მამაკაცი მეტროდან (ნაწილი პირველი)
გაზაფხულის თბილი, ლამაზი დღე იყო. აი, ისეთი გარეთ გასვალს რომ გაიძულებს. მთელი დღე უსაქმოდ დავბორიალობდი ოთახიდან ოთახში და იმ გრძნობის გარკვევას ვცდილობდი ძლიერად რომ მაწუხებდა. საღამოს როგორც იქნა მოვხვდი და სწრფად მოვირგე ჯინსის შარვალი, უბრალო თეთი მაისური, თხელი ჟაკეტი, კეტები და სახლის კარები გავიჯახუნე. როგორ მამშვიდებს ქუჩაში უაზროდ ბოდიალი. თბილი სიო ხანდახან რომ მოგელამუნება სახეზე და სასიამოვნოდ დაგივლის ტანში. ირგვლივ უამრავი ხალხი რომ ირევა და შენ, შენ ფიქრებთან ერთად მარტო დადიხარ, ვერავის ამჩნევ გარშემო. არც მანქანების ხმაური და არც ხალხის გამაბრუებელი ლაპარაკი აღწევს შენს გონებამდე. შეგიძლია იარო და იფიქრო რამდენიც გინდა. რამდენიმე საათი დავდიოდი, ბოლოს ფეხები ძალიან რომ დამიმძიმდა და ვეღარ ვდგავდი სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. ტაქსით წასვლა და საცობში მოხვედრა დამეზარა, ამიტომ იქვე, მეტროში ჩავედი და სასურველი მიმართულებით წავედი. ვერ ვიტან ისეთ სიტოაციას ყველა მე რომ მიყურებს. ზუსტად იგივე გრძნობა მქონდა ახლაც. ბიჭი მეტროს ვაგონში ჩემს პირდაპირ რომ იჯდა დაჟინებით მიყურებდა. უხერხულად ვაცეცებდი ხელებს. ან მუხლებზე ვიდებდი, ხან ერთმანეთზე გადაჯვარედინებულს მკერდთან მივიჭერდი. ძალიან მაკომპლექსებს ასეთი მომენტები, თან არც ვიცი რა მჭირს. მოკლე კაბა რომ მეცვას ან დეკოლტე გასგებია, მაგრამ არც გამომწვევად გამოვიურები და არც რამე მაცხია სახეზე. ის კი ჯიუტად თვალს არ მაშორებს. გამოგიტყდებით და მაშინებს კიდეც. რაღაცნაირი გამოხედვა აქვს, თითქოს ცივი, რაღაც საშინელს რომ მოასწავლებს ისეთი. ვაგონში მოხუცი შემოვიდა და ადგილი მას დავუთმე. გვერდზე მდგარიც კი ვგრძნობდი მარცხენა მხარეს, მწველ და ამავედროს საშიშ მზერას. ერთი სული მქონდა როდის გაჩერდებოდა მატარებელი, რომ გამოვსულიყავი და მომდევნოს დაველოდებოდი. სწრაფად გავარღვიე ხალხით გადაჭედილი ვაგონი და სადგურზე გავედი. შვებით ამოვისუნთქე თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე, მაგრამ მწველი მზერა ახლა მარჯვნიდან მიწვავდა გვერდს და ინსტინქტურად მივტრიალდი. კედელზე მიყუდებულ ხელ-ფეხ გადაჯვარედინებულ „მამაკაცს მეტროდან“ რომ გადავაწყდი თვალებით ცივმა ოფლმა დამასხა. სერიოზულად შემეშინდა და მობილურის ძებნა დავიწყე მამასთვის რომ დამერეკა, მაგრამ ბედი არ გინდა? ახლა გამახსენდა მისაღებ ოთახში მაგიდაზე დატოვებული ტელეფონი და კიდევ უფრო შემეშინდა. ნაწილობრივ ის მამშვიდებდა, რომ გარშემო ამდენი ხალხი იყო, მაგრამ მისი მზერა მაინც საოცრა ნერვიულობას და შიშსს მგვრიდა. მეორე მატარებელი მალევე მოვიდა და ძალაუნებურად შევედი. სახლამდე ხომ უნდა მივსულიყავი როგორმე არა? დავინახე მამაკაციც როგორ შემოვიდა ვაგონში და ოდნავ მოშორებით დადგა. ამჯერად ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა ოდნავ ამოწვერილ სახეზე. არც მანიაკის ან მკვლელის ან დამნაშავის შთაბეჭდილებას ტოვებდა (ნეტა როდის მქონდა მსგავს ხალხთან ურთიერთობა ასე რომ დავასკვენი?) პირიქით ძლიან სიმპათიური მამაკაცი იყო, ალბათ 25-27 წლის თუ იქნებოდა. შავი მოკლედ აჭრილი თმა და ოდნავ წამოზრდილი წვერი ქონდა, ლამაზი სახლის ნაკვთები, სწორი, პატარა ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები. სასურველი სადგური რომ გავიგე სწრაფად გამოვედი ვაგონიდან და თითქმის სირბილით წავედი ექსკალატორისკენ. მზერა ახლა ზურგს მიწვავდა... ისეთი შეშინებული ვიყავი სახლამდე ფეხით მისვლა გადავიფიქრე და პირველივე ტაქსსი გავაჩერე და სწრაფად შევხტი. 5 წუთში უკვე სახლთან ვიყავი. შეშინებულმა დავზვერე ეზო და სწრაფად შევედი სადარბაზოში. თითქმის სირბილით ავიარე კიბეები და მეხუთე სართულის კარზე ზარი გადაბმულად დავრეკე. -რა ამბავია? რა იყო? სად გაქვს ტელეფონი? რომ გადიხარ სახლიდან არ უნდა თქვა სად მიდიხარ? -ქოთქოთით შემომეგება დედა და კარი ისევ დაკეტა -კარგი რა დე, -ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და შევეცადე მშვიდი სახე მიმეღო, არაფერი რომ შეემჩნია -დამრჩა ტელეფონი და სად წავიდოდი არ ვიცი? -თუკა! -წარბის აწევით მანიშნა სანამ სახლიდან გახვალ მანამდე უნდა გამაგებინო სად მიდიხარ რომ არ ვინერვიულოვო -კარგი დე ვიცი... სხვა დროს აღარ მოვიქცევი ასე -ვეცადე დედის დამშვიდება და სამზარეულოში დიდი მაცივრის კარი გამოვაღე. ამდენი ბოდიალის შემდეგ ძალიან მომშვიდა... მთელი ღამე „მამაკაცი მეტროდან“ მელანდებოდა და ძილის საშუალებას არ მაძლევდა. ვერ მივხდი ასე რატომ მაშინებდა ან ახლა რატომ მეფიქრებოდა მასზე. ჩემდა უნებურად მის გახსენებაზე ტანში სიცივე მივლიდა და შიშის გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. საერთოდ ვცდილობ ადამიანები ყოველთვის კარგი კუთხით დავინახო და მხოლოდ მათ კარგზე გავაკეთო აქცენტი, ნებისმიერი ურთიერთობის დროს. ახლა კი ვერაფერს ვუხერხებდი მის გამოხედვას და ძალაუნებურად მხოლოდ ცუდ დახასიათებას ვანიჭებდი მამაკაცს. არა ამ სიტოაციაში სხვანაირად როგორ უნდა მეფიქრა? ან რა შეფასება უნდა მიმეცა მისთვის? მესიკვდილებოდა დილით ადრე ადგომა და უნივერსიტეტში წასვლა. მხოლოდ ის მახარებდა, რომ მალე არდადეგები დაგვეწყებოდა და სამ თვიან არდადეგებზე მაინც მომეცემოდა ჩემ გემოზე ძილის საშუალება. მანამდე კი იმდენი სამეცადინო მქონდა ღმეების გათევა და მერე კიდევ ცხრა საათზე ლქციაზე წასვლა მიწევდა. მოკლედ საშინელება იყო... რამდენი თვეა გემრიელად არც კი მიძინია. ნახევრად მძინარემ გადავივლე წყალი და კარადაში ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. პირველივე რაც ხელში მომხვდა ავიღე და ტანზე მოვირგე. გვიან მივხვდი რომ, ის რაღაც სარაფანი ყოფილა და თან უკუღმა ჩამიცვამს. ახლა კიდევ მის გადმობრუნებაში უნდა დამეხარჯა დრო, არდა უკვე ვაგვიანებდი. სწრაფად მოვირგე სარაფანი, ჯინსის მოზაცმელიც და კეტებიც ჩავიცვი, კონსპექტები ხელში ავიღე და სირბილით დავუყევი კიბეებს. 15 წუთის დაგვიანებით მივედი ლექციაზე. ტაქსის მძღოლი ცოტა „შერეკილი“ აღმოჩნდა და რომ ვუთხარი მაგვიანდება-მეთქი ისეთი სისწრაფიდ ატარებდა ვინანე მასთან ჩაჯდომა. მხოლოდ რამდენჯერმე წითელზე გააჩერა. უხალისოდ და როგორც ყოველთვის დამღლელად ჩაიარა ლექციებმა და გადატვირთული გრაფკის შემდეგ, როგორც ყოველთვის დაქალებთან ერთად საყვარელ კაფეს მივაშურე, ოდნავ სული რომ მოგვეთქვა. როგორც ყოველთვის ფორთოხლის წვენი და შოკოლადის ნამცხვარი ჩემთვის და გოგონებისთვის ყავა შევუკვეთეთ. ვერასდროს ვიტანდი ყავას. არც უნალექო, არც ნალექიანი. ცუდად მოქმედებდა ჩემზე. ისე არა, როგორც გუშინდელი „მამაკაცი ვაგონიდან“, მაგრამ... რამ გამახსენდა ახლა ის კაცი? -„ალბათ იმან რომ ფანჯარასთან ზის და ისევ გიყურებს“ -შეშინებულმა ფანჯრისკენ გავიხედე და ისევ იმ ცივ მზერას მოვკარი თვალი. ისევ შიშმა დამიარა მთელ ტანში და გაქცევა მომინდა. სად არ ვიცი, მაგრამ ახლა აქედან ძალიან, ძალიან შორს გაქცევა და ამ შიშიგან განთავისუფლება. მხოლოდ ამ კაცთან ვგრძნობ ამ შიშს და საოცარ დაძაბულობს ერთა. -თუკაა!!! -გოგონების ხმამ მომიყვანა გონს. -რა გჭირს? -აა, არაფერი -გოგოების დასამშვიდებლად გაღიმება ვცადე, თუმცა არ გამომივიდა -ვინ არის? -ვინ? -გაკვირვებული სახით მივაშტერდი სამივეს -აი ის ტიპი ფანჯარასთან რომ ზის. ჩვენ შემოგვყვა და თვალი არ მოუშორებია შენთვის. -ჩვენ შემოგვყვა? -ორაზროვნად ვიკითხე მისი ნათქვამი -კი, -თავი დამიქნია სამივემ -უნდა წავიდე, მეჩქარება... -სწრაფად გადავიკიდე ჩანთა მხარზე, მეორე ხელით კონსპექტებს დავწვდი და თითქმის სირბილით გავვარდი კაფიდან. რომ გეკითხათ რატომ გამოვიქეცი ვერ გეტყოდით, მაგრამ მისი მზერის ატანა აღარ შემეძლო. თავი ისეთი უსუსური და უძლური მეგონა, რომ გამოსავალი მხოლოდ გაქცევაში ვიპოვე. მაინც ვიგრძენი როგორ ადგა და გამომყვა თვითონაც. პირველივე ტაქსში ჩავჯექი სახლის მისამართი ვუკარნახე. როგორც ნერვიულობის დროს მჩვევია ხოლმე ხელები ერთმანეთში ავხლართე. მთელი გზა უკან ვიყურებოდი ხომ არ მოყვება-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთი ტაქსი ვერ შვნიშნე, ამიტომ შედარებით დამშვიდებული გადმოვედი სადარბაზოსთან და ტაქსისტისგან ხურდის მოლოდინში მანქანის წინა კართან მივიყინე. სწრაფად ავირბინე კიბეები და გულგახეთქილი შევვარდი სახლში? -რა იყო? რა მოხდა? -სამზარეულოდან შეშინებული გამოვარდა დედა -არაფერი დეე -ისევ ნაძალადევად გავიღიმე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. მისი განერვიულება და საკუთარი პრობლემების თავს მოხვევა არ მინდოდა ჩემს გარეშეც ისედაც ბევრი სანერვიულო ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა შვილი, ჩემი უფროსი ძმა. მთელ ოჯახს სერიოზული ზიანი მოგვაყენა ამ ტკივილმა. განსაკუთრებით ჩემზე. ჩვენს შორის ერთი წელი იყო განსხვავება, მაგრამ ტყუპებივით ვიყავით. საოცარი ურთიერთობა გვქონდა. რაც მისი დაღუპვის, უფრო სწორად მკვლელობის ამბავი გავიგე მას შემდეგ საკუთარ თავში ჩვიკეტე. სახლიდანაც კი არ გავდიოდი, ყველასთან კონტაქტი გავწყვიტე. არავინ და არაფერი მინდოდა, არაფერი მაბედნიერებდა. საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე უფრო დიდი ტკივილი არამგონია რამე იყოს. მითუმეტეს იმ ადამიანის, რომელიც სიცოცხლეს გერჩივნა. ისეთი ადამიანის, რომელიც გულშიც კი არ გაივლებდა ბოროტებას, მხოლოდ სიყვარულს, სიხარულს დ აპოზიტივს თესავდა ყველგან, სადაც მიდიოდა. ლუკა, რომ გარდაიცვალა სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და ეროვნულებისთვის ვემზადებოდი. მისი დაღუპვის შემდეგ კი გამოცდებზეც არ გავსულვარ, მთელი წელი სახლში ჩაკეტილმა გავატარე. ბოლოს ჩემი მშობლების მოთხოვნით შემდეგ წელს გადავწყვიტე ჩამებარებინა, თუმცა კარჩაკეტილობას მაინც ვერ გადავეჩვიე. ბავშვობისმეგობრებთან ურთიერთობა არ აღმიდგენია, მიუხედავად იმისა რომ მათი მხრიდნ მცდელობა დიდი იყო. ყველა მათგანი, მაინც ჩემს ძმას მახსენებდა, ყველასთან საერთო მოგონებები მაკავშირებდა და ეს ძალიან მტკენდა გულს. უნივერსიტეტში რამოდენიმე მეგობარი შევიძინე. ისინი, ვისთან ერთადაც რამდენიმე წუთის წინ კაფეში ვიჯექი და წვენს მივირთმევდი. ძალიან კარგები არიან, ნაწილობრივ მათი დახმარებით მოვედი ამ დღემდე, ისეთი როგორიც ვარ. ყველასთან ურთიერთობას ვერ ვაწყობ, ჩემი „უცნაურობების“ გამო. რა ვქნა ყველასთან საერთო ენას ვერ ვპოულობ. მეგობრებს არასდროს ვეძებ, მაგრამ არაჩვეულებრივი მეგობრობა შემიძლია. თავს არ ვიქებ, უბრალოდ სიმართლეს აღვნიშნავ... მაინც ნერვიულად დავაბიჯებდი ოთახიდან ოთახში. ფანჯარასთან მისვლაც არ შემეძლო, რომ შემემოწმებინა, სახლამდე გამომყვა თუ არა. გვიანობამდე დედას სახლის საქმეებში ვეხმარებოდი. შემდეგ დასაძინებლად წავედი, თუმცა ძილი მაინც არ მომეკარა. ისევ „მამაკაცი მეტროდან“. ამ ქაცმა უკვე ზედმეტადაც კი დაიპყრო ჩემი ფიქრები... დილით თვალების გახელისთანავე წვიმიმის ხმა რომ ჩამესმა სასიამოვნოდ გამეღიმა და სწრაფად წამოვხტი ფეხზე. ჩემი ამინდია... უაზროდ შემიძლია წვიმაში ბოდიალი ან ფანჯარაზე ჯდომა ასეთ ამინდში საყვარელი წვენითა და წიგნით ხელში. მაგრამ დღეს ბოდიალი მომიწევდა.უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი და უკვე მაგვიანდებოდა კიდეც, თუმცა ფეხით წასვლა მაინც განვიზრახე. გაზაფხულის წვიმა არც თუ ისე საშიშია, პირიქით, სასიამოვნოა თბილი წვეთები რომ გეხება სახეზე და ისე მიიკაფავენ გზას მიწისკენ. ჯინსის შარვალი, შავი მაისური, შავი კეტები და თხელი ჟაკეტი მოვირგე. სამზარეულოში მყოფ დედას ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე, კონსპექტები და ჩანთა ავიღე და ღიღინით დავუყევი სადარბაზოს კიბეებს. -დილა მშვიდობისა ! -ცივი, უხეში ხმა მოხვდა ჩემს ყურთასმენას და ადგილზე გამყინა. -შენ არ მომესალმები? -ისევ უხეში და ზედმეტად ცივი იყო მამაკაცის ხმა. ისეთივე ცივი, როგორიც მისი გამოხედვა. ნელა მივტრიალდი მისკენ და ისევ შიშმა დამიარა მთელ სხეულში -თქვეენ? -ავჩურჩულდი ჩემთვის -რა გნებავთ? -უკანასკნელი გამბედაობა მოვიკრიბე და თვალებში შევხედე. -თქვენ! -ისევ მკაცრი იყო პასუხი -ვერ გავიგე? -თქვენ მინდიხართ! -ამჯერად გარკვევით გამოკვეთა ორივე სიტყვა და ინსტინქტურად უკან გავხტი. -თქვენ მე მაშინებთ -მე ყველას ვაშინებ! -მე არ მომწონს რომ მაშინებენ -ხელში დაჭერილი კონსპექტებისკენ გადავიტანე ყურადღება -ეგ არავის მოსწონს -ირონიით ჩაილაპარაკა მამაკაცმა -უნდა წავიდე -ისევ უკან დავიხიე მისი ძლიერინ ხელები რომ ვიგრძენი ჩემს ხელზე მისკენ მიმიზიდა. გულისცემა გამიხშირდა, შიშის იმპულსებმა მთელ სხეულში დამიარეს -დღეს მე წაგიყვან -მკაცრი და მომთხოვნი იყო მამაკაცის ხმა -ჩემით წავალ -ამოვიბურტყუნე შეშინებულმა და მისი მკლავებიდან დასხლტომა ვცადე, მაგრამ რას გავხდებოდი ჩემზე ერთი თავით მაღალ და საოცრად ძლიერ მამაკაცთან. -ხომ გითხარი, რომ დღეს მე წაგიყვან! -კიდევ უფრო გაიმკაცრა ხმა -მე არ მინდა თქვენი წაყვანა, თვითონაც შევძლებ -ამაოდ ვცდილობდი უარის თქმას -ვიცი რომ შეძლება, მაგრამ მე მინდა რომ წაგიყვანო -კი, მაგრამ მე აღარ მეკითხებით? -როცა საჭირო იქნება მაშინ შეგეკითხები. -ძლივს შესამჩნევად გამიღიმა. თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი მანქანაში, წინა სავარძელზე. რამდენიმე წამში თვითონაც გვერდით მომიჯდა და მანქანა ეზოდან გაიყვანა. -დღეს რომელზე გიმთავრდება ლექციები? -დუმილი ისევ მანდ დაარღვია -თქვენ... ეს... -დაბნეულად ავხლართე ხელები ერთმანეთში -კარგი, არაუშავს დაგელოდები -თვალი ჩამიკრა. უნივერსიტეტამდე დუმილი აღაცერთს დაგვირღვევია. ნუ მე რისი მთქმელი ვიყავი, მაგრამ არც მას აღარ უთქვამს რამე. რამდენიმე წუთში მანქანა უნივერსიტეტის შესასვლელთან გაჩერდა და მეც გადმოსვლა ვცადე ხელზე ხელი რომ მომკიდა. ისევ შიშმა დამიარა მთელ სხეულში -აქ დაგელოდები -ისევ უხმოდ გადმოვედი და კარი ძლიერად მივხურე. ცხოვრებაში პირველად არ მინდოდა ლექციების დამთავრება, იმის მიუხედავად, რომ ერთი სიტყვაც არ მესმოდა რასაც ლექტორი ამბობდა. უაზროდ ვიჯექი ერთ ადგილზე მიყინული და შიშის იმპულსები მთელ სხეულში მივლიდა. მაინც რატომ მაშინებდა ასე ეს კაცი არ ვიც. ალბათ თავისი იმიჯით, მაგრამ არ ვიცი, მას კიდევ ქონდა რაღაც, რაღაც ისეთი რაც ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. ლექციების შემდეგ გოგოებმა ისევ კაფეში გადაწყვიტეს წასცლა. მეც იმ იმედით, რომ ამდენი ხანი გარეთ ვერ დამელოდებოდა და მამაკაცი მეტროდან უკვე სახლში წავიდოდა, დავთანხმდი და შენობიდან გამოსულმა გეზი პირდაპირ კაფისკენ ავიღე. ძლიერმა ხელმა მომიჭირა მკლავზე და თავისკენ მიმატრიალა -ხომ გითხარი რომ დაგელოდებოდი და სახლში წაგიყვანდი? -მკაცრმა ტონმა დაფარა ჩემი ყურთასმენა -თუკაა არ მოდიხაარ? -გოგოების წუწუნი მომესმა უკნიდან და მისი ხელიდან დასხლტომა ვცადე -არა! დღეს თუკა ჩემთან ერთად მოდის -უხეშად და მკაცრად მიუგდო რამდენიმე სიტყვა და მანქანისკენ წამიყვანა. -რა გინდათ ჩემგან? -ძლივს მოვუყარე ამ სიტყვებს თავი მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ -მაგ კითხვაზე მე უკვე გაგეც პასუხი. -ხო მაგრამ მე არ მინდა -საკუთარმა სითამამემ თვითონვე გამაკვირვა -მოგინდება -ნიშნისმოგებით გადმომხედა -მე ხომ გითხარით რომ მეშინია თქვენი? -მოდი თქვენობით საუბარი არ გვინდა -მე თქვენი სახელი არ ვიცი -მორცხვად დავხარე თავი. მეშინოდა მისთვის თვალებში ჩახედვის. არანაირი სხივი მის თვალებში არ იყო, მხოლოდ ერთი წერტილი, რომელიც ასე საოცრად მაშინებდა. -ჯანდაბა, როგორ დამავიწყდა, თომა მქვია -ოდნავ შესამჩნევად გაეპო ტუჩის კუთხე -თუკა -თავდახრილმა წარვუდგინე საკუთარი თავი -ვიცი, ყველაფერი ვიცი რაც საჭიროა შენზე -ამ პასუხმა ისევ შემაშინა და ნერვიულობისგან ხელები ერთმანეთში ავხლართე -ცუდი ჩვევაა... -ისევ მან დაარღვია დუმილი -ვერ გავიგე? -ნერვიულობის დროს ხელებს ერთმანეთში ხლართავ და ეგ ვიგულისხმე -ხო -დავთანხმი ისე რომ მისკენ არც გამიხედავს. -თქვენ მოგწონთ როდესაც ხალხს აშინებთ? -ისევ გამაკვირვა საკუთარმა სითამამემ -მოვედით! -უხეში ქონდა ხმა. მანქანა ჩემი სადარბაზოს წინ გააჩერა -ხვალ ისევ დაგელოდები -ისევ მკაცრი იყო ხმა სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და სახლში გიჟივით ავვარდი. ახლა ფიქრი მჭირდებოდა. ძალიან ბევრი ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ფაქტია ეს კაცი არ აპირებდა შეშვებას. პირიქით, საოცრად მოსწონდა ჩემი შიში და დაბნეულობა მასთან ყოფნისას. ალბათ მანიაკია და სიამოვნებს გოგოებს ასე რომ აშინებს, მაგრამ რატომ მაინცდამაინც მე? ათასჯერ გადავზომე საკუთარი ოთახის სიგრძე და სიგანე სარულით. არა, მამაჩემს ვერაფერს ვეტყოდი, ახლა კიდევ დამატებითი პრობლემა აღარ სჭირდებოდა ჩემ ოჯახს, ისედაც თავზე საყრელად აქვთ ყველაფერი, სახლშიც და სამსახურშიც. კიდევ ჩემი დაატება, მათთვის უკვე ზედმეტი იქნებოდა. მაგრამ არც ისეთი ვინმე მყავს დახმარება რომ ვთხოვო. უკვე გითხარით, რომ ჩემი ძმის დაღუპვის შემდეგ ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა მხოლოდ ნინო და თამო მყავს, უნივერსიტეტის მეგობრები, მაგრამ ისინი ვერაფერ მოახერხებენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გოგონები არიან და სხვისგან დახმარებას ვერც მივიღებ. ვერც პოლიციაში წავალ, იქ მისვლით ჩემი მშობლები მაინც გაიგებენ ყველაფერს, ამიტომ საბოლოოდ მაინც ჩემი მოსაგვარებელი იყო ეს პრობლემა, მაგრმა როგორ უნდა მომეგვარებინა, როდესაც მისი დანახვისას ისეთი შიში მიპყრობს ხმის ამოღების საშუალებაც კი არ მაქვს? მთელი ღამე გავათენე ამაზე ფიქრში. დილით უნივერსიტეტში წასვლა გადავიფიქრე, თუმცა როდემდე გავაცდენ, ბოლოსდაბოლოს მეოთხე კურსზე ვარ და მალე საფინალო გამოცდები დამეწყება, მეცადინებოა და უნივერსიტეტში სიარული ძალიან მჭირდება. მაინც ვიფიქრე, რომ ერთი ორი დღის გაცდენით არაფერი დაშავდებოდა სახლში დარჩენა გადავწყვიტე. ჩუმად გავიხედე ფანჯრიდან და კორპუსის წინ მისი მანქანა დავლანდე. თვითონ კი წინ და უკან დადიოდა და საათს ამოწმებდა. მიხვდა რომ არ მივდიოდი. ახლა იმის შემეშინდა სახკში არ ამომდგომოდა, მითუმეტეს მარტო ვიყავი. მშობლები სამსახურში დილით ადრე მიდიან ხოლმე. მამას საკუთარი ბიზნესი აქვს და დედაც ბუღალტერიულ საკითხებში ეხმარება რაც უნივერსიტეტი დაამთავრა პირველად მიეცა საშუალება პროფესიით მუშაობის და ამაზე უარს ვერ იტყოდა, თან სამსახურში ყოფნა ცოტა ხნით მაინც დაავიწყებდა პრობლემებს. უძილარი, ცოტა გამოსაფხიზლებლად აბაზანაში შევედი. თბილი შხაპი ახლა ძალიან მესიამოვნა. აბაზანიდან გამოსულს კარზრ კაკუნის ხმა მომესმა და არ დაგიმალავთ ძალიან შემეშინდა. ფრთხილად მივუახლოვდი კარს და ლევანიკო, ჩვენი მეზობელი, რომ დავლანდე შედარებით დამშვუდებულმა გავაღე კარი -სკოლაში რატომ არ ხარ შენ ბიჭო ჰაა? -მხიარულად მივაძახე კართან აყუდებულ პატარა ბიჭუნას -დედამ არ გამიშვა, ვირუსებიაო -თავი იმართლა ბავშმა -ხო, საშინელი ვირუსებია, -უმალ დავთანხმდი მეც -რა მოხდა ლევანიკო? რამ შგაწუხა? -დაბლა ვიღაც კაცი იყო და ეს გამომატანა, მითხრა თუკას აუტანეო -თეთრი ფურცელი გამომიწოდა და შისის იმპულსებმა უკვე მთელ ტანში მოასწრო ამოძრავება -მადლოა -დაბნეულმა გადავუხადე ბავშვს მადლობა და კარი სწრაფად მივხურე. შეშინებულმა გავხსენი წერილი „ისე გაშინებ უნივერსიტეტშიც აღარ მიდიხარ?“ კიდევ კარგი რამე ისეთი არ ეწერა, თორემ შიში და დაპანიკება მერე გენახათ. ჯერ ამაზე რა დამემართა და მერე ისეთი რამე რომ წერებოდა არ იკითხოთ... კარი კარგად ჩავკეტე და ტელევიზორი ჩავრთე. არა, ხომ შეიძლებოდა თვითონ ამოსულიყო და ლევანიკოსთვის არ გამოეტანებინა ეს წერილი. მერე რა უნდა მექნა? საკუთარ თავთან დიალოგით ვიყავი დაკავებული და არ მახსოვს როდის ჩამეძინა. საღამოს გოგოებმა დამირეკეს და მეორე დღეს უნივერსიტეტში მისვლა მთხოვეს, რაღაც ლექცია გვიტარდება თურმე და აუცილებელია ყველას დასწრება. შიშით ავდექი მეორე დღეს და აბაზანაში შევედი. სპეციალურად ვწელავდი დროს, არც ის მინდოდა დამგვიანებოდა, მაგრამ არც ის, რომ „მამაკაცი მეტროდან“ მენახა. სირბილით ჩავიარე კიბეები და სადარბაზოდან გავედი -გაგვიანდება! -ადგილზე გამყინა მისმა ხმამ. -დაჯექი -მანქანის კარი გამიღო და თავით მანიშნა დავმჯდარიყავი. უხმოდ ავყევი მის სურვილს, ან რა აზრი ქონდა წინააღმდეგობის გაწევას? -დილა მშვიდობისა -ჩუმად ავუტბუტდი და თომას მივესალმე. ჩემმა საქციელმა აშკარად გაკვირვება გამოიწვია მასში. -დილა მშვიდობისა -ცივად დამიბრუნა პასუხი. -გუშინ რატომ არ წახვედი?! -მკაცრი ტონით დამისვა კითხვა -არ მინდოდა... -ისევ ჩუმად ავბუტბუტდი და თავდახრილი ვიჯექი მანქანაში -არ გინდოდა თუ ჩემი გეშინოდა? -ისევ სიმკაცრე ჟღერდა -თქვენი მეშინოდა -ხომ შევთანხმდით, რომ თქვენობით აღარ ვისაუბრებდით? -ჩემი პასუხი დააიგნორა -კარგი -თავი დავხარე. -დღეს აღარ გეშინია? -დღეს ვერ გავაცდენ უნივერსიტეტს. -ისევ ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა უნივერსიტეტამდე ხმა აღარ ამოგვიღია. მხოლოდ მანქანიდან გადმოსვლისას მითხრა დაგელოდებიო. მეც მადლობა გადავუხადე და შენობაში შევედი. ლექციები ამჯერად მალე დასრულდა. საკმაოდ საინტერესოც კი იყო. ის მონაკვეთები რისი მოსმენაც შევძელი. დანარჩენზე ფიქრებით სხვაგან დავფრინავდი. გოგოებს დავემშვიდობე და მისი მანქანისკენ წავედი. წინა კარებს მშვიდად მიყრდნობოდა და თვალს მადევნებდა. კარი ჯენლტმენურად გამიღო და შემდეგ თავის ადგილას დაჯდა. ჩემ სახლს რომ გავცდით მხოლოდ მაშინ ვიკითხე სად მივყავდი -რაღაც მინდა განახო. -აღარაფერი მითქვამს. მანქანა ერთ ამაღლებულ ადგილას გააჩერა, საიდანაც მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანდა. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო აღფრთოვანება ვერ დავმალე და სწრაფად გადმოვხტი მანქანიდა. სიხარულით გავყურებდი ჰორიზონტს და კმაყოფილი ღიმილით ვაჯილდოვებდი იქაურობას. -ძალიან ლამაზია -გახარებული მივუბრუნდი მამაკაცს -არ მეგონა ასეთი ადგილი თუ არსებობდა. -მიხარია, რომ მოგწონს -ოდნავ დაუთბა ხმა და ახლა შევამჩნიე პირველად მის თვალებში უმნიშვნელო ნაპერწკალი კიდევ უფრო გაღვივებოდა. მისი თვალები ამ ნაპერწკლის გამო ისეთი საშიში აღარ მეჩვენა როგორც ადრე და ამ ფაქტმა გამახარა. კმაყოფილი გავცექორი ჰორიზონტს და მისი სილამაზით ვტკბებოდი. -შეიძლება მზის ჩასვლას აქედან ვუყუროთ? -ღიმილით ვიკითხე და ახლა ამაყად შევხედე თვალებში, რომელიც უფრო და უფრო თბებოდნენ. მხოლოდ თვალები. ხმა და გამოხედვა ისევ მკაცრი ქონდა -შეიძლება -შედარებით თბილად, მაგრამ მაინც მკაცრად მითხრა -მადლობა უხმოდ ვისხედით რამდენიმე საათი და მზის ჩასვლას ველოდებოდი. ხანდახან ბავშვური გულუბრყვილობითა და სიცელქით გადავხედავდი და ოდნავ გავუღიმებდი. თითქოს ამით მადლობას ვუხდიდი აქ რომ ამომიყვანა და ასეთი სილამაზე მაჩვენა. -ძალიან ლამაზი ხარ -ყურში ჩამჩურჩულა და ხელები მუცელზე შემომხვია. შეხებისთანავე მთელი სხეული ამეწვა და შიშის იმპულსებმა დამიარა. მისი ხელებიდან დახსნა ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. რაც უფრო მეტს ვცდილობდი უფრო მეტად მიჭერდა ხელს და მისკენ მიზიდავდა -ნუ ფართხალებ! -მკაცრად გასცა ბრძანება ჩემს კისერში თავჩარგულმა. მისი სუნთქვა კისერში მეცემოდა და მთელ სხეულში გადადიოდა ჟრუანტელებად. -გამიშვი რა -მუდარის ტონი ამღმომხდა ბაგეებიდან -ცოტა ხნით -კიდევ უფრო ძლიერად მიმიზიდა და ხარბად შეისუნთქა ჩემი მის სურნელი. მის ამ ქმედებებზე კიდევ უფრო მეშინოდა. ასეთ შეხებებს მიჩვეული არ ვიყავი. მხოლოდ ერთი მამაკაცი მეხებოდა ასე და რაც ის წავიდა მას შემდეგ არავინ. მისი ყოველი ჩასუნთქვისას შიში და ერთგვარი ნოსტალგია მიპყობდა. ნოსტალია, ჩემი ძმის. -გამიშვი გთხოოვ -ცრემლები გადმოვყარე და მიწაზე დავემხე. მამაკაცმა ფრთხილად გამიშვა ხელი და უკან დაიხია. მშვიდად უყურებდა ჩემს ტირილს და გრძნობების გამოჩენის საშუალებას მაძლევდა. ერთიანად დავიცალე ემოციებისგგან, მონატრება, შიში, გაურკვევლობა ყველაფერი ცრემლებს გადმოვაყოლე და ცოტა ხნით დავმშვიდდი. -კარგად ხარ? -ფრთხილად მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. დადებითი პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე. მზე უკვე ნელ-ნელა ჩადიოდა და ღრუბლებს ეფარებოდა. -სახლში მინდა -ტირილისგან შეცვლილი ხმით ვუთხარი და მანქანისკენ წავედი. თვითონაც უხმოდ დაჯდა საჭესთან და გეზი ჩემი სახლისკენ აიღო. რამდენიმე წუთში ჩემ სახლთან ვიყავი. ხვალ გნახავო და მანქანიდან გადავედი. დამძიმებული შევედი სახლში. მშობლები ჯერ არ მოსულიყვნენ. ახლა ისე მჭირდებოდა ვინმესთან საუბარი, ალბათ გავიჟდებოდი. ჩანთა ავიღე და სირბილით წავედი სასაფლაოსკენ. ყოველთვის ასე ვიქცევი, როდესაც რაიმე მჭირს, ცუდად ვარ, ან უბრალოდ საუბარი მინდა ჩემ ძმასთან მოვდივარ. ყოველთვის ასე ვაკეთებდი, სანამ ცოცხალი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგაც. ჩემი ერთადერთი მესაიდუმლე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა ვერავისთან ვერ ვიყავი ისეთი გახსნილი, როგორც ლუკასთან. ყოველთვის ისეთ რჩევას მაძლევდა, რომელიც ჩემთვის აუცილებელი იყო. ყოველთვის მიცავდა, ჩემზე ზრუნავდა და მენდობოდა. იმაზე მეტი ვიყავით ვიდრე უბრალოდ და-ძმა... მუხლებზე დავემხე და ბოლო ხმაზე ავქვითინდი. ვტიროდი, ვჩხუბობდი, ვლანძ/რავდი, რატომ წავიდა, რატომ დამტოვა, რატომ აღარ მაძლევს რჩევას, რატომ აღარ მიცავს, როცა ასე ძალიან მეშინია, რატომ არა ჩემს გვერდით როცა ყველაზე მეტად მჭირდება მისი მხარდაჭერა, მისი ჩახუება ვიგრძნო. მთელი ემოციები ამოვიღე. მანამდე ვტიროდი სანამ ცრემლი არ გამიშრა, მანამდე სანამ ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. ვიხსენებდი, ვუყვებოდი, ვეკითხებოდი, ვთხოვდი, ის კი, იმ ცივი ქვიდან ღიმილიანი სახით მიმზედა. თავისი საფირმო ღიმილით, ყველაფერ რომ მავიწყებდა, მაგრამ ახლა ვერ შეძლო, ვერც დამამშვიდა, პირიქით, კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, რომ ჩემს გვერდით არ იყო და მის მაგივრად ახლა ცივ ქვას და მიწას ველაპარაკებოდი. სახლში შუაღამისას დავბრუნდი. კარი დედამ გამიღო. ჩხუბს აპირებდა, მაგრამ რომ დამინახა რა მდგომარეობაშც ვიყავი და გაჩუმდა ოთახში გამიშვა. იციან რომ ასეთ დროს ამ სახით მხოლოდ ლუკასგან მოვდივარ და ა/რარაფერს მეუბნებიან ხოლმე. მიეჩვივნენ, ალბათ... თან აღარ უნდათ იგივე ტკივილი განმაცდევინონ და აღარ მალაპარაკებენ... დილით რომ გავიღვიძე ყველაფერი მტკიოდა. არც თბილმა შხაპმა და წვენმა მომიყვანეს გონს. თვალებდასიბეული წავედი უნივერსიტეტში. კიბეებთან თომა დამხვდა. ახლა ისე არ მინდოდა მის გვერდით ყოფნა ვერ აღგიწერთ. ჩემი დანახვისას თვალები გაუფართოვდა და შევამჩნიე როგორ ერთიანად დაებერა ყველა ძარღვი, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, მანქანის კარი გამიღო და თვითონ გვერდით მომიჯდა. -დილა მშვიდობისა -არ შემიხედავს ისე მივესალმე -დილა მშვიდობისა -არც მას გამოუხედავს. დღეს საოცრად დაძაბულები ვიყავით ორივე და ხმას არ ვიღებდით. უნივერსიტეტამდეც უხმოდ მივედით და მანქანიდანაც უხმოდ გადმოვედი. ვიცოდი, რომ დამელოდებოდა და ალბათ ამის შეხსენება აღარ ჩათვალა საჭიროდ. ლექციებს შეძლებისდაგვარად ყურადღებით ვუსმენდი. შუალედებზეც გოგოებს ვესაუბრებოდი და ცოტა ადამიანის სახე დავუბრუნე. ამჯერადაც უარი ვუთხარი კაფეში წაყოლაზე, რაზეც მათი ჩხუბი დავიმსახურე, მაგრამ ზედმეტი პრობლემები აღარ მინდოდა. რომ წავსულიყავი თომაც უნდა გამომყოლოდა და გოგონებისთვის ამის ახსნა ჯერ არ შემეძლო. მათეს მანქანას თვალებით დავუწყე ძებნა და შენობის მოპირდაპირე მხარეს შევნიშნე. მანქანა დაკეტილი დამხვდა და წინა კარს მივეყუდე მის მოლოდინში. მაღაზიიდან გამოსული პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და პარკები გამომიწოდა. უხმოდ გამოვართვი და გაღებულ კარში დავჯექი. -მადლობა -ღიმილით გადავუხადე მადლობა და მისი ღიმილიც დავიმსახურე. პირველად გამიღიმა ასე -გიხდება ღიმილი -ოდნავ შეშინებულმა ვუთხარი კომპლიმენტი და მაშინვე გააქრო ის ღიმილი სახიდან -არასოდეს იღიმი? -ვკითხე გაღიზიანებულმა -არა! -მოკლედ მომიჭრა პასუხი -აბა იარე ეგრე და აშინე ხალხი!!! -როგორც შენ არაა? -კი, როგორც მე! გსიამოვნებს შენი რომ მეშინია? -არა! -არც მე! ხოდა გაიღიმე და აღარ შემეშინდება. -ახლა არ მეღიმება -კარგი რა გაიღიმე! -გავჯიუტდი ბავშვივით თან სასაცილოდ ავახამხამე თვალები -ახლა არ მეღიმება და რა ვქნა? -ისევ მკარი იყო მისი ხმა -კარგი, თუ გინდა ნურც გაიღიმებ -არანაკლებ მკაცრად და გაღიზიანებულად ვუთხარი და ისევ გამიკვირდა საკუთარ თავში ამხელა ძალა რომ აღმოვაჩინე მისთვის წინააღმდეგობის გაწევის. -ახლა სახლში წამიყვანე! -არა! -რას ნიშნავს არა? -უკვე გავცოფდი -არა ნიშნავს არას! -ვერ გავიგე! სახლში წამიყვანე! -ჯერ ჩემთან ერთად წამოხვალ და ნუ თამაშობ ამ მკაცრი გოგოს როლს, არ გიხდება! -არც შენ -ენა გამოვუყავი და ხელებგადაჯვარედინებული მივეყუდე სკამს. -სასაცილო ხარ როცა იბუტები -უჩვეულო ღიმილით დამაჯილდოვა -აიი, ხომ გაიღიმე -გახარებული წამოვხტი და თითი მისი სახისკენ გავიშვირე. -ასე გაგეხარდა? -ვერც მან დამალა სიხარული -ხო, ისეთი სახით რომ მიყურებ ხოლმე მეშინია და ახლა აღარ შემეშინდება, იმიტომ რომ მივხვდი... -რას მიხვდი -ინტერესით მომაპყრო თვალები თან შიგადაშიგ გზას გახედავდა -იმას რომ, არც ისეთი საშიში ხარ. უფრო სწორად საერთოდ არ ხარ საშიში, უბრალოდ ეს ნიღაბია -ჩემი აღმოჩენით კმაყოფილმა გავიღიმე -ნიღაბი? -ხო ნიღაბი, რომ შენი ნამდვილი სახე ვერავინ ნახოს -და რატომ? -ეგ ჯერ არ ვიცი, მაგასაც გავრკვევ-კმაყოფილმა შემოკარი ტაში -იქნებ ეს ღიმილია ნიღაბი და ის სახე, რომელიც პირველად ნახე რეალური? -არა, არა გულრწფელ ღიმილს ყოველთვის ვარჩევ... ასე, რომ შეუძლებელია... არა! -ჯიუტად ვიმეორებდი ჩემსას -კარგი, მაგრამ იმედები გაგიცრუვდება -ისიც ჯიუტად აგრძელებდა თავისას -ძალიან მეწყინება ასე თუ იქნება, მაგრამ ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. -ბოლო წინადადება ჩემთვის ჩავილაპარაკე, თუმცა მაინც შეძლო მისი გაგება. მანქანა ტყესთან გაჩერდა. ამ ადგილმა კიდევ ერთხელ მომგვარა შიში, მაგრამ მის ნებას დავემორჩილე და უკან მივყევი. რამდენიმე წუთი ფეხით ვიარეთ და ერთ წყაროსთან მივედით. ულამაზესი ადგილი იყო, ირგვლივ მხოლოდ ფოთლების შრიალი და წყაროს ხმა ისმდა. წყაროს გვერდით ერთი მაგიდა იდგა სკამებით და ჩვენც იქით გავემართეთ. პარკები მაგიდაზე დაალაგა და ამოლაგება დაიწყო. -გაუშვი მე მივხედავ -გვერძე გავწიე და მისი ადგილი დავიკავე. ყველაფერი ამოვალაგე და სუფრის გაშლა დავიწყე. ქარი არ იყო, ამიტომ თამამად შემეძლო ერთჯერადი თეფების გაშლა. ჩემს ყველა მოძრაობას დიდი ინტერესით აკვირდებოდა და მის თვალებში ახლახანს აკიაფებული სხივი გვერდებს მიწვავდა. როგორც კი სუფრის გაშლა დავამთავრე დავსვი და მეც მის პირდაპირ მოვკალათდი. -მართლა გგონია რომ ჩემი „იმიჯი“ მხოლოდ ნიღაბია? -დუმილი დაარღვია თომამ -რა თქმა უნდა! -დავი დავუქნიე -და რატომ გგონია ასე? -იმიტომ რომ ასეა... -ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? -უბრალოდ ვიცი. -შენ ხომ არც მიცნობ? -გაგიცნობ! -ანუ ჩემს გაცნობას აპირებ? -კი -აღარ გეშინია ჩემი? -უნდა მეშინოდეს? -არ ვიცი... -რამეს დამიშავეებ? -არა! -მკაცრი უარი განაცხადა და რომ იტყვიან მზერით მომკლდა, ეს რა მკითხეო -ხოდა ძალიან კარგი. -მე რა უნდა გავაკეთო? -ისეთი უნდა იყო როგორიც ხარ! -იქნებ მართლა ისეთი ვარ, როგორიც ვჩანვარ და შენ ცდები? ან მხოლოდ შენთან ვხდები ისეთი, როგორსაც შენ ამბობ? -მხოლოდ ჩემთან? -მხოლოდ შენთან! -რატომ? -გაარკვიე -ნიშნის მოგებით ჩამიკრა თვალი და ჭამა განაგრძო. -თუკა დადიანი, 24 წლის, მშოობლებთან ერთად ვცხოვობ იცი სადაც და ისიც იცი სად ვსწავლობ -ღიმილით წარვუდგინე მოკლე ბიოგრაფია -თომა ხვედელიძე. 27 წლის. არ ვსწავლობ. ვმუშაობ, საკუთარი ბიზნესი მაქვს. -სასიამოვნოა -ღიმილით გავუწოდე ხელი. -ჩემთვისაც. -უკვე რბილი გაუხდა ტონი -მადლობა -რისთვის? -ასეთ ლამაზ ადგილებში რომ დაგყავარ. -მიხარია რომ მოგწონს. სახლამდე ხმა არც ერთს ამოგვიღია. ჩუმად ვიჯექი მანქანაში და დღევანდელ მოვლენებზე ვფიქრობდი. აღარ მეშინოდა ამ კაცის. პირიქით, ინტერესი მქონდა მისი უფრო ახლოს გაცნობის და იმაში დარწმუნების, რომ მართალი ვარ. თვითონ მთელი გზა არ „მოუხსნია ნიღაბი სახიდან“ და ჩვეული სიმკაცრით გაჰყურებდა გზას. დროდადრო მეც გადმომხედავდა ხოლმე. მანქანიდან გადასვლისას ხვალამდე დავემშვიდობე და სადარბაზოს კიბეებს ნელა ავუყევი. სახლში მოფუსფუსე დედა დამხვდა. ცოტა ხანი მას დავეხმარე და უნივერსიტეტის ამბებზეც ვეჭორავე. ძალიან უხაროდა ჩემი თამოსთან და ნინოსთან ურთიერთობა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვუყვებოდი მეგობრებზე ასე აღტაცებული და ცრემლიანი თვალებით მანიშნებდა ბედნიერებას. ლუკას წასვლის შემდეგ ერთადერთი იმედი მე დავრჩი და ერთადერთი აზრი რის გამოც სიცოცხლეს აგრძელებდნენ ორივე. ამან მაიძულა მეც ფეხზე დადგომა და მათი იმედების გამარ/თლება. იმის გამო, რომ მათ თვალებში თუნდაც ოდნავი ღიმილი და ბედნიერება დამენახა წამოვდექი ფეხზე და გავძლიერდი. საკუთარი თავი და ტკივილი დავძლიე. მათთვისაც ისეთივე მძიმე იყო ლუკას დაკარგვა, როგორც ჩემთვის, ისინიც ისევე ტიროდნენ ღამღამობით როგორც მე, მაგრამ ისევ ლუკას გამო ვცოცხლობდით სამივე, ისევ მის გამო ვიყავით „ძლიერები“. ვიცით, რომ როდესაც მას შევხვდებით არ გვაპატიებს საკუთარ თავებს ზიანს თუ მივაყენებთ, ამიტომ ისევ განვაგრძეთ ცხოვრება. ხშირად შემოგვიტევს ძმის და შვილის მონატრება, მაგრამ ამასაც მის გამო ვძლევთ. ხანდახან ტირილით მოვიოხებთ ოლმე გულს და შემდეგ ისევ ვიღიმით. თავიდან ეს ღიმილი ტკივილით იყო სავსე, შემდეგ ნელნელა გაქრა. ტკივილი არა! ღიმილში არეული ტკივილი და ვისწავლეთ, როგორ უნდა დაგვეშორებინა ეს ორი ერთმანეთს. ვისწავლეთ, როგორ უნდა გვეცხოვრა ლუკას გარეშე და როგორ გაგვეზლო ამ ტკივილისთვის. ტყუილია რომ ამბობენ დრო კურნავსო. არა! პირიქით, აძლიერებს კიდეც ყველა ტკივილს. დრო უბრალოდ კარგი მასწავლებელია. მასწავლებელი იმ ტკივილის დაფარვის, მაგრამ არა განელების! ____________________ მაინც ვერ მოვითმინე და დავდე... მინდოდა ჯერ დამეწერა და მერე მთლიანად დამედო, მაგრამ საშინლად სულსწრაფი ვარ :დ:დ:დ მოკლედ შემიფასეთ, იმედია მოგეწონებათ.. მეორე ნაწილს, რომელიც დასასრულიც იქნება (ალბათ, თუ მოცულობით დიდი არ გამოვიდა ძალიან ხვალ შემოგთავაზებთ) <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.