შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი წესი არსებობს არ უნდა შეგიყვარდე - დასასრული


31-05-2015, 16:31
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 3 166

დაახლოებით ერთი წელი გავიდა რაც ნიკას ვიცნობდი და დრო და დრო ვრწმუნდებოდი რომ ეს ადამიანი მიყვარდებოდა მიყვარდებოდა ისე ძლიერად რომ ვერ წარმომედგინა მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა და ალბათ არაფერი იქნებოდა ჩემი ცხოვრება რომ არა ის ბავშვებსაც გავაცანი ის და ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს ჩვენც ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთ დღეს მან ხელი მთხოვა მეც რათქმაუნდა დავთანხმდი ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და უცებ მოხდა
-აუუ გვაანც ჩემი მეჯვარე უნდა იყო - ვუთხარი გვანცას რომელიც ყავას სვამდა და კინაღამ გადასცდა
-ანუ.. ანუუ ქორწინდებიი - იყვირა და გახარებული დამეტაკა ჩასახუტებლად მეც უმალ მოვხვიე ხელები მთელი ერთი თვე საშინელება იყო ქორწილის ამბებზე დავრბოდით ნუ მე რას დავრბოდი ისინი დარბოდნენ მაგრამ ჩემი მობილური რეკვას არ წყვეტდა
8888
-კაი რა ნიკაა შეწყვიტე სტუმრები გველოდებიან - ვეუბნებოდი ნიკას რომელიც აგრძელებდა ჩემი სხეულის შესწავლას თუმცა სტუმრები გველოდებოდნენ და მათვერ ვალოდინებდით
-ნიკაა გაჩერდი სტუმრები გველოდებიან
-კარგი რა ანა სტუმრები მოიცდიან - მითხრა და გაღიმებული მომშორდა
-არა ვერ მოიცდიან - ოთახიდან გაღიმებულები გამოვედით და სტუმრებთან ჩავედით დიდი ქორეილი გვქონდა მაგრამ ყველაფერი იმდენად ლამაზად იყო რომ ძალიან მომეწონა... გვანცა ჩემი მეჯვარე იყო და ჩემი ბავშვის ნათლიაც ის იქნებოდა აუცილებლად
-ანაა წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო - მითხრა ნიკამ და ღიმილით წამიყვანა გაურკვეველი მიმართულებით თუმცა ღიმილი სახეზე შემაშრა როდესაც ალექსანდრე დავინახე
-ანა გაიცანი ეს ალექსანდრეა ჩემი მეგობარი და ამავდროულად პარტნიორიც - დაბნეულობისგან და გაოცებულობისგან აღარ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი
-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს - თქვა ღიმილიანმა ალექსანდრემ
-მართლა? ძალიან კარგი მართალია რომ ამბობენ თბილისი ძალიან პატარა ქალაქიაო - თქვა ნიკამ და წელზე ხელი შემომხვია
-ნამდვილად - ჩავილაპარაკე რამოდენიმე წამში კი დავამატე
-ბათუმიც არანაკლებ პატარაა
-რა თქვი საყვარელო? - მკითხა ნიკამ
-არა არაფერი ცოტა თავი მტკივა და ჯობია აქ ვიყოთ - გავუღიმე და თბილისის უსასრულობას რომელიც საკმაოდ ლამაზი იყო განსაკუთრებით კი საღამოს გავხედე. არაფერი არ მიგრძვნია ალექსანდრეს დანახვისას?! თუ ვიგრძენი არ ვიცი ეს რა იყო გულში გამკრა რაღაცამ თუმცა არა იმ დოზით რომ ამას სიყვარული დავარქვა მე მხოლოდ ნიკა მიყვარდა ან იქნებ მქონდა რაღაც გრძნობა შემორჩენილი რომელსაც ალექსანდრეს დავარქმევდი? არა არა ეს შეუძლებელია ამდენი ხანია არ მინახია და როგორ... თუმცა ხომ ამბობენ პირველი სიყვარული ყველაზე გულწრფელია - ო.
-მე შევალ სტუმრებთან - მითხრა ნიკამ და შიგნით შევიდა დავრჩით მხოლოდ მე და ალექსანდრე
-როგორც ადრე ეხლაც მინდა გითხრა გამიხარდება თუ შენ ბედნიერი იქნები
-მადლობა - ვთქვი და თავი დავხარე
-ნიკა ძალიან გიყვარს არა?
-კი ძალიან
-კარგია პირველი სიყვარული და.. - დაამატა ცოტახნის შემდეგ - უკანასკნელი.
-ხო
-კარგი მე წავალ
-არა - ვთქვი მაშინვე და ეს <<არა>> უფრო ბრძანება იყო ვიდრე თხოვნა - არ წახვიდე - ვუთხარი და თვალებში თითქოს ცრემლი ჩამიდგა
-რატომ? - მკითხა მე კი მხოლოდ თავი მქონდა დახრილი და ისე ვიდექი პასუხი აღარ გამიცია უსასრულობისკენ შევტრიალდი და თავდახრილმა დავინახე როგორ დაეცა თეთრს კაბაზე ცრემლი ის ჩემსკენ წამოვიდა
-არა ანა არ უნდა იტირო ეს ხომ შენი ქორწილია შენ ბედნიერი ხარ - მამშვიდებდა თუმცა ამას არანაირი აზრი არ ქონდა
-წადი და აღარ დაბრუნდე - ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე მომშორდა წავიდა მე ის დავკარგე ცოტახანში ნიკა გამოვიდა ცრემლები მოვიწმინდე და მისკენ ღიმილით წავედი ხელი წელზე შემომხვია და მკითხა
-კი მაგრამ ალექსანდრე სადაა?
-წავიდა - ამოვთქვი ძლივს და თავი მის ყელში ჩავრგე. ვტიროდი თუმცა ვეღარაფერს ვეღარ ვუშველიდი მე უკვე
-ანა... - მძიმედ დაიწყო ლაპარაკი ნიკამ
-ვიცი რაც მოხდა თქვენს შორის ადრე ყველაფერი ვიცი ალექსადნრემ მომიყვა მაგრამ გვიან გავიგე რომ ეგ გოგო შენ იყავი. მეე... უბრალოდ არ მაქვს უფლება რომ ეს სიყვარული დავანგრიო თუ ის გიყვარს წადი შეაჩერე ამათ მე მივხედავ - მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-არა ეს ძალიან უსამართლობა იქნება.... მე ხომ ვქორწი... - აღარ დამამთავრებინა ნიკამ
-ანა უსამართლობა ის იქნება შენ რომ ის არ შეაჩერო - მითხრა და შუბლზე მაკოცა
-ნიკა პირველად ვხედავ შენნაირ ადამიანს
-მართალია თუ გიყვარს მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებო - <<ჩაილაპარაკა ნიკამ როდესაც ანა უკვე მანქანაში ჯდებოდა>>
მანქანაში ჩავჯექი და მთელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს მოკლე თეთრი მუხლამდე კაბა საშუალებას მაძლევდა მანქანა თავისუფლად მემართა მის მანქანას დავეწიე აეროპორტისკენ მიდიოდა იქამდე მივსდევდი მანქანა რომ გააჩერა მეც უმალ გავაჩერე 2 წუთი შემაყოვნეს თუმცა მალევე შევედი აეროპორტში და ალექსადნრესთან მივირბინე ქუსლიანი ფეხსაცმელით სირბილი ძალიან არაკომფორტული იყო თუმცა გავიხადე ხელში დავიჭირე და მასთან მივირბინე
-ანა? კი მაგრამ...
-ალექსადნრე არ წახვიდე მიყვარხარ მართლა მიყვარხარ
-ნიკა?! - ანას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და თქვა - <<მართალია თუ ადამიანი გიყვარს მის გამო ყველაფერს გააკეთებ >> ო.
-მიყვარხარ ანა - ასობით ადამიანი იდგა და ორ ბედნიერებისგან ატირებულ ადამიანს უყურებდა რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ ისე როგორც არასოდეს არავინ არ ჩახუტებია ასე ერთმანეთს. მათი ისტორია კი შემორჩა თბილისს მას მერე კი წესებს ყოველთვის ალექსადნრე აყენებდა ოჯახში... დიახ ოჯახში იმ ოჯახში რომელიც მათ შექმნეს...

გამარჯობათ ბავშვებო იმედია მოგეწონათ დასასრული ბევრი ვიფიქრე როგორ დამესრულებინა და ანა ნიკასთან დამეტოვებინა თუ ალექსანდრესთან და მაინც პირველი სიყვარული ვამჯობინე... გამოხატეთ თქვენი აზრი დასასრულთან დაკავშირებით იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი mzik:)

ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ისტორიას ასე მალე დაასრულებდი .მაგრამ კარგია რომ ანა ალექსანდრესთან დატოვე.ამასთანავე ნიკაც შემეცოდა;(

 


№2  offline წევრი maro-Mariami

guli damwyda ese male ro daasrulee, kargi dasasruli qonda da gamixarda alexsandres ro darcha.... magram kargi iqneba tu gaagrdzeleb, gvancas an nikas ra bedi ewevat martalia ar iyo gamaxvilebuli magatze yuradgeba magram mainc, ra reaqcia eqneba ro gaigebs alexsandres da anas shesaxeb gvanca mitumetes mejvareobas xo upirebda anas??? roo gaagrdzelo kargi iqneba erti sityvit raaa...... darwmunebuli var ar gagichirdeba gagrdzeleba :*

 


№3  offline წევრი -Crazy-Girl-

მადლობა ორივეს <3 ყველანაირად ვეცდები გავაგრძელო ესე მალე არც მინდოდა დასრულება უბრალოდ თავისით იწერებოდა სიტყვები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent