შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშის ნოტები! (ნაწილი მეოთხე)


31-05-2015, 22:59
ავტორი sallollo
ნანახია 3 583

სიტყვები აღარ მყოფნის მადლობის სათქმელად, უზომოდ ბედნიერი ვარ ასეთი თბილები რომ ხართ..<3 იმედი მაქვს ამ თავითაც ისიამოვნებთ..
ფეისბუკში მიპოვით როგორც: sallollo sallollo


ანდრონიკეს ასეთი სიცარიელე არასდროს უგრძვნია. კარში გაშეშებულიყო და უბრალოდ გადაადგილება არ შეეძლო. ნაინა კიდევ ერთხელ დაიძაბა.. ანდრონიკეს თვალებში გაჩენილი უემოციობა აშინებდა. თავს იწყევლიდა ამ სულელური საქციელისთვის, მოინდომა ოჯახობანას თამაში..
ძლივს მოკრებილი მხნეობით მივიდა მაგიდამდე და მძიმედ დაეშვა სკამზე, არ შეეძლო უფრო მეტად არაკაცი ყოფილიყო და ნაინასთვის კიდევ ერთხელ ეტკინა. ვერაფრის გემოს გრძნობდა, მექანიკურად ამოძრავებდა პირს და ხელებს, ვერც ის იგრძნო როგორ დაწვა ცხელმა ნამცხვარმა პირი, ახლა უბრალოდ ძალიან უნდოდა სადმე გაქცეულიყო, თუნდაც თავის ოთახში შეკეტილიყო და ყველაფერზე ეფიქრა.. ერჩია ნაინას ეყვირა, ისტერიკა მოეწყო, ყველაფერი დაელეწა, მაგრამ ასე არ უნდა ეზრუნა მასზე. ანდრონიკე მთელი სიმძაფრით გრძნობდა გაორებას და ძალიან ეშინოდა მომავლის, მომავლის რომელიც მხოლოდ მუქ ფერებში ესახებოდა..
_მადლობ ყველაფრისთვის, მთელი გულწრფელობით ამოღერღა ანდრონიკემ
_რა სათქმელია, ხელი აიქნია გოგონამ და ფართოდ გაუღიმა. ანდრონიკეს ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ამდენ ხანს ჩახშობილი და მიძინებული გონება გამოუცოცხლდა და ნაინას სილამაზის აღქმა დაიწყო. თავისი ფიქრები აშინებდა, სიყვარულის დრო არ ჰქონდა, მითუმეტეს იცოდა ამით უფრო მეტად ატკენდა, ჯობდა თავი შორს დაეჭირა, იქნებ ცოტა დრო რომ გავიდოდა განქორწინებაზეც ეფიქრა..
_ანდრონიკე, ნაინას ხმა სადღაც შორიდან მოესმა და სმენა დაძაბა. _დღეს საბამ და ლილემ დარეკეს, ხვალ გველოდებიან, მე უკვე ვიზრუნე და ვუთხარი, რომ შეიძლება ვერ მოახერხო უამრავი საქმის გამო. შეპარვით და ნელა საუბრობდა გოგონა.
ანდრონიკეს ეტკინა, ძალიან, ძალიან ეტკინა ნაინას შეპარული ტონი და ჩამწყდარი ხმა, გოგონა შეშინებული იყო, ალბათ ყოველ წუთას ელოდა ქმრის აფეთქებას და ამიტომ საუბრობდა ასე დაძაბული, ამის გააზრებაზე მუშტები შეკრა და სუნთქვა გაუხშირდა, პირი გააღო რომ არ გაგუდულიყო, უკმარისობის გრძნობა ერთიანად ძაბავდა
_ხვალ სამსახურიდან ადრე გავენთავისუფლები და წავიდეთ. ნაინას თვალებში აკიაფებული ვარსკვლავების დანახვა აგრძნობინებდა, რომ რაღაც კარგის გაკეთება ჯერ კიდევ შეეძლო
_ძალიან დიდი მადლობა ანდრონიკე, ფრთხილად შეეხო ლოყაზე რბილი ტუჩებით და სწრაფად დატოვა სამზარეულო..
ანდრონიკე ადგილს მიელურსმა. სშინლად აეწვა ნაკოცნი ადგილი, გრძნობდა ეს ყველა სილაზე მტკივნეული იყო. მაშინვე მიხვდა ეს ნაინასეული მადლიერების გამოხატვა იყო და ამ კოცნას არაფერი ჰქონდა საერთო სითბოსთან და სიყვარულთან.. ღრმად ამოიხვნეშა და დამძიმებული ნაბიჯებით აუყვა კიბეს..
ნაინა გახარებული იყო, აბედნიერებდა საღამოს მშვიდად დასრულება და ანდრონიკეს გულწრფელი მობყრობა..უბრალოდ უნდოდა ანდრონიკეს თავი უფროკომფორტულად ეგრძნო. უკვე მერამდენედ გამოიჭირა თავი ანდრონიკეზე ზრუნვაში და ცივად შეაჟრჟოლა. ანდრონიკე როგორც ქალს არასდროს აღიქვავდა, ამიტომ ჯობდა მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდათ და ერთმანეთისთვის ცხოვრება არ გაერთულებინათ.
დილით ადრე გაღვიძებულს სამზარეულოში ნაინა რომ დახვდა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, გოგონა მონდომებით ამზადებდა ხორციან ბლინებს და თავისთვის ღიღინებდა. ეტყობოდა საერთოდ არ წუხდებოდა დილით ადგომის გამო.. ანდრონიკეს აღარ შეეძლო, ცოტა ხანში გული გაუსკდებოდა ყოველ დღე, ყოველ საქციელში ნაგრძნობი არაკაცობისგან.. გამოსავალი ძალიან შორი და მიუწვდომელი ეჩვენებოდა, უბრალოდ უნდოდა ამ ტალახიდან ამოსულიყო და თავისი მეობა დაებრუნებინა.
_რას აკეთებ ? სრულიად უადგილო და არაადეკვატური კითხვა დასვა
ნაინა შეკრთა, ყოველ ნაბიჯზე თან სდევდა განცდა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდა, ამას კი აუცილებლად მოყვებოდა ანდრონიკეს გაღიზიანება
_საუზმეს გიმზადებ, გაუბედავად ჩაილაპარაკა და თავი დახარა.
ანდრონიკეს მოუნდა ძალიან მაგრად ეცემა თავისი თავი..გოგონას მისი ეშინოდა და ვერაფრით ახერხებდა მოკანკალე ხელების დამალვას..
_შენ არ უნდა წუხდებოდე, არ მინდა ჩემი საუზმის გამო ძილი მოიკლო..
ნაინამ შვებით ამოისუნთქა, ბოლო ორი დღე საშინლად მოწონდა მშვიდი და გაწონასწორებული ანდრონიკე. გასაოცარია, მაგრამ საოცარ კომფორტსაც კი გრძნობდა მის გვერდით.პირველ შთაბეჭდილებას და გრძნობას ახალი, სულ სხვა ემოცია ანაცვლებდა, ანდრონიკეს სხვა კუთხით დანახვა თავის წილად აბედნიერებდა..
_მართლა არ ვწუხდები ანდრონიკე, ალბათ მთელი დღე ნორმალურად კვებას ვერ ახერხებ და საუზმე მაინც მიირთვი ნორმალურად. გაუაზრებლად მიაბა ერთმანეთს წინადადებები და მხოლოდ მერე მიხვდა როგორ ეუხერხულა ანდრონიკესთამ მსგავსი საუბარი. თავს ჯიუტად არ წევდა მაღლა.
ანდრონიკე გაოცებული უყურებდა,მერე კი მთელი გულით გაეღიმა ნაინას ბავშვურ, სუფთა ხასიათზე.. პირვლად იგრძნო თავი „სახლში“.. ნაინამ ნათელი ფერების შეტანა დაიწყო მის ცხოვრებაში.
განყოფილებაში უზომოდ კმაყოფილი შევიდა, სანდროს ფართოდ გაუღიმა და თავის სამუშაო მაგიდასღან ჩამოჯდა..
სანდრო ისევ ისე იჯდა, არაფერს ამბობდა, ღიმილი დაუბრუნა და საბუთებს მიუბრუნდა.. ახლა რომ არ ელაპარაკა გაგიჟდებოდა.
სანდრო გაბრწყინებული უსმენდა, სანამ ანდრონიკეს თვალები უეცრად არ ჩაქრა
_სანდრო მამაჩემი კაცობას მასწავლიდა, მე ყველაფერი პირიქით გავაკეთე, ამასაც რომ თავი დავანებოთ არ მაქვს ნაინასთან ყოფნის უფლება, არაფრის უფლება არ მაქვს, არც იმის უფლება მქონდა ჩემით მემართა მისი ცხოვრება.. ძნელია აღიარება, მაგრამ მართალი იყავი.. ვერ შევძლებდი მის გამწარებას, სულ სხვანაირია, სუფთაა, მე კი ზედმეტად ბინძური ვარ ასეთი ადამიანისთვის.. არმინდა ჩემით დავაბინძურო.
_ანდრონიკე რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ, წარბები აზიდა სანდრომ
ანდრონიკემ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა..
მთელი დღის სიხარული სადღაც მიჩქმალა და ნაინას ნომერი აკრიფა.ისევ გაეღიმა მისი ბავშვური ხმის გაგონებაზე.
_სამსახურიდან უკვე გამოვდივარ, მოასწრებ მომზადებას ?
_ანდრონიკე, იქნებ დღეს არ წავიდეთ, ცოტა შეუძლოდ ვარ.. მისუსტებული ხმით ლაპარაკობდა ნაინა.
_რატომ არ დამირეკე ? ვერაფრით დაიმორჩილა გამკაცრებული ხმა, აქამდე ალბათ არასდროს გატყდებოდა, ახლა კი დაუფარავი ნერვიულობა აღებეჭდა სახეზე.
_არ მინდოდა შემეწუხებინე, დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ანდრონიკემ მობილურშიც კი იგრძნო როგორ გაწითლდა
_მალე მოვალ, ფეხზე არ ადგე.
განყოფილება ელვის სისწრაფით დატოვა, სანდროს ეღიმებოდა, იცოდა ანდრონიკეს საქციელი რაღაც ახლის დასაწყისი იქნებოდა და წინასწარ უხაროდა..
ანდრონიკე მთელი გზა ეკლებზე იჯდა, ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა რამდენად ნერვიულობდა ნაინაზე, უბრალოდ უნდა დარწმუნებულიყო რომ სერიოზული არაფერი იყო..
მანქანიდან მთელი სისწრაფით გადავიდა და ეზო გადაჭრა..გული შეეკუმშა სახლში შესულს ნაინა დივანზე მოკეცილი რომ დახვდა..გოგონას შუბლი ოფლით დაცვაროდა და რამდენიმე თმის ღერი ზედ მიკრობოდა..ტუჩებს მოლურჯო ფერი დადებოდა, სახე კი ერთიანად გადაფითრებოდა..პერიოდულად ღრმა ამოსუნთქვებს აკეთებდა და ტკივილისგან სახეს ჭმუხნიდა..ანდრონიკე გაუცნობიერებლად ჩაიმუხლა მის წინ და სახეზე შეეხო.კიდევ ერთხელ იგრძნო უუფლებობა და გული მოეწურა.
_ნაინა, ჩუმად ჩაიჩურჩულა და შუბლზე ხელი გადაუსვა, ეგონა შეიშლებოდა ნაინას რეაქცია რომ არ ჰქონდა, სასწრაფოდ აიტაცა ხელში და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ.. წინა სავარძელი გადაწია და გოგონა ზედ დააწვინა, აკანკალებული ხელებით უკრავდა რემენს, ყველაფერი გაახსენდა, ყველა დეტალი, მაშინაც ასეთი სიცივე მოდიოდა ირაკლისგან.. არა ახლა ამაზე არ უნდა ეფიქრა, ის ირაკლი იყო, ნაინა უნდა გადარჩენილიყო, აუცილებლად უნდა გამოკეთებულიყო, ანდრონიკეს უბრალოდ სჭირდებოდა და ასე ვერ დათმობდა.. მთელი გზა ნაინას უფრო უყურებდა ვიდრე გზას.. ძარღვებდაბერილი გადავიდა მანქანიდან და საავადმყოფოში შევარდა..
ვერ აცნობიერებდა რამხელა ხმაზე ღრიალებდა, ეგონა ტვინში სისხლი ჩაექცეოდა ყველა მას რომ დაეხვია..
_მე არაფერი მჭირს მანქანაშია მეთქი, დაიგრგვინა გაღიზიანებულმა და გარეთ გამოვარდა..

ნერვიულობა პიკს აღწევდა, მთელი საათი წინ და უკან დადიოდა. ცოტაც და თავისი ხელით დაახრჩობდა იმ ექიმს... იგრძნო როგორ გაუჩერდა პულსაცია ექიმის დანახვისას, ძალიან შორიდან ესმოდა მისი ხმა, ანდრონიკეს გონება მხოლოდ იმას აღიქვავდა, რომ ნაინა კარგად იქნებოდა..
_ახლა ისვენებს, მოგვიანებით შეძლებთ მონახულებას.
_ახლავე უნდა ვნახო, კატეგორიული იყო ანდრონიკეს ხმა..
_კი მაგრამ...
_ნუ გამომაყენებინებთ ჩემს სახელს, მუშტები შეკრა და პალატაში შეაბიჯა..
ყველა ორგანო ეტკინა ნაინას დაუძლურებული სხეულის დანახვისას, თანდათან რწმუნდებოდა როგორ ეძვირფასებოდა და ტვინი უდუღდებოდა იმაზე ფიქრებით რა იქნებოდა მომავალში.. მისთვის ყველაფერი უნდა შეცვლილიყო, ნაინა არასდროს ისურვებდა დესპოტი ქმრის გვერდით ყოფნას, ანდრონიკეს სტკენდა ფიქრები, რომ ნაინა როგორც გამოკეთდებოდა მაშინვე ისურვებდა სახლში დაბრუნებას. აფორიაქებული და სახსრებგადათეთრებული იდგა პალატის ცენტრში და სახეგაქვავებული დასჩერებოდა ნაინას..
_ანდრონიკე..იგრძნო როგორ დასდიოდა ათასობით ჭიანჭველა, შეეძლო დაეფიცა ამას მართლა გრძბობდა და უბრალო ილუზია არ იყო..ამღვრეული თვალებით გადახედა და საწოლთან ჩამოუჯდა..
_ანდრონიკე, ძალიან ვწუხვარ, მართლა ძალიან დიდი ბოდიში ასე რომ შეწუხდი..
ანდრონიკეს ეგონა გაგიჟდებოდა, არ შეეძლო თავისი ცოლისგან ბოდიშების მოსმენა.. რეალურად შეიგრძნო რამხელა უფსკრული იყო მათ შორის. გააზრებული ჰქონდა რამდენად შეუძლებელი იყო ამ სიცარიელის შევსება და თითქოს შეგუებას ცდილობდა ამ ფაქტთან..
_ბოდიშს არ უნდა მიხდიდე ცუდად ყოფნისთვის, შეეცადა მშვიდი და გაწონასწორებული ყოფილიყო, მაგრამ ვერაფრით მოახერხა გაღიმება.. _უნდა დაგერეკა, მე შენი ქმარ ვარ, უნდა მცოდნოდა..
_არ მინდოდა ჩემს გამო საქმისთვის რამე მოგეკლო..მართლა არმინდა წუხდებოდე.
_ნაინა შენ ჩემი ცოლი ხარ! ხმა გაუმკაცრდა და თვალები აემღვრა. ამ სიტყვებით უფრო მეტად თავის თავს ამშვიდებდა, რომ ვერასდროს შეძლებდა ნაინა მის მიტოვებას.ყველაფერი სხვანაირად რომ დაეწყო, ახლა სხვადასხვა პოლუსებზე არ იდგებოდნენ. დაუჯერებელი იყო ცოლ-ქმარი წვრილმანებზე უხდიდნენ მადლობას და ბოდიშს ერთმანეთს.ეს ახლობლური ურთიერთობა უფრი იყო, ვიდრე ცოლ-ქმრული. ანდრონიკე კიდევ უფრო რწმუნდებოდა თავის უუფლებობაში..
_დაისვენე, მანამდე ექიმს დაველაპარაკები.
პალატიდან გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა. ყველაფერი ერთმანეთში არეოდა, აგიჟებდა თავში ასეთი ქაოსი. მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ექიმის კაბინეტს და ნებართვისთვის რამდენჯერმე დააკაკუნა.
_მინდა ყველა წვრილმანი ვიცოდე ნაინას მდგომარეობაზე, ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო და წარბები შეკრა
_გოგონა ძალიან სუსტია,ნორმალური კვება და დასვენება სჭირდება. სერიოზული არაფერია..
ანდრონიკეს თვალები ჩაუწითლდა, ამაზრზენი ფიქრები ჯალათებივით ადგნენ თავზე და ირონიულად სისინებდნენ. აგიჟებდა იმის გააზრება, რომ ნაინას მის გამო სტკიოდა..
_ანდრონიკე, გასინჯვის დროს, მცირე ჩალურჯებები და დაჟეჟილობები შევნიშნე გოგონას სხეულზე. არ ვიცი რისგან აქვს მიღებული, მაგრამ აშკარად სტკიოდა როცა ხელს ვახებდი, მალამოს გამოვუწერ და აუცილებლად წაისვას დღეში სამჯერ..
ანდრონიკეს აღარ შეეძლო, სადაცაა გული გაუსკდებოდა, კადრებად ხედავდა გავლილ დღეებს...ძლივს გამოართვა რეცეპტი და კაბინეტი დატოვა.. ერთი დღისთვის იმაზე მეტ ემოციას იღებდა, ვიდრე ამის ატანა შეეძლო, გაქვავებული სახით დაბრუნდა პალატაში და უკითხავად გადახადა თხელი საბანი ნაინას, გოგონა გაოგნებული იყურებდა, ანდრონიკემ პერანგი აუკეცა, ნანახმა შოკში ჩააგდო, მუცელი და გვერდები სილურჯეებს ჰქონდათ დაფარული, ძლივს შეძლო წელში გასწორება და ხელები უღონოდ ჩამოყარა.
ახლა უკვე ზუსტად იცოდა რა იქნებოდა სწორი საქციელი, შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა!



№1  offline წევრი eRtI sWeRvA GoGo

აუ კარგი თავი იყო ძაან.
მაგრამ რა მოდება თავები სულ ცოტათი მაინც რომ გაზარდო?
მარტო მე კი არა შენ სხვა მკითხველსაც ძაან ძაან გააარებ

 


რა კარგი ისტორიაა <3 მალე დადე შემდეგი <3

 


№3  offline წევრი alice

ზალიან მაგარია და ველი სულმოუთქმელად :დ

 


№4  offline წევრი casas

რა რაღაცნაირი თავია..მომწონს ანდრონიკე რომ იცვლება თანდათან და რათქმაუნდა ეს ნაინას დამსახურებაა.თავისდაუნებურად გააკეთა ისე რომ ანდრონიკეს მისი საქციელების შერცხვენოდა smile winked ძაან მაგარიი გოგოო ხარრრ

 


№5  offline წევრი dikuchi

უჰჰჰ კაი თავიი იყოო მიხარია არდრონიკეს სახეცვალება.. :DDDD
ასე გაააგრძელეეეე

 


№6  offline წევრი ხატული♥

რა კაი თავი იყოო ისე მახარებ რომ დღეს არ ტოვებ რომ არ დადო და ველოდები შემდეგ თავსაც უახლოეს მომავალსი მომწონს რომ ანდრონიკე იცვლება და თბება ნაინას მიმართ მთავარია ეხლა ნაინამ არ მოინდომოს წასვლა და ანდრონიკეს მისცეს შანსი ♥♥♥

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე ძალიან კარგი იყო! ანდრონიკე იცვლებაა..არა ეს გოგო ცვლის ანდრონიკეს თან ძირფესვიამად <3 ძალიან მომწონს აი სიტყვებით ვერ ავღწერ იმხელა ემოციააა ყოველ თავში გადმოცემულო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent