჯერა რატიმ. - სერიოზულად ვამბობ, მე და დედაშენს შენს დაბადებამდე ბიჭი შეგვეძინა. - გაგრძელებას აპირებდა, სამზარეულოში რომ ხალათიანი ირმა გამოჩნდა. - რას აკეთებ ვახო?! - დაუყვირა მკაცრად. - აი ახლა ნამდვილად არაა ჩხუბის დრო. - ცივი ხმა ჰქონდა წითურს. - მოამთავრეთ სათქმელი! - როგორ გაბედე ამ საქმის უჩემოდ ... - ისევ არ ჩერდებოდა ირმა, თან სიტყვები უწყდებოდა. - ეს როგორ გამიკეთე. - ირმა!!!! - დაუყვირა წითელმა. - რა ჩაიდინე? - მაშინ დაქორწინებულები არ ვყოფილვართ, რომ დავორსულდი. დიდი მუცელი არ მქონია, ამიტომ დამალვა მოვახერხე, ბოლო 2-3 თვე პაატას სახლში ვცხოვრობდი, ფაქტობრივად გარეთ არ გავდიოდი. მშობლებს ეგონათ მეგობართან ერთად ვისვენებდი საზღვარგარეთ, ხან რა ტყუილს ვიგონებდი ხან რას. არც გაუგიათ მათ იმ ბავშვზე. რა თქმა უნდა, პატარები ვიყავით, არ ვგეგმავდით ბავშვს და არც მოვმზადებულვართ ამისთვის. მშობიარობამდე, ნაყიდიც არაფერი გვქონდა, წარმოდგენაც არ გვქონია სად უნდა წაგვეყვანა პატარა. 8საათი მიდიოდა ჩემი ტანჯვა-წამება, როცა ბავშვი გულზე დამაწვინეს, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ჩემს გვერდით საწოლზე კი ერთი გოგო იყო, 8 თვის ნაყოფი დაკარგა, ამიტომ ვაჩუქე. - აჩუქე? - თვალები შუბლზე აუვიდა წითელს. - რას ქვია აჩუქე! - ქალი ხმას არ იღებდა. ან რას იტყოდა, თავდახრილი ათრთოლებულ ხელებს ჩასჩერებოდა და შვილს თვალს არიდებდა. რატის გამჭოლი მზერა მამამისს გადასწვდა. - და შენ? შენ რა გააკეთე? გაჩუქების ქაღალდს ხელი მოაწერე? - კაციც ხმას არ იღებდა, უნდოდა ისევ ეთქვა, შენ ჩემი არ გესმისო. მაგრამ ახლა არც თვითონ ესმოდა საკუთარი თავის, რომ ამის უფლება მისცა ცოლს, თავს. ყველაზე მწარე სირცხვილი შვილის წინ იწვნია. ყველაზე დიდი შეცდომა საკმაოდ გვიან ინანა. - გაეთრიეთ ვაფშე აქედან! -დაიღრიალა რატიმ, გამყინავი მზერა ოთახიდან გასვლამდე არ მოუშორებია მშობლებისთვის. *** თაფლის საწარმო. უამრავი მუშა. სითეთრე, სისუფთავე.. ხატების კუთხე, სინდის-ნამუსს რომ გიღვიძებს ისეთი. გამორთული სათვალთვალო კამერები, გარღვეული დაცვა. სარდაფიდან, შეუმჩნევლად ამოზიდული თაფლი, ტონობით მასის საქონლის გადაზიდვა, ქალაქგარეთ გადამალვა, უკან დაბრუნება, წამებში ათიათასობით ლარის შოვნა... უკანასკნელი რეისი.. ღელვა, ნერვიულობა, წარმატება.. სისხლი, ძირს დავარდნილი ნინა, მილის ყვირილი, განგაში! წითელი შუქები, სმენის გამაწვრილებელი სიგნალის ხმა, შეშფოთებული ეკიპაჟი.. ტყვია, მილი, წითელი. ადგილიდან არ იძვრიან. სიცხისგან ნიღბები მოუხსნიათ, წარმატებისგან წახალისებულებს.. ტყვია გარბის. წითელი და მილი ვერ ერკვევიან სიტუაციაში. მეოთხეს თმები სისხლისფრად დასველდა. დაძრული სატვირთო მანქანა. მიმოფანტული მუშა ხელი. მარტოდ მარტო დარჩენილი ქურდები ღია სივრცეში. მილი იხრება, ჟაკეტს თავზე ახვევს ნინას, ის გონზე მოდის. წითელი მხრებში კიდებს ხელს და მძიმედ მიათრევს, განა ემძიმება და იმიტომ? არა, ის ტკივილი ემძიმება რომელსაც ატარებს. გასასვლელში ვიღაც ეფეთებათ. მძიმედ სუნთქავს სირბილისგან, მილი ქვევიდან აპარებს მორცხვად თვალს. არ სჯერა! მის წინ ანთაური დგას, დამშვიდებული, მკაცრი მზერით. მეოთხე ყურში უჩურჩულებს მილის - „აკოცე, დააბნიე, გავიქცევით.“ ჭკუაში უჯდება. ხელს უშვებს ნინას. იჭერს წითელის გაკვირვებულ მზერას. ანთაური გაკვირვებული ჩაშტერებია. თავში სიტყვები უტრიალებს - „ქარხანაში ახალგაზრდები შეიპარნენ, ძარცვაა! ძარცვაა! იღონეთ რამე.. ძარცვაა!“ მილი თვალს ახელს, თუმცა ბიჭს არ უსწორებს. ანთაურიც გრძნობს რაც უნდა მოხდეს. ყველა სიტუაციაში იფიქრებდა კოცნაზე, ოღონდ აქ არა, ამას ვერ წარმოიდგენდა. და მაინც... იხრება გოგოსკენ - მილი მისკენ. ეხებიან ტუჩები ნაზად, შემდეგ ძლიერად. თათიას ღაწვებზე ცრემლი უგორდება, სტკივა. საკუთარი თავი სძულს, ეზიზღება, მაგრამ.. მაინც სიამოვნებს ანთაურთან. გიორგი არაფერს ფიქრობს, უფრო და უფრო იკრავს გულზე გოგოს. არ გაუშვებს, თუ გაუშვებს? ჩერდება... სახეს შორს მაინც არ სწევს. უყურებს, მილი კვლავ ვერ უსწორებს თვალს, გული გაშმაგებით უცემს. უცებ გიორგი ხელს ხელზე ჰკიდებს, თითებს თითებში უხლართავს და ექაჩება, მილი ვერ ერკვევა ისე მისდევს ჩამორჩენილი. ვერ ხვდება სად.. გიორგი თავის კაბინეტში მალავს გოგოს და უჩინარდება. თათია გაოცებული იყურება ირგვლივ, შეშინებული, უამრავი კითხვა მოსდის თავში და პასუხს ვერ პოულობს. პლაზმური ტელევიზორი ციმციმებს, მილი თვალს აპარებს, ეკრანზე ანთაურია პირდაპირ ეთერში, ფონად საწარმოა. პოლიციის მანქანები ირევიან ჟურნალისტებში, ქურდი ხელის კანკალით იღებს ტელევიზორის პულტს და ხმას უწევს. - დამნაშავეები მიიმალნენ, მათი დროულად შეჩერება ვერ მოხერხდა სამწუხაროდ. -ამბობს ანთაური. - კომპანიას მტრები ხომ არ ჰყავდა? - ეკითხება ჟურნალისტი. - გვაქვს ეჭვი, გამოძიება დაადგენს. -ამბობს გიორგი და დაინტერესებულთა ბრბოს შორდება, საწარმოში შედის. მილის გაქცევა უნდა და ადგილიდან ვერ იძვრის. ადგომის თავიც არ აქვს. „საიდან ამდენი სიკეთე,“ - გაუთავებლად უტრიალებს თავში კითხვა. „რატომ აკეთებს ამას?!“ ოთახში ანთაური შემოდის. მილი ისევ ზის, ახლა ყველაფერს ურჩევნია მიწა გაუსკდეს და ჩაიტანოს, მისი კვალი არ დატოვოს დედამიწაზე. გადის წუთი, 5 წუთი, ნახევარი საათი. გვერდიგვერდ სხედან და ხმას არ იღებენ. ან რა უნდა თქვან? არადა სათქმელიც იმდენი აქვთ. მილის უნდა რომ აუხსნას ყველაფერი, უთხრას რაც მოხდა, მაგრამ... რა ახსნას, რა არის ასახსნელი, ხომ იცოდა რომ ქურდობა გამოსავალი არ იქნებოდა. რატომ მაშინვე არ თქვა უარი ამაზე გადაჭრით? რატომ სძლია ცდუნებამ? რატომ არის ადამიანის გონება ისე მოწყობილი, რომ არ შეუძლია სხვისი დაზიანების გარეშე რამეს მიაღწიოს. რატომ? ტელეფონი რეკავს, ანთაური გადაწვდება და პასუხობს. -არა, გააჩერეთ გამოძიება. არაა საჭირო. - ამბობს ის და თიშავს. თათიას პირი ღია რჩება და ცრემლებიც ღაპა-ღუპით ჩამოსდის. გიორგი გოგონას დამშვიდებას ელოდება რომ ელაპარაკოს. თათია არა და არ ჩერდება. - საკმარისია.. - თბილად მიმართავს გოგოს. „ნეტა შენს ლამაზ თავში ჩამახედა რა ხდება, რა გამოიარე ასეთი რომ ხარ!“ - ფიქრობდა თათია და დამშვიდებას ცდილობდა. - მე.. მმეე ყველაფერს აგიხსნი. - სლუკუნით ამბობს მილი. - სანამ არ დამშვიდდები ვერაფერს მოახერხებ. -იმავე ტონით აგრძელებს საუბარს გიორგი. თათია ძალებს იკრიბს, თვალზე ცრემლს იშრობს ამბის მოყოლას იწყებს. - მამას გულზე პრობლემები აქვს, ოპერაციისთვის სასწრაფოდ მჭირდებოდა ფული, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. შემდეგ, თანატოლებს გადავაწყდი, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აწუხებდათ, და ეს გზა შემომთავაზეს. დიდი ორჭოფობის შემდეგ დავთანხმდი. მერე.. -ხმა გაუწყდა მილის, გიორგიმ კიდევ ერთხელ გააკვირვა თავისი საქციელით, წყალი თავაზიანად გაუწოდა გოგოს. - მერე შენ გადაგეყარე, შეწუხებული სინდისი უარესად ამიფორიაქდა, მაგრამ მაინც ვერ ვამბობდი უარს ამ საქმეზე. მერე ვინანებდი რომ მამას გადარჩენისთვის მაქსიმუმი არ გავაკეთე, და საკუთარ პრინციპებს შევწირე ის. თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი მშობლების დახოცვის გამო და ეს ცოდვა დავიდე კისერზე, ვიფიქრე, რომ მკვლელობასთან შედარებით, ძარცვა ნაკლებად შემაწუხებდა. საბოლოოდ დავილაქავე სული. ახლა ყველაფრის ღირსი ვარ! მთელი დედამიწის ცოდვები უნდა დამაწვეს ზურგზე, უნდა დავიტანჯო რომ დავკმაყოფილდე, ის მივიღო რაც მისაღები მაქვს. მე, ზუსტად მე არ უნდა გამეკეთებინა ასეთი რამ. მე, ადამიანი, რომელიც მწარდება უსამართლო მოპყრობაზე, ჩაგვრაზე, ძალადობაზე, წართმევაზე.. რომელიც ოცნებობდა ჩაგრულის ინტერესების დაცვაზე მჩაგვრელი გავხდი, ვიქურდე, მოვიპარე. მაგრამ შენ.. შენი არ მესმის, ესე როგორ შეგიძლია უცნობებს ხელი დააფარო, ამის გაკეთება როგორ შეძელი. ბოდიშის მოხდას აზრი არაქვს, სულ მუხლები რომ გავიხეხო პატიების თხოვნით ვერ მაპატიებ, რაც არ უნდა შემიწყალო, როგორც არ უნდა დამიცვა კანონისგან, მე ჩემ თავს არ ვაპატიებ ამას, შესაბამისად არც შენ. არც მანამდე ვპატიობდი თავს, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი.. ახლა, ახლა ერთმა იდიოტმა მშრალზე დაგვტოვა, ყველა გაგვაცურა. უარესის ღირსი ვარ! ახლა ციხის ტუალეტს უნდა ვხეხავდე მე! ეს როგორ შეძელი, საიდან გაქვს ამხელა გული, ანთაურო საიდან?! რა დედამ ჩაგიდო, რა ძალა მოგაყოლა რომ დღეს მე, ამ სიტუაციაში ისე მექცევი, როგორც.. როგორც.. - სიტყვა გაუწყდა, ვერ ფიქრობდა ვინ იყო ანთაურისთვის, თავიდან აუტყდა პანიკა მილის. *** ნინა წითელმა პირდაპირ საავადმყოფოში მიიყვანა, გაუმართლა და იქ მოხვდა, სადაც დედამისი იწვა რამდენიმე სართულის ზემოთ. ჭრილობის გასუფთავებას და თავის შეხვევას მორჩნენ თუ არა ექთნებს დედამისის ამბავი ჰკითხა. მათ უხერხულად გადახედეს ერთმანეთს. მეოთხემ რაღაც საოცრება იგრძნო სხეულის შიგნით, ძალიან ღრმად,მიუხედავად იმისა რომ ცალკე რატი, ცალკე ექთნები აკავებდნენ, გაშმაგებულმა მაინც გაარღვია ცოცხალი ბადე და სირბილით აიჭრა ზევით. პალატასთან დემეტრე ექიმი შეეჩეხა. - გთხოვთ, მითხარით რომ.. -სიტყვა გაუწყდა, როცა ექიმის ჩამქრალ თვალებს შეხედა. სტრესმა, დაძაბულობამ, ღალატმა, სიკვდილმა, წარუმატებლობამ, იმედგაცრუებამ, დედამ თავისი ქნა და ნინამ გონება დაკარგა... დემეტრემ გოგონა ხელში აიყვანა, ძალიან შეეცოდა. არ იცოდა სად დაეტოვებინა ობლად დარჩენილი, შეეშინდა რამე არ დამართნოდა, ვინმეს არ ესარგებლა მისი გულგატეხილობითა და გულუბრყვილობით... თუმცა რა იცოდა რომ ვიღაცამ ასე მწარედ გამოიყენა და მიაგდო, რა იცოდა ვიღაცამ რომ ცხოვრება დაუნგრია და მომავალი ხელიდან გამოაცალა გოგონას. საავადმყოფო ხალათიანმა დატოვა გოგონათი ხელში. დაუფიქრებლად დაძრა მანქანა თავისი სახლის მიმართულებით. ნინა მშვიდად ფშვინავდა უკანა სავარძელზე. დემეტრემ მაღაზიაში როდუქტებისთვის შეიარა და მძინარე გოგონა ისევ ხელში აიტაცა, მისი შეღვიძება და რეალობაში დაბრუნება არც უფიქრია. იცოდა, მისთვის ახლა საუკეთესო გამოსავალი ძილი იყო. ნატრობდა, ოღონდ არაფერს დაეფრთხო ამ გოგონასთვის ძილი... დემეტრემ ნინა თავის ლოგინში ჩააწვინა. თვითონ ფანჯარა გამოაღო და წვიმის ხმას დაუგდო ყური. ჩაბნელებულ ქალაქს გადასცქეროდა, სადაც უამრავი ჭუჭყი იმალებოდა, ნაგავი თავისით ირეოდა აქეთ-იქით, ზღვის ტალღასავით ეხეთქებოდა ბარიერებს. სუსტ ბარიერებს, რომლებიც ქალაქს საშუალებას აძლევდნენ ათასი ბაქტერია გამრავლებულიყო. ფიქრებით შორს წავიდა.. გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა. კარებში დაფეთებული ანთაური შერჩა ხელში. - კიდევ კარგი მორიგე არ ხარ დღეს! სასმელი ამოვიტანე. -მიაყარა გიორგიმ. - რა მოხდა? - ტელევიზორს არ უყურებ? საწარმო გაქურდეს.. - რატო არ დამირეკე? -გამწარდა დემე. - გამორთული გაქვს ტელეფონი მთელი დღეა. - გაბრაზდა ცრუ ბრალდებაზე გიორგი. - რომ იცოდე, რამდენი რაღაც მოხდა.. ფუ ამის, მოყოლა არ გინდა ტო? დემეტრემ სასმელისთვის ჭიქები გამოიღო და კომფორტულად მოეწყო ძმაკაცის მოსასმენად. ანთაურის ნაამბობისას ათასი შეგრძნება ეუფლებოდა. მეგობრის ყველა ემოციას გრძნობდა, გიორგის ტკივილის თანამოზიარე არაერთხელ ყოფილა ცხოვრებაში, ახლაც ერთგულად ასრულებდა ფუნქციას. თითოეულ დეტალს იჭერდა, რომ მერე ყურადღება გაემახვილებინა, რჩევისთვის გამოეყენებინა, ძმაკაცს მიშველებოდა გადაწყვეტილების მიღებაში. ცალკე უფროსი ანთაურისთვის მოსაფიქრებელი ჰქონდათ ტყუილი, ცალკე ის მეგრელი იდიოტი ჰყავდათ საპოვნი, რომლის მხოლოდ სახელი იცოდნენ და მისი წარმომავლობა. მაშინ გამოერკვნენ, როცა დემეტრეს კარიდან დაფეთებულმა გოგომ გამოყო თავი.. - შენ.. შენ ის არ ხარ? - თვალებს არ უჯერებდა ანთაური. - მე ვარ, ყველაფერი გავიგე, მზად ვარ დაგეხმაროთ იმ ბიჭის პოვნაში. იმედია ამით იმ ვალს გადავიხდი,რაც თქვენ ორის მიმართ მაქვს. მაგრამ ახლა არაფერი შემიძლია. დედა, დედაჩემი...... - ტირილი აუვარდა საცოდავ გოგოს, ანთაური ვერ გამოერკვა. - მოკვდა! ზარივით დარეკა მისმა სიტყვებმა, მილის ნათქვამი გაახსენდა, თანატოლებს გადავაწყდი, მსგავსი პრობლემებითო, რომ ამბობდა. ანუ ვერ მოასწრო, დედის გადარჩენა ვერ მოასწრო პატარა გოგომ. კიდევ კარგი ანთაურმა არ დაიჭირა მძარცველები და გაუშვა.. დედის დატირების საშუალებას მისცემდა მეოთხეს . დემეტრე ფეხზე წამოიჭრა და პატარა გოგონა გულში ჩაიკრა, ცხელი ცრემლით ასველებდა ნინა ექიმის ხალათს. ყველა ტკივილი ერთფაშად იგრძნო, ყველა ჭრილობა ერთფაშად გაეხსნა, ყველამ ერთფაშად მოუყარა ქორფა ხორცზე მარილი. დემეტრეს რაც შეეძლო ხელს უჭერდა, ისიც თავისებურად ამშვიდებდა და თანაუგრძნობდა გოგოს. ანთაურმა უსიტყვოდ დატოვა მეგობრის ბინა. მეგობარმა მხოლოდ თავი დაუქნია. ანთაურმა იმის თქმა ვეღარ მოასწრო, რომ სახლში მილი ელოდებოდა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.