მუხის ძირას ( ნაწილი მეორე / თავი 2-4 )
თავი 2 გიორგი ნანამ გამაცნო დღეს დილით,ახალი ჩამოსულია და არც არავის არ იცნობს აქ,ნუ ნანას გარდა. დილით მე და ნანა მარკეტში ვიყავით და იქ შეგვხვდა გიორგი. ნანამ გაგვაცნო ერთმანეთი. - იქნებ დღეს საღამოს გიორგისაც დაუძახო გარეთ რომ გახვალ? - მითხრა ნანამ მარკეტიდან რომ გამოვედით - რატო? - აქ არავის არ იცნობს და ცოდოა სულ მარტო - ნუ კაი საღამოს გარეთ გასასვლელად რომ მოვემზადე,გამახსენდა ნანას თხოვნა და გიორგის სახლისკენ წავედი. გიორგის ეზოში ორი ქალი და ბავშვი იყვნენ. - გამარჯობა,გიორგი სახლშია? - კი,დავიძახებ ეხლავე - მიპასუხა ერთ-ერთმა ქალმა - შემოდი შვილო - არა იყოს,აქ დაველოდები დაახლოებით 5 წუთში გიორგიც გამოვიდა ეზოში - რას შვები? გახსოვარ? - კი ნანას შვილიშვილი ხარ ხო? ლიკუნა - დაახლოებით,გცალია? გავისეირნოთ - კი,წამო - სად გინდა წასვლა? - აზრზე არ ვარ აქ რა ხდება ვაბშე - ნუ კაი - გამეცინა მე - დაახლოებით რას ნიშნავს? - ჰა? ააა,ბაბუაჩემის მეორე ცოლია - ეხლა გასაგებია ქუჩაზე გამოვედით,ჯერ არ ვიცოდი სად ვაპირებდი მის წაყვანას,ჩემ ადგილებზე რომ წამეყვანა არ მინდოდა,ამიტომ გავუყევი ქუჩას - სად მიგყავარ? - ჯერ არ ვიცი,რავი - არ ხდება საინტერესო არაფერი? - არა სამწუხაროდ - სადმე სტადიონი არის? - კი - წამო იქ - თამაშობ ფეხბურთს? - კი,ფეხბურთელი ვარ,გაგრაში ვთამაშობ - ვაა,მაგარია მალე მივედით სტადიონთან . ბევრი ბიჭი ირეოდა. მალე გაიცნო გიორგიმ ვიღაც ბიჭები და შეერია ბრბოს... - თამაშს ვაპირებთ,ხო დარჩები? - დავრჩე? - ხო და მიბალენშიკე - ხო კაი - გამეცინა - არ მიღალატო - არა,რას ამბობ - ისევ გამეცინა იქვე დავჯექი და ვუყურებდი ჩემთვის საერთოდ გაუგებარ თამაშს. ისე საინტერესო კი იყო,თან მაზიანზე თამაშობდნენ 50 ლარზე. გიორგიმ პირველ ტაიმში,როგორც ისინი ეძახდნენ პირველ 20 წუთს 2 გოლი გაიტანა და ამ დროს სულ თვალს მიკრავდა,ერთხელ კი ვიფიქრე რამ გააგიჟა-მეთქი,მაგრამ მერე დავიკიდე. მეორე ტაიმამდე 5 წუთი შეისვენეს. - აბა მოგეწონა? - მოვიდა გიორგი ჩემთან - ფეხბურთი? - არა,შტერო მე - ხო,კარგად თამაშობ - ყველა გონი შენ სახელზეა იცოდე - გამიცინა, მე გაკვირვებულმა შევხედე,მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე გაიქცა უკან. - ლიკუნა? - კითხვის ფორმით მომმართა უკნიდან სანდრომ - ხო - აქ რა გინდა? - ფეხბურთს ვუყურებ თუ ხედავ - შენ და ფეხბურთი? - ხო,რა იყო? - არაფერი - მითხრა გაკვირვებულმა და წინ წავიდა,მოშორებით და იქ დაჯდა,რაც ძალიან გამიკვირდა. თამაშის ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაიტანა,ოღონდ ეხლა აღარ შემიხედია,ალბათ ისევ აპირებდა თვალის ჩაკვრას და თავი ავარიდე.თამაშის შემდეგ გიორგიმ ჩაურბინა სანდროს და ჩემსკენ ამოირბინა. - მოიგეთ? - ხო აბა?! - გილოცაავ,მაგარიაა - წამო მოგებული ფულით რამეზე დაგპატიჟებ - რა საჭიროა - არა,წამო - ნუ კაი ავდექი და გიორგის გავყევი,ერთხელ მივიხედე უკან და სანდროს ბრაზიან თვალებს შევეფეთე,უცებ გამოვიხედე უკან და გზა განვაგრძე. - ის ბიჭი ვინ იყო? - ვინ? - აი რომ გელაპარაკებოდა - აა,ჩემი ბავშვობის მეგობარია გიორგი მარჯეტთან გაჩერდა - რა გიყვარს ყველაზე მეტად? ტკბილეული - ჰმმ... ნაყინი,მარწყვი და ბანანი - ერთად? - ხო - გავუცინე - კიდე? - კიდეე... აუ საზამთრო - კაი გიორგი მარკეტში შევიდა,მე იქვე ხის სკამზე დავჯექი,აღარ შევყევი დამეზარა. 10 წუთის შემდეგ გიორგიც გამოვიდა ერთ ხელში ნახევარი საზამთრო და კოვზი ეჭირა,მეორეში კი ლუდის ერთჯერადი ჭიქა,რომელშიც ნაყინი იყო ბანანით და მარწყვით. - ეე რა ბიჭი ხააარ ! - მიირთვი - აუ,ძალიან დიდი მადლობაა - რისი მადლობა შტერო - გამიცინა გიორგიმ,გვერძე მომიჯდა და მიჯდა,მიყურებდა როგორ ვჭამდი მის მოტანილ ნაყინს. უკვე ბნელოდა სახლში რომ მივედი. - მადლობა რომ გამომიარე - მადლობა ნაყინისთვის და საზამთროსთვის - შენი დამსახურება იყო ის 10 ლარი - და მაგიტო მიყიდე - გამეცინა - რა შტერი ხარ - კაი შევედი - კაი,მიდი სანამ ჭიშკარს გავაღებდი უკან მივიხედე და ისევ იქ იდგა,მიღიმოდა... *** პიჟამოთი ვიჯექი ფანჯრის რაფაზე სიგარეტით ხელში და დღევანდელ უცნაურ დღეზე ვფიქრობდი. გიორგიზე კი არა დღეზე. ჩემთვის უჩვეულო დღე იყო. ჩემ წინ ტელეფონი განათდა და ვიბრაციაც ვიგრძენი. - გამოდი ჭიშკართან ვარ - ხო კარგად ხარ? 1 საათია - გამოდი,თორე შემოვალ - ძაღლი თუ გახსოვს? - გამოდი ლიკუნა! ავიღე ტელეფონი და სახლის მეორე მხარეს გავიქეცი,რომელიც ეზოს წინა მხარეს გადაყურებდა და მართლაც დაღმართთან იდგა,სახეს ტელეფონის შუქი უნათებდა. ისევ გავიქეცი ჩემ ოთახში,სპორტული შარვალი,მაიკა და კედები ჩავიცვი და ეზოში გავედი. კობას და ნანას ოთახი კიდევ კარგი უკანა ეზოს უყურებს. ძაღლიც არ ჩანდა ახლოს,ანუ მის ყეფასაც გადავურჩი. ჭიშკარს რომ არ ეჭრიალა გადავწყვიტე გადავმძვრალიყავი. გავედი ეზოდან და სანდროსკენ წავედი. - რა იყო სადნრო ისეთი რომ ხვალამდე ვერ მოითმინე? - აუ ჩემი,იგივეს მიკეთებ? - რა? - ეხლა იმ ბიჭთან უნდა იყო? - რეებს იგონებ? ან შენი ვაბშე რა საქმეა? - აუუ ჩემი!! - რა აუ შენი?! ხო გყავს ის შენი ისტერიჩკა და იმას გაუმართე სცენები - შენ ამდენი ხანი ვერაფერს ვერ მიხვდი?! - ეს შენ ვერ მიხვდი სანდრო ამდენი ხანი ვერაფერს... - პასუხს აღარ დაველოდე და ჭიშკრისკენ წავედი. თავი 3 სანდროზე ძალიან მეშლება ნერვები,პრეტენზიებით მოდის და არადა თვითონაც არ იცის რა უნდა. პროსტა რა!! გიორგიმ გამომიარა გავისეირნოთო. - სად წავიდეთ? - მოდი ჩემ მეგობარს გაგაცნობ - რომელს? - აი გუშინ რომ მეკითხებოდი იმას - კაი - ორაზროვნად მიპასუხა გიორგიმ სანდროს სახლთან რომ მივედით დავურეკე,რომ გამოსულიყო. ერტობა ძალიან გაუხარდა ისე მალე გამოვიდა. - გაიცანი გიორგი, გიორგი - სანდრო - ეხლა? - იკითხა გიორგიმ - ეხლა ანისთან წავიდეთ - ანი ვინაა? - ჩამეკითხა გიორგი - ჩვენი მეგობარია,აქვე ცხოვრობს,გავერთობით - მე მეგონა მარტო ბიჭებთან მეგობრობდი. - ორივეს გაგვეცინა ანი ძალიან კარგ ადგილას ცხოვრობს. იმ ადგილას მხოლოდ მისი სახლი დგას,ორსართულიანი დიდი ვერანდით და ერთი პატარა მანსარდით,სადაც ასევე პატარა აივანია,მაგრამ წინ ყველაზე ლამაზი ხელი იშლება. დიდი მინდორი,სადაც სულ გვირილებია და მხოლოდ ერთი უზარმაზარი მუხის ხეა,ამ მინდვრის შემდეგ კი ისევ სულ მინდვრებია. ულამაზესი ჰორიზონტი მოჩანს წინ. ანის აივნიდან მზის ჩასვლის ყურებას არაფერი არ მირჩევნია. თუ უმეტესობას მზის ჩასვლის ყურება ზღვაში უყვარს,მე პირადად მირჩევნია აქედან ვუყურო. ულამაზესი ცა,მზე,რომელიც მინდვრების უკან ცურდება და ყვავილებიც ლამაზად ანათებენ მზის სხივების გამო. ულამაზესი სანახაობაა! - ანიიიი - დავუძახე ქვემოდან - ლიკუუუ,ამოდიიი - აივნიდან ჩამომძახა ანიმ - ანი გაიცანი გიორგი,გიორგი - ანი - სასიამოვნოა ბევრი ვილაპარაკეთ სულელურ თემებზე,ჯოკერი ვითამაშეთ და ჩემ საყვარელ მზის ჩასვლას ვუყურეთ ყველამ ერთად. ბიჭებიც გაერთნენ მემგონი,ყოველშემთხვევაში სანდროს როჟები არ დაუკერავს გიორგისთვის. *** 5 დღე მე,სანდრო,გიორგი,ანი,ანის დაქალი მარიამი და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ალეკო ერთად ვიყავით სულ. ხან რას ვაკეთებდით,ხან რას. დრო კარგად გაგვყავდა და დრამაც არ იყო. სანდრო აღარ მოსულა ჩემთან პრეტენზიებით. მე და გიორგის კი ფლირტი გვქონდა მხოლოდ თვალებით,მნიშვნელოვანი არაფერი. მე-6 დღეს ანიმ დამირეკა ანძებთან ავიდეთო. მე გიორგის,შემდეგ ალეკოს და სანდროს გავუარე და ანის სახლთან მივედი,იქიდან კი ყველანი ერთად ანძებთან წავედით. ანძები ამაღლებულ ადგილას არის,საიდანაც მოშორებით მდებარე ორი სოფელი მოჩნას. ულამაზესი ხედია... მაფიოზობანას თამაშს რომ მოვრჩით,ავდექი მე და იქვე მინდორში გავედი. მალე გიორგი მოვიდა ჩემთან,მე უკვე დაკრეფილი მქონდა ყვავილები და გვირგვინს ვიკეთებდი. - ძალიან ლამაზი იქნები გვირგვინში - დიდი მადლობა,გინდა შეენც? - გამეცინა მე გიორგისაც გაეცინა და ერთ-ერთი ყვითელი ყვავილი თმაში გამიკეთა - ესეც გიხდება - გამიღიმა მან. იქვე ჩამოჯდა და მიყურებდა როგორ ვაკეთებდი გვირგვინს. - კარგად გამოგდის - ხო,ვგიჟდები ყვავილების გვირგვინზე რაღაც მომენტში უკან მივიხედე,ანი და სანდრო ერთად ისხდნენ,ალეკოს კიდე ხვლიკი ეჭირა და კაცმა არ იცის რას აპირებდა... - თუ გიყვარს რატომ არაფერს არ აკეთებ? - კითხა ანიმ სანდროს - რა უნდა გავაკეთო ტო,ვერ ხედავ?! - გინდა სიმართლე გითხრა? ოღონდ არ ჩამიშვა - არა ტო,მითხარი - შარშან ელოდებოდა როდის დაშორდებოდი იმ გოგოს,მაგრამ შენ... - აუუ ტოო მაგრა ეგ გოგო - გკიდია ერთია,მაგრამ მთავარი ის იყო,რომ მაგ გოგოსთან ერთად იყავი. ხო გამოჩნდა მერე ის ვაკო და ხო აგახია არა? შენ ეუბნები მიყვარხარო და ბლა ბლა ბლაა,მერე მიდიხარ და სხვასთან ხარ,რა საქციელია - რა სტრანნები ხართ გოგოები - უფ,აი ძაან სანდრო.. რა ლოგიკით ხარ? - დავშორდები იმას აი ერთ წამში,როცა დაბროს მეტყვის ლიკუნა - ანის გაეცინა სანდროს ამ სიტყვებზე - აი ნახე,ეხლა შენი უაზრობის გამო ამ ფეხბურთელთან იქნება დარჩენილი ზაფხული. აი ნახავ... - მოვკლავ ანი! - აქამდე გეფიქრა ყველაფერი წამებში მოხდა,როგორ მოვარდა და გადამიკიდა მხარზე არც კი მახსოვს,რეგვენი - სანდროოოოოოო,დამსვი რას აკეთებ!! ხმაც არ გამცა ისე გაიქცა,თან მხარზე ვყავდი გადაკიდებული - დავეცემით სანდრო რას აკეთებ,გაჩერდიიი - ვყვიროდი უშედეგოდ საუბედუროდ სანდრო ტრასამდე არ გაჩერებულა,საბედნიეროდ არ დავცემულვართ - სანდროოო,რას აკეთებ?!! - გიტაცებ - ძააან ცუდად ხარ! გამიშვი როგორც იქნა მივედით იმ ადგილამდე,სადაც სანდროს ჰქონდა ჩამიქრებული ეტყობა რომ უნდა მოვეყვანე ძალით და ძლივს ჩამომსვა... შვებით ამოვისუნთქე,გამიხარდა რომ სადღაც არ გადამჩეხა... - ლიკუნა - რა იყო სანდრო? ისევ რამე პრეტენზია გაქვს? - მე არაფერი! შენ რას აკეთებ!! - რა გინდა ერთხელ და სამუდამოდ თქვი ადამიანო,რაა!! - მითხრა ანიმ ყველაფერი - კარგი უქნია,თორე მე მაგდენს ვერ აგიხსნიდი,ნერვი არ მეყოფოდა - ხო და არ არის ეგრე - რა არ არის? - მე მოვედი იმ ღამეს შენთან,სულ ყ..ზე მეკიდა და ის ბ..ზის გაზრდილი ვიყო თუ გატყუებდე,შენ კიდე დამტოვე და მეორე დრეს უკვე სხვასთან ერთად გაჩითე - აუუუ - რა აუ ლიკუნა!! ნუ მაგიჟებ!! - სანდრო რა გინდა? - შენ - რა მე? - შენ.. შენ.. შენნ...!! ძნელი გასაგებიააა?!!! - სანდრო... - დავშორდები ლიკუნა როცა მეტყვი,შენ ჩემთვის N1 იყავი,ხარ და იქნები! - სანდრო,შენ მაინც ვერაფერი ვერ გაიგე და ვერც მიხვდები... დამანებე რა თავი - ეხლა რაღა მოხდა ტოოო?!!! - მიუხვედრელი ხარ და ის მოხდა... მორჩა რა ყველაფერი,რაც არ ყოფილა ისიც... ეს ვუთხარი და გავიქეცი,არ მინდოდა ისევ დავეჭირე,გადავეკიდე მხარზე და თოჯინასავით წავეყვანე კიდევ სადღაც მიყრუებულ ადგილას... სანდრო არ განძრეულა რა გასაკვირიც არ უნდა იყოს,ალბათ ფიქრობდა ეხლა რაღა დავაშავეო... რეგვენი,უტვინო,მიუხვედრელი ხისთავიანი....!! მეზიზღება...!!! საღამოს ცოტა რომ დავმშვიდდი ანისთან მივედი,მინდოდა მომეყოლა სანდროს ხისთავიანობის ამბავი... 1 კვირის შემდეგ... სანდრო ეს ერთი კვირა არ მინახავს,არ დაურეკია,არ მოუწერია,არ შემხვედრია და საერთოდ მეგონა რომ აორთქლდა... განვიცდიდი... ბევრს ვითხოვდი? მინდოდა რომ დაშორებოდა იმ გოგოს და მერე ისე დაგვეწყო ჩვენ ურთიერთობა... ვითომ ვერ მიხვდა??!! რა უნდა ვიფიქრო აღარ ვიცი... არ უნდოდა ალბათ ორი კურდღლის მადევარს არცერთი რომ აღარ შერჩენოდა და მაგიტომაც არ შორდებოდა იმ გოგოს,აბა რა ვიფიქრო? ძნელია იმ გოგოსთან დაშორება,რომელზეც იძახი „ ბ..ზის გაზრდილი ვიყო მაგრა “ იმ გოგოს გამო რომელიც თურმე შენი N1 ყოფილა მთელი ცხოვრება? აუცილებელია მე ვუთხრა,რომ სანდრო მე მინდა ეხლა რომ შენი შეყვარებული მერქვას და იქნებ დაშორდე იმ გოგოს?! თუ რა უნდა ვერ გავიგე,ეგეთი არაფერი მინახია რააა!!! როგორ მძულს როცა ეგ მახსენდება არ იცით!! კრეტინი... ამ ერთ კვირაში,სანამ სანდრო სადღაც არის აორთქლებული,მე და გიორგი ძალიან დავახლოვდით,თითქმის ყველაფერი მოვუყუვი ჩემზე და მანაც იგივე... რაღაცნაირად ძალიან ახლოს არის ჩემთვის ეს ადამიანი... მიგებს კარგად,არ მაკრიტიკებს,მოსმენა იცის და ასევე კარგი რჩევებიც... აღმოვაჩინეთ,რომ დაახლოებით როცა 4-5 წლისები ვიყავით თურმე ერთად ვისვენებდით კეჩხუბში... კიდევ თურმე ჩემს მარიამს იცნობს შორიდან,აკოს ჩერეზ ძმაკაცი ყოფილა და ვიღაცის დაბადების დღეზე უნახავს... მოკლედ საოცრად ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ... უიი ხო რაც მთავარია ყველაზე მეტად,პირველად ვნახე ადამიანი,ჩემს გარდა ვისაც ანა დელბეს - ერთი ქალი,კამილა კლოდელი ჰქონოდეს წაკითხული,ტელეფონში მისი ერთ-ერთი ნამუშევრის სურათიც კი აქვს... ამანაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე... მიყვარს კამილა კლოდელი... მეგობრობაზე ცოტა იქით ჯერ არ წავსულვართ,არ ვიცი წავალთ თუ არა საერთოდ... ჯერ სანდროს დრამა იყო,მერე ვაკოსი,მერე ისევ სანდროსი და ეხლა გიორგის დრამა მემგონი აღარ მჭირდება თუ კი?.... თავი 4 დღეს ანისთან დავრჩი,მთელი ღამე მე,ანიმ,თამუნამ და ანის პატარა დამ თითქმის გავათენეთ... თამუნამ და ანის დამ არ იცოდნენ ჩემი და სანდროს ამბები,ამიტომ ღამე ვუყვებოდი,შემდეგ ვაკოზეც მოვყევი,გავარჩიეთ გოგოებმა,ვიჭორავეთ,გავჭორეთ და გავლანძღეთ ისინი... ჭორაობის გამო ვერც კი გავიგეთ,როგორ გათენდა... ანის დამ დაიყვირა მზე ამოვა ეხლა მალე და წამოდით მზის ამოსვლას ვუყუროთო... ჩვენც ჩვენი საბნებით გავედით აივანზე და ვუყურეთ მზის ამოსვლას,რომელიც ენით გამოუთქმელი სილამაზე იყო... 8 საათი იყო რომ დავიძინეთ... 1 საათზე მე ჩემმა ტელეფონის ზარმა გამაღვიძა... ჯერ ოთახს გადავალე თვალი,სანამ ტელეფონს ვუპასუხებდი. მარტო ანი დავინახე,რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა,ამიტომ უცებ ჩავუწიე ზარს ხმა და აივანზე გავედი - ალოო - საშინელი ნამძინარევი ხმით ავიღე ტელეფონი - გეძინა? - გავიგე გიორგის ხმა - ხო,გავათენეთ და.. - კაი მიდი დაიძინე მაშინ - არა,ისედაც უნდა გამეღვიძა,ანისთან ვარ და... - დალიეთ? - აა,არა... ვლაპარაკობდით და დაგვავიწყდა დაძინება - გამეცინა - ხო მესმის,რას აპირებ დღეს? - არ ვიცი,ჯერ სახლში უნდა წავიდე და მერე რავი - კაი,დამირეკე მერე - ხო - გავითიშე გიორგის და შევედი სახლში ჩუმად ჩავიცვი ანი რომ არ გამეღვიძებინა და კიდეებზე ჩავედი... თამუნა არ ჩანდა არსად... - გაიღვიძეთ? - სიცილით მკითხა ანის დედამ - დაახლოებით - გავიცინე მე - ანის ჯერ არ გაუღვიძია - ეგ ისედაც საღამოს იღვიძებს და ეხლა ალბათ გადააბამს - სიცილით მითხრა ისევ,ძალიან მხიარული და კარგი ქალია ანის დედა - ალბათ,ანის ჰობია ძილი - ჩემ ნათქვამზე უაზროდ გამეცინა - ისაუზმებ ხო? - არა,მადლობა... თავი არ მაქვს ჭამის - კარგი,წადი ლიკუ ჯობია გამოიძინო - ნახვამდის,დიდი მადლობა - რისი,გელოდები საღამოს - მაკოცა ანის დედამ მივედი სახლში,მივედი კი არა მივხოხდი მემგონი,ავფოფხდი მეორე სართულზე,შევედი ჩემ ოთახში და დავეგდე ლოგინზე,როგორც დავწექი აი ისე გამეღვიძა მერე... უკვე 6 საათი იყო... ავდექი,შევედი სააბაზანოში,ვიბანავე,მოვწესრიგდი და ჩავედი ქვევით... - როგორ ხარ? - მკითხა ნანამ - ვაიმე,რავიცი გეგონება პახმელია მაქვს - უძილობამ იცის ეგრე - მაჭამე რაა - ღომი გვაქვს,ქათამი და კიდევ გუშინდელი სადილი,რომელი გინდა? - აუუ ღომი - კაი,ჩავყრი ეხლა ფქვილს და მზად იქნება მალე - კაი ვჭამე და ისევ მაღლა ავედი,თან ყავა ავიტანე... დავჯექი საწოლზე და გათიშული ვსვამდი ყავას... ლაპარაკის თავი არ მქონდა და ამიტომ დაგავწყვიტე გიორგისთვის მიმეწერა - აი ისე ვარ ლაპარაკის თავი არ მაქვს,ამიტომ გწერ - შტერო,რას აკეთებ? - ყავას ვსვამ,შენ? - გელოდები - რისთვის? - გავიაროთ სადმე - აუ თავი არ მაქვს - კაი რაა,ადექი - ცოტა მერე კაი? - კაი,დამირეკე მაშინ შენ - კაი ერთ ჭიქა ყავა რომ დავლიე მეორეც გავიკეთე და აი შემდეგ უკვე მოვედი გონს... ენერგიაც დამიბრუნდა და თავს უკედ ვგრძნობდი... - რას შვები? - კაია დარეკე ანუ ლაპარაკის თავი გაქვს უკვე - ხო, ორი ჭიქა ყავის დამსახურებაა - გამოგივლი ცოტა ხანში - გელოდები - ანიიი - ხო,სად წახვედი? - აღარ გაგაღვძე და სახლში წავედი - დებილი გოგო ხარ რა,რას აპირებ? - გიორგიმ გამოგილიო,ხოდა ვქნათ რამე - მაშინ ჩემთან,თორე მე თავი არ მაქვს ბოდიალის - კაი ვეტყვი,დაგირეკავ მაშინ მერე გიორგიმ მალე გამომიარა და ჩემს ქუჩას ჩავუყევით,მე პირადად არ ვიცოდი სად მივდიოდით,გაშტერებული ვიყავი მაინც,ბოლოდე ვერ გამოვფიზლდი,მეძნებოდა ძალიან... იდეაში ანისთან მივდიოდი,მაგრამ გიორგისთვის თქმა დამავიწყდა,ხანდახან ძალიან სულელი ვარ ან მეხსიარება არ მივარგა... - მოდი აქ დავსხდეთ - ანისთან არ მივდივართ? - მივდივართ? - ხო,არ გითხარი? - არა ლიკუნა - გაეცინა გიორგის - ხოდა ეხლა ხო იცი და წავიდეთ - კაი წავიდეთ ცოტა ხანში გიორგი გვერდით დამიჯდა,ძალიან ახლოს... ქუჩის განათება საცოდავად ანათებდა.. ჭრიჭინების ხმა მე პირადად ძალიან მიქმნიდა სიმყუდროვეს,გრილოდა,ნახევრად სავსე მთვარე მოჩანდა შორს,ხის ფოთლების უკან,ვარსკვლავები ჯერ არ ჩანდა... მე ხმას არ ვიღებდი და სასიამოვნო საღამოთი ვტკბებოდი... გიორგის შეხება ვიგრძენი ხელზე,თბილი ქონდა ხელი,ცერა თითი ხელის გულზე მომკიდა და ხელი ასე ჩამკიდა... გული ამიჩქადა,მაგრამ ისე არა როგორც სანდროს უბრალო მოახლოვებაზე მემართება ხოლმე,ალბათ უფრო მოულოდნელობისგან იყო ვიდრე მოწონებისგან ან მისი სიახლოვის სიამოვნებისგან... მეორე ხელი სახეზე მომკიდა,ნელა მომაბრუნებიდა მისკენ თავი და მისი ტუჩების სიმხურვალე ვიგრძენი ჩემს ტუჩებზე,წინააღმდეგობა არ გამიწევია,მეც იგივეთი ვუპასუხე და ვაკოცე... ჩვენი კოცნა დაახლოებით 30 წამი გაგრძელდა... შემდეგ გიორგი უბრალოდ ცერა თითით ლოყაზე მეფერებოდა,მე ცოტა მოჭუტული თვალებით ვუყურებდი გიორგის,რომ გითხრათ ვტკბებოდი ამ სიტუაციით-მეთქი მოგატყუებთ,უბრალოდ ცოტა მაინც მსიამოვნებდა მისი სიახლოვე,ყურადღება,გიორგის ცერა თითის მოძრაობა ჩემს ლოყაზე... ტუჩებზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისი ტუჩების სიმხურვალეს... - გინდა წავიდეთ? - ჯერ ვიყოთ - დაუფიქრებლად ვუპასუხე გიორგის - ძალიან მომწონხარ - ... - გავუცინე მე,არ ვიცოდი რა მეპასუხა - არაფრის თქმა არ გინდა? - მეც მომწონხარ - რა უნდა მეპასუხა აბა? გავუღიმე თან გიორგიმაც გამიღიმა,არაფერი აღარ უპასუხია და ისევ მაკოცა,მაგრამ ეხლა უფრო მხურვალედ და ვნებიანად,მეც ისევ არ გამიწევია წინააღმდეგობა... სანამ ანი დამირეკავდა,გიორგის მხარზე მედო თავი,ხელი ისევ ჩაკიდებული გვქონდა.... - შვილო სად ხარ? - აი მოვალთ ანი მალე - კაი მე,თამუნა და ალეკო ვართ ჩემი ეზოს წინ გიორგის ვუთხარი რაც მითხრა ანიმ და ავდექი - წავიდეთ? - ხო,გველოდება ანი - კაი,როგორც გინდა... ანის სახლიდან შორს არ ვიყავით,გიორგიც ადგა,ხელი ისევ ჩამკიდა და წავედით ანის სახლისკენ... გარკვევით ვერ ვხედავდი ვინ იყვნენ იქ სიბნელის გამო... იქამდე ხელი-ხელ ჩაკიდებულები მივედით... ანი და ალეკო ხის ძირას ისხდნენ და ალეკოს ტელეფონში Snake-ს თამაშობდნენ... თამუნაც იქვე იჯდა და ეწეოდა... - ამათ შეხედე პროსტააა - დაიყვირა თამუნამ - რაა?? - უპასუხა ანიმ - ხელი-ხელ ჩაკიდებულები რომ მოდიან,პროსტა არ შემიძლია - ჰააა?? - წამოდგა ანი მე ძალიან დავიბენი,გავწითლდი და ცოტა არ იყოს დავიბენი... - თამუნააა!!! - მკაცრად თქვა ანიმ მისი სახელი - რა იყოო?? - თქვა თამუნამ და რომ მიხვდა შემდეგ სახე შეეცვალა,რატომ თავიდან ვერ მივხვდი... უკვე ძალიან ახლოს რომ მივედით,მაშინ დავინახე როგორ დგებოდა სანდრო ჰამაკიდან,საბედნიეროდ მისი სახის გამომეტყველება ვერ დავინახე,მაგრამ წარმოვიდგინე როგორი გაცოფებული იქნებოდა... მას არაფერი არ უთქვია ისე წავიდა ჩვენს საპირისპირო მხარეს... მე გიორგის გავიშვი ხელი და სანდროსკენ წავედი... - გიორგი რა ხდებაა?? - კითხა ანიმ - რაზე? - რა რაზე?! - ... - გიორგის არ უპასუხია - ეგრეც ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან ესე მოხდებოდა - გაიცინა თამუნამ - ბიჭო რა ხდება? - გამოერკვია ალეკო თამაშიდან - რაზე ეე?? - გვეღადავება ეს - თქვა ანიმ ცოტა გაბრაზებულმა - მოვიდეს რა ლიკუნაც და გეტყვით - თქვა ბოლოს გიორგიმ ძლივს დავეწიე სანდროს ისე ჩქარა მიდიოდა,იმსიგრძე ფეხები მაქვს მისი ერთი ნაბიჭი ჩემ 3 ნაბიჯს უდრის ალბა... - სანდროოოო - დავუყვირე ცოტა ახლოს რომ მივედი,მაგრამ არ მიპასუხა - ეე,დამელოდეეეე - სანდრო არ გაჩერებულა,ამიტომ გავიქეცი მისკენ,რომ დავწეოდი... - ჯერ მე ვიყავი,მერე შენი ძველი ბიჭი და ეხლა ამ პიჟონის ჯერია? - სანდროოო - ნაწუყენი ხმით ვთქვი მისი სახელი - გაგეხსნა თუ რა იყო? - რეებს მეუბნები ხო არ გაგიჟდი??!! - მეზიზღება შენნაირი გოგოები 1 დღეც რომ ვერ ძლებენ ბიჭის გარეშე - ჰაა!! ყოჩაღ სანდრო,ბოლოს და ბოლოს თქვი რასაც ფიქრობ ჩემზე სინამდვილეშ - სიმართლე მწარეა,წადი ეხლა უკან - ბარემ მითხარი რომ ბ..ზო ვარ და ეგ არის,მოგეშვება გულზე!!! - ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი - ეგ შენ თქვი მე არა! - სანდრო,შენ ყოფილხარ ერთი ჩვეულებრივი ნაძირალა!!! - ეხლა უკვე მივხვდი,რომ ვეღარ შევიკავებდი ცრებლებს და გავიქეცი... გვერძე მინდორში გადავედი სირბილით,თან ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა,ვსლუკუნებდი,ჩვეულებრივი ისტერიკა მქონდა... ძლივს გავაცნობიერე,რომ უკვე ძალინ შორს ვიყავი წასული,ამიტომ გავჩერდი,იქვე ჩამოვჯექი და მივეცი ჩემ თავს ნება დავცლილიყავი... ვტიროდი,თან ნერვები მეშლებოდა ჩემ თავზე,სანდროზე გაცოფებული ვიყავი,ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი ამას... რეები მაკადრა... გამანადგურა მისმა სიტყვებმა,ადგომის თავიც არ მქონდა,არადა უკვე უკუნეთი სიბნელე იყო... მაინც ვიჯექი იქ მიწაზე და ვტიროდი.... სანდრო არ ვიცი სად წავიდა,არ გამომკიდებია... ზუსტად ვიცი ეხლა უკვე სამუდამოდ მორჩა ჩვენს შორის ის,რაც არც კი დაწყებულა ჯერ... არც გიორგის დანახვა არ მინდოდა... საერთოდ არავის ნახვა არ მინდოდა... ვიჯექი შუა მინდორში,ისტერიკა მქონდა და მხოლოდ ტირილი შემეძლო იმ მომენტში... __________ ნუ დაიშურებს კომენტარებს,ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.