ცხოვრება ცეცხლის ალში (1 ნაწილი)
არაჩვეულებრივი 6 წელი გავატარე სახლში სკოლის გარეშე,ნეტა მცოდნოდა რა მელოდა სულ აღარ გავიზრდებოდა.6 წლამდე ყველაზე მეტად ბაღის საკვები მძულდა ,აი მერე კი როდესაც სკოლას მიმაბარეს ყველაზე მეტად ჯერ ჩემი დამრიგებელი შემდეგ კი სკოლა შევიძულე.რა ჩემი ბრალი იყო დებილი თუ იყო და ბავშვებს ვერ უგებდა,მარტო მე კი არ ვიყავი ესე თითქმის მთელ კლას სძულდა დაწყებითების დამრიგებელი.შემდეგ მეხუთედან გვეშველა,ამოვისუნთქეთ ისეთი კარგი დამრიგებელი შეგვხვდა.ყველაფერი კარგად მიდიოდა ,მე მინდოდა არ მინდოდა ვსწავლობდი,ესეც ხათრით თორე. მერე წლები ისე გაიპარა და გავიზარდე ვერც მოვასწარი ყველაფრის გააზრება,მეთერთმეთეში გადავედი და მივხვდი რომ ყველასგან გასნხვავდებოდი,ჩემი კლასელი გოგოები ფიქრობდნენ რომ მთავარი იყო გყოლოდა შეყვარებული და არაფერი აღარ აინტერესებდათ,სწავლა განსაკუთრებით. შეყვარებული არ მყოლია მაგრამ დიდად არც მე არ მაინტერესებდა სწავლა,ხათრი მალევე აფერისტულმა სწავლამ შეცვალა მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ეს აფერისტული უფრო მამახსოვრდებოდა ვიდრე ხათრის.ჩემა მშობლებმა წლის ბოლოს რომ ნახეს ჩემი ნიშნები გადაირიეს ,როგორ გამოგყვა თუნდაც ერთ საგანში მაინც 8 ქულაო,მეც გადავირიე.არ დავუთმე,არ დათმოვა ძალიან ძვირად დამიჯდა.სასჯელი გამომიწერეს, მთელი ზაფხული ქუთაისში,მამიდასთან.აი იქ მეც გადავირიე და ბოლოს გადარეული გამამგზავრეს მშობლებმა.ხომ არსებობს ქალაქი რომელიც მთელი გულით გძულს რაღაცის გამო და არ გინდა იმ ქალაქში ჩასვლა იცი ის ყველაფერი ამოტივტივტება,ან სულ არაფერი არ გაქვს ტკივილი იმ ქალაქში დატოვებული და არც არაფერი ,უბრალოდ არ გიყვარს და მორჩა.ეგრე ვიყავი მეც ალერგიულა ქუთაისზე,მამიდაზე კიდევ უფრო.ვიცოდი წინ რაც მელოდა და საშინელების მოლოდინში ,ყველაზე დიდი საშინელებები დამხვდა იქ.ჩემი ატანილი მამიდაშვილი და აუტანელი მამიდაშვილიც ირონიული ღიმილით შემეგებნენ.მე იქვე მოვკვდი. ქალბატონმა ელამ ცხვირი აიბზუა და მეგობრებთან გაიქცა,სულ ესეთი იყო არც მე არ ვუთმობდი და ამიტომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს.აბა რა მჭირს მისი ცხვირის ასაბზუებელი,ჩემი სათვალებიც კი სჯობს მას და მის შეხედულობას.ჩემა ატანილმა ბიძაშვილმა გახარებულმა ჩამიკრა გულში და ყველაზე მაგარ ზაფხულს გისურვებ ამ ჯოჯოხეთშიო.გაგვეცინა ორივეს და მამიდას სახეს როგორც კი შევეჩეხეთ გავჩუმდით.მამიდა მყავს საოცრება,მისი სიცილი ზედმეტია ღიმილიც კი არასდროს მინახავს მის სახეზე,არა მარტო მე არამედ არც მის შვილებს.ეხლა ხვდებით ხომ რატომ არის აუტანელი მამიდაშვილი ესეთი დედის ღიმილი დააკლდა.ტყუპაჩა ლიკუნა მამას გავს,ვგიჟდები ბადრი ბიძიაზე,ყველაზე მხიარული ადამინი ვინც შემხვედრია ჯერ–ჯერობით.ლიკამ ისე წამათრია მისი ოთახისკენ, რომ გავიაზრე უკვე მის ლოგინზე ვიჯექი და მის შემდეგ მოქმედებას ველოდი.ისეთ ხასიათზე ვარ ეხლა მხოლოდ სეირნობაა ან სადმე ხალხით სავსე ოთახი მიშველისს მხოლოდ. _ჩემი ულამაზესი გოგო,იცი როგორ მენატრებოდი,ძალიან გამიხარდა რომ ჩამოდი ნატ _სიხარულს ვერ მალავდა ლიკა და ჩემს წინ სკამცე ცქმუტავდა _მეც ძალიან გამიხარდა რომ გავიგე აქეთ მოვდიოდი_შევეცადე გამეღიმა –ხვალ ქალაქი დავათვალიეროდ და მერე მე ვიცი რაც იქნება,უამრავი მაგარი დღე _ბედნიერ საუბარს არ ეშვებოდა ლიკა,მე კიდე ისეთი დაღლილი ვიყავი ნახევარს არც ვისმენდი,ხელით ჩემსკენ მოვქაჩე პირზე ხელი ავაფარე და შევეცადე დამეძინა.რომ გამოვიღვიძე ლიკაზე აკრულს მეძინა და გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა,ესეც რამოდენიმე საათი ქუთაისში .იმედია გავძლებ აქ.ლიკაც შევაღვიძე და ტელეფონში ჩაშტერებულ ელას გავხედე. –პრინცესამ გაიღვიძა_ტელეფონს მორჩა და ჩემზე გადმოინაცვლამ აუტანელმა მამიდაშვილმა _სხვა გასართობი ვერ ნახე? _თოჯინებით თამაში უფრო მომწონს _არ არის საჭირო იმის აღიარება რომ თოჯინასავით ლამაზი და საყვარელი ვარ _ენა გამოვუყავი და ჩემი ჩემოდანი ძვლის–ძვლიობით ლოგინზე დავდე,არა რა იმდენი რაიმე ჩავტენე ნუ ხო ჩატენა დედაჩემა ვითომ აქ გადმოვსახლებას ვაპირებდი.სწრაფად ამოვაძვრინე შორტი და გამჭირვალე ზედა,ჩემი აუტანელი მამიდაშვილისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება ,სააბაზანოს კარი უკანალის ქნევით შევაღე.სწრაფად მოვიწესრიგე თავი და სარკეში ჩემს თავს დავაკვირდი,არა მართლაც რომ თოჯინას ვგევარ.გამოსულს ლიკა უკვე გაღვიძებული დამხვდა მის დას რაღაცას უხსნიდა .იმ ღამემ ისე უჩუმად და უარაფროდ ჩაიარა დაძინება დილამდე ვერ შევძელი,მთელი ღამე ჩემს მეგობარს ვემესიჯებოდი და თავს ვირთობდი.დილით ელას წუწუნმა გამაღვიძა,მის დას სთხოვდა აეხსნა სად წავიდა მისი ზედა.თვითონ არ იცის და ლიკამ საიდან უნდა იცოდეს ნეტა?ისე მშვიდად და უხმოდ ვისაუზმეთ ბუზის გაფრენას გაიგებდით.ოჯახზე გაბრაზებული მამიდას შენიშვნებიც კი მახალისებდა.საღამოს ლიკამ გინდა თუ არა უნდა განახო ღამის ქუთაისიო,არ მაქვს ნანახი თუ რა,რათ მინდა .იმდენი მარებია ფეხით ფეხები მომწყდა,ბოლოს მის საყვარელ ადგილს მივადექით „სიყვარულის ბაღს“ ისეთი დაღლილი ვიყავი არაფრისთვის მიმიქცევია ქურადღება იქვე გემრიელად მოვკალათდი,არ ვარ შეჩვეული ამ სიარულს და რა ვქნა.ისეთი განათებული და ლამაზი იყო სიყვარულის ბაღი იმ დროს წამით თვალებიც გამიშტერდა.გარემო კარგად დავზვერე და იქვე მხოლოდ რამოდენიმე ბიჭი და ორი გოგო შევნიშნე.ერთი ბიჭი მართლაც რომ გეგონებოდა იწვოდა,ისეთი წითელი თმა ქონდა,თან ლამპიონის შუქზე ისე კაშკაშებდა და ბზინავდა აშკარად დაგაბრმავებდა დიდი ხნის განმავლობაში რომ მიშტერებოდი.ისტერიული სიცილი ამიტყდა როდესაც წარმოვიდგინე როგორ იყო ის ბიჭის თავი ცეცხლის ალში გახვეული და ყველა იქ მყოფი.ლიკამ შეშინებულმა გამომხედა და ჩემს მზერას თვალი გააყოლა.სასაცილო რომ ვერაფერი დაინახა მზერა ისევ ჩემზე შეაჩერა.ჩემს სიცილს ასევე იქ მყოფი გოგო–ბიჭებიც გამოეხმაურნენ მზერით. –ნატალი კარგად ხარ?რა გაცინებს? –მუცელი მტკივა_დავიწუწუნე და კიდევ ერთხელ გავხედე ბიჭს,აშკარად გაოცება ეხატა სახეზე და ეს გოგო ვერას გამომეტყველება_იმ წითელთავაზე ვიცინი_ვუთხარი ჩუმად სხვებს რომ არ გაეგოთ –ეხლა არ მითხრა რომ იცნობ?_გაკვირვებულმა მკითხა ლიკამ –არა რა ვიცნობ,სასაცილო ტიპი ჩანს თმების ფერით_სიცილით ავიჩეჩე მხრები და ფეხზე წამოვდექი,ხელი რომედინეჯერ გაუსვი ჩემს დასვრილ ან არდასვრილ შორტს. –გაგაცნობ თუ გინდა_ეშმაკურად გაიღიმა ლიკამ –არა იყოს არ მინდა,შეიძლება დავიწვა –ფრთხილად სიყვარულმა არ დაგწვას თორე მაგის თმის ფერი არ იწვის _ენის გამომიყო და იმათკენ წავიდა.აშკარად არ ვარ ეხლა გაცნობა –გამოცნობის ხასიათზე მაგრამ მომიწევს.ამღერებული ტელეფონის ავედევნე ლიკას.ჯერ კიდევ არ გადავლილი სიბრაზით ვუპასუხე დედაჩემს –როგორ ხარ დედიკო? –ჯოჯოხეთი ცეცხლში ვიწვი ჯერ კიდევ,სამოთხე მშვენიერია?_გაბრაზებულმა ვუპასუხე და ლიკას გავხედე რომელმაც წითელთავა გადაკოცნა –როგორ საუბრობ ნატა,ეგრე გარიგებდი მე შენ? –დაიწყე ეხლა ლექციები _ეხლა ეს დაიწყებს ორ საათიან ლექციას იმასთან დაკავშირებით რომ ესე არ შეიძლება და ცუდი გოგო ვარ –მამაშენის გატუტუცებული ხარ სულ –მადლობა მამას ესეთი საოცრება რომ გამზარდა_მოშორებით დავდექი და საუბარი განვაგრძე –არაფერი არ გეშველება შენ აწი,რაც მამა ის შვილი.არცერთი როგორ არ მისმენთ და არ მიჯერებთ_გაბრაზება დაეტყო დედაჩემს –ხო კარგი უნდა წავიდე მე გატუტუცებული და მამა მომიკითხე,ბედნიერ სამოთხეობას გისურვებთ არდადეგების გასვლამდე_სწრაფად მივაყარე და ტელეფონი ძვლის ჩავტენე შორტის ჯიბეში. –გაიცანით ეს ნატა ჩემი ბიძაშვილი_მიახლოვებული დამიგულა თუ არა ლიკამ გაცნობა დაიწყო,შევეცადე გამეღიმა მაგრამ რამდენად გამომივიდა არ ვიცი.წითელთავა ირონიული ღიმილით მათვალიერებდა,მათვალიეროს და იყოს ცუდი ვარ თუ? –სასიამოვნოა_ამოვთქვი და დაველოდე როდის იკადრებდნენ და გამეცნობოდნენ _მე ნინი ვარ ეს ნანა _სარაფანიანმა მის თავზე და მის გვედით მდგომზე მანიშნა რომელსაც გრძელი თმა უსწორმასწორ დაყროდა მხრებზე_ეს ლუკა_მაღალი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი –მე ვერ ვიტყვი თუ ენა არ მაქვს _დაუღრინა ბიჭმა და ხელი ლამაზი ღიმილით გამომიწოდა,მეც ხელი გავუწოდე.ორი ბიჭის გაცნობის შემდეგ ირონიულად მომღიმარ წითელთავაზეს მიდგა ჯერი. –ეს ლევანია _თვალებში ეშმაკ აცეკვებულმა ლიკამ მანიშნა –ლევანი_ხელი გამომიწოდა ბიჭმა,ჯერ ხელს დავხედე შემდეგ კი მეც შევახე მის ხელს ჩემი ციცქნა ხელი,ისე მაგრად მომიჭირა ალბათ ტკივილისგან ვიკივლებდი რომ არ გაეშვა,ხელი დავიზილე და ყველას გავუღიმე. –ნატა აქ პირველად ხარ?_დაიწყო ნანამ –არა ,ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოფი_ხელები ჯიბებში მოვათავსე და ლიკას გვერდით დავდექი –სად ცხოვრობ?_ამჯერად ნინიმ მკითხა და ნაზად გამიღიმა,ნეტა მართლა არ იციან თუ უნდათ უკეთ გამიცნონ,მეჭვება ლიკას ჩემზე არაფერი არ ეთქვა ამათან. –თბილისში _მეც ნაზად გავუღიმე და შევამჩნიე ლიკას მეორე მხარეს მდგომა როგორ ჩაიცინა და სახე გვერდით შეაბრუნა. –მიყვარს თბილისი,თან შეყვარებული მყავს მანდ_თვალებ გაბრწყინებულმა ნანამ წამოიძახა –ესე შორს?ალბათ მე ესე ვერ ვიქნებოდი_ჩავიცინე –რას ნიშნავს ესე ვერ ვიქნებოდი?_ამჯერად კითხვა ლუკამ დამისვა –რას და აი ესე შორს,ძალინ მომენატრებოდა და მე ვერ ვიტან ვინმე რომ მენატრება _გულწრფელად ვუპასუხე და მორიგ კითხვას დაველოდე –ვერ იტანს რომ ენატრება _ამხნის მანძილზე ჩუმად მდგომა წითელთავამ წარმოთქვა და ირონიულად გამიღიმა,პასუხი არ დავუბრუნე რატომღაც.მეც შეძლებისდაგვარად გავიღიმე,კიდევ ბევრ თემაზე ისაუბრეს და იცინეს,მე კიდე ნახევრად გამოთიშული,ნახევრად ტელეფონში ჩამძვრალი ვიჯექი მათ გვერდით და უაზროდ მეღიმებოდა ჩემი მეგობრის მესიჯებზე.ბოლოს მართლაც რომ აუტანელი გახდა ესეთი ყოფნა და ლიკას ჩუმად ვთხოვე წავსულიყავით.წუწუნს აპირებდა ჩემს სახეს რომ გადაწყდა,აი გამომადგა ჩემი მომავალი პროფესია.ყველას ამცნო რომ ჩვენი წასვლის დრო იყო,ყველას ღიმილით დავემშვიდობეთ. დილით ამჯერად საშინელმა ზარმა გამაღვიძა ,აბა რა მეგონა ამ სიმღერას რომ ვაყენებდი ბუდილნიკად.ჯერ კიდევ 6 საათი იყო,სწრაფად წამოვდექი და უკვე გამოფხიზლებული დავსწვდი სპორტულებს,ეს ჩვევა დიდი ხანია მაქვს ამ დროს ვარჯიში.ალბათ შვიდ საათზე რომ გამაღვიძოს ვინმემ ისევ ძილს განვაგრძობ და არ ვივარჯიშებ მაგრამ ეს დრო ამოჩემებულივით მაქვს.პატარა ფურცელით მამიდას ვაცნობე რომ სავარჯიშოდ წავედი.კარგია ტელეფონის წამოღება რომ არ დამავიწყდა თორე ხომ მოვკვდებოდი ისე,ხშირად მავიწყდება და მიწვს ისევ ისე ვარჯიში.სახლში დაღლილი დავბრუნდი,როგორც ყოველთვის ეხლაც ერთი საათი ვარჯიშობდი.სააბაზანოში სწრაფად შევედი და თან მამიდასთვის დატოვებული წერილი ხელში მოვკუჭე.ვერც გაიგებენ ისე გაქურდავენ ამათ,აბა დედაჩემი უნდა ნახოთ ზუსტად იცის რა დროს მივდივარ და ვბრუნდები და სულ კარში მხვდება.დღეს უკეთესად ვარ,ხასიათიც წესრიგში მაქვს და გაბრაზებაც აღარ მაწუხებს დიდად.დედას გადავურეკე,გამომაგდეს და ისვენებენ კარგად. უკვე 1 კვირა რაც ქუთაის ვეწვიე და დავრწმუდი რომ არც ისეთი ცუდი ქალაქია როგორიც წარმომედგინა,ბევრი სიცილის,ხუმრობის,ახალი მეგობრების შეძენით გახარებული ვიმყოფები.თითქმის კარგად დავუმეგობრდი ყველას,ელა ისევ ისე აგრძელებს როგორც ადრე.ლიკას კიდევ უფრო დავუახლოვდი და მივხვდი რომ „ატანილი მამიდაშვილი“ მართლაც საოცრად კარგია.თითქმის დამეგობრებულებთან ერთად ვისხედით ისევ „სიყვარულის ბაღში“ და ვცდილობდით გაგვეხსენებია ისეთი ადგილი სადაც შევძლებდით კარგად გართობას. –კლუბში წავიდეთ _არაჩვეულებრივი იდეით გახარებულმა წამოვიძახე და სხვებისგანაც მივიღე მალევე პასუხი –წავიდეთ_აშკარად ესიამოვნო ლუკას და ჩემს აზრს დაეთანხმა გიორგი და დათო. –ოღონდ იცოდეთ სახლში წასვლები და გამოვიცვლით და ესეთები არ გვინდა_ლევანმა მობეზრებულმა გაიქნია თავი და გოგონებს გადმოგვხედა –ეგ რა სისულელეა,სახლი არა ის.მივდივართ პირდაპირ_ფეხზე ამდგარმა ჩავამთავრე სიტყვა და ლიკას ხელი მოვკიდე. –ხო კარგი_გაბრაზებულები დაგვეთანხმნენ სხვებიც და კლუბისკენ წავედით.ძალიან კარგი სიტვაცია იყო კლუბში,სხვებს არ გავდა სადაც ყველაფერი ისეთი არეული და დარეულია.ბარს უფრო მოგაგონებდა.ბიჭები გვერდიდან არ გვცილდებოდნენ ვინმემ რაიმე არ გაკადროთო,ყველას ჩვენი მცველი გვყავდა და მაგრადაც გართობის უფლებასაც გვაძლევდნენ.ლევანი ჩემს მცველეად მოევლინა და გვერდს მიმშვენებდა.ხალხის ბრბოში ნაცნობი სილუეტი ამოვიცანი და შევეცადე გამერჩია მართლაც ის იყო თუ მელანდებოდა,იმაში დარწმუნებულმა რომ მართლაც ჩემი საყვარელი მეგობრის ქმარი იყო არც მცველისთვის მიმიქცევია ყურადღება არც ლიკას სად მიდიხარ თვის მისკენ სწრაფად წავედი.ძვლის მოვახერხე ჩემი ხელები მის თვალებამდე მიმეხწია.ყურში დაბოხებული ხმით ჩავსძახე –ვინ ვარ? –ჭინკა_სიცილით ამოთქვა ტატომ და ერთი ხელის მოსმით ხალხის ბრბოში ამიტაცა –დამსვი ბიჭო_სიცილით ჩავარტყი მხარში და მაშინვე შეასრულა ჩემი ბრძანება –შენ აქ საიდან?–სიცილით დამილაგა აჩეჩილი თმა. –მამიდასთან გამომამწესეს,არ გითხრა ანამ?_თვალბ მოჭუტულმა ავხედე ტატოს –რაღაც თქვა მაგრამ არ ვუსმენდი_სიცილით ჩაილაპარაკა –ვეტყვი იცოდე მაგას,მარტო ხარ? –არა გოგო რა მარტო,შენი დაქალიც მახლავს მაგრამ სად გამეპარა ვერ გავიგე_სიცილით დაიწყო თვალიერება ტატომ,მეც მას მივბაძე და შევეცადე ანა ამომეცნო.ჩემებს რომ მოვკარი თვალი გამეღიმა ყველას გაკვირვებული მიყურებდა მხოლოდ ლევანის სახე გამხდარიყო მისი თმის ფერი,ამაზეც ჩამეღიმა და ისევ ანას ძებნა დავიწყე. –წამოდი ჩემს ახალ–ახალ მეგობრებს გაგაცნობ _ხელი დავავლე და ძვლის ძვლიობით მივიყვანე ბავშვებთან –ბავშვებო გაიცანით ეს ტატოა,ჩემი მეგობარი _ხელით ჩემს გვერდით მდგომზე ვანიშნე და ძარღვებ დაბერილ ლევანზე კიდევ ერთხელ ჩამეღიმა. –გატყუებთ_სერიოზულად თქვა ტატომ და მეც კი დავფიქრდი რაიმე ისეთი ხომ არ ვთქვი –თქო,იმაში დარწმუნებულმა რომ ყველაფერი კარგად ვთქვი მას ავხედე_გატყუებთ მისი მეგობარი არ ვარ_შეპარული ღიმილით განაგრძო ტატომ_მე მისი სიძე ვარ,ეს ჩემი ცოლის დაა_ბოლოს სიცილით ჩაამთავრა და მკაფიოდ და კარგად დავინახე როგორ ჩაწყნარდა ლევანის ძარღვები და როგორ დაუბრუნდა ფერი,წითელი ფერი უფრო უხდება აშკარად –გამისკდა გული,სად ხარ ტატო _დაღლილი და განერვიულებული ანა მოგვადგა უკნიდან –ანუშკი_სიცილით მივატრიალე და გაკვირვებულს ხელები მოვხვიე –აუ გავიჭყლიტეთ ქალაუ_სიცილით დამიკოცნა ლოყები და ხელი გამაშვებინა,ოდნავ წამოზრდილ მოცელზე ხელი ნაზად ავატარ–ჩამოვატარე და მუცელს ტუჩემი მივაწეპე –არ ინერვიულო სულ მალე მხოლოდ ჩემს გოგო გავჭ....ტ_სიცილით მოვცილდი და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი_ეს ანა ტატოს მეუღლე და ჩემი საუკეთესო მეგობარი._გავაცანი ყველას ანა და მცველის გვერდით ადგილი დავიკავე_ესენი კიდე ჩემი ახალი მეგობრები არიან_ყველას ერთმანეთი გავაცანი და ენა ატკიებული გავჩუმდი –დღეს ჩამოვედით,ვერც კი ვიფიქრებდი რომ აქ გნახავდი,მეუცხოვე აქ _სიცილით მომიჯდა გვერდით ანა –ყველაფერი ხდება დაო_სიცილით ჩავუკარი თვალი –აუ სირცხვილია ანუშკ,მეგობარი გვახლავს ნატაშკ_წარბები ეშმაკურად ათამაშა ტატომ და წამშივე მივხვდი ვინ იყო ის მეგობარი.სახეზეც კარგად აღმებეჭტა რომ ეს მეგობარი არც ისე საყვარელი იყო.აბა რა საყვარელი კი იქნება მოვწონვარ და შემჭამა ,ყველგან ეგა.როგორც დედაჩემი იტყვის ხოლმე სკოლა აჭორიკნა,მაგრამ არც მე და არც დედაჩემს ეგ ჭორიკნობა არ გვადარდებს.ისეთი სახით გავხედე ტატოს ათამაშებული წარბებს ძვლის მოუყარა თავი –მეგობარი_ირონიულად ჩავიცინე და ფეხი ფეხზე გადავიდე –აუ ეხლა არ დაიწყო რა შენებურები_თითი დამიქნია და გუგას მოსაყვანად წავიდა –ჩემებურები_გამეცინა და ანას გავხედე,არც მას არ ესიამოვნა ჩემი ესეთი რეაქცია,აბა რას ელოდნენ კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდებოდი.გუგა როგორც იტყვის მომაჯადოვებელი ღიმილით წამოვიდა,აი ჩემებურიც თავი ისე გავწიე პიდაპირ ლევანს შევაჯახე –შენებურებს მაინც არ იშლი ხო?_გაბრაზებულმა თუ ნაწყენმა ამოთქვა და ჩემს გვერდით მოკალათდა_როგორ ხარ სიხარულო? –სიხარულო არა საყვარელო,საყვარელო გუგა _გამეცინა მის ამგვარ სიტყვებზე და ბავშვებს გადავხედე,ისინიც კარგად ხალისობდნენ ამ ყველაფრით,ნუ ეხლა ჩემი მცველის რა მოგახსენოთ. –კიდევ,რა გითხარი მე შენ,არ გინდა ეს უაზრო გამოხტომებითქო_მობეზრებულმა დამიღრინა და შეეცადა ხელი გადაეხვია –აბა რას ელოდი?ხომ არ გეგონა კისერზე ჩამოგეკიდებოდი?_ირონიულად გავუღიმე და ჩემს მცველს ვანიშნე ცოტათი ჩაიწიეთქო –არ იქნებოდა ცუდი_“მომაჯადოვებელი“ღიმილით დამასაჩუქრა და ანას გახედა –გეყოთ ეხლა ვნერვიულობ და არ შეიძლება _მიშველა ანამ ,მეც დაწყნარებულმა მსოფლიოში ყველაზე იდიოტი ადამინი გავაცანი ჩემს ახალ–ახალ მეგობრებს.კარგადაც გავერთობოდი რომ არა გუგა,რომელიც სულ ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფილიყო,მის ყველა ქცევას ბავშვები სიცილით ხვდებოდნენ,მე კიდე გაბრაზებით და არა მარტო მე არც ლევანს სიამოვნებდა.საათმა რომ თორმეტს ჩამოკრა მაშინღა ვიკადრე და წარმოვთქვი რომ უნდა დავშლილიყავით რადგანაც არც გუგას თავი მქონდა და თან ვითომდა მეძინებოდა.ანამ გაკვირვებულმა გამომხედა შენ და ძილიო. –ნატა კარგად ხარ?ძან შეგცვალა ამ ქალაქმა შენ _გადმომხედა სიცილით და მეც გამეცინა თითქმის ტყუილს რომ მიმიხვდა _დილას ადრე ვდგები ხომ იცი _ვიმართლე თავი და თვალი ეშმაკური ღიმილით ჩავუკარი –ვაიმე რას გიზამ ამ ღამეს შენგან მესიჯი რომ მივიღო იმასთან დაკავშირებით რომ არ მეძინებაო_დამემუქრა და ქმართან ერთად ფრთხილად წამოდგა.ყველამ მას მივბაძეთ და ჩვენს მცველებთან ერთად ფეხზე წამოვიმართეთ.ანას და ტატოს ჩახუტებით დავემშვიდობე,ტატომ გაბრაზებულმა დაქოქა მანქანა და ვიფიქრე მივაძახებ ფრთხილად ორსული გყავს მანქანაში–თქო მაგრამ მისი მანქანა ვერც კი დავლანდე რამდენიმე წამში.ეშმაკურად გავიღიმე და ყველა მივახვედრე რომ დღეს გვიანობამდე ვერთობოდით.ყველას გაეღიმა ჩემს ესეთ ქცევაზე.ის დღე მართლაც რომ კარგად გამოდგა,დღე რა ღამე.მიუხედავად იმისა რომ სულ ორი საათი მეძინა დილით მაინც ექვს საათზე წამოვფრინდი და ამჯერადაც ჩუმად გავიპარე სახლიდან.დიდი ალბათობა იყო რომ გზაში ჩამძინებოდა და არც ჩემს ტელეფონში საშინელი როკის სიმღერა ვერ მაფხიზლებდა რომელიც მხოლოდ იმიტომ იმყოფებოდა ჩემ მუსიკებში რომ გამოვეფხიზლებინე.ნახევრად მძინარეს გვერდით ვიღაც რომ ამომიდგა გაკვირვებულმა გავხედე წითელთავას და გაკვირვება გაჩერებით გამოვხატე,სულ ცოტათი წინ წასული უკანა სვლით დაბრუნდა ჩემს გვერდით და გამიღიმა. –დილა მშვიდობისა –მშვიდობა,ამ დილა უთენია აქ რა გინდა?_დავსვი სრულიად უაზრო კითხვა რადგანაც ვხედავდი რომ ვარჯიშობდა –ის რაც შენ.ვარჯიშობ_გამცა პასუხი და ტელეფონი სპორტულის ჯიბეში კარგად მოათავსა –გასაგებია_ძვლის ამოვთქვი და მასთან ერთად გავაგრძელე ვარჯიში.კი ეტყობოდა რომ ვარჯიშბდა მაგრამ აქ თუ ვნახავდი ვერც კი წარმოვიდგენდი.იმ დილით ერთი საათის ნაცვლად ორი საათი ვივარჯიშე,ერთი საათი მხილოდ და მხლოდ სიცილის ვარჯიში გამომივიდა,იმდენი ანეგდოტი და იმდენი სასაცილო ისტორია მოვისმინე სიცილისგან ყველა კუნთი მტკიოდა.ლიკას ბინასთან დავემშვიდობე და შევეცადე უხმაუროდ გამეღო კარი.მისაღებში შესულს ჩემი წერილით ხელში დამხვდა მამიდაჩემი.აი იმ წერილით ის რომ ვერ კითხულობს ხოლმე და სახლში დაბრუნებული მიზანში სროლაში ვარჯიში რომ მეხმარება. –ნატა_გამომხედა ჩვეულებრივი სახით,ჩვეულებრივი რა როგორ ყოველთვის და მეც შევეცადე გამეღიმა_სად იყავი? –ვარჯიშობდი_ამობთქვი და ამღერებული ტელეფონი გამოვრთე –კარგი,გოგონები გააღვიძე _მომცა მითითება და სამზარეულოკენ წავიდა,სასწრაფოდ ჩავრთე ტელეფონი და დედაჩემი მოვიკითხე,გაუკვირდა როდესაც ვაცნობე რომ ეხლა დავბრუნდი ვარჯიშიდა.ცოტაოდენი რაღაც მოვუყევი ვარჯიშიდან და ბოლოს დამშვიდებულმა გამითიშა ტელეფონი. 888 უკვე დიდი ხანია რაც ქუთაისში ვარ და დღითიდღე ვრწმუნდები რომ მართლაც რომ არაჩვეულებრივი ქალაქია.ჩამოსვლის დღიდან იმდენი რაიმე შეიცვლა ,ისე დავუახლოვდი ამ ქალაქს ჩემად გავითავისე.შემიძლია დავიფიცო რომ ესე ქალაქი არ მყვარებია,ესე ჯერ არ მდომებია რომ მას არ მოვშორებოდი,არც მაშინ როდესაც აქ მოვდიოდი ესეთი გრძნობა არ მქონდა და ეხლა ,მამაჩემის მანქანაში მყოფი მივდივარ ცოტაოდენი ადრე ჩემს სახლში და არც წასვლის სურვილი მაქვს და არც ხალისი.ყველაზე მეტად გული კი მაინც იმაზე მწყდება რომ დაუმშვიდობებლად მივდივარ ამ ქალაქიდან,დიდი ხვეწნის და თხოვნის შემდეგ მაინც ვერ დავითანხმე მამაჩემი რომ ახალ მეგობრებს დავმშვიდობებოდი.მიზეზად კი ის მოყავდა რომ სასწრაფო საქმე აქვს და დროზე უნდა ჩავიდეს თბილისში.მთელი გზა ხმა არ ამომიღია,გაბრაზებული ვუმზერდი და იმ დღეს ვწყევლიდი რომ გავჩნდი.მაინც ყველაზე მეტად გამიჭირდა იმის გადახარშვა რომ სკოლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უნდა დავბრუნდე,ესე სასწრაფოდ რადგანაც დედას უნდა წავყვე თურმე ბებიასთან და ბაბუასთან.ისეთი გაბრაზებული შევხვდი ამ ამბავს ალბათ როგორც მულთფილმებში არის მეც ისე ცეცხლი ყურებიდანაც გამომდიოდა,რა არის ის ალი რაც ლევანც ასდიოდა იმასთან შედარებით რაც მე იმ დროსს ამდიოდა.ლევანის და ახალი მეგობრების გახსენებისას გულზე მძიმე ლოდი დემეცა,იმის გაფიქრებაზე თუ როგორო დაწყდებოდათ გული ჩემს ამგვარ საქციელზე.მაინც ყველა მეტად ლევანის რეაქცია მაინტერესებდა რადგანაც ძალიან დავუახლოვდი ამ ბოლო ხანებში.მასთან ერთად ვარჯიში და ახალ –ახალი სასაცილო ისტორიების მოსმენა ყველაზე მეტად მომენატრებოდა,ასევე მისი ცეცხლის ალი რომლშიც ყოველ დილით ვეხვეოდი და ის გრძნობა რომ ეს ცეცხლის ალი არასდროს არ გამქრალიყო არ მშორდებოდა.დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში,ხო კარგი თუნდაც მთელი ზაფხულის განმავლობაში წითელთავას ცეცხლის ალში და მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებას მივიღებდი იმ დამწვრობებისგან რასაც წითელთავას ცეცხლის ალი მომაყენებდა.არანაკლებ გული მწყდებოდა ჩემს „ატანილ მამიდაშვილზე“ რომელმაც ჩემსავით ძალიან ცუდად მიიღო ეს ამბავი,ასევე გული მწყდებოდა რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვნახავდი ბიჭებსა და გოგონებს.ვერ მოვისმენდი მათ ხუმრობებს,ვერ გავერთობოდი და მთელი დღესა და ნახევარ ღამეს მათან ერთად არ გავატარებდი.ჩემს აუტანელ მამიდაშვილს კი ისე გაეხარდა მთელი ერთი საათი მგესლავდა.გზიდან ყველას მესიჯი გავუგზავნე და დავემშვიდობე.ლევანთან რატომღაც მესიჯის მიწერით ვერ შემოვიფარგლე და გადავწყვიტე რომ ჩავიდოდი დავურეკავდი.ჩასულს დედაჩემი გახარებული შემომეგება და თბილად ჩამიხუტა,მე კიდე მისი მონატრებით გამოწვეულმა გრძნობამ,ესეთმა წამოსვლამ გული ამიჩუყა და დედის მხარზე რამოდენიმე ცრემლი გადმოვაგდე.არც დედაჩემს გამოპარვია ჩემი ცრემლები და დამამშვიდა ყველაფერი კარგად იქნებაო.იქნება აბა როგორ არა,გამოვეპასუხე გონებით და ლოყაზე კოცნით გავშორდი.იმდენად არ მომეწონა ჩემი ოთახი და ეს სიმარტოვე ცრემლები კიდევ ერთხელ წამსკდა.იმდენად ვიყავი ლიკასთან ერთად ძილს,მასზე ჩახუტებას ძალიან გამიჭირდებოდა ჩემს ცივ საწოლში მარტო დაძინება.ემბრიონის ფორმაში დავწექი ჩემს ცივ საწოლზე და შევეცადე როგორმე ცრემელბი შემეჩერებინა რომელსაც თელი სახე დაელაშქრათ.არვიცი ძილი როდის შემომეპარა მაგრამ რომ გავიღვიძე ღამის სამი საათი იყო.გამახსენდა ამ დროს როგორ ვერთობოდი და კიდევ უფრო მომენატრა ქუთაისი და ჩემები.ასევე დიდი წითელი ასოებით დაიწერა ჩემს წინ ლევანი და ეხლაღა გამახსენდა მასთან ჯერ კიდევ არ მქონდა დარეკილი.ჩანთიდან სწრაფად ამოვაძვრინე და ხელის კანკალით ავკრიფე ნაცნობი ნომერი.რამოდენიმე ზარის შემდეგ ჩემს ყურთასმენას მისწვდა გაბრაზებული ხმა. –ნატა? –ლევან_სიტყვებს ვეძებდი რომ მეთქვა ჩემი წამოსვლის შესახებ და გაკვირვებას ვერ ვმალავდი თუ რატომ მიჭირდა ესე მისთვის ამის ახსნა_შეიძლება გითხრეს... მე თბილისში დავბრუნდი_ამოვთქვი ბოლოს და მალევე გავიგე მისი ნაწყენი ხმა –უფრო მესიამოვნებოდა შენგან თუ გავიგებდი ესეთ სასიახარულო ამბავს_გაური ირონია და ცოტაც და ალბათ ავტირდებოდი –დარეკვას ვაპირებდი,მაგრამ ჩამეძინა...ბოდიში_ვერც კი გავიაზრე რატომ მოვუხადე ბოდიში და ობოლი ცრემლი მოვიწმინდე –კარგი უნდა წავიდე_გავიგე მისი ხმა და ესეთი უხეშობის გამო გულში გემრიელად გავლანძღე.მისმა ესეთმა უხეშობამ და უკვე გაუსაძლისმა მონატრებამ კიდევ ერთხელ იფეთქა ჩემში და ავტირდი.ისევ ტირილში ჩამეძინა და ვერც ეხლა გავიგე როდის ჩამეძინა,მაგრამ კარგად მახსოვს დილის ექვს საათზე სავარჯიშოდ რომ არ წავსულვარ,რადგანაც ვიცოდი გარეთ წითელთავა აღარ შემხვდებოდა.თმა აბურდული და უკვე გამოცვლილი მოკლე კაბით ჩამოვჯექი სამზარეულო და საჭმლის კეთებით გართულ დედაჩემს დავაკვირდი. –დედა მშია_დავიწუწუნე და დაველოდე როდის მომიტანდა დედაჩემი საჭმელს თორე ეხლა არაფრის თავი არ მქონდა,დედაჩმა გაკვირვებულმა გამომხედა და ჩემს ესეთ მდგომარეობაზე ჩაეცინა. –ნატა შენ რა ტიროდი?_დედაჩემის შეკითხვამ ცოტახნის წინანდელი ამბავი გამახსენდა და ძვლის შევიკავე ცრემლები –არა_ამოვილუღლუღე და საჭმლის გადმოღება დავიწყე –მე მაინც რას მატყუებ?რა ხდება რატომ იტირე დედა?_გვერდით მომიჯდა და მეც ვეღარ შევიკავე და ცრემლიანი თვალებით გავხედე –არ მინდოდა წამოსვლა,თან ლევანია ჩემზე გაბრაზებული_ვთქვი და ცრემლებმა გზა თავისით გაიკვალეს –ლევანი ის ბიჭია ერთად რომ ვარჯიშობდით?_მკითხა და ცრემლები ლოყებიდან მომაშორა –ხო_ტირილით ამოვისლუკუნე და წყალი მოვსვი –დღეს რატომ არ იყავი სავარჯიშოდ?_დამისვა კითხვა და დედაჩემს შენ კარგად ხარ მე რას გელაპარაკები შენ რას კითხულობ გამომეტყველებით გავხედე და მხოლოდ ეშმაკური სიცილი მივიღე პასუხად –სიყვარულის სურნელი მცემს_სწრაფად დამიყვავა და მხარზე ხელი დამკრა.ვერც კი შევნიშნე როდის გავიდა დედა ოთხიდან,მხოლოდ და მხოლოდ მის სიტყვებზე ვფიქრობდი და ვერ გამეგო მართლაც სიმართლე იყო ეს სიყვარულის სურნელი თუ უბრალოდ დედას მოეჩვენა.არც არასდროს დავფიქრებულვარ რომ მე თუნდაც მომწონდა ლევანი ან მას მე მოვწონდი და ეხლა დედას ესეთმა სიტყვებმა საგონებელში ჩამაგდო.ყველაფერი ამერია თავში და საბოლო დასკვნამდე ვერ მივედი,ვერც გულმა ვერ დაადგინა რაიმეს ვგრძნობდი თუ არა და ამიტომ გულისა და გონების დასამშვიდებლად დედას „სიყვარულის სურნელი“ მოეჩვენებად ჩავთვალე. 888 ისე გაიპარა დრო რომ ვერც კი გავიაზრე.ისევ საშინელმა სიმღერის ხმამ გამაღვიძა მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ არც დღეს არ დავარღვევდი ტრადიციას და ისევ ძილს განვაგრძობდი თუნდაც ორი საათით.რაც ქუთაისიდან დავბდუნდი და რაც ბებია–ბაბუა მოვინახულე არც ერთი დილა ისე არ ყოფილა რომ ჩემი მაღვიძარასთვის ხმა არ გამეთიშოს და ძილი არ გამეგრძელებინოს.არვიცი რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი მაგრამ ის კარგად ვიცოდი რომ არც ხალისი და არც თავი არ მქონდა ვარჯიშის.ყოველდღე ვეცხმიანებოდი ლიკას და შორიდან ვგებულობდი სხვების ამბებს.რამდენჯერმე მათაც ვესაუბრე.ლიკას ყველას ამბავს თუ გამოვკითხავდი მხოლოდ მაშინ ვგებულობდი ლევანზეც რაღაც –რაღაცებს თორე ჯერ კიდევ არ ქონდა გადავლილი მისთვის გაბრაზებას.იმ ღამის შემდეგ მასთან არ მისაუბრია და კიდევ უფრო მენატრებოდა.ყველაზე საშინელია ვიღაც რომ გენატრება,ყოველთვი ისე ვიყავი რომ ვინმეს მონატრება არასდროს არ მიგვრძნია და ეხლა ესე ერთბაშად რომ დამეჯახა ამდენი ადამინის მონატრება,ძალიან მიჭირდა მასთან განმკლავება.ოთახში დედაჩემა მხიარულად შემოყო თავი და როგორც ყოველთვის ჩემს გვერდით ჩამოჯდა –სკოლის დაწყებას გილოცავ გოგონი_ლოყაზე კოცნით მომილოცა სკოლის დაწყება როგორც ყოველთვის –მადლობა_უხასიათოდ გავეცი პასუხი და კიდევ ერთხელ შევამოწმე ტელეფონი ვინმეს ხომ არ ქონდა მონაწერი. –ადი ეხლა მალე არ დაგაგვიანდეს_წამომაგდო და თვითონ სამზარეულოში გავიდა.უხალისოდ გავემზადე სკოლისათვის,ჩანთა გვერდით მივაგდე რადგანაც მეჭვება რომ დღეს დამჭირვებოდა.როგორც ყოველთვის ეხლაც მამასგან მივიღე შემოთავაზება წაყვანაზე,მეც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ მარტო წავსულიყავი.სკოლა მართალია ახლოს იყო ჩემს სახლთან მაგრამ მე მაინც მხოლოდ იმ დროს მივედი როდესაც ყველა კაბინეტებში იყო განაწილებული,დაგვიანება პირველ დღეს ეს რა წესია დაიწყო ჩემა ინგლისურის მასწავლებელმა და მეც აფერისტულად მოვახსენე ყველაფერი.მესამე გაკვითელი ტარდებოდა და მხოლოდ და მხოლოდ იმას ვუთმობდით დროს თუ როგორ გავატარეთ არდადეგები.შუა გაკვეთილზე მივიღე მესიჯი და ბოდიშის მოხდა მომიხდა რადგანაც შეიძლებოდა რომ ჩაემოერთმიათ. წითელთავა რომ წავიკითხე თითქოს მოჩვენებას ვხედავდი ისე დავხედე ტელეფონს,როდესაც გონებამ გადახარშა რომ მართლაც რომ ესემესის ავტორი წითელთავა იყო შემდეგ გავხსენი. –„სკოლის დაწყებას გილოცავ თოჯინა“_იმდენად მესიამოვნა მისი მესიჯი ალბათ ვიკივლებდი რომ არ გამხსენებოდა სად ვიყავი,რამოდენიმეჯერ გადავიკითხე ტექსტი და ჩემა ზედმეტ სახელმა რომელიც წითელთავამ შემარქვა უფრო მეტად ამიჩქარა გული.რამოდენიმეჯერ ავკრიფე ტექსტი და მაშინვე წავშალე,ვერ გამეგო რა მიმეწერა ბოლოს მეც სკოლის დაწყების მილოცვა ვარჩიე.გული დამწყდა პასუხი რომ ვერ მივიღე.საშინლად მეტკინა გული ლევანის ამსაქციელზე. 888 გაზაფხულის მშვენიერზე მშვენიერი დღეა,ხო კარგი გატყუებთ.რა მშვენიერი ისე წვიმს სადაც არის ცა ჩამოვიდეს ძირს.წვიმის სიძულვილს ვერაფერს ვერ ვუხერხებ და ვუმატებ ზედ გუგას სიძულვილს.ადამინი რომელსაც არაფერი არ შედის თავში,ყოველთვის საპირისპიროს აკეთებს რასაც ადამინი ეუბნება.უბრალოდ ზედმეტი არის მისი ესეთი ქცევები,ყოველ დღე სკოლის ეზოში დახვედრა,ყვავილების მოტანა და სიყვარულის ახსნა.მე კიდე უკვე მართლაც ზედმეტად და მომაბეზრებლად მეჩვენება იმის ახსნა რომ არ მიყვარს,არც მომწონს და ვერც ვერასდროს ვერ გადავა სხვა საფეხურზე სანამ ესეთ იდიოტობებს არ მოეშვება.ყველაფერს გაადააჭარდა დღე როდესაც ისედაც წვიმაზე ნერვებ მოშლილს გარეთ დამხვდა და როგორც ეძახიან პირველი კოცნა მომპარა.ისე გავბრაზდი ჩემს თავზე რომ მასზე სუსტი ვიყავი და მან შეძლო ჩემთვის ეკოცნა რომ ისე გავარტყი მეც ამტკივდა ლოყა.სახლში დაბრუნებულს კიდევ ერთი თავსატეხი და შარი ამეკიდა, საჭმლის გაკეთება.სიმართლეთ რომ გითხრათ ვერ ვიტან საჭმლის კეთებას და ეხლა ზუსტად ვიცი რომ ესეთ ხასიათზე მყოფი მთელს კორპუს გადავწვავ აიტომ მომიწევს დედას მოსვლამდე ნახევრად მშიერი ყოფნა.ლიკას ნომერი რომ დაფიქსირდა ჩემს ტელეფონზე ყველაფერზე გაბრაზებულმა მას ვუპასუხე გაბრაზებულმა –გისმენ –რა გჭირს რა ხასიათზე ხარ?_მკითხა გაკვირვებულმა –წვიმს და არის კიდევ რაღაც–რაღაცები –ჩვენთანაც წვიმს,თან საშინლად_მიპასუხა და გავიგე როგორ გაეცინა –ნეტა მარტო წვიმის გამო ვიყო ესე_მოწყენილმა ჩავილაპარაკე და ტელევიზორი გამოვრთე –იცი.._დაიწყო ლიკამ და არ დავაცადე მაშინვე გავაჩუმე –აუ ლიკა რაღაცას მოგიყვები არ გამაწყვეტინო თორე არ ვიცი რას გიზამ_ჩავძახე და რომ გაჯიუტდა პირდაპირ ვთქვი –დღეს გუგამ მაკოცა_ვთქვი გაბრაზებულმა და თითქმის დავყრუვდი ისე ჩამყვირა ლიკამ –რაააა? –რა კი არა გააფრინა მაგ იდიოტმა,დღეს ვერ დავარტყი ისე მწარედ მაგრამ მოვა დრო და გადავუხდი სამაგიეროს,როგორ გაბედა რომ ეკოცნა.იქვე თუ არ მოვკლავდი არ მეგონა_გაბრაზებული ვერც კი ვამჩნევდი როგორ ვუწევდი ხმას –ეგ ვერა კარგად,ვაიმე ეგ საწყალი_დაიტირასავით ლიკამ მე კიდე მის ამგვარ საქციელზე ჩამეღიმა –ახალი ამბავი,ხო შენ რა გინდოდა რომ გეთქვა_ეხლაღა გამახსენდა ლიკას რომ რაღაცის თქმა უნდოდა,დაბნეულმა ძვლის მოაბა თავი სათქმელს –მარტო არ ვარ,ბავშვებიც აქ არიან? –ყველა მანდ არის?_მაინც ვერ გავბედე მეკითხა ლევანი იყო თუ არა იქ,საოცარი სირცხვილის გრძნობა დამეუფლა და ვინატრე მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე.ყველაზე მეტად გულს მაინც ის მიკლავდა რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ლევანს გაეგო.ვერ ვხვდებოდი რატომ ვნერვიულობდი ლევანის რეაქციაზე ესე და რატომ მაინტერესებდა მისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.თითქმის დავეთანხმე დედას რომ მართლაც მოდიოდა საიდანღაც „სიყვარულის სურნელი“. –ლევანის გარდა ყველა აქ ვართ_ყოყმანით მითხრა და შვებით ამოვისუნთქე,არაფერი არ ხდებოდა მაგრამ მაინც არ მსურდა რომ ლევანს ეს მოესმინა –ბავშვებო_გახარებულმა ჩავძახე ყველას და მათაც სიცილით მომიკითხეს –თუ რაიმე და ჩამოვალთ ნატაშკ?_უკვე მეასედ მისვამდა კითხვას ლუკა და ყველა მას ეთანხმებოდა მაგრამ მეც მეასედ ვპასუხობდი რომ არ იყო საჭირო და ან მამაჩემი მოუვლიდა ან ბოლოს და ბოლოს დაველაპარაკებოდი ტატოს .ძვლის –ძვლიობით დავითანხმე ყველა რომ არ იყო არაფერი საჭირო და მაინც ნახევარზე მეტი არაფერი არ მესმოდა რასაც მესაუბრებოდნენ რადგან ჩემი გონება მთლიანად წითელთავას მოეცვა. იმდენად ვიყავი შებყრობილი წითელთავათ რომ ვეთანხმებოდი დედას რომ მგონი მართლაც ტრიალებდა ეს სიყვარულის სურნელი.იმდენად მენატებოდა ყველა და მაინც ყველაზე მეტად ლევანი რომ მასავით წითელი ორი კნუტი მივიღე დედასგან საჩუქრად.მართლაც რომ პირველი რაც ვიფიქრე ის იყო რომ ძალიან გავდნენ იმ ცეცხლის ალს და წითელთავას.იმდენად შევეჩვიე ამ პატარა ფისოებს რომ მათ გარეშე უკვე აღარ შემეძლო,ყოველ დილით მათი ფერებით ვირთობდი თავს,ალბათ სკოლაშიც კი წავიყვანი ამის უფლება რომ მქონოდა.იმდენად შემიყვარდნენ და შევეჩვიე რომ მათ გარეშე ვერ ვძლებდი დიდი ხნის განმავლობაში და ამიტომაც ორივე კნუტი მიმყავდა საზაფხულო არდადეგებზე ქუთაისში.ძალიან ვიყავი გახარებული რომ კიდევ ერთ ზაფხულს ქუთაიში გავატარებდი.არც მჯეროდა რომ ესე მალე გავიდა დრო და მე უკვე მეთორმეტე კლასში ვიყავი,არც ის მჯეროდა რომ სულ მალე ყველას ერთად ვნახავდი.ყველაზე მეტად კი მაინც ლევენის ნახვა მსურდა,გულს მიკლავდა ის ფაქტი რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ შემეხმიანა და თითქმის არაფრის თქმის უფლებას არ აძლევდა ლიკას მის შესახებ.ლიკაც ეჭვის თვალით უყურებდა უკვე ამ ყველაფერს.დიდ ხნიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიეთ ქუთაისში.შემიძლია დავიფიცო რომ ამ ქალაქში უფრო სუფთა და განსხვავებული ჰაერია ყველა ქალაქისგან.ლიკა სიხარულით დამხვდა მის კორპუსთან.ბავშვებისთვის ჯერ არ გვითქვას ჩემი ჩასვლის ამბავი,მე ყველას ამჟამად ბათუმში ვგონივარ. –ლიკუნა _სიხარულით გამოიქცა ჩემსკენ ლიკა და თითქმის გამჭყლინტა –როგორ მომენატრე,ნეტა აქ ცხოვრობდე_წუწუნი დაიწყო ეხლაც –აუ მე თუ არა ჩემი ფისოები შეიცოდე_ჩემს თანთაზე ვანიშნე და წამში მომშორდა,ხელიდან სწრაფად წამართვა ფისოები და მათი შესწავლა დაიწყო –აუ ლევანს გვანან _ეშმაკური ღიმილით გამომხედა და მანიშნა რაღაცებს ამიხნსნიო,მე კიდე სახეზე ფერი დავკარგე. –ლევანს არა ის კიდე,ჩემი ანგელოზები არ შემიდარეს ვიღაცას_ხელიდან გამოვგლიჯე „ნიტა“ –მაგას რა ქვია? –ნიტა,მაგას ლიტა –ნატა და ლევანი ანუ_მხრების ჩეჩით წამართვა ფისო ,მეც აღარ გავაგრძელე მასთან ჩხუბი იმის თაობაზე რომ ნიტა და ლიტა ქვია და არა ლევანი და ნატა.მაგრამ ისე სწორი იყო ლიკაც მართლაც რომ ლევანი და ნატა ქვია ამათ.ჩემს ჩემოდანს ხელი მოვკიდე და ძვლის მივიტანე ლიფტამდე.საღამოს ისევ სიყვარულის ბაღში წავედი მე და ლიკა.ელა დასასვენებლად წავიდა თურმე დაქალთან,ჩემთვის ძალიან კარგია მის ამჟავებულ სახეს თუ არ შევხედავ ეს რამდენიმე თვე...სიყვარულის ბაღი ისევ ისე იყო,არა ზუსტად ისეთი არ იყო კიდევ უფრო გალამაზებული და კარგი იყო.უფრო ბევრი იყვნენ წელს ვიდრე შარშან.ჩვენები ისევ იმ ადგილას იყვნენ სადაც პირველად ვნახე.ისევ რაღაცაზე საუბრობდნენ და თან იცინოდნენ.დეჟავიუს გრძნობა დამეუფლა წამით,ისევ ისე გამეცინა ლევანის წითელ თავზე და ჩემს შექმნილ ცეცხლის ალზე,ოღონდ ამჯერად ჩემთვის გამეცინა.პირველი შეხვედრისგან განსხვავებით საოცარი მონატრების გრძნობა მეფობდა ჩემში და ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი ყველას.ძალიან მაინტერესებდა ყველას რეაქცია ჩემს დანახვაზე.ძალიან ბედნიერი ვიყავი ყველას ერთად რომ ვხედავდი,ვერც ვიჯერდი რომ ყველას ესე ახლოს ერთი ხელი გაწვდენაზე მყავდა. –შენი სახელის მიკროფანში გამოცხადებას ელოდები?_წარბებ შეკრულმა გადმომხედა ლიკამ –არა,არა მოვდივარ_ჩავილაპარაკე და უკან ავედვნე.მხიარულად დაუძახა ლიკამ ყველას და მათი ყურადღებაც ჯერ ლიკაზე გადავიდა შემდეგ ჩემამდეც მოახწია.ყველა გაოცებული მაკვირდებოდა და ალბათ გულში მლანძღავდნენ კიდეც ტყუილისთვის.ლევანის სახეზე ვერ გამოიცნობდი რა ეწერა რას ნიშნავდა ის მზერა როგორაც მიყურებდა,ვერ გამეგო გაოცება იყო ის გრძნობა თუ რა. –შენზე უნამუსო ადამინი თუ მყავდეს ნანახი_დაიწყო ჩემი გალანძღვა ნანამ,ხელები ძალიან მაგრად მომხვია და მეც საშინლად მონატრებული ჩავიკარი გულში. –აბა ბათუმიო ესა–ისაო?_დაუბნეულმა იკითხა ირაკლიმ და ჩამეხუტა –ბათუმიო და ისაო,ჩემი იდეა იყო _ჩავიცინე მხიარულად და ლუკას ჩავეუტე,ბოლოს ლევანის ჯერიც დადგა დიდად არც ეტყობოდა რომ ესიამოვნა ჩემი იქ დანახვა .მასაც მხიარულად ჩავეხუტე და უცნაური გრძნობები დავაიგნირე. –დაბრუნებას გილოცავ,თოჯინა _სიცილით მითხრა ჩუმად და მეც გაკვირვებულმა ავხედე.მართლაც რომ საოცრება ღამე გამოვიდა ,ყველაფერი გავიხსენეთ და ახალი ინფორმაციები გავცვალეთ.ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ ავხწერ რას ვგრძნობდი. ყველაზე მეტად მაინც სიმთვრალეში ლევანის სიხარულით ავსებული თვალები მახსოვდა . ... ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა,ისევ ვარჯიშობდი წითელთავასთან ერთად.ისევ ისეთი იყო ლევანი როგორც აქედან წასვლამდე,ყველაფერი ისე იყო თითქოს ის დრო რაც უმისოდ იყო არც ყოფილიყო.ჩემი ფისოები რომ გაიცნო მანაც აღნიშნა რომ მასავით წითლები იყვნენ,სირცხვილისგან სად დავმალულიყავი მაგ დროს არ ვიცოდი.წელს უფრო უეკეთესი და გალამაზებული მეჩვენებოდა ქუთაისი. იმ დღეს მხოლოდ გოგოები ვიყავით ერთად,ბიჭები ქალაქიდან იყვნენ გასულები რაღაც საქმეზე.მოწყენილობით ვკვდებოდით მხოლოდ მე და ლიკა ვიყავით სახლში.ბოლოს ნანა და ნინა დავპატიჟეთ ჩვენთან და ლიკას 2 კლასელი.სანამ ლიკას კლასელები მოვიდოდნენ კარტის თამაში დავოწყეთ.ნინას იდეა იყო ცოტა უცნაური და უაზრო რომ გახდაზე გვეთამაშა,თავიდან ყველა წინაღმდეგი ვიყავით მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდით.მე,ლიკა და ნინა წელს ზემოთ მხოლოდ ლიფით ვიყავით დარჩენი და დაბღვერილი ვუმზერდით ნანას ესე კარგად რომ თამაშობდა,ბოლოს როგორც ყველაზე ცუდმა მოთამაშებ თავი ნახევრად შიშველმა ამოვყავი.კიდევ ერთხელ ვარიგებდით კარზე ზარის ხმა რომ იყო,ლიკამ ყველა დაგვამშვიდა რომ გოგონები იქნებოდნენ და შემოდითო დაუყვირა.სანამ გოგონები ჩვენამდე მოვიდოდნენ სიცილით ძვლის–ძვლიობით მოგებას წამოხტომით შევხვდი.გოგონების ნაცვლად ბიჭები რომ დავინახე მიწის გასკდომა და შიგ ჩატანა ვინატრე,ისე დავიბენი ვერც მივხვდი რომ რაიმე ჩამეცვა,ყველას ძალიან დიდი გაოცება და სირცხვილი გამოეხატა ბიჭებს რომ კიდეს თვალები.ჩვენგან განსხვავებით ბიჭებმა უფრო მოიფიქრეს და თვალბზე ხელი აიფარეს.ბოლოს სირცხვილისგან აწითლებულებმა ჩავიცვით. –თქვენ ყველას ესე ხვდებით ?_გაღზიანებული და ასევე სიცილით იკითხა ლუკამ –გვანცა და ლილე მეგონეთ_ამოილუღლუღა ლიკამ,მე კიდე სირცხვილის გრძნობისგან შეწუხებული არ ვიცოდი სად დავმალულიყავი.ლევანის ღიმილი კი უფრო მაბნევდა და ზუსტად ვიცოდი რომ ხვალ კი არა რაც ამ ქალაქში ვარ ყოველთვის მომიწევდა ბიჭებისთის თავი ამერიდებინა.მალევე წავიდნენ ბიჭები რაც უარი მოისმინეს იმის თაობაზე რომ არ გვსურდა სიყვარულის ბაღისთვის შეგვეფარებინა თავი. –აუ შენც კარგი დებილი ხარ,არ უნდა ნახო ვინა კარზე?_შევუტიე მამიდაშვილს და მოწყევით ჩავეშვი სავარძელში –აუ ლილე და გვანცა მეგონა რა ჩემი ბრალია._თავის მართლებას მოყვა ლიკაც,გოგონები გაოცებულები იდგნენ და იმ კარს უყურებნენ საიდანაც ბიჭები ახლახანს გავიდნენ –აუ ვაფშე რომ ვერ ვიფიქრებდი ეხლა მაგათ აქ ნახვას_ამოიჩურჩულა ნინამ და მის ესეთ საუბარზე გამეცინა –რა გაცინებს ?_ნანამ გაოცებულმა გადმომხედა –კიდევ კარგი სულ შიშვლებო არ ვიყავით _ლიკამ სიცილით მომიჯდა გვერდზე –შენ აფრენ?ბიჭებს რომ სულ შიშველი ვენახე_პანიკა დაეწო ნინას –ჩადრში იყავი ჩამალული _სიცილით მივმართე თვალებმოჭუტულმა ნინას და წყალი დავლიე –აუ პროსტა _ ჯერ კიდევ არ სჯეროდა ნანას,ჩემა ტელეფონმა რომ დარეკა ყველა შეშინებული წამოფრინდა ფეხზე –კაით რა იყოთ მაკა რეკავს _დავამშვიდე გოგონები და ტელეფონი ავიღე –ხმამაღალზე ჩართე_მთხოვა ლიკამ,მეც ხმამაღალზე ჩავრთე –დედას გოგო როგორა?_მხიარულად და მშვიდად საუბრობდა მაკო –კარგად არის რა უჭირს,როგორ მაკო?_საუბარს არ მაცლიდა ლიკა,დედაჩემი ასე ვთქვათ ჩემი და ლიკას დაქალი უფრო არის –ესე უნდა დამივიწყო შე საზიზღარო?რჩევებზე კარგად გამოიქეცევით ჩემსკენ_სიცილით დატუქსა ლიკუნა და ახალი ამდები მოიკითხა –ახალი არაფერი არა _მოვიტყუე წამში –რატომ აყუებ?_მხარი გამკრა ლიკამ –რაიმე ხდება?_დასერიოზულდა მაკოც –ბიჭებმა ნახევრად შიშვლებს შემოგვისწრეს_სიცილით მოახსენა ჩემთვის და ასევე გოგონების სამარცხვინო ფაქტი –არ არსებობს_სიცილით გაიგუდა მაკა_მართლა თუ მეღადავებით?_ალბათ სკამიდან გადავარდებოდა თუ იჯდა ისე იცინოდა –მართლა_დავუდასტურე მეც –ნეტა ერთი თვალით დამენახა ეგ ყველაფერი_სიცილს აგრძელებდა ისევ_ლევანიკომ რაო დედიკო?_ან წამოცდა ან განგებ ახსენა ლევანი –დედა კარგად ხარ?_გაბრაზებულმა გამოვრთე ხმამაღალი –გკითხე დავაშავე რაიმე ?_დასერიოზულდა მაკოც –ესეიგი არ უნდა გეკითხა,გეტყვი მერე_ვუთხარი ცოტა შრბილებული ტონით და დავემშვიდობე.გოგონებმა ათასი კითხვა დამისვეს თუ რა ხდებოდა ლევანსა და ჩემს შორის,თუ რატომ იკითხე დედაჩემა მხოლოდ მისი აზრი და კიდევ ესეთი სიტყვები.მე კიდე იმ წუთს ვწყევლიდი ტელეფონი რომ ავიღე საერთოდ. ....... ისეთი დიდი პაუზა გავაკეთე რომ დამავიწყდა ყველაფერი აქ როგორ არის ... იმედია კარგია,ველი შეფასებას.მგონი არ არის ცუდიი... ღირს გაგრძელება? ეს თავი იცი და მეორეს მალე მოგაწვდიი ციუუუუ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.