"გპირდები" - (5)
აჰა, ესეც შემდეგი დღე გათენდა. როგორ მეზარებოდა სკოლაში წასვლა. რა უბედურებაა თორმეტი წელი ყოველ დილას ერთი და იმავე ადგილას უნდა იარო იარო იარო და კიდევ იარო, სანამ ან არ გამოგაგდებენ ან არ დაამთავრებ. მაააგრამ შატალოც არ დავივიწყოთ ეს ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ახლა "უეჭველი" უნდა ავმდგარიყავი და სკოლის გზას გამოვდგომოდი. თუ ცოტა ხანი მძინავს მერე სკოლაში პირის გახევაზე ვარ ხოლმე მთქნარებით. მოკლედ სადარბაზოდან გამოვედი და მთქნარებით ახლა უკვე ჩემს საყვარელ, უკაცურ ქუჩას ჩავუყევი, გეზი კი გაჩერებისკენ მქონდა აღებული, მაგრამ გზაში იმ სახლთან ისევ ის მანქანა დავინახე, ვისი იქნებოდა ან ვინ გააჩერებდა აქ მანქანას თუ არა სანდრო. მანქანას მივუახლოვდი და ფანჯარაში შევიჭყიტე. დავინახე სანდრო რომელიც გაუნძრევლად იჯდა და ეძინა. რა სასაცილო იყო და ამავე დროს უუსიმპატიურესი. ნეტა აქ რა უნდოდა? ვაი არაა, ვერ წარმოვიდგენ რომ გუშინდელიდან მოყოლებული აქედან არსად არ წასულა - ჩემნაირი გიჟი ვიპოვე. გამეცინა და გაკრეჭილმა ფანჯარაზე მივუკაკუნე. მაშინვე ჭყიტა თვალები, რომ დამინახა თვალები მოიფშვნიტა, მანქანიდან გადმოვიდა და ღიმილით მკითხა: - ამ დილაადრიან საით გაგიწევია? - შენ რამხელა გგონივარ? სკოლაში მივდივარ სხვაგან სად? - უი ხო სკოლა, ეგ არც მახსოვდა. წამო ეხლა გავისეირნოთ, სადმე კაფეში დავჯდეთ, ერთხელ რომ გააცდინო არამგონია რამე მოხდეს ან პრობლემა შეგექმნას. - უკვე მეორე დღეა რაც ვაცდენ და არამგონია დამრიგებელმა დამინდოს და დედაჩემს არ დაურეკოს. - კარგი რა გთხოოვ. -ვაიმეეე, უკვე მეხვეწები კიდევააც? კარგი ხო ჯანდაბას, სად წავიდეთ? - წამო მანქანაში ჩაჯექი და გზაში გეტყვი. - უუფ, არაა მე ერთი დღის გაცნობილ ბიჭს მანქანაში არ ვუჯდები - ჩაბჟირდა. - მისი ისტორია კი გაინტერესებს დაა... კაი რა იყო შენს შეჭმას არ ვაპირებ, მაკდონალდსში წავიდეთ რაა. - კარგი კარგი, მაშინ სახლში ისევ შენ მომიყვან. - ხო აბა იქ კი არ დაგტოვებ. მთლად ეგეთი იდიოტი და უზრდელიც არ ვარ როგორც შენ ფიქრობ. - თვალი ჩამიკრა. - რავიცი რავიცი ეგ შენი პირვანდელი საქციელებიდან არ გამოიხატა. - თან მანქანაში ჩავსხედით. - ნუ მაშინ ძალიან გავღიზიანდი უცხო რომ დავინახე ჩემს სახლში...- დაქოქა და ჩვენს საბურთალოს მაგდონალდისკენ გავსქურეთ. - ანუ ის შენი სახლია? - ნუ რაღა სახლი ეგაა, ჩემი იყო. მოდი მაგაზე რომ მივალთ იქ ვილაპარაკოთ, ახლა კი შენზე მომიყევი რამე, შენი სახელის მეტი არაფერი ვიცი. რამდენი ხლის ხარ? ან საერთოდ რა გვარის ხარ? შენზე საერთოდ არაფერი არ ვიცი. - ოჰ თორე რას ამბობ მე სულ საკუთარი თავივით გიცნობ რაა. შენ რა გვარის ხარ? - დანელია, სანდრო დანელია. შენ? - მელაძე, მარიამ მელაძე - და თბილად გავუღიმე. - და რამდენი წლის ხარ? - შენ? - შენი აზრით? - მმმმმ სადღააც 20-21? - ვახ ვახ ვააახ როგორ გამოიცანი? გეტყობა რომ ადამიანებს კარგათ იცნობ. 20ის ვარ და შენ? - შენი აზრით? - ეხლა მე შემიბრუნე კითხვა? - 17-18? - მე სიცილი ამიტყდა. - იგივეს შენზე ვერ ვიტყოდი (ადამიანებს რომ კარგად იცნობ). - აბა რამდენის ხარ? - გაოცებულმა მკითხა. - მგონი მოვედით არა? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მინდოდა და ამიტომ თავი ავარიდე, მის მიმართ რაღაც სიმპატიები გამაჩნდა და ამიტომ ვმალავდი ასაკს, მეგონა რომ როცა ჩემს ასაკს გაიგებდა საერთოდ აღარ გამცემდა ხმას, ალბათ იმიტომ რომ პატარა ბავშვთან ურთიერთობას არ მოისურვებდა. მანქანა გააჩერა გადავედი და მაგდონალდის კარებთან დავდექი, ვუცდიდი როდის გადმოვიდოდა. - მხოლოდ თქვენს შემდეგ ლედი. - გამიღიმა და კარი გამიღო, მეც თბილად გავუღიმე და შიგნით შევედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.