შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად4


26-05-2015, 20:43
ავტორი ReaDer))
ნანახია 1 984

სამსართულიან დიდ სახლს, რომელიც ქალაქგარეთ არც ისე ხალხმრავალ ადგილას აეშენებინათ, შავებში ჩაცმული მამაკაცები თავიანთი დაცვით ავსებდნენ, ცოტახანს ბატონის გამოჩენას ელოდებოდნენ
და შემდეგ მრგვალი მაგიდის ირგვლივ კუთვნილ ადგილს იკავებდნენ, შემადგენლობა თითქმის არასდროს იცვლებოდა, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის დროს, რომელსაც ღალატი ჰქვია..ჩვეულებრივ, ახალი წევრის შემატების შესახებ კახა ჯერ ყველა დანარჩენს ატყობინებდა და მათ რჩევას რაღაც მხრივ მაინც ითვალისწინებდა მაგრამ
ამ შემთხევაში გამონაკლისი მოხდა, რაც კახას ჩვეულებრივ არ ახასიათებდა. მან უბრალოდ, დამოუკიდებლად გადაწყვიტა დიმიტრის "აყვანა" და ყოველგვარი ბჭობის გარეშე იგი მისი "ჯგუფის" წევრი გახადა..ალკოჰოლური სასმელების არალეგალური ბიზნესი..აი რა იყო კახას საქმიანობა და მთელი თავისი გუნდისა..მას ყოველ წუთს უწევდა
რისკზე წასვლა და ამიტომაც გვერდით სწორედ ის ადამიანები სჭირდებოდა, ვისაც ბოლომდე ენდობოდა..
კახამ თავისი ბიზნესი ექვსი წლის წინ დაიწყო..თავიდან ძალიან უჭირდა, არალეგალური საქმის წამოწყება პრობლემების გარეშე არც ისე ადვილია და გამონაკლისი არც კახა აღმოჩნდა..როცა სერიოზულმა პრობლემებმაც იჩინა თავი, გადაწყვიტა მისი დიდი ხნის მეგობარზე თანამშრომლობა შეეთავაზებინა, ალექსანდრეს დიდი კომპანია და უკვე საზღვრებს გამცდარი ბიზნესი ჰქონდა
ამიტომაც მას არანაირი ფინანსური პრობლემა არ შეექმნებოდა თუკი ამ შემოთავაზებაზე დათანხმდებოდა, მაგრამ ბიზნესი არალეგალური იყო..შეეშინდა რომ ამით თავი შეიძლება ციხეში ამოეყო, კომპანიაც დაეღუპა და თავისი ცოლ-შვილიც უპატრონოდ დაეტოვებინა, ამიტომაც უარი უთხრა და ამ ბიზნესსზე კახას თავის დანებებაც ურჩია, მაგრამ რათქმაუნდა კახა ასე არ მოქცეულა..
მრავალი გზით სცადა პრობლემების მოსაგვარებლად მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ბოლოს თავი ციხეში ამოყო..შვიდი წელი მიუსაჯეს მაგრამ იმდენი გააკეთა თავისი სანაცნობოთი რომ ოთხ წელიწადში გაანთავისუფლეს..მთელი ეს ოთხი წელი კი იმის ფიქრში გაატარა, რომ ალექსანდრეს ერთხელაც არ გახსენებია..ერთხელაც არ უცდია მისთვის დახმარება გაეწია რაღაც მხრივ მაინც, მხოლოდ დაკავებისას ესტუმრა ერთხელ..
დაპირდა რომ რამეს მოუხერხებდა მაგრამ ისიც აღნიშნა რომ ამისათვის საკმარისი ძალები არ გააჩნდა..გამხნევების მაგივრად ძველი მეგობარი საქმის გაგრძელების გამო გაკიცხა და უთხრა რომ ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა შემდგომში იგივე საქმე რომ არ გააგრძელებინა..ეს სიტყვები კახასთვის ყველაზე მწარე მოსასმენი იყო..შეიძლება ითქვას იმ წუთიდან გაიღვიძა მასში ბოროტებამ
იმ სახით რომ დაესაჯა ყოველი ადამიანი ვინც მას უსამართლოდ და ცუდად მოექცეოდა, დაკარგა ყველას ნდობა და ციხეში გატარებული ყოველი დღე მისთვის ჯოჯოხეთად იქცა მანამ სანამ არ გაიცნობდა ადამიანს, რომელმაც დააჯერა რომ ამ ქვეყნად მართლაც შეიძლება ვინმეს ენდო..ციხეში ჩასმიდან ორი წლის შემდეგ, მის საკანში ახალი პატიმარი მოიყვანეს..
მორიგი მოსაბეზრებელი "გასეირნების" შემდეგ კახა საკანში დაბრუნდა
და დასასვენებლად საწოლზე წამოწვა, რამოდენიმე წუთში საკანი გაიღო და პოლიციელმა უხეში ხელის კვრით ნაცრისფერ ფორმიან ახალგაზრდა ბიჭს ანიშნა რომ შესულიყო..ბიჭი შემოვიდა, პოლიციელმა საკანი ჩაკეტა და გავიდა. მორცხვი ნადმვილად არ ჩანდა, თავი მაღლა აეწია და მკაცრი მზერით მიშტერებოდა კედელს..სიბრაზისგან ხელებს ძლიერად სრესდა და კბილებს აკრაჭუნებდა..კახა ამ ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, შემდეგ კი მობეზრებულმა
გადააქნია თავი ამდენი სიჩუმისგან და საუბარი თვითონ დაიწყო
-რისთვის ჩაგსვეს?-ჰკითხა და ბიჭს სახეზე დააკვირდა. კახას ხმამ თითქოს რაღაცას მოსწყვიტაო, თვალებში ჩააჩერდა, ცოტახანს თავისი სიბრაზის ფრქვევა ისევ განაგრძო, შემდეგ კი ცოტა მოეშვა, კახას წინ საწოლზე ჩამოჯდა, თვალი აარიდა და ცივი ხმით უპასუხა
-ეხლა ამაზე საუბარი არ მინდა..
-კარგი..-ასევე ცივად უპასუხა კახამ და თვალი აარიდა..რამოდენიმე დღე ასეთივე სიჩუმეში გავიდა..არც ერთი იღებდა ხმას და არც მეორე..ბიჭს მთელი ეს ღამეები ნახევრად არ ეძინა, ყოველთვის შორეულ ფიქრებში გადაკარგულს გამწარებისგან ყელზე არტერია ებერებოდა, მზერა კი ზიიზღით ევსებოდა..კახას უკვე ბიჭის მდგომარეობა "ადარდებდა" კიდევაც..და მორიგ საღამმოს, როცა თვითონ ძილს გეგმავდა ბიჭი კი სიბნელეში საწოლზე წამომჯდარიყო და ძილს საერთოდ არ აპირებდა, გადაწყვიტა ისევ ეცადა საუბრის დაწყება..
-მისმინე..არ მინდა თავი მოგაბეზრო მაგრამ ასეთი გულჩათხრობილობა ძალიან ცუდია რომ იცოდე..-თქვა დამრიგებლური ტონით-მითუმეტეს ასეთი ახალგაზრდისთვის..შენ შეგიძლია მიამბო რაც გულში გაქვს და ყველაფრი..
-თავი დამანებეთ!-სუსხიანი ხმით შეაყვირა ბიჭმა და თვალებში ჩააშტერდა. კახა შეკრთა. ასეთ რეაქციას არ ელოდა და ეწყინა კიდევაც-რა გაყვირებს?(თვითონაც გაიმკაცრა ხმა) მე უბრალოდ შენს დახმარებას ვცდილობ..უამრავი რამ გამოვიარე და ისიც ვიცი რა საშინელებაა ამ ოთხ კედელში გამოკეტვა მაგრამ ასე არ დავნებებულვარ გესმის?! ახალგაზრდა ხარ და რაც არ უნდა მომხდარიყო იმდენი შემართება მაინც უნდა გქონდეს რომ რაღაც გამოსავალი მაინც იპოვო!ახლა კი ბოდიში შეწუხებისთვის..-შედარებით წყნარი ხმით დაასრულა საუბარი
კედლისკენ შეტრიალდა და დაძინებას შეეცადა..
-ქურდობის გამო ჩამსვეს..-გაიგო ზურგს უკან ჩუმი, ბოხი ხმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თავი ნელა შემოატრიალა და ბიჭს ნახევრად განათებულ სახეზე დააშტერდა.-მიზეზი ჩემი აქ ყოფნისა არის სწორედ ქურდობა..ყველაფერი სამი თვის წინ მოხდა..-დაიწყო ცივი ხმით მოყოლა ბიჭმა..-არ მაქვს დიდად სუფთა წარსული, მაგრამ ქურდი ნამდვილად არ ვიყავი..ჩემს ძმაკაცს ერთი პერიოდი ძალიან გაუჭირდა..ბევრს სვამდა და უამრავი ვალები დაუგროვდა..მამამისი საკმაოდ შეძლებული იყო მაგრამ შვილის ლოთობის გამო მის დახმარებაზე უარი თქვა და ის მხოლოდ ჩვენს იმედზე დარჩა.. შეძლებულები არცერთი არ ვიყავით
გადასახადი კი ძალიან დიდი იყო..მოკლედ სულ ოთხნი ვიყავით..ჩემს ერთ-ერთ ძმაკაცს იდეა დაებადა რომ ბანკი გაგვექურდა და ფული იქედან აგვეღო..თავიდან სასტიკ უარზე ვიყავი, მაგრამ ერთ ღამეს ჩემი ძმაკაცი სასტიკად ცემეს..ნაკლები არც იმათ მოხვდათ მაგრამ შეთანხმებამდე რომ მივსულიყავით, ერთი კვირა მოგვცეს..გაქურდვა უკვე გარდაუვალი გახდა და ძმაკაცის გამო ამაზე ბოლოს მეც დავთანხმდი მაგრამ..(სახე მოექუფრა და საუბრის გაგრძელებაც გაუჭირდა, ბოლოს თავს ძალა დაატანა და ჩუმი ხმით განაგრძო საუბარი) მიღალატეს..ბავშვობის მეგობრებმა მიღალატეს..ადამიანებმა რომელთა გარეშეც ვერც ერთი წუთი ვერ წარმომედგინა
და ადამიანები რომლებთან ერთადაც გადავიტანე და ვაპირებდი გადატანას ყოველი გასაჭრისა თუ ბედნიერებისა..(საოცარი მწუხარება იკითხებოდა მის თვალებში..ხმაც უფრო ბოხი და ნაღვლიანი გაუხდა..)როცა საქმე უკვე თითქმის გაკეთებული იყო და შენობას ვტოვებდით სწორედ მაშინ ჩაირთო სიგნალიზაცია..ოთახებს შორის დამცავი კედლები გამოჩნდა, დაბნეულები გამოვრბოდით და სწორედ ამ დროს წამოვკარი ფეხი რაღაცაას, გონს მალე მოვეგე და ფეხზე წამოვხტი მაგრამ უკვე გვიანი იყო, სამივეს გაეღწია დამცავ კედელს გარეთ და მე ვერ მოვასწარი..იმედი მაინც მქონდა, გასულებს გავძახე მობრუნებულიყვნენ და სიგნალიზაცია ,რომელიც იქვე იყო ,გადაეჭრათ იქნებ დრო მოვიგო და გამოვაღწიო მეთქი.
თავიდან ვერცერთი ვერ ბედავდა დაბრუნებას და როცა პოლიციის ხმა გაიგეს სამივე გასაქცევად მიბრუნდა..მთელი ძალით ვუყვიროდი რაშვებითთქო მაგრამ არცერთმა მომისმინა(ხელები მომუშტა და სახე სიბრაზისგან დაეჭიმა) ერთ-ერთი მომიბრუნდა და მითხრა : "ბოდიში ძმაო მაგრამ დრო აღარაა..ციხეში მოხვედრა ვინმეს გამო ნამდვილად არ მინდა.." ამაზე დანარჩენებმა თავი ნერვიულად დაუქნიეს შემდეგ კი შებრუნდნენ და გაიქცნენ..-ნაღვლიანი ხმით მორჩა საუბარს და მზერა სივრცეს გაუსწორა..თვალზე დაცემული სინათლე სადღაც სიბნელეში იკარგებოდა ..იმდენად ჩამქრალი და უსიცოცხლო იყო ახლა მისი თვალები..მისი მზერა..მოსმენილით შეწუხებული კახა ძლივს გამოერკვია რეალობაში, ნელა წამოდგა, ბიჭს გვერდით
ჩამოუჯდა და მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა:-ძალიან ვწუხვარ მეგობარო..-უთხრა თბილი და ნაღვლიანი ხმით-მესმის რას ნიშნავს როცა მეგობარი გღალატობს დამერწმუნე..შეიძლება ასე მწარედ არა, მაგრამ მესმის..რთულია მაგრამ არ უნდა დანებდე გესმის?! ერთ დღესაც გავაღწევთ აქედან და ყველა იმას მიიღებს რასაც იმსახურებს..-საუბარი ბრაზნარევი ხმით დაასრულა და ბიჭს გახედა..მთელი ღამე ასე ჩუმად იჯდნენ..ამ შემთხვევის შემდეგ ორივე უფრო დაახლოვდა..ხშირად საუბრობდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ რაც კახამ თავისი ამბავიც უამბო..ერთმანეთს დახმარებას დაპირდნენ..ამდენხნიანი ციხის საშინელი ცხოვრება ერთად გადაიტანეს და მათი მეგობრობა
იმდენად გაძლიერდა რომ ორივე მზად იყო ერთმანეთისთვის ნებისმიერი რამე გაეკეთებინათ..და ეს არიყო ცარიელი სიტყვები, ორივემ კარგად იცოდა რასაც ამბობდნენ და მეგობრებისგან ერთ დროს იმედგაცრუებულები იგივეს სხვას ნამდვილად არ გაუკეთებდნენ..მამა შვილური მეგობრობა აძლებინებდა ციხის სიმწარეს ორივეს..კახამ იმდენი გააკეთა რომ ციხეში გასატარებელი წლები ბიჭსაც შეუმცირა და მისი გამოსვლიდან ერთ წელში ისიც გაანთავისუფლეს..
-ხო მართლა..ამდენი ხანია გიცნობ და შენი სახელიც არ ვიცი..-წამოიძახა ერთ საღამოს კახამ და თავის ნათქვამზე გაეცინა..-მე კახა მქვია..-სიცილით უთხრა და ხელი გაუწოდა უკვე დიდი ხნის მეგობარს ჩამოსართმევად.
-დიმიტრი..-უთხრა ღიმილით ბიჭმა და ხელი ჩამოართვა..


დაგანტერესათ ვინმეეს? ღირს თუ არა გაგრძელება მაინტერესებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent