მომავლის იმედი (3)
ჩუმად და ნაზად ოთახიდან გამოვედი, როგორც კი მოვშორდი კაბინეტს თავი ვერ შევიკავე და ბედნიერებისგან ხტუნვა დავიწყე, ამ დროს ახალგაზრდა ჩემი ტოლა გოგონა კიბეებზე ამოდის და გასახდელში მეპატიჯება. -აქ მუშაობ?( მე) -კი, ჩემო კარგო აქ ვმუშაობ! (თითქოს გაბრაზებული ხმით მპასუხობს) -მეც, უკვე მეც აქ ვმუშაობ!( ბედნიერი ვეუბნები, ის წიინ მიიწევს და ირონიულად მეუბნება) -გილოცავ! -მადლობა, მე ანა ვარ როგორც იქნა გოგონამ იკადრა და ცოტა დაატორმუზა -მარიამი,სასიამომნოა -ჩემთვისაც! ( მე ) -მარიამ დიდიხანია აქ მუშაობ? - მე აქ გავიზარდე! (ჩაიცინა) -მოიცაა შეენ....(წინადადების დასრულება არ მაცალა ) -არაა,ჩვენ აქ მთელი ოჯახი ვმუშაობთ. დედაჩემი დამლაგებელია მე მისი დამხმარე, მამაჩემი მებაღე, ჩემი ძმა კი მძღოლი. კიდევ გაინტერესებს რაიმე? -არა! -კარგია., აი აიღე ( ხელში ფორმას მაწოდებს) და ჩაიცვი, ჩაცმას რო დაასრულებ სამზარეულოში შემოდი დედაჩემი გამოგინახავს საქმეს. როგორც ჩანს მარიამს არ მოსწონს აქ მუშაობა, ან მე არ მოვწონვარ... მარიამი ოთახიდან გადის, მე ვიღებ და ვშლი ჩემს ფორმას ის ლურჯი ფერისაა სიგრძეში დაახლოებით მუხლს ზემოდ მოკლე მკლავიანი თეთრი წინსაფრით, მოკლედ რო ვთქვა ძაან საყვარლობაა მაგრამ ტანზე რო ჩავიცვი შემომჯდარი მქონდა და თავს შებოჭილად ვგრძნობ. გამოვეწყვე და სამზარეულოში გამოვედი, მარიამმა თავისი დედა გამაცნო მას დარინა ჰქვია და ამ სახლში სერიოზული ადგილი უჭირავს.. დარინამ ჩემი პირველი დავალება მომცა. ფანჯრები უნდა გავწმინდო შემოსასვლელში და ახალი ფარდები გავკიდო, მეც სიხარულით საქმეს შევუდექი და გულიანად ვწმენდ უზარმაზარ მინას. მინა იმდენად დიდი იყო ვერ ვწვდებოდი და სამზარეულოში დავბრუნდი კიბის სათხოვნელად. ცუნცულით და სიმღერ სიმღერით შევდივარ სამზარეულოში და შესვლის თანავე დენდარტყმულივით ვჩერდები და ენა მივარდება.. ვერც კი წარმოიდგენთ რა სიტუაციაში ჩავვარდი როდესაც დავინახე წელს ზემოდ შიშველი დაახლოებით 19-20 წლის ბიჭი რომელიც დგას და ყავას სვავს... ეს ოჯახ აშენებული რას დგას აქ შიშველი ან ენას ვერ ამოიღებს?! -ჰაიი.. ( მიღიმის და ყავას წრუპავს) -უკაცრავად!მე არ მეგონა თუ აქ ვინემ იყო! ჩუმად დგას და ჩემს მოკლე კაბას ათვალიერებს -ჰეეი.. მე აქ ვარ! ( დავუყვირე, მან უცებ ამომხედა და ისევ ჩაიცინა) -შენ ახალი ხარ ხო? -კიდევ კარგი შემამჩნიე, ვერ გავიგე სად მიყურებ? ჯანდაბა რამინდოდა?! რა სისულელე ვკითხე ალბად ჩემი ფეხები მეწონა.. -კაბაზე! მანდ საპნის ბუშტი გაქვს! კაბაზე ვიხედები და რას ვხედავ ამოქვანქილი ვარ საპონში და სიცილს ვერ ვიკავებთ -რა სულელი ვარ! (შუბლში ხელს ვირტყავ და მას ვუახლოვდები) მე ანა ვარ დღეს ჩემი პირველი დღეა! შენ ალბად მარიამის ძმა ხარ ხო? -კი, თორნიკე ( ხელი ჩამომართვა და თან სიცილს არ წყვეტს) -თორნიკე ხო არ იცი სად არის კიბე, მინები მაქვს გასაწმენდი მე კიდე ვერ ვწვდები -არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია მე და დაგეხმარო (როგორ შეიძლება ამხელა სახლში კიბე არ ქონდეთ? რა უცნაურია ) -მართლა? -კი რატომაც არა -კარგი, მადლობა ( შემოსასვლელისკენ წამოვედით, უცებ ვჩერდები და ვეკითხები -შენ შიშველი უნდა იყო? ჩაიცინა და უკანა ჯიბიდან ნაცრისფერი მაისური ამოიღო... მთელი ერთი საათია მაგიდაზე დგას და ჩემს მოვალეობას ის ასრულებს - მისმინე ვალდებული არ ხარ მაგის კეთებაში ფულს მე მიხდიან და არა შენ -მართალია არვარ მაგრამ მინდა დაგეხმარო რაღაცაში ხო უნდა გამოვიყენო ჩემი სიმაღლე ( სახეზე ოფლის წვეთები მოიწმინდა და წმენდვა გააგრძელა, მე ვდგავარ ქვემოდ ფხვნილს და სუფთა ტილოებს ვაწოდებ.. -მადლობა ამდროს ოთახში მარიამი შემოდის და გაფართოებული თვალებით გვიყურებს -აქ რახდება? (მარიამი) -მეე...ისს .. -რამე გინდა მარი? (შემაწყვეტინა თორნიკემ და პირდაპირ კითხვით გადავიდა მარისკენ) -კი მინდა შეგიძლია ამიხსნა რატო წმენდ მინებს შენ? ( როგორც ჩანს მარი გავაბრაზე) -რამე გინდა მარიამ? ( გაბრაზებული ხმით თორნიკემ მარის კითხვა გაუმეორა) -ნინას სკოლაში უნდა მიაკითხო, თუ რათქმაუნდა გცალია! ( ცინიკურად ეუბნება თორნიკეს და ქედმაღლულად გადმომხედა) -იცი რა? მოდი მე დავასრულებ შენ შენს საქმეს მიხედე! ( თორნიკეს ფეხზე ხელს ვარტყამ და ის მაგიდიდან ჩამოდის) -ძალიან კარგი! ( მარი ოთახიდან გადის! უკან თორნიკეც მიყვება მოულოდნელად ჩერდება და მეუბნება) -არაფერს! მომმართე თუ რამე ( თვალს ეშმაკურად მიკრავს და ოთახიდან გადის) როგორც ჩანს მარიამს არ მოვწონვარ, მაინც ჩემთვის რამნიშვნელობა აქვს მე აქ მეგობრების შესაძენად არ მოვსულვარ. ნეტავ ნინა ვინ არის? ალბად ბავშვია რადგან მარიამმა თოკას უთხრა სკოლიდან მოიკითხეო ალბად მათი დაა, კაი რამნიშვნელობა აქვს მე ჯობია ჩემი საქმე გავაგრძელო და სახლში მშვიდობით დავბრუნდე. ფანჯრიდან ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში თორნიკე და თვალები ჩემსკენ ეპარება მეც აქედან ვუცინი, მანქანა დაძრა და წავიდა.. რამოდენიმე წუთში წმენდვა დავამთავრე და სამზარეულოსკენ წავედი , ამ დროს მარიამი რაღაცას მოაჩარჩალებს და პირდაპირ ჩემსკენ მოდის -წმენდვა დაამთავრე? -კი რაიყო? მარი ისეთი სახით მიყურებს გულით ვგრძნობ ახლა ცოცხლად შემჭამს. დიდი იასამნისფერი რაღაცა ჩემს ფეხებთან დააგდო -ახლა აქაურობა მოგავე! ( ოთახიდან გადის) -კარგი მაგრამ ეს რადმინდა? მარი ჩერდება და იცინის - ეს ისაა რაც დაგეხმარება! ( ისევ მიდის ) ეს რა ჯანდაბა? გაუკვერველი ნივთია თაგვს გავს ოღონდ უფრო დიდია და გრძელი ტარი აქვს პოლისჯოხივით, პირველად ვხედავ და წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ დამეხმარება მოგვაში . რამოდენიმე წრეს ვურტყავ და ვამჩნევ შტიკერს რომელიც როგორც ჩანს დენს უნდა შეუერთდეს.. შტიკერს ხელში ვიღებ და დენის შესაერთებლისკენ ვწიწავ, დენში ფრთხილად ვაერთებ და ჩემთვის ვბუტბუტებ- მგონი ამ გოგოს ჩემი სიკვდილი უნდა -ვის უნდა შენი სიკვდილი? ღმერთო გული გამიხეთქა დღეს რაფეხზე ავდექი!. ხელიდან შტიკერი მივარდება და ვტრიალდები. ჩემს წინ თაფლისფერთვალება მაქსიმუმ 17 წლის გოგო დგას, გრძელი ფეხები და მოკლე წითური თმები აქვს, ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ არამგონი ეს ნინა იყოს მაგრამ სკოლის ფორმა აცვია -ღმერთო ძალიან შემაშინე (მე) -შენ ვინ ხარ? ( მეკითხება და სკოლის ჩანთას მაგიდაზე დებს) ხელებს ტანზე ვიწმენდ და ხელის ჩამოსართმელად ვუახლოვდები - მე ანა ვარ დღეს პირველი დღეა ახალი ვარ! (ძვლივს მოვუყარე წინადადებას თავი) -მე ნინა ვარ ( ხელი ჩამომართვა) ვის უნდა შენი მოკვლა? -აჰაჰა.. არაა ეს უბრალოდ ვთქვი, მითხრეს მოგავეო და ეს დამიტოვეს დაგეხმარებაო და წარმოდგენა არ მაქვს ეს დიდი თაგვი რაში უნდა დამეხმაროს. ( ხელით იმ უცნაურ ნივთისკენ ვათითებ ) თუ რათქმაუნდა თვითონ არ მოგავის რაში უნდა დამეხმაროს!!? ნინამ დაბლა იმ ნივთს დახედა და მაგრად გადაიხითხითა. როგორც ჩანს ძალიან გავამხიარულე თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რითი -ესს..აჰაჰაჰა ( სიცილისგან სიტყვებს ერთმანეთს ვერ უკავშირებს) ეს თაგვი კიარა პილასოსია! -პიი რა? -პილასოსი ( სიცილს მოუკლო) ის რაღაც პი ხელში აიღო და შტიკერი დენში შეაერთა - მოიცადე ფრთხილად მანდ ხომ დენია! ( დავუყვირე და უცებ ის რაღაც პიმ მოძრაობა დაიწყო) ო მაი გად! ეს რაჯანდაბაა? - ეს პილასოსია პი ლა სო სი .. აი აიღე დაიჭირე ხელში - და ეს უსაფრთხოა? -კი უსაფრთხოა ( საყვარლად მიღიმის) მე ფრთხილად ვართმევ და ხელში ვიჭერ ის მისით მოძრაობდა და თითქოს ის ადგილი სადაც იდო სუულ გასუფთავდა, ხელში დრაჯენიები მქონდა მაგრამ გავერთე. ნინა კი ალბად ფიქრობს ეს რა დებილი ვიღაცააო. მერე ნინა ხელით მანიშნებს გამორთეო, -კი მაგრამ როგორ უნდა გამოვრთო?.. ნინა პილა რაღაცას მიუახლოვდა და კნოპკას დააჭირა და ამ პიმ მოძრაობა შეწყვიტა.. -ეხლა მიხვდი ეს რა არის? ( მეკიტხება ნინა.. მე ისეთ დებილურ სიტუაციაში ვარ რო ენას ვერ ვიღებ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ) ჰ მ რა სულელი ვარ! წარმოდგენა არ მქონდა რაიყო ეს რადგან იქ საიდანაც მე ვარ მასეთი „სუპერ ნივთები“ ყველაზე ნაკლებადაა... ჩემს სმენას ვამთავრებ და სახლში გაკრეჭილი ვბრუნდები. დილით ბავშვების ხმაურში მეღვიძება! აბაზანას ვიღებ თავს ვიწესრიგებ და საათს რომ ვაკვირდები შეცბუნებული ვხტები სავარძლიდან. რამდენი დრო გასულა უკვე 5ნახევარია! ამდეხანს არასდროს მძინებია რამჭრს.. თავს ვიწესრიგებ და სახლიდან გავრბივარ.10 წუთით ადრე მოვედი აქოშინებული ვდგავარ შესასვლელთან და ღრმად ვსუნთქავ.კარებთან ვდგავარ და ისიც იმწამსვე იღება და პირდაპირ გასახდელში მივდივარ.სადაც მარიამი უჯმური სახით დგას და მიყურებს.. მაინც აზრზე ვერ მოვდივარ რა დავუშავე ასეთი მარიამს?!. ჩემს საქმეს ვიწყებ და აი ამდროს ვხედავ როგორ ლაპარაკობენ სასტუმროში ნინა და ის სიმპატიური მამაკაცი სამსახურში რო მიმიღო დაღაცას განიხილავდნენ და გამოსვლა დავაპირე როდესაც გვერდით ოთახიდან ბექა გამოდის და დიალოგს უერთდება.. ბექას აქ რაუნდა? ყველაგნ ეგ როგორ უნდა იყოს?! კითხვებით მაწუხებს მეორე მე . ალბად მეგობარია ან რამე ასეთი. რავქნა? სამზარეულოში რო გავიდე მათ უნდა ჩავუარო მე კი არ მმინდა იმ იდიოტს დავენახო, ვეცდები არ შემამჩნიონ.. თითქმის ოთახიდან გავედი როდესაც ნინამ დამიძახა -ანა! ჯანდაბა! არმინდა რო დამინახოს მაგრამ აწი აღარანაირი აზრი არ აქვს. თამამად ვტრიალდები ნინასკენ -დიახ! ამ დროს ვცდილობ ბექას არ შევხედო მაგრამ თვალი მაინც მეპარება და ვამჩნევ როგორ გაუფართოვდა თვალები -შეგიძლია სკოლის ჩანთა ჩამომიტანო? -რათქმაუნდა! - და თორნიკესაც უთხარი რო დღეს ჩემს ძმებს მივყავარ სკოლაში! ჩემს ძმებს მივყავარ? ეს ფრაზა მომესმა? არარსებობს ბექა ამათი ოჯახის წევრი ვერ იქნება! რა სულელი ვარ! როგორ ვერ მივხვდი ამათ ხომ ერთი გვარი აქვთ, მეგონა ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.. მათ წინ ვდგავარ ვცდილობ ეს სიახლე გადავხარშო -ანაა სკოლაში მაგვიანდება და ჩანთა მჭირდება! გამომაფხიზლა ნინამ.. -ახლავე! ჩანთა ჩამოვუტანე მაგრამ ოთახში არავინ დამხვდა, თვალებით ნინას ძებნა დავიწყე მაგრამ არსად ჩანს.. უცებ უკნიდან ვიღაცა ოთახში მაგდებს -რასაკეთებ სუულ გააფრინე? გზიდან გამეცალე! დავუყვირე ბექას.. ხოო ბექამ შემაგდო ცარიელ ოთახში -მისმინე ჩვენ რაღაც უნდა გავარკვიოთ! ანერვიულებული ჩუმად მიჩურჩელებს -შენთან გასარკვევი არაფერი მაქვს -აქ რაჯანდაბას აკეთებ? -ვმუშაობ! აი შენ კი ხელს მიშლი ამაში -მე დამდევ ხოო? გინდა ფული გამომძალო, აღიარე ! -რაა? შენ სულ გააფრინე? -აღიარე მეთქი! ( დაიყვირა) -შენი ფული არ მჭირდება და საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რო აქ ცხოვრობდი ახლა კიდე გზიდან გამეცალე ! ( მეც ხმამაღალი ტონით ველაპარაკები) ის გზიდან იწევა და გაუკვორვლობაში ჩავარდილ იდიოტს ემსგავსება.. ოთახიდან აკანკალებული გამოვვარდი ნინას ჩანთა მაგიდაზე დავდე და სააბაზანოში გავიქეცი ცივი წყალი სახეზე შევისხი თავი მოვიწესრიგე და ჩემი საქმის გაგრძელებას შევუდექი. დაუთოებული პერანგები მეორე სართულზე ასატანად ამაქვს, კიბეებზე ავედი და თითქოს ტირილის ხმა მესმის ყურადღება არ მივაქციე და პერანგები საძინებლებში დავარიგე, შემდეგ ისევ უკან ვბრუნდები და ეს ხმა უფრო და უფრო ხშირდება, ყურადღებით ვაკვირდები და ხმას მივყვები.ბაღში გამოვედი და კიბეებზე დამჯდარ ნინას ვხედავ - ნინა აქ რას აკეთებთ თქვენ სკოლაში არუნდა იყოთ? ის ჩემს ხმაზე კრთება, თვალებ გაწითლებული და ნაწყენი მეუბნება -უნდა ვიყო მაგრამ არვარ! -რამე მოხდა ნინა? -კი საშინელება მოხდა, ჩემმა მეგობრებმა გამოუალ სიტუაციაში მარტო დამტოვეს! ამას ისეთი სერიოზულობით მეუბნება ვინტერესდები და ნინას გვერდით მეც ვჯდები -მეგონა ჩემი მეგობრები ჩემი მეგობრები იყვნენ როგორც ჩანს მწარედ შევცდი, ახლა კიდე არ ვიცი რავქნა, არვიცი თავი როგორ გადავირჩინო და როგორ გამოვძრე ამ სიუაციიდან.. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ? ნინა რამოდენიმე წუთი მიყურებს შემდეგ თვალებ ანათებული თავს მაღლა წევს და თვალებში მიყურებს -შეგიძლია! -კარგით.. მაგრამ როგორ? მე თქვენს მეგობრეს არ ვიცნობ! -საქმეც მაგაშია, მათ არიციან ვინ ხარ შენ! სწორედ ისაა რა მჭირდება -ნინა ვერაფერი გავიგე -ანა მისმინეე, მე და ჩემს მეგობრებს დაგეგმილი გვქონდა ჩვენი კოლექციის გატანა პოდიუმზე და მყიდველებისთვის ჩვენება.. ამისთვის გვყავდა მოდელები დაქირავებული მაგრამ ნახევარი საათის წინ ჩემმა მორალატე მეგობრებმა ჩემი ნამუშევარი და ნაწვალების მოპარვა სცადეს მადლობა ღმერთს რო დედაჩემმა კოლექციის მოტანა სახლში მაიძულა. -მოიცა მოიცა ვერაფერი გავიგე! თუ კოლექცია უვნებლადაა და მოდელები გყავსთ მაშინ მე რითი დაგეხმარებით? სულ დავიბენი.. არ მეგონა თუ ამ პატარა 17 წლის გოგოს საკუთარი ბიზნესი ქონდა, ძაან მაგარიაა! მაგრამ მე მაინც ვერ ხვდები რაში ვჭირდები.. ნინა მოთმინება დალეული ფეხზე დგება და ხმამაღლა მელაპარაკება - სულ სამი მოდელი გვყავდა მაგრამ მათ შორის ორი მოღალატე აღმოჩნდა და ახლა მხოლოდ ერთი მყავ რაც ძალიან ცოტაა და შენ დამეხმარები ამაში! -კარგით შემიძლია მოდელს ჩაცმაში დავეხმარო არა რი პრობლემა. ნინამ ეშმაკური გამომეტყველებით გამომხედა და საყვარლად ჩამიცინა შემდეგ ხელი წამავლო და თავის ოთახში წამაჩარჩალა. ნინას ძალიან ლამაზი ოთახი აქვს სულ ვარდის ფერია საწოლი მაგიდა კედლები ყველაფერი ვარდისფრადა და პოზიტიურობა იგრძნობა შესვლის თანავე. მან თავისი ჯადოსნური კარადა გამოაღო და კარადიდან დაახლოებით 15-20 კაბა გამოიღო. ერთერთი კაბა ავიღე და დავათვალიერე.. ღმერთო ის ისეთი ლამაზი და საოცარია დაჯერებაც კი მიჭირს რო ეს ნინას ნამუშევარია -ღმერთო ნინა ძალიანა ლამაზიაა! ეს ნამდვილად შენ შეკერე? -არა მე დავხატე და ქსოვილი შევურჩიე დანარჩენზე ჩემმა დამხმარეებმა იზრუნეს, მაგრამ ხო ჩემი ნამუშევარია მოგწონს? -ძალიან! -მიდი ჩაიცვი! აჰაჰ მგონი მომესმა. თავი ავწიე და ნინას თვალებში ჩავხედე -რას ამბობთ! -რას და უნდა ჩაიცვა! -არა, რასისულელეა! უცებ კაბას საწოლზე ვდებ და რამოდენიმე ნაბიჯს ვდგავ უკან.. ნინა კაბას იღებს და სახეზე მახუტებს -უბრალოდ ჩაიცვი! სააბაზანოში შევდივარ და ფრთხილად ვიცმევ ვცდილობ არაფერი გავაფუჭო შემდეგ გამოვდივარ და ნინას ვენახები..ნინა იდუმალი ღიმილით მიყურებს და თვალები უფართოვდება -შენც შეამჩნიე ხო საშინლად ვარ! ნინა ხელს მკიდებს და სარკისკენ მატრიალებს.. უცებ ენა მივარდება ღმერთო ძალიან მიხდება მომწონს ჩემი თავი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ნინას ჩემგან რაუნდა -ნინა შენს ნამიოკებს ვერ ვხვდები თუ შეიძლება უფრო გარკვევით -მოკლედ მე მყავს სამი მოდელი და მათ შორის შენც ხარ! რააააა თვალები შუბლზე ამდის და გემრიელად ვხარხალებ -გაგიჯდი! მე და მოდელი სიცილს ვერ ვიკავებ -ანა სერიოზულად! შენი იმედი მაქვს ორჯერ მეტს გადაგიხდი ვიდრე აქ გიხდიან წვალებაც არ მოგიწევს უბრალოდ პოდიუმზე გამოხვალ და ფოტოსესიებზე ივლი, არ მოგიწევს ჭურჭლის რეცხვა და დიდ თაგვთან მუშაობა (თაგვთან მუშაობაში პი რაღაცა იგულისხმა) -მე მომწონს ჩემი სამსახური და ამით კმაყოფილი ვარ! შევაწყვეტინე ლაპარაკი -ვიცი რო მოგწონს მაგრამ შენი დახმარება მჭირდება შენ კარგი სწორი და სუსტი ტანი გაქვს , ლამაზი სახე აი სულ ესა რაც მჭირდება -მაგრამ მე არვიცი როგორ გამოვიდე და საერთოდ რა გავაკეთო მაღლებზე არასდროს მდგავრვარ -ყველაფერს მე გასწავლი! გახსნა ხვალ 15.30 წუთზე იწყება და წინ მთელი ღამე გვაქვს. თანახმა ხარ? ტვინი სანამ არ გადმომიტრიალა არ მოისვენა ბოლოს შეღონებული თვალებს ვაბრიალებ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. გახარებული ტაშს მიკრავს და კარადიდან მაღალ ქუსლიანები გამოიღო -ჩაიცვი -მოიცა, ამაზე ვერ დავდგები შეიძლება ფეხები მოვიმტვრიო თვალებზე ეტყობოდა რო ჩემთვის უნდა ეყვირა არ დავაცადე და უცე ჩავიცვი.. ორი ნაბიჯიც ვერ გადავდგი მაშინვე ფეხები მომეგრიხა, მაგრამ ნინა დანებების საშუალებას არ მაძლევს..ამასობაში 10 საათი გახდა ზუსტად 5 საათი და 30 წუთი ვსწავლობდი მაღლებზე დგომას რაც არცთუ ისე ძნელი და მტკინვეული ყოფილა თუ არ ჩავთვლით მინიმუმ 50ჯერ ფეხის გადაბრუნებას.. როგორც იქნა ჩემით ნინა დაიღალა და თავის უზარმაზარი კარადიდან დაბლები გამოიღო მაგრამ ვინ მაცლის დასვენებას!?!.. უცებ ჩემდა საბედნიეროდ ნინას დედა შემოდის ოთახში და გაფართოებული თვალებით მაკვირდება.....( ნინას დედა მოსამართლეა, გარეგნობით შავგრემანი თაფლისფერი თვალებით და ყოველთვის ელეგანტურად აცვია როგორც თავის უფროს ვაჯს) -ნინა აქ რახდება? გაკვირვებული ეკითხება ნინას და ირგვლივ ხედავს ტანსცმელებს რომლებიც სავარძელში სარკეზე, კარებზე, იატაკზე, საწოლზე სადაც ყველგანაა მოფანტული.. ნინა საყვარლად მიყურებს და მიღიმის -დედა მოხვედი?ეს ანაა მირჩევს რა ჩავიცვა ხვალ გამოსვლაზე ქალბატონი დარინა ნელა ბრუნდება და გადის ოთახიდან -რატო არ უთხხარი სიმართლე? -რამნიშვნელობა აქვს? მხრებს ვიჩეჩავ და მე და ნინა ქვემოთ ჩავდივართ სამზარეულოში წვენის დასალევად. ოთახში მარიამი თორნიკე და მათი მშობლები სადილობდნენ. წინ ნინა მიდის და რაღაცეებს მელაპარაკება უკან მე მივყვები -გემრიელათ მიირთვით ( მე და ნინა ერთხმად) -მადლობა რამეს შეჭამ? ( მარიამის და თორნიკეს დედა) -არაა, ჩვენ დიეტაზე ვართ! უბრალოდ წვენის დასალევად ჩამოვედით ( ნინა მიყურებს და მიცინის) -მარიამ ადექი ნინას და ანას წვენი დაუსხი ( დედამისი) მარიამს სახეზე ეტყობოდა რო არ მოეწონა ჩვენი შემოსვლა და ადგომას არ აპირებდა -თქვენ მიირთვით! მე დავისხავ! ( ვთქვი და თორნიკემ ჩუმად გამიღიმა მეც გავუღიმე) წვენს ჭიქაში ვისხავთ და ნინას საძინებელში ვბრუნდებით. მე ვერ ვითბენ და ნინას ვეკითხები -ნინა მარიამი ყოველთვის ასეთია თუ უბრალოდ ცუდ განწყობაზეა? -ცუდ განწყობაზეა მუდამ! ( მიცინის) -თქვენ კარგი ურთიერთობა გაქვთ? -არც თუ ისე -შეიძლება რაღაცა გკითხოთ? -ჯერეცერთი მროვლობითში ნუ მელაპარაკები თავი დედაბერი მგონია და მეორე მხოლოდ ერთი კითხვა! ( ისევ საყვარლად მეჭიმება და მიცინის) -მოდელობა მას რატო არ შესთავაზე? -მარი ერთერთი მიზეზია როტომაც მიმატოვეს მეგობრებმა. ენა ჩამაგდებინა კიდევ იმდენი კითხვები მაქვს მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგები რაცარუნდა იყოს ის ჩემი უფროსია...ოთახში ვბრუნდებით და 10 წუთიანი შესვენების შემდეგ ნინას ოთახის დალაგება დავიწყეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.