შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე I


31-05-2015, 22:25
ავტორი Black sha
ნანახია 2 723

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე
ელენე ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო.ყავდა ჩვეულებრივი ოჯახი.ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ შეუყვარდებოდა.....
ელენე სკოლიდან სახლში დაბრუნდა.
-რა ხდებოდა დღეს სკოლაში ?-კითხა დედამისმა
-საშინლად დავიღალე 2 თვე დარჩა და სკოლას დავამთავრებთ ამიტომ ძალიან დატვირთული ვარ.
-იცი ჩვენ მეზობლად ვინ გადმოვიდა?
-ვინ ?
-ნიკა
-ვინ ნიკა ?
-არ გახსოვს პატარაობაში მეგობრობდით მაგრამ მერე ის და მისი ოჯახი გერმანიაში წავდა საცხოვრებლად.
-ა გამახსენდა სულ შოკოლადებს რო ჭამდა.
-ხო ეგ არის.
-ცოტახნით ჩამოვიდნენ?
-არა ამბობენ აქ ვაპირებთ დარჩენასო.საღამოს უნდა ვესტუმრო ხომ არ გამომყვები.
-კი რატომაც არა-უთხრა ელენემ და ოთახში გავიდა. უკვე საღამო მოვიდა ელენეს დედამისმა დაუძახა.
-უკვე გასვლას ვაპირებ
-დაიცადე ორ წუთში მოვალ-უთხრა ელენემ. ქერა თმა გაიშალა და დაივარცხნა და ოთახიდან გამოვიდა. დედამისი და ელენე სახლიდან გამოვიდნენ.ხუთ წუთში მათი სახლის კართან იდგნენ ელენეს დედამ ლიკამ დააკაკუნა კარი შავთმიანმა და ცისფერთვალება ქალმა გააღო ეს ნიკას დედა იყო.
-მობრძანდით,ცოტა არეულობა გვაქ სახლში
-არცაა გასაკვირი დღეს არ გადმოხვედით-უთხრა ლიკამ და გაუღიმა.მისაღებ ოთახში შევიდნენ სადაც ნიკა იჯდაის ლიკას და ელენეს მიესალმა.
-ლიკა ყავას ხო არ დალევ?-კითხა ნიკას დედამ
-სიამოვნებით.
-შენ არ გინდა ელენე ?
-არა გმადლობთ-უთხრა ელენემ.
-ლიკა წამოდი სამზარეულოში გავიდეთ-უთხრა ნიკას დედამ და ორივე სამზარეულოში გავიდა.ნიკამ ელენეს გაუღიმა.
-სკოლას ამთავრებ ამ წელს?-კითხა ნიკამ
-კი.შენ დაამთავრე უკვე?
-წინა წელს.რაზე აპირებ ჩაბარებას?
-სამედიცინოზე-უთხრა ელენემ.
-შენი გადაწყვეტილებით?
-რათქმაუნდა.წავიდა ის დრო როდესაც მშობლები წყვეტდნენ შენ მაგივრად ყველაფერს-უთხრა ელენემ და გაუღიმა... ასე ლაპარაკობდნენ რამდენიმე წუთი შემდეგ კი ბავშვობის ამბები გაიხსენეს...ელენე და ლიკა მათ გამოემშვიდობნენ.
-როგორ შეიცვალა არა ნიკა ?-უთხრა დედამისმა.
-ხო ცოტათი...დღეს დავიღალე და წავალ დავიძინებ კარგი ?
-როგორც გინდა-უთხრა ლიკამ. ელენე ოთახში შევიდა და საწოლში ჩაწვა.ის ფიქრებმა გაიტაცა და ეს ფიქრები მხოლოდ ნიკაზე იყო ვინ იფიქრებდა რომ პუტკუნა საყვარელი ბიჭი ასეთი გახდებოდა. მაღალი გამხდარი ცისფერთვალება და საერთოდაც ვინ იფიქრებდა რომ ერთ დღეს ელენე სხვა თვალით შეხედავდა მას.ელენეს ვერ გაეგო რა გრძნობა იყო ეს იმ ღამით სულ მასზე ფიქრობდა.დილით როდესაც სკოლაში მიდოდა მაღლა აიხედა და ფანჯარაში ნიკა დაინახა რომელმაც გაუღიმა ელენემ კი ხელი დაუქნია.ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე ფანკრიდან ესალმებოდა ნიკა მას. ერთ დღეს კი ისინი ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ.
-გამარჯობა.
-გამარჯობა,აქ რა გინდა ?
-კლასელთან ვიყავი და შენ?
-უბრალოდ ვსეირნობდი აქაურობა ძალიან მოსაწყენია.არ გინდა სადმე წავიდეთ?
-ეს რა პაემანია?-უთხრა ელენემ და უცებ გაიფიქრე "ღმერთო ეს რა სისულელე ვთქვი"
-არა უბრალოდ მეგობრულად გეპაიჯები-სიცილით უთხრა ნიკამ.როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ ორივე,ქუჩაში ელენეს ბიჭმა დაუძახა.
-შენ წადი მე მოვალ-უთხრა ელენემ რომელიც სახეზე გადაფთრებული იყო.
-ხო არ ჯობიადაგიცადო ?
-არა!არა წადი-უთხრა ელენემ და ბიჭისკენ წავიდა.
-აქ რა გინდა?
-შენი ნახვა მინდოდა ძალიან მომენატრე
-გაიგე მე შენ არ მიყვარხარ!-უთხრა ელენემ.ბიჭმა ხელზე მოუჭირა.
-კარგად მომისმინე მე მიყვარხარ! და მე არავინ არასდროს არაფერზე მეობნება უარს!
-მე გეობნები!-ახლა კი წავედი.
-მაშინ ყველაფერს ვიტყვი!
-მაშინ ორივე დავიღუპებით!
-მამაშენს შენ ხელს ვთხოვ არამგონია ვინმეს მოუნდეს შენნაირის ცოლად მოყვანა-დამცინავად უთხრა ბიჭმა.
-ვერ გაბედავ!
-მოდი ცოტახნით დავიცდი და სკოლის დამთავრების შემდეგ მამაშენს შენ ხელს ვთხოვ.
-მამაჩემი არ წყვეტს ვის გავყვები!
-როცა ყველაფერს გაიგებს მამაშიენი სხვა გზა არ ექნება.დაიმახსოვრე მე არავინ მეობნება უარს !-უთხრა ბიჭმა და წავიდა.....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent