შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტიტანი (1)


27-05-2015, 23:44
ავტორი Eternity8
ნანახია 2 509

- შენ თუ ამ გოგოს დაკერავ ძმაო, მართლა ძეგლს დაგიდგამ! (საბა)
- შანსი არაა. შენც ხო იცი რო შანსი არ აქვს? (ლაშა)
- დავკერავ... ყველას ვკერავ! ერთი თვე მომეცი.
- ერთ თვეში თუ შენი გახდება იმ თანხას გაჩუქებ რაც მამაშენის ბიზნესის დასაბრუნებლად გაკლდება. ისედაც მინდოდა, მაგრამ ესე უფრო სახალისოა. (საბა)
- ხოდა, მაგისთვის მითუმეტეს დავკერავ, ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭიროა. (ლუკა)



ანა როგორც ყოველთვის, ახლაც სულ მარტო იჯდა, პლედი ჰქონდა შემოხვეული, ერთ ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა, მეორეში საყვარელი წიგნი მოექცია და მისთვის ყველაზე საყვარელ სამყაროში იყო ჩაკარგული, როდესაც უცხო სხეული მოუახლოვდა.

- შეიძლება დავჯდე? (ლუკა)
- არა. არც კი შეუხედავს ისე მოიშორა ხმა და მის სივრცეში უცხოს შემოჭრით უკმაყოფილომ განაგრძო კითხვა.
- მებრძოლთა კლუბს კითხულობ? გულწრფელად გაოცდა ლუკა.
- ხო, მებრძოლთა მებრძოლთა კლუბს ვკითულობ და თუ ვერ შეამჩნიე უკვე მეორედ შემაწყვეტინე! ჯიუტად არ უყურებდა ანა.
- მაპატიე, ძალიან ლამაზი ხარ და მომინდა მეთქვა, თან არ მეგონა გოგოები მსგავსი ტიპის წიგნებს თუ კითხულობდით. (ლუკა)
- უაზრო სე*სიზმი და სტერეოტიპები... გაბეზრებულმა გააქნია თავი და მამაკაცს აგრძნობინა რომ უნდა გასცლოდა, მაგრამ მხოლოდ სკამის გამოწევის და მაგიდაზე ხელებისა და ჭიქის დადების ხმა გაიგო, რის შედეგადაც უკვე გაბრაზებულმა ანამ წიგნი დაურა და ირონიული სახით ლუკას ჭაობისფერ თვალებს ამაყად გაუსწორა თავისი უცნაურად თაფლისფერი თვალები.
- ყველა სიკეთესთან ერთად თავხედიც ყოფილარ... რამხელა ბედნიერებაა...
- რას დალევ? ალბათ მარტინი გეყვარება (ლუკა)
- არა, მარტინი არ მიყვარს და ვერ ვვდები რა პრინციპით დაასკვენი. რაც მიყვარს იმას უკვე ვსვამ და დამატება არ მჭირდება! უხეშად უპასუხა და წასასვლელად გაემზადა.
- ჩემს გამო მიდიხარ? (ლუკა)
- შენს გამო რომ მივდიოდე ჩემთვის რამეს უნდა წარმოადგენდე. (ანა)
-გაგაცილებ.

ანა უბრალოდ გაბრუნდა და წავიდა, გოგონების სიცივეს მიუჩვევლობის გამო გაოცებული ლუკა კი უკან სწრაფად აედევნა.

- იცი? შორიდან გიცნობ, შენრომ პირველ კურსზე იყავი მაშინ დავამთავრე შენი უნივერსიტეტი. (ლუკა)
- რა სასიამოვნოა, მეც გიცნობ, სიმართლე რომ გითხრა, მაშინ მიყვარდი კიდეც...
- მართლა? საკუთარი თავით კმაყოფილმა ჩაიღიმა ლუკამ.
- არა, საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ. (ანა) ლუკას კმაყოფილების ღიმილი სახეზე შეეყინა და ცოტა განაწყენდა კიდეც.
-რატომ ხარ ასეთი ცივი? უნივერსიტეტშიც სულ მარტო გხედავდი ხოლმე, მეგობრები არ გყავს? თუმცა ასეთს ვინ გაგიძლებს... (ლუკა)
-ცივი იმიტომ ვარ რომ სითბო არ დაგიმსაურებია. მარტო იმიტომ ვიყავი, რომ სიმარტოვე მსიამოვნებს და არა მეგობრები არ მყავს და პასუი შენ თვითონვე გაეცი რატომ. ანას გამომეტყველება უცნაურად შეეცვალა, თუმცა ლუკა ვერ მიხვდა გაბრაზდა, გაღიზიანდა თუ ეწყინა...
- მარტო ცხოვრობ? (ლუკა)
- მოვედით. მადლობ რომ მომაცილე.. (ანა)
- შეხვდებით? (ლუკა)
- არ მგონია... (ანა)

წავიდა და ისევ გაოგნებული დატოვა ლუკა... იდგა და ელოდებოდა სინათლეს, რომელიც მიანიშნებდა რომელ სართულზე ცოვრობდა ყველაზე ცივი და უცნაური ქალღმერთი.


*********************


მოგესალმებით <3

აბა რას იტყვით, გავაგრძელო თუ სანამ დროა შევწყვიტო? ძალიან გთოვთ დააფიქსირეთ აზრი :*
მადლობა



№1  offline წევრი pawukee

ძაან დამაინტერესდა, მომწონს ველოდები შემდეგ თავს

 


წინასწარ ვხვდები უკვე რაც მოხდება,მაგრამ გააგრძელე და ცოტა დახვეწე,თავების მოცულობაც გაზარდე..წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent