შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (2)


31-05-2015, 12:10
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 565

ქუჩას მივუყვებოდი და აი წვიმაც დაიწყო. კი მიყვარს მაგრამ ისეთი თავსხმა იყო სახლამდე სანამ მივიდოდი ალბათ საცვლებიანა სველი ვიქნებოდი. აქეთ-იქით მიმოვიხედე, ადგილს ვეძებდი სადაც თავის ცოტა ხნით შეფარებას შევძლებდი. ნახევრად დანგრეულ კერძო სახლს მოვკარი თვალი რომელსაც ჭერი შერჩენოდა და მეც დაუფიქრებლად შევვარდი სახლში. როგორც ჩანდა წვიმა ჯერ გადაღებას არ აპირებდა, მეც მეტი რა საქმე მქონდა და სახლის დათვალიერება დავიწყე. ეტყობოდა რომ ეს სახლი კარგი ხნის მიტოვებული იყო. პირველ სართულზე მოვიარე ყველა ოთახი და ყველგან ყველაფერი სულ ჩაშავებული იყო, მივხვდი რომ ამ სახლში ხანძარი გაცჰენილა და ამის შედეგად დამწვარა ყველაფერი. მეორე სართულზე ავედი, მაგრამ აქ ხანძრის კვალიც არ იყო. როგორ მინდოდა მცოდნოდა ვინ ცხოვრობდა ამ სახლში ან რა მოხდა, როგორ დაიწვა? სულ ეს კითხვები მიტრიალებდა თავში. არც ეს სართული არ გამომრჩენია და ყველა ოთახი შემოვიარე, ყველგან ალგ-ალაგ იყო დარჩენილი შპალიერები და ფერებით ვხვდებოდი ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო, გოგოსი თუ ბიჭის. ბოლოს ერთ ოთახში შევჩერდი, როგორც ჩანდა ბიჭის უნდა ყოფილიყო. ფანჯარასთან მივედი და ქუჩას გავხედე. ფანჯრის გვერდზე შევამჩნიე კენელში სახელი იყო ამოტვიფრული - "სანდრო". დავფიქრდი, ახლა უფრო მეტად დავინტერესდი რა მოხდა ამ სახლში, ან ეს ბიჭი ვინ იყო, რა ბედი ეწიათ აქ მცხოვრებლებს. წვიმამაც გადაიღო ამ დროს. წასვლა აღარ მინდოდა, მაგრამ დედაჩემი ალბათ უკვე გაგიჟებული მელოდებოდა სახლში. სადარბაზოს კიბეები მალევე ავირბინე და ზარი დავრეკე. დედამ კარები გააღო თუ არა შესვლა არ მაცალა ისე მომაყარა კითხვები. სად იყავი ამდენი ხანი? სკოლიდან როდის გამოხვედი? ამდენი ხანი გზაში როგორ იყავი? და ა.შ. მოკლედ ვუთხარი რომ ფეხით მოვდიოდი და ჩემ ოთახში შევვარდი. არაფრის თავი არ მქონდა ახლა მხოლოდ ფიქრი მინდოდა. სამზარეულოში გავედი უშაქრო ყავა დავისხი, შავი შოკოლადი ავიღე და ისევ ჩემს ოთახში რაფაზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე. ვგიჟდებოდი ისე მაინტერესებდა რა მოხდა სინამდვილეში იმ სახლში ან ის ბიჭი საერთოდ ვინ იყო - სანდრო. ნერვები მეშლებოდა, არც მეცადინეობის თავი არ მქონდა მაგრამ იძულებული ვიყავი. თავს ძალა დავატანე და როგორღაც ფიქრებს მოვწყდი და ვიმეცადინე. როგორც კი მოვრჩი მაშინვე კომპიუტერთან დავჯექი და FB_ზე შევედი. როგორც ყოველთვი აქ არაფერი არ ხდებოდა და არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. იქიდანაც გამოვედი და დაღლილი როგორც კი ლოგინში ჩავწექი მაშინვე დამეძინა. მთელი ეს კვირა სკოლის მერე სულ ამ დანგრეულ სახლში დავდიოდი, ვცდილობდი რამე გამეგო მარა არაფერი არ გამომდიოდა. არც არავინ მოდიოდა ამ სახლთან, ვინმე რომელიც აქ ცხოვრობდა, მაგრამ კვირა დღე ისე დადგა არავინ გამოჩენილა, მე კი არცერთ დღეს არ ვტოვებდი ისე რომ არ მომენახულებინა. მაგრამ აი ორშაბათი დღე კი განსხვავებული იყო...



№1  offline წევრი arctic monkey

ინტრიგა :დ კარგია მომწონს ძაან გელოდები

 


№2  offline წევრი warsulis menote

eee icirom dZ PATARA tavia.... gaagedzekee sainteresoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent