შიშის ნოტები! (ნაწილი პირველი)
პირველ რიგში ყველას მოგესალმებით ახალი ისტორიით, გადავწყვიტე სრულად არ დამედო და რამდენიმე თავად გავყავი..პერსონაჟები დაკავშირებული არიან "იმ მელანქოლიურ სეზონზე", წაკითხვა სავალდებულო არ არის.. რამდენიმე თავი უკვე დაწერილი მაქვს, ამიტომ შევეცდები ყოველდღე დავდო,ასე თუ ვერ მოვახერხებ ორი დღის ვადაში აუცილებლად დავდებ ხოლმე..უღრმესი მადლობა ყველას ვინც მომწერეთ ან უბრალოდ წაიკითხეთ ჩემი წინა ისტორია, თქვენ მე მაბედნიერებთ! <3 ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. ყველა ძალიან მიყვარხართ ! <3 გარეთ საშინლად ციოდა, ქარი უმოწყალოდ უბერავდა და ფოთლების ჯარს საცოდავად ატრიალებდა, თითქოს მისი მარიონეტები ყოფილიყვნენ.. გამხდარი სხეული ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო, ხელები მუხლებისთვის მოეხვია და ფანჯრიდან იყურებოდა უმისამართოდ.. იყო სიცარიელე..იყო ემოციების ზღვა და რაც ყველაზე საშინელებაა სიმარტოვის საშინელი სუნი, რომელიც ყელში უჭერდა და თითქოს გუდავდა.. უცხო ქვეყანაში, მშობლების და ძმის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირდა.. უნდოდა დილაობით ისევ შეპარულიყო თავისი მშობლების ოთახში და ეყვირა „მტერი შემოგვესია, სასწრაფოდ პოსტებზე განლაგდით“-ო, მერე კი მათ დისორიენტირებულ და შეშლილ სახეებზე ჩაბჟირებამდე ეცინა. კენტად ჩამოგორებული ცრემლი სასწრაფოდ მოიშორა ხელის გულით და თავს შემოუძახა, სულ რამდენიმე თვეც და ისევ თავის ოჯახთან იქნებოდა, ისევ მოუშლიდა საბას ნერვებს, მერე კი უდარდელად შეიკეტებოდა ოთახში, მშვიდად წამოგორდებოდა საწოლზე და მოუსმენდა თავისი ძმის მუქარას, ლილე სიცილით დაამშვიდებდა ქმარს და თანდათან მიწყდებოდა კარებზე ბრახუნის ხმაც.. საბაზე იმდენად იყო მიჯაჭვული, ყველაზე მეტად მისი დატოვება გაუჭირდა.. მაშინაც, სულ პირველად ძალიან რომ ეტკინა გული და უსიცოცხლო ფრინველივით დაენარცხა მიწაზე საბა მთელი დღეები მის საწოლთან იჯდა და ათასი სახალისო ისტორიით ართობდა.. საბა სულ სხვა იყო, საბამ ყოველთვის იცოდა რა უჭირდა, საბა ყოველთვის მშვიდად ესაუბრებოდა, საბა უბრალოდ მისი გმირი იყო.. კიდევ დიდხანს იყურებოდა გარეთ, ფანჯრიდან დანახული სულ სხვა იყო, ერთი შეხედვით სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ როგორც კი გარეთ გავიდოდა თავისდაუნებურად ერთვებოდა ქაოსურ ყოველდღიურობაში.. დამძიმებული სხეული ნელა აზიდა და საძინებელში გალასლასდა.. აღარ უნდოდა ეფიქრა როგორ აკლდა ოჯახი, უბრალოდ დასვენება და გონების განტვირთვა ჭირდებოდა, ხვალ კი ისევ ენერგიულად დაიწყებდა დღეს.. დილით ძალიან ადრე გაეღვიძა, ვერაფრით რომ ვეღარ დაიძინა აივანზე გავიდა და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა... ხალათს მჭიდროდ იჭერდა, ჯერ კიდევ ციოდა.. უნივერსიტეტში როგორც ყოველთვის გაღიმებული და ხალისიანი შევიდა... გუშინდელი უხასიათობიდან აღარაფერი იყო დარჩენილი, უხაროდა რომ ეს მისი ბოლო წელი იყო უკრაინაში და სულ რაღაც 2-3 თვეში საქართველოში დაბრუნდებოდა... უკვე ბილეთების დაჯავშნაზე ფიქრობდა.. ისევ გაეცინა თავის მოუთმენლობაზე და გაღიმებული გამოვიდა უნივერსიტეტიდან. _ნაინა, ზურგიდან მოესმა კაცის ბოხი და ძალიან ნაცნობი ხმა.. უკან მიბრუნებულს ანდრო რომ შეეჩეხა ჯერ სიხარულის ტალღამ დაუარა, მერე ერთაინად ანერვიულდა ანდროს უეცარი გამოცხადებით _ჩემები კარგად არიან ? ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა და თვალების საშინელი წვა იგრძნო _ნაინა, ისევ ისეთი ემოციური და მშიშარა ხარ, ნაზად დაუსვა თმაზე ხელი და გულზე მიიხუტა.._რა თქმა უნდა ყველა კარგადაა, მე და ნინა ვართ ჩამოსულები ცოტა ხნით ბიზნესის საქმეზე მხოლოდ ახლა შეამჩნია მანქანაში მჯდარი ნინა და ერთიანად მოეშვა.. _მეკიდევ რა აღარ ვიფიქრე, გულზე ხელი მიიდო და ღიმილით ჩაეხუტა მამამისის საუკეთესო მეგობარს, მერე კი მანქანისკენ წავიდა და იმ წუთში გადმოსულ ნინას მკლავები შემოხვია.. _ნინა უბერებელი და ულამაზესი ქალი ხარ! ნინამ ხმამაღლა გადაიხარხარა და მაგრად შემოაჭდო მკლავები მონატრებულ სხეულს. _ნაინა, შენ ის შვილი ხარ, რომელზეც მთელი ცხოვრება ვვოცნებობდით მე და ანდრო.. ძალიან მომენატრე ჩემო ლამაზო გოგო.. მთელი სახე დაუკოცნა და მანქანისკენ უბიძგა.. ნინას და ანდროს ჩამოსვლამ სულ ოდნავ მაინც ჩაუცხრო გაღვივებული მონატრება, ვერაფრით ანსხვავებდა მათ თავისი მშობლებისგან. კარგად ახსოვს პატარა რომ იყო და რამეს რომ დააშავებდა, სალომე მკაცრად სჯიდა, ნინა კი ჩუმად აცინებდა და ეფერებოდა.. არაერთხელ უთქვავთ ანდროს და ნინას ჩვენი ნანატრი შვილი ხარო.... დღეები არცისე უფერულად გადიოდა ნინას და ანდროს ჩამოსვლის შემდეგ.. ისევ ღიმილით დადიოდა უნივერსიტეტში, ისევ ძალიან კარგად სწავლობდა და ისევ თითებზე ითვლიდა გამგზავრებამდე დარჩენილ დღეებს... ხანდახან ძალიან აოცებდა ანდროს დაჟინებული მოთხოვნა უნივერსიტეტში წაყვანა-წამოყვანაზე, მაგრამ არაფერს ამბობდა.. ბოლო დროს ზედმეტად დაძაბულიც კი ეჩვენებოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, უბრალოდ სხვა არაფერზე აღარ ეფიქრებოდა იმის გარდა, რომ სულ ცოტა ხანში საქართველოში დაბრუნდებოდა თავის ოჯახთან.. ყველა საბუთი შეამოწმა, კიდევ ერთხელ მოათვალიერა სახლი და კარი ჩაკეტა.. ანდრო მანქანასთან ელოდებოდა, ეცინებოდა ნაინას მოუთმენლობაზე, გულის სიღრმეში ძალიან წყდებოდა გული, რომ არ შეეძლო თავის შვილს დალოდებოდა, მაგრამ ნაინაც ხომ მისი შვილი იყო.. თავი გადააქნია და გაიღიმა.. გული დაწყდა ანდრომ და ნინამ წამოსვლა რომ ვერ შეძლეს, მაგრამ ოჯახის ნახვა იმდენად ახარებდა ახლა ალბათ ვერაფერი გაუფუჭებდა ხასიათს.. აეროპორტში არავინ დახვდებოდა, ანდროს კატეგორიულობის მიუხედავად მაინც შეძლო მისი გადარწმუნება, რომ ტაქსით მისვლა ჯობდა, თან ოჯახს სურპრიზს გაუკეთებდა.. ანდრო კუშტი მზერით უყურებდა, საბოლოოდ მაინც დანებდა.. გაშეშებული იდგა აეროპორტში და კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ თავისი სამშობლო სულ სხვა იყო..აქ ჰაერიც კი სხვანაირი იყო, თითქოს უფრო თავისუფლად სუნთქავდა... უსაზღვრო სიამაყეს გრძნობდა და ღმერთს უამრავ მადლობას უხდიდა ქართველობისთვის ! ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ის ოთხი წელი საერთოდ გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან.. სახლისკენ მიმავალს კიდევ ერთხელ აუჩქარდა გული, ჯერ კიდევ ვერ აღიქვავდა, რომ თავის სახლში ბრუნდებოდა და წამიერად ძალიან შერცხვა ასეთი გაუცხოებული რომ იყო.. მთელ ცხოვრებად უღირდა ამ ემოციის მიღება, რასაც ახლა გრძნობდა. უზღვავი ემოციის წყაროდ ქცეულს, ძალიან უნდოდა პატარა ბავშვივით ეტირა, იქნებ ასე მაინც გადმოეცა რასაც გრძნობდა.. უბრალო წვრილმანები გვჭირდება ბედნიერებისთვის, ემოციის გარეშე ვერასდროს ხვდებოდა ოჯახის წევრების გადამეტებულ ყურადღებას და სითბოს.. ყოველთვის თავის ოჯახზე ნაკლებად მიაჩნდა თავი, თითქოს ძალიან ბევრ არდამსახურებულ სიკეთეს და სიყვარულს იღებდა.. რამდენიმე დღე კარგად დაისვენებდა, მერე კი აუცილებლად იშოვიდა სამსახურს, ისედაც ძალიან მადლიერი იყო თავისი მშობლების, ახლაც კისერზე რომ არ დაწოლო მათ.. სულიერი სიმშვიდე უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში, გრძნობდა ისევ ის სიმშვიდე და ჰარმონია დაუბრუნდა, წასვლამდე რომ ჰქონდა.. კიდევ ერთხელ იგრძნო არდამსახურებული ბედნიერება და გული შეეკუმშა.. ახლა ამაზე არ უნდა ეფიქრა..აფსურდულიც კი იყო იმაზე ფიქრი, რომ ოჯახისგან რამეს არ იმსახურებდა.. თავი გადააქნია და საწოლიდან წამოდგა.. გასაუბრებაზე არ ნერვიულობდა, საკმარისი ცოდნის მარაგი ჰქონდა საიმისოდ, რომ უარი არ ეთქვათ მის აყვანაზე.. _პასუხს რამდენიმე დღეში გაგაგებინებთ, თბილად მიმართა საშუალო სიმაღლის სანდომიანმა ქალბატონმა. _გმადლობთ, ნახვამდის, მსუბუქი მოძრაობით დაუკრა თავი და კარი გამოიხურა.. ძლივს მოძებნა მობილური და საბას უპასუხა. _საბა ? _სად ხარ მთელი დღე ? დაუფარავად გაიღიმა საბას წარბაწეული სახე რომ წარმოიდგინა.. _სამსახურის საქმეზე ვიყავი და ახლა მეგობრებთან მივდივარ, რამე ხდება ? _მეგობრების ნახვას მერე ვერ მოასწრებდი ? ჯერ ხომ ახლა ჩამოხვედი _აუტანლობას აქვს ადგილი, წარბები მოჭმუხმა ნაინამ. საბამ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა.. _დამირეკე რომ გამოხვალ და მოგაკითხავ _ძიძობას ეჩვევი ? _ნაინა! ისევ გადაიკისკისა საბას სახის წარმოდგენაზე და მობილური გათიშა.. ვერაფრით დაფარა ემოციები, რომელიც მეგობრების ნახვამ გამოიწვია. მისი სამყაროს სხვანაირი აღქმა, მეგობრობის სულ სხვანაირ ხედვას უყალიბებდა, სულ ახსენდებოდა ხოლმე რემარკის „სამი მეგობარი“ და ყველაზე ამაყი იყო წიგნის პერსონაჟებს და თავის მეგობრებს შორის უამრავ საერთოს რომ ხედავდა..ყველაზე გულწრფელ ემოციებს გრძნობდა მათგან ყოველთვის, ამაზე მეტი არც ჭირდებოდა ბედნიერებისთვის.. საბამ არაფრით რომ არ დაანება თავი, იძულებული გახდა სახლში წასულიყო.. ბევრი ებუზღუნა გზაში, მაგრამ საბას ერთი გაღიმება საკმარისი იყო მის გასაჩუმებლად.. დამსუბუქებული და ბედნიერი დააბიჯებდა სახლში. ენით აღუწერელი ბედნიერება მიანიჭა ერთმა ზარმა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ უკვე დამოუკიდებელი იყო, სამსახურში დაამტკიცეს ! გასაცნობი ტრენინგები იმდენად ღლიდა, სახლში მოსული მაშინვე იძინებდა.. საკმაო უკმაყოფილება გამოიწვია ოჯახში მისმა მუშაობამ, მაგრამ საბოლოოდ ყველა დააშოშმინა და მშვიდად განაგრძო თავისი საქმე.. ერთ კვირაში უცხოელ ინვესტორებს ხვდებოდა, ასე ძალიან მაშინაც არ უნერვიულია უკრაინიდან მიღებულ კონვერტს რომ ხსნიდა. სჯეროდა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. რაც მთავარია იმედი არასდროს დაუკარგავს, რომ ყველაფერს შეძლებდა. ღამით ვერაფრით დაიძინა..ის დღეები გაახსენდა უკრაინაში რომ იყო და ხშირად მარტოს უწევდა გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ყველაზე მეტად სჭირდებოდა ოჯახის თანადგომა და თუნდაც ერთი დამამშვიდებელი სიტყვა, რომ ყველაფერს გაუმკლავდებოდა.. ახლა ოჯახთან იყო, მაგრამ მაინც არუნდოდა თავისი ნერვიულობა მოეხვია მათთვის თავზე.. უკვე თენდებოდა სააბაზანოში რომ შევიდა.. კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში და ოთახი დატოვა.. კიდევ ერთხელ აივსო ბენდიერებით ოჯახის თანადგომა რომ იგრძნო.. ახლა უკვე ზუსტად იცოდა აღარ ინერვიულებდა, უბრალოდ შეეცდებოდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა როგორც საჭირო იყო.. ყველაფერმა იმაზე უკეთესად ჩაიარა ვიდრე ელოდა. კმაყოფილი დააბიჯებდა დარბაზში და ინვესტორებს ესაუბრებოდა.. _ნაინა, ძვირფასო შეუდარებელი იყავი, ღიმილით მიუახლოვდა საშუალო ასაკის მამაკაცი _ბატონო გიორგი დიდი მადლობა, ყველანაირად ვეცადე, ფართოდ გაუღიმა და აციმციმებული თვალები მიანათა _შემდეგ თვეში კიდევ გვექნება მსგავსი პროექტები და მინდა შენ უხელმძრვანელო, ახლა ზუსტად შენნაირი კადრები გვჭირდება _სამსახურიდან მიძახებენ, სამწუხაროდ უნდა წავიდე, მაღალი, მხარბეჭიანი მამაკაცი ნერვიულად ირწეოდა ერთ ადგილზე.. _შენი სამსახური გადაგვიყოლებს ყველას, თავი გადააქნია გიორგიმ.. _ანდრონიკე გაიცანი, ნაინა დაშნიანი.. ნაინა ჩემი შვილი ანდრონიკე _დაშნიანი ? წარბები ირონიულად აწკიპა ანდრონიკემ.. _კანონიერი ქურდის, დავით დაშნიანის ქალიშვილი ? მამა როგორი სანდო და პატივსაცემი თანამშრომლები გყოლია, ღვარძლიანად ჩაილაპარაკა და ჯიქურ ჩახედა თვალებში.. ეგონა ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, საშინლად რცხვენოდა ასე დასჯილი ბავშვივით რომ იდგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.. მამამისის ცხოვრების წესი ყველაზე კარგად იცოდა, მაგრამ ეს მის პიროვნებაზე არ უნდა ასახულიყო, მითუმეტეს დავითი არასდროს ყოფილა მკვლელი და გამომძალველი.. გული ეტკინა რომ არ შეეძლო ერთი სიტყვით მაინც დაეცვა მამის სახელი და თავის სისუსტეზე გული ერეოდა _ანდრონიკე რა ლაპარაკია ეს ? მკაცრად შეუტია გიორგიმ _სახლში ვისაუბრებთ, ახლა ძალიან მეჩქარება, კიდევ ერთხელ გადახედა ირონიული ღიმილით და დარბაზი დატოვა.. _ძალიან გთხოვ მაპატიე შვილო, ანდრონიკე გამომძიებელია და ხომ გესმის მისი დამოკიდებულება.. _ყველაფერი კარგადაა, შეეცადა გაეღიმა, მაგრამ ტუჩების უფორმო მოძრაობა უფრო იყო ეს ვიდრე ღიმილი.. _თუ შეიძლება სახლში წავალ _კეთილი, მაშ ხვალამდე, ზურგზე ხელი მოუთათუნა და გასასვლელამდე მიაცილა.. მთელი სიმძაფრით დაეჯახა არდამსახურებული დამცირების გრძობა და ინატრა ახლა, აქვე მომკვდარიყო..არასდროს შეუხედავს მამისთვის ამ კუთხით, ის უბრალოდ მისი საყვარელი ადამიანი იყო და ამით სრულდებოდა ყველაფერი.. თავს ისე უსუსურად გრძნობდა, იმდენად აწვებოდა ყელში დამცირება და შეურაცხყოფა, უნდოდა ახლა აქვე მომკვდარიყო და მეტჯერ აღარ გაეგო მამამისის სახელის ირონიულად მოხსენიება.. სახლში ცოცხალ-მკვდარი დაბრუნდა, მხოლოდ ლილესთან შეძლო დალაპარაკება, ისიც ძალიან ზერელედ.. საბა ყოველთვის გაუგებდა, მაგრამ არა ახლა და ამ სიტუაციაში... მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე გაატარა, ცდილობდა სულ ოდნავი სიკეთის სხივი მაინც დაენახა ანდრონიკეში, უბრალოდ შეუძლებელი იყო გიორგის ასეთი შვილი ჰყოლოდა.. ბავშვობიდან გამჯდარი ჰქონდა ქვეცნობიერში, რომ ყველასგან შორს უნდა ყოფილიყო, მისთვის არ შეიძლებოდა ისეთი რაღაცეები რასაც წესით არცერთი მშობელი უშლის თავის შვილს, არასდროს დარჩენილა შებინდებამდე ეზოში.. დაცვის ან ძმის გარეშე არასდროს ყოფილა დაბადების დღეზე ან უნივერსიტეტში..ალბათ ესეც იყო მიზეზი უკრაინაში გაეგრძელებინა სწავლა და სულ ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინა ვინ იყო მამამისი.. ნეტავ უფრო მარტივი ცხოვრება ჰქონოდა.. რა თქმა უნდა არასდროს დაიწუწუნებდა ამაზე არავისთან, მაგრამ გულის ძალიან ღრმა კუნჭულში მაინც საშინლად უნდოდა მამამისი თუნდაც უბრალო ხელოსანი ყოფილიყო, მაგრამ არა კანონიერი ქურდი.. სიტყვის უთქმელად წავიდა სამსახურში.. ყველანაირად ცდილობდა უარყოფითი ემოციები თავისსში ჩაეკლა... საბუთების მოწესრიგებამ ისე შეიყოლია, სულ ცოტა ხნით მაინც გადაავიწყდა გუშინდელი ინციდენტიც და საშინელი გულის წყვეტაც.. _ვხედავ საკმაოდ ბეჯითი ხარ, ისევ ირონიული ხმა, ისევ საშინელი დაუმსახურებლობის შეგრძნება და ჩამქრალი თვალები.. _ვფიქრობ თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ ვიდრე ჩემს კაბინეტში ყოფნა და უსარგებლო საუბარია, უემოციოდ ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა, უბრალოდ არ შეეძლო მისთვის ისევ მიეცა დამცირების და დაცინვის უფლება..ის არიყო დამნაშავე არაფერში, მას არ აურჩევია ასეთი მძიმე ცხოვრება და ვინმეს რომ არ შეეხსენებინა, ისედაც მშვენივრად ხვდებოდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა.. _ნუთუ ლაპარაკიც შეგიძლია ? სარკასტულად შენიშნა ანდრონიკემ.. _როგორც ხედავთ ასეა, მშვიდი ხმით წარმოთქვა და გასასვლელისკენ წავიდა.. _წასვლის უფლება არ მომიცია.. _ნებართვა არ მითხოვია! მკაცრად ჩილაპარაკა და სახელური ჩამოწია, მთელი ძალით რომ გადაუგრიხეს ხელი და კარს ააკრეს _შენ ის ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ლაპარაკისაც კი უნდა რცხვენოდეს! თუ შენც ძალიან გეამაყება მამაშენის კანონიერი ქურდობა _თქვენ არავინ გეკითხებათ, ძლივს შენარჩუნებული სიმტკიცით ჩაილაპარაკა და ტკივილისგან სახე მოეკრუნჩხა.._ ხელი გამიშვით, მამაჩემი თუ ცივსისხლიანია, წესით არ უნდა გინდოდეთ მას დაემსგავსოთ, ახლა კი მომაშორეთ თქვენი ხელები.. იგრძნო როგორ დაიჭიმა ანდრონიკეს ხელი და როგორ გაუხშირდა სუნთქვა.. _შემომხედე! იღრიალა გამწარებულმა და ყბებში უხეშად მოკიდა ხელი.. ყველაზე მეტად შეეშინდა იმ ცეცხლის რომელიც მის თვალებში დაინახა და მოსალოდნელ შედეგზე ფიქრიც კი ვერაფრით გაბედა.. _არასდროს გესმის, არასდროს გაბედო და მამაშენს არ შემადარო ! განრისხებულმა ჩაილაპარაკა და კარი გაიჯახუნა.. გახურებული სახე და ხელი აგრძნობინებდა, რომ ყველაფერი რეალური იყო და არ მოჩვენებია..ვერაფრით ხვდებოდა რატომ უნდა ჰქონოდა სრულიად უცხო ადამიანს ამხელა ზიზღი და აგრესია მის მიმართ.. ვერგამოუთქმელმა სიტყვებმა და ემოციებმა ერთიანად დაშალა და პანიკის ნოტები გაუნაწილა მთელ ორგანიზმში, უბრალოდ არ შეეძლო ანდრონიკეს საქციელი აეხსნა, მამამისის ცოხვრების წესი მასთან არაფერ კავშირში იყო, სხვის ჩადენილ ცოდვებზე თვითონ ვერ აგებდა პასუხს... ანდრონიკეს ყოველდღიური ვიზიტები უფრო მეტად ურთულებდა ცხოვრებას და ვერაფრით ახერხებდა ემოციები მოეთოკა..მიღებული სტრესი საშინლად მოქმედებდა მის საქმიანობაზეც და ჯანმრთელობაზეც.. ერთ-ერთი ვიზიტის დროს იმდენად მოულოდნელი მოთხოვნა წაუყენა, უნდოდა დაყრუებულიყო, მაგრამ ეს სიტყვები არ გაეგო.. _ჭკვიანი გოგო ხარ და იცი, რომ რასაც მოვინდომებ ყველაფერს გავაკეთებ, სამ დღეში შენს ოჯახთან მოვალ და შენს ხელს ვთხოვ, იცოდე სისულელეებზე ფიქრი ახლავე ამოიგდე თავიდან და მოემზადე მომავალი ნიშნობისთვის, იცოდე არ გამაბრაზო, ეს შენს ოჯახზე ძალიან აისახება და შენ ხომ არ დაუშვებ თუნდაც შენს ძმას რამე ცუდი მოუვიდეს? ბოლოს და ბოლოს მალე მამა გახდება, ირონიულად გაუღიმა, ცივად შეუშვა ხელი და ოთახი დატოვა არახსოვს რამდენ ხანს იდგა ოთახში გაშეშებული, უჰაერობა რომ იგრძნო, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ უნდა ესუნთქა..ცუდად ხდიდა იმის გააზრებაც კი, რომ შეეძლო მისი ოჯახისთვის რამე დაეშავებინა. გამოსავალი ისეთი მიუწვდომელი და შორი ეჩვენებოდა ამაზე ფიქრსაც კი არ ჰქონდა აზრი.. ვერასდროს დაუშვებდა მის ოჯახს რამე მოსვლოდა, მითუმეტეს მისი მიზეზით.. გადაწყვეტილება ცხადი იყო, ანდრონიკე მიიღებდა რასაც მისგან ითხოვდა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.