შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ პატარა ჩემი (ნაწილი 1)


1-06-2015, 15:53
ავტორი gvanca18
ნანახია 4 896

მშვენიერი,მზიანი დილა გათენდა.წესით ეს დღე სხვა დღეების მსგავსად უნდა დაწყებულიყო,მშვიდად და უდარდელად,მაგრამ როგორ?!დღეს ხომ ჩემი ბანკეტია.სკოლას ვამთავრებ და ბავშვობის ოცნება,რომ ვყოფილიყავი "დიდი" დღეს მიხდებოდა.
-ღმერთო ჩემო!ეკა დეიდა არ მითხრათ,რომ ნინის კიდევ ძინავს თორემ გავგიჟდები.(თამო-ჩემი დაქალი)
-მოკლედ ამ დეიდას ვერ გადაგაჩვიეთ რა...(იღიმის)ძინავს ხო და ხომ იცით თქვენს გარდა მაგ ძილისგუდას ვერავინ გააღვიძებს.(ეკა-დედა)
-კი მაგრამ ხომ უნდა გამოიპრანჭოს!ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ჩემს დახატულს.(თამო)
-დახატულს კი არა მგონი საღამურებით მოუწევს წასვლა თუ არ გავაღვიძებთ.კაი მე ავალ ოთახში გავაღვიძებ.შენ ცივი ყავა გაუმზადე,რომ მალე გამოფხიზლდეს.(ანა-დაქალი)
-სულ მე როგორ უნდა გავაკეთო ეგ ყავა!უფ!ეკა ნინი სალონში რომელზეა ჩაწერილი? (თამო)
-1-ზე.თამო მე გავალ,კაბა უნდა გამოვიტანო მკერავიდან და სალონში გაყევით თქვენ.თორე ხომ იცით მაგის ამბავი,მოკვდება ნერვიულობით.(ეკა)
-აბა რას ვიზამთ.არ ინერვიულოთ თქვენ. (თამო)
მშვიდად მეძინა,როდესაც საშინელი კივილის ხმა მომესმა და რაღაც სიმძიმე ვიგრძენი.
-არ არსებობს (მე)
-კი...კი არსებობს (ანა)
-დიდი ხანია რაც მოხვედი ჩემო ძილის დამფრთხობო? (მე)
-ნწ...ადექი მიდი!თამომ ყავა გაგიკეთა და გავედით მერე სალონში.(ანა)
-ღმერთო ძალიან ვნერვიულობ.ეკა წავიდა კაბის მოსატანად? (მე)
-მგონი კი.რა განერვიულებს გოგო ხო იცი რომ "იმენა" დაგლიჯავ.(ანა)
-ვითომ? (მე)
-რა ვითომ გოგო თავი არ მომაკვლევინო.ლუკა გამოგიცლის ხო?(ანა)
-ხო ჩემი მეწყვილეა.კარგი ჩავიცმევ და გავედით (მე)
უცებ ჩავიცვით მაისური,შორტი,კედები და გავარდი.
-აეე დებოო დაასხით უნდა დავლიო. (მე)
-აუფ ამას უკვე დაეწყო ნერვიულობის შეტევები.(თამო)
-არა მართლა შამპანური გახსენი რა მიდი. (მე)
-ღადაობ გოგო?! (თამო)
-მოიცა რა სულ ნუ ჭედავ! მივულოცოთ გოგოს სკოლის დამთავრება. (ანა)
მოკლედ შევსვით შამპანური და სალონის გზას დავადექით.თამომ და ანამ მთელი სალონი აიღეს საუბრით,მე კი ნერვიულობით თითებს ვიტეხავდი.
-გოგოებო შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი მეგობარი.(სტილისტი)
-ღმერთო ნინი ძალიან ლამაზი ხარ.გაიფურჩქნა ყვავილი.მოიცა ანას დავუძახებ ტელეფონზე საუბრობს გარეთ.(თამო)
ამ დროს კარისკენ გავიხედეთ.ანა ვიღაც ბიჭს გადმოაფრინდა რასაც ქვია კივილით.
-ნინიიი!აი მესმის ქაი ღვთაება! (ანა-მოვიდა და ჩამეხუტა)
-კარგი რა ნუ აზვიადებ (მე)
-არა ნამდვილად არ აზვიადებენ თქვენი მეგობრები.უკაცრავად რომ ჩავერიე თქვენს საუბარში. (უცნობი)
მის ნათქვამზე გამეღიმა და წასასვლელად მოვემზადე.
-ო ღმერთო ლუკა რეკავს.გისმენ ლუკა. (მე)
-თამო სად ხარ?მოგაკითხე და სახლში არ დამხვდი. (ლუკა)
-სალონიდან ახლა გამოვედი ლუკა.
-კაი დამელოდე მოგაკითხავ,2 წმ-ში მანდ ვარ.
-კაი.
ლუკას ვუცდიდით და ვსაუბრობდით.აშკარად ვგრძნობდი უცნობის მზერას.
-აი ლუკაც მოვიდა (წამოიყვირა თამომ)
მანქანაში ჩაჯდომისას არ ვიცი რატომ,მაგრამ უცნობისკენ გავიხედე,მან კი გამიღიმა.მისი ღიმილი კი ნებისმიერ ადამიანს დაატყვევებდა.სახლში უცებ შევედი,თამო და ანა დამეხმარნენ გამოწყობაში და საბოლოო ჯამში მართლაც რომ მშვენივრად ვიყავი.
-ღმერთო ნინი მამი ჩემი პრინცესა ხარ.როგორ მალე გაიზარდე შვილო. (ერეკლე-მამა)
-მააა.მიყვარხარ
-მართლაც,რომ მშვენიერი მეწყვილე მყავს. (ლუკა)
ბანკეტზე მართლაც რომ მშვენიერი დრო ვატარეთ.წლის წყვილადაც მე და ლუკა დაგვასახელეს.სახლში დაბრუნებისას ლუკას მანქანა გაუფუჭდა.
-ლუკა ამ შუა ღამეს რა უნდა ვქნათ? (მე)
-მოიცა მანქანა მოდის გავაჩერებ (ლუკა)
პირი ღია დამრჩა მანქანიდან დამატყვევებელი ღიმილის მქონე უცნობი რომ გადმოვიდა,
-ჯობს მანქანა აქ დატოვოთ,სახლამდე მე მიგიყვანთ (უცნობი)
მანქანაში ლუკა და უცნობი საუბრობდნენ,მე არც ამომიღია ხმა.ლუკა ერთი კვარტლით ახლოს ცხოვლობდა ჩემზე,ამიტომ პირველი ის მიიყვანა სახლში.შემდეგ კი მე.
-მართლა ლამაზად გამოიყურები (უცნობი)
-მადლობთ (მე)
-ალექსანდრე
-უკაცრავად რა ?..
-ალექსანდრე მქვია. (მითხრა და გამიღიმა)
-ნინი
-სასიამოვნოა პატარა ქალბატონო.
-ჩემთვისაც.აი აქ გამიჩერეთ.მადლობთ რომ მომიყვანეთ.
-არაფრის.დროებით ჩემო პატარა.
სახლში ავედი,ისე ვიყავი დაღლილი ოთახში ავედი,წყალი გადავივლე და დავწექი.ათასი ფიქრი მომდიოდა თავში.ალექსანდრეზე ვფიქრობდი და უცებ ამომიტივტივდა თავში მისი ნათქვამი "ჩემო პატარა".ბანკეტიდან ორი კვირა იყო გასული,გამოცდებიც დავამთავდე,ალექსანდრე კი არსად ჩანდა.
-აუ წავიდეთ რა ხვალ ქობულეთში. (ანა)
-ხვალ?! კარგი აზრია ხო იცი (მე)
-ხოდა ვეტყვი მამაჩემს და ჩაგვიყვანს (თამო)
-აუ მაგარია,ბარგს ჩავალაგებ მაშინ.(მე)
დილით ადრე ავდექი,ჩემებს დავემშვიდობე და ქობულეთისაკენ გავემართეთ.
-სასტუმროში ნომერი დაგიჯავშნეთ გოგოებო უკვე,აბა კარგად გაერთეთ და ჭკუით იყავით. (თამოს მამა)
-კარგად მამ...მადლობა
ოთახში მგზავრობით დაღლილები მე და თამო ლოგინზე გავიშხლართეთ.
-მოიცა...მოიცა...თქვენ რა მეკაიფებით?!დავაი ადგა და გავედით ზღვაზე.(ანა)
-ამოგვასუნთქე ადამიანო.(თამო)
-იქაც კარგად ამოისუნთქებთ (ანა)
ანას ბუზღუნის შემდეგ გამოვეწყვე ჩემს შავ საცურაო კოსტუმში და ზღავზე გავედით.მშვიდათ ვიყავი ტალღებზე დაწოლილი,როცა ვიგრძენი,რომ ვიღაცას დავეტაკე და წყალში ჩავყვინთე.შიშისგან ლამის გული გამისკდა როცა მიწას ფეხები ვერ შევახე.ამ დროს რაღაცამ,უფრო სწორად ვიღაცამ ზევით ამომწია და მის მკლავებში აღმოვჩნდი.
-ნინი?!კარგად ხარ?! (ალექსანდრე)
-ალექსანდრე...მგონი კი. -დაბნეულად ვუპასუხე
-როგორც ჩანს ცურვა კარგად არ იცი (მითხრა და გამიღიმა)
პლიაჟზე ამომიყვანა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-კარგად ხარ პარტარა?სახეზე ფერი არ გადევს.(ალექსანდრე)
-კი...უბრალოდ შემეშინდა (მე)
-მოდი წყალი დალიე ჩემო პატარა. (ალექსანდრე)
-ვაიმე ალექსანდრე ნუ მეძახი პატარას!თან შენი არ ვარ. (მე)
-აბა ვისი ხარ? (ალექსანდრე)
-არავისი (მე)
-ნინიიი რას შვები?გოგო ანიმ კარგი ბარი ნახა და დღეს საღამოს იქ მივდივართ.უი ალექსანდრე გამარჯობა.შეგიძლია შენც წამოხვიდე.თუგინდა რა თქმა უნდა (თამო)
-გამარჯობათ,სიამოვნებით წამოვალ.უკაცრავად მაგრამ მე არ ვიცი როგორ უნდა მოგმართოთ. (ალექსანდრე)
-თამო.
-კარგი თამო სასიამოვნოა,სიამოვნებით შემოგიერთდებით საღამოს.ახლა კი დაგტოვებთ.(ალექსანდრე)
წასვლისას მომიახლოვდა და მითხრა.
-ჩემი ხარ პატარა...ჩემი.-ლოყაზე მაკოცა და წავიდა.
-შენ რა მეკაიფები?!სახელი როგორ დაუძახე! (მე)
-კაი რა მოიცა წამო სახლში ცოტა დავისვენოთ და ბარში წავიდეთ.(თამო)
ყავა დავლიეთ,თამოს ბოთაობებზე ბევრი ვიცინეთ,შემდეგ მოვემზადეთ და ბარში წავედით,იქ კი ალექსანდრესთან ერთად ვიღაც ორი ბიჭი დაგვხვდა.
-გაიცანით გოგოებო ესენი ჩემი ძმაკაცები დავითი და გიორგი არიან (ალექსანდრე)
დრო კარგად მიდიოდა,ალექსანდრესთან ერთად ვალს ვცეკვევდი ლუკა რომ გამოჩნდა.
-ვავავა!თქვენ როგორ დაახლოებულხართ.ნინი ერთ წუთს გამოდი რა სალაპარაკო მაქვს (ლუკა)
-კარგი,მალე დავბრუნდები. (ვუთხარი ალექსანდრეს და ლუკას აივანზე გავყევი.)
-ამ ტიპთან რას აკეთებ ნინი?! (ლუკა)
-მოიცა ლუკა რამე პრობლემაა? (მე)
-კი.თან დიდი პრობლებაა! (ბოლო ხმაზე იღრიალა)
ჩემს კოცნას აპირებდა როცა ალექსანდრე მოვარდა და ძირს დაანარცხა.


---აბა როგორია??????----იმედია მოგეწონებაათ--- :* <3



№1  offline წევრი B.B

Dzaan magaria :D

 


№2  offline წევრი llella

kaia da male dade :D ^_^

 


№3  offline წევრი gvanca18

მადლობა ჩემო საყვარლებო :* ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ ხოლმე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent