შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განშორება გულს უფრო მოყვარულს ხდის , პირველი ნაწილი (სრულად)


2-06-2015, 18:33
ავტორი flightless bird
ნანახია 6 498

გაზაფხულის თბილი საღამო იდგა, ჰაერი ახლად აყვავებული ხეების სურნელით გაჟღენთილიყო. ირგვლივ სიწყნარე სუფევდა. ამ მშვენიერი ამინდით გახარებული ადამიანები წყნარად მიუყვებოდნენ თავიანთ გზებს. გვანცაც მათ რიგებს მიეკუთვნებოდა. უნივერსიტეტიდან აღელვებული გამოვიდა, თუმცა ამ ანცმა, ამავდროულად ძალიან თბილმა სიომ, რომელიც მოშიშვლებულ ყელზე ეალერსებოდა ხასიათი საგრძნობლად გამოუკეთა. თავს ოცნების ტალღებში გადაშვების ნება დართო და გაიღიმა.
,,რამდენი ხანია არ მისეირნია, ნეტავ ძალიან გამიბრაზდებიან სახლში თუ დავაგვანებ?“
,,მგონი სჯობს დედას დავურეკო.“
–დედა შენ ხარ?
–ხო შვილო, რა ხდება?
–დე, ცოტა შემაგვიანდება და არ ინერვიულოთ კარგი?
–ხდება რამე?! ეჭვნარევი ხმით იკითხა ქალმა.
–არა–ა–ა.. არაფერი, უბრალოდ ცოტას გავისეირნებ და მოვალ.
–კარგი, ოღონდ არ დააგვიანო.
–ხო დედა...
გოგონამ მობილური გათიშადა ჩანთაში ჩააგდო. გზა გააგრზელა, ჩაფიქრებულმა ვერც კი გააცნობიერა თუ სად მიდიოდა. მოულოდნელად დაინახა ის პარკი, რომელშიც ბავშვობიდან უყვარდა თამაში. ირგვლივ მიმოიხედა, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა. აქ იყო ის წითელი საქანელაც, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, როცა პარკში იყო მას არავის უთმობდა. აქაურობამ საკუთარი ბავშვობა გაახსენა, ორი ნაბიჯი ადადგა და გული შეეკუმშა. თვალი მოჰკრა ძელსკამს, რომელიც სიძველისგან გადახუნებულიყო, მაგრამ გულში ჩასმული წარწერა მაინც იკითხებოდა...
„ნიკას + გვანცა“
ამ სიტყვებმა გული საშინლად ატკინა, თვალწინ გაურბინა წარსულმა... გაახსენდა ის დღე, როცა ეს სიტყვები ამოტვიფრა მისმა გულის სწორმა. მაშინ სულ მერვე კლასში იყვნენ, თვლიდნენ, რომ ერთმანეთი სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ . ძალიან უჭირდათ განშორება, მაგრამ რა უნა ექნათ? ნიკა თავის მშობლებს უნდა გაჰყოლოდა საზღვარგარეთ.
,,გვანცა გეფიცები სულ დაგირეკავ ხოლმე, არასოდეს დაგივიწყებ. გპირდები სულ გულით გატარებ...“
,,მეც სულ მეყვარები“
,,როგორც კი გავიზრდბი ჩამოვალ, აი ნახავ ძალიან დიდ ქორწილს გადავიხდით!“
,,მართლა?“
,,ხო მართლა, შენ დიდი თეთრი კაბა გეცმევა, მე კიდევ შავი ფრაკი და თეთრი კედები „
,,ოო ნიკა, როგორ გიყვარს ყველაფრის გაფუჭება“
,,მართლა კი არა სულელო. აი ნახავ რა ბედნიერები ვიქნებით.“
როგორ ენატრებოდა ბავშვობა, ის ბედნიერი წუთები, რომელიც მასთან გაატარა თიტქოს სადღაც გაქრა. თითქმის ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მაინც ასე კარგად ახსოვს.
,, ნეტავ ახლა სად არის? ალბათ აღარც კი ვახსოვარ... “
,,რა სულელი ვიყავი, როგორ მეგონა, რომ სულ ვემახსოვრებოდი. ერთი წელიც არ იყო გასული, უკვე დავიწყებული ვყავდი“
მტანჯველი ფიქრები არ ასვენებდა საწყალ გოგოს, როგორ უნდოდათუნდაც ერთხელ შეეხედა მისთვის, მაგრამ ალბათ ამ,ას ვეღარასდროს მოახერხებდა.
ფიქრებში გართულმა ფეხის ხმა ვერც კი გაიგო, ვიღაც უკნიდან მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. დაფთებული წამოხტა ფეხზე და უცნობს დააკვირდა. ახალგაზრდა ბიჭი მოულოდნელად მივარდა და ხელში აიტაცა, გვანცამ წიკვინი დაიწყო. ვერ გააცნობიერა თუ ვინ იყო ეს თავხედ უცნობი. მერე მის ჭაობისფერ თვალებს წააწყდა და კიდევ უფრო მეტი მოგონება წამოეშალა თვალწინ.
–გვანცა, ჩემო გვანცა... როგორ გაზდილხარ!
ნიკამ სათითაოდ დაუკოცნა ლამაზი თვალები, პატარა ცხვირი, ხორციანი ლოყები და ჯერი მის სისხლისფერ ტუჩებზე დადგა... თუმცა წადილი არ აუსრულდა. გვანცა გონს მოეგო და ბიჭს მოშორდა.
–შენ აქ რა გინდა? ან რა უფლებით მკოცნი? თავი ვინ გგონია?
–მე დღეს დავბრუნდი.
–მერე რა გინდა?!
–მე?! მე მხოლოდ ერთი არსება მინდა, რომელზეც ამ ექვსი წლის მანძილზე დღე და ღამ ვოცნებობდი.
–მორჩი მიკიბ–მოკიბვას, გეკითხები ახლა აქ რა გინდა? ან რა უფლებიტ მკოცნი?
–მეც გპასუხობ, შენ მინდიხარ და შეყვარებულის უფლებით და სტატუსით გკოცნი.
–ჰაჰ, არ გამაცინო, რომელ შეყვარებულზეა ლაპარაკი, როცა ექვსი წელია შენი ხმაც კი არ გამიგია.
–ნუ მეუხეშები, გთხოვ.
–მთხოვ?! მთხო–ო–ვ?! რა უფლებით? რა ნამუსით?!
–დაჯექი და ვილაპარაკოთ.
–არ მცალია სახლში მელოდებიან! გვანცამ ეს თქვა და წამოსვლა დააპირა, ნიკამ ხელი დაუჭირა და თავისკენ მიიზიდა, მთელი ძალით ჰყავდა მიკრული. გვანცას ტკივილისგან გული ეკუმშებოდა, როგორ უნდოდა მოჰხვეოდა, მაგრამ საკუტარი თვმოყვარეობა ა აძლევდა ამის უფლებას
–ახლა არ გაკოცებ, რადგან ვიცი ეს არ გინდა... მაგრამ წასვლის უფლებასაც არ მოგცემ, რადგან ეს არ მინდა.
–შენი საქმე არ არის მე წავალ, თუ არა! დროზე ხელი გამიშვი, თორემ ვიყვირებ.
–და ხალხი, რომ მოვა რას იტყვი? შეყვარებულს ძალიან მოვენატრე და მზად არის კოცნით დამახრჩოსო? ბიჭს ძალიან საყვარლად გაეცინა...
–გამიშვი, თორემ...
–თორემ რა?
–თორემ მაგ სიფათ გაგილამაზებ.
–ამას დამიხედეთ, რა სიტყვები უსწავლია, მოგხეავ მე შენ!
–უტიფარო.
–აუ ტოო... რა დღეში გაქვს ნერვები... ეგრე არ შეიძლება. მოდი დახექი და ვილაპარაკოთ.
–ვერ გიტან.
–არა, მე უფრო მიყვარხარ... ჩემი პრინცესა ხარ.
–საძაგელო!
–კარგი ეგეთი თბილი სიტყვები არ გინდა თორემ ძალიან დამცხა უკვე.
–უზრდელო. გგონია 6 წლით გაქრები და როცა გაგახსენდები მაშინვე კისერზე დაგეკიდები?
–მე სულ მახსოვდი... ბიჭს სახე მოექუფრა.
–ხოო? რაღაც არ გეტყობა... წასვლიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული, რომ დამივიწყე... ერთხელ არ დაგირეკავს, არ მოგიწერია. მე სულელი კი, როგორ გელოდი. მეშინოდა რამე ხომ არ დაემართა თქო...
–მე... ცუდად ვიყავი. ერთი წლის მანძილზე ექიმებმა ვერ გაიგეს რა მჭიდა... სულ საავადმყოფოში დავდიოდი, არსად დარეკვის თავი არ მქონდა... რომ მიმკურნალეს მერე ვცადე შენთან დაკავშირება, მაგრამ ნომერი შეცვლილი გქონდა, სხვა შენს ნაცნობებთან არ მქონდა კონტაქტი... არ ვიცოდი რა მექნა... მერე დრო გავიდა და საქართველოში დაბრუნების იმედიც დავკარგე... შევწყვიტე შენი ძებნა, მინდოდა დამევიწყებინე, მაგრამ როგორც კი შანსი გამიჩნდა უკან დავბრუნდი.... შენთვის დავბრუნდი, გესმის?! მხოლოდ შენთვის! როგორც კი დავბინავდი გულმა გარეთ გამიწია, უაზროდ დავბოდიალობდი... ვერც კი შევამჩნიე ისე მოვუახლოვდი ჩვენს პარკს. რომ გამოვფხიზლდი ხელი უკვე შენს მხარზე მედო...
–რატომ?
–რა სულელი ხარ გვანცა.... ბიჭმა ეს თქვა და მისი სახე ხელებში მოიქცია... იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ!
–მიჭირს შენი დაჯერება...
–გვანცა შემომხედე, თვალებში შემომხედე!
გოგონამ მას დაუჯერა... ბიჭის თვალებში უცნაური ჭინკები აუთამაშდა.
–ახლაც გიჭირს ჩემი დაჯერება?
–არა... ბრძოლა შეწყვიტა გვანცამ და მის მკლავებში მიესვენა.
ნიკა გოგონას ჩაეხუტა. ახლა თავიდან გაიწია მისი ტუჩებისკენ, ამჯერად წინააღმდეგობა არ უგრძვნია. გვანცა მისი სურნელით გაბრუვდა, ყოველთვის წარმოიდგენდა ამ მომენტს. ეგონა მისი პირველი კოცნა იქნებოდა რაღაც არაამქვეყნიური, თითქოს იმედები გაუცრუვდა, რადგან მისი პირველი კოცნა თეთრ კაბაში გამოწყობილს წარმოედგინა. ეგონა რაღაცას აშავებდა... ცრემლებმა მდინარესავით იწყეს დენა. ნიკა ანერვიულდა. ვერ მიხვდა, თუ რა სჭირდა მის პრინცესას.
(IIთავი)
–რატომ ტირი? გაწყენინე რამე?
გვანცას ეგონა, რომ ნიკას მის ,,დანაშაულის გრძნობაზე “ გაეცინებოდა, ამიტომ სიმართლე დამალა და ბიჭის გახარება გადაწყვიტა.
–სიხარულის ცრემლებია...
–როგორ მომენატრე.
–მეც... უი... როგორ დაბნელებულა, სახლში წავალ, თორემ ჩემები ინერვიულებენ.
–გაგაცილებ.
გზაში უამრავ თემაზე ისაუბრეს, თიტქოს ვერ ძღებოდნენ ერთმანეთის ამბის გაგებით. მალე გვანცას ქუჩას მიუახლოვდნენ. დამშვიდობებისას ნიკას კიდევ უნდოდა , რომ მის ლამაზ ტუჩებს შეხებოდა, მაგრამ დასცალდა... გვანცა ძალიან ბედნიერი და ზედმეტად აჟიტირებული მიაბიჯებდა. სიამოვნებდა ის ,,მელოდიური“ სიჩუმე, რომელიც ირგვლივ გამეფებულიყო. ერთ ქუჩასაც გადაჭრიდა და უკვე სახლში იყო, გოგონამ უშიშრად გადადგა პირველი ნაბიჯი. მისი იდილეა ქუჩის კუთხიდან შემოსულმა, მაღალი სისწრაფით მომავალმა მანქანამ დაარღვია. შავმა ,,ვოლვომ“ გოგონას ცხვირწინ ჩაუქროლა. გვანცა შებარბაცდა და კინაღამ წაიქცა.
–დეგენერატი! კინაღამ გამიტანა.“
,,არ მესმის მანქანა ასე რატომ უნდა მართო... ვინც ამას მოწმობა მისცა...“
სახლში მისულმა მშობლების ოთახს მიაშურა და მათ მშვიდობიანი ღამე უსურვა. რა დროს ძილი იყო ცხრა საათზე... მას მხოლოდ განმარტოება სურდა. ახლა ფიქრი სჭირდებოდა. ამდენი სიახლე ტორნადოსავით დაატყდა თავს. მთელი რამე თეთრად გაათენა, ფიქრობდა მის პირველ სიყვარულზე. ახლა ხომ წესით უბედნიერესი უნდა ყოფილიყო? მაგრამ თითქოს მაინც აწუხებდა რაღაც. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის ცხოვრებაში ნიკას ხელახლა გამოჩენა უფლის საჩუქარი იყო. გ გადაწყვიტა თავის გრძნობებს აჰყოლოდა და მასთან ერთად კვლავ ეოცნება დიდ თეთრ კაბასა და ულამაზეს ქორწილზე. ასეც ხდებოდა, გადიოდა დღეები, გვანცა უფრო და უფრო ბედნიერი იყო. თიტქოს პატარა ზღაპრულ სამყაროში შეაბიჯა, სადაც ყველა დრე გაფერადდა, წარსულს ჩაბარდა ის ერთფეროვნება, რომელსაც აქამდე დაემონებინა...
კიდევ ერთი მშვენიერი დილა გათენდა გვანცას ცხოვრებაში. გოგონა ადგა თუ არა სააბაზანოში შევიდა და ღიღინი დაიწყო... ჩქარობდა, უცებ იბანავა, ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა. თვალი მოავლო უზარმაზარ სახლს, მაგრამ ვერავინ ნახა. გაუკვირდა მშობლებმა, რომ არაფერი უთხრეს. დედას გადაურეკა, ცოტა ხნის ლოდინის მერე მზიამ უპასუხა.
–ქალბატონო დედა, სად ბრძანდებით? მხიარულად იკითხა გოგონამ.
–კლინიკაში ვართ.
–რაა?! რამე მოხდა?
–ისეთი არაფერი, ცოტნე წაოვიყვანე ანალიზების გასაკეთებლად.
–ჩემიმზრუნველი დედიკო... ასე უნდა მიხედე ჩემს მამიკოს... მხიარულად ჩაბურტყუნა მან და ტელეფოი გათიშა. ნიკასთან ეჩქარებოდა, გული უჩვეულოდ უცემდა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაეგო.

როგორ ხარ? იკითხა ნიკამ... ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა.
–კარგად ვარ,შენ?
–რა ვიცი აბა, ვარ რა.
–რა გჭირს? მოხდა რამე?
–არა... უფრო სწორად ჰო...
–რა ხდება? მითხარი დროზე. გოგონას ხმაში ბზარი შეეპარა.
–აღაც უნდა გთხოვო.
–დროზე მიტხარი. ნუ მაწამებ...
–გვანცა, ხომ იცი, რომ მიყვარხარ... ყველაფერს მირჩევნიხარ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.
–ანუ რა გინდა, რომ ვქნათ?
მინდა ცოლობაზე დამთანხმდე...
ამ ერთმა წინდადებამ თავში ყველაფერ აურია. განა რ,ა უთხრა ასეთი? ამაზე ხომ ბავშვობიდან ოცნებობდნენ. ეს ხომ გვანცას ოცნებების საწყისიც იყო და სასრულიც. მხოლოდ რამოდენიმე ბგერა და მის ბედნიერებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა.
–დარწმუნებული ხარ?
–რაში?
–იმაში, რომ გიყვარვარ... გამიგე, არ მინდა რამემ კიდევ შეგვიშალოს ხელი... არ მინდა დავიწყ ოცნება და მერე მივხვდე, რომ რაღაცის ან ვიღაცის გამო ჩემს ოცნებას ასრულება არ უწერია.
–არა გვანცა, ნუ გეშინია.
–კარგი...
–რა კარგი?!
–გამოგყვები...
ნიკამ გოგონა ხელში აიტაცა და ყვირილი დაიწყო.
–სულელო დამსვი რას აკეთებ? გვანცას სიცილი აუტყდა.
–კარგი ახლა, სახლში წავალ და ჩემებს შევატყობინებ ამ ამბავს...
აი ახლა ნამდვილად ეწვი დიდი ბედნიერება, ვინ რა უნდა დააკლოს? თავს ყველაზე ლაღად გრძნობს, არაფერი არ ანაღვლებს. ნეტავ მისი დედ–მამა როგორ შეხვდება ამ ამბავს? გვანცასთვს ხომ მათი აზრი ყველაზე წინ დგას... მაგრამ რატომ უნდა უყვნენ წინააღმდეგნი? ნიკა ძალიან კარგი ახალგაზრდაა, მერე რა რომ მათსავით მდიდარი არ არის? მშრომელი ბიჭია და სულ მალე მიაღწევს წარმატბას... თან ფული ხომ არ არის ყველაზე მთავარი...
საკუთარი ბედნიერებით გახარებულმა გოგონამ გადაწყვიტა მშობლებისთვის ყველაფერი გაემხილა. ის იყო კიბეებს მიადგა, რომ მამა მსხვრევის ხმა შემოესმა. ხმაური მამამისის კაბინეტიდან მოდიოდა. გვანცამ იცოდა, რომ სხვისი საუბრის ჩუმად მოსმნა არ შეიძლებოდა, მაგრამ ვერ მოითმინა და კართან აიზუტა.
–ცოტნე დაწყნარდი გთხოვ... დაგავიწყდა ექიმმა რა გითხრა? შენთვის ნერვიულობა სიკვდილის ტოლფასია.
–როგორ? როგორ არ ვინერვიულო, როცა ჩემი სიმწრით ნაშენები კომპანია გაკოტრების პირასაა? იძულებული ვარ აქციები ჩალის ფასად გავყიდო, პარტნიორები გვტოვებენ, საკონტროლო პაკეტი ვიღაც არამზადის ხელშია, მე კი ვერაფერს ვაკეთებ. ცოტნე ბოლო ხმაზე ყვიროდა.
–ხო, მაგრამ ჩვენზეც იფიქრე გთხოვ, შენ, რომ რამე დაგემართოს ვერ გადავიტან. არც კომპანია მინდა და არც არაფერი.
–შენთვის იოლია მაგის თქმა. მე კი მის შექმნას მთელი ცხოვრება შევალიე გესმის?!
მზია კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ხმა გაუწყდა, როცა დაინახა, რომ მისი ქმარი მოწყვეტით დაეცა ძირს.
–ცოტნე რა დაგემართა?
დედის კივილზე გვანცა კაბინეტში შევარდა, მამასთან ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო.
–დედა რა სჭირს?
დროზე სასწრაფო გამოიძახე!
* * * *
ექიმო როგორ არის?
–ამჯერად იოლად გამოძვრა, მაგრამ ოდნავი ნერვიულობა და გულის შეტევა არ ასცდება.
–არა! რას ამბობთ?! მზიამ და გვანცამ თავი ვეღარ შეიკავეს და ტირილი დაიწყეს.
–დედა, მამიკო ასე რატომ ნერვიულობს? მითხარი ვინ ემტერება?
–მეც არ ვიცი, მხოლოდ გუშინ გავიგე ეს ამბავი.
–კმარა! მე აღარ ვიტირებ... კომპანიაში მივდივარ!
გვანცამ ცრემლები შეიმშრალა და ჩანთა აიღო, მზიამ მისი შეჩერება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. მთელი გზა ფიქრობდა... რა უნდა ექნა... მან იცოდა, რომ ძალით და მუქარით ვერაფერს განაწყობდა, ისევ სხვა ხერხისთვის უნდა მიემართა. ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. ნაცნობი შენობა შეამჩნია, თუ არა გულში ჩხვლეტა იგრძნო. რამდენჯერ მოუყვანია მამას აქ. მას ხომ უნდოდა, რომ მისი კომპანია უსაყვარლეს ქალიშვილს დარჩენოდა. გვანცასაც გათავისებული ჰქონდა ის აზრი, რომ მამა უნდა გაეხარებინა და ყველაფერ წყნარად და დაუზარებლად ესწავლა. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. შენობაში შესულმა თითქოს თავი უცხოდ იგრძნო. ერთი შეხედვით თიტქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ გვანცამ ხომ იცოდა სიმართლე... ყველაფერი შეიცვალა, თავდაყირა დადგა... ახლა რა უნდა ქნას? გოგომ ლიფტი გამოიძახა და მეშვიდე სართულზე ავიდა. თვალი მოავლო მკვეთრად განათებულ, დიდ სივრცეს. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და მალინისფერ ფორმიან ქალს მიუახლვდა.
(III თავი)
–გამარჯობა ნატუკა...
–გვანცა? როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ.
–ხო, ბოლო დროს მამას აღარ დავყავდი... გოგოს თვალები აუწყლიანდა, ნატუკაც მიხვდა მისი აღელვების მიზეზს და თავადაც მოიღუშა.
–რისთვის მოხვედი? შეპარვით იკითხა ქერა ქალბატონმა.
–ახალი დირექტორის ნახვა მინდა, შემიშვებ?
–გვანცა ხომ იცი, როგორ პატივს გცემთ, მაგრამ არ შემიძლია. მოდი ვიკითხავ... იქნებ მიგიღოს.
–კარგი დაგელოდები.
ნატუკა ადგა და დირექტორის კაბინეტში შევიდა. გვანცას არ უნდოდა მისთვის პრობლემები შეექმნა, მაგრამ ვერ მოითმინა და მას შეყვა.
–ბატონო გიორგი, თქვენი ნახვა სურთ...
–ვინ არის?! მამაკაცს სიტყვა გვანცამ გააწყვეტინა.
–მე ვარ! უშიშრად განაცხადა გოგომ და აჩქარებული სუნთქვის დაფარა სცადა.
ახალ დირექტორს თვალებში დიდი რისხვა ჩაუდგა, ამ გოგონამ უამრავი მოგონება წამოუშალა... ბატონ გიორგის თავისი დაღუპული გოგონა გაახსენდა... წლების წინ გულში ჩაკლულმა ტკივილმა ხელ ახლა შეახსენა თავი. მისი პატარა გოგონა ახლა გვანცას ხელა უნდა ყოფილიყო. თავისი გოგონა სწორედ ასეთი წარმოედგინა... ნაზი და თავისებურად ლამაზი. როგორ უყვარდა მისი პატარა, მაგრამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ მთლიანად გაანადგურა მისი ბედნიერი ოჯახი.... გავიდა დრო და საყვარელი გოგონა ყველამ გულის ურრმეს კუნჭულში დამარხა. უნდოდათ მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი როგორმე შეემსუბუქებინათ. დრომ უმძიმესი იარები თან და თან მოუშუშა ამ ერთი შეხედვით ძლიერ მამაკაცს.
ახლა კი... ერთმა სიფრიფანა გოგონამ ყველა მოგონება თავზე დაამხო. ვერ ხვდებოდა ასეთი აღელვების მიზეზს. თითქოს მისი გაყინული გული გალღვა, მაგრამ არა! მამაკაცმა ისევ დაიბრუნა თვითკმაყოფილებით აღსავსე მზერა და გოგონას დაუღრიალა.
–შენ ვინ ხარ? როგორ ბედავ ასე შემოჭრას?
გვანცა დაიბნა, თვალები აუწყლიანდა. ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა. ახლა ყველაფრისთვის მზად იყო. შეეძლო ამ ,,ბოროტი“ მამაკაცის წინაშე დაეჩოქა და დახმარება ეთხოვა. დიდხანს იყო გაჩუმებული, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ უაზრო დუმილი არაფერს არგებდა, ამიტომ გაუბედავად დაიწყო...
–მე ამ კომპანიის მფლობელის შვილი ვარ.
–რაღაც გეშლება გოგონი, ახლა მისი მფლობელი მე ვარ და შენთან საუბრის არანაირი სურვილი არ გამაჩნია. ასე, რომ გირჩევნია მიბრძანდე.
–გთხოვთ სულ ერთი წუთი დამითმეთ. გვანცას თვალები მუდარით იყო აღსავსე. არც ერთ სულიერს არ შეეძლო მისთვის უარის თქმა...
–ნატუკა მარტო დაგვტოვე!
მდივანმა უხმოდ გააღო კარები და ოთახიდან გავიდა. გვანცას იმედი მიეცა...
–მითხარი რა გინდა? მკაცრად იკითხა მამაკაცმა.
–მე... მე მხოლოდ მინდა გთხოვოთ, რომ მამას ეს კომპანია არ წაართვათ. მთელი სიცოცხლე მის აშენებას შეალია, ახლა კი... გოგოს სიტყვა გაუწყდა... ხმას ვეღარ იღებდა, არ უნდოდა ამ ამბის ბოლო დაეჯერებინა.
–ახლა კი რა?!
–ახლა მამა ძალიან ნერვიულობს, ას კი მისთვის დამღუპველია. გთხოვთ, არ მინდა მამა ამას შეეწიოს.
–რატომ გგონია, რომ დაგეხმარები? რა ვალდებული ვარ?
–მე ტყუილად არ გთხოვთ დახმარებას. ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ მამას ნუ მომიკლავთ.
კაცი ამ თავდადებამ შეაკრთო... მისი ნინიკო ცოცხალი, რომ ყოფილიყო მამა ასე ეყვარებოდა? ნუთუ შეძლებდა მისთვის ყველაფერი დაეთმო?!
–შენი სახელი?
–გვანცა მქვია.
–გვანცა, შენი აზრით შენნაირი პატარა გოგონა რით შეძლებს ჩემს დახმარებას? მხოლოდ ამ კითხვაზე გამეცი პასუხი და მეც დავფიქრდები შენს წინადადებაზე.
გვანცამ ვერაფერი უოასუხა... გიორგი მიხვდა , რომ მას სათქმელი არაფერი ჰქონდა და კმაყოფილად გაიღიმა.
გოგონამ უხმოდ დატოვა კაბინეტი. გიორგიმ იგი თვქლებით გააცილა და სავარძელში მოკალათდა. მისი ტკბილი იდილია ტელეფონის ზარმა დაარღვია.
–გიორგი მეტრეველი ბრძანდებით?
–მე გახლავართ, რა გნებავთ?
–საავადმყოფოდან გაწუხებთ, თქვენი შვილი ავარიაში მოყვა.
–რაა? ისევ?!
მაღალმა, ჯმუხმა მამაკაცმა პალატის თეთრი კარები შეაღო... სწორეად მიხვდით, ეს გაცლდათ თავად გიორგი მეტრეველი, დიდი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი ვაჟის ურჩობისთვის როგორმე ბოლო მოეღო. ჯერ არ იცოდა ამას როგორ მოახერხებდა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა, მრადაც არ უნდა დასჯდომოდა მიზანს მიაღწევდა...
–ვაა, მამიკო მოსულა.
–ლაშა, რას გავს შენი საქციელი?! კინაღამ დაიღუპე.
–კარგი რა გიო... ახლა ლექციების კითხვას ნუ დაიწყებ, უბრალოდ ხელი ვიღრძე.
–გესმის მაინც რას ამბობ? იცოდე ერთი შვილი უკვე დავკარგე, არ ვაპირებ მეორის დაკარგვას.
–აუ მოიცა რა... შენ გგონია ნინიკოს სიკვდილს მარტო შენ განიცდი?
–ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს შენც ძალიან განიცადე და დედაშენმაც, სწორედ ამიტომ ვიბრძოლებ, რომ ეს მეორედ აღარ განმეორდეს, გასაგებია?
–მაინც რას იზამ? დამსჯი?
–თუნდაც!
–კარგი რა მამა, პატარა ბიჭი აღარ ვარ, ვერაფერს მაიძულებ.
–მაგასაც ვნახავთ... ხო მართლა, შენი ,,შეყვარებული“ როგორ არის?
–ლიკუსა? თითქმის არ დაშავებულა.
–რამე, რომ დამართნოდა რას აპირებდი? ხომ შეიძლებოდა დაეჭირეთ.
–აუ ოღონდ ახლა არ გინდა, თავი მტკივა თან მაგრად.
–ახლა წავალ, მაგრამ იცოდე მე და შენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.
ბატონი გიორგი კლინიკიდან გამოისვლის თანავე კომპანიაში წავიდა, კაბინეტში შესულს ,,გენიალური“ იდეა დაებადა. მის მდივანს კაბინეტში უხმო და უბრძანა გვანცასთვის დაერეკა, თურმე რაღაც სარფიანი წინადადება უნდა შეეთავაზებინა... ნატუკა ძალიან შეაშინა მისმა დაბინდულმა გამოხედვამ, მაგრამ რას იზამდა? უფროსის ბრძანება შეასრულა... შეხვედრა ექვს საათზე იყო დანიშნული.
თეთრ, მუხლამდე კაბაში გამოწყობილმა გოგონამ შავ კარზე დააკაკუნა და თავი მორცხვად დახარა...
–ზუსტად მოხვედი, მომწონს შენი შემართება... მამაკაცმა რაც შეიძლებოდა თბილად გაუღიმა გოგონას და კაბინეტში შეიპატიჟა.
–ნატამ მითხრა, რომ ჩემთან საქმე გაქვთ...
–უფრო სწორად სარფიანი წინადადება, მოდი დაჯექი და ყველაფერს უკეთ აგიხსნი... რამეს ხომ არ დალევ?
–არა, მადლობთ...
–მე ბევრი ვიფიქრე შენს წინადადებაზე, არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ შენით აღფრთოვანებული ვარ. ვხვდები, რომ მამა ძალიან გიყვარს, მაგრამ ალბათ იმასაც ხვდები, რომ როცა საქმე ბიზნესს ეხება არანაირი უფლება არ მაქვს გრძნობებს და უაზრო სენტიმენტალიზმს ავყვე. დღეს– დღეობით ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩენას უნდა ელოდე.
–ვერ ვხვდები ამას ჩვენს საქმესთან რა კავშირი აქვს...
–მოდი პირდაპირ საქმეზე გადავალ... მამაშენის კეთილდღეობისთვის მზად ხარ საკუთარი თავისუფლება და გრძნობები დათმო?
(IV თავი)
გვანცა მისმა წინადადებამ შეაშინა... ბოლომდე ვერ სწვდებოდა მის არსს, რას უნდა ნიშნავდეს თავისუფლების დათმობა? მაგრამ ახლა უკან ვერ დაიხევს...
ორად–ორმა ბგერამ გადაწყვიტა მისი მომავალი...
–კი...
გიორგი სხვა პასუხს არც მოელოდა... სახეზე გამარჯვებულის ღიმილი მოირგო და განაგრძო...
–ალბათ ხვდები, რომ სამსახურის გამო ხშირად ყველაფრის მიტოვება მიწევს, მაგრამ ძალიან ურჩი ვაჟი მყავს, ჩემს მეუღლეს არ უჯერებს, სიმართლე გითხრა ჩემიც კი აღარ ეშინია, მინდა როგორმე სწორ გზაზე დავაყენო, პასუხისმგებლობა შევმატო... მოკლედ მინდა, რომ დავაქორწინო... თუმცა მისი სამეგობროდან არც ერთი გოგონა არ მომწონს, განსაკუთრებით მისი შეყვარებული... აი შენ კი სწორედ ისეთი გოგო ხარ, როგორიც მინდა, რომ ჩემი შვილის გვერდით ვიხილო...
გვანცა ყურებს ვერ უჯერებდა...
–მაგით რისი თქმა გინდათ?
–მინდა, რომ ჩემს შვილს გაჰყვე ცოლად...
–რაა?! მაგას როგორ ამნბობთ? არ გრცხვენიათ? რატომ ცდილობთ, რომ ყველა თქვენს ჭკუაზე ატაროთ... ასეთ აბსურდულ წინადადებას როგორ მთავაზობთ? გოგონა საკუთარ თავს კონტროლს ვეღარ უწვდა, ვერც კი შეამჩნია, რომ ყვიროდა... ოთახში ბატონი გიორგის ხმა გრიგალივით დატრიალდა.
–შენთვის აზრი არავის უკითხავს... დაიღრიალა მან... გვანცა შიშისგან შეხტა... კარგით დავუშვათ მე დაგთანხმდით, თქვენი შვილის გადმობირებას როგორ შეძლებთ?
–შენ არ იცნობ ლაშას... ის გატუტუცებული მამიკოს ბიჭია, რომელსაც ბავშვობიდანვე არაფერი აკლდა... ვერ შეეგუება სიღარიბეში ცხოვრებას... და თუ არ დამთანხმდება სახლიდან წასვლა მოუწევს... გვანცას ხმა აღარ გაუღია... უბრალოდ დასთანხმდა... სახლში ძალიან ანერვიულებული დაბრუნდა... მარტო იყო... შეეძლო ეტირა, ეყვირა, ყველაფერი დაელეწა... გასაოცარია, მაგრამ ეს არ სურდა, პირიქით, უბრალოდ საკუთარ ოთახში ჩაიკეტა და დაიძინა... გოგონას ძალიან უნდოდა, რომ ეს ძილი მისთვის სამუდამო ყოფილიყო.. უჭირდა მტკივნეულ რეალობაში დაბრუნება, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? დილას ძალიან ადრე ადგა, მშობლების ოთახში შეიპარა და მათი საწოლის წინ დადგა, დიდხანს მისჩერებოდა მამის უშფოთველ სახე... გონებაში აღიდგინა მისი წყლიანი თაფლისფერი თვალები, იმის წარმოდგენაც კი სზარავდა, რომ ამ თვალებს მეორედ ვეღარ იხილავდა... გოგონას ლოყაზე მარგალიტისოდენა ცრემლი ჩამოუგორდა, პირზე ელი აიფარა... ის იყო თახიდან უნდა გასულიყო, რომ მამის ხმა შემოესმა.
–გვანცა შვილო... ასე ადრე გაიღვიძე?
–მამიკო...
ხელებგაშლილი გოგონა მამასთან ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა...
–ჩემი პატარა ანგელოზი...
–ძალიან მიყვარხარ მა...
–მეც მიყვარხარ პატარავ... რატომ ტირი? ნურაფრის გეშინია, ხარივით ჯანმრთელი ვარ...
–მატყუებ! არ ხარ ჯანმრთელი.
–როგორ არა პატარავ. ძალიან კარგად ვარ, ამიჯერე... შენი სიყვარული კიდევ უფრო მაძლიერებს.
გოგონა მამას კიდევ უფრო ძლიერად ჩაუხუტა, თავი მის მკლავებში ჩარგო და პატარა კნუტივით მოკალათდა... მათ საუბარში მზიასაც გაეღვიძა.
–უი, ფისო შემოპარულა... რაც შეეძლო თბილად თქვა მან და ქალიშვილს ისიც ჩაეხუტა...
ამ დღის შემდეგ ახალი ამბები ელვის სისწრაფით განვითარდა.... გვანცამ არც კი იცოდა, როგორ გაემართლებინა მისი და ლაშას მომავალი ქორწილი. ერთ დღესაც მამას კაბინეტში შევიდა და მის წინ სკამზე ჩამოსკუპდა.
–რა უნდა ჩემს გოგოს?
–შენთან ლაპარაკი... გაბზარული ხმით წარმოსთქვა მან...
–ხდება რამე?
–მამა, იცი... მგონი შეყვარებული ვარ...
–რაო? ვინ არის ის ბედნიერი?
–ლაშა ქვია მა... ცოტა ხნის წინ ხელი მთხოვა, ამ ამბების გადამკიდე ვერ მოვახერხე პასუხი გამეცა, ვერც თქვენთვის თქმა შევძელი...
–კი, მაგრამ როგორი ბიჭია? გიყვარს?
–კი, მიყვარს... ამ სიტყვების თქმისას გოგონამ თავი დახარა.. უბრალოდ არ შეეძლო მამისთვის თვალებში ეყურებინა და ისე ეცრუა.
–გვანცა ხომ იცი, ახლა პრობლემები გვაქვს, ვერ შევძლებ გადაგიხადო ისეთი ქორწილი, როგორიც შენ გეკადრება, თან ის ბიჭიც ხომ უნდა გავიცნო... კომპანიის გადამკიდე ნერვოზი ავიკიდე, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ... ცოტაც და დავკარგავ.
–მაგაზეც მინდოდა ლაპარაკი... ლაშა ბატონი გიორგის შვილია...
–რომელი გიორგის? ცოტნეს ხმაში ბრაზი აშკარად შესამჩნევი გახდა...
–გიორგი მეტრეველის... ეს ამბავი მეც ცოტა ხნის წინ გავიგე, ლაშასთან დაშორებაც კი მინდოდა, მაგრამ მან მითხრა, რომ მამამისს დაელაპარაკებოდა და სთხოვდა, რომ კომპნიისთვის თავი დაენებებინა, ასეც მოიქცა... ბატონმა გიორგიმ ბოდიშიც კი მომიხადა და თქვა, რომ შენს კომპანიას არ წაგართმევს და რაც მთავარია მის ფეხზე დაყენებაშიც დაგეხმარება...
–რაა? არ მჭირდება არავის დახმარება.
–მას ეს არც უკადრებია, უბრალოდ თქვა, რომ ხელს აღარ შეგიშლიდა...
–რატომ მაინც და მაინც მისი შვილი გვანცა? ნუთუ ამქვეყნად ბიჭები დაილია?
–ბოდიში მამა... თუ გინდა დღესვე დავშორდები...
გვანცას თავადაც უკვირდა... ამდენი ტყუილი თქვა და არც კი გაწითლებულა... არადა როგორ ვერ იტანდა ტყუილებს...
–ძალიან გიყვარს?
გოგონამ თავი დაუქნია...
–როდის აპირებს შენი ხელის სათხოვნელად მოსვლას?
დიახ! გვანცამ ათიანში მოარტყა... მამა უპობლემოდ დაიყოლია... მამის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ ბატონ გიორგის დაურეკა და ყველაფერი უამბო, მისგანაც ,,კარგი“ ამბავი მოისმინა, ლაშამ უკვე იცოდა სიმართლე და შეწინააღმდეგებასაც ვერ ბედავდა. ორ კვირაში ნიშნობა დათქვეს, ძალიან ახლო ნათესავები იყვნენ მოწვეულნი, გვანცას სამეგობროდან მხოლოდ ერთი გოგონა იყო... მისი პირველი მეგობარი თეონა... ლაშას მხრიდან კი მხოლოდ მისი მშობლები... საღამომ გართულებების გარეშე ჩაიარა, უამრავი ტყუილი ითქვა, გვანცა ლაშას გვერდით იჯდა, ძლივს ისვენებდა, სულ ფიქრობდა, რომ მათი ტყუილი საცაა გამჟღავნდებოდა, მაგრამ შეცდა. არც კი იცოდა ეს მისთვის კარგი იყო თუ ცუდი, გასაოცარი კი ის არის, რომ ამ ადამიანის ბუნებაში ეგოიზმის ნატამალიც კი არ შეინიშნებოდა. საკუთარი ბედნიერება არ ანაღვლებდა, მოსთვის მთავარი ის იყო, რომ მამა ჰყოლოდა კარგად. ქორწილი ერთ თვეში დანიშნეს, გვანცას ზუსტად ერთი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ საკუთარ თავში ყველაფერი დაელაგებინა და რაც მთავარია ნიკას დაშორებოდა... ეს უკანასკნელი ძალიან გაუჭირდა, მასთან განშორებამ უდიდესი ტრამვა მიაყენა გვანცას სათუთ სულს...
_ _ _
–იკა როგორ ხარ?
–ახლა შენთვის არ მცალია.
–მარტო არ ხარ?
–არა, არ ვარ!
–უკვე გვიანია, შენს კარებთან ვდგავარ, ვინც არ უნდა იყოს გაუშვი, სერიოზული საქმე მაქვს.
–კარგი რაა. იცი რა ნაშაა? იცოდე თუ არ კვდები მე მოგკლავ!
–მიდი დროზე, გელოდები... ლაშამ ეს ტქვა და ტელეფონი გათიშა.
მაპატიე ჩემო ლამაზო, სამსახურში საქმე გამომიჩნდა, უნდა წავიდე, სხვა დროს გავაგრძელოთ კარგი? ირაკლიმ ეს თქვა და თავისი მწვანე თვალები წითურ ლამაზმანს მიაპყრო. ეგონა მას ისევ ,,დაკერავდა“ მაგრამ შეცდა... ქალმა ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა... მალე კარზე ზარის ხმა გაისმა...
–მითარი, რომ კვდები...
–ცოლი მომყავს...
–რაა? ლიკუსას ხელი სთხოვე ?
–არა ტო, რა ლიკუსას... აუ მოკლედ გრძელი ამბავია რა.. ლუდი არ გაქვს?
–ახლავე მოგიტან...
ირაკლიმ მეგობარს ლუდი მიაწოდა და გვერდით ჩამოუჯდა.
–მოკლედ ხომ იცი, რომ ავარიაში მოვყევი, საავადმყოფოში გიო დამადგა და მითხრა სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთო... მერე ცოტა ხანში გამომიცხადა ცოლი უნდა მოიყვანო, თუ არა და სახლიდან გაგადებ და ყველაფერს წაგართმევო.
–მერე?
–მერე მე მაგის ქონება სულ *ლეზე , მაგრამ არ მინდა დედაჩემმა მეორე შვილიც დაკარგო.
–მერე? გაიკვირვა იკამ.
–მერე ის, რომ დღეს იმ გოგოს სახლში ვიყავით, მეც გიორგიც და თეაც...
–კარგი გოგოა?! ეშმაკურად ჩაეღიმა ირაკლის.
–რა ვიცი, არის რა... როგორც ჩანს ძალიან მორცხვი და დაბნეულაა, იცი რას ვერ ვხვდები? მამაჩემისნაირ კაცთან რატომ დაიჭირა საქმე, ან საერთოდ რით დაითანხმა ამ იდიოტურ წინადადებაზე.
–შარში ხარ ძა~მაო.
–ეჰ...
–ლიკუსას რა უნდა უყო?
–დავშორდი...
–რაა? მერე ცოცხალი დაგტოვა?
–აუ ტო ცოტა იღნავლა, იჩხუბა, იყვირა... მერე კინაღამ საწოლში შემათრია, მაგრამ დროზე მოვცილდი და წამოვედი...
–ასე უბრალოდ?
–ხო... უბრალოდ.
–იმ გოგოს რა ქვია?
–გვანცა.
–მაგასთან რას აპირებ?
–აი მაგას ცხოვრებას გავუმწარებ და მერე მიხვდება, რომ მეტრეველებთან არ უნდა დე~აეჭირა სამე. ალბათ ეგეც ჩვეულებრივი კახპაა, თორემ სხვა ნორმალური გოგო იმას არ გააკეთებდა რასაც აკეთებს....
–რა იცი იქნებ სხვა....
–არ მაინტერესებს!
(V თავი)
გავიდა ერთი თვე, ქორწილის წინა დღეს გვანცამ დიდი თეთრი ყუთი მიიღო, შიგნით ულამაზესი თეთრი კაბა და ფეხსაცმელები იდო... მეორე დილას მზიამ ადრე გაიღვიძა და შვილის ოთახში შევიდა.
–გვანცა სტილისტი მოვიდა, შენი ადგომის დროა.
–ახლავე...
–შენ რა, ტიროდი?
–არა დედა...
–მატყუაბ! ნახე თვალები რა დღეში გაქვს... გვანცა ვხვდები, რომ ბედნიერი არ ხარ. მითხარი ამას რატომ აკეთებ?
–მოვა დრო და ყველაფერს გიამბობ, ახლა კი კაბის ჩაცმაში მომეხმარე.
თოვლივით თეთრი კაბა ხაზს უსვამდა გვანცას ხორბლისფერ კანს, წელზე მომდგარი კორეტი კი მის სხეულს კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს ხდიდა. ნამდვილად ზღაპრულ პრინცესას გავდა. ისე იპრანჭებოდა თითქოს მისი საოცნებო ქორწილი იყო... ნუთუ ასე მხოლოდ თავის მოსაჩვენებლად იქცეოდა?
სამზადისმა დაახლოებით ერთ საათს გასტანა, საბოლოო შედეგმა ყველა გააოცა. ცოტნესაც კი ენა ჩაუვარდა. როგორ არ უნდოდა, რომ საკუთარი ქალიშვილი იმ მტარვალის შვილისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ ეგონა, რომ გვანცა ამას საკუთარი ბედნიერებისთვის სჩადიოდა და სულაც არ აპირებდა შვილის გაუბედურებას...
_ _ _
–გვანცა ჯაფარიძე, თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ბატონ ლაშა მეტრეველს?
,,ღმერთო შენ ხომ მაინც იცი ამას რისთვის ვაკეთებ.“
,,ვიცი სწორად არ ვიქცევი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს..“
გოგონა ფიქრებიდან გამოერკვა და მოსამართლეს პასუხი გასცა...
–დიახ...
–ბატონო ლაშა, თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ქალბატონი გვანცა?
–დიახ!
–კანონის მიერ მონიჭებული უფლებით ცოლ–ქმრად გაცხადებთ, შეგიძლიათ მიულოცოთ პატარძალს.
ის იყო გვანცა შებრუნებას აპირებდა, რომ ლაშა მკლავში ჩაებღაუჭა და თავისკენ მიიზიდა... რატომაც არა? იძულებით მოიყვანა ცოლად, ნუთუ სიამოვნებაც ვეღარ უნდა მიიღოს?
მისი კოცნა ბევრად უფრო მომთხოვნი და უხეში იყო, ვიდრე ნიკასი... მაგრამ თითქოს მისმა კოცნამ დაატყვევა, ლაშაზე იმას ვერ ვიტყოდით... ბიჭისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა... ერთს კი ხვდებოდა, რომ მის მეუღლეს ნამდვილად გემრიელი ტუჩები ჰქონდა.
,,რა გემრიელი ტუჩები ჰქონია...“
,,არა ლაშა! შენ ის არ მოგწონს და არც არასდროს მოგეწონება!“
,,ვის ვატყუებ? უკვე ვხვდები, რომ მომწონს...“
,,თუმცა ამას ვერასდროს გაიგებს... ვერავინ შეძლებს ჩემი თავისფლების შეზღუდვას!“
საქორწილო ცერემონია დამთავრდა თუ არა, ყველანი რესტორანში წავიდნენ, სადაც ძალიან დიდი წვეულება იმართებოდა ამ ,,ღირსშესანიშნავი“ ამბის საპატივსაცემოდ. ყველას ძალიან მოსწონდა ახალგაზრდა წყვილი, თუმცა მათ სიმპათიებს სასიძო უფრო იმსახურებდა... ლაშა ძალიან მხიარულად და ლაღად იქცეოდა. გვანცას კი სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან უჭირდა...
ქორწილი ყველა წესების დაცვით გაიმართა, მალე ცეკვის დროც დადგა, პირველი ცეკვა სიძე–პატარძალმა შეასრულა. ყველა აღფრთოვანებული იყო მათი მოქნლობით, თუმცა რა გასაკვირი იყო? ლაშა ხომ ბავშვობიდან დადიოდა ცეკვაზე, მართალია ეს დიდად არ მოსწონდა, მაგრამ დედას ხათრს ვერ უტეხავდა, აი გვანცასთვის კი ცეკვა მისი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი იყო, ამ დროს ყველაფერი ავიწყდებოდა, ეგონა, რომ ბიჭს ცეკვით მაინც დაჩრდილავდა, მაგრამ... ლაშა ტოლს არ უდებდა, მისი გრაციოზული მოძრაობით ირგვლივ მყოფების გულს იპყრობდა, ნელ–ნელა ორივე აზარტში შევიდა, გვანცას სულ რამოდენიმე წუთით გადაავიწყდა თავისი პრობლემები, მაგრამ ცეკვა მალევე დასრულდა და წუთიერი სიხალასეც უკვალოდ გაქრა...
სიძე–პატარძალი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ... გვანცამ საუბრის წამოწყება სცადა...
–ძალიან კარგად ცეკვავ... აღფრთოვანება ვერ დამალა გვანცამ.
–რა?! ბოდიში ჩაფიქრებული ვიყავი...
––კარგად ცეკვავთქო.
–აჰ, მადლობთ... შენც ძალიან კარგად ცეკვავ.
–არცაა გასაკვირი, მე შვიდი წლიდან ვცეკვავ, შენ ვინ გასწავლა?
–ოო, ღრმა ბავშვობაში დედას დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე და მისივე სურვილი იყო, რომ ცეკვა მესწავლა. იცი როგორ მეზიზღებოდა? მასწავლებელი ჯოხით დადიოდა ხოლმე და :,,ადექით, ჩაჯექით“
გოგონას მის ნათქვამზე გაეცინა, მაგრამ მოულოდნელად დასერიოზულდა..
–რა გჭირს? რატომ მოიწყინე?
–ცოტა ძნელია მხიარულება, როცა ამ დღეში ვარ.
–შეგახსენებ, რომ არც მე ვარ ნაკლებ დღეში... ისე შეგვიძლია შევთანხმდეთ.
–რას გულისხმობ?
–მე შენ არ შეგაწუხებ, სამაგიეროდ შენ გიოს არ ჩაუკაკლავ ხოლმე რაღაც–რაღაცეებს.
–მაგას არც ვაპირებდი... თავი დახარა გოგონამ.
–იცი რა მაინტერესებს? გიასნაირ კაცთან როგორ დაიჭირე საქმე? ან ამ იდიოტურ წინადადებაზე რატომ დათანხმდი?
–გრძელი ამბავია...
–არაუშავს, დრო ბევრი გვექნება...
–ჰო... ძალიან მოწყენილი ხმით თქვა გოგონამ და ისევ დახარა თავი...
–გვანცა... გოგონას გააჟრჟოლა, ასე თბილად ასე არავის წარმოუთქვამს მისი სახელი, თითქოს მთელი სხეული გაუთბა... ბიჭს ახედა და მის ლურჯ თვალებს შეეფეთა....
–რა იყო?
–მინდა შანსი მომცე, რომ შენი გული დავიპყრო... ბიჭი არ ცრუობდა, მართლაც სურდა ამ არსების სულში შეღწევა, არადა თავიდან როგორ არ მოსწონდა.... მაგრამ მისი ხმა, მისი ტუჩები, მარწყვივით ტკბილი ტუჩები... ნამდვილად ვერავინ დარჩებოდა გულგრილი ამ ადამიანის მიმართ...
–მე... მე არ... ბიჭმა სიტყვის დამთავრება არ აცადა.
–ნუ ღელავ. ჩემით მოვახერხებ რამეს. ლაშამ მას თვალი ჩაუკრა და სუფრა დატოვა...

,,რა დაბნეულაა... არამგონია გიოსთან იყოს ,,შეკრული“ ნეტავ ამას რით დაემუქრა ჩემი მტარვალი მამიკო? თან რა ტკბილი ტუჩები აქვს...“
,,მერე რა, რომ ჩემს სტილში არ ჯდება... იქნებ მომეწონოს მასთან ურთიერთობა
ლაშამ გოგოს შორიდან გახედა და ჩაიცინა... მერე თავი დახარა და საპირფარეშოსი შევიდა. უკან დაბრუნებულს გვანცა ადგილზე არარ დახვდა. გაუკვირდა, ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერაფერი შეამჩნია. მერე მისი მობილური დაინახა. ესემესი იყო ვინმე ნიკასგან.
,,გვანცა გარეთ გამოდი, მინდა უკანასკნელად გელაპარაკო.“
–ნეტავ ვინ არის? ან გვანცასგან რა უნდა?! აუცილებლად უნდა გავარკვიო რა ხდება...
ლაშამ არეულობით ისარგებლა და გარეთ გავიდა... ყური მოკრა გვანცას და ნიკას კამათს.
–მითხარი ამას რატომ მიკეთებ? ეს ხომ ჩვენი ოცნება იყო... შენ ახლა ჩემი ცოლი უნდა გერქვას.
–ნიკა გთხოვ წადი, არ მინდა ამის მოსმენა, ჩემთვის ისედაც ძნელია რასაც ვაკეთებ.
–მერე ნუ დაუშვებ ამ დიდ შეცდომას, წავიდეტ გთხოვ, გავიქცეთ...
–არ შემიძლია, წადი.
–შენთვის არაფერს ნიშნავს, რო მიყვარხარ? მითხარი...
–ბიჭმა გვანცას ხელი ჩაავლო და აკოცა... ლაშას გონება უდიდესმა მრისხანებამ მოიცვა, როგორ უნდოდა მას მივარდნოდა და ნაფლეთებად ექცია, მაგრამ თავი შეიკავა. დაელოდა თუ რას მოიმოქმედებდა მისი მეუღლე. თუმცა იმედი გაუცრუვდა, რადგან გვანცამ თავი ვერშეიკავა, ნიკას ხელები მოჰხვუა და კიდევ უფრო მხურვალედ აკოცა.
,,ხომ ვამბობდი სუფთა კახპაათქო, ახლა ნახავ როგორია გაბრაზებული ლაშა მეტრეველი“
,,არა, როგორ ვიფიქრე, რომ მასთან საქმის დაჭერა შეიძლებოდა“
ლაშა დარბაზში დაბრუნდა და სიბრაზის დასაფარად დალევა დაიწყო. მალე გვაცაც დაბრუნდა, ეტყობოდა, რომ აფორიაქებული იყო... ეგონა ლაშა რამეს ჰკითხავდა, მაგრამ შეცდა. ბიჭი მხოლოდ სვამდა. რატომღაც გაუხეშებული ეჩვენა, მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარ აღელვებას მიაწერა. ეგონა უბრალოდ რაღაც ეჩვენებოდა. წვეულება დიდხანს გაგრძელდა ორი საატისტვის ხალხმა დაშლა დაიწყო. ახალდაქორწინებულები სასტუმროში წავიდნენ.
რესტორნიდან გამოსვლისას ლაშას შავი ,,ვოლვო“ მოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი იყო საჭესთან დაჯდომა არ დაიშალა.
–სად მივდივართ?
–სასტუმროში.
–იქ რა გვინდა?
–რა უნდათ ხოლმე სასტუმროში?
–რა გჭირს?
–არაფერიც არ მჭირს.
–ცოტა ნელა იარე გთხოვ.
–კიდევ რამეს ხომ არ მთხოვდი?
–დღეს რა კარგად მელაპარაკებოდი, ახლა კი...
–ახლა კი დებილი ვარ, სუფთა ჩლუნგი!
–მაგას რატომ ამბობ?!
–აუ ხმა ჩაიგდე რა.
–ეგრე რატომ მელაპარაკები? გვანცას თვალები აუწყლიანდა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა, მაგრამ ლაშას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 10 წუთში უკვე სასტუმროში იყვნენ, ნომერი წინასწარ იყო დაჯავშნილი... ნეტავ რომელ დებილს მოუვიდა აზრად საქორწინო საჩუქრად ნომრის დაჯავშნა?
მანქანიდან გამდოვიდნენ თუ არა ლაშამ ჩემოდნები გადმოალაგა, ლიფტი მეცხრე სართულზე გაჩერდა. გვანცა ძალიან ნერვიულობდა, ბიჭი ზედმეტად იყო გაღიზიანებული და ხვდებოდა, რომ ეს ღამე ორივესთვის სასიამოვნოდ დამდვილად ვერ დამთავრდებოდა.
ოთახში შესვლისას გვანცას კანკალი აუტყდა, ლაშამ ჩემოდნები შესასვლელში დააწყო და მეუღლეს საძინებლისკენ უბიძგა. არაფერს ჩქარობდა, უბრალოდ ტკბებოდა მისი შიშის შეგრძნებით. უწყინარი ახალგაზრდა მამაკაცი უეცრად სადღაც გაქრა ახლა გვანცას წინ იდგა უმოწყალო სადისტი, რომელიც მისი ნერვებით იკვებებოდა. ლაშას ხმაც კი შეშლილი ჰქონდა. მეტად სუსტ განათებაზე მისი ლურჯი, წყლიანი თვალები ბოროტულად ელავდა. გვანცას სული ეხუთებოდა, როგორ უჭერდა ეს კორსეტი... ყველაფრისგან განთავისუფლება სურდა, მაგრამ იცოდა, რომ კარგა ხანს ვერ ეღირსებოდა ამას. მან ხომ ამ ქორწინებით თვით ეშმაკთან დადო გარიგება...
–რატომ ცახცახებ, გეშინია?
–არ მაქვს შიშის საფუძველი?
–არ ვიცი, შეიძლება კი... შეიძლება არა...
გთხოვ ნუ მიკეთებ ამას.
–რას გიკეთებ?
–ნუ მაშინებ.
–ანუ ჩემი გეშინია?
–ხო... მეშინია.
–ძალიან კარგი... ინსტიქტები არ გღალატობს
–დაგიშავე რამე?
კი, თან ძალიან ბევრი. მამაჩემთან საქმე არ უნდა დაგეჭირა. ჩემთან მითუმეტეს! დამიჯერე ძალიან ინანებ შენს საქციელს.
–უკვე ვნანობ.
–ჯერ სად ხარ... ლაშა მისკენ გაიწია, გოგონა დაფრთხა და ხელიდან დაუსხლტა, ამაზე ირონიით სავსე გამოხმაურება მიიღო.
–იცი რა?! გინდ სემეწინააღმდეგე, გინდ არა... მთელი რამე წინ გვაქვს, ვერსად გამექცევი, მაგრამ იქნებ ისე ვქნათ, რომ შენთვის ეს ძალიან მტკივნეული არ აღმოჩნდეს... აბა რას იზამ? გაიხდი თუ მე დაგეხმარო?
(VI თავი)
–სადისტი ყოფილხარ...
–ეს ჩემთვის კონმპლიმენტია....
ლაშამ ნელ–ნელა შეუხსნა კორსეტის თასმები, მისი თითოეული შეხება გვანცას გულს უყინავდა, მაგრამ ამავდროულად მასში უდიდეს ვნებას აღძრავდა. რატომ ვერ ეუბნებოდა უარს? ნუთუ მხოლოდ შიში იყო ამის მიზეზი? ქალი გრძნობდა, თუ როგორ უბუჟდებოდა სხეულის ყველა ის ნაწილი, რომელსაც ლაშა ეხებოდა. როგორ ცდილობდა ყველა გრძნობა გაეთიშა, მაგრამ არა და არ გამოსდიოდა. თავის მხრივ ლაშაც ღელავდა, ძალიან უჭირდა უგრძნობი ვამპირის როლის თამაში, რომელსაც გვანცასთვის მხოლოდ ტკივილის მინიჭება სურდა.
ამ ახალგაზრდა მამაკაცს მის კანზე შეხება სისხლს უჩქროლებდა. თიტქოს ხვდებოდა, რომ შანსი ჰქონდა ამ არსებისთვის გული მოეკლა, მისი თავმოყვარეობისგან მხოლოდ ნაფლეთებიღა დაეტოვებინა, მაგრამ ეს არ შეეძლო. სწორედ გვანცას უსუსრობა არ აძლევდა ამის უფლებას. მასში ორი ,,მე" დაუპირისპირდა ერთმანეთს... კეთილი ლაშა, რომლისთვისაც მათი პირველი კოცნისას ყველაფერი შეიცვალა და სადისტი, რომელმაც მიზნად დაისახა გვანცას განადგურება. სამწუხაროდ ამ დაუნდობელ ჭიდილში სადისტმა გაიმარჯვა. თიტქოს ლაშას ყველა კეთილი მხარე რომელიღაც ბნელ ჯურღმულში გამოამწყვდია და მთელს მის გონებას დაეპატრონა. ლაშამ გოგონა თავისკენ შემოაბრუნა, ისე შესცქეროდა მის ათთრთოლებულ მკერდს, როგორც სანუკვარ ნადავლს...
გვანცას ნელ-ნელა სუნთქვა უჩქარებოდა, აი ლაშა კი საერთოდ არ ღელავდა, მისი სანთელივით ცამოქნილი თითები ჯერ გვანცას ყელზე დათარეშობდნენ, შემდეგ კი უფრო და უფრო დაბლა მიიწევდნენ. ლაშა ქალის სულში დიდ ფორიაქს იწვევდა, რაც უფრო დაბლა მიიწევდნენ მისი ტიტები მით უფრო კარგად გამოსდიოდა ეს საქმე. თიტქოს ფიქრის უნარი წართმეული ჰქონდა, უბრალოდ რაღაც ფრაგმენტები ახსენდებოდა განვლილი დღიდან... მოულოდნელად გვანცას და ნიკას კოცნა ამოუტივტივდა გონებაში და გაცეცხლდა, გოგონა უდიერად მიაგდო საწოლზე, თავად ზემოდან მოექცა... მისი ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი, ცხელი სუნთქვა გვანცას უდიდეს ზიზღის გრძნობას ჰგვრიდა. ლაშა გოგონას საერთოდ არ უფრთხილდებოდა, პირიქით, რაც მეტ წინააღმდეგობას გრძნობდა უფრო ცხარდებოდა და გამეტებით ჰკოცნიდა. გოგონა ბრძოლით დაიღალა და ძალიან მწარედ ატირდა, მისმა უმანკო ცრემლებმა თითქოს ბიჭი გამოაფხიზლა... ლაშა მოულოდნელად მოშორდა გოგონას და საწოლიდან წამოხტა...
,,ეს რა ვქენი, სუფთა ცხოველივით მოვიქეცი" გულში ფიქრობდა ბიჭი. ტანსაცმელი უცებ ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. გვანცას განძრევის თავიც კი არ ჰქონდა. უბრალოდ საბანი ჩაებღუჯა და ტიროდა. ტკივილის მეტს ვერაფერს გრძნობდა, ირგვლივ ყველა და ყველაფერზე გული აუცრუვდა, თუმცა ისიც კი არ შეეძლო, რომ ლაშა შეეძულებინა, უბრალოდ მისი სათუთი გული ვერ აიტანდა იმ დონით ზიზღს, რასაც ლაშა იმსახურებდა.
გვანცას ნელ-ნელა ჩაეძინა. მისი მეუღლე გვიან დაბრუნდა ნომერში. უკვე გამოფხიზლებული იყო, მაგრამ სინდისის ქენჯნა არ აძლევდა მოსვენებას.
,,კიდევ კარგი დროზე გავჩერდი"
საწოლის წინ მდგრ სავარძელში ცაჯდა და გვანცას შეაშტერდა. გამოსავალს ეძებდა, უნდოდა საკუტარი დანაშაული როგორმე გამოესყიდა. ბოლოს გადაწყვიტა ,,გულცივი სადისტის" სახეზე საბოლოოდ ეთქვა უარი.
ისე გაათენდა თვალიც კი არ მოუხუჭავს, დილით ფანჯარაში შემოსულმა მზის სხივებმა გაანათეს ოთახი. გვანცა შეიშმუსნა. ლაშა მიხვდა, რომ გოგონა შუქმა შეაწუხა და ჟალუზების ჩამოსაწევად ადგა. არ უნდოდა გვანცა გაეღვიძებინა. ფანჯარასთან მისულმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მას, ძალიან ლამაზი სურათი შეიქმნა, ფანჯრიდან შემოსული შუქი გვამცას სახეზე ეფინებოდა და მის ხორბლისფერ კანს არაბუნებრივ სილამაზეს სძენდა... ეტყობოდა, რომ რარაც ლამაზ სიზმარს ხედავდა, ხელები ჩვილი ბავშვივით მოემუშტა და ტუჩები გამოებურცა...
ოო, რა წითელი ტუჩები ჰქონდა, თითქოს თავისკენ გიზიდავდა. ლაშას აქამდე არასდროს ენახა ასეთი მიმზიდველი, სისხლისფერი ტუჩები...
გვანცამ თიტქოს იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა, შეიშმუშნა, თვალები მკვეთრად დაჭყიტა და ლაშას ლურჯ თვალებს გადააწყდა.
დამფრთხალი წამოჯდა და საბანი შემოიხვია.
-ნუ გეშინია, გთხოვ... არაფერს დაგიშავებ.
-...
-მაპატიე.
-რა?! გაპატიო? მაგას მართლა მეუბნები? რა ნამუსით?
-გეფიცები მე... არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო.
ლაშა გოგონას მიუახლოვდა და ხელი მოკიდა, გვანცამ თავი ვერ შეიკავა და სილა გააწნა. მისი სამი ფრჩხილი დაეტყო მარცხენა ლოყაზე, ამან ბიჭი გააცეცხლა.
-ეგრე არა?! ძალიან მინდოდა შენთან ნორმალური უთიერთობა შემენარჩუნებინა, მაგრამ ამის უფლება არ მომეცი. მალე მიხვდები, რომ ჩემთან ურჩობა არ გაგივა!
-კიდევ ბედავ და მემუქრები? დაგიშავე რამე?
-კი დამიშავე, ჩემს ცხოვრებაში არ უნდა ჩარეულიყავი.
-ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა.
-აბა ვისი სურვილი იყო? ნამდვილი კა...
გვანცამ სიტყვის დამთავრება არ აცადა და მეორედ გაუქანა ხელი, ამჯერად სილის გაწნა არ დასცალდა, ლაშამ მაჯები დაუჭურა და ფეხზე ძალით წამოაყენა. ზეწარი, რომელიც მას ჰქონდა შემოხვეული გაიხსნა... გოგონა თრთოლვამ აიტანა...
-გეშინია? რისი გეშინია? არ გინდა, რომ ვიღაც არამზადა დაეპატრონოს შენს სხეულს? ან იქნებ ის განაღვლებს, რომ ჩემს მიმართ რაღაცას იგრძნობ?
-ნაძირალა ხარ, შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ სიძულვილის გარდა! შენი ატანა არ მაქვს.
-ცდები ლამაზო, სიძულვილი ზუსტად ისეთივე ძლიერი გრძნობაა, როგორც სიყვარული... ისიც გულშია, ისიც მთელს გონებას იმონებს... სიძულვილი არ გაძლევს მოსვენებას და გაიძულებს ჩემზე იფიქრო... ნუთუ ვერ ხვდები? მე უკვე შენს გულში ვარ.
-შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი.
ლაშამ თვალები დახუჭა და ერთი ღრმად ამოისუნთქა, მისი ცხელი სუნთქვა გვანცას სახეზე მიელამუნა, გოგონა კვლავ შეკრთა.
-მეტი რით დაგიმტკიცო? ისე კარგი მკერდი გაქვს...
-შემეშვი სადისტო!
-ჰაჰ... ვითომ არ უნდა. კარგი ბატონო, შეგეშვები, მაგრამ იცოდე კიდევ ერთხელ გაბედავ ხელით შეხებას და უბრალო გაფრთხილებიტ აღარ შემოვიფარგლები.
ბიჭმა ეს ტქვა და გვანცას ხელი გაუშვა, მერე ძირს დაიხარა და ზეწარი მიაწოდა.
-ინებე.
გვანცას მის საქციელზე რეაქცია არარ ჰქონდა, გაშტერებული იდგა და ერთ წერტილს მისცერებოდა.
-ძვირფასო გამიბრაზდი? რატომ არ იფარავ სიშიშვლეს? ნუთუ გინდა უარესად გამაგიჟო?
ქალმა ზეწარი გამოართვა და მოიფარა.
გვანცამ მალევე ჩაიცვა, ლაშა გაუფრთხილებლად წავიდა სასტუმროდან, არც ის უთქვამს სად მიდიოდა, ან როდის დაბრუნდებოდა, უკვე სამი საათი სრულდებოდა... ბიჭი კი არა და არ ჩანდა. გვანცა კი უბრალოდ იჯდა და ელოდა.
როგორც იქნა მისი მეუღლე დაბრუნდა, ხელში რაღაც საბუთები ეჭირა, უხმოდ დააგდო საწოლზე...
-აი თურმე რატომ ხარ ჩემს გვერდით... ზედმეტი ირონიიტ წარმოსთქვა ეს სიტყვები და ჩემოდნებს ხელი დაავლო.
-მანქანაში ვიქნები, შენთვისვე აჯობებს თუ დიდხანს არ მალოდინებ.
გვანცამ საბუტები გადაშალა და ზერელედ გადავლო თვალი ყველა პუნქტს... საბუთების თანახმად ბატონი გიორგი საკონტროლო პაკეტს მთლიანად გვანცას ჩუქნიდა, მაგრამ იყო ერთი პირობა... განქორწინების შემთხვევაში ლაშას შეეძლო მისთვის ყველა აქცია წაერთმია.
-გაიძვერა... ჩაიბუზღუნა მან და სასტუმროდან გამოვიდა.
ლაშა მანქანას დიდი სისწრაფიტ მიაქროლებდა, გვანცას გული უსკდებოდა, ეგონა სადაცაა ავარიაში მოყვებოდნენ, მაგრამ ხმას ვერ იღებდა, იცოდა აზრი არ ჰქონდა რამის თქმას... ლაშა მაინც არ დაუჯერებდა... ბოლოს მანქანა ერთი კორპუსის წინ გაჩერდა...
-მოვედით. ბიჭმა ეს თქვა და მანქანიდან გადმოვიდა, ჯერ ორი ჩემოდანი აიტანა გვანცაც თან გაიყოლა, ლიფტი მეექვსე სართულზე გაჩერდა. ბიჭმა მუქი ხის კარი გააღო და გოგონას შინ შეუძღვა, როგორც ჩანდა სახლში არავინ ცხოვრობდა, მაგრამ მას მაინც ეტყობოდა გემოვნებიანი ხელი.
-აქ დამელოდე, დანარჩენ ბარგსაც ამოვიტან...
გვანცამ სახლში დაიწყო ბოდიალი... ნუთუ მასთან მარტოს უნდა ეცხოვრა? ამის გაფიქრებაზე შიში იტანდა. მალე მისი მეუღლეც დარუნდა...
-იმედია მოგეწონა...
-კარგი სახლია. უკმეხად მიუგო გოგონამ და დივანზე დაეშვა.
-ოთახები ნახე?
-ცალ-ცალკე ოთახში ვიქნებით?
-არა თუ გინდა ერთში დავბინავდეთ, ჩემთვის არაა პრობლემა.
-რა თქმა უნდა არა... უხეშად უპასუხა გოგონამ და განმგმირავი მზერა ესროლა ბიჭს.
ლაშას გაეცინა და გვანცას ოთახები დაათვალიერებინა, ყველაზე დიდი და კომფორტული ოთახი მას დაუთმო, ტავად კი მის გვერდით დაბინავდა. გვანცას თიტქოს ესიამოვნა ეს ჟესტი, მაგრამ არ შეიმჩნია... უბრალოდ საკუთარი ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო.
(VII თავი)
გვანცამ სახლში დაიწყო ბოდიალი... ნუთუ მასთან მარტოს უნდა ეცხოვრა? ამის გაფიქრებაზე შიში იტანდა. მალე მისი მეუღლეც დარუნდა...
-იმედია მოგეწონა...
-კარგი სახლია. უკმეხად მიუგო გოგონამ და დივანზე დაეშვა.
-ოთახები ნახე?
-ცალ-ცალკე ოთახში ვიქნებით?
-არა თუ გინდა ერთში დავბინავდეთ, ჩემთვის არაა პრობლემა.
-რა თქმა უნდა არა... უხეშად უპასუხა გოგონამ და განმგმირავი მზერა ესროლა ბიჭს.
ლაშას გაეცინა და გვანცას ოთახები დაათვალიერებინა, ყველაზე დიდი და კომფორტული ოთახი მას დაუთმო, ტავად კი მის გვერდით დაბინავდა. გვანცას თიტქოს ესიამოვნა ეს ჟესტი, მაგრამ არ შეიმჩნია... უბრალოდ საკუთარი ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო. დღე ისე გავიდა, რომ გვანცა ოთახიდან არ გამოსულა, არც ლაშას მოუკლავს მისი მოკითხვით თავი... დაბნეული სახლში დაბოდიოლობდა, ბოლოს მიხვდა,რომ ამ ოთხ კედელში რომელსაც უკვე მისი სახლი ერქვა თავს ტყვესავით გრძნობდა. ახლა ყველაზე მეტად ძმაკაცებთან ერთად დალევა და გულის გადაყოლება უნდოდა, გვანცა არც კი გაუფრთხილებია ისე წავიდა სახლიდან. გზაში მისმა მეგობარმა დაურეკა. ასე არასდროს გაჰხარებია ირაკლის ზარი.
-იკა როგორ ხარ? ჩამოხვედი?
-ხო ლაშო, ჩამოვედი და შენი ნახვა მინდა...
-კარგი ბარში შევხვდეთ, ახლა იქ მივდივარ.
-კაი ძმა, მოვდივარ.
ნახევარი საათი ელოდა ლაშა ირაკლის, ბოლოს უაზროდ ჯდომა მობეზრდა და დასალევი შეუკვეთა, მალე ისიც მოვიდა.
-აუ ჩემს გარეშე დაიწყე დალევა?
-არაუშავს, სასმელიც ბევრი მაქვს და დროც.
-რა ხდება ბიჭო, რა სიფათი გაქვს... ხო მართლა, ბოდიში, რომ შენს ქორწილს ვერ დავესწარი.
-კაი ტო რეებს ბაზრობ, გურამი ბაბუ როგორ არის? გამოკეთდა?
-ახლა კარგადაა, ბებო უვლის... მეც დღეს ჩამოვედი.
-აუ ცუდად ვარ.
-რა გჭირს?
-რა აღარ მჭირს ტო... არ ვიცი რა ვქნა, ხან და ხან მინდება მამაჩემი მოვკლა, ვერ ვიტან ასე, რომ იქცევა ხოლმე. თიტქოს მისი თოჯინა ვიყო, ტავის ჭკუაზე დამატარებს.
-მომიყევი რა ხდება შენს ცოლთან, კარგი ნაშაა?
-მაგრად არ დამევასა. აი ვერ ვხვდები რატომ, როგორც ასეთი ყველა მდედრი მიზიდავს ხოლმე, მაგრამ ეს გოგო, აი რაღაცნაირია რა. ვითომ მორცხვი, ნაზი... ვერ ვიტან ეგეთ ტიპებს, ვერც ვერასდროს ვიტანდი.
-ისე ლაპარაკობ, თითქოს რაღაც საშინელება დაეშავებნოს შენთვის.
-მაგან არა და მე კინაღამ დავუშავე.
-მოიცა რას ამბობ? სახე დაუსერიოზულდა ირაკლის...
-დალევ?
ლაშამ თიტქმის გამჭვივრვალე სითხე პატარა ჭიქაში ჩამოასხა და მეგობარს გაუწოდა. ვერც გაიგეს ისე დაცალეს ერთი ბოთლი, მერე მეორე... ლაშა ირაკლის მოსვლამდეც სვამდა, სიმთვრალე მას უფრო ეტყობოდა, განძრევასაც კი ვეღარ ახერხებდა.
-აუ ლაშა... მგონი უნდა დავიშალოთ... დავთვერით უკვე.
-შენ ძმობას ვფიცავარ მაგარი ფხიზელი ვარ, ნახე რა ნაშები გვიყურებენ, წამო მივიდეთ. სიცილით უთხრა ბიჭს
-რეებს ბოდავ , არშიყის თავი გაქვს? რომ მოინდომო ფეხზე ვერ დადგები. თან სახლში ცოლი გელოდება. წამო, წამო... მე გადავიხდი.
-აუ შენ მაინც ნუ მახსენებ მაგას.
ირაკლიმ ანგარიში გაასწორა და ლაშას ადგომაში დაეხმარა..
-აუ მე ნაშებში მინდა!
-ლაშა პატარა ბავშვივით იქცევი.
-აუ კაი რა, არ მინდა სახლში, ასე მგონია გავიგუდები.
მეგობარს ხმაც არ გაუცია, ქუჩას თვალი მოავლო, მალე ცარიელმა ტაქსიმ გამოიარა...
_ _ _
უკვე პირელი საათი სრულდებოდა, გვანცა კი სახლში სულ მარტო იყო. პირველად ათევდა რამეს უცხო სახლში, თანაც სულ მარტო იყო. ეგონა ცოტაც და გაგიჟდებოდა. როგორ არ ეცადა დაძინებას, მაგრამ არა და არ გამოუვიდა. თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ ღელავდა. ერთი სული ჰქონდა ლაშა როდის დაბრუნდებოდა სახლში. ეს არ იყო გამოწვეული რაიმე გრძნობისგან, გვანცა თავადაც კი ვერ აცნობიერებდა, თუ რატომ რელავდა მის ახლადგამომცხვარ მეუღლეზე. მალე კარზე ზარი გაისმა, გვანცა უმალ გამოერკვა ფიქრებიდან, საწოლიდან წამოიზლაზნა და ხალათი შემოიცვა. ზარი კიდევ რამდეჯნერმე განმეორდა.
-მოვდივარ... დაიძახა გოგონამ და კარი გაარო. არც კი უფიქრია, რომ ლაშას გარდა შეიძლებოდა სხვა ვინმე ყოფილიყო, უცხო სახის ხილვამ შეაკრთო.
-გამარჯობა, შენ ალბათ გვანცა ხარ... მე ირაკლი ვარ, ლაშას მეგობარი.
ახლა გოგონამ ყურადღება მის მხარზე ჩამოკიდებულ ბიჭზე გადაიტანა, მანაც თავი ასწია და ლურჯი თვალები ცოლს შეანათა.
-მე კი შენი ქმარი ვარ, ლაშა... ჩაიხითხითა მან და ტუჩები სასაცილოდ დაპრუწა.
გოგონა კარს ჩამოსცილდა და ბიჭები შინ შემოუშვა, ირაკლიმ მეგობარი დივანზე ჩამოსვა და კარისკენ წავიდა.
-თუ გინდათ დარჩით, თქვენც მთვრალი ხართ... ყავას მოგიდუღებთ.
-არა, სჯობს წავიდე. ტაქსი მელოდება...
გოგონამ კარები ჩაკეტა, ახლა თავის ქმარს შეხედა... ეტყობოდა, რომ კარგად ვერ იყო, მისი დატოვება ვერ გაბედა.
-გინდა რამე?
-აუ წყალი მინდა...
ის უხმოდ გავიდა სამზარეულოში და უკან წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა.
-გამომართვი...
ლაშა ჭიქას დასწვდა ხელი ისე უკანკალებდა კინაღამ გაუვარდა... გვანცა მიხვდა, რომ წინ ძალიან გრძელი რამე ელოდა... მარჯვენა ხელით ჭიქა დაიჭირა, მარცხენათი კი მისი თავი და წყლის დალევაში დაეხმარა...
-თვალთმაქცი ყოფილხარ... ჩაიდუდღუნა ბიჭმა.
-მაგას რატომ ამბობ? ძალიან წყნარად მიუგო გოგონამ...
-ვერ ხვდები? ისე მექცევი ვითომ მართლა შენი ქმარი ვიყო, ისე მივლი თითქოს გიყვარდეს... თიტქოს წინა ღამით არაფერი მომხდარა...
-ცდები, არც ისე გიყურებ, როგორც საკუტარ ქმარს და არც მიყვარხარ. უბრალოდ ადამიანი ვარ და ჩემს ვალს ვიხდი შენს წინაშე. მეტი არაფერი.
-ეს შენი ვალია?
-ხო, ჩემი ვალია. გაჭირვებულს უნდა დაეხმარო...
ბიჭმა ირონიულად გადაიხარხარა.
-რატომ ფიქრობ, რომ გაჭირვებული ვარ? ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება, რაც არ უნდა მოვიდნომო ყველაფერს მივიღებ.
-შენ გაჭირვება მარტო მატერიალური გგონია? ძალიან ცდები... მეცოდები იცი?
-რატომ? რატომ? დაიღრიალა ბიჭმა და ფეხზე წამოიჭრა, ხელში რაც კოხვდა ყველაფერი მიალეწა და ჩაიკეცა. გვანცა მშვიდად უყურებდა მისი ისტერიკის შემოტევას, ღრიალს, რომ მორჩა მასთან ჩაიმუხლა და თვალებში შეხედა.
-ნუ მიყურებ ეგრე! არ ვარ საცოდავი, არ ვარ... გესმის?
-მესმის... ჩუმად თქვა მან და ადგომა დააპირა, მაგრამ ლაშამ მაჯა დაუკავა და ისევ ძირს დასვა.
-მართალი ხარ... თვალზე მომდგარი ცრემლი მუშტით ამოიშრო მან.
-რას გულისხმობ?
-საცოდავი ვარ... არავის არ ვუყვარვარ, ნამდვილი არარაობა ვარ... იცი? შენი მშურს, მე იმას არასდროს გავაკეთებდი მამაჩემისთვის, რასაც შენ აკეთებ... არ შემიძლია ვიყო ასეთი დიდსულოვანი, თან მამაჩემიც არ მიყვარს, არც მას ვუყვარვარ...
-ცდები, შეიძლება ამას ვერ გრძნობ, მაგრამ უყვარხარ... და ის რაც გიტხარი უბრალო სიტყვები იყო, არარაობა ნამდვილად არ ხარ. ყველას გვეშლება რაღაც.
-შენ?
-რა მე?
-შენ დაგიშვია ჩემნაირი შეცდომა? მიგიყენებია ტკივილი იმ ადამიანისთვის, ვინც ამას არ იმსახურებდა?
-მე ტკივილი არავისთვის მიმიყენებია...
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! დაუღრიალა მან და მუშტი კედელს მიარტყა... რატომ მაინც და მაინც შენ? რა გინდა ჩემს ცხოვრებაში? საკუთარი თავი არ გეცოდება?
-ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა...
ზედმეტად წყნარად საუბრობდა გვანცა, მის მდგომარეობაში ეს ძლიერ გასაკვირი იყო, წესით უნდა ცდილობდეს, რომ ლაშა დასაჯოს, მაგრამ ამის მაგივრად მის დახმარებას ცდილობს, უნდა იმ წყვდიადიდან გამოათრიოს, რომელიც მის სულს ასე უმოწყალოდ სტანჯავს.
ქალი ფეხზე წამოდგა, ლასას არ უნდოდა მისი გაშვება, ახლა ისე სჭირდებოდა ვინმესთან ლაპარაკი, როგორც არასდროს.
-არ წახვიდე, გტხოვ...
-შენც უნდა წამოხვიდე. გოგონამ ნელა წამოაყენა მეუღლე, ლაშა წინააღმდეგობას არ უწევდა, ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც გვანცას სურდა. გოგონამ იგი სააბაზანოში შიყვანა და ცივი წყალი მოუშვა...
-შედი და წყალი გადაივლე, გამოგაფხიზლებს.
ლაშამ თავი დაუქნია და მაისურის გახდა სცადა, ხელებს პატარა ბავშვივით ქნევდა. ისეთი უსუსრი იყო, როგორც არასდროს. გოგონა მაისურის გახდაში დაეხმარა და წყლის ქვეშ დააყენა...
-მე გავალ.
-იყავი რა...
-პირსახოცი არ გინდა?
გოგონა ჯერ კიდევ არ იცნობდა სახლს, პირსახოცების ძებნას კარგა ხანი მოანდომა და ისევ სააბაზანოში დაბრუნდა.
ლაშამ პირსახოცი გამოართვა, უკვე მოფხიზლებული იყო... ყოველი შემთხვევისთვის მოძრაობა მაინც არ უჭირდა. გვანცა მისაღებშიგავიდა და ტელევიზორი ჩართო, სხვადასხვა არხები უაზროდ ცვლიდნენ ერთმანეთს. მალე პირსახოცშემოხვეული ლაშაც გამოვიდა ოთახში... გოგონამ ტელევიზორი მაშინვე გამორთო და ბიჭთან მივიდა.
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა...
-კარგი მაშინ, დაიძინე.
ბიჭმა კიდევ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და კედელთან მდგარ ტუმბოს დაეჯახა. გვანცამ ერთი ჩაიფხუკუნა და მას მხარში ამოუდგა. საძინებელში შევიდნენ თუ არა საწოლს საბანი გადააძრო და ბიჭი დააწვინა. თავად ოთახიდან გასვლას აპირებდა, მაგრამ ქმრის ხმამ ადგილზე გააშეშა.
-გვანცა... ძალიან ჩუმად დაიჩურჩულა მან...
ნეტავ რა ემართებოდა გოგონას მისი ხმის გაგებიას? ისევ ის გრძნობა დაეუფლა, რაც პირველად... ლაშას მიერ წარმოთმული სახელი ,,გვანცა" ბევრად უფრო თბილი იყო, ვიდრე სხვების...
-რა იყო ლაშა?
-დარჩი რა.. მარტო არ მინდა დარჩენა.
-რატომ გეშინია? ჩაიცინა ქალმა...
-კი... მარტოობის ყველაე მეტად მეშინია. გოგონა საწოლთან მივიდა და საბნის ზემოდან დაწვა...
-არ ვიკბინები!
-რაო?
-შეგიძლია საბანი დაიფარო.
-ასე მირჩევნია.
-მაშინ ჯობია გახვიდე, არ მინდა ჩემს გამო ტყუილად შეწუხდე.
გოგონამ საბანი აწია და შიგ შეძვრა.
(VIII თავი)
გვანცას ზუსტად ცხრა საათზე გაეღვიძა, ძალიან ფრთხილად ადგა და თავის ოთახში შევიდა. 11 საათზე ლექცია ჰქონდა, ამიტომ ცოტას ჩქარობდა. 10 საათზე სახლიდან გამოვიდა. თავადაც აკვირვებდა ის სიმშვიდე, რომელსაც მის არსებაში დაებუდებინა, ვერასდროს წარმოიდგენდა თავს მსგავს სიტუაციაში. მის გვერდით ყოველთვის ნიკას წარმოიდგენდა ხოლმე.
ნიკა...
ნიკა...
ნიკა...
გასაოცარია, მაგრამ ამ ხნის მანძილზე გვანცას ნიკა არც კი გახსენებია, არადა ლაშას გაცნობამდე დღე ისე არ გავიდოდა, რომ მის ,,პირველ სიყვარულზე არ ეფიქრა" ნეტავ რა მოხდა? რატომ შეიცვალა მისი გრძნობები? გოგონას არ სურდა იმის დაჯერება, რომ ნიკა ასე მალე დაავიწყდა. საკუტარ თავს ადანაშაულებდა, ფიქრობდა დამნაშავე ვარო. ისეთი კარგი პიროვნება, როგორიც ნიკა იყო ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ გულის ტკენას. თუმცა გვანცას სხვა გზა არ ჰქონდა. სჯობს დაივიწყოს... გოგონას ნიკასთან ყოფნის ყველანაირი იმედი გადაეწურა. მართალია არ უნდოდა გამოტყდომა, მაგრამ იდად აღარც ეფიქრებოდა მასზე... უნივერსიტეტს მიუახლოვდა თუ არა ფიქრებიდან გამოერკვა, დღეისთვის მხოლოდ ერთი ლექცია ჰქონდა... ინგლისურ ენაში. ორ საათში გოგონა უკვე თავისუფალი იყო. ახლა ყველაზე მეტად თეონასთან უნდოდა დალაპარაკება, მაგრამ ჯერ სახლში უნდა მისულიყო.
კარი გააღო თუ არა ხმაური შემოესმა. უფრო სწორად სიცილი. მისაღებში შესვლისას ირაკლი და ლაშა დაინახა, ლუდს სვამდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. გვანცა დაინახეს თუ არა სახე დაუსერიოზულდათ.
-სად იყავი? ვითომ მკაცრი ტონით იკითხა ლაშამ.
-უნივერსიტეტში! უხეშად უასუხა გვანცამ...
-მერე წესიერად ვერ მეტყვი?
-კარგით, ნუ იჩხუბებთ... თუ გინდათ მე წავალ.
-არა იყავი...
გოგონამ გაბრაზებული თვალები ლაშას შეანათა და უხმოდ გავიდა სამზარეულოში. უცებ კარებიდან თავი გამოყო.
-ირაკლი ყავას დალევ?
-საიდან იცი ჩემი სახელი?
-გუშინ შენ არ მომაცილე დებილო? ჰკითხა ლაშამ და თავში ხელი წამოარტყა.
-აჰ, მე მპატიეთ... კი დავლევ თუ არ შეწუხდები.
-მე არ დამაევინებ? იკითხა ლაშამ.
-არა!
ლაშას გაეცინა, გვანცა კი სამზარეულოში შებრუნდა.
-რა სჭირს ტო?
-როგორც ჩანს უხეშობაზე გართულება აქვს... გაეცინა ლაშას.
-რა ქნა წუხელ ისეთ დღეში, რომ გნახა. დაგტუქსა?
-არა ტო... პირიქით, იცი როგორ მივლიდა?
-ვაა... ისა და შენა, საერთოდ არ მოგწონს? ძალიან საყვარელი გოგოა.
-ხოდა მაგაშია საქმე, მე გამოცდილი ქალები... ნუ ქალები მევასება, ეს კიდევ ბავშვია და... მოკლედ არ მომწონს და არც მომეწონება.
-ჩუმად ბიჭო, არ გაიგოს!
მაგრამ უკვე გვიან იყო, გვანცამ ყველაფერიგაიგონა, განა უსმენდა, უბრალოდ ყავა, რომ უნდა გამოეტანა სწორედ მაშინ გაიგონა ლაშას სიტყვები, თავადაც ვერ გაიგო თუ რა გრძნობა დაუფლა, უბრალოდ არ ესიამოვნა, მისი მეუღლის სიტყვები.
-ისე გახსოვს ბავშვობაში, რომ იძახდი.. ცოლს, რომ მოვიყვან საძინებელს და სამზარეულოს შორის ჯაჭვი უნდა გავაბა და იმაზე მივაბაო?
-რა დამავიწყებს... ისე რა ცუდად ამიხდა არა? ადრე რა ტვინგარეცხილი ვყოფილვარ...
-ტვინგარეცხილს კი არა პრინციპულს უფრო უწოდებდი საკუთარ თავს.
გვანცას ყველაფერი ესმოდა და ჩუმად ხითხითებდა... მერე მიხვდა, რომ დროზე თუ არ გაიტანდა ყავა გაცივდებოდა. კარებს ფეხი კრა და ლანგრით ხელდამშვენებული დაბრუნდა სასტუმრო ოთახში. ირაკლის ყავა დაუდო და გასვლა დააპია, მაგრამ ბიჭმა გააჩერა.
-არ წახვიდე, მე ლაშას საუკეთესო მეგობარი ვარ და კარგი იქნება, თუ ჩვენც გავუგებთ ერთმანეთს. გოგონამ თავი მორცხვად დახარა და დივანზე ჩამოჯდა. გვანცა კი ძალიან მორიდებული იყო, მაგრამ სამაგიეროდ ირაკლი გახლდათ ზედმეტად კონტაქტური და ლაღი, ერთმანეთს მშვენივრად გაუგეს, გოგონას თითქოს დაავიწყდა რა მდგომარეობაშიც იყო... იცინოდა კიდეც. ლაშას ბუნებაში სხვადასხვა გრძნოები და ემოციები ცვლიდნენ ერთმანეთს, გვანცას მისთვის ისეარასდროს გაუღიმია, როგორც ირაკლის უღიმოდა. უფრო მეტიც მასთან თავს შებოჭილად გრძნობდა, ყველანაირი დიალოგისგან თავს იკავებდა. მაგრამ ლაშა რის ლაშა იყო ეს, რომ შეემჩნია. თავს არ იწუხებდა ზედმეტი ნერვიულობით. დღეები უღიმღამოდ გადიოდა, გვანცა უნივერსიტეტში განაგრძობდა სიარულს, ლაშა კი სამსახურში... ერთმანთს თიტქმის არ ეკონტაქტებოდნენ, ცალ-ცალკე ვახშმობდნენ, ისე იქცეოდნენ, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყო მათ ცხოვრებაში. ირაკლი მათი სახლის ხშირი სტუმარი გახდა, გვანცასაც ზალიან დაუახლოვდა. ლაშას არ ესმოდა თავისი მეგბრის, ვერ წარმოედგინა, თუ როგორ უნდა ჰქონოდა გვანცასნაირ გოგოსთან ნორმალური ურთიერთობა.
გოგონას თავისი მშობლები ძალიან ენატრებოდა, მაგრამ გათხოვების მერე სახლში მისვლას ვეღარ ბედავდა, თითქოს ეშინოდა, რომ მისი ტყუილი ნებისმიერ წამს გამჟღავნდებოდა. ყველაზე მეტად მამის რცხვენოდა. ერთ დღესაც მოხდა ის, რამაც ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. უნივერსიტეტში სწავლა დამთავრებული იყო. ერთ დღესაც გოგონას დედამ დაურეკა.
-დედა როგორ ხარ?
-კარგად ვა შვილო, რა მიშავს... შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ დაგირეკავს.
-ბოდიში..
-ისე გათხოვება იმას კი არ ნიშნავს, რომ მშობლები უნდა დაივიწყო.
-კარგი რა დე... მე კიდევ ეგ მინდა?! გაეცინა გოგონას...
-საერთოდ არ გენატრები გოგო?
-შენც შეგიძლია გამოსვლა ქალბატონო.
-მე იქნებ თავი მოგაბეზროთ.
-მაგას როგორ ამბობ დედი? ხომ იცი როგორ მიყვარხართ შენ და მამა...
-ხოდა თუ გიყვარვართ მაშინ ერთი თხოვნა გვაქვს მე და მამას.
-რა ხდება?
-გვინდა, რომ ნუცა ბებომ გვთხოვა, რომ სოფელში ჩავიდეთ... სიძე ხომ უნდა ვაჩვენოთ.
გვანცა გაშრა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა...
-გვანცა გესმის? მზიას ხმა გაისმა ყურმილში...
(IX თავი)
-დედა როგორ ხარ?
-კარგად ვა შვილო, რა მიშავს... შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ დაგირეკავს.
-ბოდიში..
-ისე გათხოვება იმას კი არ ნიშნავს, რომ მშობლები უნდა დაივიწყო.
-კარგი რა დე... მე კიდევ ეგ მინდა?! გაეცინა გოგონას...
-საერთოდ არ გენატრები გოგო?
-შენც შეგიძლია გამოსვლა ქალბატონო.
-მე იქნებ თავი მოგაბეზროთ.
-მაგას როგორ ამბობ დედი? ხომ იცი როგორ მიყვარხართ შენ და მამა...
-ხოდა თუ გიყვარვართ მაშინ ერთი თხოვნა გვაქვს მე და მამას.
-რა ხდება?
-გვინდა, რომ ნუცა ბებომ გვთხოვა, რომ სოფელში ჩავიდეთ... სიძე ხომ უნდა ვაჩვენოთ.
გვანცა გაშრა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა...
-გვანცა გესმის? მზიას ხმა გაისმა ყურმილში...
-დედა მე არ ვიცი ლაშა შეძლებს თუ არა. ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ.
-კარგი რა გვანცა. ნუცა ბებოს უნდა ვაწყენინოთ?
-ვეცდებით წამოვიდეთ.
-კარგი შვილო, კარგად.
გოგონამ ყურმილი გათიშა და სახე ხელებში ჩარგო, მოულოდნელად ლაშა შემოვიდა ოთახში.
-რა გატირებს? იკითხა მან.
გოგონამ თავი ასწი და ბიჭს შეუბღვირა.
-შენთვის დაკაკუნება არ უსწავლებიათ?
-სად გვეპატიჟებიან? კითხვა დაუბრუნა მან.
-მისმენდი?
-არა, უბრალოდ ოთახიდან გამოსვლისას ცემი სახელი გავიგე და მაინტერესებდა ხომ არ მეძახდი, მერე ვნახე, რომ ლაპარაკობდი და აღარ შეგაწყვეტნე. ახლა შენ მიპასუხე.
-ბებიაჩემი გვეპატიჟება სოფელში.
-მერე?
-რა მერე?
-მერე რა გატირებს? წავიდეთ.
-წამოხვალ? თვალები გაუნათდა გოგოს.
-ხო რა პრობლემაა? რამდენი ხნით?
-დაახლოებით ათი დღით.
-ჰმ... გიოს ვეტყვი და სამსახურში შვებულებას ავიღებ. ხო მართლა, ხვალ ჩემს მშობლებთან უნდა წავიდეთ.
-ხდება რამე?
-დედაჩემის დაბადების დღეა... უამრავი ხალხი იქნება, ვინც ქორწილში არ იყო ყველას უნდა შენი გაცნობა... იმედია ერთი დღით არ გაგიჭირდება გამხიარულება, თან დედაჩემიც ცოდოა, სიმართლე ბოლომდე მანაც არ იცის.
-საჩუქარი უყიდე?
-აუ არა ტო... რა ვუყიდო?
-სხვა დროს რას ჩუქნი?
-ყვავილებს...
-კიდევ?
-კიდევ ყვავილებს... გაეცინა ბიჭს...
-ჰმ...
-გინდა საჩუქრის არჩევაში დამეხმარო? წარბი ასწია ლაშამ.
-შენ არ მუშაობ?
-ჰაჰაჰ... მაგასაც თუ სამუშაო ქვია, წამო წამო წავიდეთ.
გზაში დიდხანს იბჭეს იმის შესახებ, თუ რა უნდა ეჩუქნათ თეასთვის. ისევ გვანცამ მონახა გამოსავალი. გადაწყვიტეს საიუველიროში შეევლოთ და რაიმე კარგი სამკაული აერჩიათ. ლაშას რაც მოეწონებოდა ყველაფერს გვანცას აზომებდა... ერთი ყელსაბამი ძალიან მოეწონათ, ძეწკვი თეთრი ოქროსგან იყო დამზადებული, ზედ კი გულის ფორმის ქარვის ქვა ეკიდა.
–არა–ა–ა. ძალიან ახალგაზრდულია, თქვა ლაშამ და სამკაული გამყიდველს დაუბრუნა...
გვანცას ძალიან მოსწონდა, მის ყელზე ლაშასაც მოეწონა, უფრო მეტიც იმდენად მოეწონა, რომ სხვის ყელზე მისი დანახვა ალბათ ეხამუშებოდა კიდეც. იუველირმა ახლა საყურეები გადმოიღო, გვანცამ ოქროს საყურეები შეარჩია, ძალიან ნაზი და ლამაზი იყო. ლაშასაც მოეწონა და გადაწყვიტა ეყიდა. ფული, რომ უნდა გადაეხადა გვანცა გარეთ გაისტუმრა.
–მე ანგარიშს გავასწორებ, შენ მანქანაში დამელოდე.
გოგონა არ შეწინააღმდეგებია, გასაღები გამოართვა და გარეთ გავიდა. საკრედიტო ბარათი ამოიღო და ახალგაზრდა ქალს გაუწოდა.
–გოგონავ, შეგიძლია ის ყელსაბამის ჩშემიფუთო?
–რა თქმა უნდა, ძალიან მოუხდა თქვენს ცოლს... გოგონამ გაუღიმა და მის მოსატანად გავიდა.
-დიდხანს გალოდინე? იკითხა ბიჭმა ჩაჯდომისას.
-არც ისე... გაუღიმა გვანცამ და თავი დახარა.
-აქ სად არის კარგი მაღაზიები?
-რა მაღაზიები?
-ტანსაცმლის.
-რად გინდა?
-ჯინსებით აპირებ იქ წამოსვლას? გაეცინა ლაშას.
-აჰ... გასწავლი. გვანცამ ეს თქვა და თავი დახარა.
დიდხანს იბოდიალეს მაღაზიებში, გოგონა პირველივ კაბაზე თანახმა იყო, მაგრამ ლაშა უფრო პრეტენზიული გამოდგა. ზოგი კაბა ძალიან მოკლე იყო, ზოგი ძალიან გრძელი... ზოგი უგემოვნო, ზოგიც ზედმეტად დახურული. გვანცას ლამის სული დაელია... ბოლოს ორი კაბა შეამჩნია. ერთი ლურჯი იყო, აპრეხილი მხრებით, არც ისე ამოღებული, მუხლზე ოდნავ ზემოთ. მეორე კი ღია წითელი, გრძელი, მაგრამ ცალ მხარეს ჩახსნილი, ზურგი თითქმის ამოეღებული ჰქონდა. გვანცას ლურჯი ლაბა უფრო მოეწონა, მაგრამ ბიჭმა ლამის ძალით მიაჩეჩა წითელი. მას ორი მიზეზი ჰქონდა...
პირველი, ძალიან უყვარდა ლამაზი და მიმზიდველი ქალები და მეორე, მის მიერ ნაყიდი სამკაული ზუსტად ამ კაბისთვის იყო ზედგამოჭრილი. მოკლედ გადაწყდა, გოგონამ კაბა მოიზომა, ლაშამ არაფრის დიდებით არ ნახა. ასე თქვა დარწმუნებული ვარ მოგიხდებაო და მამაკაცის სექციაში გადაინაცვლა. თვითონ კარგად იცოდა რა უნდოდა, ბევრი რჩევა არ დასჭირვებია. შავი პერანგი და ნაცრისფერი პიჯაკი შეარჩია.
_ _ _
წაბლისფერთმიანი გოგონა სარკესთან იდგა და მის ორეულს ათვალიერებდა, ეს წითელი კაბა მის ხორბლისფერ კანს ძლიერ ამშვენებდა. მალე ლაშამ მოუკაკუნა. გვანცამ კაბა შეისწორა და ბიჭი ოთახში შეიპატიჟა... ვერ ვიტყვი მისმა დანახვამ სუნთქვა შეუკვრა თქო, მაგრამ გულში მართლაც გაჰკრა რაღაც ნაპერწკალმა. ასეთი ლამაზი გოგოს დანახვისას სხვა დროს მის შებმას იწყებდა, მაგრამ ახლა სულ სხვა გრძნობა ეუფლებოდა, ალბათ უფრო პროტესტი მისი სულიერებისადმი.
–წავიდეთ? იკითხა გოგონამ და გულუბრყვილო თვალები მეუღლეს შეანათა.
–კარგია, მაგრამ რაღაც გაკლია...
გოგონას არ ესიამოვნა ლაშას შენიშვნა.
–რა მაკლია? ჩახლეჩილი ხმით იკითხა მან.
–ლაშამ გულის ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და უხმოდ გახსნა... გვანცას ნაცნობი სამკაულის დანახვისას სუნთქვა შეეკრა, ლაშამ გოგონას ყელსაბამი გაუკეთა.
(X თავი)
ის ისე ახლოს იყო, მის სიახლოვეს მთელი სხეულით გრძნობდა. ლაშამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ქალის სურნელი მთლიანად შეისრუტაო. გვანცას მისი ქცევა ჭკუიდან შლიდა. ისეთი სუსტი იყო, როგორც არასდროს, მისი სიახლოვე აგიჟებდა, ყველას და ყველაფერს ავიწყებდა, ყველას და ყველაფერს...
ლაშამ ყელსაბამი შეკრა, ახლა მზერა მის მოშიშვლებულ ზურგზე გადაიტანა, ვერც კი გააცნობიერა რატომ, მაგრამ ხელი ძალიან ნაზად დაუსვა. გვანცა შეკრთა, უკან მობრუნდა და მის წყლიან თვალებს წააწყდა. როგორი მიმზიდველი იყო, როგორი მამაკაცური. ქალი ერთიანად თრთოდა, ნეტავ რას იზამდა ახლა ლაშას მისთვის რომ ეკოცნა? ალბათ მაშინვე კისერზე ჩამოეკიდებოდა. გვანცა ნამდვილად გამოუცდელი იყო ამ საკითხში, ერთმანეთისგან ვერ არჩევდა უბრალო ვნებას და ცეცხლოვან სიყვარულს, ამიტომაც საკუთარი ფიქრების და ოცნებების რცხვენოდა. მონუსხული მისჩერებოდა მის ლამაზ ტუჩებს, ცოტაც და ზედ დააკვდებოდა, ახლა ვინმეს უნდა ეშველა გოგონასთვის. ვინმე უნდა ჩარეულიყო, თორემ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებდა, თითქოს ლაშა მის ფიქრებს გამოეხმაურაო... სახე ძალიან ახლოს მიუტანა, მას სუნთქვა შეეკვრა ბაგეები ოდნავ გახსნა და თვალები დახუჭა. მოულოდნელად ლაშას ტელეფონი აწკრიალდა.
აი მშველელი... გაიფიქრა გოგონამ და ქმარს მოშორდა.
-ხო დედა. დახშული ხმით უპასუხა ბიჭმა.
-მალე მოხდით შვილო.
-ხო, გამოვდივართ..
ლაშამ ყურმილი გათიშა...
-რაზე გავჩერდით? იკითხა ბიჭმა და გვანცა მკლავებში მოიმწყვდია.
-არც არაფერი დაწყებულა, რომ გავჩერებულიყავით. ცივად მიუგო მან და ხელი გაააშვებინა.
-ნუთუ? დავიჯერო არ გინდა გაკოცო?
-გგონია რაღაც ყელსაბამს მაჩუქებ და მე კისერზე დაგეკიდები?
-მისმინე ქალო, ეგ ყელსაბამი იმიტომ გიყიდე, რომ მოგიხდა... შენს მოსათაფლად კი რაღაც უბადრუკი ნივთები არ მჭირდება, როგორმე თავადაც შევძლებ მაგას.
-გეგონოს. მომშორდი, ნუ მეკარები... მე მართლა შენი ცოლი კი არ ვარ!
-კარგი ფისო, წავედით.
ლაშამ ოთახი დატოვა.
-სადისტი! თავისთვის ჩაილაპარაკა გვანცამ და მას მიჰყვა.
გზაში ხმა არ ამოუღიათ, ლაშა ოდნავ განრვიულებული მართავდა მანქანას, გვანცა საერთოდ არ უყვარდა, მაგრამ ქალების ყურადღება არასდროს აკლდა, ამიტომაც ვიღაც უბრალლო გოგოსგან ხელის კვრას არ მოელოდა. თუმცა თავის თავზეც ბრაზობდა, სულაც არ უნდოდა ეს გოგო გამოეყენებინა და ისევე მიეგდრო, როგორც სხვა დანარჩენი. ამ ფიქრებით გართულმა, ვერც კი შეამჩნია, რომ კინაღამ მანქანას დაეჯახა. გვანცას კივილმა გამოაფხიზლა და მანაც სწრაფად გააჩერა მანქანა. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, ისე განაგრძო გზა, მაგრამ ამჯერად უფრო ნელა და დაკვირვებულად ატარებდა. მალე მის სახლსაც მიუახლოვდნენ. მანქანიდან გადმოსვლისთანავე გვანცას ყურადღება სამსართულიანმა სახლმა მიიპყრო, მართალია თავადაც ფუფუნებაში იზრდებოდა, მაგრამ მისი ყოფილი სახლი ბევრად უფრო მოკრძალებული იყო. პირველი შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაამძაფრა სახლის დანარჩენმა ნაწილმა. გოგონა ბაღით აღფრთოვანებული დარჩა, თავადაც ძალიან უყვარდა ყვავილები. როგორც ჩანს ლაშას დედას და მას ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ.
სახლში შესვლისას დედა შეეგებათ, თეა ბრწყინავდა. მიუხედავად მისი ასაკისა მაინც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. გვანცამ მაშინვე შეამკო კომპლიმენტით.
-გილოცავთ! ძალიან ლამაზი ხართ...
-ლამაზი შენ ხარ ჩემო კარგო... შემოდით, შემოდით.
-გილოცავ დედა... შესვლისას თქვა ბიჭმა და მას გადაეხვია. მერე გულის ჯიბიდან შავი კოლოფი ამოიღო და დედას გაუწოდა. _გვანცამ აგირჩია.
ქალმა კოლოფი გახსნა და თვალბი გაუბრწყინდა.
-დიდი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან ლამაზია. მგონი ჩემს კაბას მოუხდება არა?
-ძალიან. მორცხვად თქვა გოგონამ და თავი დახარა.
ვიწრო ჰოლი გაიარეს და დიდ დარბაზში აღმოჩნდნენ, სახლი რომელიღაც მდიდრული რესტორანივით იყო მოწყობილი, ძალიან ლამაზად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი. გვანცამ კი იცოდა, რომ ბევრი ხალხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამდენსაც ვერ წარმოიდგენდა. სახლი სავსე იყო უამრავი უცნობით, იგი ძალაუნებურად ლაშას ჩაეჭიდა და ხელს არ უშვებდა. ახლა ის იყო ერთადერთი ვისაც მისი დახმარება შეეძლო. მრავალი წყვილი თვალი მისჩერებოდა გოგონას, ძალიან დაიბნა.
-ეგრე ძლიერად ნუ მიჭერ, ხვალაც დამჭირდება ეგ ხელი.
-ბოდიში...
-კარგი რა იყო, გეწყინა?
-არა...
-კარგი, მაშინ გაიღიმე... თორემ ხალხი რამეს იფიქრებს.
გვანცამ ნაძალადევად გაიღიმა... ახალგაზრდა წყვილი მაგიდას მიუახლოვდა.
საღამო ძალიან წყნარად მიდიოდა, ისინი ვინც ქორწილს ვერ დაესწრნენ ახლა ულოცავდნენ ლაშას. გვანცა ყველას ძალიან მოეწონა... ლაშას ჩუმად ეჩურჩულებოდნენ ეს რა გოგო ჩაგიგდია ხელლშიო. ბიჭი გაკვირვებული იყო, რა მოსწონდა ამ ხალხს გვანცაში? ნუთუ ის ვერ ამჩნევდა მის ხიბლს?
საღამო ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა, როგორც გვანცამ გაიგო, თეა ყოფილი მოცეკვავე გახლდათ, აი თურმე რატომ ცეკვავდა ლაშა ასე გასაოცრად. მისმა დედამთილმა გადაწყვიტა საღამო უფრო გაეხალისებინა, ოთახში ნელი ვალსის ჰანგები აჟღერდა, იუბილარმა შვილი გაიყვანა საცეკვაოდ. ყველა მოხიბლული იყო მათი ცეკვით, მაგრამ როგორც ჩანს სხვებს აქამდეც ჰქონდათ ბედნიერება, რომ მათი ცეკვა ეხილათ... აი გვანცა კი მონუსხული მისჩერებოდათ მათ. მოულოდნელად მის წინ მამაკაცის სილუეტი გაჩნდა, გოგონამ მაღლა აიხედა და მისთვის საძულველ სახეს წააწყდა.
-არ მეცეკვები? ჰკითხა გიორგიმ.
-თქვენ? არა!
-სტუმრებს ნუ აფიქრებინებ, რომ ჩვენს შორის გაუგებრობაა.
გვანცამ თავი დახარა და მამაკაცს გამოწვდილ ხელზე ჩაეჭიდა. ვალსი მალევე დასრულდა, ის იყო დასაჯდომად უნდა წასულიყო, რომ მკლავზე შეხება იგრძნო...
-არ ვიცეკვოთ? იკითხა ლაშამ.
-შენ რა დაყრუვდი? მუსიკა დამთავრდა...
-მე ასე არ ვფიქრობ... მან ეშმაკურად ჩაიღიმა... ნელი ვალსი ცეცხლოვანმა ტანგომ შეცვალა, გვანცას ძალიან უყვარდა ტანგო... საერთოდ ცეკვაზე გიჟდებოდა, მაგრამ ტანგო მისი სისუსტე იყო... ლაშას ნებას დაჰყვა... ცეცხლოვანმა მუსიკამ და კიდევ უფრო ცეცხლოვანმა წყვილმა ხალხი აღაფრთოვანა. ლაშა დაგვანცა ისე მოძრაობდნენ, როგორც ერთი მთლიანობა. ამ ცეკვაში ჩააქსოვეს მთელი აგრესია, ვნება, სურვილი... ცოტაოდენი სიყვარულიც... მორცხვი გოგონა სადღაც გამქრალიყო, ახლა ლაშას მკლავებში ქალღმერთი თრთოდა და მის ყოველ მოძრაობას მიჰყვებოდა. მუსიკამ კულმინაციას მიაღწია, მათ უკანასკნელი ილეთი შეასრულეს, გვანცამ ცალი ფეხი წელზე შემოაჭდო და უკან გადაიხარა, ლაშამ სახე მის ყელს მიუახლოვა და მუსიკა დასრულდა... წყვილი თითქოს გაიყინა, არც ერთს არ უნდოდა, ამ ტკბილი ილუზიიდან გამოსვლა. ლაშა გასწორდა, გვანცა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დაეკონა... ასეთმა ფინალმა ხალხი გაახალისა, სახლი ,,ბრავოს" ძახილმა აიკლო. გვანცა ჯერ კიდევ გაოგნებული იყო ლაშას საქციელით, არც კი იცოდა რა ექნა, რომ არა მისი დედამთილის ტკბილი ხმა ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე.
–გვანცა, რა შესანიშნავად ცეკვავ... ძალიან მიხარია.
–მადლობთ, დაიმორცხვა გოგონამ და თავი დახარა...
,,ისევ ის სიმორცხვე" თავისთვის გაიფიქრა ლაშამ და თავი გააქნია. ყველაზე მეტდ მორცხვი ქალები არ უყვარდა, უფრო სწორად მათ ვერ უგებდა... ასევე იყო გვანცას შემთხვევაშიც, მთელი მისი მოკრძალება უბრალოდ აღიზიანებდა. აი ცეკვის დროს კი ყველაფერი იცვლებოდა.
საღამო მალე მიიწურა, პირველი საათისთვის ხალხმა დაშლა დაიწყო, თეა დიდხანს ეხვეწებოდა დარჩითო, მაგრამ ლაშა უარზე იყო. ქალს ხმა აღარ გაუღია, ისინი კარებამდე მიაცილა და სახლში დაბრუნდა.
(XI თავი)
გავიდა რამოდენიმე დღე და დადგა ცხელი ივლისი, როგორც შეთანხმდნენ ლაშა შვებულებაში გავიდა და მთელი ოჯახით გურიაში წავიდნენ. ეზოში შესვლისთანავე ნუცა ბებო შეეგებათ, დაბალი, შევერცხლილი თმებით და ძალიან სათნო ღიმილით...
-დედა ჩამოხვედით შვილოო?! როგორ მომენატრეთ. მზია დედას გადაეხვია, მოხუცმა ახლა შვილიშვილი მოიკითხა, გვანცამ ბბოსთან მიირბინა...
-ბებო როგორ მომენატრე... ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
-დედა რამხელა შექნილხარ ამ ერთ წელიწადში, შენ შემოგევლოს შენი ბებია. ჩემი სიძე სად არის?
ცოტნემ ლაშას ხელი მოკიდა და ნუცასთან მიიყვანა. ბიჭი გაოგნებული იყო იმ სილამაზით რაც იხილა, საქართველოში ხომ ყველა კუთხე შესანიშნავია. აქამდე არც კი დაფიქრებულა ამაზე, ყოველთვის ერჩივნა დასასვენებლად უცხოთში ემოგზაურა, არც კი დაფიქრებულა თუ რა სილამაზის პატრონი იყო.
გახარებული ნუცა ბიჭს შეაჩერდა, ლაშა მასზე ბევრად მაღალი იყო, მზე ისე კაშკაშებდა ბიჭს წესიერად ვერც კი უყურებდა, ქალმა თვალები დაიჩრდილა და ისე ახედა ახალგაზრდას. ლაშა არც კი დაფიქრებულა ისე დაიხარა და ქალი გულში ჩაიკრა, გვანცა გაკვირვებული დარჩა, მისგან ასეთ თბილს საქციელს ნამდვილად არ მოელოდა.
-რა ლამაზი ბიჭი ყოფილხარ შვილო... დედა მომიკვდეს თავი, თქვენ ალბათდაიღალეთ, ახლავე წამოდით, მოგასვენებთ.
ქალმა ისინი შინ შეიპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ მოხუცი იყო და აღარც თვალი უჭრიდა, მის სახლს მაინც ეტყობოდა მზრუნველი ქალის ხელი... რამდენჯერ უთხოვიათ მზიას და ცოტნეს, რომ თბილისსში გადმოსულიყო, მაგრამ ქალი სულ უარზე გახლდათ. ამბობდა, რომ შრომისთვის იყო გაჩენილი და თბილისში ერთ ადგილას დაყუდებული ვერ გაძლებდა. სანამ გული უძგერდა სურდა იმ სახლისთვის მოევლო სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ახლაც პატარა გოგოსავით აქეთ-იქეთ დაქროდა.
ლაშამ იცოდა, რომ გვანცა შეძლებული ოჯახიდან იყო, რატომღაც არ მოელოდა ასეთ უბრალო ხის სახლს, მხოლოდ ახლა დააფასა გვანცას მშობლები, ახლა გააცნობიერა თუ რატომ იყო მისი მეუღლე ასეთი სადა და მორცხვი. თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, თურმე აქამდე რა ბრმა ყოფილა... ამ ფიქრებით გართულმა ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ ეძახდა გვანცა, მერე გოგონამ მკლავზე მოქაჩა და ისიც გამოფხიზლდა.
-რა ხდება?
-ჩემოდნები ავიტანოთ...
-აჰ.. კარგი. გვანცა თავის ჩანთას დასწვდა, მაგრამ ლაშამ მისთვის უჩვეულო ყურადღება გამოიჩინა და გოგონას ჩანთა გამოართვა. ნუცა ბებოც მათ მიჰყვა, ხის კიბეები სიძველისგან ჭრაჭუნებდა, გვანცას ოთახს, რომ მიუახლოვდნენ გოგონა თითქოს გაითიშა, თვალწინ გაურბინა ბავშვობის წლებმა.
-გვანცა რა გჭირს? მზრუნველი ხმით იკითხა ლაშამ.
-არაფერი.. ფიქრებიდან გამოერკვა გოგონა და ხის კარი შეაღო. მისი ოთახი მთლიანად ჯდებოდა სახლის ხასიათში, საკმაოდ მოზრდილი და ნათელი იყო... ფანჯრების წინ იდგა საწოლი, მის გვერდით კი პატარა კარადა. კედლები სურათებით იყო აჭრელებული, ყველგან პატარა, მომცინარი გვანცა იყო აღბეჭდილი. ლაშას ყურადღება ერთმა სურათმა მიიქცია, პატარა გოგონას ორად ორი კბილი დაეკრიჭა და არხეინად იცინოდა, პირი რაღაც წითელი მასით ჰქონდა მოთხუპნული, მისი დანახვისას ბიჭს გაეცინა.
-ეს შენ ხარ? იკითხა მან...
-ხო. უემოცოდ მიუგო მან და საწოლზე ჩამოჯდა.
-თურმე როგორ გიხდება სიცილი, ჩემთან კი ერთხელაც არ გაგიცინია.
-კარგი რა, ახლა მაინც მორჩი თვალთმაქცობას, მარტო ვართ!
-რა გჭირს, ცუდად ხარ?
–არაფერიც არ მჭირს! წაიდუდღუნა მან და ტუჩები აიბზუა.
–როგორ არა, რაღაც დაგემართა... ჩაეცინა ბიჭს, მან ხომ პირველად იხილა გაღიზიანებული გვანცა, თურმე რა საყვარელი ყოფილა. განსაკუთრებით მისი გამობუზული, სისხლისფერი ტუჩები მოეწონა. თავისივე ფიქრების შეეშინდა და თავი გადააქნია, თითქოს უნდოდა ეს ფიქრები, როგორმე გაეფანტა.
–რა გაცინებს?
–მგონი დაღლილი ხარ, სჯობს დაისვენო... მე კი ჩემი ოთახი მაჩვენე.
–ჰაჰაჰ, არ გამაცინო... ჩვენ ხომ ,,ცოლ–ქმარი" ვართ. დაგავიწყდა?
–აა, მაგაზე ნერვიულობ... ნუ გეშინია, არ შეგჭამ... მგონი არ შეგჭამ. ეს თქვა და გოგონას ენა გამოუყო, გვანცას ხელში ბალიში მოხვდა, არც დაფიქრებულა ისე ისროლა, მაგრამ გვიან იყო. ლაშა ოთახიდან გავიდა. უმისამართოდ ნასროლი ბალიში კი კარებს შეენარცხა და ძირს დავარდა. გოგონა დიდხანს აღარ დაყოვნებულა, ტანაცმელი გამოიცვალა თუ არა დაბლა ჩავიდა ბებოს მისახმარებლად. მზია მასთან დახვდა, მაგიდის გაწყობაში ეხმარებოდა, თან მხიარულად ეჭუკჭუკებოდა.
–აბა რით დაგეხმაროთ? მხიარულად იკითხა მან.
-წადი და დაისვენე შვილო.
-ბებია, შენ რავა გამუშავებ, მზია დამეხმარება.
ჩემი ბებიკო, როგორ მომენატრე. გოგონა მოხუცთან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა.
(XII თავი)
გვანცა მათ სუფრის გაწყობაში დაეხმარა და ეზოში გავიდა. ცოტნე ჰამაკში იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო და თვალები დაეხუჭა. გვანცა ჩუმად მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა, თან ლოყაზე უჩქმიტა.
-როგორ მომეპარე შე ეშმაკუნავ... გაუცინა მამამ.
-წამო მა, მაგიდა გააწყვეს უკვე...
-კარგი წავიდეთ...
-შედი მეც მოვალ, ლაშას დავუძახებ.
მამა სახლში შევიდა, გვანცამ კი ეზოში დაიწყო ბოდიალი, ბოლოს კაკლის ხესთან იპოვა, მის საქანელაზე ჩამომჯდარიყო და თავი დაეხარა.
-მანდ რა გინდა?
-რაო? ფიქრებიდან გამოერკვა ლაშა.
-ჩამოდი ჩემი საქანელიდან...
-რა მესაკუთრე ხარ...
-არა, უბრალოდ რაც ჩემია, ჩემთვის მინდა და მორჩა!
ლაშას უნდოდა გოგონა გაებრაზებინა, დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია, პირველად რაც მოადგა ენაზე ის წამოროშა.
-მეც ხომ შენი ქმარი ვარ.... გინდივარ?
-საძაგელო... წამოდი დროზე, გველოდებიან.
-არ წამოვალ!
-წამოდი მეთქი, გინდა ჩემები გააგიჟო?
ბიჭმა გოგონას საჩვენებელი თითი დაუქნია, რითაც ანიშნა აქ მოდიო. გვანცა ნელა მიუახლოვდა, ლაშა საქანელიდან ჩამოხტა და გოგონას წინ აეზუტა.
-რა გინდა? ჰკითხა გაღიზიანებულმა გოგონამ.
-შენი საქანელაა?
-ხო... ჩაიდუდღუნა მან.
ლაშამ ხელი სტაცა და ჰაერში აიტაცა, გვანაცამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, ისე ჩამოასკუპა საქანელაზე და მუხლაბით მოიმწყვდია. გვანცას ხმა არ გაუღია, გრძნობდა, რომ ლაშას ყოველი საქციელი სისხლს უჩქროლებდა. თვალებში ვეღარ უყურებდა, რადგან ხვდებოდა, რომ მისი სილურჯე იმონებდა, უბრალოდ თავდახრილი იჯდა და სრუტუნებდა..
-შენ რა ტირი?
-არა...
-როგორ არა, რა გატირებს?
-არ ვიცი...
ლაშას არაფერი უთქვამს, უბრალოდ საქანელა გააქანა.
-რაო? კიდევ ტირი?
-რას აკეთებ? გააჩერე გთხოვ.
-არა... მან კიდევ უფრო ძლიერად კრა ხელი... გოგონა თან და თან უფრო მაღლა იწევდა, გვანცას ოდნავ შეეშინდა, მაგრამ ლაშას მომღიმარ სახეს, რომ უყურებდა თავადაც მშვიდდებოდა... არ უნდოდა იმის აღიარება, რომ ბიჭი უკვე დიდ ზგავლენას ახდენდა მასზე, ამიტომ ბავშვივით დაიწყო ჭირვეულობა.
-ჩამომსვი.
-გეშინია?
-ხო, მეშინია... გამაჩერე...
-რას მატყუებ? ეს ხომ შენი საქანელაა, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მაღლაც გიყვარდა განავარდება...
-კარგი რა, სადილი მზადაა, შევიდეთ სახლში, გთხოვ.
-მე არ მშია... შენ?
-კი მშია, ვკვდები ძალიან მშია.. ძალიან..
-მატყუარებს, ხომ იცი რაც ელით?
-რაა?
-რა და... როცა საქანელა დაბლა დაიწია ბიჭმა დაიჭირა და ოდნავ შეუღიტინა. გოგონა ახარხარდა...
-კარგი ხო, მოგატყუე, მაგრამ გამიშვი... გთხოვ.
-აი როგორ გიხდება მხიარულება, ხშირად უნდა გაიცინო ხოლმე. ლაშამ ისევ დასტაცა ხელი გოგონას და ძირს ჩამოსვა. ეზოში დედა გამოეგებათ.
-სად ხართ ამდენ ხანს?
-ბოდიში ქალბატონო მზია, ჩემი ბრალია...
-დროზე მოდით...
გვანცა და ლაშა ხელიხელჩაკიდულები შევიდნენ სახლში. ლაშასთვის ეს ბევრს არაფერს ნშნავდა, უბრალოდ ცდილობდა რაც შეიძლება ბუნებრივად ეთამაშა მოსიყვერულე ქმრის როლი, აი გვანცა კი... გვანცას სხვა და სხვა გრძნობები არ ასვენებდნენ... სძულდა თუ უყვარდა ლაშა? ალბათ უფრო ამ ორი გრძნობის ზომიერი ნაზავი დაპატრონებოდა მის გულსა და გონებას. ვერც ერთისკენ იხრებოდა და ვერც მეორისკენ.
სოფელში დრო ისე გადიოდა, რომ ვერავინ ამჩნევდა, წუთი წუთს მიჰყვებოდა, დღე დღეს... ისე გავიდა ხუთი დღე, რომ ვერც შეამჩნიეს, მიუხედავად დიდი სილამაზისა ლაშას ერთი და იგივე პეიზაჟები მობეზრდა, ცოტნემ შესთავაზა, რომ სოფელში გაესეირნათ, ხალხი ენახათ. აქ ცოტნეს ყველა იცნობდა და ყველას ძალიან უყვარდა. იმ მიზეზის გათვალისწინებით, რომ მას სოფელი არ ჰქონდა, ყოველ წელს ორი კვირით მაინც ჩამოდიოდა ხოლმე. ამ პატარა სოფელში უმეტესად ქვრივები და მოხუცები ცხოვრობდნენ, თითქმის ყველა ოჯახს აკლდა ჯან-ღონით სავსე კაცის ხელი, ცოტნეს არასდროს ეზარებოდა მათი დახმარება, მერე რა, რომ მდიდარი იყო. გლეხებთან ერთად შრომას არასდროს თაკილობდა, ამიტომ იყო, რომ ყველა მასზე ლოცულობდა. ახლაც გარეთ გამოვიდა თუ არა ყველა მას მიუახლოვდა, უცხო ბიჭი ველას ძალიან მოეწონა... რომ გაიგეს სიძე იყო მერე უფრო თბილად მიიღეს იგი, ახალგაზრდებიც გაიცნო ლაშამ, უმეტესად გვანცას ტოლები იყვნენ, რომ გაიგეს მისი მეუღლე იყო ყველამ თბილად მიიღო, მხოლოდ ერთმა ცამოყარა ყურები...
-მიშო, აქ მოდი... გვანცა გათხოვილა იცოდი? იკითხა 19-20 წლის ბიჭმა... მას გოგოა ერქვა...
-არა, არ ვიცოდი... მიუგო მიშომ.. _გილოცავ, ნამდვილად შესანიშნავი ახალგაქრდა ქალის პატრონი გახდი. ამ სიტყვებს თითქოს სიხარულით ამბობდა, მაგრამ მათში მაინც იკითხებოდა დიდი სინანული, რაც ლაშას არ გამოჰპარვია...
-მადლობთ, მიუგო ბიჭმა და ხელი ჩამოართვა..._მე ლაშა მქვია...
-მიშო...
-სასიამოვნოა...
-ჩემთვისაც... ისე თქვა, რომ ნამდვილად არ დაეჯერებოდა. ბიჭებმა მის თვალებს, რომ შეხედეს დასერიოზულდნენ, ერთმა ქერა ახალგაზრდამ მას ხელი გადახვია და გვერძე გაიყვანა.
-რა სჭირს? იკითხა ლაშამ.
-არაფერი, ცუდად იყო მგონი... მიუგო გოგამ და უხერხულობის გასაფანტად ჩაახველა..._გვანცა სად არის? ნუთუ სულ არ უნდა ძველი მეგობრების ნახვა?
-საქმე ჰქონდა, ასე თქვა საღამოს გავალ მეგობრების სანახავადო.
-საქმე მოიცდის, ბიჭები მდინარეზე მივდივართ, გოგონებიც იქნებიან, გვანაცა ყველას იცნობს, უთხარი და წამოდით. ყველას ძალიან გაუხარდება მისი ნახვა.
-გადავცემ... მიუგო ლაშამ და მას გაუღიმა.
-ჩვენ აქ დაგელოდებით.
ლაშამ ცოტნე გააფრთხილა და სახლში წავიდა...
-გვაანც... დაიძახა შინ შესვლისას..
გოგონას გაუკვირდა ასეთი მიმართვა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
-რა ხდება?
-გარეთ შენი მეგობრები ვნახეთ, შემოგითვალეს მდინარეზე მივდივართ და წამოდიო...
-აუ კარგია, მაგრამ საქმე მაქვს...
-რა საქმე ბებია? რავა შეიძლება ახლა მასე... მეგობრები გელოდებიან, თან ეს ბაღანაც ცოდვაა, სულ შენ გამოფრუტუნებულ ბებოსთან ხომ არ იჯდება, გაასეირნე თვარა გაგიბრაზდება... მათ საუბარში ჩაერია ბებო.
-მადლობა ნუცა ბებო, ქალს გაუღიმა ლაშამ...
-კარგი მაშინ, გამოვიცვლი და წამოვალ.
-ხო მიდი დროზე, გველოდებიან უკვე...
გოგონამ ხის კიბეები სწრაფად აირბინა და ოთახში შევარდა... ვარდისფერი საცურაო კოსწიუმი, ძალიან მოკლე შორტები და ყვითელი მაისური ჩაიცვა. ფეხები ტაპკებში ჩადგა და ისევ პირველ სართულზე დაეშვა. მისი დანახვისას ლაშამ ჩაახველა.
-რა იყო გამოვიცვალო? წარბები შეჭმუხნა გოგონამ.
-არა პირიქით, ძალიან გიხდება... წავედით.
უეცარმა კონპლიმენტმა გოგონა გაახალისა, მას გაუღიმა და გარეთ გავიდა.
(XIII თავი)
ძველი მეგობრების ხილვამ გოგონა ძლიერ გაახალისა, ყველამ ძალიან თბილად მიიღო, მხოლოდ ერთი მათგანი ეჩვენა გაციებული... მიშო ცალკე იდგა და ყურები ჩამოეყარა. გოგონა ხვდებოდა მის წყენის მიზეზს, თუმცა ამის გამხელა არ სურდა. გონებაში მრავალი წლის წინ მომხდარი ამბავი ამოუტივტივდა, მაშინ სულ მპატარები იყვნენ, გვანცა თხუთმეტი წლის იყო, მიშო კი ჩვიდმეტის, ძალიან ნერვიულობდა, გვანცასთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მარტო რომ დარჩნენ სიყვარული აუხსნა, გოგონა თითქოს შოკში ჩავარდა, ვერც კი იჯერებდა ამ ამბავს, მას არ შეეძლო იმავე გრძნობით ეპასუხა, მიშო ძალიან უყვარდა, მაგრამ არა როგორც ბიჭი, არამედ როგორც მეგობარი, მისი თანასოფლელი, ბიჭი, რომელთან ერთადაც უამრავი ზაფხული ჰქონდა გატარებული. მას არაფერი დაუმალავს, პირდაპირ უთხრა, რომ სხვანაირად ვერასდროს შეხედავდა, ამის შემდეგ მიშოს სიტყვაც აღარ დასცდენია, აღარც კი ეკარებოდა გოგონას, ეგონა მისი სიახლოვით უხერხულობას შეუქმნიდა, მაგრამ ისე იცავდა, როგორც ნამდვილი ძმა, ერთ დღესაც მასთან მივიდა და უთხრა, რომ სხვა გოგო გაიცნო და მართლა შეუყვარდა, იმ დღეს გვანცაზე ბედნიერი ადამიანი არ მოინახებოდა, შეეძლო მასთან ისევ ეჭუკჭუკა. რა იცოდა, რომ მიშომ ეს ტყუილი მხოლოდ მისთვის მოიგონა... არა მთლად ტყუილიც არ იყო, თბილისსში ყოფნისას მართლაც გაიცნო მშვენიერი გოგონა, ერთმანთს კარგად გაუგეს, ბიჭმა დაიჯერა კიდეც, რომ გვანცას მიმართ აღარაფერს გრძნობდა, მაგრამ ყოველი ზაფხული ამ იმედს უკლავდა. როცა მის ღიმილს ხედავდა ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდა... მართალია ამის აღიარება არ უნდოდა, მაგრამ გვანცა ძალიან წმინდა სიყვარულით უყვარდა, მისთვის სიცოცხლესაც კი დათმობდა, ამიტომაც ატყუებდა, რომ ისე უყურებდა, როგორც საკუთარ დას. გოგონას მაინც არ ასვენებდა ეჭვის ჭია, როცა მიშოს თვალებს წააწყდებოდა რაღაც უცნაური გრძნობა იპყრობდა, ქალი ხომ ყოველთვის გრძნობს, როცა ვინმეს უყვარს... მაგრამ რაც თავად სურდა მხოლოდ იმას იჯერებდა... დღეს კი ვეღარ შეძლო თავის მოტყუება, უეცრად ისეთი სინდისის ქენჯნა იგრძნო, როგორც არასდროს, ბიჭს თვალებში ვეღარ უყურებდა, უბრალოდ შორიდან მოიკითხა და ლაშას გვერდით აიტუზა.
–კარგი რა გვანცა, შენს ქმართან ერთად მოგიწევს მთელი ცხოვრების გატარება, როგორმე დაგვითმე ერთი დღე ჩვენც... განაცხადა გოგოამ და გოგონას ენა გამოუყო.
–მაპატი გოგა, გაუცინა მან და ლაშას მოშორდა...
ბიჭს თავისი მეუღლე ასეთი ლაღი და დამშვენებული არასოდეს ენახა, თურმე როგორ უხდებოდა ზაფხული... ლაშა ამჩნევდა, რომ რაღაც არაბუნებრივი გრძნობები იპყრობდა, ძალიან ცდილობდა მათ განდევნას...
არ შეცდეთ!! ეს არ იყო სიყვარული, არც რაიმე მსგავსი... უბრალოდ გვანცა ამ მომენტში ძლიერ იზიდავდა, აღარუნდოდა მისი წყენინება, პირიქით... სურდა ის დაეცვა, მოფრთხილებოდა... საკუთარ თავს ვერც კი უჯერებდა, არასდროს ყოფილა მზრუნველი, პირიქით, აქეთ იყო მიჩვეულისხვების ყურადღებას, გოგოსგან გულგრილობას თუ იგრძნობდა მაშინვე თავს ანებება... თითქოს აქამდე გამოუსწორებელი ნარცისი იყო, რომელსაც საკუთარი თავი მთელს ქვეყანას ერჩივნა... ახლა კი პირველად გაუჩნდა სხვისი დაცვის სურვილი... ნეტავ რა მოხდა???
–წავიდეთ დროზე... ჭირვეულობა დაიწყეს გოგონებმა და გვანცა ლაშას მოაშორეს.
–გოგა მართალია, შენ ქმარიკოს არავინ გართმევს... ჩვენ ძალიან მოგვენატრე... თქვა თიკუნამ და გვანცას ჩეხუტა.
–მეც, მეც ძალიან მომენატრეთ ბავშვებო...
–მერე აქამდე სად იყავი?
–არ მეგონა ჩამოსულები თუ იქნებოდით.
–ხოდა დარჩენილ დროს სულ ჩვენთან გაატარებ, გაიგე ქლო?
–ხო გავიგე, გავიგე... გაიცინა გვანცამ და თიკუნას კიდევ ჩაეხუტა.
გზა მდინარემდე იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე გვანცას ახსოვდა, სულ გადაჩვეული იყო აქ ბოდიალს, ლამის ორჯერ წაიქცა... ლაშა ამ ფაქტმა შეაწუხა, სულაც არ უნდოდა გოგონას რაიმე ეტკინა.
–რა მოუხერხებელი ხარ, შენ რა პირველად მიდიხარ?
–თუ ნერვები უნდა მიშალო სჯობს შემეშვა. დღეს ისეთი კეთილი აღარ ვიქნები და შეიძლება შემომელანძღო!
–ნწ ნწ ნწ... არ გინდა...
გვანცა უკან მოტრიალდა, უნდოდა ბიჭისთვის რაიმე ეთქვა, მაგრამ ხის ფესვს გამოედო, რომ არა ლაშა ალბათ ძალიან მწარედ ჩაეკონებოდა მიწას...
–აიტ... გინდა ხელში აგიყვანო? გამომწვევად ჰკითხა მან.
–არ მინდა...
–ალ მინდაა.. გამოაჯავრა ლაშამ პატარას ხმით.
–ვის დასცინი ? გინდა ახლა აქედა გადაგაგდო?
გოგონამ ეს თქვა და მას ხელი კრა...
–ეგ არ უნდა გექნა... თვალები დაუბრიალა ბიჭმა, გვანცამ თავს გაქცევით უშველა. თან გარბოდა თან სიცილით კვდებოდა.
–კარგი, აღარ მოგსდევ... არ წაიქცე...
–როდის აქეთ ზრუნავ ჩემზე? წამოაყრანტალა გვანცამ.
–არ ვზრუნავ, უბრალოდ არ მინდა თავი დამნაშავედ ვიგრძნო... უკბინა ბიჭმა და გაიარა... _ახლა საით? იკითხა, როცა ორად გაყოფილ ბილიკს მიუახლოვდნენ...
–მარცხნივ, თქვა გვანცამ... ლაშას არც კი უფიქრია, რომ გოგონა ატყუებდა, ბილიკს დაადგა და ჩაირბინა... გოგონამ ერთი გულიანად გადაიკისკისა და მარჯვენა ბილიკს დაადგა... მერე თავი დამნაშავედ იგრძნო, ლაშა ხომ არასწორი გზით გაუშვა, შეიძლებოდა დაკარგულიყო კიდეც... უკან დაბრუნდა და ბიჭს დაუძახა, თუმცა ხმა არავინ გასცა, მალე ჩამორჩენილი ბავშვებიც მიუახლოვდნენ გვანცას...
–რა ხდება?
–არაფერი, ცოტა დავიღალე... იარეთ და დაგეწევით, თქვა გოგონამ და ქვაზე ჩამოჯდა... როგორცკი სხვები თვალს მიეფარნენ წამოხტა და ლაშას დაუწყო ძებნა.
–ლაშაა...
–ლაშაააააა...
ყვიროდა გოგონა, თუმცა ხმას არავინ სცემდა, ისე უყურადღებოდ მიალაჯებდა, რომ ფეხები სულ დაიჩხაპნა... ძალიან ნერვიულობდა, მერე რა, რომ ლაშა მისი ნამდვილი ქმარი არ იყო, სულაც არ უნდოდა მის დაკარგვაში მიღო მონაწილეობა... მოულოდნელად რაღაც უცნაური ხმები შემოესმა, თავიდან იფიქრა ლაშააო, მაგრამ ხმა, რომ არავინ გასცა ძალიან შეეშინდა, ნელ-ნელა უკან დაიხია, მოულოდნელად მკლავზე შეხება იგრძნო, გოგონა შეხტა და უკან მობრუნდა... მალე ლაშაც ახარხარდა.
-სადისტო, საძაგელო, დეგენერატო! გვანცა მუშტებს უაზროდ იქნევდა, ლაშას მისი წიკვინი, რომ მობეზრდა ხელები დაუჭირა და პირზე ხელი ააფარა.
-აბა რა გეგონა, რას მატყუებდი?
-როგორ მიხვდი?
-შენ რა დებილი გგონივარ? შეხედე თურმე რა ეშმაკი ყოფილხა, მე კი არ ვიცოდი...
-ბოდიში, ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ...
-აღარც დაგიჯერებ...
-კარგი, ოღონდ გამიშვი...
-ჩემს საძებნელად რატომ წამოხვედი? ნუთუ ჩემი დაკარგვის გეშინია?
-ძალიან დიდი წარმოდგენები ხომ არ გაქვს შენს თავზე? დაგავიწყდა მე ნიკა მიყვარს... მან ეს გაუცნობირებლად წამოროშა, მიხვდა, რომ ნიკას გახსენებისას გული სულაც არ უფორიაქდებოდა, დროც კი არ ჰქონდა, რომ მასზე ეფიქრა... ნუთუ ამდენი შეძლო ამ თავნება, გატუტუცებულმა ბიჭმა? ნუთუ ბავშვობის სიყვარული ასე მალე დაავიწყა?
-პატარავ, მართალია არ გიცნობ, მაგრამ ერთი კი დაგიმუღამე, როცა ტყუილს ამბობ ეგ გაბუსხული ტუჩები გითთრთის და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებ... ამიტომ ნუ ცდილობ გამაცურო, მან ეს თქვა და სისხლისფერ ტუჩებზე ოდნავ შეეხო. -ახლა კი წავიდეთ, თორემ ძებნას დაგვიწყებენ.
მისი საქციელით გაბრუებულკი ნაბიჯს ვეღარ დგამდა, ლაშამ ეს შეამჩნია, თუ არა გოგონა ხელში აიტაცა...
-დამსვი დავიმტვრევით.
-შენ რა შენი თავი მძიმე გგონია? ცარიელი ძვლები ხარ!
-მე ბოდიში, შენს ნაშებს ვერ შევედრები...
ლაშაშამ გულიანად გადაიხარხარა...
-შენ გგონია ბევრი ნაშები მყავდა...
-მაგაზე შენთან კამათს ნამდვილად არ ვაპირებ.
-მაშინ რატომ მითხარი?
-ინტრიგანი ხარ, დამსვი!
-არ დაგსვამ, შენ იქნები ჩემი გზამკვლევი და დამეხმარები გაქედან გასვლაში, თუ არა და ორივე დავიკარგებით.
კიდევ ათი წუთი იარეს და მდინარეს მიუახლოვდნენ...
-თქვენ ამდენ ხანს სად იყავით? იკითხა გოგამ...
-დავიკარგეთ... ჩაიბუზღუნა გვანცამ და ხის ქვეშ დაჯდა.
-შენ რა არ იბანავებ? ჰკითხა თიკამ...
-დავისვენებ ცოტას.
ათი წუთი არ იყო გასული, რომ გვანცამ მაისური გაიხადა, სორტებიც გაიძრო და მდინარეში გადაეშვა, ლაშა მონუსხული მისჩერებოდა მის მოძრაობას... რატომ არ უნდოდათ იმის აღიარება, რომ ერთმანეთი ძლიერ აინტერესებდათ? გვანცა თავის თავს მაინც უტყდებოდა, ლაშა კი არსად ჩქარობდა... მაგრამ იყო მომენტები, როდესაც ძალაუნებურად ორივე ამჟღავნებდა ამას, სწორედ ამ დროს გრძნობდნენ ბედნიერებას... თავისთვის, ჩუმად... გაუცნობიერებლად...
მეგობრებთან ყოფნისას დრო ისე გადიოდა, რომ ვერავინ ამჩნევდა... თიტქოს არაფერი შეცვლილა, გოგა ისევ აწვალებდა გოგონებს, მიშო ბავშვებს ცურვას ასწავლიდათ, მხოლოდ გვანცას ცხოვრებაში მოხდა გარდატეხა... რა მალე გაირბინეს ბავშვობის წლებმა... გვანცამ უიმედოდ ამოიხვნეშა და შეწითლებულ ღრუბლებს ახედა.
-წასვლის დროა, ყურში უჩურჩულა ლაშამ.
-კარგი... დასთანხმდა გვანცა და ფეხზე წამოდგა.
-დღეს ბიჭებმა თავისთან დამპატიჟეს...
-ვერ გადაეჩვივნენ ლოთობას... გაიცინა გვანცამ.
ლაშა მათ წინადადებას დასთანხმდა. რვა საათისთვის შეიკრიბნენ გოგას სახხლში, ისე უბრალოდ... ერთად ყოფნას და მრავალწლიან მეგობრობას აღნიშნავდნენ, გვანცა და სხვა გოგონებიც დაპატიჟეს, თუმცა მათ სუფრაზე დასაჯდომად არ ეცალათ, სულ ფუსფუსებდნენ, ბიჭებს სასმელი მალე მოეკიდათ , ყველაზე მეტად მიშო იყო მთვრალი... ლაშა თავს იკავებდა... დაშლისას ყველას გაცილება მოუხდათ... მიშოც წამოაყენა ფეხზე....
-ლაშა...
-რა იყო მიშო?
-დიდი ხანია გვანცას იცნობ?
-არა, რამოდენიმე თვეა...
-მერე თუ იცი რა ბედნიერი ხარ?
-ვიცი მიშო.
-არაფერიც არ იცი, ჩაიბურდღუნა მან.
-მთვრალი ხარ, მე კი არ ვიცი სად ცხოვრობ, მგონი ჯობია შენც დამეხმარო...
-არა! მე უნდა გელაპარაკო... იცოდე გვანცა ძალიან კარგი გოგოა.
-ვიცი...
-არ იცითქო... მე მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ დვიან გავაცნობიერე თუ რამდენად კარგი იყო ის... და როგორცკი გავაცნობიერე...
-შეგიყვარდა?
-ის ჩემი დაიკოა, მას არავინ უნდა აწყენინოს.
-შენ გვანცა სხვანაირად გიყვარს.
-მას მე ძმასავით ვუყვარვარ... მეც ისე ვუყურებ, როგორც დას... ის ძალიან დიდი ადამიანია, მისი ბოლომდე შეცნობა ბევრს არ შეუძლია, იცი რა კეთილია? მას არ შეუძლია იყოს აგრესიული, ვერც სხვებისგან იტანს ამას.
-ვიცი მიშო, მაგრამ მგონი ჩემს ცოლზე სულაც არ უნდა მიკითხავდე ნოტაციებს.
-მე მთვრალი ვარ და მეპატიება...
მიშოს თვალით დანახულმა გვანცამ კიდევ უფრო დააინტერესა ეს გოგონა. ნუთუ მართლა ასეთი კარგია? თავად რატომ ვერ ამჩნევს ამას, იქნებ სულაც არ ცდილობს?!
უკვე პირველი საათი სრულდებოდა, ეგონბა გვანცას ეძინებოდა, მაგრამ შეცდა, გოგონა ტელევიზორთან იჯდა და თვალები მიელულა.
-გვანცა, რატომ არ გძინავს?
ლაშამ ეს თქვა და გოგონა მკერდზე მიიხუტა, გოგონა რომ გამოფხიზლდა უკვე მათ ოთახში იყვნენ. ლაშამ იგი საწოლზე ჩამოსვა და საბანი გადაშალა. მერე ოდნავ დაიხარა და მას აკოცა, უცნაური ის იყო, რომ გოგონა არ ურჩობდა, ეტყობოდა კიდეც, რომ ეს სითბო სიამოვნებდა... ბიჭი უფრო გათამამდა, მაგრამ გოგონა მალე მოეგო გონს.
-არ შეიძლება!
-რატომ პატარავ?! იკითხა ჩახლეჩილი ხმით და მაისური გააძრო.
-ეს ჩემი სახლია, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული... აქ არ შეიძლება... მან ეს თქვა და მუდარით სავსე თვალები ბიჭს მიაპყრო.
-მაპატიე... ეს თქვა და ოთახი დატოვა.
(XIV თავი)
მართალია ზაფხული და მეგობრებთან გართობა ძალიან კარგია, მაგრამ როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს დასასრული... დარჩენილი ხუთი დღე შეუმჩნევლად გაიპარა, თუმცა არა უკვალოდ... რადგან ამ დღეებმა გვანცას და ლაშას ურთიერთობა ძალიან შეცვალა, ვერც გაიგეს ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ახლა ლაშა მთელს მის შარმს იყენებდა გვანცას მოსანუსხად... ვეღარ იტანდა მარტოობას, სულ გვანცაზე ეფიქრებოდა, მერე რა, რომ არ უყვარდა? სამაგიეროდ ძალიან მოსწონდა... გაინტერესებთ რა ხდებოდა გვანცას გულში? ამის აღწერა ძალიან რთულია, გოგონა უკვე აღიარებდა, რომ ლაშა უყვარდა, ოღონდ ხმამაღლა არ ამბობდა. გათენდა 15 ივლისი, ყველასთვის საძულველი დღე, მთელი ოჯახით თბილისსში ბრუნდებოდნენ... თუმცა ნუცა ბებოის თხოვნით გვანცა კიდევ დარჩა... თავიდან გაუხარდა, რას იფიქრებდა რომ ლაშას გარეშე გატარებული ორი კვირა კოშმარად გადაექცეოდა? თავიდან მეგობრებთან გადიოდა, მაგრამ მერე ყველაფრის ხალისი დაკარგა... ლაშა თიტქოს ვერ ამჩნევდა მარტოობას, ვერ ამჩნევდა, თუ არ იმჩნევდა? ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ზუსტად არ იცოდა, თუ როდის დაბრუნდებოდა გვანცა, ერთ დღესაც სახლში დაბრუნდა, თითქოს გული უჩვეულოდ უცემდა, ნეტავ რა ხდებოდა? შესვლისთანავე პიჯაკი გაიხადა და გადაკიდა, მერე სამზარეულოში გავიდა და მაცივარი გამოაღო, უცებ გააცნობიერა, რომ რაღაც შეცვლილიყო, უკუსვლით დაბრუნდა მისაღებში და დივანზე გაშოტილი გვანცა შეამჩნიაა. კი გაუხარდა, მაგრამ მაინც და მაინც არ შეეტყო...
-ვაა, ჩამოხვედი? ეს თქვა და სამზარეულოში შებრუნდა, გვანნცა ბევრად უფრო თბილ დახვედრას ელოდა, განსაკუთრებიტ იმ არშემდგარი საღამოს გამო... თუმცა რას იზამდა? მისი მეუღლე უჩვეულო ფორიაქს მოეცვა, ვერც საჭმლის ჭამა მოახერხა და სამუშაოსაც ვერ დაუდო გული, მისაღებში დაბრუნდა.
-წავედი მე...
-სად მიდიხარ?
-სადმე... მოკლედ მოუჭრა მან და კარი გაიხურა, ლიფტი არც გახსენებია, პირდაპირ კიბეებს დაადგა, ერთი სართულიც არ ჰქონდა გავლილი, რომ შეჩერდა...
-რას აკეთებ შე დებილო... შემოუძახა თავის თავს და უკან აბრუნდა, კარი ხმაურიანად შეაღო... გვანცა შეხტა...
-რამე დაგრჩა?
-კი, ტვინი დამრჩა... ტვინი!
გოგონამ ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო ისე მიუახლოვდა ლაშა და ხელში აიტაცა, მანაც ფეხები წელზე შემოაჭდო...
-რას აკეთებ? ამ მდგომარეობისთვის ყველაზე უაზრო კითხვა დასვა გოგონამ...
-იმას რაც ადრე უნდა მექნა... ეს თქვა და ტუჩებზე დაეკონა, გვანცა თმებში სწვდა და კიდევ უფრო მხურვალედ აკოცა... ლაშამ საძინებლის კარი ფეხით შეაღო... მთელს ოთახშ ვნების ტალღები აზვირთდა, თუმცა მოულოდნელადვე გაქრა...
-შენ ხომ არ გიყვარვარ... ჩახლეჩილი ხმით იკითხა გოგონამ....
-მერე რა, არც შენ გიყვარვარ.. ხომ ასეა?
-არაა ასე.... ეს თქვა თუ არა ინანა, უნდოდა, როგორმე თავი დაეღწია მისი მკლავებიდან, მაგრამ ლაშამ არ გაუშვა.
-გამიშვი გთხოვ...
-დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?
-კი.
ლაშამ გოგონას ყელზე აკოცა და კითხვა გაუმეორა... გვანცამ ერთხელ ამოიკვნესა და მის უაზროდ ლურჯ თვალებში ჩაიძირა... თითქოს მისმა აღიარებამ ყველაფერი შეცვალა, ბიჭმა პირველად იგრძნო, რომ ქალს ნამდვილად შეუყვარდა, ყველა მისი დადებითი და უარყოფითი მხარით, არ უნდოდა ეს გრძნობა გამქრალიყო, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გრძნობდა მით უფრო იზიდავდა იგი... ადრე ხომ ასე არ ყოფილა, გულგრილი ქალები და წინააღმდეგობა ყოველთვის აშინებდა, უფრო სწორად არცკი უგრძვნია მსგავსი რამ... ნეტავ კიდევ რამდენი გრძნობა უნდა განაცდევინოს ამ გოგომ?
ისევ იმ მზრუნველობამ იჩინა თავი... არ უნდოდა გვანცას რაიმე სტკენოდა, ცდილობდა რაც შეიძლება ნაზი და თბილი ყოფილიყო, ნუთუ ვერ ხვდებოდა, რომ ამ საქციელით თავს უფრო აყვარებდა? ალბათ ვერა... თორემ ხომ მიხვდებოდა, თუ როგორ ტანჯავდა მას...
გვანცას არასდროს ეგრძნო თავი ასე სასურველად, მაგრამ შიში არ ტოვებდა, ეგონა თუ ლაშასთან დაწვებოდა მისთვის ერთი უფერული ქალი გახდებოდა... იქნებ არც ცდებოდა? მაგრამ მას, რომ შეძლებოდა ლაშას ფიქრების წაკითხვა ეს შიში აღარ შეაწუხებდა, ბიჭს მისი უმანკოება ჭკუას აკარგვინებდა... ნუთუ ასეთია სიყვარული?!
-გვანცა... დაიჩურჩულა ლაშამ, თუმცა პასუხი ვერ მიიღო...
,,რა მშვიდია როცა სძინავს... არა რა სულელი ვარ, ის ყოველთვის მშვიდია, მაიძულებს მეც დავმშვიდდე, ნეტავ როგორ ახერხებს ამას? რა ლამაზია, აქამდე სად ვიყავი? მიყვარს? არა.. არ მიყვარს, უბრალოდ მინდა! დიახაც, მინდა! მინდა! მინდა! მინდა ყველა ღამე მის გვერდით გავატარო, მინდა მეჩხუბებოდეს, მიცინოდეს, მინდა მარტო მე მეკუთვნოდეს... ნეტავ რა მჭირს? "
,,გავები!" ამ აზრმა სულაც არ დათრგუნა, პირიქით, მწარედ ჩაეღიმა და მის მკლავზე მისვენებულ ქალს შუბლზე აკოცა..."
(XV თავი)
ფანჯარაში შემოჭრილი მზის სხივები გვანცას სახეზე ეფინებოდა, გოგონა შეიშმუშნა... ლაშას უკვე ეღვიძა, უფრო სწორად არც დაუძინია, მთელი ღამე მას მისჩერებოდა, ისე თითქოს პირველად ნახაო, მჯართლაც მან პირველად დაინახა გვანცა ასეთი მიმზიდველი. გოგონას მალევე გაეღვიძა, მისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო ეს სიტუაცია, თითქოს ერიდებოდა კიდეც მისი, მაგრამ მეუღლის სილაღემ თავადაც გაახალისა. მალე ადგნენ და ისაუზმეს, ლაშა უნახავივით იქცეოდა, არ მოასვენა ქალი. ხან აქედან მიეპარა, ხან იქიდან... უნდოდა როგორმე გამოეწვია, ეს უკვე საუცხოოდ გამოსდიოდა. საუზმისას მშვენიერი ამბავი ახარა. ირაკლი აპირებდა მათთან სტუმრობას. ორი საათისთვის კარზე ზარის ხმა გაისმა, ირაკლის მოსვლამ სახლი უცნაურად გაახალისა . ბიჭები სამი წლის ბავშვებივით იქცეოდნენ, გვანცაც გააბრაზეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ქალს მაინც ყოველთვის სიამოვნებდა ირაკლის სტურმობა. მოულოდნელად საუბარი სიყვარულზე ჩამოვარდა. ირაკლის არ გამოჰპარვია ამ ახალგაზრდა წყვილის მოციმციმე თვალები, გვანცამ როგორცკი დატოვათ ლაშას მიუბრუნდა...
-თქვენს შორის რამე შეიცვალა?
-უამრავი რამ...
-შენ ის გიყვარს?
-არ ვიცი მიყვარს თუ არა, მაგრამ ძალიან მინდა!
მალე ოთახში გვანცა დაბრუნდა.
-რაზე ჭორაობთ ბიჭებო?
-სიყვარულზე გვანცა, სიყვარულზე...
,,ნეტავ შუბლზე მაწერია, რომ ლაშა მიყვარს?!" გაიფიქრა გოგონამ და წვენებით სავსე სინი მაგიდაზე დადგა.
-იცი რა? შეგიყვარდება ვინმე და ასე არ იჭიკჭიკებ...
-რას ამბობ ქალო, სად მე და სად სიყვარული... ღმერთმა დამიფაროს...
ეს დღეც და საერთოდ მთელი წელიც ძალიან მალე გავიდა,. ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ, ისევ ჩხუბობდნენ და ისევ რიგდებოდნენ. ერთ დღესაც ლაშამ ძალიან ადრე გაიღვიძა. ვერ მოისვენა, გვანცას გაღვიძება უნდოდა. ჯერ ლოყაზე აკოცა, გოგონა ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ თვალის გახელა აზრადაც არ მოსვლია, მერე ნჯღრევა დაუწყო.
-გვანცა! გვანცა-ა-ა!
-რა გინდა? დაიღრინა გოგომ.
-აბა თუ იცი დღეს რა დღეა...
-კვირა?
-ხო კვირაა, მაგრამ უფრო კონკრეტულად.
-17 მარტი...
-ხო, მერე?
-დაგავიწყდა? დღეს ჩვენი ქორწინების წლისთავია. გაბრწყონებული თვალებით წარმოსთქვა ბიჭმა.
-მერე ეგ რა აღსანიშნია?
-რა, არ არის?
-შეგახსენებ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ არც მე ვიყავი ბედნიერი და არც შენ. წაიდუდღუნა გვანცამ და თავი საბანში ჩარგო.
გვანცამ ვერცკი გააცნობიერა თუ როგორ აწყენინა ლკაშას, ბიჭმა ვერ მოისვენა, უბრალოდ ადგჰა და წავიდა, მალე გვანცაც დამშვიდდა, გააცნობიერა საკუთარი შეცდომა და გადაწყვიტა ბოდიში მოეხადა, თუმცა მეუღლე სახლში არ დახვდა, ბევრი ურეკა, პასუხი არავინ გასცა. გადაწყვიტა სახლის დალაგებით გაერთო თავი, მათი ოთახის ჯერიც დადგა, გოგონამ კარადის პატარა უჯრა გამოაღო თუ არა შავი კოლოფი დაინახა. მაშინვე გახსნა, შიგნით ულამაზესი ოქროს სამაჯური იდო წარწერით ,,Forever Together" გვანცას თვალზე ცრემლი მოადგა, ახლა ისე უნდოდა ლაშასთან ჩახუტება, მაგრამ ბიჭი არსად ჩანდა... რვა საათი სრულდებოდა როცა ის სახლში დაბუნდა... ხელში უამრავი ჩანთა ეჭირა...
-ლაშა... შენთან მინდოდა დალაპააკება.
-არა გვანც არ მაქვს მაგის დრო.
-ბოდიში მინდა მოგიხადო.
-რას ბოდავ, რა ბოდიში... დროზე ჩაიცვი, საქმე გვაქვს.
-რა საქმე?
-ჩაიცვი და გაიგებ.
ლაშამ ისე შეაგდო გოგონა საძინებელში, რომ არაფერი აუხსნა... გვანცამ ჩანთები გადმოაბრუნა, შიგნით ულამაზესი თეთრი კაბა, ფეხსაცმელები და სამკაულები იდო... მალე მოემზადა და ლაშასთან მივიდა...
-კაბა როგორ მოგეწონა? ჩემი გემოვნებით ავარჩიე, იმედია არ დამიწუნებ.
-არა რას ამბობ, ძალიან ლამაზია, მაგრამ რისთვის...
ამ დროს ლაშამ გვანცას ხელი დაიჭირა, თითიდან ოქროს ,,კალიცო" წააძრო და მის წინაშე დაიჩოქა.
-გვანცა ჯაფარიძე, გამომყვები ცოლად?
ქალს გაეცეინა.
-მე ხომ უკვე შენი ცოლი ვარ...
-მხოლოდ ფორმალუურად... მე კი მინდა ჯვარი დავიწეროთ, არს ნუ მეტყვიი მამაო გაფრთხილებული მყავს, სხვათა შორის ჩვენი მეჯვარეებიც.
-რაა? ქალი ყურებს ვერ უჯერებდა.
-რაც გაიგე... დროზე მითხარი პასუხი, გვეჩქარება...
-კარგი კარგი, თანახმა ვარ გაეცინა გვანცას. ლაშამ მას ხელი დაავლო და ეკლესიაში გააქანა, თეონა და დავითი უკვე იქ ელოდებოდნენ, გოგონა გიჟს გავდა, გვანცას ეჩხუბებოდა აქამდე რატომ არ მითხარიო.
-მეც არ ვიცოდი თეო, ამ გიჟმა ყველაფერი დღეს გადაწყვიტა...
-სხვათაშორის ეს გიჟი მალე შენი ჯვარდაწერილი მეუღლე გახდება. საუბარში ჩაერია ლაშა.
ცერემონია მალე დასრულდა, როგორც იქნა სახლში დაბრუნდნენ.
-აბა რას იტყვი? დღეიდან ჩვენ ვეღარაფერი დაგვაშორებს.
-ლაშა მე მეშინია...
-რისი გეშინია?
-შენ ხომ არასდროს გითქვამს, რომ გიყვარვარ.
-დღევანდელი დღე არაფერს ნიშნავდა? როგორ არა, მაგრამ...
-მე შენ მიყვარხარ... ძალიან, ძალიან მიყვარხარ... ეს თქვა და გვანცა ხელში აიტაცა...
(XVI თავი, პირველი ნაწილის დასასრული! )
გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დილა იყო, გვანცას როგორც ყოველთვის ლაშას მკლვებში მოკალათებულს ეძინა, დილა ჩიტების საამური ჟღურტულით დაიწყო, თვალები გაახილა თუ არა მზერა ფანჯრებს მიაპყრო, საიდანაც მზე მხიარულად უმზერდა. გვანცა ფრთხილად გამოძვრა ლაშას მკლავებიდან და სააბაზანოში შეირბინა, მოულოდნელად თავბრუსხვევა იგრძნო, ყურადღება არ მიუქცევია, თავი მოპიწესრიგა და საუზმის მოსამზადებლად სამზარეულოში გავიდა. მალე ლაშამაც გაიღვიძა.
-რა კარგი სუნია, ცუდია, რომ ვერ ვასწრებ ჭამას...
-რატომ? საუზმის გარეშე უნდა წახვიდე?
-ხო გავრბივარ, კომპანიაში საქმეებია... შეჭამეს ტვინი რა, ცოტაც და საერთოდ აღარ ვივლი...
-კარგი კარგი, ნუ ბუზღუნებ... მაგრამ იქნებ მოგესწრო ჭამა...
-არ მინდა, ერთი კოცნაც მეყოფა. ლაშა მას მიუახლოვდა და აკოცა...
-არა, მგონი არ მყოფნის... მაშინ გოგონამ ხელები შემოხვია და უფრო მხურვალედ აკოცა...
-ეს გეყოფა?
-სხვა რა გზა მაქვს...
ლაშა მეუღლეს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა, გვაცას სულ აღარ ეხალისებოდა საუზმის მომზადება, მაგრამ მშიერი ხომ არ დარჩებოდა, ყველაფერს მორჩა თუ არა გაზქურა გამორთო და სასაუზმოდ დაჯდა. ერთი ლუკმა გასინჯა და გულისრევამ შეაწუხა, ზედიზედ საქმჯერ გაუმეორდა... მაშინ გოგონას ერთმა აზრმა გაუელვა გონებაში... მაშინვე დედას გადაურეკა.
-დედა როგორ ხარ?
-კარგად ვარ შვილო, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად დე... რაღაც უნდა მეკითხა.
-რამე ხდება?
-დე ჩემზე რომ იყავი ორსულად გული გერეოდა ხოლმე?
-კი... მაგრამ რატომ მეკითხები?
-თავბრუც გეხვეოდა?
-ხან და ხან... გვანცა არ მითხრა, რომ...
-დე ახლა კლინიკაში გავრბივარ, მერე დაგირეკავ კარგი?
-იცოდე სასწრაფოდ დამირეკავ!
-ხო დედა...
გვანცამ სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთა, მორიგემ უთხრა, რომ პასუხები სამ დღეში იქნებოდა, ძლივს ძლიობით გავიდა ეს სამი დღე... როგორ უჭირდა გვანცას ყველაფრის დამალვა... დანიშნულ დროს კლინიკაში მივიდა. ტესტის პასუხები მოითხოვა, მოულოდნელად ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი... ნიკა თავისი ჭაობისფერი თვალებით ბურღავდა გოგონას... ოდნავ შებარბაცდა, რომ არ წაქცეულიყო ძელს მოეჭიდა. ახალგაზრდა მამაკაცი ნელა და აუღელვებლად უახლოვდებოდა გვანცას, მას ნელ ნელა გული უჩქარდებოდა...
-გვანცა?!
-შენ აქ რა გიინდა?! ქალს ეუცხოვა მისი თეთრი ხალათი...
-ვსწავლობ სამედიცინოზე, დაგავიწყდა? აქ რატომ მოხვედი? ცუდად ხარ?
-არ მინდა შენთან საუბარი... ქალი გაბრუნდა, მაგრამ ნიკას სიტყვებმა გული საშინლად ატკინა.
-ნუთუ ასე მალე დაივიწყე ჩვენი სიყვარული?
ნიკა მას წამოეწია და მკლავში ხელი წაავლო.
-შემეშვი, არ მსურს შენთან საუბარი...
-მაგას მე გადავწყვეტ...
-სად მიგყავარ?
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ. უხეშად წაისისინა ბიჭმა და ქალი კლინიკიდან გაათრია.
გვანცას თვალებიდან ცრემლები წასკდა...
-რა გატირებს გოგო? მე შენთან ლაპარაკი მინდა... გაიგე?
-მე არ მინდა!
ნიკამ იგი მკლავებში მოიმწყვდია და ძალით აკოცა... არამკითხე მოამბეები მისჩერებოდნენ, ზოგი რას ბურდღუნებდა, ზოგი რას. გვანცამ არც აცია, არც აცხელა და სილა გააწნა...
-შენ მოღალატე ხარ! უთხრა ნიკამ.
-ნუ ლაპარაკობ იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, მე შენთვის არ მიღალატიე, შეიგნე.
-მაშ რატომ მიმატოვე? იმ ნაბიჭვაზე რატომ გამცვალე?
-შემეშვი გაიგე?
-ამიხსენი...
-ახლა რატომ გამოჩნდი? როცა ყველაფერი აეწყო, მაინც და მაინც ახლა რა გინდა ჩემს ცხოვრებაში? რატომ არ შემეშვები?
-ვერ გეშვები, რა ვქნა? შენგან განსხვავებით მე ისევ მიყვარხარ... რა მალე თქვი ჩვენს სიყვარულზე უარი...
-იძულებული ვიყავი, რატომ არ გესმის? სხვანაირად არ შემეძლო... მამაჩემის კომპანია იძირებოდა, არ მინდოდა მას რამე დამართნოდა, მხოლოდ მის დასაცავად მოვიქეცი ასე...
-რა თქვი?
-რაც გაიგე...
-მოვკლავ იმ არაკაცს...
-ჩემს ქმარს არ გაეკარო!
-უკვე შენი ქმარია?
-ხო ჩემი ქმარია, მისგან შვილს ველოდები და ძალიან მიყვარს, შენ კი ამ კოცნას აუცილებლად განანბ გაიგე?
-შენ ის არ გიყვარს... აუცილებლად დაგიმტკიცებ ამას.
-შემეშვი...
გვანცამ ხელი გაინთავისუფლა და ტაქსის გასაჩერებლად გაიქცა. სახლში ანერვიულებული დაბრუნდა, თუმცა ახალი ამბით იმდენად იყო აღფრთოვანებული, რომ ნელ-ნელა დამშვიდდა, ახლა იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ეთქვა ეს ახალი ამბავი ლაშასთვის... ის როგორც ყოველთვის 8 საათზე დაბრუნდა სახლში, გვანცამ გემრიელი ვახშამი დაახვედრა, ბიჭი მაგიდასთან დასვა, თავად კი წინ ჩამოუსკუპდა... თვალები უცნაურად უციმციმებდა...
-ხდება რამე?
- კი ხდება...
-არ გინდა რომ მითხრა?
-კი, მინდა...
-მერე მითხარი...
-აუცილებლად გეტყვი.
მოულოდნელად გვანცას ტელეფონუი აწკრიალდა, ეკრანს დახედა, დედა ურეკავდა...
-გისმენ დედა...
-გვანცა საავადმყოფოში ვარ, მამაშენია ცუდად... დრზე მოდი გთოვ.
-რაა"?! დაიკივლა ქალმა....
ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა და ჩანთა აიღო...
-რა ხდეა გვანცა?
-მამაჩემია ცუდად...
-მე წაგიყვან.
-კარგი, დროზე...
გვანცა ტიროდა, ყვიროდა, ისტერიკაში ჩავარდა... ლაშა ლამის გაგიჟდა, თავისი მეუღლე ასეთ მდგომარეობაში არასოდეს ენახა. მისი დამშვიდება უნდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ შეძლო, საავადმყოფოში შევიდნენ თუ არა დედას დაურეკა... მზიამ სართული უკარნახა, მათაც არ დააყოვნეს და სასწრაფოდ გაიქცნენ.
მზიამ ლაშა დაინახა თუ არა სილა გააწნა...
-რას ეკეთებ დედა? დაფეთდა გვანცა...
-ყველაფერი ამ არაკაცის ბრალია...
-დედა რა ხდება?
-ჩვენთან ნიკა იყო მოსული, მთვრალიი იყო და ყვიროდა, ცოტნესთან უნდოდა ლაპარაკი... მამაშენი მასთან გავიდა, ის ბიჭი ილანძღებოდა, მამაშენს ლანძღავდა, თქვა, რომ ძალით გაგათხოვეთ... მერე ყველაფერი გვიამბო და წავიდა, ცოტნეს გულის შეტევა დაემართა, არც კი ვიცით გადარჩება თუ არა... მზია ლამის ყვიროდა, თან ლაშას ლანძღავდა.
-ყველაფერი სულ სხვაგავარადაა.
-შენი და შენი ოჯახის ბრალ;ია, რომ ჩემი ოჯახი ასე დაიტანჯა...
-ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ, მე და გვანცას ერთმანეთი შეგვიყვარდა...
-ლაშა წადი!
-ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ.
-ლაშა წადი მეთქი...
-გვანცა გთხოვ...
-წადი!! დაიღრიალა ქალმა და სილა გააწნა...
-მისმინე! არსადაც არ წავალ, შენ ახლა ჩემი დახმარება გჭირდება...
-არავინ არ მჭირდება, მარტო მამაჩემი მინდა იყოს ცოცხალი და საღ-სალამათი... მამაჩემი... ქალმა სახე ხელებში ჩარგო... ლაშას მისი დაწყნარება სურდა, მაგრამ მზიამ ახლოსაც არ გააკარა... ბიჭი არ ნევბდებოდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა, მალე პალატდან ექიმი გამოვიდა, გვანცას აღარაფერზე ჰქონდა რეაქცია, ექიმი მათ მიუახლოვდა და მზიასთან საუბარი ითხოვა... ლაშამაც დრო იხელთა და მასთან მივიდა...
-გვანცა, ჩემო პატარავ... მომისმინე გთხოვ.
-არ მინდა არაფრის მოსმენა...
-ძალიან ვწუხვარ მამაშენის გამო.
-არ მაინტერესებს გაიგე?
-აღარ გიყვარვარ?
-მიყვარხარ, მაგრამ უფრო მძულხარ, ყველაფერი მამაშენის ბრალია... ეშმაკმა დალახვროს ის დღე, როცა მეტრეველებს გადავეკიდე... აგიხდა ოცნება, გახსოვს რას მპირდებოდი? ხოდა დარწმუნებული იყავი, რომ საბოლოოდ გავნადგურდი.
-ნუ ამბობ მაგას... სახლში წავიდეთ, დასვენება გჭირდება.
-არსადაც არ წამოვალ! წაეთრიე აქედან!
-როგორც შენ გინდა.
-ლაშა... მიაძახა გოგონამ წასვლისას.
-განქორწინებას მოვითხოვ!
ლაშას სახლში წასვლა აზრადაც არ მოსვლია, პირდაპირ მამამისთან წავიდა, სახლში გიჟივით შევარდა, გიორგი კაბინეტში იყო, ტელეფონზე საუბრობდა, ბიჭი გიჟივით ებდღვნა და სკამიდან წამოაგდო...
-რა ხდება? სულ გაგიჟდი?
-შენი ბრალია!
-რა გინდა?
-გვანცას მამამ ყველაფერი შეიტყო, ახლა შენი წყალობით კომაშია, ჩემი ცოლი კი განქორწინებას მთხოვს!
-რა? როგორ შეიტყო...
-ეგ არაა შენი საქმე, კმაყოფილი ხარ? მან მიმატოვა...
-შენ ხომ ის არ გიყვარს?
-მიყვარს! მიყვარს! ის ახლა ტირის, მე კი უფლება არ მაქვს დავამშვიდო, ეს კი შენი ბრალია.
-შემიძლია ვაიძულო, რომ დარჩეს...
-შენ რა ის მარიონეტი გგონია? რა უფლება გაქვს მისით ითამაშო?
-არ მინდა ჩემი შვილი იყოს ცუდად, მირჩევნია ის ვაიძულო, რომ დაბრუნდეს...
-არც გვანცას და არც მის ოჯახს ახლოს არ გაეკარო... ლაშას მკაცრი ტონი უაცრად სადღაც გაქრა, მამის წინაშე დაემხო და აქვითინდა...
-ყველაფერს გავაკეთებ, რაც შენ გინდა... კომპანიის მართვას ვისწავლი, ყველაფერს დაგიჯერებ... ოღონდ მათ შეეშვი...
-ნუთუ ასე შეგაყვარა თავი იმ გოგომ? არ დაიტანჯები მის გარეშე?
-გვანცას ტანჯვას მირჩევნია ყველაფერი ჩემს თავზე ავიღო.
გიორგიმ ის წამოაყენა და გულში ჩაიკრა...
-მაპატიე გთხოვ..
-ნუ მთხოვ იმას, რაც შეუძლებელია. ბიჭმა ის მოიშორა და სახლში წავიდა... იქაურობა ისეთი ცარიელი ეჩვენა... მეორე დილა გათენდა თუ არა სამსახურში წავიდა... სახლში დაბრუნებულს კარი ღია დახვდა, თავიდან ძალიან გაუხარდა, მაშინვე ოთახში შევარდა და გვანცა დაინახა... ის ბარგს ალაგებდა...
-საბოლოოდ გადაწყვიტე წასვლა?
-ხო...
-დარჩი გთხოვ, ყველაფერს გამოვასწორებ...
-არ შემიძლია, ახლა ჩემს ოჯახს ვჭირდები, მამა საზღვარგარეთ მიგვყავს სამკურნალოდ...
-მალე დაბრუნდებით?
-არ ვიცი... ქალმა ჩემოდანი აიღო და გასვლა დააპირა... თუმცა წინ ლაშა გადაეღობა.
-ნახვამდის გვანცა...
ქალი თითის წვერებზე აიწია და ბიჭს შუბლზე აკოცა.
-მშვიდობით ლაშა!
წავიდა...
წავიდა და ლაშას გულიც თან გაიყოლა, თავისი კი აქ დატოვა, ამ ოთახში, სადაც პირველად გახდა მისი... სადაც ჩაისახა მათი პატარა... სადაც ალბათ ვეღარასდროს დაბრუნდება...!

შემიფასეთ :* (შეცდომებისთვის ბოდიში :( )



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ისტორია ხომ იდო უკვე, თან დასრულებულად და სხვა ნიკით?

 


№2  offline წევრი flightless bird

დიახ იდო...
--------------------
თ.ნ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

flightless bird
დიახ იდო...


მეორედ რატომ უნდა შევაფასო?! თავის დროზე ხომ ვიყავი ამ ისტორიის აქტიური მკითხველი და ვეხმაურებოდი კიდეც და ეხლა რაღა ვქნა,უნდა განვმეორდე ისევ თუ...ვერ მივხვდი

 


:დდ პლაგიატებეეე:დდ

 


№5  offline წევრი mariami12

გრაფო ვინმემ დაგაძალა წაიკითხეო ? რა გაწუხებს ?ძანაც კარგი თუ დადო ძალიან მიყვარს ეს ისტორია და გამახსენდა . შენ რა პრობლემები შეგექმნა ამით ? ჩიტო მეორე ნაწილიც დადე რა ;) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent