"გადაშლილი წიგნი" (სრულად)
პანდას! ყველას გვაქვს რაღაც მიზანი ცხოვრებაში, რასაც აზარტში შევყავართ, რაც გვითრევს სასიამოვნო თუ უსიამოვნო მორევში და იქედან ფეხის გადმოდგმის კი არა - გამოხედვის საშუალებასაც არ გვაძლევს. ღიმილი საუკეთესო წამალია ადამიანისთვის, რომელსაც ნუგეში სჭირდება. გაიარო, გამოიარო და ქუჩაში ისეთს ვერაფერს წააწყდე, რაც შენზე იმოქმედებს, შეუძლებელია! ქუჩაში დაგდებული პოლიეთილენის ქილაც კი რაღაც შთაბეჭდილებას დაგიტოვებს. ადამიანებზე, მათ მანერებსა და ქცევებზე, ხომ საუბარი ზედმეტია! განვითარებისკენ ვისწრაფვით, მაგრამ გვაკლია ის რაც იმ გზაზე გასავლელად ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და ყველას ძალუძს სხვისი ნაკლის გამოაშკარავება. ყველას რაღაც უკვირს ერთმანეთისა.. თუ გვინდა იქამდე მივიდეთ, საიდანაც მსოფლიო განვითარებას იწყებს, ყველა იმ პრიორიტეტს უნდა ვამართლებდეთ და ვაკმაყოფილებდეთ, რაც იმ გზაზე გასავლელად საჭიროა, რომელიც მწვერვალამდე მიდის. რატომ წამოვჭერი ოდნავი პოლიტიკა, მე თვითონაც არ ვიცი, ალბათ, თქვენთვის დღევანდელობის მცირე გამოვლინება მინდოდა აღმეწერა, რომელიც საერთო გადასახედიდან, ადამიანის პირად ცხოვრებაში აღწევს და გადატრიალებას ახდენს. უნივერსიტეტიდან გამოსულმა, ხალხით სავსე ეზოს კიდევ ერთხელ მოავლო ლამაზი თვალები და ღიმილიანი სახით გაკვეთა ლამაზად მოკირწყლული ბილიკი. მშვენიერი ამინდი იყო. როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, მაინც მოახერხებდი გაღიმებას მზის სხივების ხათრით. ბუნება თითქოს სხვანაირი ეჩვენა, ხალხი კი ისევ ის იყო ¬– რაც ადრე. ხალხს რა შეცვლის?! როგორც ქურდი და მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანი არ მოიშლის თავის საქმეს, ისე არ მოიშლის ხალხიც ერთმანეთის სააშკარაოზე გამოყვანასა და გაჭორვას. ღრიანცელი ჩვეულებრივი მოვლენაა ეზოში. ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი ახალგაზრდები, ერთმანეთის ლანძღვა - გინებით განცხრომაში არიან. ამაზრზენია ეს ყველაფერი! თავის კანტურით დატოვა ეზო და ფეხით დაუყვა გზას სახლამდე. ორი წელია რაც გორიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა და უკვე თითქმის მიეჩვია აქაურ ცხოვრებას, ფეხი აუწყო. ცდილობს, ინდივიდუალური იყოს და არავის ჰგავდეს. იმიტომ კი არა, რომ თავი გამოიჩინოს, არამედ იმიტომ რომ იმათ არ დაემსგავსოს, ვინც ასე ძალიან არ მოსწონს. მშობლებისა და ძმისგან მოშორებით ყოფნა დიდი მონატრების საფუძველს უქმნის. გვერდით საუკეთესო მეგობარი ¬– ცაცა რომ არა, ალბათ, ჭკუიდან გადავიდოდა. ე.წ თინეიჯერული ასაკიდან რაც გამოვიდა, მის შემდეგ „სერიოზულად“ არავიზე უფიქრია და მთელ დროს სწავლას უთმობდა. ლიკას სწორედ ის გააჩნდა, რაც იშვიათად ჰქონდათ ადამიანებს – ლამაზი თვალები! ამით არც ამაყობდა, თვლიდა რომ ჩვეულებრივი თვალები ჰქონდა, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე. ყველაფრის მთქმელი თვალის ფერი კი არა, ის არის, რასაც მასში ვკითხულობთ. სწორედ ამიტომაა , რომ ყველასგან გამორჩეული, მეტყველი თვალები აქვს! – ცაცა, მოვედი! -მეგობარს ღიმილით გასძახა და ჩანთა იქვე დადო. – როგორ ჩაიარა დღემ? -ყოველდღიური კითხვა დაუსვა და გადაკოცნა. – ჩვეულებრივად, ხომ იცი, როგორც! – მიდი, ისაუზმე და მერე ჩემს ნახევარ ძმას გაგაცნობ ¬– ილიას. – ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ცაცა ჭიაურელის გენიალური ძმა! -დრამატიზებული ტონით ჩაილაპარაკა და ღიმილით დატოვა მისაღები. საღამოს, როდესაც ყველანაირი სამეცადინო და სასწავლო დავალებები მოილია, სახლი ცაცასთან ერთად დატოვა და მის ნახევარ ძმასთან წავიდა. ცაცა ლიკაზე 4 წლით უფროსია. გოგონა მაშინ გაიცნო, როდესაც გორიდან ჩამოვიდა და ჯავახიშვილში მოეწყო. მაშინ, ბოლო კურსე იყო და ახალი მეგობრის შეძენა ეულად მოსიარულეს არ აწყენდა. მალევე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა რომ სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ეს ყველაფერი, ალბათ ხელსაც კი უწყობდათ ურთიერთობაში. ერთი წელი ასე გადაჯაჭვულები დადიოდნენ და საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ. მერე ცაცას ოჯახში პრობლემები შეექმნა და ლიკამაც მასთან შეთავაზა ცხოვრება. ყაჩლაური თავადაც ნაქირავებში ცხოვრობდა, მაგრამ ჭიაურელი შეპირდა, მოგეხმარები გადასახადების გადახდაშიო. ეს აზრადაც არ გაუვლია თავში ლიკას, უბრალოდ, საღამოს მარტო რომ დარჩებოდა, დამლაპარაკებელი მაინც ეყოლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცაცა ყოველ მეორე დღეს მასთან რჩებოდა. თანდათან ოჯახის წევრებთან დაალაგა ურთიერთობა ცაცამ, მაგრამ მაინც არ მოშორდა ყაჩლაურს. ხელს ყველანაირად უწყობდა, თან მასთან ერთად, თავისუფალ ცხოვრებას მიჩვეული, კვლავ ამ უკანასკნელის აღკვეთას ვეღარ გადაიტანდა. მისი ნახევარ ძმა – ილია ჭიაურელი ¬– რომელიც მამამისს მისი პირველი ცოლისგან ჰყავდა, მასზე ხუთი წლით დიდი იყო. ლიკამ გადმოცემით იცოდა ვაჟის შესახებ, თუმცა მისდამი დიდი ინტერესით მაინც არ იყო განმსჭვალული. რკინის შინდისფერ კარებზე ფრთხილად დააკაკუნა ცაცამ და მის გაღებას დაელოდა. რამდენიმე წუთში კარს მიღმა არაჩვეულებრივი შესახედაობის ქალი გამოჩნდა. სავარაუდოდ, ცაცას დედა. ქალმა ჩვეულებრივად შეიპატიჟა გოგონები შინ და მოიკითხა. ცაცას მამა ¬– რევაზიც იქვე იყო და ტელევიზორს უყურებდა, მხოლოდ ილია არ ჩანდა ჰორიზონტზე. – ილია სად არის? -თვალების ცეცებით გართულმა ჭიაურელმა მოიკითხა ილიას ადგილ-სამყოფელი. – თავის ოთახშია და ჩამოვა ახლავე, -სამზარეულოდან გამოსძახა ცაცას დედამ. – ოჰ, ძმაო ჩემო! - მაღალი, მხარ-ბეჭიანი მამაკაცის დანახვისას მაშინვე ღიმილი გამოესახა სახეზე ჭიაურელების ასულს და ილიას ჩაეხუტა, – როგორ ხარ შე მაიმუნო? -ისედაც დაბალზე შეჭრილი თმები, ოდნავ აუწეწა ბიჭს. – ჭინკა, შენ როგორ ხარ? -ღიმილით დაუკოცნა ორივე ლოყა დას და გულზე მიიხუტა. – რას ვიზამ, კი ვარ გადაფურჩქნული ვარდივით, ვერ მხედავ? -თავმომწონედ ჩაილაპარაკა ცაცამ, რითაც ოჯახის წევრების, მათ შორის ¬ლიკას გამხიარულებაც გამოიწვია. – ეს გოგო ვინ არის? -მზერა ერთ ადგილას უხერხულად აწურული ყაჩლაურისაკენ გადაიტანა ილიამ. – ეს ჩემი სანაქებო ლიკაა, -დრამატიზებულად წარუდგინა დაქალი, ¬– ლიკა ყაჩლაური! – სასიამოვნოა, -აწითლებულმა ლიკამ ძლივს ამოილუღლუღა ორად ორი სიტყვა. – ეს რა მორცხვი ვინმე ყოფილა! -მისი საქციელით გამხიარულებულმა ილიამ ხმამაღლა გადაიხარხარა. – აცადე, შემოვიდეს კონტაქტში და მერე განახებს ვინ არის მორცხვი! -დაემუქრა ძმას და ყაჩლაურს ღიმილით ანიშნა, სანერვიულო არაფერიაო. საღამო ხანს დატოვეს ჭიაურელების ოჯახი და ქუჩაში გავიდნენ. ტაქსის გამოძახების სურვილი არც ერთს ახრჩობდათ, ამიტომ ფეხით დააპირეს წასვლა. – მხიარული ძმა გყავს, -აღფრთოვანება ვერ დამალა ლიკამ. – შენ ეგ თქვი! -თავმომწონედ გააკანტურა თავი ცაცამ. – ხომ იცი, ხვალ შაბათია და სადმე წაგვიყვანს! – არა, ხომ არ გაგიჟდი! -შეიცხადა ლიკამ, ¬–არ მინდა! ¬– რა დაგემართა, ადამიანო?! – არაფერი, უბრალოდ რაღაც პროექტზე უნდა ვიმუშავო და არ მეცლება. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. რატომ გაურბოდა იმ ადამიანთან ყოფნას, რომელთანაც მხოლოდ რამდენიმე საათი გაატარა თავადაც არ იცის. უბრალოდ არ უნდა. თუმცა ამ „არ მინდა“-თი მაინც ვერ ამართლებს საკუთარ საქციელებს. მხიარული ბიჭია ილია, თუმცა ყაჩლაურს რომ მოსწონს ისეთი არ არის. მას უფრო წყნარი და დინჯი ბიჭები მოსწონს. ასე ჰგონია, რომ ილიას მსგავსები თავის მომაბეზრებლები არიან და მეტი არაფერი. კაცი უნდა იყოს სიტყვაძუნწი! როცა საჭიროა, მხოლოდ მაშინ უნდა საუბრობდეს. არა და, ილია არაფერს ამბობდა ისეთს, რაც არ იყო მიზანშეწონილი. პირიქით, რასაც ამბობდა, ყველაფერი ძალიან ჭკვიანური იყო. ასე ლაპარაკი ზოგ სიტყვაძუნწსაც კი არ ეხერხება. რატომ უძებნის უაზრო ნაკლებს ამ ბიჭს, თვითონაც ვერ ხვდება და ამაზე დაფიქრებაც არ უნდა, იმიტომ რომ იცის, სასურველ პასუხს, რომელიც მას გაამართლებს, მაინც ვერ მიიღებს! ახლა ამ ბიჭზე ფიქრი და მისი განსჯა, ტყუილი წყლის ნაყვა იქნებოდა, ამიტომ თვალები დახუჭა და დაიძინა. მეორე დღეს, იმ მიზეზით გაისტუმრა ცაცა, რაც წინა საღამოს უთხრა და შინ მარტო დარჩენილმა ტელევიზორის ყურება დაიწყო. გუშინ ისე ფიქრობდა ჭიაურელზე, თითქოს თავად დიდი დალაგებული ვინმე ყოფილიყოს. თავისი ‘ჭკვიანური’ გამოთვლებიდან გამომდინარე თვლის, რომ ორი ერთნაირი ადამიანი ერთად ვერ გაძლებს, ისე როგორც ერთნაირ ნიშნიანი ნაწილაკები ვერ ძლებენ ერთად, ისინი ხომ სულ განიზიდავენ ერთმანეთს?! მერე წარმოიდგინა, როგორ ერთობოდა ცაცა ილიასთან ერთად და გული ბრაზით აევსო. რა უნდოდა სახლში რომ დაჯდა? ხო და იჯდეს ახლა და უყუროს საინფორმაციო გამოშვებას, ათას სისულელეს რომ ამბობენ და ტყუილია თუ მართალი, თვითონაც რომ არ იციან. რვა საათი სრულდებოდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და სიხარულით წამოფრინდა ფეხზე, იმ იმედით, რომ ცაცა იქნებოდა. აცეტებულმა გააღო კარები და მის წინ ასვეტილი ილიას დანახვისას თვალები გაუფართოვდა. – მომინდომე ხომ დასვენება? -ირონიულად გააკანტურა თავი ბიჭმა, – მიდი ახლა ჩაიცვი და წამოდი შენც! – ხომ ვუთხარი ცაცას, არ მინდა-მეთქი! ხო და , არ მინდა! -ჯიუტად ერთსა და იმავეს იმეორებდა,თითქოს ორი წუთის წინ მას არ კლავდა მათთან ყოფნის სურვილი. – კარგი, -უდარდელად აიჩეჩა ილიამ მხრები და მსუბუქი სხეული ხელში აიტაცა. – რას შვრები, ილია? -შეიცხადა ჰაერში ფურცელივით აფრიალებულმა. – შენ არ გინდოდა, მე მინდოდა! ამიტომ, ახლა მოდიხარ ჩემთან ერთად! – მოძალადევ! -დაიძახა შეძრწუნებულმა , –დამსვი! – მოძალადეც გამხადე ხომ ასეთი გულკეთილი ადამიანი?! -მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა ილიამ. – ილია, დამსვი რა! -ახლა სხვა ხერხს მიმართა ლიკამ და საწყალი ხმა მიიღო. – აი, უკვე ჩავჯექით! -მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩასვა გოგონა მანქანაში და ღვედი შეუკრა. ჭიაურელმა თავადაც მოუარა მანქანას და იქვე, მის გვერდით დაიკავა ადგილი. – დაიმახსოვრე, მე ყოველთვის გამაქვს ჩემი! -თვალი ჩაუკრა გოგონას და საჭეს მიუბრუნდა. კიდევ ერთი განსხვავება, ილია ჯიუტია, ლიკა¬–არა. – მეც! -ამაყად აყლინწა კისერი ყაჩლაურმა, თითქოს რამის თავი ჰქონდეს. – ჰო, ჰო, იმიტომ ზიხარ ახლა სახლში და უყურებ სერიალებს! -სიცილი ვერ შეიკავა ილიამ და მის გამომეტყველებაზე ხმამაღლა გადაიხარხარა. – სად მივდივართ? -მის სიჯიუტეში დარწმუნებულმა შეწინააღმდეგება აღარ სცადა. – მთაწმინდაზე არიან ბავშვები და იქ. – ვინ ბავშვები?! – ჩემი მეგობრები და ცაცა, ნუ გეშინია არავინ შეგჭამს. -მის გამომეტყველებაზე კიდევ ერთხელ გაეღიმა ბიჭს. – არ მეშინია, -მტკიცედ ჩაილაპარაკა ყაჩლაურმა. ამჯერად, მართლა არ ეშინოდა. არაჩვეულებრივი ადამიანები გამოდგნენ გუჯა, ირაკლი და თემო. აქედან არც ერთი იყო სერიოზული, ყველა ერთნაირად ხუმრობდა და ერთობოდა. სწორედ ისეთი სამეგობრო წრე იყო, როგორზეც ლიკა ოცნებობდა. ისე მალე გავიდა მათთან ერთად დრო, რომ ვერც კი შეამჩნია და ცოტა გული დასწყდა სახლში წასვლის დრო რომ დადგა. – რაო, პატარავ, არ გინდა ნანაში? -გამოაჯავრა ილიამ ლიკა, რომელმაც ძალაუნებურად მის გვერდით დაიკავა ადგილი მანქანაში, ისევ. – შენმა ძმამ რამე დალია? -ცაცას მიუბრუნდა გაკვირვებული ყაჩლაური. – დალევა რა შუაშია, ყველაფერი თვალებზე გაწერია! -იუარა ილიამ. – ოჰ, არ გამაგიჟო! ისიც მითხარი რა ენაზე! -სარკაზმი გაურია ხმაში ყაჩლაურმა. – მაგ ენას ჰქვია, „თვალური“..-ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ თქვა ილიამ და ღიმილით გადახედა გოგონას. უკან მსხდომნი ისევ ჩუმად იყვნენ. – თვალური?! პირველად მესმის, სამწუხაროდ შენ არ გაგაჩნია თვალების წიგნი, თუ რაღაც ეგეთი. -ნიშნის მოგებით ამოიბურტყუნა ლიკამ. – მეც გამაჩნია, უბრალოდ ჩემი თვალები გადაშლილ წიგნს არ ჰგავს, შენი კი ¬– ჰგავს! -სწრაფადვე განუმარტა ილიამ. ესეც მეორე განსხვავება. – გადაშლილ წიგნს?! -ცოტა არ იყოს გააკვირვა ამ ფრაზამ. – ხო, შენი თვალები გადაშლილ წიგნს ჰგავს, იმიტომ რომ იქ ყველაფრის ამოკითხვაა შესაძლებელი. – ეგ ცუდია , თუ – კარგი? -ისე გააბეს დიალოგი, უკან მოფხუკუნე ოთხეული სულ გადაავიწყდათ. – კარგიც არის და ცუდიც! -ხშირად რამის დამალვა რომ მოგინდება, ვერ დამალავ! – ხო, მაშინ ცუდი ყოფილა! -პატარა ბავშვივით დაეთანხმა. ესეც მათი პირველი სულელურ-ბავშვური დიალოგი. ორი თვე გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ილია, თემო, გუჯა და ირაკლი მათ გვერდით იყვნენ. ასეთი კარგი დრო არასოდეს გაუტარებია და ნატრობდა კიდევ დიდხანს ყოფილიყო ასე. ილიასთან დაკავშირებით აზრები ოდნავ შეეცვალა და დარწმუნდა, რომ სულაც არ იყვნენ ანალოგიურები. პირიქით, ბევრი განსხვავება აღმოაჩინა ამ მოკლე ხანში. რაც ცოტა არ იყოს ახარებდა კიდეც. იმასაც ამჩნევდა,რომ ილიასთან უფრო ხშირად უნდოდა ყოფილიყო, ვიდრე დანარჩენებთან. რაც დიდად არ სიამოვნებდა, მისი შედეგებიდან გამომდინარე. – თებრო, დღეს რამდენი ლექცია გაქვს?! -გამოაჯავრა ილიამ ლიკა და წიგნი წაართვა. – რამდენჯერ გაგაფრთხილე, თებროს ნუ მეძახი-მეთქი?! -განაწყენებულმა მისცა შენიშვნა და წიგნის დაბრუნება სცადა. – ნწ, ნწ. მე თებრო მომწონს და შენ გქვია – თებრო! -ხელებ უფრო და უფრო მაღლა წევდა ილია, გოგონა რომ ვერ მისწვდენოდა. ¬– აუ უთხარი რა ირაკლი! -აწუწუნდა გოგონა და სავარძელში მჯდომ ცერცვაძეს საჩივრით მიმართა, თვითონ რომ ვერაფერს გახდა. – მიეცი ბავშვს! -არც ირაკლიმ დააკლო „ხელი“ გოგონას. – უხ! -უშნოდ გაპარჭყა ხელები ყაჩლაურმა, – ხმა არ გამცეთ არც ერთმა! არც თებრო ვარ და არც ბავშვი! -გაბრაზებულმა მიაყვირა და ოთახის კარი გაიჯახუნა. საწოლზე თავით დაემხო, რომ გაბრაზება როგორმე ჩაეხშო, თორემ უკვე აფეთქდებოდა! როგორ არ ბეზრდება წამდაუწუმ მისი წამება?! თან სიამოვნებს გაბრაზებულს რომ ხედავს. გადაწყვიტა, რომ დღეიდან ხმას არ გასცემს. ახლა იმდენადააგაბრაზებული, ოთახიდან რომ გავიდეს, დარწმუნებულია გაწიწკნის შუაზე. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნის ხმა მოესმა, თუმცა ხმა არ ამოუღია. – კაი რა , თებრო, რატომ ბრაზდები? -უწინდელივით მოესმა ილიას ხმა და გაბრაზება ყელში მოეძალა. – შემეშვი, იდიოტო! -დაუყვირა გაბრაზებულმა, – ვერ გიტან! – კარგი. -ოდნავ ნაწყენი ტონით მოაძახა ილიამ, – მაგრამ მაინც თებრო ხარ! “დებილი“ ჩაიდუდღუნა ხმადაბლა ლიკამ და მხარი იცვალა, რომ ფანჯრისთვის შეეხედა. მგონი ცოტა აწყენინა ილიას და ცოტა ზედმეტიც მოუვიდა. მაგრამ გაბრაზებულ გულს რომ ვერაფერს უშვება?! ღირსი კია, კარგად მიტყიპოს! ჰო, ზუსტად ყაჩლაურის მისატყიპია იმხელა კაცი. მეორე დღეს, რატომღაც ელოდა რომ ჩვეული ენერგიულობით გამოჩნდებოდა ჭიაურელი , თუმცა იმედები გაუცრუვდა. ცაცასაც ვერაფერს ეკითხებოდა. ბიჭებიც არ ჩანდნენ და კი უწევდა ჩუმად, გაურკვევლობაში ყოფნა და ყოველ საღამოს, ძილის წინ საკუთარი თავის კიცხვა, რომ არასწორად მოექცა ილიას. ადრე ვერასოდეს წარმოიდგენდა ვინმეს გაუჩინარების ამბავს ასე ახლოს თუ მიიტანდა გულთან, ან ვინმეს გამო იტირებდა. ახლა კი ძალიან გაუჭირდა „თებროს“ გარეშე ცხოვრება. ორი კვირაა ასე ლანდივით დადის და თვალებს აცეცებს, ეგებ ისევ დახვდეს ინსტიტუტის ჭიშკართან აყუდებული, მომღიმარი ილია. ბევრ სადარდებელთან ერთად, ბევრი ოცნებაც გაუჩინა ჭიაურელმა. ოღონდ დაბრუნებულიყო და თუ უნდა, „თებროს“ გარდა არაფერი დაეძახებინა. მისი გაბრაზებაც რა ბავშვური და სულელური იყო. ამხელა გოგოს ნამდვილად არ შეეფერებოდა, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ილია მხოლოდ მას აწვალებდა და სხვას არავის, გულს წყვეტდა. მისი თვალები კი ისევ გადაშლილ წიგნს ჰგავდა. წიგნს, რომელიც ალბათ სიკვდილამდე არ დაიხურებოდა! მის თვალებში ნებისმიერს შეეძლო ამოეკითხა მარტოობა, სისუსტე და კიდევ რაღაც, რაც უძველესი დამწერლობასავით ამოუკითხავი იყო. ოდნავ ჩაშავებოდა თვალის უპეები, უძილობისგან. ნელ-ნელა ახლოვდებოდა ცაცას დაბადების დღეც. გოგომ დაიჟინა რესტორანში უნდა გადავიხადოო. იქ ბოდიალი და გამოპრანჭვა დიდად არ ეხალისებოდა ყაჩლაურს, მაგრამ ცაცას ხათრს ვერ უტეხავდა. 27 ნოემბერს, დილას დაადგა თავზე ცაცას და „სიმღერით“ მიულოცა დაბადების დღე. – მილოცავ, თუ ჩემ დაყრუებას ცდილობ? – ო, რა იყო, ხომ იცი არც ისე კარგი ვოკალური შესაძლებლობები მაქვს! საღამოს ჩვეულებრივ გამოეწყო. ცისფერ კაბაში, მის თვალებს რომ ეხამებოდა და თეთრ მაღალ ქუსლიანებში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მცირე მაკიაჟი გაიკეთა და უკვე მზად იყო. იმის წარმოდგენა , რომ ილიაც იქ იქნებოდა სიარულის საშუალებას უკარგავდა და მთლიანად ძაბავდა, მაგრამ ეს დღეც უნდა გადაეტანა, შემდეგ კი გორში წავიდოდა და აქ სათოფეზე აღარ დაენახვებოდა ჭიაურელს. დარბაზში შესულებმა ყურადღება მაშინვე მიიპყრეს, ლიკამ ეს ყველაფერი იუბილარის გამოჩენას დააბრალა და თვითონ თავი დაიძვრინა. ყველა ღიმილით ესალმებოდა მათ. ილიაც იქ იყო, თუმცა გოგონას, რომელმაც რამდენიმე წამით მზერა გაუშტერა, არ იმჩნევდა. მისკენ არც კი გაუხედავს. ამან გული დაწყვიტა ყაჩლაურს! არ უნდოდა ასეთი ურთიერთობა ილიასთან. თვალებზე ცრემლი მოეკიდა და მიხვდა, რომ ახლა შეკავებას ვერ შეძლებდა, ამიტომ სასწრაფოდ გავიდა ვერანდაზე და ცრემლებს გასაქანი მისცა. ეგოისტობა იყო ეს თუ სხვა რამ, ვერ ხვდებოდა, მაგრამ მისგან ასე დიდი დოზით წამოსული უყურადღებობა ბოლოს უღებდა. –თებრო, -ნაცნობი ხმის გაგონებისას ერთ ადგილას შეხტა და დენდარტყმულივით მიბრუნდა უკან. –კიდევ ვერ მიტან? – მე სულ გიტანდი. -ბავშვური სიმშვიდით უპასუხა ბიჭს. – კიდევ სულ ამიტან? -რიტორიკული შეკითხვა დასვა ილიამ. – თუ თებროს დამიძახებ – კი! – გინდა რომ თებრო დაგიძახო? -გაკვირვების ნიშნად წარბები აწკიპა. – არ მითხრა, რომ ეს ჩემ თვალებში ვერ ამოიკითხე! -ამოიბუზღუნა ლიკამ. – მე შენ თვალებში, იმდენი რამ ამოვიკითხე, რომ ერთმანეთისგან გარჩევა მიჭირს. -თავი იმართლა ჭიაურელმა, –მაგრამ მათგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად ესიამოვნა გულს.. ის რომ ეგოისტობ და კიდევ მეორე... ის რომ ძალიან მოგენატრე! – მერე მაგ დროს რას შვებიან არ იცი?! -წარბები შეკრა ლიკამ. – მოიცა წავიკითხო, -თავი გააკანტურა ბიჭმა და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში, –ა, ხო! -ხმამაღლა დაიყვირა, თითქოს რაღაც ისეთი გაიგო, რაც არ იცოდაო და მკლავები მაგრად შემოხვია გოგონას. –გავიგუდები, -ამოიწრიპინა და თავი მის მხარს მიადო. –ანუ მოგშორდე? -ოდნავ უკან დაიხია ბიჭმა და თვალებში ჩახედა. –არა, არა! -შეიცხადა ყაჩლაურმა, –ჩამეხუტე კაცო! –ჩემი თებრო! -სიყვარულით სავსე ბგერებით გააჯერა ჰაერი ილიამ და ისე მაგრად ჩაიხუტა ლიკა, რომ ლამის მართლა გაჭყლიტა. __________ აბაა?? ჩემო კარგებო როგორ მოგეწონათ? ორ საათში დავწერე ისე რომ არანაირი იდეა არ მქონდა თვიდან. პანდდდდ შენი აზრი მაინტერესებს ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.