შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი რაპუნცელი - სრულად


30-05-2015, 15:04
ავტორი D-roni
ნანახია 9 295

ვზივარ და მივტირი ჩემს ბავშვობის სიყვარულს ...
როგორ წაართვეს რაპუნცელის თავი პრინცს და გამოკეტეს კოშკში ?! ის კუდიანი ბებრუხანა დედაბერი დამაჭერინა სულ ღერა ღერა დავაკრეჭდი იმ ჭაღარა თმას ! არა როგორ გამაბრაზა ახლა მინდა რომ მივახრჩო ! მართალია პრინცი ჩემთვის მინდოდა მაგრამ რაპუნცელსაც ვუყოფდი როგორღაც ...
-გავიიდააა იეეეს ! - ფეხზე წამოვხტი და 23 წლის გოგომ ხტუნვა დავიწყე სავარძელზე ... როგორ გამიხარდა ახლა იმ კოშკიდან რომ გააღწია ! - ეგრე გინდა შენ აბა რე გეგონა გამოკეტავდი მაგ კოშკში ? ბებია შენისამ შე მუტრუკო ! - მუშტებს ვუშენდი და ვაჩვენებდი ტელევიზორს მეორე ხელით კი ჩემს რაპუნცელისებრ ქერა გრძელ თმას ვისწორებდი ... მას რომ ვუყურებდი მეგონა რაპუნცელი მე ვიყავი ოღონდ ჯერ ჯერობით უპრინცოთ !
ოთახში გავარდნილი ხარხარი რომ გავიგე გაბრაზებული კისკისით შევტრიალდი უკან ისევ სავარძელზე მდგომი და ჩემი ძმა ძმაკაცებითურთ შევათვალიერე .

არ იცოდეთ რომ ვგიჟდები რაპუნცელზე - თავის მართლება დავიწყე და სიცილით გავასავსავე ხელები , ვიცოდი ახლა ბიჭები ძალიან რომ დამცინებდნენ ნუ ეგ ძალიან მადარდებს თქო რომ გითხრათ მტკნარი ტყუილი გამომივა ერთადერთი რაც თვალში მომხვდა ჩემი ძმის ბავშვბობის ძმაკაცი იყო რომლის დასახვედრადად წავიდნენ აეროპორტში ... ახლა ჩემს წინ გიო - ჩემი ძმა , ნიკო - ჩემი ძმის ძმაკაცი , გიგა - ასევე ჩემი ძმის ძმაკაცი და ახალი ვიღაც იდგა ... ნუ ახალი ვიღაც არა ეს უკვე დიდი ისტორიაა გაინტერესებთ ? კარგით მოგიყვებით ...
მოკლედ ჩემი ძმა ბავშვობიდან მოყოლებული ბაღის ძმაკაცებთან ერთად მოდის , ნიკოსთან გიგასთან და დიტოსთან ერთად ... ჩემს ძმაზე 4 წლით პატარა ვარ 3 წლის რომ ვიყავი ჩემზე 4 წლით დიდი "დიტო" ძალიან მაბრაზებდა და თან ძალიან მაბედნიერებდა , 2 წელი სანამ 4 წელი შემისრულდებოდა გიო გიგა ნიკო და დიტო თავს მევლებოდნენ ... ნიკო და გიგა როგორც ყოველთვის ძალიან ცანცარებდნენ და მეც ქაჯად აღმზარდეს სულ ჯარისკაცებს ვუყურებდი და ბარბების მაგივრად ყოველთვის მანქანებით ვთამაშობდი ... ამის გამო გიო და დიტო სულ კამათობდნენ ნიკოსთან და გიგასთან "ქაჯს" გაზრდით და ნახეთ მერეო ...
ხო და იმის გამო რომ არ გაბრაზებულიყვნენ ავდექი და დავიწყე ამ ორის ძალ დატანებით ბარბების ყურება დიტო სულ ამბობდა რაპუნცელი ლამაზიაო ხო და მეც გადავწყვიტე ჩემი ქერა თმა გამეზარდა კი მაქვს ახლა გრძელი ... ცისფერი თვალებიც მამშვენებს და აგერ ცოცხალი რაპუნცელი ვუდგავარ წინ მაგრამ აშკარად არ მიყურებს ისე როგორც უნდა შემომხედოს !
სულაც არ ვიცოდი ახლა დიტოს მოსაყვანად თუ იყვნენ წასულები მე მეგონა ამერიკიდან დაბრუნებას აღარც აპირებდა ვაჟბატონი ... 4 წლის რომ გავხდი ყელსაბამი დამიტოვა რომლის ცეპზეც გასაღები ეკიდა ახლაც რომ მიკეთია ეგ ცეპი აი ის ...არა სდროს ვიშორებდი გულიდან სულ მეგონა რომ ამით მასთან უფრო ახლოს ვიყავი ... ხო და დამიტოვა ის ცეპი და გაქრა ... მერე გავიგე როგორც ამიხსნეს და ძლივს შემაგნებინეს რომ მშობლებმა ამერიკაში წაიყვანეს სასწავლებლად ... ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა დიტოსთან რატომღაც მას არ ვუყურებდი ისე როგორც გიოს გიგას და ნიკოს ... გაგიკვირდებათ და გიგას და ნიკოს გიოსგან არაფრით განვასხვავებ ისინიც ჩემი ძმები არიან ! მერე რა რომ ერთი სისხლი არ გვაქვს ? სამაგიეროდ სულით ვართ მონათესავენი ... ის კი ის უბრალოდ ჩემი სულის ნაწილი იყო რომლის გარეშეც არავინ და არაფერი მინდოდა ... ამის მერე დავიწყე რაპუნცელის ყურება ასე გაგიჟებით ... კვირა არ გავა არ ჩავუჯდე და ემოციებით არ ვუყურო ამ მულტფილმს ... ჩემი მშობლები და ბიჭები მეკაიფებიან შენ ფსიქოლოგთან უნდა წაგიყვანოთო ... ადრე მოვკარი ყური ჩემი მშობლების და ბიჭების საუბარს დედა ჩემი ამბობდა მგონია რომ დეპრესია აქვს და ამით ცდილობს იქიდან გამოსვლასო ... ყველამ კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება დიტოს მიმართ და ამიტომ ცდილობდნენ სულ ესაუბრათ ჩემთან მასზე თუ რა კარგად იყო ამერიკაში ვერავინ ხვდებოდა რომ ამით უფრო დიდ ტკივილს მაყენებდნენ ბოლოს ერთი კარგი ისტერიკა რომ მოვაწყვე ბიჭებთანაც და მშობლებთანაც იმის თაობაზე რომ სხელი დიტო ხვიბლიანი ლექსკონიდან ამოეღოთ მერეღა მივაღწიე მიზანს ...
მას შემდეგ არავის უსაუბრია ჩემთან მასზე ... ახლაც ალბათ მაგიტომ არ მითხრეს არაფერი ...

თვალებ მოჭუტული ვუყურებდი ჩემს წინ მდგომს , რომელიც ირონიულად გვიყურებდა მე და რაპუნცელს ... ძლივს რომ მოვიაზრე რომ ჩემს წინ დიტო ხვიბლიანი იდგა , არ ვიცი რა დამემართა იცით როგორი შეგრძნება მქონდა ? დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული გოგო გამიგებს ან ისინიც ვინებიც უბრალოდ სიმპატიით არიან განწყობილნი საპირისიპირო სქესის წარმომადგენლის მიმართ ... აი მოულოდნელად რომ დაგადგებათ თქვენი "მისტერ სიმპატია" თავს და გული საგულეს რომ აღარ ეკუთვნის ... ყბას რომ ურტყავს აი ის მომენტი განგიცდიათ ? ხო და ახლა გაასმაგებული ძალით განვიცადე მე ... სისხლის მიმოქცევის ხმა მესმოდა ჩემში ... პულსის ხმა ყურებში მიბრაგუნებდა , ფეხები და ხელები მიკალნკალებდა და გონზე ვერ მოვდიოდი მხოლოდ ერთი წინადადება მიტრიალებდა თავში რომელიც მხოლოდ 2 სიტყვას მოიცავდა "ის ჩამოვიდა" ...
გაუაზრებლად ჩამოვხტი სავარძლიდან და მთელი ძალით ჩავეხუტე მონატრებულ სხეულს არ ვიცი მაშინ რა ვიგრძენი მაგრამ ჟრუანტელმა რომ დამიარა ეგ ვიცი ... ნაცნობი სურნელი , ნაცნობი სხეული და ნაცნობი ხელები ჩემს წელზე , რომელიც მთელი ძალით მიკრავდა სხეულზე ... გაუაზრებლად ჩამოგორდა ღაწვებზე ცრემლები თავი ძლივს ავწიე და ხელებში მოვიქცია მისი სახე ფეხის წვერებზე აწეულმა ...
-შენ ხარ ? - გაოცებულმა ვკითხე და თითებით მისი სახის ნაკვთების შემოხაზვა დავიწყე , ნათლად დავინახე როგორ შეცვალა მისი ირონიული ღიმილი გულრჭფელმა ღიმილმა რომელსაც თვალებში ჩამდგარი ცრემლები ნათლად უსვამდა ხაზს ... - ახლა გავგიჟდები ! - ესღა ვთქვი და მის ხელებში ჩავესვენე ...
სიბნელე , უკუნითი სიბნელე , მხოლოდ ხმები რომელიბიც ჩახშულად ესმოდა ჩემს ყურებს ისღა გავაცნობიერე რომ ნაცნობი სხეულის ხელებმა ამაფრფატა მერე კი საისამოვნო და საყვარელმა სურნელმა მთლიანად გამთიშა ...

თვალებს ნელ ნელა ვახელ და ვხედავ როგორ მადგას 5 სხეული თავს ... ვაცნობიერებ რომ 5 თივე სხეული დამფრთხალია ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებენ უფრო ვფრთხები ... 5 სხეულს ერთი სხეული რომ გამოეყო ნათლად დავინახე თეთრ ხალათში ვულგალურად ჩაცმული გოგონა რომელსაც ეს თეთრი ხალათი ექიმის იერს კი არ სძენდა არამეს "სტრიპტიზიორს" უფრო ჰგავდა რომელიც კლიენტების ყველა მოთხოვნას უპრაგუნოდ აკმაყოფილებდა და ახლა ის მკაცრი ექიმი იყო ... მე კი იდეაში "ბიჭი" რომელიც ამის სადამსჯელო ბიუროში გადაფრენად ველოდი ...

-თავს როგორ გრძნობთ ? - ისეთი გაწელილი ხმით მკითხა და ისე ამაზრზენად დაიწყო კევის "ღლაჭუნი" მიდი და უთხარი ახლა ამას რომ თავს მშვენივრად გრძნობ
-შესანიშნავად - ირონიულად ჩავიცინე და ბალიშზე თავი უფრო კომფორტულად მოვაკალათე ... - რა მჭირს ?
-არაფერი სერიოზული - თან სათვალეს ისწორებდა და ანკეტას ჩაჰკირკიტებდა თან ლაპარაკობდა ნუ უფრო "ჭიხვინებდა" - ემოციური შოკის ბრალია ... რაიმე ძალიან გაგიხარდათ ან უბრალოდ გეწყინათ - თვალი ჩამიკრა არც თუ ისე ამაზრზენი ღიმილით რაც გამიკვირდა - ისეთი სინფტომები გქონდათ დროზე რომ არ აეხსნათ სიტუაცია უკვე ორსულად გამოგაცხადებდით - იმხელაზე გადაიხარხარა მის სქესში ეჭვიც კი შემეპარა ...
-რა პირდაპირი ხართ ექიმო - ექიმი ხაზ გასმით წარმოვთქვი და ჩავიცინე , ნათლად დავინახე და დავაფიქსირე ხვიბლიანის კისერზე დაჭიმული ძარღვები რაც ალბათ "ექიმის" სიტყვებმა გამოიწვია
-მადლობა თავისუფალი ხართ - ზრდილობიანად და კულტურულად გააძევა სახლიდან დიტომ "ექიმი"
-ვაიმე ფეხი მტკივა - ორად მოიკეცა გიგა და სახეზე "დზნ" გაჭირვებულის მასკა აიკრა ...
ამის გაგონებაზე ხვიბლიანის სახე შეიცვალა და ოთახად მოკეცილ ბიჭებს სიცილში აჰყვა , მეც გამეცინა ნუ რა ვქნა ადამიანი ვარ და გამეცინა , იმაზეც გამეცინა რომ გიგამ ეს გოგო ექიმის გარდა ყველანაირი განხრით და ასპექით აღიქვა ...
კევის ღლაჭუნით დატოვა სახლი იმ უსახელომ ...
-რამდენი გაკლია - თავი გავაკანტურე სიცილით გიგას მიმართულებით
-მე რამდენი მაკლია კი არა შენ რა დაგაკელით ჩვენ ამის ნახვა ასე რომ გაგიხარდა ? - ისე მკითხა გიგამ ვითომ და ძალიან ნაწყენი იყო ...
-შენ რა დააკელი ? მე ვიცი - წარბები ეშმაკურად აათამაშა ნიკომ და გიოს გადახედა
-ეე დახვიე რა ნუ მაცინებ - ხელი ჩაიქნია გიომაც და ყველამ ხვიბლიანს გადახედა
-მე რას მიყურებთ - გაიცინა და მხრები აიჩეჩა - შენ როგორ ხარ , რამე ხომ არ გინდა ? - ისეთი მზრუნველი ტონით მკითხა კინაღა იქვე ჩავდნი და დარწმუნებული ვარ რომ არ ვმჯდარიყავი ძირს მოვადენდი ზღართანს ...

-არა არაფერი არ მინდა მადლობა ... ჩამოსვლა და დასვენება არ გაცადე ბოდიში - თავი ჩავხარე და თითების წვალება დავიწყე ...
სიცილით გადავხედე ბიჭებს რომლებიც ფხუკუნით გაცვივდნენ სახლიდან
-ეგ არაფერი - თვალი ჩამიკრა და დამაიმედებლად გამიღიმა
-ჩვენ მაღაზიაში ჩავალთ ამოვიტანთ რამეს - მოგვაძახეს და კარი გაიკეტეს ...
-რამე ხომ არ გინდა ? - წამოდგომა ვცადე
-შენი კარგად ყოფნა და იმათი "საბაზრეთის" თავიდან აცილება - გაიცინა სვანმა და საზურგეზე გადაწვა
-აი პირველი სურვილი უკვე ასრულებულია და მეორესი რა მოგახსენო - კისკისით გადავდე ბალიშზე თავი და ხელები მუცელზე დავიკრიფე ...
-იცი ? ... მგონი მომენატრე - ეშმაკურად აათამაშა წარბები ხვიბლიანმა და სახე ჩემს სახეს გაუსწორა ... ყვავივით დამჩერებოდა თავზე და ამით უფრო მაბნევდა ... - ძალიან გაიზარდე და დაქალდი - ჩურჩულებდა და ცხელ სუნთქვას სახეზე მაფრქვევდა ... - შეგნებულად არ ვათვალიერებდი შენს ფოტოებს ინტერნეტში ... მინდოდა მენახე სინამდვილეში ისეთივე სუსტი და ქაჯი როგორიც დაგტოვე - ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა და საჩვენებელი თითის ზურგი ტუჩებზე გადამატარა - შემეგრძნო შენი ბავშვური ტკბილი სურნელი ცხადად , მაგრამ უკვე ქალი დამხვდი ... ქალური სურნელითა და ნაკვთებით - ეშმაკურად ჩამაჩერდა თვალებში და გამიღიმა - 19 წელი გავიდა , 19 - დანანებით ჩაილაპარაკა ... - უკვე 23 წლის ხარ ...
-შენ კი 27 წლის ... დაბერდი - დაბნეულმა ხუმრობა ვცადე მაგრამ სიცილის თავი სულ წამეთვა როდესაც მისი თითები ჩემს ყელში აღმოვაჩინე ...
-როგორც ყოველთვის ჩემს ხელებში ინაბები და იტრუნები - ესღა თქვა და ვნებიანად დამაცხრა ბაგეებზე ... სულ გამოვეთიშე ამ სამყაროს და მანამდე ვერ მოვედი აზრზე სანამ ბიჭებმა არ შემოაღეს კარი ... ფეთიანივით მოვიშორე სვანი და საწყის ადგილს გაწითლებული დავუბრუნდი ...
-პირველი კოცნისთვის ურიგო არ იყო - ცინიკური სიცილით მიჩურჩულა და სამზარეულოში შევიდა ბიჭებთან ... დამტოვა ასე პირ დაღებული და გაოცებული ...
სწრაფად წამოვხტი ძლივს გონს მოსული ფეხზე და ტელეფონს დავწვდი ...
ანოს ნომერი ავკრიფე და ზარის გასვლას დაველოდე ...
-ეხა ვაპირებდი შენთან დარეკვას - ჩამესმა დაქალის ტკბილი ხმა და მაშინვე გამებადრა სახე ...
-დროზე გადმო ჩემთან - ვუბრძანე და უფრო შორს გავიწიე კარიდან ვაი და არ მომისმინოს ვინმემ თქო ...
-მშვიდობაა ? - ჩაილაპარაკა დაბნეულმა
-ასე თუ ისე - დავაფეთე დაქალი
-მოვდივარ 5 წუთში შენთან ვარ - ესღა მითხრა და ტელეფონი გამითიშა ...
ანო ჩემი ბავშვობის დაქალია ... ჩვენ სახლთან მეზობლად თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ ... თან ჩემი ძმის შეყვარებულია ...
მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეტ ცალკე გადავსულიყავით საცხოვრებლად ... ანოს შევთავაზეთ რომ ისიც გადმოსულიყო ხო და მეზობლად ვიქირავეთ სახლები ...
კი ბევრი იწუწუნეს ჩვენებმა მაგრამ შეგუების იქით გზა აღარ არსებობდა ... სახლი იმდენ ხანს ვეძებეთ ორი თვე გაგვიჭიანურდა გადასვლა იმიტომ რომ გაგვიძნელდა მეზობლად ორი კოხტა სახლის ნახვა ... მერე დედა ჩემს ჩემი წუწუნი რომ ამოუვიდა ყელში თავის მეგობარ მაკლერს დაურეკა და იმან გვიშოვნა ... ხო და კი ვართ ახლა
სანამ მე აქ თვქენ ამ ყველაფერს გიყვებით კარებზე უკვე ზარია ...
დაფეთებული გავვარდი კარში და რას ვხედავ ... იფ მოუსწრიათ წყვილს უკვე "პროშნაობა" ანომ გამაფრთხილებლად დაუქნია გიოს თითი ეს იმას ნიშნავდა რომ ასე სახალხოდ ცემა და პროშვნა უკვე მეასე გაფრთხილების შემდეგ მაინც რომ არ შეწყვიტა ძალიან გაუბრაზდებოდა მაგრამ მაინც როოგორ სიამოვნებდა შეყვარებულისგან ასეთი სპონტანურობა ? ...
ანო ზუსტად ჩემი ხნისაა ... კარგად ახლოვს დიტოს ისიც და ასევე მასაც ...კარგად იცოდა ჩემმა დაქალმა ხვიბლიანზე უგონოდ რომ ვიყავი შეყვარებული და მხოლოდ მასთან ვსაუბრობდი ამ თემაზე ისიც გმირულად იტანდა ჩემს 19 წლიან ტანჯვა წამება წუწუნს ...

კარში სვანი რომ დაინახა გაოცებულმა გადმომხედა და მზერით მთხოვა დამიდასტურეო , მეც თავი დავუქნიე და კედელს ავეყუდე .
-დიტოოოო - გახარებულმა შეჰყვირა და მისკენ გაექანა ... რომ მოიკითხა და მოისიყვარულა მერე მიკადრა მე ...
-რძალო შე ძველო - გაეკრიჭა ხვიბლიანი ...
ამას რა ჭირს მარტო ჩემთან იბღვირება ასე ? უკმაყოფილოდ გავბუსხე ტუჩები და ანოს ვანიშნე ოთახში შემოდითქო ...
ბიჭებს ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა დროებით და ოთახში შემომყვა ...
-შოკში ვარ - დაჰიპნოზებულივით საუბრობდა ჯოლოგუა მოსმენილის შემდეგ ...
-მოიცა ჯერ სად ხარ ... მთავარი არ მითვქმს - ეშმაკურად ავათამაშე წარბები და ბალიშზე გავიჯგიმე ...
-არაა ?! - სიცილით მიმიხვდა სათქმელს და საწოლზე დებილივით გადაწვა - არ არსებობს - წამოხტა და სიცილი დაიწყო - გეშველა და იგემე ამბორი ? - შაყირს არ ეშვებოდა ...
-მოიცა და რა მითხრა დაამუღამე "პირველის კვალობაზე არაუშავსო თუ რაღაც" - ემოციებით უყვებოდა დაქალს
-ვაჰაჰაა ეგ ისევ ისეთია ან რა შეცვლიდა - ხელი ჩაიქნია და ღიმილით გაიხსენა როგორ შველიდა ამ ორს დიტო და გიო მაშინ როცა ნიკო და გიგა ნერვებს უშლიდნენ მუდმივად ...

კარგა შეღამებული იქნებოდა უკვე სმა რომ დაიწყეს ... ბიჭებმა კი თქვეს თქვენ ცოტას დალევთო მაგრამ რომ დათვრნენ სადღა ახსოვდათ რამე პირიქით აქეთ გვახრჩობდნენ სასმელში ...
უკვე შეზარხოცებულები იყვნენ ხვიბლიანი ფეხზე რომ წამოდგა და ფარფატა "მე" ხელში სერიოზული სახით რომ ამაფრიალა ...
-მე მინდა ახლავე ცოტალ გამომყვე ! - სად მქონდა მთვრალს აზროვნების უნარი მაგრამ ამ 5 სიტყვის გაგონებისას თვალები ისე დავჭყიტე და დავქაჩე კინაღამ ბუდიდან გადმომივარდა ...
-მეეე ? - ისე შევიცხადე გეგონებოდათ უნდა მოგკლაო მითხრა
-არა გიგა და ნიკო შენ აბა ვინ ბებიაჩემი ? - აცუნდრუკდა ნასვამი სვანი
-ეგრე მეც მინდა ქმრად რომ მოგიტაცო - მეც დავიწყე ხუმრობა რაც სვანმა აშკარად თავის წინადადებაზე დადებით პასუხად ჩათვალა
-ხო და მივდივართ ყველა ეკლესიაში ... - წამოდგა და ნასვამი დაჯდა თავის მანქანაზე
-იქნებ არ ღირს ? ნასვამი ხარ - აკანკალებულმა ვთხოვე - რომ მოვალთ ცოტა აზრზე მერე წავიდეთ - შევთავაზე გაღიმებულმა
-როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო შენს სიცოცხლეს საფრთხეს არ შევუქმნი ეს იცოდე ბაბი ! - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და გამიღიმა მანქანა კი წამებში მოსწყვიტა ადგილს , გაგიკვირდებათ და დავმშვიდდი მის გვერდით არაფრის არ მეშინია !
-ცოლ ქმრად გაცხადებთ შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ - გვითხრა მამაომ და ორივესთვის სასიამოვნო მომენტამდე სწრაფად მიგვიყვანა ...
ეს მომენტიც რომ გავიდა , კივილით გავვარდით გარეთ და სახლამდეც კივილით მივედით ... თუ სწორად მახსოვს გიომ და ანომაც დაიწერეს ჯვარი ...
ოდნავ შეფხიზლებულები დავრიგდით სახლებში ... იმ განსვავებით რომ ბიჭები სახლში წავიდნენ ანო და გიო ანოსთან სახლში ...
მე და ხვიბლიანი კი სერიოზული საახებით დავჯექით სახლში რადგან უკვე ორივე ოდნავ შეფხიზლებულები ვიყავით დებილებივით ვიყავით გაჯგიმულები სავარძელზე ...
-ნანობ ? - წარბ აწეულმა დამისვა კითხვა და ხელი გადამხვია ...
-ღადაობ ? - სიცილით ვკითხე და თავი მხარზე დავადე
-ამას ისედაც გავაკეთებდით მალე და აზრი ? - მხრები უდარდელად აიჩეჩა და ღიმილით გადამიწია სახეზე ჩამოვარდნილი ქერა კულული ...
-ვგიჟდები შენს კულულებზე ! შენს ტუჩებზე ! ცისფერ თვალებზე და ყველაფერზე რაც კი შენთანაა კავშირში ! - ნაზად დამიკოცნა ტუჩები და თმაზე მოფერება არ შეუწყვიტავს ისე წამიყვანა საწოლამზე ...
-ბაბი ძალიან მიყვარხარ !
-მეც შე ლოსტიანო !
-რიანო ? - წაარბ აწეულმა დამისვა კითხვა
-დაკარგულო თქო ანუ - კისკისით განვუმარტე და გადავუთარგმე ჩემი ნათქვამი .
-ჩემი ბაბი რაპუნცელი !
-ჩემი დიტო პრინცი !



დასასრული


არ ვიცი რა არის ეს მაგრამ თქვენი კომენტარები უდიდეს სტიმულს მაძლევს და მიუხედავად იმისა რომ მე ახლა უნდა ვიჯდე და ვემზადებოდე გამოცდებისთვის ვზივარ და ვწერ ამას ... უბრალოდ მაბედნიერებს თითო ეული კომენტარი , წერა და რა თქმა უნდა თქვენ ! მიყვარხართ და გამიხარეთ გული გამაბედნიერეთ კომენტარებით უდიდესი მადლობა ყველას ვინც გვერდში მიდგახართ მადლობა და მიყვარხართ მე თქვენ ყველა ძალიან !!! ფოტოზე წყვილი არიან დიტო ხვიბლიანი და ბაბი კობახიძე ... მიყვარხართ !!!



№1  offline წევრი მოჩვენება

პატარა, თბილი და ძააალიაბ საყვარელი <3 ყოჩაღ შენ !

 


№2  offline წევრი -tiko))

Ai raga gitxra raa? Ubralot magari xar
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№3  offline წევრი angel_ina

es raakargi rame iyo sayvarlebii ra kargi simtvrale hqoniat :D madlobbbaaa shennn rom gvanebivrebb :*
--------------------
ხელმოწერა

 


№4  offline წევრი გურანდა

Pirvelad wavikitxe shens mier gamoqveynebuli istoria, ( tu pirveli ara es) da dzalian momewona
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№5  offline წევრი Anka.11

ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია არის ❤️

 


№6  offline წევრი Heartbeat

ვერ ვიტან ამ სიტყვას მაგრამ "საყვარლობა" იყო❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№7  offline წევრი tatiko.1995

Vaime ramdeni vixalise bednieri var shens istoriebs ro vkitxulob

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent