შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯარში ნაპოვნი სიყვარული (თავი 1)


28-05-2015, 15:43
ავტორი ROLIKA
ნანახია 3 558

2014წელი. 26 მაისი

საქართველოს დამოუკიდევლობის დღე..ქალაქში დიდი აჟიოტაჟი იყო, ხალხი ირეოდა. ტასოს დიდი თხოვნით გამოვედი, ამ დღეს ქალაქში არასდროს გამოვსულვარ, მხოლოდ ტასუნას თხოვნით, ის ხომ ჩემი ძვირფასი მამიდაშვილია. დავდიოდი ქალაქში და ვათვალიერებდი სხვადასხვა იარაღებს, ტანკებს, გადამცემ აპარატებს, იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, რომ ტასომ ძლივს მომაშორა
-შენ თუ ასე მოგეწონებოდა რას ვიფიქრებდი-სიცილს არ წყვეტდა ტასო
-გასაოცარია ტას, ძალიან მაგარია-ემოციებს ვერ ვმალავდი, ალბათ აქედან დაიწყო ყოველივე, პირველი შეხება სამხედროსთან ძალიან მაგარი აღმპჩნდა ჩემთვის, უზომოდ აღფრთოვამებული ვიყავი. საღამოს ,,ჩვენ" კაფეში გავედით

- ელისაბედ რა ბედნიერი ხარ აბა თქვი
-წავიდეთ!
-სად?
-ჯარში
-რას ამბობ გოგო-სიცილით მითხრა, მე კი სერიოზულ სახეს არ ვიშორებდი
-სიმართლეს, წავიდეთ, ვემსახუროთ ქვეყანას
-სერიოზულად ამბობ?-ისევ ირონიულად მიყურებდა
-რა შემატყვე ღადავის
-წარმომიდგენია მამაჩვენები რას იტყვის
-არც არაფერს გავაგებიებთ, ავუხსნით
-მაგარი ხარ რა ელისაბედ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ჯარში წასვლას მოითხოვდი.
-ჰო არც მე მიფიქრია აქამდე, წავიდეთ ეხლა და ჯერ ბებიებს და ბაბუებს ვახაროთ, დარწმუნებული ვარ გაგვიგებენ, განსაკუთრებით ბებიები
-ჰო-დამეთანხმა და კაფიდან გამოვედით

***
-რა? თქვენ სულ გაგიჟდით?-ქოთქოთებდა ნატალია ბებო-რას ამბობ გოგო გინდა სწავლა მიატოვოთ? ხომ არ გადაირიეთ თქვენ-კაპლებით დადიოდა სკამებს შორის
-კარგი რა ბებო 1წელი არაფერია-ვუხსნიდი ნატალია ბებოს
-რას ამბო შვილო ხომ არ გაგიჟდით, არა ტასო მე არ გიშვებ-გასცა ბრძანება სოფი ბებომ
-მე მამაჩემს ავუხსნი და გავაგებიებ-თქვა ტასომ
-მამაშენიც ეგეთი ცანცარაა-თქვა სოფიმ და წნევის გასინჯვას შეუდგა, თვალები დემეტრესა და ლუკასკენ გავაპარე, რომლებიც ცოლებს ირონიულად უყურებდნე და თავს აქნევდნენ
-ბაბუა-ვუთხარი დემეტრე ბაბუს-შენ რას ფიქრობ? მე ვთვლი, რომ ჩემს გადაწყვეტილებას უნდა იღებდეთ ყველა და პატივს სცემდეთ მას
-შენი საქმის შენ იცი ბაბუ, მაგრამ სწავლა?
-რომ ჩამოვალ მერე გავაგრძელებ
-რომ ჩამოხვალ 21 იქნები, ტასო კიდევ 20-თქვა ლუკა ბაბუმ
-კარგით რაა-თქვა ტასომ და კარებისკენ დაიძრა, გააღო და სახლში ნიკა და გეგა შემოვიდნენ
-მამა-მივახალე კარებში მდგარ გეგას-მგონი ჩემ გადაწყვეტილებას პატივს უნდა სცემდეთ ყველა
-რა ხდება მამი გათხოვება გინდა?
-მამა კარგი რა
-რა ხდება?-სერიოზული სახით შემომხედა და სკამზე ჩამოჯდა
-ჯარში მივდივართ მე და ტასო
-რა?-ერთად შეიცხადა ორივე მამამ
-დიახ-დააზუსტა ტასომ
-აი ხედავ ნიკა, არ გაგვიჩენია ბიჭები,მაგრამ ჩვენი ქალიშვილები ჯარში მიდიან, გენაცვალოთ მამა-თქვა გეგამ
-მამა სერიოზულად ვამბობ
-მამა-ტასომ უთხრა ნიკას-მე და ელისი მივდივართ ჯარში-სიცილი შეერია ხმაში
-ჩვენგან კი-თქვა ნიკამ
-ამათ რა ჭირთ?-ხელით გვანიშნა, თავწაკრულ სოფი ბებოზე და კაპლებიან ნატალი ბებოზე
-ჯარის ამბავია რა-თქვა ლუკა ბაბუმ
-აუჰ, კაით ახლა, ემსახურებიან გოგოები და მოვლენ
-ვის გაუგია ქალი ჯარში, ქალი ვიცი მე კუხნაში-თქვა ნატალი ბებომ
-და სამზარეულოში-თქვა სოფიმ
-ო მამა მია-ვთქვი და ოთახში ავედი. სტუმრები მალე წავიდნენ ოთახში კი მამა შემოვიდა
-მამი, მართლა გინდა ჯარში თუ იხუმრე?
-მართლა მინდა
-რატომ?
-მინდა შენნაირი ძლიერი ვიყო და გავუმკლავდე ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს, მინდა გავხდე ნამდვილი ადამიანი, მინდა ძლიერად დავხვდე ყოველ ტკივილს, აი ისე შენ, რომ შეხვდი, როცა დედა დაიღუპა, მე პატარა ვიყავი მამა, მაგრამ ყველაფერს ვხვდებოდი მაშინაც, შენ არასდროს ტიროდი სხვებთან ერთად, ოთახში შეიკეტებოდი დედას ფოტოს უყურებდი და ყველაფერს უყვებოდი
-ჩემო სიცოცხლევ, მინდა ბედნიერი იყო
-მიყვარხარ მამა
-მეც ელისაბედ

***
-ტასო, რამ გადაგაწყვეტიათ ჯარში წასვლა?-ჰკითხა მანქანაში ახლად ჩამჯდარ ტასოს
-ელისაბედმა და ჩემმა თავმა
-რატომ გინდათ წასვლა?
-პირველ რიგში მინდა ძლიერი ვიყო, არა ფიზიკურად არამედ სულიერად, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და მასში არსებულ ტკივილს ძლიერად შევხვდე, როგორც შენ და გიგა ბიძია, როცა დედა დაიღუპა
-ოჰ ჩემო პატარავ-მითხრა ნიკამ და ძლიერად მომიჭირა ხელი
-მიყვარხარ მამა
-მეც ძვირფასო-მითხრა და მანქანა დაქოქა

***
-მოვედი-შემოვარდა ოთახში ტასო
-ასე ადრე, რომ არ მოსულიყავი არა?-წამოვყავი თავი საწოლიდან და თავზე საბანი გადავიფარე
-ჰე ახტი ეხლა, დღესაა ჩაწერა ჯარზე
-რა?-დენდარტყმულივით წამოვვარდი-ჩქარა გოგო, ჩქარა-ვეძახდი მომღიმარ ტასოს, ის კი გაღიმებული უყურებდა თითოეულ ჩემ ქცევას. როგორც კი მოვემზადე, მაშინვე ჩავირბინე ქვემოთ, მამას ვაკოცე და ვუთხარი
-მა დღესაა მიღება და წავედი მე, უნდა ჩავეწერო
-კარგი ჭკვიანად, მანქანა გინდა?
-კი აბა, გამატანე შენი X5 და მოგიყვან მერე
-კაი ჭკვიანად იარეთ.
-მიყვარხარ მა
-მეც
-ნახვამდის გიგა ბიძია-დაემშვიდობა ტასო და სახლიდან გიჟივით გავვარდი.

***
-რამდენი ხალხია-შეიცხადა ტასომ-ხალხი რა, ბიჭები, გოგოები აქ არ არიან
-გოგოები როგორ იქნებიან, ყველა გოგო კი არ მიდის ჯარში-ვთქვი მე და გზა გადავკვეთე
-ჰო წამო, წავიდეთ
-გამარჯობათ თქვენი სახელი და გვარი-თავის აუწევლად მკითხა, მაგიდასთან მჯდომმა ქალმა
-ელისაბედი, ელისაბედ დადიანი
ქალმა გაოცებული ამომხედა და მითხრა
-უკაცრავად გეთაყვა, მგონი შეგეშალათ,აქ ჯა..
-დიახ ვიცი-გავაწყვეტინე ლაპარაკი-მე ჯარში მინდა და მივდივარ
-იცით ეს რა რთულია?
-დიახ ვიცი
-მერე ვეღარ წამოხვალთ სანამ არ ამოიწურება დრო
-დიახ ვიცი ქალბატონო
-კარგი, დრო გაქვთ რომ გადაიფიქროთ
-არა! ჩამწერეთ, და აი ეს გოგონაც ჩაწერეთ-მივანიშნე უკან მდგომ ტასოზე, ქალმა გაოცებული შემოგვხედა, იცოდა, რომ ვერაფერს გააწყობდა და იკითხა
-რამდენი ხნით?
-1 წელი-უთხრა ტასომ-მე ანასტასია ამაშუკელი
-კარგით, 3დღეში გამოცხადდით ისევ ამ ადგილას, დილით 8საათზე
-კარგით
-თავისუფლები ხართ-გვითხრა და ჩვენც წამოვედით
***
-ესეიგი შენ და მამაშენს ჩემი არ გესმით ჰო?-გამიწყრა ნატალია ბებო
-კარგი რა ბებო-მობეზრებული ჩავილაპარაკე
-დაანებე ახლა ნატაშა ამ ბავშვებს თავი, უნდათ და მიდიან, ჩამოვლენ მერე-აწყნარებდა დემეტრე ბაბუ ცოლს
-ვაიჰ ჩემი ცოდვა-მთელი ძალით შემოირტყა სახეში ხელები ნატალია ბებომ და ქოთქოთს მოჰყვა
მე და დემეტრე ბაბუმ ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეღიმა
-მოდი ჩემთან-დამიძახა მან
მივედი და კალთაში ჩამიჯინა
-ბაბუ, აბა ჭჯუით იყავი იქ, შენ იცი როგორი გოგო ჩამოხვალ, ბიჭები არ გააგიჟო ახლა
-ბიჭებს რაც უნდათ ის უქნიათ, მთავარია მე ვიყო კარგად
-შე ეშმაკო შენა-თითი დამიქნია და გულში მიმიხუტა

***
-აბა ბებია, თავს მოუარე იცოდე, ძლიერად, თბილდ ჩაიცვი არ გაცივდე,
-ვის გაუგია თბილად ბებო ჯარში, სვიტერს ჰო არ ჩავიცმევ-სიცილით ვუთხარი
-თავს მიხედე იცოდე-განაგრძობდა ნატალია ბებო
-მიყვარხარ-ვუთხარი და გულში მივიკარი
-ბაბუ-დავუძახე და გადავეხვიე დემეტრეს
-ბოლოს ტკბილი ლუკმა-ვთქვი და მამისკენ გავემართე-ძლიერად მოვხვიე ხელები და მაგრად ჩავეხუტე, ცრემლები წამსკდა, სახეზე გზა გაიკაფეს ცრემლებმა, არ მინდოდა მამის დატოვება, მაგრამ მე ჯარში მივდივარ, ეს ხომ მინდოდა და აი!
-მიყვარხარ მამა
-მეც ჩემო პრინცესა-ცოტახნიანი პაუზის შემდეგ თქვა-პრინცესა არა ჯარისქალო!
გამეცინა და უფრო მოვეხვიე

***
-ოჰ ანასტასია რა ჯიუტი ხარ გოგო-ქოთქოთებდა სოფი ბებო
-ბებო ნუ იდარდებ იცოდე, არ გინდა ეს დარდი, ჩამოვალ მალე, თავს მიხედეთ სამივემ-არიგებდა ტასო ჭკუას ბებოს და ბაბუს
-ბა, აბა ჰე -მივიდა და ძლიერად ჩაიკრა გულში-მიყვარხართ
-ჩვენც ძალიან
-მამა, კარგად მა-მაგრად ჩაეხუტა-მიყვარხარ მა, თავს მიხედე, მალე გნახავთ
-მიყვარხარ მამას პატარა ქალო

***
-წავედით ტასო?
-კი წავედით-მითხრა და ხელები ჩავკიდეთ, შევაბიჯეთ შენობაში, ქალის მაგივრად კაცი დაგვხვდა, რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა, ხელში ტანისამოსი კი გაშეშებული ეჭირა, მივედი და გამოვართვი
-გასაკვირი არაფერია აქ-ვთქვი და გავეცალეთ. როგორც აღმოჩნდა, ამ კაცს ჩვენი ჩანთები უნდა შეემოწმებინა
-ღმერთო, ახლა რა ვქნათ?-ნერვიულად ვკითხე ტასოს
-არ ვიცი, რომ გაგვიჩხრიკოს
-სხვას არც არაფერს აკეთებს,კარგი რაცაა ესაა-ვთქვი და ჩანთა მივაწოდე, გახსნა და თვალები შუბლზე აუვარდა, ასეცაა ნებისმიერი კაცი, ასე გააფართოვებდა თვალებს ჩვენს ჩანთებში, რომ ჩაეხედა
-ეს რა არის?-იკითხა დაეჭვებული თვალით
გამეცინა და ვუთხარი
-საცვლები
-არა აი ეს-მიმითითა შეკვრაზე, მე კი გაღიმებული მივუახლოვდი მას და ყურში ჩავჩურჩულე
-ქალური პრობლემები-თვალები შუბლს იქეთ გადაუვიდა, უცებ უშვა ხელი და ჩანთა დაკეტა, ტასო სიცილისგან ძლივს იკავებდა თავს და კაცს ჰკითხა, როცა მის ჩანთას დაწვდა
-იგივე სიამოვნების მიღება გინდა ჩემს ჩანთაშიც?
კაცი გაოცებისგან სიტყვას ვერ ამბობდა და ჩანთა ხელში მიაჩეჩა, ჩვენ კი სიცილით დავიძარით გასასვლელისკენ, სადაც მანქანა გველოდებოდა, სავარაუდოდ მივყავდით იქეთ, სადაც მოგვიწევდა, ამ დროის განმავლობაში დარჩენა. ავედით და მანქანაში ადგილი დავიკავეთ, ყველა ბიჭი გაკვირვებული გვიყურებდა, ამ უხერხული მომენტისგან კი დაახლოებით 1 საათში დავიღწიეთ თავი და ბედნიერი გადმოვედი მანქანიდან. წინ უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე მიგვიძღვოდა, შეგვიყვანა ერთ დიდ შენობაში, სავარაუდოდ ადგილი სადაც ვიცხოვრებდით. უამრავი საწოლი იყო რიგში, ერთ-ერთს მივუახლოვდი და ჩანთა დავადე, დაჯდომას ვაპირებდი, როცა ზურგს უკან საშინელი ბოხი ხმა მომესმა
-ეს ჩემი საწოლია-გავბრუნდი და მაღალ ბიჭს წავაწყდი, რომელიც კუშტად მიყურებდა, თვალი გავაპარე ტასოსკენ, რომელიც შეშინებული იყურებოდა, ბიჭები, რომლებიც ჩემს პასუხს ელოდნენ.
-ყველა ადამიანს ამ ხერხით იცნობ?
-ეს ჩემი საწოლია გიმეორებ და გაიარე
-მე ელისაბედი მქვია ცნობისთვის
-ნუ ცდილობ მწყობრიდან გამომიყვანო
-თუ ასეთი ნერვიული ხარ აქ რაღა გინდა?
-ნუ მეთამაშები ლაწირაკო-განაგრძობდა, არა ეს უკვე ზედმეტია
-მისმინე შე ბინძურო, თუ არ გინდა რამე დაგიშავო აჯობებს აქედან დაახვიო და შენი ბარგიც თან გაიყოლო, რადგან ეს საწოლი ავირჩიე, ესეიგი ეს მინდა და მე ჩემ სიტყვას არ გადავახტები-საშინლად გაბრაზდა ხელი მოიქნია და სახეში გამარტყა, მთელი სიძლიერით დავეხეთქე ძირს, თავი მაღლა ავწიე და დავინახე, ერთ-ერთი ბიჭი სწვდა საყელოში და ეჩხუბებოდა, ტასო მომვარდა და მწყნარებდა
-დამშვიდდი ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა, არ უნდა დაგეწყო ასე ლაპარაკი, აქ ყველა გაწრთვნილი და ტყიურია..-ტასო განაგრძობდა, მაგრამ მე ვუყურებდი ბიჭს, რომელიც გამეტებით ეჩხუბებოდა მას, მერე მომიბრუნდა ადგომაში დამეხმარა და მკითხა
-კარგად ხარ?
-უკეთესად ვერ ვიქნები
-კარგი, ცოტა შესიებული გაქ, ყინულს მოგიტან და დაგადებ-მითხრა და ფეხზე წამოდგა, მერე იქ მყოფებს უთხრა-სპექტაკლი დამთავრდა დაიშალეთ ეხლა
-იცოდე მეტჯერ ვეღარ გადამირჩები-მითხრა ეგრეთწოდებულმა ,,დევილმა". ყინულებით ხელში შემოვიდა ჩემი გადამრჩენი და ყინული სახეზე მიმადო
-ელისაბედ კარგად ხარ?-მკითხა ტასომ
-კი ტას-მერე ჩემ გადამრჩენს გავხედე და ვუთხარი-მადლობ, რომ მისგან დამიცავი
-ერეკლე უკვე აქ 4წელია რაცაა, უბრძოლია ავღანეთში, დიდი წვლილი შეიტანა, ძლიერია და გულქვა, რაც აქ ჩამოვიდა სულ ასე იქცევა, ლეიტენანტობაც შესთავაზა ჩვენი დანაყოფის კაპიტანმა, მაგრამ იუარა
-შენ დიდი ხანია აქ ხარ?
-მე 17 ვიყავი აქ რომ მოვედი, დაახლოებით 5წელია აქ ვარ
-ვაუ
-თქვენ ეხლა მოდით ჰო?
-ჰო-თქვა ტასომ
-სულ დამავიწყდა მე საბა
-ტასო-ჩამოართვა ხელი ბიჭს..
გარედან სიცილის ხმა შემოდიოდა, კარებისკენ გავიხედეთ სადაც 3ბიჭი ხარხარით შემოვიდა, ჩვენი დანახვისას გაღიმებული სახე გაუშეშდათ.
-ეი, ბიჭებო გაიცანით, ელისაბედი, ტასო
-მე დათო
-ვატო
-გიორგი
-სასიამოვნოა-ერთად ვთქვით მე და ტასომ
-რა დაგემართა ელისა?-მკითხა გიორგიმ
-ერეკლეს ნამოქმედარია-კბილებში გამოსცრა საბამ და დაბღვერილ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა, მერე გადმოგვხედა და გვითხრა
-კარგით გოგოებო, დღეიდან თქვენ ჩვენთან ერთად ივლით, მე, დათო, ვატო და გიო დაგიცავთ
-რას ამბობ საბა გაგიჟდი? ეს ჯარია, იმითვის მოვედი, რომ ცხოვრება ვისწავლო და შენ აქეთ მიცავ?
-არ გინდა? კარგი მაშინ აღარ მითხრა რამე აწი-გაბრაზებული ადგა და გარეთ გავიდა, მეც გავეკიდე
-საბუნა-მისი სახელის ასე ხსენებას არ ელოდა, უცებ შეცბა და გაჩერდა, მე მივუახლოვდი და წინ დავუდექი-საბ, ასე არ მინდოდა მეთქვა, უბრალოდ თქვენ ოთხივეს ჩემ მეგობრებად გთვლით
და შენ დიდი მადლობა დახმარებისთვის, მინდა ძლიერი ვიყო და დაბრკოლებას გავუმკლავდე-ჩემ სიტყვებზე გაეღიმა
-კარგი ჩემო გოგო, ჩვენ 6 სულ ერთად ვიქნებით დღეიდან
-კარგი-ვუთხარი და მაგრად ჩამეხუტა
როცა ოთახში შევედი ტასო გაღიმებული მიყურებდა,
-რა?-გაკვირვებული გავხედე
-მას შენ მოწონხარ
-სულაც არა, მეგობარია
-ჰო ერთი საათის-სიცილით მითხრა
-შენც მაგარი ხარ რა, რაო შენმა პრინცმა?
-რომელმა?
-ა დაჟე რომელმა?
-რომელი მყავს რო
-რომელი და გიორგი
-ოჰ, გოგო მაგან მარტო არ დამტოვა უბრალოდ
-ჰო უბრალოდ-გამოვაჯავრე და სიცილით ვკარი მხარი..უეცრად ოთახში გიჟივით შემოვარდა ვატო და თქვა
-კიდევ ერთი გოგო
-რა?-თვალები ლამის გადმოგვცვივდა მე და ტასოს-სად არის?
-გარეთაა და შემოვა-გვითხრა ვატომ და ახლად შემოსული გოგოსკენ გაიხედა. ისიც ჩვენნაირად იყო, არ ელოდა თუ ვინმე დახვდებოდა გოგო, თვალები გაუბრწყინდა და მოგვესალმა
-მე ანა მქვია
-სასიამოვნოა, მე ელისაბედი, ეს ტასო
-გამიხარდა, რომ გოგოები არიან აქ ჩემს გარდა
-ჩვენც არ ველოდებოდით ვინმე გოგოს გამოჩენას..
სიცილ-ხარხარში გართულებს მოგვესმა ხმა, თუ როგორ გვეძახდა ყველას უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე, სასწრაფოდ წამოვხტით ფეხზე და მითითებულ ადგილას დავდექით მწკრივში. ჩემს ერთ მხარეს ანა იდგა, მეორე მხარეს ტასო. გოგოები ბოლოში ვიდექით, ნელ-ნელა წამოყვა ხაზს, ერთი უმცროსი ლეიტენანტი მაღრაძე, ხოლო მეორე მაღალი, მხარბეჭიანი, კუშტად შეკრული თვალებით უყურებდა ყველას, იმ ,,დევილს" ძალიან გავს, ნუთუ ძმა არის? ათას კითხვას ვუსვამდი თავს, დაიძრა ჩვენსკენ, თვალები მისკენ გავაპარე და დავინახე, როგორი შავი თვალებით მიყურებდა, ცოტა დავიძაბე, მაგრამ არ დავიბენი და ისევ ძლიერად ვიდექი, ველოდი მისგან რაიმე შეურაწყოფის მოსმენას, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დამიშავებია, ან დავაშავე და მე არ ვიცი, რადგან მისი თვალები სხვას არაფერს მეტყველებენ.
-გოგოები ჯარში?-ბოხი სასიამოვნო ბარიტონით დაიწყო საუბარი, მაგრამ მის ნათქვამში სიმკაცრე ჩანდა-გოგოს ჯარში რა უნდა? აქ რატომ გამოცხადდით? რის მიღწევას ცდილობთ?-კითხულობს და თვალებს არ მაცილებს-გისმენთ, ამოიღე ხმა-დაიწყო ყვირილი, ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და ვთქვი
-მე მინდა, რომ ვემსახურო სამშობლოს, მინდა ვისწავლო ადამიანობა, გავიგო როგორ აღვუდგე ტკივილს და როგორ გავუძლო მას
-კარგი, შენ რას მეტყვი?-მიუბრუნდა ტასოს და მკაცრად ჩაილაპარაკა
-მეც იგივე-თქვა ტასომ
-იგივე როგორ? გინდა გამასულელოთ?-ყვიროდა მთელი ძალით
-დაწყნარდი მინესოტელი, შეეშვი გოგოებს, თუ უნდათ ისწავლონ როგორ აღუდგნენ ტკივილს, დაე ვასწავლოთ-მოგვესმა ასევე მკაცრი ხმა, თვალი გავაპარე და დავინახე ასევე მხარბეჭიანი, მაღალი ბიჭი, აშკარად ორივე უფროსი ლეიტენანტები არიან, ღმერთო, ეს მინესოტელი იმ დევილის რა არის? აშკარად ძმა, ვფიქრობდი ჩემთვის, უეცრად გონს მინესოტელის ხმამ მომიყვანა
-მართალი ხარ-სიცილით ჩაილაპარაკა-მართალი ბრძანდები ჯაფარიძე, თუ უნდათ ისწავლონ მაშინ დავეხმაროთ-ბოროტული სახით გამომხედა, ოჰ როგორ მინდა მიგილამაზო ეგ სიმპატიური სახე, მერე იმ დევილსაც მივაყოლებ და ამოგბუგავთ აქ ყველა ერთნაირს, ოჰ რა აზრებია, ამას ასრულება არ უნდა? გავიფიქრე და უცებ შემაკანკალა, ამას რომ ვერ ვიზავ? თვალი ჯაფარიძისკენ გავაპარე, დავინახე რა დაჟინებით უყურებდა ტასოს, მერე ტასოს გავხედე და უკმაყოფილება დაეტყო სახეზე,აშკარადიგრძნო ამ ხისთავას მზერა და არ ესიამოვნა, უჰ როგორ გავტყიპავდი ამათ, ლეიტენანტები რომ არ იყვნენ, თან უფროსები, თუ მოინდომებენ მთელი ცხოვრება ჩამაყუდებენ ციხეში ან აქ ამომალპობენ. მტრისას, მაგრამ ამათ ვუჩვენებ..უცებ ამ ფიქრებიდან ჯაფარიძის ხმამ გამომიყვანა
-ახლა წადით და საჭმელი ჭამეთ, ხვალ დილით 6საათზე გელოდებით მავთულებთან
-სადო?-კითხვისნიშნიანი თვალებით გავხედე საბას, მანაც მითხრა
-ყველაფერს აგიხსნი

დავიშალეთ და ჩვენი ოთახისკენ დავიძარით, მე დათო, ვატო, გიორგი, ანა, საბა და ტასო.შევიკრიბეთ ერთი სამეგობრო
-ახლა გამაგებინეთ ალექსანდრე ერეკლესი ვინაა
-ძმა-მითხრა გიორგიმ
-ასეც ვიცოდი-მოჭუტული თვალებით ვთქვი-მისნაირი კრეტინია
-ეგ არ გაგიგოს თორე..-არ დააბოლოვა დათომ და ვატოს მკლავი გაკრა
-გამოცდილი მაქ-თქვა ვატომ და მკლავზე ხელი დაისვა
-მოგტეხა?-დავმანჭე სახე
-უარესი-მთელი ერთი კვირა დამლაგებლის როლს ვასრულებდი, საჭმელს დღეში ერთხელ მაძლევდა და სულ მარბენიებდა
-ეგ როგორ გაგიბედა,კრეტინი, ელის მე და შენ უნდა ვუჩვენოთ სეირი ამ ხისთავიანებს-თქვა ტასომ და მუშტები მაგრად მიარტყა ერთმანეთს
-დაიცა მაგათ მიეზღვებათ, წამოდით ახლა ვჭამოთ-საბა წამოდგა და კარისკენ მიგვითითა ჩვენც ყველა ავდექით და საერთო სასადილოსკენ დავიძარით, თუმცა ტასო შეყოვნდა, ჩვენ აღარ დავუცადეთ და ადგილი დავიკავეთ
* * *
უკან მივყვებოდი ჩემს მეგობრებს, მაგრამ ისეთი ამბავი იყო ჩამოვრჩი და გვიან შევაღწიე სასადილომდე, შევამჩნიე საითაც იჯდნენ და მეც იქეთ დავიძარი, მთელი სიძლიერით შევასკდი ვიღაცას და მთელი საჭმელი გადამესხა თავზე..


აბა რას იტყვით?? გავაგრძელო?? იმედი მაქვს მოგეწონათ..უღრმესი მადლობა, რომ კითხულობთ, მადლობა დიდი.. <3
დიდი სიყვარულით როლიკა :**



№1  offline წევრი arctic monkey

ვაიმეე რა ძაან მაგარია..აჰაჰაჰა ჩემნაირი გოგონები ეეჰ მეც როგორ მინდა ჯარში :დ მაგარი ხაარ მალე დადე გელოდებიი

 


№2  offline წევრი -Crazy-Girl-

მაგარია ოღონდ ჯარში წასვლას ვაპირებ და ძალიან ისეც ნუ იზავ რომ გადავიფიქრო wink wink love

 


№3  offline წევრი ROLIKA

arctic monkey
ვაიმეე რა ძაან მაგარია..აჰაჰაჰა ჩემნაირი გოგონები ეეჰ მეც როგორ მინდა ჯარში :დ მაგარი ხაარ მალე დადე გელოდებიი


გენაცვალეე ავტვირთავ აუცილებლად გაგრძელებას <3

-Crazy-Girl-
მაგარია ოღონდ ჯარში წასვლას ვაპირებ და ძალიან ისეც ნუ იზავ რომ გადავიფიქრო wink wink love

არა არა :D იმედი მაქვს მოგეწონებაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent