შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (15)


27-05-2015, 22:32
ავტორი Anime
ნანახია 5 401

*******
სახლში მისულებმა გადავწყვიტეთ ერთ-ერთი (ჩემი ან ლუკას) ოთახი მაკოსათვის დაგვეთმო.
-აუ ძაან მეუხერხულება თქვენი რაა...-დაიწყო მაკომ როგორც კი დივანზე ჩამოვჯექით და დავიწყეთ ბჭობა თუ რომელი დათმობდა თავის ოთახს.
-კარგი მააკ,-ვუთხარი მე-მაგას როგორ ამბობ? დახმარება დაგჭირდა და ჩვენც გეხმარებით.. არის აქ რამე ისეთი რაც უნდა ‘’გეუხერხულოს’’?
-ოო, რავიცი-თავი დახარა მან და ამ დროს თავის ოთახიდან ლუკა გამოვიდა.
-ორი ქალი ხართ ოჯახში და საწოლის თეთრეულებს მე უნდა ვცვლიდე?-დაიწყო დაღლილი ხმით.
-დაწყნარდი, მგონი ისევ ცოცხალი ხარ.-‘’წავკბინე’’ როგორც მჩვევია და თვალები გადავატრიალე.
-მოკლედ!-შემომხედა გაბრაზებული სახით ლუკამ-შენი ნივთები შეიტანე ჩემ ოთახში, წყალი გადაივლე, მოწესრიგდი, დაწექი და დაიძინე... შენი ხმა არ გავიგო!
-აუ ხოო წავალ რაა... ძაან დაღლილი ვარ და წყალზე და დაძინებაზე მეტაად ახლა არაფერი მჭირდება.-გვითხრა მაკომ, ლოყაზე ჯერ მე, მერე კი ლუკას მსუბუქად გვაკოცა და ოთახში გაუჩინარდა.
ჰმ... ახლა მე და ლუკა მარტო დავრჩით... ჩემი ოთახი ცარიელია და არ ვიცი ერთად უნდა დავიძინოთ თუ ცალ-ცალკე.
-წავალ მე დავწვები კარგი?-ვუთხარი და კისერზე ხელი მოვისვი. რამოდენიმე წამი ველოდებოდი მის ხმას... მაინტერესებდა რას მეტყოდა მაგრამ პირის გაღებას ნამდვილად არ ჩქარობდა.-წავალ!-ჩავილაპარაკე ისევ, დივნიდან წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ ნელი ნაბიჯით წავედი.
-შეგიძლია ერთი ბალიში მათხოვო?-მომესმა ზურგსუკან.
-რა?-შევტრიალდი უცებ.
-ჩემი მაკოს დავუტოვე და თუ გაქვს ერთი ბალიში მათხოვე თორემ დივანზე დაძინება ნამდვილად არაა სახარბიელო-დაამთავრა ანუ მანიშნა ‘’დამშვიდდი ღამით დივანზე ვწვებიო’’.
-რათქმაუნდა. შემოდი და წაიღე, თუ გინდა... რავი... თუ გინდა მე გამოგიტან..
-ხო შენ მიდი დაწექი და დაძინებას როცა დავაპირებ შემოვალ და ბალიშს წამოვიღებ, ოღონდ კართან ახლოს დადე რომ იოლად ვიპოვო, კარგი?
-რათქმაუნდა!-თავი დავუქნიე და ოთახში შევედი.
სულაც არ მეძინებოდა.. ჯერ რაღაც ათი საათი იყო, მე კი ასე ადრე არასოდეს ვიძინებდი.... უბრალოდ ბევრი რამ მოხდა.. ჩემი ყოფილი შეყვარებულის ‘’დაბრუნება’’, უცებ გამოჩენილი სანდრო და ლუკა, მერე მაკოს სახლს შეჯახებული მანქანა და ბოლოს ლუკა დივანზე...
საინტერესოა.
სააბაზანოში ზოზინით შევედი, ტანსაცმელი გავიხადე და ჩემს სანატრელ წყალს მივუშვირე ტანი.
აი განტვირთვაც.. მთლიანად მოვეშვი და აღარაფერზე ვფიქრობდი.
სიმშვიდე მობილურის ზარმა დამირღვია.
ხელები შევიმშრალე და მობილურს ზიზღით დავხედე მაგრამ ეკრანზე ‘’ჩემი დათა’’ რომ ამოვიკითხე, გავშეშდი.
-ალო!-ვუპასუხე ზარს და გავისუსე. ნეტავ რა უნდა ამ ღამეს? რამე შეემთხვა? სანამ ხმას ამოიღებდა რამის გული გამისკდა.
-თააკ, მე ვარ დათა.. როგორ ხარ?
-ეე, დაათ.. მიხარია შენი ხმის გაგონება და უკვე კარგად. შენ?
-გოგო შენთან ერთი სათხოვარი მაქ მაგრამ ძაან მერიდება... პროსტა თბილისში არავინ მყავს და...
-პირდაპირ მითხარი დათა!-დავინტრიგდი.
-ანუ... თუ შეგიძლია... თუ შეგიძლია რომ ღამე შენთან გამათევებინო...
და ახლა ვხვდები-ნამდვილად მომიწევს ამ ღამეს ლუკასთან ერთად დაძინება.


***
რათქმაუნდა ამდენი ხნის და თანაც ასეთ მეგობარს უარს არ ვეტყოდი ასე რომ ვუკარნახე მისამართი ტაქსი რომ გამოეძახა და მოსულიყო, მე კი ოთახიდან გავედი.
ლუკა ისევ დივანზე იჯდა, ჩიფსებს ჭამდა და ფეღბურთს უყურებდა.
-რა უსამართლობაა?!-დავიწუწუნე აფერისტულად-შენ ჩიფსები გქონდა და არ მითხარი? თანაც ფეღბურთი.. არა ნამდვილად თავი უნდა გაგიხეთქო! ახლავე!-ვუთხარი და თითებით იარაღის იმიტაცია გავაკეთე. ჩაეღიმა. მეც გამეღიმე და გვერდით მივუჯექი.
-ჩვენთან ახლა სტუმარი მოვა...-დავიწყე ისევ მე.
-ხოო, ეგრეც ვიცოდი რო მოვიდოდნენ ბავშვები..
-არაა-გამეღიმა ისევ-ბავშვები არა.. დათაც ჩვენთან უნდა დარჩეს დღეს.
-გორელიი? გურიიდან?-თავი დავუქნიე.
გულიანად გადაიხარხარა და მეც ამიყოლია. მუცელზე ხელი მიიჭირა და ისე გულიანად იცინოდა.
-აშკარად დიდი სახლი უნდა მეყიდა-განაგრძობდა სიცილს-მერე ვიქნებოდით ერთი დიდი ოჯახი... ‘’ლუკა, თაკო და მეგობრები’’... ან იქნებ სასტუმრო ჯობია? და მეგობრებს ოთახს უფასოდ მივცემ.. ან რავი უამრავი იდეის მოფიქრება შეიძლება..
-გეყოს!-გავაწყვეტინე სიცილით და ხელი მივკარი. მანაც სიცილი შეწყვიდა და ზარმაც დარეკა.
-მე გავაღებ!-ვუთხარი და კარისაკენ წავედი.
კარი გავაღე და მონატრებულ ადამიანს აფორიაქებული გადავეხვიე.
-შე ღორო! რატომ არ მითხარი თბილისში რომ იყავი?-ვუთხარი თბილად და ხელები ჩამოვუშვი.
-ვაიმე რეები მოხდა დღეს...-თვალები გადაატრიალა და გამიცინა.-ახლაღა გამახსენდა კარებში რომ ვიდექით და შიგნით შევიპატიჟე. შესულებს ლუკა გამოგვეგება.
-დათა! ძაო. როგორაა საქმეები?-და ხელი ‘’ჩაარტყა’’.
-ზოგადად არგად მაგრამ ეხლა ჩემთან ძაან ცუდად..-თან გაიცინა.
მივედით და დივანზე დავსხედით. მე უცებ რაღაც ტკბილეულები გამოვიტანე და ლაპარაკი დავიწყე.
-აბა რა ხდება მოყევი ეხლა!
-რახდება და-დაიწყო დათამ-ხოიცი რო გითხარი ნათლიაჩემი გვეხმარებათქო, ერთი სიტყვით ბანკიდან ფული გამოვიტანეთ და ბინას ვეძებთ ხოდა დღეს გამომგზავნეს ჩემებმა და რამდენიმე ბინა ვნახე... მარშუტკას ბოლო რეისზე უნდა გავყოლილიყავი და ამ ბინების თვალიერებაში გამასწრო. ხოდა ამ ღამეს მარტო დავრჩი თბილისში... კი ვიცი აქ უბნებიც, ქუჩემიც მაგრამ ნაცნობები არ მყავს, ნათლიაჩემი და მისი ოჯახი კიდე ქალაქგარეთაა ხოდა დავრჩი ასე. თქვენთან დარეკვა ძაან მერიდებოდა მაგრამ რავიცი როგორც იქნა დაგირეკეთ თორემ დავრჩებოდი ამ ღამე ღია ცისქვეშ.
-რა სულელი ხარ!-ვუთხარი სიცილით და თავზე ხელი წამოვარტყი-ვაფშე არაა ეგ სასირცხვილო... თან ჩვენ აქ ერთი სტუმარი გვყავს და გაგაცნობთ.
-რაა?-შემომხედა გაკვირვებული სახით.
-ხოო ჩემი დაქალია აქ! -ამოიღო ხმა ლუკამ-მაკო.. ის ჩემ ოთახშია, შენ დივანზე დაწვები და მე და თაკო თაკოს ოთახში შევალთ.
დათამ უცნაურად შემომხედა. მიხვდა რომ ეს ნამდვილად არ მინდოდა და თვალებით მომიბოდიშა მაგრამ თავი გადავაქნიე და ვანიშნე არაფერია მეთქი.
-კაი შენ დაღლილი იქნები, თაკო გაგიშლის და დაწექი დაისვენე.-უთხრა ლუკამ და წამოდგა.
-ძაან დიდი ბოდიში ამ შუაღამეს რომ დაგადექით რა...
გამეღიმა. ოთახში შევედი, თეთრეული ‘’გამოვაცუნცულე’’ და დივანზე დავუდე. მერე გადავეხვიე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი.
კარი რომ გავაღე ლუკა ოთახში არ დამხვდა. მაგრამ სააბაზანოდან წყლის ხმა გამოდიოდა. ალბათ შხაპს იღებს...
ანუ მე და ის დღეს კიდევ ერთხელ დავწვებით ერთ საწოლში. რა უცნაური ცოლქმრობაა... ერთმანეთი არ გვიყვარს, არც ერთად ვწევართ... შეუღლებული ადამიანების ცხოვრება სულ სხვანაირი წარმომედგინა მაგრამ არაუშავს... ჩვენი ერთთვიანი თანაცხოვრება დასასრულს უახლოვდება... მე წავალ და ყველაფერი მორჩება.. გავეყრებით და ჩვენი ეს დღეები წარსულს ჩაბარდება. დროთა განმავლობაში იქნებ ვიპოვო კიდეც ნამდვილი სიყვარული... დავოჯახდე და ბედნიერი ოჯახი შევქმნა... ეს ცუდი დღეებიც წარსულს ჩაბარდება.... ყველაფერი გაივლის.
აბაზანის კარი უცებ გაიღო და იქიდან პირსახოცშემოხვეული ლუკა გამოვიდა.
დებილივით მივაშტერდი მის პრესს და მის ძლიერ კუნთებს.
ჰმ... ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ. ეს ბიჭი სხვა სიტუაციაში რომ გამეცნო შეიძლება შემყვარებოდა.
-რაიყო გოგო რას გახევდი! ქანდაკების იმიტაციას თუ აკეთებ იქნებ ჯობია ვიცოდე?
ახლაღა გამახსენდა სულელივით რომ ვიდექი და თვალი მოვაშორე.
-ოთახიდან გავიდე?-ვიკითხე სულელივით და უცებ შემოვტრიალდი.... და აი ამ დროს მირჩევნოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე.
ჩემს წინ ‘’სრულიად’’ შიშველი ალექსანდრე იდგა.
-აააააააააა-დავიწივლე და ისევ უკან მივბრუნდი. ჩემი წივილის მასაც შეეშინდა და კარადას ერთი ნახტომით ამოეფარა.
-გაგიჟდი? გაეღვიძებათ!-მითხრა ჩურჩულით.
პასუხი აღარ გამიცია, კარი გამოვაღე და გარეთ გამოვედი.
ასე რამოდენიმე წუთი ვიდექი კარს უკან სანამ ლუკა არ გამოვიდა და მთხოვა შემოდიო.
თვალებში ვეღარ ვუყურებდი.. მის მაგივრადაც მე მრცხვენოდა, სააბაზანოში შევვარდი, წყალი უცებ გადავივლე და იქვე გამოვიცვალე.
რომ გამოვედი უკვე საწოლში იწვა, მეც მოვუარე და ჩემს მხარეს შევცურდი. მისკენ ზურგით დავწექი და ვეცადე ოდნავ მოვშვებოდი.
-იცი რამდენი ხანი გავიდა რათ ცოლ-ქმარნი ვართ?-მკითხა მოულოდნელად.
-არვიცი...ერთი თვე გავიდა?
-ერთი თვე ზუსტად ოთხ დღეში გავა.
-ჰმ... ანუ შენ დღეებსაც ითვლი.-რაღაცნაირად მეწყინა გულისიღრმეში.
-არა უბრალოდ...
-არა უბრალოდ კიარა ერთი სული გაქვს როდის მომიშორებ თავიდან და შენს სახლში მშვიდად იცხოვრებ.-ისე გადავბრუნდი მისკენ რომ არც გამიაზრებია.-შეგიძლია დამშვიდე... აქ დარჩენას არც ვაპირებ.
-არა ეგ რა შუაშია? უბრალოდ მე გული მწყდება შენ რომ ასეთი პატარა ხარ და ასე დაიჩაგრე... მართლა კარგი გოგო ხარ და იმსახურებ ბედნიერი იყო. შენთვისვე აჯობებს მალე მორჩეს ეს სიყალბე.
-ხო... ეგ მეც მინდა.
სიჩუმე.
-იციი? მინდა რომ ჩვენი ქორწინებიდან რამე ისეთი დაგრჩეს რასაც სასიამოვნოდ მოიგონებ.
-მაგალითად?
-მაგალითად ეს!-ბალიშიდან ოდნავ წამოიწია, მომიახლოვდა და ტუჩებში მაკოცა.
ჟრუანტელმა დამიარა და გული ამიჩქარდა. თვალები დავხუჭე და შევეცადე ეს წამები უბრალოდ დამემახსოვრებინა.
კოცნაში ავყევი, ის კი ჩემთან უფრო ახლოს მოიწია და ჩემს ზემოდან მოექცა.
ჩემი გონება მთლიანად ბურუსმა მოიცვა. აღარაფერზე მეფიქრებოდა. მხოლოდ იმას ვაკეთები რაც იმ წუთას მინდოდა რომ გამეკეთებინა.
ეს რაღაც უცხო იყო... უცნაური გრძნობა... ის რაც აქამდე არასდროს განმეცდა...არც ხმის ამოღება მინდოდა, არც განძრევა. მხოლოდ მინდოდა ეს წუთები გაგრძელებულიყო...
თეთრი მაისური თვალის დახამხამებაში გადაიძრო, ისე რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებია.
მისი სრიალა კანი ჩემს სხეულს რომ შეეხო ‘’დამბურძგლა’’. ოდნავ წამოიწია და მაისური მეც გამხადა.
-დარწმუნებული ხარ?-მკითხა ჩუმათ და ვნებით ანთებული თვალები შემომანათა.
თავი დავუქნიე და ტუჩებზე მივეწებე...
მშვიდი ღამე იყო და სავსე მთვარე ანათებდა... ყველაფერი ზღაპრული იყო...
_____________________________________________________________
ვიცი რომ ძაან ცუდი და უნდამუსო ადამიანი ვარ მაგრამ მაინც მინდა გითხრათ რომ ეს რამდენიმე დღე რაც მოთხრობა არ გამიგრძელებია გასტროლებზე ვიყავი და შესაბამისად გაგრძლებას ვერ ვახერხებდი. იმედია გამიგებთ <3 და იმედია ეს თავი მოგეწონებათ. ვიცი პატარაა მაგრამ მალე გავაგრძელებ <3



№1 წევრი tatuli)

აღარ დააგვიანო ძაან მომწონს და ველოდები :*

 


№2  offline წევრი S.likuna

ramdeni xaniiivelodebodiii magaria raa mokled ❤️

 


№3  offline წევრი Niacule

ვაიმეეე რამაგარიააააააააა <3 <3 <3

 


№4  offline წევრი lonelygirl123

ძლივ გვაღირსე ახალი თავი ძალიან კარგი იყოო მალე დადე გთხოოვ

 


№5  offline წევრი ninonino7500

დზ მაგარია ^_^ მალე დადე რა :/

 


№6  offline წევრი Smiling girl

მოსაკლავი კი ხარ მაგრამ არ მემეტები :დ ძააან მაგარა და მალე დადდე რა

 


№7  offline მოდერი ჯია

მალე დადე გთხოვ ❤️

 


№8  offline წევრი lonelygirl123

ვაიმეეეეე როგორ გვტანჯაავ კარგი რაააა რატო აგვიანებ ასეეე დამაწყდა ნერვები ყოვედლღე შემოვდივარ ვაწმომებ არარი :(

 


№9  offline წევრი maro-Mariami

rodiis dadeeb ?? xoo tqvii roo yoveldgee davdebooooo?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent