სანდრო ბაგრატიონი შემიყვარდა! (თავი 1)
ჩემი ისტორია დაიწყო 13 აპრილს როდესაც ეკლესიაში წირვაზე შევედი, ამ დროს საოცარ სულიერ სიმშვიდესთან ერთად გულის ძლიერი ცემაც ვიგრძენი, ამ დროს დავინახე ბიჭი რომელიც ერთი შეხედვით, მკარცი და ბრაზიანი ხოლო მეორე შეხედვით უსაყვარლესი, სიმპატიური და თბილი იყო.. წირვის შემდეგ ჩემს ძმას (ირაკლის) ვკითხე თუ ვინ იყო, მან კი მიპასუხა სანდრო ბაგრატიონიო.. მე კი თაკო ელიზბარაშვილს მივხვდი, რომ ბაგრატიონი ჩემთვის ცოტა მეტი იყო, არც იმას ვამბობ რომ შემიყვარდა, უბრალოდ მომეწონა.. რამოდენიმე დღეში ისევ შევხვდი, ისევ ეკლესიაში, დავინტერესდი რა ხდებოდა და მამაოსთან მივედი, გავარკვიე ის რომ სანდროს მამა გარდაეცვალა, ამის შემდეგ კი ეკლესიაში ცხოვრობს სულის დასამშვიდებლად.. 2 დღეში სოფლიდან წამოვედი, ისევთბილისსში დავბრუნდი, სულ სანდროზე მეფიქრებოდა, მისი სახელი და გამოხედვა გონებიდან არ ამომდიოდა, ყოველი ღამე მასზე ფიქრით მთავრდებოდა, ღამე ხომ ფიქრი უფრო და უფრო უტევს ადამიანს.. რაც შემეხება მე, მე-15 წელში ვარ და ისევ ისეთი ბავშური, ცანცარა, მეგობრული და მოსიყვარულე ვარ.. ვიფიქრე იქნებ სიყვარულმამაინც დამასერიოზულოს თქო მაგრამ ეგეც უშედეგოდ. მალე ისიც გავიგე რომ სანდრო 20 წლის იყო, ამ დროს ყველა იმედი გადამეწურა, ვიფიქრე როგორ შეიძლება შემიყვაროს ის ხომ დიდია თქო, ნუ მართალია სიყვარულს ასაკი არ აქვს მაგრამ ბიჭების აზრი ყოველთვის რადიკალურად განსხვავებულია ამ საკითხში. მათი აზრით ხომ პატარა გოგო მხოლოდ გასართობია და მასთან სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია.. ეს ამბავი ჩემს 3 საუკეთესო დაქალს, ნანუკას, თამთას და ბაბის მოვუყევი, ცდილობდნენ რჩევები მოეცათ და სწორ გზაზე დავეყენებინე.. ბაბი ყოველთვის მეუბნებოდა რომ იმედი არ დამეკარგა, მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, და ყველა ბიჭი ერთი აზროვნების არაა, მაგრამ მაინც მეგონა რომ არაფერი გამოვიდოდა,, ისევ მენატრებოდა, ისევ მახსენებდა მისი სიყვარული თავს, ისევ ცრემლებში მეძინებოდა და ბოლოს ვხვდებოდი, რომ ასე გავგიჯდებოდი.. ამ გრძნობამ შემცვალა, როცა ადრე სიყვარული საღადაო თემა იყო ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი გახდა, შეიძლება ვჩანდი მხიარული მაგრამ, ეს ხალისიანი გოგო ღამე მთვარის წინ ტიროდა, გულიმტკიოდა ამ სიყვარულით მაგრამ მინდოდა უფრო მტკენოდა, რადგან შემეთვისებინა ამ გრძნობით გამოწვეული ყველა დეტალი.. ყველაფერზე მეტირებოდა, მისი სახელის გაგონება სიცოცხლის ძალას მმატებდა და მისი გამოხედვა თვალებში მონატრებას, სიყვარულს, სიხალისეს აღვიძებდა.. მე ის მიყვარდა ასე ცალმხრივად და ჯერ უშედეგოდ.... -პ.ს ესეც ახალიისტორია,იმედია მოგეწონებათ, შემდეგ თავს უფრო დიდს დავდებ და იაქტიურეთ რა .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.