ბავშვობის სიყვარული - სრულად
მახსოვს პირველ კლასში როგორ ვნერვიულობდი , მაგრამ ცოცხალი თავით არ ვიმჩნევდი ამას . ალბად იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემი სისუსტე ვინმეს დაენახა ბავშვობიდან ასეთი ვიყავი . ვნერვიულობდი მაგრამ არ ვტიროდი არც ფრჩხილებს ვიჭამდი ჩემი ფრჩხილები ამისთვის ნამდვილად არ მემეტებოდა . ყველა ტიროდა და 25 ბავშვზე მეტი დედას ითხოვდა . მასწავლებელმა კი არ იცოდა რომელი დაემშვიდებინა ხო და ამანაც დაიწყო საათიანი მონოლოგი რომ არაფერია სანერვიულო და რომ მშობლები სულ აქ იქნებიან . ერთადერთი კლასში მეგონა მე ვიჯექი ისეთი ვინც არ ტიროდა მაგრამ კიდევ ყოფილა ჩემს გარდა ასეთი ... მე რომ აზრზე არ ვიყავი და არც ვუყურებდი აი ის , ჩემს გვერდით მჯდარა და კი არ შემიხედავს ახლა რომ ვაცნობიერებ ნეტავ არც შემეხედა ... გვერდით სერიოზული სიმპატიური ნაკვთების მქონე ბიჭი მეჯდა რომელიც ჩვეულებრივი სახით იჯდა და სულაც არ ეტყობოდა რომ დედის იქ არ ყოლას განიცდიდა ... შეიძლება ჩემსავით მალავდა მაგრამ არა მე რაღაც კვალი მაინც მეტყობოდა მას კი მას უბრალოდ წარბიც კი არ შეუხრია როგორი მიმიკითაც დაჯდა ისეთი მიმიკით წავიდა პირველ დღეს კლასიდან ... დამშვიდებული ბავშვები ძლივს დავმეგობრდით ერთმანეთთან ის კი მიუხედავად იმისა რომ გვერდით მეჯდა ხმასაც არ იღებდა ... გამარჯობაც კი არ უთქვამს , შემოხედვაზე ზედმეტია საუბარი მგონი არც კი დავუნახივარ ... მერე იცით რა მოხდა ? ეს ბიჭი რომელიც ყურადღებას მთელი წლის განმავლობაში არ მაქცევდა მეორე წლის 15 სექტემბერს გადასხავანაირებული დამხვდა სკოლაში ისევ ჩემს გვერდით უფრო გასიმპატიურებული გაზრდილი და დადინჯებული ბიჭებს ესაუბრებოდა მე ჩემი გრძელი თმის სწორებით წავედი ჩემი ადგილისკენ სხეულის ნარნარი მოძრაობით დავჯექი და ნაზად დავადე ხელები ერთმანეთს ... ეს ბიჭი ჩემთან მოვიდა შემომხედა გაეცინა და დაჯდა ... დათა ჩანქსელიანი ერქვა ... მახსოვს ყველა გოგო კლასში მას და მის ორ მეგობარს ეპრანჭებოდა ... გიორგი აფციაურს და რატი ჯანჯღავას ... მათთან კარგად ვიყავი ძალიან თბილად მექცეოდნენ განსაკუთრებულათაც კი . ჩემი სხვა კლასელებიც კარგად ვიყავით ერთმანეთთან საკმაოდ გახსნილი იყო ყველასთან დათა ჩემს გარდა არ ვიცი რატომ მაგრამ წინა ერთი წლის განმავლობაში ხმა არ გაუცია მერე კი ღიმილით დამისკუპდა წინ და ისე დაიწყო საუბარი გეგონებოდათ გაჩენის დღიდან ჩემთან ერთად იზრდებოდა ასეთი არაფერი მინახავს ... მე ადრე შემიყვანეს სკოლაში მაშასადამე ის ჩემზე ერთი წლით დიდი იყო ... დანარჩენი წლების განმავლობაშიც ასე აგრძელებდა ურთიერთობას მაგრამ დროებით ისე დამადებდა და დამაიგნორებდა თავი დამნაშავე მეგონა სულ ჩემში ვეძებდი საბაბს ბოდიშის მოხდას როგორც კი ვცდიდი იმ წამსვე შემაჩერებდა და ჩამეხუტებოდა ... არ ვიცი პირველი კლასელი ბიჭის ტვინი ასე კარგად როგორ აზროვნებდა მაგრამ ფაქტი ერთია მთელი 12 წლის განმავლობაში ეგ მიმახინჯებდა და მიფერადებდა ცხოვრებას ! ამიტომ მიხაროდა 12 წლის განმავლობაში სკოლაში ყოველ დღე მისვლა და მძულდა წამოსვლა მიყვარდა გაკვეთილების მიმდინარეობის დრო ... როცა ღიმილით უყურებდა კლასს და "უსმენდა" კი როგორ არა უსმენდა მასწავლებელს ... მაშინ შემეძლო საათობით მეყურებინა ჩუმი და მომღიმარი დათასთვის ... მეთერთმეტე კლასის ზაფხულის არდადეგებზე მახსოვს კოჯორში ჩამომაკითხა და სიყვარული ამიხსნა ... ამის შემდეგ იქ დაიქირავა სახლი და მთელი ზაფხული არ მომშორებია ... აი მეთორმეტე კლასამდეც კი ვერ მივაღწიეთ ისე ვიჩხუბეთ მახსოვს იმ დიალოგის ყოველი წამი დეტალი ... მიზეზის გარდა ჩემთვის უცნობი მიზეზის გარდა ... ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩახუტებით იწყებოდა და მთავრდებოდა ზედმეტი სიტყვების გარეშე ... ვუყურებდი მის თვალებს და მიხაროდა რომ მისი ხილვის საშუალება მე მქონდა მხოლოდ მე ! სწორ და ლამაზ ცხვირს რომელიც ჩემს ჰაერს სუნთქავდა და რომელსაც ჩემი სუნი უყვარდა ! ვუყურებდი მის მარწყვივით ტუჩებს რომლის გასინჯვის სურვილიც მკლავდა მაგრამ ჯიუტად არ ვდგავდი პირველ ნაბიჯს არც დათა ჩქარობდა როგორც პატარა ფაიფურის თოჯინას ისე მექცეოდა ფრთხილად და ნაზად ... ერთ დღესად განსაკუთრებული ძალით მიჭერდა ხელებს და მიმეორებდა რომ ძალიან ვუყვარდი ... -დათა რა გჭირს ? - ვკითხე აკანკალებულმა იმის შიშით რომ რამე ხდებოდა და მეორეჯერ ვეღარ ვნახავდი -ხომ იცი როგორ მიყვარხარ ?! -კი ! მაკოცა და სახლში მსუბუქი ბიძგით შემაგდო ... მეორე დღეს თვალებ ჩაშავებული ვიწექი ჰამაკში ჭიშკარი მეზობელმა რომ შეამოაღო ... გუკა იყო მოვწონდი და საშინლად მეშინოდა მისი არა პროგნოზირებადი ხასიათის ამიტომ როგორც დათა მეუბნებოდა "მიბრძანებდა" ან სულაც მთხოვდა ის იყო რომ თავი ამერიდებინა მასთან ლაპარაკისთვის ან რაიმე ურერთობისთვის და საბაბი არ მიმეცა რომ უკვე მეათასეჯერ ეცემა ... ხო და მეც ვცდილობდი ამის მიზეზი მართლაც არ მიმეცა რაშიც ხელს სასტიკად მიშლიდა გუკა მომვარდა და ჰამაკიდან ამაგდო ხელები მაგრად შემომხვია და თავის სხეულზე ამაწება ... არ ვიცი რატომ არ შეემეშინდა მაგრამ ამაზრზენი ღიმილით ავხედე ჩემზე მაღალს ... არ ვიცი ჩემს სახეზე მართლა ამაზრზენი ღიმილი იყო გამოსუხული თუ რა მაგრამ დანახულმა აშკარად შეაღონა ჩანქსელიანი ... სწრაფად მომვარდა და გუკაც ჩემი თავი "სხეული" გამოგლიჯა თვითონ ის კი ისე ცემა ტრავმატოლოგიურში მოხვდა ბიჭი ... იმის შიშით რომ კიდევ სცემდა დათა ვერც კი იჩივლა ოჯახმა და თვითონ ბიჭმა ... იმ დღეს თვალებ ანთებულმა შემომხედა ჩანქსელიანმა ეზოდან გავარდა და კოჯორი დატოვა ... მთელი მეთორემეტე კლასის მანძილზე ვცდილობდი დავლაპარაკებოდი მაგრამ უშედეგოდ არც კი მისმენდა 2 ჯერ 3 ჯერ 4 ჯერ 5 ჯერ ვცადე მერე კი თავ მოყვარობამ და პრინციპემა დაასიგნალა და მეც გავჩერდი ... ბოლო ზარზე და მერე ბანკეტზე ბოლოჯერ ვნახე ... მას შემდეგ 5 წელი გავიდა ... და უკვე 23 წლის ვარ ... 5 წელია ჩემი კლასელის და დაქალის ნანუკას გარდა კლასიდან უშუალო კონტაქტი არავისთან მქონია არც დათასთან არც გიორგისთან და არც რატისთან ... ყოველ წელს დავდივართ ბანკეტებზე ... მეორე წლის ბანკეტი რომ იყო გადაწყვეტილი მქონდა არ წამოვალ მეთქი მაგრამ ნანუკამ ძალით წამათრია -თიკა მაინც არ იქნება ის ხის თავიანი და წამოდი რააა მსგავსი რეპლიკებიით ტვინი წამიღო ნანუკამ ბოლოს დამითანხმა დავპირდი თუ მატყუებ და დათა იქ იქნება მოგკლავთქო გულის სიღრმეში მინდოდა მოვეტყუებინე და მენახა მაგრამ არა ... როგორც აღმოჩნდა სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრა მას შემდეგ 4 ბანკეტი იყო ის კი არც ერთზე ჩანდა ... ახლაც ხვალ მეექვსე ბანკეტი უწევდა მე და ნანუკა თბილისი მოლში დავბოდიალობდით იქნებ რამე ვიპოვოთ და ჩავიცვათთქო და უკვე ვიპოვეთ ... ულამაზედი გრძელი კაბა მოვირგე ტანზე ზურგზე ამოღებული ... თმა გაიშალე და მსუბუქი მაკიაჟი გადავისვი ... ბანკეტს ქალაქურის კლუბში ვაკეთებდით და ვხურავდით ... ეს უკვე ტრადიაცია გვექცა ბოლო შტრიხი რომ დავამატე ჩემს თავს მხოლოდ მაშინ ვინებე ნანუკასთან ერთად ქვემოთ ჩასვლა და ტაქსში ჩაჯდომა ... ქალაქურთან გაჩერდა ტაქსი და გული რაღაცნაირად ამიფორიაქდა ალბათ იმიტომ რომ ჩემი კლასლეები თვეეებია არ მინახავს ... კარებში დაცვა დაგვხდა და შეგვატარა ... იქვე დიდ სარკეში ჩავიხედე და თავი შევათვალიერე თმა გავისწორე და ნანუკას მიერ გაღებულ კარში მას მივყევი უკან ჯერ ჯერობით შუქები კარგად იყო ანთებული რადგან ყველა არ მოსულიყო ანუ ყველა რა ჩვენ ორი მე და ნანუკა ... ეგრე ვაკეთებდით სანამ ყველა ერთმანეთს კარგად არ შევათვალიერებდით მანამდე არაფრის თავით არ ვაქრობდით შუქებს . დავინახე როგორ გამოქანდა ორი ერთმანეთზე დაქნეული გიორგი და რატი ჩემსკენ , ისე ჩამეფსკვნენ ორივე კინაღამ გამჭყლიტეს კისკისით მოვიშორე ორივე და ავათვალიერ ჩავათვალიერე შემდეგ კი ეჭვის თვალით შევხედე ეშმაკურად მომზირალთ ... -დარწმუნებულები ხართ რომ ცოლების მოყვანას ჯერ არ აპირებთ ? - გაგონილზე მათი სახეები რომ დავინახე სიცილი ვერ შევიკავე და ორად მოვიკეცე ... უკვე დაწყნარებული წელში გავსწორდი და ვაი ამ გასწორებას ნეტა არ გავსწორებულიყავი ... იქვე ნანუკასთან მდგომი დათა რომ დავინახე როგორ იღიმოდა და როგორ ეშმაკურად აპარებდა ჩემსკენ თვალს კინაღამ ინფაქტი მივიღე . აბა ისო ესო არ იქნებაო ? ენა გონებაში და გულშიც კი ამება სიტყვებს თავს ვეღად ვაბამდი სხეულში დავლილ ჟრუანტელებს და სხეულზე მცოცავ ჭიანჭველებს ვერ ვაიგნორებდი მუცელში პეპლები ჯგროდ რომ დაფრინავდნენ საშინლად დისკომფორტულ კომფორტს მიქმნიდა ... თურმე როგორ მომნატრებია მისი დანახვით გამოწვეული ემოციები 5 წლის განმავლობაში არც ერთი დღე და ღამე არ გასულა რომ მასზე არ მეფიქრა ღამე რომ დავდებდი ბალიშზე თავს მასზე ფიქრებში მეძინებოდა ... ჩემთვის ჩუმად ვტიროდი და ვცდილობდი ცხადად წარმომედგინა ის შეგრძნება რაც მისი ჩახუტებისას მეუფლებოდა ... მისი სურნელის გახსენებას ვცდილობდი მის თვალებში ჩაძირვას ... ვცდილობდი მოგონებები დამეოკებინა და დინჯად ვმდგარიყავი მაგრამ ბიჭები რომ არა ჩემი წაბორძიკება იატაკზე გაშოტვით დასრულდებოდა ... კლუბის სქელ კედლებში "LOVE ME AGAIN" ჟღერდა რაც უფრო დიდ დისკომფორტს მიქმნიდა ... მისი ეშმაკური და ცინიკური მზერა კი ყველაფერს უფრო და უფრო მირთულებდა ნუ თუ არ ვიყავი მოსმენის ღირსი ?! ნუ თუ არ ვიყავი ღირსი მცოდნოდა რა დავაშავე ?! რატომ მიმატოვა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ავადმყოფს მოვწონდი და ცდილობდა "შევები" მე რაში ვიყავი დამნაშავე ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ ?! გამწარებული სახით ვუყურებდი ჯანჯღავას და აფციაურს იქიდან კი მომღიმარ დათასა და ნანუკას ! "ოხ კვალიაშვილო ნანუკა მოგკლავ შენ თუ ჩემი დაქალი გქვია ეს რა გამიკეთე ?" გულში ვლანძღავდი ჩემს დაქალს თუმცა იმ ფაქტსაც ვერ ვუარყობდი რომ ჩანქსელიანის აქ დანახვაზე მეტად არაფერი გამახარებდა ახლა ! -თიკა ! თიკა ! - როგორც იქნა გამოვფხიზლდი და ჩახშულად ჩამესმა ყურებში ჩემი სახელი რომელსაც გამწარებულები გაიძახოდნენ აფციაური და ჯანჯღავა ... -კარგად ვარ ! - სლუკუნით ვთქვი და ფეხზე წამოვვარდი ... სწრაფად გავიარე ბართან გასასვლელი გზა სადაც ნანუკა და დათა ისხდნენ და თვალს ჩემსკენ აპარებდნენ ... კიბეები სწრადად ავირბინე სულ არ ვაქცევდი იმ ფაქტს ყურადღებას რომ მაღლები მეცვა და შეიძლებოდა სამარცხვინოთ გავშოტილიყავი ძირს ... ტვალეტში შევვარდი და სარკესთან მივირბინე -ახლა არ იტირებ ! შენ არ იტირებ გესმის ?! ძლიერი უნდა იყო ძლიერი შენი ბრალი არაფერია ! შენ არაფერი დაგიშავებია გაიგე ?! მის წინ თავი არ დაიმცირო თორემ მოგკლავ ! - სასაცილოთ დავემუქრე სარკეში საკუთარ ანარეკლს ... შემოსულმა ნანუკამ ყველა ფიქრი გამაფანტინა ღიმილით შევბრუნდი და ადგილზე ავცქმუტდი ... -მე არ ვიცოდი გეფიცები დღეს ვნახე ასე მითხრა არავინ იცოდა ბიჭების გარდა სიურპრიზი გაგიკეთეთო ... - დაბნეული ალუღლუღდა ჩემი დაქალი -უფრო გასიმპატიურებულა - ტუჩი მოვიკვნიტე და სიცილით ჩავილაპარაკე ... -შენ ეგ თუ არ გაგირიგეთ შინაბერა დარჩები მთელი ცხოვრება მაგას უნდა ელოდო ?! -არ ველოდები ! -არა მე ველოდები 23 წლის განმავლობაში ერთი შეყვარებული გყავდა და ისიც ეგ და კიდე ამბობ არ ველოდებიო ხო ? - სიცილით იქნევდა აქეთ იქით ხელებს და ემოციებს ვერ იკავებდა ... ტვალეტიდან სულ სიცილ კისკისით გამოვედით იმდენი ვიცინე ცუდად გავხდი ... ბავშვებს მივესალმე ყველა სათითაოდ მოვისიყვარულე "იმის" გარდა ... ბართან ვიჯექი და მიმტანს ვესაუბრებოდი ... იმდენი მაცინა ამ ბიჭმა ჯანჯღავა რომ არ მცნობოდა ნამდვილად ყველაზე მაგარი მეგონებოდა მაგრამ ჩემს ჯანჯღოსთან ვერც კი მოვა ! შუა სიცილში ვიყავით გვერდით ნაცნობი ბოხი ბარიტონი რომ გაისმა ... ისე დამიარა სხეულში მომენტალურად დამეწყო ციებცხელება ... ბარმენი გოგონა სიხარულისგან აცმუტდა ... დაბნეული აფათურებდა აქეთ იქით ხელებს ისე მომეშალა ნერვები კინაღამ დავალეწე ის ჭიქები და სასმელები თავზე წყალი ვერ დაუსხა კაცს იქნება და იხრჩობა ?! ახლა შენ მაგის მოუხერხებლობაზე გეშლება ნერვები თუ იმაზე რომ "შენი" ბიჭი მოეწონა ? - ეშმაკურად ჩაიხითხითა ალტერ ეგომ ... -არ მომესალმები ? - წარბები სასაცილოდ აათაამაშა ჩანქსელიანმა ისეთი უადგილო და მოულოდნელი იყო მისი ეს სიტყვები კინაღამ სკამი გადამიყირავდა ... კი ვეტყოდი კარგ პასუხს მთელი 1 წელი და კიდევ მეტი ხმას რომ არ მცემდა გაურკვეველი მიზეზების გამო მაგრამ არ მინდა მასთან ეს თემა გავიხსენო ... მაგრამ ისე არ გავატარებ ამას რომ ერთი კაი ორი სიტყვა არ ვუთხრა ! -ექნება აზრი რო ? - ირონიულად ჩავილაპარაკე და იქვე დადებული არყის ჭიქა გამოვცალე "კაი ლოთი ქალივით გამომივიდა" არადა არაყი გასინჯული არ მქონდა და ეს დათამაც იცოდა რადგან ისიც იცოდა რომ არაყს დასანახად ვერ ვიტან ! -არ ჩაგწვა ? - სიცილით მკითხა და თვალებით არაყზე მიმითითა ... -კითხვაზე კითხვის პასუხი შენი ჰობია - გავუღიმე და ადგილზე ავცქმუტდი ... -წამო ვიცეკვოთ - წამის მეასედში წამომაგდო სკამიდან და საცეკვაო ადგილისკენ წამიყვანა ... დაბნეული ვაცეცებდი აქეთ იქით თვალებს ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული ვისთან ერთად სად ვიყავი და რას ვაკეთებდი მერე კი გონებამ რომ გამახსენა "ქალაქურში ხარ კლასის მეექვსე წლის ბანკეტზე დათა ჩანქსელიანთან ერთად და თან ცეკვავ"-ო განთავისუფლება ვცადე მაგრამ მისი მარწუხებიდან ვერ გავძვერი ... ალბათ იმიტომ რომ მთელი ძალით არ მიცდია ნუ დარწმუნებული ვარ რომც მეცადა ვერაფერს გავხდებოდი მაგრამ თავი დავიზღვირე და მთელი ძალა არ გამოვიყენე ვაი და მართლა დავხსნოდი მერე რას ვშვებოდი ? ხო და არ მინდა გენაცვალე გამანებე თავი ძლივს ნანატრი მომენტი დადგა და ამის გამაზვა შეიძლება ? არამც და არამც ! -ნუ ფართხალებ ! - მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა სვანმა და ხელები ამოღებულ ადგილას უფრო მჭირდროდ შემომხვია იცოცხლეე ... დამემართ რაც შეიძლებოდა დამმართნოდა ყველაფერი ... -გამიშვი ... - ბოლოს მაინც ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი არ შემეძლო ასე ადვილად მეპატიებინა ამდენ წლიანი ტანჯვა რომ მომაყენა ასე უბრალოდ რომ ადგა წავიდა და დამტოვა ! ვერ ვაპატიებ იმას რომ უდანაშაულო რაღაც სისულელეში დამადანაშაულა ! -კი ექნება აზრი ! -რას ? - გაოცებულმა ჩავილაპარაკე მისი ლაპარაკით დაბნეულმა -ლაპარაკს ნახვას მოსალმებას და კოცნას - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ტუჩებზე დამეტაკა ესეც შენი პირველი კოცნა კმაყოფილმა ჩავიქირქილე გულში და განაბული ავყევი ვნებიან კოცნაში ... ისეთი სისწრაფით მიკოცნიდა ტუჩებს ვერც ვეწეოდი ... აზრზე არ ვიყავი როგორ ავყოლოდი მე გამოუცდელი სულ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ მთლიანად მას მივენდე ... ის რომ არ გამოფხიზლებულიყო ალბათ უფრო შორსაც წავიდოდა ჩვენი კოცნა ... -დახვეწილხარ ... გასექსუალუარებულხარ , გალამაზებულხარ და უფრო გამიამიტებურხარ ... - სანამ ბოლო სიტყვა არ თქვა კმაყოფილი ვუსმენდი მაგრამ როგორც კი ბოლო სიტყვა თქვა მაშინვე გამოვძვერი მისი მკლავებიდან და ცრემლიანი თვალებით ავხედე ... ზუსტად იმას ვერ იტანდა როდესაც ჩემს თვალებზე ცრემლებს ხედავდა ახლა კი მეც ისევე მტკივნეულად ჩავარტყი სუსტ წერტილში როგორც მან ჩამარტყა და ასე დარტყმული დამტოვა ამდენი ხნის განმავლობაში ... რაღაც უნდა ეთქვა დასევდინებული სახის მქონეს იქიდან რომ გამოვვარდი და ჩემი ადგილი დავიკავე ... თავი მხარზე დავადე აფციაურს და გავიტრუნე ცრემლიანი თვალები სალფეთქით ამოვიმშრალე და შეღონებულ ნანუკას გავხედე ... ვიცოდი აქ გათენებას რომ აპირებდნენ და მეორე დღის შუა დღემდე ყოფნას რაც მე უკვე აფსურდათ მეჩვენებოდა კიდევ დიდ ხანს მასთან ახლოს ვეღარ გავძლებდი ... ამიტომ ნანუკას ვუთხარი რომ გავიპარებოდი სახლში ადრე და დავიძინებდი კი მეწუწუნა მაგრამ ვერ დამითანხმა დარჩენაზე ... მერე მითხრა ხვალ საღამოშ შემოგივლი და ყველაფერს მომიყვებიო ... იქიდან ქურდივით გამოვიპარე და სახლში ტაქსით მივედი ... დედა ჩემს და მამა ჩემს ავუხსენი რომ კოჯორში მივდიოდი 1 კვირით ... ისინიც დამთანხმდნენ იცოდნენ რომ მიყვარდა მარტო იქ ყოფნა და არც შემწინააღმედეგებიან ... ტანსაცმელი წავიღე 1 კვირის კი არა მთელი გარდერობი ... რადგან ნასვამი არ ვიყავი ბარგი მანქანაში ჩავაწყვე და ადგილს ჩემი მანქანით მოვწყდი ... იქ მისულმა წყალი გადავივლე და მოკლე ღამის გრილი პენუარი გადავიცვი ... საცვლების ჩაცმა დამეზარა ამიტომ მხოლოდ ამის ამარა დავეხეთქე საწოლზე ... ფიქრებში ვიყავი წასული დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ ვეგდე საწოლზე და ვფიქრობდი ყველაფერს ვაანალიზებდი და რაც უფრო ბევრს ვფიქრობდი მომხდარზე მით უფრო ვნანობდი და ამავ დროულად ვამაყობდი ჩემი გადაწყვეტილებით ... ვნანობდი იმიტომ რომ მინდოდა მის გვერდით ყოფნა ვამაყობდი იმიტომ რომ ეს სწორი საქციელი იყო ... უკვე მორფეოს თავისთან მივყავდი დროულად , რომ გამომაფხიზლა კარის ჩხრაკუნმა , ისე შეიწირა ჩემი თითო ეული ნერვი ამ პატარა გაჩხრიკინებამ კინაღამ სული განვუტევე ჩემს რბილ და საამურ საწოლში . ცოცხალი თავით არ შევიმჩნიე ეს ხმები და ბალისში ჩავრგე თავი , ბავშვობიდან მეშინოდა მარტო ყოფნის ერთადერთი ადგილი სადაც თავს დაცულად ვგრძნობდი კოჯორი იყო და აქაც დამეწყო იზმენები უკვე , ახლა რა ვქნა ? სულ ორი გასაღებია ერთიც კი იყო მაგრამ მშობლებმა სახლში სადღაც მიაგდეს და ვეღარ იპოვნეს ერთი მე მაქვს ერთი კი ნანუკას ... ნანუკა აშკარად ბანკეტზეა ვინ დარჩა ? არავინ ! ქურდი ? ნწ ... სახლი ისეთია მე ძლივს შემოვდივარ გასაღები რომ მაქვს და რა ქურდზეა საუბარი ? ... მგონი ემოციურად ძალიან გადავიღალე და ალბათ ამის ბრალია ხო ? ხო ზუსტად ! მომელანდა და მომეჩვენა აშკარად ! თავის დამშვიდებაში ნელ ნელა ძილს თავისთან ხელ მეორედ მივყავდი მაგრამ უკვე ხმამ კი არა არამედ ჩემს ფეხზე ასრიალებულმა ძლიერმა ხელმა და ნაცნობმა სურვილმა დამაჭყეტინა და დამაქაჩვინა თვალები წამომხტარმა ისღა გავიაზრე რომ ჩემი თვალები ჩანქსელიანის აელვარებულ თვალებს უყურებდა ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს გარდა მისი კოცნისა ... გულის შემღონებლის და ჭკუის დამკარგველის ... გაპობილი ბაგეებიდან მხოლოდ ვნებისგან წამოსული კვნესაღა აღმომხდა და მთლიანად გადავეშვი ვნების მორევში მორფეოსმა კი ჩემი თავი სიამოვნების ზენიტს გადააბარა სადაც მთელი არსებით ავფრინდი ... -გაჩერდი - ძლივს ამოვილუღლუღე შიგადაშიგ კვნესის ბგერებსაც ვურევდი აბა როგორია დააიგნორო ის სიამოვნების ნაპერწკლები რომელსაც მისი ტუჩების გემოთი ვიღებ და რომელსაც მისი ხელებიც აგვიგრვინებს რომლებიც ჩემს სხეულზე დათარეშობენ უმისამართოთ ... -გინდა რო ? - ირონიული ხმა მომესმა რომელიც ჩახშულად ჩამესმოდა ყურებში ... - ჩემი გულუბრყვილო და მიამიტი სექსუალური ქალი - ბუტბუტებდა თავისთვის და ტუჩებს ხელებთან ერთად არ აჩერებდა ... სწრაფად გამოვფხიზლდი ჩემს თავმოყვარეობასა და პრინციპებთან ერთად ... არ დავუშვებ ასე დამამციროს არ მინდა მისი ყოველი შეხება საკუთარ თავსა და სახელს მავიწყებდეს ! არ მინდა ასე მოქმედებს ჩემზე ისიც საკმარისია რაც თავის დროზე გამიკეთა და მერე წავიდა დამტოვა ჩემს თავთან გრძნობებთან და უაზრო ცხოვრებასთან პირისპირ ჭიდილში ... -კი ! - თვალები დავუბრიალე და ტუჩები მოვპრუწე - მინდა რომელია ისიც მინდა ახლავე ამიხსნა რას აკეთებ აქ როგორ შემოხვედი და შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვო ჩემი სახლი ! - ჩემი ხმა არ ვიცი რატომ საიდან და როგორ იყო ასეთი მტკიცე მაგრამ საკუთარი თავის მე თვითონ გამიკვირდა ... დიდი ძალის ხმევა მჭირდებოდა დამეიგნორებინა მისი ვნებიანი მზერა რომელიც იმდენად დიდი იყო ჩემში პირდაპირი მიმართულებით იღვერობოდა , რომ მივხვდი რა ფორმაში ვიწექი მის წინ დარხვენილმა ისღა მოვახერხე საბანი გადამეფარებინა ნახევრად შიშველ სხეულზე , რამაც მისი ცალ ყბა სიცილი გამოიწვია ... -კარგად იცი რაც მინდა იმას ყოველთვის რომ ვიღებ ... არც აქ შემოსვლა ყოფილა ძნელი თუნდაც იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ სახლს ... განსაკუთრებით ამ ოთახს - ეშმაკურად აათამაშა წარბები და გამახსენა ის მომენტი ამ საწოლზე ღუტუნით რომ მომკლა კინაღამ როგორი ბედნიერები ვიყავით იმ დროს ... კისკისით ვიკლებდით მთელ კოჯორს უნებურად ჩამეცინა მოგონებებზე და თვალი გავუსწორე დათას ... - არც იმის მიხვედრა ყოფილა ძნელი რომ აქ იქნებოდი რადგან მარტო ყოფნა როცა გინდოდა სულ აქ მოდიოდი და ჩემზე ფიქრობდი - ჩაილაპარაკა როგორც თვით კმაყოფილმა იდიოტმა - და არც ისაა ძნელი მისახვედრი რომ ახლა ჩემი ალერსის სურვილით იწვი - ესღა თქვა და ნაზად გადამაწევინა თავი ბალიშზე ტუჩები ჩვეული სიველურით კი არა პირიქით ისეთი სინაზით დამიკოცნა მეგონა ახლა სულს განვუტევებთქო ... მაგრამ უმალვე დაასიგნალა ჩემმა გონებამ და ამდენი წლის ნაგროვები ყველაფერი ცრემლებით გადმოვუშვი ... ხო მე ვიტირე მის წინ ! დაენახა როოგორ მტკიოდა ამდენი წლის განმავლობაში უმისობა ! დაენახა როგორ ვიტანჯებოდი მის გარეშე როგორ მიჭირდა და მაუბედურებდა თითო ეული წამი რომელიც მისგან შორს მქონდა გატარებული დღე რომელიც მისი სუნელით არ მავსებდა დღე რომელიც მისი დანახვით და ჩახუტებით არ იწყებოდა და არ მთავრდებოდა ... 5 უმისოდ გატარებული წელი და ერთიც მასთან ერთად მაგრამ ამავ დროულად შორს რომელიც უფრო მიღებდა ბოლოს ... 6 ტანჯული წელი ... -თიკა ! - დაგიგრვინა მკაცრმა ბოხმა ბარიტონმა - შენ იცი ! იცი რომ ვერ ვიტან როცა ტირი ! - ვხედავდი როგორ უჭირდა თავის გაკონტროლება და როგორ ცდილობდა მშვიდად და წყნარად საუბარს ცივილიზებულად ლაპარაკს და სახის ნაკვთების დალაგებას ... - ვერ ვიტან როდესაც შენ ტირი მითუმტეს ჩემს გამო ხომ იცი ?! -ხო არა ? - ბოლომდე ამომასხა და საუბარი რომ დავიწყე ვერანაირად ვერ გამაჩერა - ვერ იტან არა ?! რაღაც არ გეტყობა 6 წელი გამატარებინე სლუკუნში ტირილში უბედურებაში უაზრობაში და ყველაფერში რაც კი ტანჯვასთან ასოცირდება და ახლა მეუბნები ვერ ვიტანო არა ?! რომ დაადე და წახვედი ეგ რა იყო ?! ჩემი ბრალი რა იყო ?! ის რომ ვიღაც ავად მყოფი იყო გადაკიდებული ჩემზე ?! რა იყო ჩემი ბრალი ის რომ მხოლოდ შენ მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები ?! რა იყო ამიხსენი ! ამიხსენი ! ვერ ამიხსნი ვერა იმიტომ რომ არაფერი ყოფილა ჩემი ბრალი ყოვლად უაზრობის გამო გამატარებინა 6 ტანჯული წელი ! ახლა კი მოდიხარ მშვიდად და მეუბნები რომ ვერ იტან როცა ვტირი მითუმეტეს შენს გამო რატომ გამწირე და გამიმტე იმისთვის რომ ასე დავტანჯულიყავი ? ნუ თუ 1 წლის განმავლობაში აზრადაც არ მოგსვლია ის რომ ხმა გაგეცა ჩემთვის ?! ნუ თუ 5 წლის განმავლობაში არც კი გაგივლია თავში რომ დამლაპარაკებოდი ? არ გენატრებოდი მაინც ?! თუმცა არა შენ ალბათ იმდენი ნაშა გყავდა იქ აყრილი სადღა გქონდა ჩემზე ფიქრის თავი ? ყველაზე ცუდი რა არის იცი ?! დღემდე ჩემს თავში ვეძებდი მიზეზს და ამ წამამდე ჩემს თავს ვადანაშაულებ იმის გამო რაც ახლა ხდება ჩემს თავს ! წამით არ მინდა დავუშვა ის რომ შენ ამის გამკეთებელი იყავი უმიზეზოდ უბრალოდ ადგებოდი და წახვიდოდი თუმცა ამ წამს დავიჯერე იმდენად ცინიკოსი ხარ რომ მკოცნი და მეუბნები მიამიტი ხარო ! რა ვუწოდო შენს საქციელს ?! იჯდა ასე გაჯგიმული და უსმენდა ჩემს მოთქმას ... მოთქმას რა წიკვნს , ბოლოს ჩხუბითაც რომ დავიღალე ცრემლები უფრო დიდი ნაკადით გადმოვუშვი და საწოლზე უკუღმა დავწექი თავი ბალისში ჩავრგე და ხელების ბრახუნი დავუწყე საწოლს ... -მე ... -შენ უბრალოდ ახლა ადგები და წახვალ ! - არ ვიცი ეს გაბრაზება რამდენად დიდი იყო მაგრამ იმდენს ქაჩავდა რომ ჩემი სურვილების საწინააღმდეგოდ მოვქცეულიყავი ... -შენ არ გესმის საქმე სხვანაირად იყო ! -კიდევ მე არ მესმის არა ? - ირონიული სიცილით წამოვჯერი საწოლზე - ეს შენ არ გესმის არაფერი არ გესმის ხვდები დათა ?! არაფერი არაფერი ! -თიკა - წყობილებიდან გამოსულმა დაიღრიალა ჩანქსელიანმა - უნდა წავსულიყავი ! ეს ჩემი სურვილიც არ ყოფილა ! არ მინდოდა არ მინდოდა გყვარებოდი და ისე დამეტოვებინე გესმის ?! მეგონა ასე უფრო გაგიძნელდებოდა ! მეგონა დამივიწყებდი ასე მეგონა ეს სიყვარული ზიზღში გადავიდოდა ! გესმის ?! უნდა წავსულიყავი ეს მარტო ჩემთვის კი არა ჩემი ოჯახისთვისაც საჭირო იყო ! ჩემს პატარა დას ლეიკემია დაემართა ! საჭირო იყო გერმანიაში გადასვლა არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა ! გესმის ?! განა შენც ასე არ მოიქცეოდი ნანუკას გამო ? ვერ მიგებ ? შეიძლებოდა ვეღარ მენახა იმედს არც ექიმები არ გვაძლევდნენ თიკა ! გესმის ?! მოკვდა ... მოკვდა ის გარდაიცვალა ჩემი სიცოცხლის აზრი მოკვდა გესმის ?! ამის მერე რისი სურვილი უნდა მქონოდა ?! აქეთ როგორ უნდა გამომეხედა ?! - გაოცებული ვუსმედი მის მოყოლილს და ირონიულ სიცილს ვგრძნობდი როგორ ცვლიდა ცრემლები სიბრალულის და სიყვარულის ცრემლები ... სულ დავიწყებული მქონდა იმ წამს ის ყველაფერი რაც მე გადავიტანე ჩემი ტკივილი მისასთან შედარებით არაფერი იყო ისე იყო როგორც პატარა კენჭი ოკიანეში ... როგორც წყლის წვეთი ზღვაში ... მტკიოდა მისი ტკვილი მტკიოდა სოფი ... პატარა სოფი რომელიც სულ პატარა გამოეთხოვა სიცოცხლეს მტკიოდა მისი ტკივილი ... თავ ჩაღუნულმა შემოვხვდი კისერზე ხელები და თავი მხარზე დავადე ... -რატომ არ მითხარი ?! მეც შენს გვერდით ვიქნებოდი ერთად გადავიტანდით დათა ... მეთორემეტეში დაემართა ? -ხო ... -სოფი - ამოვისლუკუნე და ცრემლები უკვე მის კისერში გადმოვუშვი ... მხურვალე მარწუხები უფრო მომიჭირა და თავზე მაკოცა -მიამიტი და გულუბრყვილო კი იმიტომ ხარ რომ ... არა როგორ დაიჯერე რომ იმ ავადმყოფის გამო გავბრაზდი და მიგატოვე ?! - სიცილით ამიჩეჩა თმა ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა და ჩამიხუტა -აბა რა მეფიქრა - ამოვისლუკუნე და მის კისერს ტუჩები მივაწებე -ნუ ცუღლუტობ - სიცილით მომიღუტუნა თეძოებზე და საწოლზე ღუტუნით გადამაწვინა ... მკოცნიდა და თან როგორ მკოცნიდა ... სულ დამავიწყა სააქაო ისე მეფერებოდა ... მთელი ღამე მის ალერსში გავატარე ისე თავდავიწყებით მიკოცნიდა ყველაფერს ვნებისგან ვკრუსუნებდი და ვკრუსუნებდი ის კი ჩემს კვნესაზე ჩუმად იცინოდა ... გაგიკვირდებათ და ის ტკივილი რომელიც "პირველ ღამეს" განვიცადე ჩემთვის ისეთი სასიამოვნო იყო თავი წამიერად მაზოხისტი მეგონა ... დილით მის მკლავებში გავიღვიძე ... გავიღვიძე რა გამაღვიძა ჩანქსელიანის ვნებიანმა კოცნამ რომელიც ხელებს ჩემს სხეულზე უმისამართოდ დაასრიალებდა ... ღიმილით დავკარი ცხვირზე ხელი ჩემს ყოფილ და ახლანდელ შეყვარებულს ... და კოცნაში მეც ავყევი ... შეიძლებოდა უფრო შორსაც წავსულიყავით მაგრამ რაღაც დიდმა ბრახუნმა შემოსასვლელიდან გვაიძულა ავმდგარიყავით და პირველ სართულზე ჩაგვეხედა ... აფორიაქებული ავდექი და იქვე მიგდებული ხვალისთვის ანუ დღეისთვის გამზადებული საცვლები და შორტი მაიკა ამოვიცვი ... ღიმილით გადავხედე სვანს რომელმაც სპორტული შარვალი ამოიცვა და კართან მელოდებოდა უცებ ჩავედით პირველ სართულზე და რას ვხედავთ ... -სიურპრაიიიიზ - გამოხდა ჯამბაზი ჯანჯაღავა -სიურპრიზი ქვია მაგას შე ხიხო - თავში წაუთქაა მასხარა აფიციაურმა ძმაკაცს ... ნათლად დავინახე გამომტყვრალი ჩემი მთელი კლასი და სიცილით გავკარი მხარი დათას ... -მგონი ჯანჯღო და ნანჩო რაცხა რუცხებს მაიმუნობენ - სიცილით გადავჩურჩულე ჩემს უკან ატუზულ ჩანქსელიანს რომელიც ხელებს გამეტებით მიჭერდა მუცელზე და თავი ჩემს მხარზე ედო მოხრილს ... -მთავარია ჩვენ ვიცუღლუტოთ მალე და გავაგოროთ ერთი პატარა ცოლო - თვალი ჩამიკრა ჩემმა "ქმარმა" და სიცილით მომიღუტუნა გვერდებში ... -თუ იკაცებ გავაგორებთ კიდეც ქმარო ... - სიცილით ჩავუკარი თვალი და ენა გამოვუყავი ... -კაცობას ყოველ დღე დაგმტკიცებ თუ გინდა - ესღა მითხრა გაკრეჭილმა და ტუჩებზე ვნებიანად დამკავდა ... "ორი წლის შემდეგ" -გაჩუმდიიით ! - სიცილით ვაჩუმებდი კლასლეებს რომლებსაც ბანკეტის მეცხრე წლის თავზე ჩემთან და დათასთან "საერთო სახლში რომელიც ქორწინების შემდეგ შევიძინეთ" მოეყარათ თავი ... - ბავშვებს გამიღვიძებთ ისედაც ძლივს დავაძინე ! სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი და გაბრაზებული ღიმილით გადავხედე ოთახიდან გამომავალ დათას ჩვენი სოფი და ალექსანდრე რომ ეჭირა ხელებში ... ტყუპები ისე დახტოდნენ მის ხელებში ძლივს იჭერდა ორივეს ერთად სიცილით მომიჯდა გვერდით და სოფი გადმომილოცა ხელებში ... -იფ იფ თქვენ გენაცვალეთ კიდევ როდის უნდა გააგოროთ ბაღნები ? - სიცილით გამოვიდა სამზარეულოდან ჯანჯღავა რომელსაც უკან "მისი შეყვარებული ნანუკა" მოჰყვა ... ღიმილით გადავხედე დათას რომელსაც თვალთა ხედვიდან არ გამორჩენია თმა აჩეჩილი ნანუკა ... -მგონი თქვენ დაგვასწრებთ ! - ეშმაკურად ჩავუკარი თვალი წყვილს და დათას მხარზე თავი დავადე ... -ვინ ესენი ? ცოლო კარგი დღე არ გელის ღამე - სიცილით მაკოცა თავზე ჩანქსელიანმა ... -მიყვარს ცუდი დღეები - ვუჩურჩულე ეშმაკურად ყურში და ტუჩებზე ვნებიანად დავესხი თავს ... "დასასრული" მოკლედ რა მინდა გითხრათ გადავწყვიტე სულ დავდო თუ დავწერ ისსტორიები სრულად ... ესე უფრო მიადვილდება მართალია არ ვაგვიანებ ხოლმე და პატარა თავებსაც არ ვდებ მაგრამ რატომღაც ასე მინდა და მომწნს ... მგონი თქვენთვისაც ასე უფრო კარგია იდეები მრავლად მომდის თავში მაგრამ დრო ცოტა მაქვს ამიტომ იმის შიშით რომ დავიგვიანებ ხოლმე ვცდილობ ასე დავწერო და დავდო თავს ძლივს ვიკავებ და სულ ვფიქრობ იქნებ 1 ნაწილი ახლა დავდო მეორე ხვალ თქო მაგრამ არა ასე ჯობს ... გამიზიარეთ თქვენი აზრი ისტორიასთან და წერის სტილთან დაკავშირებით ჩემი სტიმული ხართ თქვენ ! მიყვარხართ ძალიან იმედია კომენტარებით გამახარებთ დამენახეთ ერთგული მკითხველები ! ხო სურათზე წინა ისტორიაშიც წყვილი იყვნენ და აქაც წყივლი არიან ... მიყვარხართ მე თქვენ მაბედნიერებთ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.